Jump to content
Planeta.Ge

babuagiorgi

პლანეტელი
  • პოსტები

    9.597
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    25

ყველა პოსტი babuagiorgi

  1. მიშამ არა მარტო შეაქო ჰაველი, არამედ დასაფლავებასაც ესწრება. აბა მაშინ დემოკრატი ყოფილა
  2. ალასანიას ვებყე უარყოფას ვეძებდი და არ არის, ზატო ვიპოვე ლიდერების უმეტესობა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თანამშრომლებია 2004 წლიდან.
  3. გაორებული გრძნობები გაგაჩნიათ ბატონო მიხეილ ზემოთ აღნიშნავთ რომ ამ სიტყვებში დიდი არააფერიაო და ეხლა კი კმაყოფილებას გამოსთქვამთ იმის თაობაზე, რომ შეიძლება დეზინფორმაცია გამოდგესო. კარგია ივანიშვილის პრესცენტრმა განცხადება თუ გააკეთა. მე ველოდები ისეთ განცხადებას, რომ ალასანია თავის თავს თვითონ მიხედოსო.
  4. ივანიშვილის მომხრებყე ვასუბრობ .............. მეგობრები ფაცეში მეუბნებიან "კაცო სიმართლე კი არის რაც დაწერეო, მაგრამ ნაცებმა არ გამოიყენონე მერე ეს" ჩემგან ამის საშიშროება ოპოზიციას არ ემუქრება, სამშობლოს "მოღალატის" აზრებს არ გამოიყენებენ, ასე რომ გარკვეული "უპირატესობით" ვსარგებლობ რაც დანარჩენს ეხება ბატონო მიხეილ, "ბავში სანამ კოკას გატეხავს, მანამდე არისო საცემი" მერე გვიან არის ხოლმე. პ.ს. ისე კი ივანიშვილის ირგვლი რაც რესპებმა და ალასანიას ხალხმა კედელი ააგო ეს სიმართლეა ბატონო მიხეილ. ძალიან სანდო წყაროდან ვარ ინფოემირებული, ივანიშვილთან დაახლოვებულ ხალხს ვგულისხმობ.
  5. «თავისუფალი დემოკრატების» ლიდერი ირაკლი ალასანია ფიქრობს, რომ დღეს ქვეყნის მოსახლეობა მზად არის ცვლილებებისთვის. თუკი არჩევნები გაყალბდება და პარლამენტში მეორე ადგილს მოიპოვებენ, არც ამით დაშავდება რაიმე, ისინი ყველა ძალასთან ითანამშრომლებენ, მათ შორის, სააკაშვილთანაც. აგერ კიდევ ერთი ფაქტი ხო და ვის არ უნდა დანახვა ბატონო მიხეილ?
  6. ნუ გეწყინებთ და ვინ წასულია საქართველოდან და ვის აიძულეს წასვლა. ეს ორი სხვა და სხვა მდგომარეობაა. ასევე ვინ დგას და ვინ არ დგას საქართველოს სამსახურში განურჩევლივ იმისა წასულია თუ არა. ეს რაც მორალურ უფლებებს ეხება. ისე კი არც ეს არის კრიტერიუმი, რადგან უფლება ადამიანის პრერეგატივაა და ამ უფლების ჩამორთმევის უფლება არავის აქვს. ეხლა სხვა საკითხია თუ ამ უფლებას პირადათ დათმობთ.
  7. ბატონი მიხეილ, "პოლიტიკა გოდორი არაა წყალი ჩაასხა და გიკვირდეს რატომ გასდისო." ჩემი მიზანი არაა "ქართული ოცნების" ოცნების ეჭვქვეშ დაყენება, არამედ "კოალიციაში" შემავალი სუბიექტების განცხადებების ანალიზი, რამეთუ ისედაც ჯერ გაუცემელ კითხვებს, პასუხების მაგივრად ისევ კითხვებს უმატებენ. 1. ალასანი მინიმუმ ყველაზე ფარული ფიგურაა ქართულ პოლიტიკაში. მისი ასეთი სწრაფი აღმავლობა და საქმიანობა ეჭვს იწვევს; 2. ბერძენიშვილი მინიმუმ არაქორექტულად იქცევა სხვა ოპოზიციური პარტიების მიმართ და სვისი ზურგით ტრაბახობს, რითაც "რესპუბლიკელების" ავოტრიტეტსაც ლახავს; 3. ივანიშვილი ჯერ საზოგადოებრივ მოძრაობის სტატუსშია და მოქალაქეობა არაა ამ შემთხვევაში ხელის შემშლელი, რადგან ვერ ვხედავ დაპირებული ძლიერი პარტიის შესაქმენლ კადრებს; 4. და ა.შ. ...
  8. იმ მიზეზით, რომ სახელისუფლებო პარტია ამ ბოლო პერიოდში მხოლოდ ველოსიპედის რეკლამით შემოიფარგლება და ამავე დროს ახალი ოპოზიციური ალიანსი ყოველ დღე საინტერესო და დამაფიქრებელ განცხადებებს აკეთებს, იძულებული ვარ ისევ საინტერესო თემატიკაზე ვისაუბრო, რამეთუ ბათუმში პირველი პირის ველოსიპედით სეირნობაში, პოლიტიკური გზავნილი არ შეიმჩნევა. ლევან ბერძენიშვილი: „ნაცმოძრაობა“ და „ქართული ოცნება“, ალბათ, მთელი ელექტორატის 80%-ს წავიღებთ, დარჩენილ 20%-ს, ალბათ, სხვები გადაინაწილებენ. ბატონ ლევანის ამ განცხადებას თუ პოლიტიკური ანალიზის კუთხით შევხედავთ, “ნაციონალურ მოძრაბოასთან” ფარული შეთანხმების სურნელი ასდის. მინიმუმ ასეთი ეჭვი გაუჩნდება პოლიტოლოგს, მაქსიმუმ კი ჩვეულებრივი ამომრჩევლისათვის ღია მესიჯის ფორმატია. პირველ რიგში, მინდა ავღნიშნო ის რომ, ბატონ ლევან ბერძენიშვილის განცხადება არაკორექტულია სხვა ოპოზიციური პარტიების მიმართ, საუბარია იმ პარტიებზე რომლებთანაც “რესპუბლიკური პარტია” ამ ბოლო პერიოდში თანამშრომლობდა. ასეთი განცხადება ერთ ანეგდოტს მაგონებს: – “აბა მე ვინ მეჩხუბება?” გამოვიდა ერთი აყლაყუდა – “მე გეჩხუბები” – “რა გქვია ბიჭო შენ?” – “ვახო.” – “აბა მე და ვახოს ვინ გვეჩხუბება?” სპეკულაციების დონეზე თუ ვიმსჯელებთ, ამერიკელებს ირაკლი ალასანია ჰყავთ გათვალისწინებული რეჟიმის რეინკრანაციისათვის შერჩეულ კანდიდატად, რაზედაც ალასანიას გაეროდან წამოწვლის შემდეგ, გაუგებარი სწრაფი პიარი და ოპოზიცურ სპექტრისთვის მისი საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენა მოწმობს. იმ პერიოდში, არაფრისმთქმელი სახელისუფლებო პოლიტიკოსისგან, ერთ დღეში ოპოზიციის ლიდერი ხდება, მაგრამ როგოც სჩანს გათვლებმა არ გაამართლა და ალასანიას სწრაფი ზრდის იმედი ჩაფლავდა, რაც ადგილობრივ არჩევნებშიც ნათლად გამოჩნდა. რის შემდეგაც ოკეანსგაღმა სხვა ამვლელი გზების ძიება დაიწყეს. ამ შემთხვევაში კი არ არის გამორიცხული ის, რომ მდგომარეობის გამოსწორება ბიძინა ივანიშვილს სთხოვეს, რაც ალასანიას რეიტინგის აწევაში და საპრეზიდენტო არჩევნებში მისი კანდიდატურის გაყვანაში გამოიხატება. ბოლო პერიოდში, ქართული პოლიტიკა ქრონიკული სკლეროზის სტადიაში იმყოფება. აქედან გამომდინარე, ბატონ ბიძინას საქველმოქმედო საქმიანობაში არსებულ სახელს თუ დავუმატებთ, გასაკვირველი არ იქნება ის, რომ ივანიშვილს ირაკლი ალასანიას კი არა, მიცვალებულისათვისაც მაღალი რეიტინგის შექმინის საშუალებები გააჩნია. პირველ დღეებში გაკეთებული განცხადებებიდან გამომდინარე, ივანიშვილს მხოლოდ 3 წლით აქვს განსაზღვრული პოლიტიკაში დარჩენა. ოდნავ უცნაური რიცხვია, ფაქტობრივად გამოდის ის, რომ საპრეზიდენტო არჩევენბის შემდეგ წასვლას აპირებს. ჯერ–ჯერობით არც ივანიშვილის ახალი პარტია და არც ძლიერი პარტიისთვის აუცილებლი კადრები სჩანს. “ქართული ოცნება” კი მხოლოდ საზოგადოებრივი მოძრაობაა, რომელიც პარტიულ საქმიანობს ვერ ჩაანაცვლებს. წარდგენილი ახალი კოალიცია ფაქტობრივად ორი პარტიის კოალიციაა, სადაც მესამე სუბიექტს მხოლოდ ერთი პიროვნება წარმოადგენს, რაც უჩვეულოა პოლიტიკაში, რადგან მესამე სუბიექტად არარსებული პარტიაა მოყვანილი. რესპუბლიკელები, აღნიშნული სცენარისათვის ყველაზე უწყინარი პარტიაა ოპოზიციურ სპექტრში. ბერძენიშვილის გაკეთებული განცხადებიდან გამომდინარე, ძნელი მისახვედრი არაა ის რომ უკვე გარანტირებული აქვთ საპარლამენტო სავარძლები. რესპუბლიკელები კი ზუსტად ის პარტიაა რომელთათვისაც ალასანიას საპერზიდენტო კანდიდატურა სავსებით მისაღებია. თვით ალასანიას თუ დავაკვირდებით, მისი საქმიანობა 2013 წლამდე პოლიტიკაში ტივტივით შემოიფარგლება. ასე რომ, არ არის გამორიცხული ვარდების რევოლუციის შემცვლელი ვარიანტის გათამაშება, სადაც გარნიტურა იცვლება, რეჟიმი რჩება და ყველა კმაყოფილია. ლევან ბერძენიშვილი: „ბიძინა ივანიშვილი არ არის რუსული პროექტი“ თუ ბატონი ლევანი აღიარებს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი “პროექტია”, მაგრამ არა რუსული, მაშინ უნდა გაგვიმჟღავნოს ვისი პროექტია. ისევ იმათი ხომ არ არის ვისი პროექტიც იყო მიხეილ სააკაშვილი? რადგან აღნიშნულ სიტყვები, ივანიშვილის ადრიდენლ განცხადებებს გვაგონებს, სადაც აღიარებს სააკაშვილის რეჟიმის დაფინასებას. მოკლედ ბატონო პოლიტიკოსებო, პოლიტიკა გოდორი არაა წყალი ჩაასხა და გიკვირდეს რატომ გასდისო. ან ნუ გააკეთებეთ საეჭვო განცხადებებს, ან კიდევ თუ “რისკავთ”, მაშინ ლოგიკურ კონტექსტში ახსენით მაინც ნაგულისხმევი მიმართულება. http://www.georgian-style.net/?p=2300
  9. ნუ თუ ქართულ სისწრაფეს დავაკვირდებით ჯერ ედვარდის და შემდგომ მიშას პერიოდში ლეიტენანტიდან მაიორამდე 6 წლი ნორმალური დროა. მაიორის წოდებას პრეზიდენტმა მოაწერა ხელი, ფაქტობრივად მხოლოდ ერთი წოდებით მაღლა მოცა, რაც სამხედრო საქმეში დაშვებულია.
  10. ეს დაბლა რაც სწერია ქართული ისტორიის სამარცხვინო ლაქაა. ქვეყანა რომელიც ომის ვეტერანებს და სამხედროებს პატივს არ სცემს სახელმწიფოდ ვერ ჩამოყალიბდება. “ეროვნული გვარდია შეიქმნა 1990 წლის 20 დეკემბერს. ეროვნული გვარდია იყო პირველი სამხედრო ფორმირება, რომლის ბაზაზეც ჩამოყალიბდა და განვითარდა ქართული შეიარაღებული ძალები.” ლინკი: http://guard.mod.gov.ge/index.php?page=11&lang=0 ხო და ამ ეროვნული გვარდიის ერთ–ერთი დამაარსებელი ვარ. პირველი სამხედრო ფიცი მაქვს მიღებული და ქართულ ჯარში პირველი სამხედრო გაწვევა მაქვს გაკეთებული. ეროვნული გვარდიის მთავარი სამმართველოს ოპერატიული ქვეგანყოფილების უფროსი მაიორი გიორგი ალანია (დანიშვნის ბრძანება თვით ზ.გამსახურდია). დღემდე ამის გამო ორი სისხლის სამრთლი მუხილი მაქვს მიყენებული, იარაღის უკანონო ტარება და ბანდფორმირების შექმნა. არ არის ეს პარადოქსი? ეს ხომ არ მაკმარეს და 2006 წლიდან დღემდე, სასამართლო პროცესის მოთხოვნის გამო კიდევ 5 სისხლის სამართლის მუხლი დამიმატეს. აქედან ბოლო სამშობლოს ღალატია. 18 წელი საქართველოში არ ვყოფილვარ და ვერ ვგებულობ იმას, თუ როგორ ვუღალატე სამშობლოს. http://www.georgian-style.net/?p=2292
  11. “ვაცლავ ჰაველი – წასვლა”, ასე ჰქვია ამ ვიდეოს “გმადლობთ რომ გამორთეთ თქვენი მობილური ტელეფონები. სიმართლე და სიყვარულმა უნდა გაიმარჯვოს სიცრუეზე და სიძულვილზე. ჩართეთ თქევნი ტელეფონები.” http://www.youtube.com/watch?v=aMCQkFggK2w&feature=player_embedded http://www.georgian-style.net/?p=2283
  12. არაა გამორიცხული ეს ვარიანტიც. დემოკრატიულ ქვეყნებში მიღებულია ვადამდელი არჩვენების მოთხოვნა თუ გნებავთ ქუჩის აქციების დახმარებითაც და ამას რევოლუციასთან არავინ აკავშირებს. იმ განცხადებებიდან რაც გაკეთდა ნაცებს 2013 წლამდე სადარდებელი არ აქვთ.
  13. ეს ადმინისტრატორები რომ ფაცეთი ხართ დაკავებულები მესმის, მაგრამ ზოგჯერ აქაც შემოიხეეთ. არ მინდა ეხლა ამ უზრდელ ბავშშვს დავახურო. თუმცა რა დააშავა, რაც აღზარდეს ესაა. ხო და თუ არ გაჩერდება მომიწევს მისი ამღრზდელის ჯიშის და ჯილაგის "მონახულება".
  14. არაა ეს უკვე ფანტასტიკა. ისე მინიმუმ ევროს რომ დაერხევა, ამაში ეჭვი არ მეპარება უკვე.
  15. წინასწარ ბოდიშს ვიხდი ასეთ სტილზე, მაგრამ შეგნებულად ოდნავ სარკაზმი გავურიე იმ იმედით, რომ შეიძლება ასე მაინც მოგაწვდინოთ ხმა. “დიდი სტალინი არ იყო დამნაშავე რეპრესიებში, ეს მისი გარემოცვა აკეთებდა. სტალინს რომ სცოდნოდა სიმართლე არ დაუშვებდა ამდენ ხალხის ტანჯვას” – მე არ მჯერა ამ თეორიის. თუმცა რომ დავუშვათ ასეთი ვარიანტიც, მაინც სტალიანია დამნაშავე, რადგან კადრების არჩევა მის კომპეტენციაში შედიოდა. ხმები დადის, წყაროს არ დავასახელებ და უნდა სიტყვაზე მენდოთ, რომ სანდო წყაროა და არაერთი წყარო, არამედ უკვე ჩანჩქერი, რომ “ქართულ ოცნებამ” ხალიხსგან გამოსაყოფად მიუწვდომელი ციხესიმაგრე ააგო. ფაქტობრივად ამაში პირადათ მეც რამოდენიმეჯერ დავრწმუნდი. მივწერე წერილები ბატონ ბიძინა ივანიშვილის მრჩეველს ქალბატონ ეკა ბესელიას და ბატონ ტრიპოლსკის. ქალბატონმა ბესელიამ თავისი ელ–მისამართი მომწოდა პასუხად და ბატონი ტრიპოლსკი ეტყობა ჯერ ღრუბლებიდან არაა დაშვებული და ვერ მიიღო ჩემი წერილი. არა და საქმე არ მეხებოდა მე, არამედ “ქართული ოცნების” ინტერნეტ კომპანიას. ვხედავ უკვე მეორე ვებ–საიტი აქვთ გაკეთებული და ესეც საბავშო ბაღის სტილში. მივაწოდე ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როგორ გამოიყურება პროფესიონალური საიტი, როგორ ტარდება ინტერნეტის მეშვეობით პიარკომპანია და რა არის აუცილებელი ასეთი ტიპის საიტზე რომ იყოს. ეხლა მავანმა არ იფიქროს რომ “შენ რა გესმისო?” მესმის. ვმუშაობ ამ საკითხზე წლები და ჩეხეთში “უცოდინარი” პარტიებიც სიამოვნებით ღებულობენ ჩემგან რჩევებს. რადგან პასუხი არ მივიღე მეც მშვიდათ დავემშვიდობე ბატონ “ქართულ ოცნებას”, მაგრამ წერილი მომივიდა, რომელსაც დაბლა მოგაწვდით. ამის გამო ისევ ავაფრინე ხმა “ქართული ოცნების” ციხესეიმგრეში და მეგობრებს გავესაუბრე საქართველოში. მაინტერესებდა რჩევა, თუ რა შესაძლებლობებია ამა ქვეყნის ძლიერმან ხალხის ხმა გაიგოს. ზემოთ ხსენებულ ჩანჩქერად ქცეულ წყაროს დაყრდნობით გავიგე ის, რომ “რესპუბლიკელები” და “თავისუფალი დემოკრატები” ბლოკავენ ბიძინა ივანიშვილთან მისასვლელ გზებს. უცხოეთში გადაკარგული ემიგრანტი კი არა, თურმე პარტიების თავჯდმოარეებს და სხვა არაპარტიულ პოლიტიკოსებს უჭირთ ციხესიმაგრესთან მიახლოვება. აბა ასრულებულა მაშინ “ოცნება”!!! ასეთ რამეს ხომ “რეპუბლიკელები”, “თავისუფალი დემოკრატები” და სხვა “მრჩევლები” სიზმარშიც კი ვერ იოცნებებდნენ. ბატონო ბიძინა, თუ “ქართული ოცნება” არ არის მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილი სუბიექტების ოცნება, მოკრძალბულად გთხოვთ გააღეთ გულის კარები და კარებს თუ არ გააღებთ, პატარა სარკმელი მაინც დატოვეთ ღიად, ეგებ უბრალო ადამიანის ოცნებამაც შემოაღწიოს შემთხვევით. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, მე არ მჯერა იმ თეორიის, რომ სტალინმა არ იცოდა, მაგრამ თავს მოვიტუებ და დროებით დავიჯერებ, რადგან უკვე 18 წელია ემიგრაციაში მეც ვოცნებობ საქართველოში დაბრუნებას და არავითარ იმედს კიდევ აუსრულბელი ოცნება მირჩევნია. ერთი ასეთი ოცნების წერილს მოგაწვდით, რომელიც ჩემთან მოვიდა: “გმადლობთ. ეხლა გავხსენი ფოსტა და ვნახე თქვენი და კიდევ ერთი უცნობი პიროვნების წერილი. დარე-საც მივწერე კიდევ ერთი თხოვნა და თქვენც მოგმართავთ. იქნებ იცით როგორ გავწევრიანდეთ საქართველოში არმყოფი მოქალაქეები “ქართულ ოცნება”-ში? არსებობს ხელისმომწერთათვის ელექტრონული ვერსია ნეტავ? და თუ არა, რატომ არ გაკეთდება. ჩვენ გვინდა ქართული საზოგადოების ნაწილად ვგრძნობდეთ თავს. მე როგორღაც მოვახერხე ივანიშვილისათვის და ხვედელიძესთვის მოქალაქეობის დაბრუნების შესახებ პეტიციაზე ხელმოწერა, სხვებმა-ვერა უბრალოდ შემოგჩივლეთ ჩვენი პრობლემა. თუ ხელგემწიფებათ ხმა მიაწვდინოთ იმათ ვინც ამ პრობლემის გადაჭრაში დაგვეხმარება, ვიცი არ დაგვზარდებით. თუ ვერა, უბრალოდ დაივიწყეთ. პატივისცემით ნონა “ http://www.georgian-style.net/?p=2235
  16. დაანებე ამ ანანიზმს თავი სულ გამგალენჩებს. ფსიქიატრი თუ გინდა აგერ ჩემს ვებ გვერდზე ორი არაჩვეულებრივი ფსიქიატრი მუშაობს. არ შეგეშინდეს, ანონიმურია კითხვების დასმა http://www.geoanswer.net/
  17. მაგი არ ვიცი, მაგრამ ამ ბოლო დროს ერთ რამეში დავრწმუნდი. ჩვენი შეცდომა 90-ან წლებში იყო ის, რომ სანამ რუსებთან ურთიერთობების გარკვევას დავიწყებდით ასეთი ჩმოშნიკები უნდა დაგვეხვრიტა. უკან ჩასაფერებულები, საქართველოს სადღეგრძელოს სუფრაზე რომ საომარ მოქმედებად ასაღებდნენ და ეხლა ასეთივე ტიპის წითელ ბასანოშკებიან ჩმოშნიკებს გმირებად რომ მოიხსენიებენ. პ.ს. დღეს გადავავლე თვალი ფაცეს და ხო, ხო თურმე კალაძე ადამიანის უფლებებეის დაცვის გამო დატანჯულა. წარმომიდგენია იმ ხალხის გულისტკივილი ვინც საქართველოში წლები ადამიანის უფლებებს იცავს და ნაღდში რომ თავისი ცხოვრების ნაწილი ამ საქმეს მიუძღვნა. რად გინდა იკითხავს კაცი, ასეთმა ზოგიერთი უმადური ვირიშვილების ქვეყანაში სიკეთე აკეთო.
  18. გველი როგორც არ უნდა შეამკო მაინც გველად დარჩება და როდესღც სოროდან გამოძვრება. გიორგი ალანიას რუსეთის საზღვარზე "პატივცემით გატარება" კაბარდოში კედელზე მიყენება იგულისხმე ალბათ. 1993 წლის 15 ნოემბერი იყო, 18 წლის წინ. ტვინი უნდა გქონდეს გახვრეტილი ადამიანს ასეთი იდიოტიზმი ბოდავდე.
  19. ფაცეზე კომენტარებს ვკითხულობ, გეფიცები სატირალია. კაცმა პოლიტიკის გულისთვის თანაგუნდელის სახელი გამოიყენა ვითომც არაფერი. თან არ შერცხვა. ორი წელი დემეტრაძე ციხეშია და ამდენი ხანი ფიქრობდა მიეტოვებინა ნაკრები თუ არა? ეს მიზეზი ნამდვილად არ უნდა დაესახელებინა. პ.ს. რა ფასი აქვს საქართველოში ღირსებას, აქვს საერთოდ ფასი? მე ამ ამბებს რომ ვაკვირდები, მაჟრიალებს. საქართველოში დაბრუნება მინდა რამდენი ხანია და ალბათ ყველაზე დიდი პრობლემა ის არ არის სადაც მე ვფიქრობდი, არამედ ამ ყველაფრის ახლოდან ნახვა......
  20. როგც წახვალ ისე უკან გამოგიშვებენ ცარიელივ "ვაგონით". ვენეციის კომისამ ვენეციაში უცხოელების უფლელების დაღევაზე იასუბროს დაბა. მანდ მისცეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება.
  21. ლექსი ლექს არ ჰგავს... სიმღერა რეპია... თავში მტვერია... ზოგი რა ცარილეი ქვევრია...
  22. მოდით რა ნუ ურევთ. უცხო მოქალაქეს მსოფლიოში არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაშაი არ აქვს არც არჩევნებში მონაწილეობის მიღების და არც პოლიტიკური პარტიის დაარსების უფლება. სხავ საკითხია მოქალაქეობის ჩამორთმევა. ეს მექანიზმი საქართველოს კანონმდებლობაში რომ არსებობს, სამარცხვინოა. რაც ეხება ივანიშვილს აქ ესენი თავისით ხერხავენ იმ ტოტს რომელზედაც ზიან. ფაქტობრივად ან .......... ან განაციონალდებიან მომავალში. მეზარება ეხლა ამაზე წერა და ფაცედან რამოდენიმე ჩემს პასუხს დავდებ აქ. თქვენ თუ იმას ვერ ამჩნევთ რომ ბერას კლიპების პოლიტიკასთან გადაბმით, იმ ბავშასც უფუჭებთ სახელს და ახალ მოძრაობას, მაშინ ვერც იმას შემაჩნევთ, როგორ ნელ–ნელა განაციონალდებით. ახალი ძალა იმიტიმ გვინდა რომ სიახლე შემოიტანოს და არა იმ ძველის რეპეტე გახდეს. 1. დარბაზში ედვარდის გამოცვლილი "ტანსაცმელი ეყარა"; 2. "ღმერთის გამოგავნილი" ასე აკომენტარებდნენ ისინი, ვინც ედვარდს და მერე მიშას ამკობადა, იგივე ხალხი. ეხალ აგიხსნათ ვინ არის ღემრთის გამოგზავნილი? თუ თქვენ ამ მარგინალიზაციის პროცეს ვერ ხედავთ, მე ვერ დაგეხმარებით. და ა.შ. პ.ს. აგერ შედით ფაცეში ბიძინას ოფიციალში და არ უნდა ამას ბევრი ახსნა. თან კომენტარები ნახეთ და არ მითხრათ ეხლა ეს კომენტარები ბიძინას ისე "არ მოსწონ", როგოც ეს მიშას "არ მოსწონდა" თავსი დროზე http://www.facebook.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI/posts/291501474225662
×
×
  • შექმენი...