DATA TUTASXIA
პლანეტელი-
პოსტები
1.033 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი DATA TUTASXIA
-
მოდერებსაც ქონიათ დაბადების დღე
DATA TUTASXIA replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
გილოცავ. იხარე და იბედნიერე. :daleva: :bis: -
ლ ი ც ი როგორც ყოველთვის სხვას აკრიტიკებ, მაგრამ გამოსავალს, შენეულ ხედვას არასდროს სთავაზობ ხალხს. არ მიდის ეს დედაარღნიანი რევოლუციის გარეშე და რა უნდა ვქნათ? იქნებ მითხრა არჩევნები სამართლიანად ჩაატარაო. ძალოვნები მისია, არჩევნებს აყალბებს. შენ თვითონ არ იძახდი რუსეთის ვარიანტს გაითამაშებსო(თან ფაიზაღს ვბაზრობო ). ჰოდა რევოლუციასაც უკრძალავ ხალხს?
-
საერთოდ ასაკრძალია მე თუ მკითხავ.
-
shavlego91 აჭარული არა, მაგრამ დანარჩენი სამი ენებია და რამე პრობლემა გაქვს დზმა? სეპარატისტია ის ვინც ამ ენების სტატუსს აკნინებს და დიალექტად მოიხსენიებს. :yes2: ამიტომაც გარბიან აფხაზები ჩვენგან. თქვენ საკუთარს არ უფრთხილდებით და აფხაზურს დაიცავთ? ეს იციან აფხაზებთან და ამიტომაც არ უნდათ ჩვენთან ყოფნა. თურმე მეგრულის,სვანურისა და ლაზურის სტატუსი ანგრევს და ანადგურებს ქართულ სახელმწიფოებრიობას. კაცობრიობა რეპტილიებისა და მაწანწალა ძაღლების დაცვაზე ფიქრობს და შესაბამისად ფონდებსაც ქმნის და თქვენ კი მეგრულისთვის ენის სტატუსიც ვერ გაგიმეტებიათ. პ.ს მეგრულის სტატუსის განსაზღვრა არ ნიშნავს მეგრულენოვანი ინსტიტუტების შექმნას. მაგრამ აუცილებლად ნიშნავს სკოლაში სწავლებას,ლიტერატურული ნაწარმოებების შექმნას და სხვა.
-
ვიფიქრებ სამშობლოზე შეღავათიან ფასად
DATA TUTASXIA replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ლ ი ც ი დემაგოგიის სუნი მცემს. :yes2: შენ თუ სადმე ნახავ ჩემს პოსტებში რაიმე პლასტინკის ტრიალს ან უკანწაღებულ სიტყვას მაშინ ილაპარაკე. :D :D არ გინდა რა კაი ბიჭირ როლის თამაში. აწი უფრო გულდასმით წაიკითხე პოსტები. ოღონდ კონტექსტიდან ნუ ამოგლეჯ. :yes2: ეს ჩემი პოსტია არ დაგავიწყდეს. -
ვიფიქრებ სამშობლოზე შეღავათიან ფასად
DATA TUTASXIA replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მე აქ ნოღაიდელზე მამრაძეზე არ მაქვს საუბარი. აი ამ შენს პოსტზე ვიძახი რომ მიამიტურია. შენ ღალატად შაფასე ნოღაიდელის ქმედება და გითხარი აბა ვის უნდა ესაუბროსმეთქი. ისიც გკითხე როგორ გესახება პუტინთან მოლაპარაკების გარეშე აფხაზეთის დაბრუნება. არც ამაზე მივიღე პასუხი. შენ რასაც ღალატს უწოდებ(პუტინთან მოლაპარაკებას,რასაც უახლოესი 10წლის განმავლობაში ვერ ავცდებით) მე პირადად არ მიმაჩნია ღალატად, რადგანაც პოლიტიკოსს გათვითცნობიერებული უნდა ქონდეს, ის რომ მოუწევს გადადგას არაპოპულარული ნაბიჯები, რომლებიც მის რეიტინგს დაბლა დასწევს, მაგრამ ქვეყანას წაადგება. არც ამ კითხვაზე გიპასუხია. -
ვიფიქრებ სამშობლოზე შეღავათიან ფასად
DATA TUTASXIA replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ლ ი ც ი კარგი ნუ ბრაზობ. სად ან რაში ხედავ ჩემს მიამიტობას. ჩვენი პოსტები მეტყველებენ ჩვენსავე მსოფლმხედველობაზე, ასე რომ ........... კითხვები დაგისვი და მაგაზე მიპასუხე. -
ვიფიქრებ სამშობლოზე შეღავათიან ფასად
DATA TUTASXIA replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ლ ი ც ი და რა მნიშვნელობა აქვს ამას ვერ გავიგე? რა შუაშია ხელისუფლებაში ყოფნა? მას თავისი ხედვა აქვს, ხალხს აცნობს რას და როგორ აპირებს. ან ეხლა თუ მოღალატეა პუტინთან მუსაიფის გამო, პრეზიდენტად გახდომის შემთხვევაში პარტიოტი გახდება?არ გეწყინოს, მაგრამ მიამიტურად მსჯელობ. ასეთმა პოლიტიკურმა მეტიჩრობამ მიგვიყვანა ჩიხამდე. შენ რას გვთავაზობ? შენი ხედვა მაინტერესებს. როგორ წარმოგიდგენია ტერიტორიების დაბრუნება? რა ფორმით,რა გზით? რა შეგიძლია უთხრა დევნილებს, რითი აიმედებ? -
ვიფიქრებ სამშობლოზე შეღავათიან ფასად
DATA TUTASXIA replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ლ ი ც ი ლიც ჩვენი მეფეებიც თანამშრომლობდნენ იმ ქვეყნის კიტებთან ვისაც ასევე ჩვენი ტერიტორიები ქონდათ "მოყომარებული". ეს არავისთვის სასიამოვნო არ არის, მაგრამ ამაში არის რაღაც რაციონალიზმის მარცვალი. გეკითხები ვისთან უნდა ილაპარაკო რუსეთში თუ არა პუტინთან? ან ხომ იცი რომ სხვანაირად არ გამოვა არაფერი. არავინაა ჩვენი პატრონი. იქნებ გამოსავალი გვითხრა შენ. სხვა ვარიანტები შემოგვთავაზე. გელოდები. -
ვიფიქრებ სამშობლოზე შეღავათიან ფასად
DATA TUTASXIA replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ლ ი ც ი შეგიძლია ამიხსნა რაში და სად ვლინდება ამ შემთხვევაში მისი ღალატი? არ გეგონოს დაღლილი ვირის მომხრე ვიყო. მითუმეტეს პეტია მამრაძესი. -
ლ ი ც ი ჟვანიას სკვდილი კონტექსტიდან ამოგლეჯილად არ უნდა განვიხილოთ. ჩემი აზრით მისი სიკვდილი აწყობდა იმას ვისაც ტერიტორიების ომით დაბრუნება ქონდა გადაწყვეტილი. ყველამ ვიცით, რომ ეს იყო მიშა და მისი უახლესი გარემოცვა ე.წ "ქორები". მაგრამ მთავარია ის რომ ამ ჯგუფს ამერიკაში ყავდა და ყავს მფარველები ნეოკონების სახით. ბუშის ყოფილი გარემოცვა, მაკეინი და მისი მეგობრები. ასე რომ ზურას მოშორება აქ არ გადაწყვეტილა. გაიხსენეთ 2004 წელი. სწორედ ჟვანიამ აგვაცილა მაშინ დიდი მსხვერპლი. აქედან გამომდინარე იცოდა სააკაშვილის უახლოესმა გარემოცვამ რომ თუ ჟვანია ცოცხალი იქნებოდა თავიანთ მიზანს ვერ მიაღწევდნენ. გაიხსენეთ მაშინდელი თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბათუ ქუთელია როგორ ამტკიცებდა რომ ჩვენს ჯარს შეუძლია რუსული ჯარის დამარცხება და როსტოვამდე ჩასვლა. გაისხენეთ კეზერაშვილის პატაკი:-"ქართული ჯარი მზად არის ომისთვის, როგორც არასდროს". ბოლოს გაიხსენეთ მიშას დაპირება დევნილებთან წინასაარჩევნოდ. რომ სამხრეთ ოსეთის საკითხი მალე გადაწყდება, რომ ეს თვეების საკითხია. და ამას ამბობდა ომამდე რამდენიმე თვის წინ. ანუ ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. ბოლო წლეებში აშკარა იყო პუტინის გააქტიურება და ევროპა-რუსეთის დაახლოება, რაც ბევრ ერთობლივ პროექტებშიც აისახა. პლიუს განვითარებული ევროპისთვის რუსული ბაზარი და ბუნებრივი რესურსი სასიცოცხლოდ აუცილებელი გახდა და ამიტომ ევროპის ეკონომიკისთვის მომგებიანი იყო რუსეთთან პარტნიორული პოლიტიკის გატარება, რაც ბუნებრივია, აშშ-ს გავლენის შესუსტებას ნიშნავდა. ევროპა უკვე ისეთი დამჯერე აღარ იყო ამერიკისთვის, როგორც რეიგანის დროს. ამიტომ საჭირო იყო ამერიკისთვის ევროპაში ახალი პარტნიორების(ვასალების) მოძებნა. გამოჩდნენ ისინიც- აღმოსავლეთ ევროპისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნების სახით. გაიხსენეთ როგორ ცდილობდა ამერიკა ამ ქვეყნებით რაღაც სარტყელი შემოეკრა რუსეთისთვის და ევროპასთან კავშირისთვის შეეშალა ხელი. ბალტიის ქვეყნები,პოლონეთი უკრაინა, რუმინეთი, ბულგარეთი, თურქეთი და საქართველო. ამ ქვეყნებს უნდა ეთამაშათ გამყოფი რკალის(თუ ფარის) როლი, რათა არ მომხდარიყო რუსეთ-გერმანიის, რუსეთ-იტალიის, რუსეთ-საფრანგეთის დაახლოება. ტერიტორიადაკარგულ საქართველოს ამ პროექტში უნდა ეთამაშა "კაი ბიჭის" როლი და მიშას სიტყვებით რომ ვთქვათ, უნდა გაეჩმახებინა რუსებისთვის. საქართველოს უნდა ჩამოეხსნა ნიღაბი რუსეთისთვის, რასაც წარმატებით გაართვა თავი. ამ როლს სავსებით აკმაყოფილებდა იმპულსური, ყველაფერზე წამსვლელი, ავანტიურისტი მიშას ფსიქოტიპი. სწორედ ამ ავანტიურისტს აბალანსებდა ზურაბ ჟვანია და ფაფუ- ისიც მოიშორეს. ამის მერე მოხდა ძალაუფლების ერთ ხელში კონცენტრაცია. ძალოვნების გაძლიერება და მასმედიის ელექტრონული საშუალებების მითვისება. დანარჩენი თქვენს ქე იცით და აქ არ დავწერ.
-
ახალ პროპაგანდას ველოდოთ ახლო მომავალში.
DATA TUTASXIA replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Saturn სატურნ ამ პიროვნების გარეშე ამ ქვეყანაში არაფერი ხდება. ერთი წუთით წარმოიდგინე მიშა არ არის. და რა მოხდება? სისტემა დაინგრევა, ნაცმო ხუხულასავით დაინგრევა და რაც მთავარია ნორმალური ხელისუფლების მოსვლის შემთხვევაში ნახევარი მთავრობა ციხეში აღმოჩნდება. ერთ ადამიანზეა მორგებული სისტემა და ამიტომაც ვერჩით ამ ადამიანს. -
http://www.kvirispalitra.ge/politic/1447-q...omnathlesq.html "სიმართლეს ვამბობდი და ქვეყნის მტრად მომნათლეს" "სიმართლეს ვამბობდი და ქვეყნის მტრად მომნათლეს" ნანა ფაჟავა წლების განმავლობაში ტელეკომპანია "იმედის" კორესპონდენტი იყო სამეგრელოს რეგიონში. - "იმედში" მუშაობისას ხშირად იმ სიცრუისა და დეზინფორმაციის უარყოფა მიხდებოდა, რომელიც სხვა საინფორმაციო საშუალებებით ვრცელდებოდა. ვცდილობდი, საზოგადოებას გაეგო, სინამდვილეში რა ხდებოდა სამეგრელოს რეგიონში. დიდი დეზინფორმაცია იყო განმუხურის ინციდენტიც. ამ სპექტაკლისთვის "რუსთავი 2"-ის კორესპონდენტი ემა გოგოხია ღირსების ორდენით დააჯილდოეს, არადა ამ ჟურნალისტმა აფხაზებს ჩემი მკვლელობა შეუკვეთა. - ნანა, ეს საკმაოდ სკანდალური განცხადებაა, იქნებ დეტალურად გვიამბოთ, რა მოხდა? - ერთ-ერთი გატაცებული აფხაზი, რომელიც ქართველ პარტიზანებს ჰყავდათ დატყვევებული, გაათავისუფლეს. ეს ინფორმაცია პირდაპირ ეთერში გადავეცი. აფხაზურ საბაჟოზე ვიყავი, როდესაც ემა გოგოხიამ დამირეკა და რუსლან ქიშმარია ვალაპარაკე. თან ვიხუმრე, ემას სისხლი ჩაექცევა, ეს მასალა რომ არ აქვს-მეთქი. მტერს არ ვუსურვებ, რაც მე მაშინ მოვისმინე, ამას კოლეგასა და თანაქალაქელს კი არა, მტერს არ გავუკეთებ, - ჩემი მკვლელობა შეუკვეთა იმის გამო, რომ ინფორმაცია მოვიპოვე გატაცების შესახებ. ადრეც ვთქვი და ვიმეორებ, - სამეგრელოში მომუშავე ჟურნალისტების ლუსტრირებაა საჭირო, რადგან უმრავლესობა ოფიციალურად არის უშიშროების თანამშრომელი. - თქვენ საჯაროდ სდებთ ბრალს გოგოხიას მკვლელობის შეკვეთაში. რა რეაქცია ჰქონდა მას ამ განცხადებაზე? - რეაქცია საერთოდ არ ჰქონია. მაშინ ქიშმარიამ უთხრა, - ემა გოგოხია, არ დაგავიწყდეს, ვინ ხარ და რა გაგიკეთებიაო. ოთხმხრივ შეხვედრაზე ვთხოვე ქიშმარიას, გადმოეცა ემა გოგოხიას მამხილებელი დოკუმენტები, რომ ის იყო აფხაზური სპეცსამსახურების აგენტი, მაშინ მან მიპასუხა, გოგოხია "ტრაინოი" აგენტიაო. - განმუხურის ინციდენტზე რას იტყვით? - შეიძლება ჟურნალისტი შეესწროს ამა თუ იმ შემთხვევას, მაგრამ მუდმივად ყველაფერი რომ იცოდეს, ეს შესაძლებელია? კარგად მახსოვს ის სცენა, როდესაც ჩვენი სამხედროები განმუხურში დააკავეს და სასტიკად სცემეს. მახსოვს, მიხეილ სააკაშვილი და მისი ამალა როგორ ჩამოვიდნენ და როგორ "განდევნეს" რუსები "იდი ნა..."-თი. ეს ვიდეოჩანაწერშიც კარგად ისმის. მაშინ ვთქვი, ეს "იდი ნა..." ცუდად შემოგვიბრუნდება-მეთქი და არავინ დამიჯერა, ქვეყნის მტრად მომნათლეს. ყველამ კარგად იცოდა რუსების მარშრუტი, - ანაკლიის დისლოკაციის ადგილას მიჰქონდათ საუზმე, სადილი და ვახშამი. ნასვამი რუსების მდგომარეობიდან გამოყვანას არაფერი უნდოდა და დაგეგმეს ასეთი პროვოკაცია. დანამდვილებით ვიცი, რომ ყველაფერი რუსებთან იყო შეთანხმებული და საქართველოს ხელისუფლებას მილიონ-ნახევარი დაუჯდა განმუხურის ფარსი. რუსი გენერლის შვეულმფრენი, სანამ პრეზიდენტი და შს მინისტრი არ ჩამოვიდნენ, არ აფრენილა შემთხვევის ადგილიდან, რუსებს ფეხი არ მოუცვლიათ. - საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია? - აქ არაფერი იმალება. სპეცოპერაციის დაწყებამდე სოფელ ხეთაში, რესტორან "გეგეთაში" აქეიფეს რუსი ჯარისკაცები. მახსოვს, ტელეკომპანია "მზის" ჟურნალისტ მალხაზ ბასილაიას პრობლემებიც კი შეექმნა, რადგან "რუსთავი 2"-ზე გასული რეპორტაჟი "მზეს" არ ჰქონდა. ვერც ექნებოდა, რადგან ეს მხოლოდ ემა გოგოხიასთვის იყო დაგეგმილი და მის მიერ იყო ინსცენირებული. თავად ბასილაიამ მოისმინა, როგორ ეუბნებოდა ემა გოგოხია სპეცსამსახურის ერთ-ერთ თანამშრომელს, რომ ოთხი რუსი ჯარისკაცის ფორმა, ავტომატი და... ტანკი სჭირდებოდა. ყველაფერი 15 წუთში მიართვეს. ქართველ ჯარისკაცებს ჩააცვა ფორმები, ტანკი რუსული იყო და სიუჟეტიც გამოვიდა. კადრში სულ არ ჩანდა, ჯარისკაცი რუსი იყო თუ ქართველი. - გამოდის, ყველაფერი წინასწარ დაწერილი სცენარით დაიდგა? - სწორედ ასეა. ყოველ შემთხვევაში, გასული სიუჟეტები ამაზე მიუთითებს. ხურჩის ინციდენტიც გავიხსენოთ. მაშინ ადგილობრივმა მოსახლეობამაც თქვა, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი. პირველი არხისა და "რუსთავი 2"-ის ტელეკამერები და ის ყუმბარსატყორცნი გვერდიგვერდ იდგა და მოხდა ისე, რომ საკუთარ ხალხს ესროლეს. მოატყუეს, თითქოსდა ამ ყველაფრის გადაღება უნდოდათ, ვითომ ხალხი არჩევნებზე მიდის და აფხაზები არ უშვებენ. ხურჩელ პედაგოგებსა და ზუგდიდელებს უთხრეს, გასულიყვნენ მოედანზე და გაეთამაშათ, თითქოს აფხაზეთიდან მოდიან და გზაში დიდ წინააღმდეგობას აწყდებიან. როცა ეს რადიოს პირდაპირ ეთერში ვთქვი, მტრის წისქვილზე ასხამ წყალსო და რა არ დამაბრალეს. სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნაშიც დაფიქსირდა, რომ ეს ინციდენტი ქართული სპეცსამსახურებისა და ჟურნალისტების პროვოცირებული იყო. იქნებ ახლა მაინც გამოფხიზლდნენ(!). - ტელევიზიიდან გაგათავისუფლეს, თუ თქვენი ინიციატივით წამოხვედით? - რა არ მომიგონეს. ტელევიზიის ხელმძღვანელობა აიძულეს, გავეთავისუფლებინე, მაგრამ რადიოში მიმიღეს. სიმართლე გითხრათ, ამან გამაოცა. თუმცა შარშან, 23 ივლისს, რადიოდანაც დამითხოვეს. ომის დაწყების წინა პერიოდი იყო და ჩემი მუშაობა არავის აძლევდა ხელს. p.s ამ საკითხზე კომენტარი ვთხოვეთ "რუსთავი 2"-ის კორესპონდენტ ემა გოგოხიას: - ნანა ფაჟავამ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ თქვენ აფხაზებს მისი მკვლელობა შეუკვეთეთ. - გასარკვევია, ვინ ვისი მკვლელობა შეუკვეთა. კარგად შეისწავლეთ, ვინ არის ნანა ფაჟავა და შემდეგ გამოიტანეთ დასკვნა, თუ ღირს მისი ნათქვამის კომენტირება. მასზე მეტ საუბარს არ ვაპირებ... ნონა ცაბაძე რას იტყვით პლანეტელებო? მეც იქაური(ზუგდიდელი) ვარ და და კიდევ ბევრი სხვა რამ ვიცი.
-
ახალ პროპაგანდას ველოდოთ ახლო მომავალში.
DATA TUTASXIA replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Saturn კარგი ასე დაგისვამ შეკითხვას:- აქვს თუ არა მიშას და მის გუნდს საქართველოს გაერთიანების რეალური გეგმა და საერთოდ აქვს თუ არა ნაცმოს ქვეყნის გაერთიანებისთვის საჭირო რესურსი.თუ აქვს რაში ვლინდება და როგორ აპირებენ მის გამოყენებას? პირადად შენ როგორ წარმოგიდგენია ტერიტორიების დაბრუნება?(დაბრუნების ფორმებზეა საუბარი). -
ახალ პროპაგანდას ველოდოთ ახლო მომავალში.
DATA TUTASXIA replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Saturn ერთი კითხვა მაქვს შენთან: -გჯერა რომ მიშა დაიბრუნებს დაკარგულ ტერიტორიებს? თუ გჯერა იქნებ ჩვენც გვითხრა რა გაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს. -
ახალ პროპაგანდას ველოდოთ ახლო მომავალში.
DATA TUTASXIA replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
lasha1997 დაიწყეს უკვე. ბევრი მიშისტი, პირდაპირ თუ არა, შეფარვით ამ აზრს ავითარებს. იგივეს ნიშნავს, როდესაც მიშას უჭერ მხარს და თან ტერიტორიების დაბრუნებაც გინდა. არადა ყველამ იცის მიშა ტერიტორიების დამბრუნებელი არაა. -
Saturn ბრძენი ინდივიდებისგან შემდგარი კოლექტივიც ხომ არსებოს.
-
ე, ასეთი ადამიანი ინტერპოლით იძებნება და მიშა და მისი ბანდა კი გულაობს. თუმცა რა მიკვირს თარხნიშვილი უკრაინული არჩევნების არადემოკრატიულობაზე საუბრობს.
-
სადამდე შეიძლება ბიუჯეტის გაუპატიურება?
DATA TUTASXIA replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Jonathan Livingston :D :yes2: :yes2: -
dire მეც მასე ვფიქრობ. ოპკანდიდატებიდან ზოგიერთი მოხსნის თავის კანდიდატურას. ისე კი, როგორც გავიგე არც ალასანია, არც ახლები პრაიმერის სასტიკი წინააღმდეგი არ იყვნენ. მხოლოდ რესპები იყვნენ კატეგორიულებიო. ბატონ ძუკუს ეცოდინება და იმედია გაგვცემს პასუხს.
-
analgin კარენნოი თბილისელები ხომ ბრწყინავენ აი.მე არ ვიცი შენ ვის გულისხმობ, მაგრამ ამ ბოლო დროს რაღაც ძალიან არ მოგდის თვალში რეგიონებიდან ჩამოსული ხალხი. მეც რაიონიდან ვარ, პროვინციიდან(როგორც კარენნოი თბილისელები იტყვიან), მაგრამ პირდაპირ გეტყვი მე რაც მინახია სამეგრელოში, ისეთი რამ შენ შიძლება არც დაგსიზმრებია. მაგრამ ამით მე არასდროს მიტრაბახია. ასე რომ არ გინდა "ზაწინიონკებიან სემზე","ლილოში ნაყიდ, შავ, დერმატინის ქურთუკზე უკეთესი არაფერი უნახავს"და "რაიონიდან ჩამოსული ადამიანისთვის" ამათი ერთმანეთთან დაკავშირება არ გინდა რა.