Jump to content
Planeta.Ge

DATA TUTASXIA

პლანეტელი
  • პოსტები

    1.033
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი DATA TUTASXIA

  1. ძუკუ[/ გილოცავთ ბატონო მიშა. ბედნიერებას და ჯანმრთელობას გისურვებთ.
  2. http://netgazeti.ge/GE/79/News/6828/%E1%83%91%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90-%E1%83%98 ივანიშვილის პრეს–სამდივნო აზუსტებს, რას ნიშნავს თანამშრომლობა ნეტგაზეთი "მასმედიასა და სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება და არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა ბიძინა ივანიშვილის განცხადებას სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან და პოლიტიკოსებთან თანამშრომლობის შესახებ", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის პრეს–სამდივნო ავრცელებს. პრეს–სამდივნო აზუსტებს, რომ "თანამშრომლობისთვის მზადყოფნა ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი წინააღმდეგია, ვინმე განიდევნოს ქართული პოლიტიკური სივრციდან, გარდა იმ პირებისა, ვისი მორალური ან სამართლებრივი დანაშაულიც დასტურდება. თანამშრომლობა არ გულისხმობს იმთავითვე რაიმე ტიპის პოლიტიკურ კავშირს. ბიძინა ივანიშვილს, ისევე, როგორც ქართული საზოგადოების დიდ ნაწილს, გააჩნია სერიოზული კითხვები ბევრ ქართველ პოლიტიკოსთან და ამ კითხვებზე პასუხის მიღების გარეშე რაიმე ტიპის ურთიერთობაზე საუბარი არ განიხილება", – აცხადებენ ივანიშვილის პრეს–სამდივნოში. პრეს–სამდივნოს მხრიდან დაზუსტებების გაკეთება ივანიშვილის მიერ "კვირის პალიტრისთვის" მიცემული ინტერვიუს შედეგად გახდა აუცილებელი, სადაც მან ნინო ბურჯანაძესთან შესაძლო თანამშრომლობაზე ისაუბრა: “განცხადებები და ქმედებები, რაც ქალბატონი ნინოს თაოსნობით განხორციელდა, ეწინააღმდეგება ჩემს პრინციპებს. ყველაზე დიდი წინააღმდეგობა, რაც ჩვენ შორის არსებობს, არის ის, რომ ქალბატონი ნინო ქუჩის გამოსვლების უპირატესობას აღიარებს, მე კი ამას გამოვრიცხავ. კიდევ არის რაღაც შეკითხვები ქალბატონ ნინოსთან, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ ამ შეკითხვებს მოვხსნით, პოზიციებს შევათანხმებთ და აუცილებლად ვითანამშრომლებთ ქალბატონ ნინოსთან," – განუცხადა “კვირის პალიტრას” ივანიშვილმა. აჰა თემის ავტორს კოვზი ნაცარში ჩაუვარდა. "თბილისის აგდებას რა უნდა"
  3. Beso Beria არა, რისი თქმაც მინდოდა სწორედ ის ვთქვი, ენასა და დიალექტს შორის კი მნიშვნელოვანი სხვაობებია, მაგალითად მეგრული და სვანური დიალექტი, ქართული ენა. პრინციპში დიალექტი - კუთხური ენაა. დიალექტია გურული, კახური,იმერული. მეგრული და სვანური ქართველური ენებია. ასე რომ ამაზე ნუ ვიდავებთ.
  4. გილოცავთ. ბედნიერებას და ულევ სიხარულს გისურვებთ.
  5. Beso Beria არ მეპატიება მეგრული დიალექტის არ ცოდნა "არ მეპატიება მეგრული ენის არ ცოდნა"-ალბათ ამის თქმა გინდოდა.
  6. laci ვაიმეეე ღმერთოოოო .............. რეალტვ-ის კითხვაა თან რა კმაყოფილი სახე ქონდა ჟურნალისტს.
  7. Anima Libera ზოგადად პროცესი რა თქმა უნდა პოლიტიზირებულია, მაგრამ ქართუ რომ შემოწმდებოდა გუშინდელი ფაქტის შემდეგ ეს ჩვეულებრივი პროცედურაა ყურცქვიტების მიზანი სწორედ ბანკი"ქარუ"'იყო. ინკასაციის მანქანა კი-მხოლოდ საბაბი.
  8. Saturn კლინტონის პერიოდში ზუსტად შენს მიერ აღწერილი სქემით დაიწყო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა ამერიკელების მიერ კრედიტით სახლების შეძენას. საბოლოოდ ამან შექმნა საპნის ბუშტი, რომელიც ბუშის პრეზიდენტობის პერიოდში გასკდა. :yes:
  9. ბიჭო გავგიჟდი. რა ა####ვებს ასე ადამიანს? ბოდიში მაგრამ სხვას ვერაფერს ვერ ვიტყვი ამ ადამიანზე
  10. dire ეს რა უბედურებაა? ეს რასკლადი არის ზუსტად დაკანონება იმის, რაც აქამდე ხდებოდა.
  11. Anima Libera ძალიან მაგარი თემაა. შეიძლება ამ თემის აპინვაც, მისი აქტუალურობიდან გამომდინარე.
  12. Saturn ამაში ვერ დაგეთანხმები. იგივე ძალა აპირებს მოსვლას ხელისუფლებაში და არაფერი არ შეიცვლება ამათ ხელში-მაქსიმუმ ნაციონალური მოძრაობის რებრედინგი მოხდეს. ბიძინას მოსვლის შემთხვევაში პოლიტიკური რასკლადი შეიცვლება, ალბათ ნაცები ცოტას ჩაიჩოჩებენ და კონსტიტუციური უმრავლესობა არავის არ ექნება. აი ეს მინდა მე ისე ბევრმა გაიკვირვა ბიძინას განცხადება,როდესაც იგი ბოკერიას ეხებოდა. არადა ეგ მე კარგა ხანია ვიცი. გიგა ძალიან სერიოზული ფიგურაა მიშას ხელისუფლებაში კაცი საგარეოს მოადგილე იყო და უშიშროების საბჭოს სხდომებს ესწრებოდა. მეტსაც გეტყვით 7 ნოემბრის მერე სააკაშვილი ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო და სწორედ გიგას დამსახურებაა მისი ამ სიტუაციიდან გამოძრომა. მოკლედ ბოკერიას აზრს ხელისუფლებაში ძალიან დიდი წონა აქვს
  13. სატურნ, შენ თუ გგონია ბიძინას ხელისუფლებაში მოსვლის მერე,დავიწყებ მის ქებას ძალიან შემცდარხარ. მე ყველა ხელისუფლების ოპოზიცია ვარ. ადრე მიშას მივეცი ხმა,იმიტომ რომ ედოს ჩამყაყებულ ქვეყანაში არ შეიძლებოდა ცხოვრება. ფაქტია მიშამ ბევრი რამ გააფუჭა,მაგრამ რაღაცა ხომ გააკეთა (ვასიკო ოდიშვილი გამახსენდა). ეხლა ახალი უნდა მოვიდეს-ახალი ხედვებია საჭირო, ახალი მიდგომები,ახალი სახეები. ეს ჩემი სუბიექტური აზრი კი არა ობიექტური რეალობაა.
  14. dire ებე დირე გამოჩნდა. რაფერ ხარ თუ იცი? როგირც ვატყობ ეს ფორუმი მუდამ ოპოზიციური იქნება. ყველაზე მეტად სატურნის ოპოზიციონერობა მაინტერესებს :TAT:
  15. აქ დავდებ სატურნს გაუხარდება. მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში აპირებს დამკვიდრებას და მალე საჯარო პირიც გახდება, ინფორმაცია მისი ცხოვრების, გამორჩეულად წარსულის, ბავშვობისა და ახალგაზრდობის პერიოდის შესახებ, საზოგადოებისთვის უცნობია. დღემდე ჩვენი საზოგადოება მხოლოდ იმ ლეგენდამოსილი ამბებით იკვებება, რომლებიც ჟამი-ჟამ მედიით გავრცელდება ხოლმე დღემდე იდუმალებით მოსილი ბიზნესმენის შესახებ. «საქართველო და მსოფლიო» შეეცდება ამ პატარა წერილით ზემოაღნიშნული საინფორმაციო ვაკუუმის შევსებას. მოგითხრობთ ბიძინა ივანიშვილის სიჭაბუკის _ მოწაფეობის პერიოდზე და მისი პედაგოგები, მომავალი მილიარდერის ყმაწვილკაცობის დროინდელ საკმაოდ საინტერესო დეტალებსაც გაიხსენებენ. ამ რამდენიმე წლის წინათ ვეწვიე საჩხერეს, ბიძინა ივანიშვილის მშობლიურ რაიონს. უკვე ვიცოდი, რომ ივანიშვილმა ჯერ ჭორვილის 8-წლიანი სკოლა დაასრულა, ბოლო ორი წელი კი მეზობელი სოფლის, საირხეს საშუალო სკოლაში გაატარა და ატესტატიც იქ აიღო. ეს ორი წელი, კვირაში 6 დღე, ბიძინა ივანიშვილი ფეხით დადიოდა ჭორვილიდან საირხეში და მასწავლებლები ვერ იხსენებენ, ოდესმე სკოლაში დაეგვიანებინოს ან გაკვეთილი გაეცდინოს. ამას ივანიშვილის საქებრად არ ვწერ _ მაქებარნი და მეხოტბენი უჩემოდაც არ აკლია. ამგვარი მუყაითობისა და სიბეჯითის გარეშე, ცხადია, მილიარდერები არ ხდებიან. ეს იმ ადამიანის სახასიათო შტრიხია, რომელმაც ქართველთაგან ყველაზე დიდი ფული იშოვნა. ჰო, წინ და უკან, ყოველდღე _ პატარა ბიძინა 6 კილომეტრს კეცავდა _ ჭორვილიდან საირხემდე 3 კილომეტრია. საირხის სკოლას რომ ვესტუმრე, თავდაპირველად ბიძინა ივანიშვილის მასწავლებლებმა არ ისურვეს ჩემთან საუბარი _ აკრძალული არ გვაქვს, მაგრამ არ გვინდა, ბიძინას ვაწყენინოთ, ვიცით, ამ კაცს არ სიამოვნებს, როცა მასზე პრესაში იწერება, თუნდაც მისი სახოტბო წერილები იყოსო. ბოლოს, ბევრი იფიქრეს და მაინც დამყაბულდნენ, რაღაც-რაღაცები მოეთხროთ თავიანთი ყველაზე სახელოვანი მოსწავლის შესახებ _ თბილისიდან საჩხერეში ჩამოსული კაცი როგორ გავაწბილოთ, ხელცარიელი როგორ გავუშვათ, იმერული სტუმართმოყვარეობა არ გვანებებსო. ვიდრე მასწავლებლები ბიძინა ივანიშვილის სიჭაბუკის პერიოდს გაიხსენებდნენ, მანამდე საირხის საშუალო სკოლის 1972-73 სასწავლო წლის გამოშვების მოსწავლეთა საშუალო განათლების ატესტატის ჩასაწერი წიგნი მაჩვენეს. ეს, პრაქტიკულად, ყველა მოსწავლის ატესტატის ასლია. ბიძინა ივანიშვილის ატესტატის ნომერია 603973. კლასში 42 მოსწავლე ირიცხებოდა. ისევ ატესტატის ასლს დავუბრუნდეთ. ბიძინა ივანაშვილს 13 ოთხიანი და 5 ხუთიანი უწერია ატესტატში და არც ერთი _ სამიანი. ხუთიანები ივანაშვილს დაუწერეს ფიზიკაში, ხაზვაში, ფიზკულტურასა და შრომით სწავლებაში. ხუთიანი გამოჰყვა ყოფაქცევაში. საირხის სკოლის დირექტორი, დოდო კობეშავიძე, იმ დროს, როცა ბიძინა ივანიშვილი ამ სკოლაში სწავლობდა, სკოლის ე. წ. ორგანიზატორი იყო და ისტორიას ასწავლიდა მის კლასს. «წესიერი, ზრდილი ახალგაზრდა იყო ბიძინა. მუდამ მოწესრიგებული იყო. სხვისი დახმარების სურვილი და შემწეობა ბავშვობიდანვე მოსდევდა. თითქმის ყველა კლასელთან მეგობრობდა, უკონფლიქტო ბიჭი იყო, ჩხუბი და აყალმაყალი არ უყვარდა, პირიქით, თუ ბიჭები წაიჩხუბებდნენ, ბიძინა მათ შერიგებას ცდილობდა. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ბიძინა საჩხერეზე გადაყოლილია და მასზე აუგს მთელ საჩხერეში ვერავის დააცდენინებთ. არა, რეალურად ასეთი ბიჭი იყო. ყველა საგანს სწავლობდა კარგად, მართალია, ყველაფერს ხუთიანებზე არ თუ ვერ სწავლობდა, მაგრამ, რომ იტყვიან, კაი, გამართული ოთხიანი ჰყავდა, რაშიც ჰყავდა. მეტიც შეეძლო, მაგრამ მარტო წიგნისთვის, სწავლისთვის არ ეცალა, სამწუხაროდ. მის ოჯახს დიდად არ ულხინდა და ბიძინაც ოჯახს გვერდით ედგა. შრომას ბავშვობიდან შეეჩვია. მახსოვს, გაკვეთილები დასრულდებოდა თუ არა, მაშინვე სახლში გარბოდა _ დედას უნდა მივეხმაროო. როგორია, სამი კილომეტრი დილით საირხემდე იარე, მერე 5-6 გაკვეთილს დაესწარი, მერე უკან _ ჭორვილამდე ისევ ფეხით ჩადი და საქმეს მიეძალე? ისე, მარტო ბიძინა არ იყო ამ დღეში: ჭორვილიდან თუ ახლომახლო სოფლებიდან ბევრს უწევდა ფეხით წინ და უკან სიარული და, ამასთან, ოჯახური ჭაპანის წევა.» თენგიზ სადუნიშვილი ბიძინა ივანიშვილს ფრანგულს ჭორვილის 8-წლიან სკოლაშიც ასწავლიდა და საირხის სკოლაშიც. მას კარგად ახსოვს ბიძინას ბავშვობა. _ ძალიან მიხარია, რომ ბიძინამ ფრანგული ძალიან კარგად იცის. ვერ ვიტყვი, რომ მას განსაკუთრებით ვასწავლიდი ენას ან ბიძინა იყო გამორჩეული ფრანგულის სიყვარულით, მაგრამ ერთი კარგი ჩვევა ჰქონდა: რასაც სწავლობდა, ხარისხიანად, საფუძვლიანად. ოთხიანი გამოვაყოლე ბიძინას ფრანგულში, კარგ ოთხიანზე იცოდა, ისე, ცოტაც რომ მოენდომებინა, ხუთიანსაც მიიღებდა. _ ახლა ხომ არ ნანობთ, რომ ხუთიანი არ გამოაყოლეთ? დიდი კაცია თქვენი მოსწავლე და... _ არა, არაფერი მაქვს სანანებელი! რას მისცემდა ახლა ერთი ფრანგული ენის ხუთიანი ბიძინას? არც არაფერს. მთავარია, იმდენი ცოდნა მივეცი, რომ ფრანგულის სწავლა არ გასჭირვებია _ საფუძველი ჰქონდა და ძალიან მიხარია, რომ ასე მოხდა. ახლა ჩინებულად და ჩემზე უკეთ რომ მეტყველებს ფრანგულად, ბევრი თუ არა, ამ საქმეში მისხალი მაინც ხომ არის ჩემი? _ აქტიური ბავშვი იყო? bizina-yrmoba_ კი, ზომიერად აქტიური. რაც მთავარია, ძალიან ზრდილი და წესიერი ახალგაზრდა იყო. იცით, ძალიან მიჭირს ახლა ლაპარაკი _ იტყვის ვინმე, ბიძინა თან გადაჰყვა თავის ყოფილ პედაგოგებს და, აბა, მასზე აუგს ვინ იტყვისო?! არა, გეფიცებით, გულწრფელად გეუბნებით: მაგას ისეთი მშობლები ჰყავდა, იმ ოჯახიდან უწესო კაცი არ გამოვიდოდა. ბიძინას 4 და-ძმა ჰყავს, 2 და და 2 ძმა. ერთმანეთზე წესიერი და განათლებული ხალხია. მამამისი _ გრიშა ივანაშვილი პატიოსანი და მშრომელი კაცი იყო, დედა _ ქალბატონი ციცინო, უზადო დიასახლისი, შვილების კარგად გამზრდელი. ყველაზე თვალში საცემი თვისება, რაც ბიძინა ივანაშვილს ბავშვობიდან მოსდევდა, ეს იყო პასუხისმგებლობის გამახვილებული გრძნობა. _ ცელქობდა? _ კი, ცელქი ბიჭი იყო. პატარა, გამხდარი და მოძრავი იყო და ერთ ადგილას არ ჩერდებოდა. ბავშვი ყველა ცელქია, მთავარია, უზრდელი და თავგასული არ იყოს. ექვსი წელი ვასწავლიდი ბიძინას და მისგან უწმაწური სიტყვა არ გამიგონია. _ მსმენია, რომ ბავშვობაში ბატონ ბიძინას ექსკურსიაზე წასასვლელი ფული არ ჰქონდა. ერთ-ერთმა მასწავლებელმა გადაუხადა საექსკურსიო თანხა. ეს სიკეთე არ დავიწყებია და ერთი ათასად გადაუხადა _ ჭორვილაში პირველი სახლი მას აუშენა და სხვა ათასი სიკეთე გაუკეთა მის ოჯახსო. _ კი, გცოდნიათ ეგ ამბავი, მაგრამ პატარას შეგისწორებთ, მით უმეტეს, რომ თავად გახლავართ ამ ფაქტის მომსწრე. ჭორვილის სკოლაში, 8 კლასი რომ დაამთავრეს, დირექციამ გადაწყვიტა, ბორჯომსა და ბაკურიანში გაეშვა ბავშვები ექსკურსიაზე, ეს გამოსაშვები კლასი იყო, სკოლა ხომ 8-წლიანი იყო და მერე ბევრმა აღარ გააგრძელა სწავლა. ჭორვილის სკოლის დირექტორმა თამაზ ქემერტელიძემ განუცხადა ბავშვებს, 10-10 მანეთი მოიტანეთ ექსკურსიისთვისო. 13-14 წლისანი იყვნენ მაშინ ბავშვები. ბიძინამ ეს რომ გაიგო, მოშორებით დადგა. დირექტორმა ეს შენიშნა და დაუძახა, რა მოხდა, ბიძინა, რაშია საქმეო? ბიძინამ უთხრა _ მე ვერ წამოვალ, პატივცემულოო! მაშინ მიზეზზე არაფერი თქმულა. მერე გაირკვა, რომ 10 მანეთი არ ჰქონდა მის ოჯახს, რომ ბავშვი ექსკურსიაზე გაეშვა. მადლიანი კაცი იყო ცხონებული თამაზ ქემერტელიძე, თურმე მან დადო ბიძინას მაგიერ ეს ფული, თუმცა ეს არავინ იცოდა ბიძინას და თამაზის გარდა, საექსკურსიო ფულს ხომ თავად დირექტორი აგროვებდა. გული არ დაწყვიტა ბიჭს, რა მოხდა, ფული ხან აქვს ადამიანს, ხან _ არა და ეს თუმანი ჩუმად დადო ბიძინას ნაცვლად, ისე, რომ არავის გაეგო და ბავშვს თავმოყვარეობა არ შელახვოდა. ბიძინა წამოვიდა ამ ექსკურსიაზე, მერე კი, მართალი ხართ, შვილო, ეს ამბავი მრავალჯერ გაუხსენა ბიძინამ თამაზსა და მის ოჯახს, უამრავი კეთილი საქმე გაუკეთა». ბატონმა თენგიზ სადუნიშვილმა მეტის მოყოლა არ ისურვა, ისედაც ბევრი გითხარითო. თამაზ ქემერტელიძეს კი, ჯერ მართლა აუშენა სახლი, მერე სოლიდური ყოველთვიური დახმარება დაუნიშნა, ჭორვილაში ევროსტანდარტების სკოლა რომ ააშენა, რაკიღა ბატონი თამაზი აღარ იყო ცოცხალი, დირექტორად მისი ვაჟი დანიშნა _ საჩხერლები ამბობენ, მინისტრის ხელფასს უხდიდაო. ჰო, როცა თამაზ ქემერტელიძე გარდაიცვალა, ოჯახს ერთი თეთრიც არ დაახარჯვინა და საყვარელი სკოლის დირექტორი დიდი პატივით დაკრძალა. ჭორვილაში დღემდე ლაპარაკობენ, რომ ბიძინამ თამაზ ქემერტელიძეს არანაკლები პატივი მიაგო უკანასკნელ გზაზე, ვიდრე მამამისს _ გრიშა ივანაშვილსო. საჩხერეში ყოფნისას ორი ფოტოსურათიც მოვიპოვე, სადაც ბიძინა ივანიშვილიცაა აღბეჭდილი. ფოტო 1971 წელს საირხის სკოლის ეზოშია გადაღებული. საირხის სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები ფიზკულტურაში ნორმატივებს აბარებენ. თავად ბიძინას ეს ნორმატივები წინა დღეს ჰქონდა ჩაბარებული და იმ დღეს თანაკლასელთა საქომაგოდ იყო მისული. ბიძინა ივანიშვილის სპორტულ გატაცებებზე მისი ფიზკულტურის მასწავლებელი, თამაზ ლაშხი გვიამბობს. _ ბატონო თამაზ, ეკუთვნოდა ის ხუთიანი ბიძინა ივანიშვილს, ფიზკულტურაში რომ დაუწერეთ? თუ ფიზკულტურაში ყველას ხუთიანებს უწერდით? _ კი, კაცო, როგორ არ ეკუთვნოდა. ცოცხალი, ყოჩაღი ბიჭი იყო, ძალიან მოძრავი და სპორტის თითქმის ყველა სახეობას წარმატებით ითვისებდა, რასაც ვასწავლიდი. აი, ძალისმიერი სახეობები დიდად არ იტაცებდა _ შტანგა, ჭიდაობა და სხვა ასეთები, რადგან ღონიერი ბიჭი არ იყო, თხელი ტანის გახლდათ, მოძრავი, სხარტი. _ სპორტის რომელი სახეობა უყვარდა განსაკუთრებით? _ კალათბურთი გამორჩეულად უყვარდა. ცაციაა ბიძინა და მარცხენა ხელით იცოდა მოჭრილი ბურთების სროლა კალათში, ფარქვეშ შევიდოდა და თავსზემოთ სტყორცნიდა ბურთს კალათში. «ლიფსოს» ვეძახდით მაშინ, ასეთ ტყორცნას, რაკი ვილნიუსის «ჟალგირისში» იმხანად თამაშობდა კალათბურთელი, გვარად ლიფსო. სწორედ მან შეასრულა პირველად ამგვარი მოჭრილი სროლა. ბიჭები ერთხანს «ლიფსოს» ეძახდნენ ბიძინას. როცა მის კლასს ორად გავყოფდი და კალათბურთს ვათამაშებდი, ბიძინა რომელ გუნდშიც იყო, ის გუნდი იგებდა ძირითადად, თუმცა, წაუგიათ კიდეც. _ როგორ ეგუებოდა წაგებას ბიძინა ივანიშვილი? _ ჩვეულებრივად, ცოტას ინერვიულებდა, მერე გაუვლიდა წყენა. ერთი კარგი ჩვევა ჰქონდა _ თანაგუნდელებს არასდროს აბრალებდა წაგებას, მე ვითამაშე ცუდად, თორემ მოვიგებდითო, _ იტყოდა ხოლმე. არა, კალათბურთს მართლა კარგად თამაშობდა.» ბიძინა ივანიშვილმა თავისი კლასელები ჭორვილისა თუ საირხის სკოლებიდან _ ზოგი დაასაქმა, ზოგს სახლი აუშენა, ზოგს მანქანა უყიდა ან სოლიდური თანხით დაეხმარა. ისეთებიც არიან, რაც ჩამოვთვალე, ყველაფერი ერთად გაუკეთა. ზოგიერთები დღეს, მის ბიზნესში საქმიანობენ. თავისი ბავშვობის ვალის გასასტუმრებლად კი ჭორვილაშიც და საირხეშიც თანამედროვე სკოლები ააშენა, ყველა სიკეთით აღჭურვილი. სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე პირველად სწორედ ჭორვილაში ვნახე, ევროსტანდარტულსა და კომპიუტერიზებულს რომ ეძახიან, ისეთი სკოლა, რადგან სხვაგან ამგვარი სკოლა არსად იყო, მათ შორის, არც თბილისში. ჭორვილას სკოლას კი, სასწავლო შენობის გარდა, სპორტული კომპლექსი აუშენა. ეს არ არის ჩვეულებრივი სპორტული დარბაზი, ეს არის სუპერთანამედროვე კომპლექსი, რომელიც საქართველოში არც ერთ სკოლას არ აქვს და მეტიც, სპორტული პროფილის სკოლებსაც შეშურდება. ამ კომპლექსში არა მარტო ფიზკულტურის გაკვეთილს გაივლის ბავშვი, თუ სურვილი აქვს, სპორტის ნებისმიერ სახეობას დაეუფლება. აქ არის რამდენიმე დარბაზი, აუზი, ჩოგბურთის კორტები და, რაც მთავარია, კვალიფიციური მწვრთნელები. მწვრთნელებს ხელფასს ბიძინა ივანიშვილი უხდის, ინვენტარის შესაძენ, კომპლექსის მომსახურე პერსონალის ხელფასებსა და სხვა ხარჯებსაც თავად იხდის. ბავშვებს კი ისღა დარჩენიათ, იარონ სპორტზე, გაკაჟდნენ. დიდ სპორტსმენებად თუ ივარგებენ, ხომ კაი, არადა, ჯანმრელობა მაინც შერჩებათ. და არ აქვს მნიშვნელობა, ჭორვილელი ხარ თუ საჩხერის სხვა სოფლიდან _ მიდი, ივარჯიშე, გადასახადს არავინ გთხოვს, ეგ კი არა, ჭიათურელი ბავშვებიც დადიან ჭორვილაში სავარჯიშოდ. ...და ისევ კაცი, რომელიც ბავშვობას ვერ ივიწყებს _ ახლადგახსნილ სპორტკომპლექსს ბიძინა ივანიშვილმა თავისი ფიზკულტურის მასწავლებელი, თამაზ ლაშხი ჩაუყენა სათავეში. ლევან ჯავახიშვილი georgekh13 ეჰ დავით დავით ნეტა შენ არ აჭრაჭუნებდე
  16. Saturn სემიჩკას ყიდდა მეტროსთან და ასე დააგროვა ეგ ფულები.
  17. Saturn მიშიზმის უფრო დახვეწილი, ფორმაა ბენდუქიზმი
  18. Saturn ეგ შენ, მაგრამ მე კედელზე მიკიდია ბიძინას სურათი და ვლოცულობ ხოლმე მისთვის აი მიშას არ აღიარებს ჩემი წარმართულ ღვთაებათა პანთეონი ისე რაც შენ ზემოთ გიწერია სწორედ მაგას ამბობდნენ ედუარდისტები, მისი მოღვაწეობის ბოლო დღეებში
  19. კარგი რა სატურნ ნუ ნერვიულობ, ისედაც ნაცებს უპრეცედენტო მხარდაჭერაგაქვთ ვინ არის ეს ჭორვილელი ბიძინა რას დააკლებს მიშას. ისე როგორ ემსგავსებით ედიკას მომხრეებს. ნარცისიზმის სიმპტომები გაქვს უკვე.
  20. Saturn ხო აბა კაცო. არ ვარგა ეს ენა, რადგან სიტყვები-"კორელაცია", "ისტებლიშმენტი" და მსგავსი არ იყო ნახსენები. არადა ნაცები სხვა ენას ვერ იგებენ.
  21. მორჩა კინო. ირაკლი ტრიპოლსკი: ,,ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა 2005 წელს საფრანგეთის მოქალაქეობის მინიჭების შემდგომ განმეორებით მიანიჭეს" 11.10.2011 16:35 ,,ირაკლი ტრიპოლსკის განმარტებით 2004 წელს მიღებული საქართველოს მოქალაქეობა ბიძინა ივანიშვილს შეუწყდა იმავე წელს საფრანგეთის მოქალაქეობის მიღების შემდგომ, თუმცა ამის შემდეგ 2005 წლის 8 აგვისტოს პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულებით ხელახლა მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა რაც იმას ნიშნავს რომ ბიძინა ივანიშვილი მიმდინარე მომენტში საქართველოს მოქალაქეა"
  22. მაგათი ყოფნა არყოფნის საკითხი წყდება და იმიტომ.
×
×
  • შექმენი...