-
პოსტები
9.597 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
25
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი babuagiorgi
-
"მასმედიასა და სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება და არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა ბიძინა ივანიშვილის განცხადებას სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასთან და პოლიტიკოსებთან თანამშრომლობის შესახებ. ჩვენ უფლებამოსილები ვართ დავაზუსტოთ, რომ თანამშრომლობისთვის მზადყოფნა ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი წინააღმდეგია ვინმე განიდევნოს ქართული პოლიტიკური სივრციდან, გარდა იმ პირებისა, ვისი მორალური ან სამართლებრივი დანაშაულიც დასტურდება. თანამშრომლობა არ გულისხმობს იმთავითვე რაიმე ტიპის პოლიტიკურ კავშირს. ბიძინა ივანიშვილს, ისევე როგორც ქართული საზოგადოების დიდ ნაწილს, გააჩნია სერიოზული კითხვები ბევრ ქართველ პოლიტიკოსთან და ამ კითხვებზე პასუხის მიღების გარეშე რაიმე ტიპის ურთიერთობაზე საუბარი არ განიხილება. " გვაშაყირებენ ეხლა პირველი განცხადებიდან გამომდინარე პარტიებისადმი დამოკიდებულება ბიძინა ივანიშვილმა უკვე გამოხატა. აქედან გამოდინაე არც ბურჯანძეს ფიგურა უნდა იყოს უცნობი ბატონ ბიძინასთვის. ჩემი აზრით აქ საქმე გავქვს საზოგადოების აზრის მონიტორინგთან და ბატონ ბიძინას ნუ ეწყინება, მაგრამ ძალიან დილეტანტურად ჟღერს ბურჯანაესთან შეკითხვების მიზნით. პ.ს. ნუ ეხლა კალაძეს პოლიტიკურ ფიგურად აღქმაზე არ ვისაუბრებ. რა თქმა უნდა პროფესიონალური კუთხით.
-
მონახეთ რა თქვენც პოლიტიკური ავტორიტეტი.
-
"კიდევ არის რაღაც შეკითხვები ქალბატონ ნინოსთან, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ ამ შეკითხვებს მოვხსნით, პოზიციებს შევათანხმებთ და აუცილებლად ვითანამშრომლებთ ქალბატონ ნინოსთანაც. მას კარგი საპარლამენტო და მთავრობაში მუშაობის გამოცდილება აქვს." "ახალ პარტიას შევქმნი! ახალ ძალას შევქმნი!" ამდროს 8 ოქტომბერს ბაბუმ შემოუთვალა: "ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ განაცხადების მიზნებზე და მოსალოდნელ ეფექტის თაობაზე, მედიაში უკვე ათობით ვერსია გაიჟღერა, ამის გამო ამ ანალიზში შევეცდები უფრო რელურ პოლიტიკურ შესაძლებლობეზე და ოლიგარქის სურვილების განხორციელებისთვის საჭირო “მასალაზე” გავამახვილო ყურადღება. აქ კი უნდა აღინიშნოს ის, რომ პოლიტიკურ პარტიის დაარსებისთვის ბიძინა ივანიშვილს დიდი არჩევანი არ აქვს და მიზნის მისაღწევად მოუწევს “ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია” გამონათქვამის გახსენება." http://www.georgian-style.net/?p=1532
-
აგიტატორ ისტთა ახალი "თაობა" დაიბადა :)
babuagiorgi replied to babuagiorgi's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
აი ესაა საქართველო დედას რომ უბრდღვნის. თან ასაკოვანი კაცია. ამ შემთხვევეასი ხომ გამორიცხულია "სიმღერის" სტილი მოსწონდეს Levan Gvinjilia (ლ)ექსპრომტი ”ქართული ოცნების” ავტორ-შემსრულებელს ბერა ივანიშვილს! - ბერა ბიჭო, შენს ოცნებას მე დავარქვი - ”იბერია”. მაგით ვერვინ შეგვაფასებს - ვინ ცოტა და ვინ ბევრია! სისხლიც ბევრი გვიღვრია და ლხინშიც ბევრი გვიმღერია! თუ ერობა ვინმეს ეთქმის, ჩვენც გმირულად გვიერია! ახლა ბედის მოიმედე მთელი ამერ-იმერია! ჯერ ვიფიქრე მეთქვა ასე: ”მთელი იმერ-ამერია”, მერე მივხდი, უნიჭობით რითმები რომ ამერია! ”ქართულ ხმებზე” გაზრდილს ჰგავხარ: გარეპე და აგვიმღერდი! ბერა ხარ და ბევრა გახდი, ხანძთელივით დამიბერდი! ჯანსუღურად დაგლოცავდი: იხარე და ილაღეო! ” ღმერთო, ღმერთო! შენ შეჰმატე ”იბერიას” სიმაღლეო!” ფაცეზე 97 მოწონება აქვს -
ქართულ პოლტიკას ექვს მილიარდიანი მეტეორი დაეცა
babuagiorgi replied to babuagiorgi's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
პრობლემა არ არის კაპიტალისტური ფსოფმხედველობა, არამედ ის რომ უკვე აღარ არსებობენ კაპიტალისტური წყობის მქონე ქვეყნები. ის რასაც დღეს კაპიტალიზმს ეძახიან ბიუროკრატიულ-სპეკულანტური წყობაა. ჰენრი რომ გააცოცხლო და დაანახო ის რასაც ესენი კაპიტალზმს ეძახიან, ისევ კუბოში მოითხოვს დაბრუნებას. ამიტომ ვიძახი იმას, რომ საქართველოსთვის იდეალური არის სოციალ-ლიბერალიზმე პრინციპებზე აწყობილი წყობა. -
ქართულ პოლტიკას ექვს მილიარდიანი მეტეორი დაეცა
babuagiorgi replied to babuagiorgi's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ნუ აქ მთავარი პირადთ ჩემითვის სამი მომენტი იყო. 1. საომარი მოქმედების დაფიქსირება. ე.ი. სწორი ტერმინოლოგია. სამწუხაროდ ეს ვერ შეამაჩნია ქართულმა მედიამ. 2. ხოდორკოვსკის თაობაზე შეკითხვა. "ტონკად" გათვლილი შეკითხვა იყო და სწორი პასუხიც. 3. ბიძინა ივანიშვილი ერიდება საშიონაო პოლიტიკს მთავრს სოციალურ პრობლემებზე საუბარს. ჩემი აზრით უჭირს, რამეთუ მისი იდეოლოგიური მრწამსი სულ სხვა მიმართულებისაა, რომელიც დღეს საქართველოს არ გამოადგება. -
ქართულ პოლტიკას ექვს მილიარდიანი მეტეორი დაეცა
babuagiorgi posted a topic in პოლიტიკა და საზოგადოება
შემიფასეთ დაბა. ჩემი აზრით ის მომენტები გვაანალიზე რაც სხვებს გამორჩა რამოდენიმე კვირაა რაც ქართულ პოლიტიკურ სცენას, ორბიტაზე შემოსული მეტეორი აზანზარებს და როგოც ირკვევა საშიშროების შეფასების სტადაში მყოფ ხელისუფლებას, გაუჭირდა დაცემით გამოწვეულ კატასტროფის აღქმა, რაზედაც პრეზიდენტის დუმილი და მისი გარემოცვის არაეფექტიური სვლებიც მიუთითებს. ბიძინა ივანიშვილის 1 ნოემბრის პრესკონფერენცია ამის გარკვულ მტკიცებულებად შეიძლება აღიქვას, სადაც აშკარად გამოჩნდა სახელისუფლებო სატელიტი მედიის ნერვოზი. თუმცა ორივე მხარე გარკვეულ შედეგებზე საუბრობს, პრესკონფერენიცაზე თვალნათლად დაფიქსირდა “მეოთხე ხელისუფლების” სუსტი მხარე და არაპროფესიონალიზმი. ჟურნალიტიკის შეფასებისათივის ალბათ უფრო სხვა დროს დავუთმობ და ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილის “მეტეროის” სიძლიერეზე ვისაუბრებ, რამეთუ საინტერესოა ქართველი ოლიგარქის პოლიტიკური ხედვა, რადგან ამაზე შეიძლება გახდეს დამოკიდებული საქართველოს მომავალი განვითარების გზები. დადებითად შეიძლება შეფასდეს ბიძინა ივანიშვილის საგარეო პოლიტიკის ხედვა, რაც რუსეთის მიმართ ზომიერ პოლიტიკურ პასუხებში გამოიკვეთა. პირველ რიგში მინდა ავღნიშნო 2008 წლის საომარი მოქმედების ახსნისას სწორი ტერმინოლოგიის გამოყენება. ივანიშვილი პირველი პოლიტიკოსია რომელმაც არ იხმარა სიტყვები “ომი დაიწო”, არამედ “საომარი მოქმედება”, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ქართულ–რუსული ურთიერთობების სწორ შეფასებისათვის. ქართველი პოლიტიკოსები, განსაკუთრებით კი სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლები, “გაურკვეველი” მიზეზების გამო, ხშირად აფიქსირებნ იმას რომ 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთთან ომი დაიწო, რაც სიმართლეს არ შეეფერება. აღნიშნულ რეგიონებში საომარი მოქმედებები უკვე 20 წლის განმავლობაში მიმდინარეობს გარკვეული ინტესიურობით და აქგვისტოს საომარი მოქმედებები, მხოლოდ 1991–93 წლებში დაწყებული ომის გაგრძელება იყო, რაც ფაქტობრივად პრესკონფერენციაზე დაფიქსირდა. შეკითხვა, დაპატიმრებული რუსი ოლიგარქის ხოდორკოვსკის თაობაზე, ძალაინ “ტონკად” დასმული შეკითხვა იყო, რომელიც იმდენად ხოდორკოვსის არ ეხებოდა, რამდენად რუსთის ხელისუფლების მიმართ ივანიშვილის დამოკიდებულების გარკვევას ემსახურებოდა. პასუხი იყო პირდაპირი მნიშვნელობით პოლიტიკური ხასიათის და მაქსიმალურად სწორ ფორმატში, რაც არც რუსეთის ხელისუფლების და არც ბიზნესწრის გაღიზიანებას არ გამოიწვეს. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონებზე ძალისმიერი კონტროლი, ოკუპაციის ტერმინის გამოყენებისას, ბიძინა ივანიშვილმა წინ დაურთო საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ამ ტერმინის დაფიქსირებული არგუმენტები, რაც ზომიერი და ფრთხილი პოლიტიკური მიდგომად შიძლება შეფასდეს. შესაძლებელი მომავალი საგარეო პოლიტიკის ანალიზში, ერთადერთი ნეგატივად შეიძლება აღიქვს ქართველ სამხედროთა საგარე მისიებში მონაწილეობის პოზიტიური შეფასება. თუმცა მოტივად საერთაშირისო თანამეგობრობის პარტნიორობის სურვილი დასახლდა. აქ უნდა აღინიშნოს ის, რომ თუ ბატონი ბიძინა ივანიშვილს ახლო მომავალში მოუწევს ქართული პოლიტიკის სადავეების ხელში აღება, ამ დროს უკვე მოსალოდნელია “პარტნიორთა” სამხედრო დანაყოფების ერაყიდან და ავღანეთიდან გამოყვანა. თუმცა შეიძლება სპეკულირება იმის თაობაზე, რომ ქართული კონტინგენტის მიმართ გაკეთებული განცხადება, დასავლეთელი პარტნიორების გულის მოგების მიზნით იყო გაკეთებული, რადგან იმედია ივანიშვილს ესმის ის, რომ ოკუპირებული ტერიტორიების მქონე ქვეყნის, სხვის გაურკეველ ტიპის კონფლიკქტებში მონაწილეობა მიუღებელია, არა მარტო მორალური მხრივ, არამედ ჩვენს მიმართ რუსეთის მიერ ოკუპაციის გამართლების თვალსაზრისითაც. რაც საშინაო პოლიტიკას ეხება, აქ ისევ პასუხგაუცემელი დარჩა ის თუ რა სახელმწიფო სიტემას გვთავაზობს ბატონი ბიძინა ივანიშვილი. თუმცა აღნიშნა ის რომ ახლად დაარსებული პარტია წარადგენს შესაფერის პროგრმას. რა თქმა უნდა დღეს პროგრამის მოთხოვნა ჯერ დაუარსებელი სუბიექტისგან შეუძლებელია, მაგრამ იდეოლოგიური მრწამსი პოლიტიკაში მოსვლის განაცხადამდე იბადება და ყოველთვის წინ უძღვის პროგრამის ჩამოყალიბებას, რადგან სახლი სახურავიდან არ შენდება, საზოგადოება წინასწარ უნდა იყოს გარკვეული იმაში თუ რა ნიადაგი და საფუძვლი უდევს მომავალ შენობას. შეიძლება ნაადრევია დასკვნების გაკეთება, მაგრამ იმედია ახლო მომავლში გავეცნობით ჯერ ბურუსით მოცულ იდელოგიის საფუძვლებს, რამეთუ მომენტალურად ამოწურულია სახელისუფლებო და საგარეო პოლიტიკური საკითხები და რჩება საქართველოსათვის ყველაზე მტკივნეული საშიანო საკითხების გადაჭრის თემატიკა. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, თუ ბატონი ბიძინა ივანიშვილი, საშიანო პილიტკის ხედვასაც საზოგადოებისათვის მისაღებ ფორმატში ჩამოაყალიბებს, რაც არც თუ ისე იოლი ამოცანაა, მაშინ არა მარტო საქართველოში, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობისათვისაც უეჭველად ამ ხელისუფლების ალტერნატიულ ძალად იქნება აღქმული. ამით კი ხელისუფლებას არა მარტო ფინასური, არამედ პოლიტიკური მაგანატი დაუპირისპირდება, რომელსაც დიდათ არ სჯერა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებით არჩევნებში გამარჯვება, არამედ გამარჯვებისთვის მთავარ ფაქტორად ამ რეჟიმზე დასავლეთის ზეწოლა აქვს გაანგარიშებული, რაც პრესკონფერენციაზე მოქალაქეობის აღდგენის შესაძლებლობეზე საუბრისას მისახვედრ ფორმატში აღნიშნა. მოქალაქეობის აღდგენა არ შედის საერთაშორისო თანამეგობრობის კომპეტენციაში, რადგან მოქალაქეობის საკითხები მიმართ ერთგავრი არასამართლიანი მიდგომა თვით ევროპაშიც არსებობს. განცხადება უფრო საქართველოს ხელისუფლების გაფრთხილების მიზნით იყო გაკეთებლი, რამეთუ ქართულ პოლიტიკაში ექვსმილიარდიანი მეტეორის დაცემა გარდაუვალ პოლიტიკურ კატაკლიზმებს გამოიწვევს და სააკაშვილით უკვე გადაღლილი საერთაშორისო თანამეგობრობა შეეცდეაბა შეარბილოს “ნგრევით” გამოწვეული ეფექტი. http://www.georgian-style.net/?p=1792 -
აგიტატორ ისტთა ახალი "თაობა" დაიბადა :)
babuagiorgi replied to babuagiorgi's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ნუ ის გამორჩა შემთხვევით, რომ მიღებულია საერთაშორისო ნორმებით უსამართლობის აღმოფხვრის აქტები, სანამ სასამართლო ჩატარდება. მააგლიად, უსამართლო სასჯელს რომ იხდიან პოლიტპატიმრები, მერე ვიღაც ალანიას 18 წელი დაბრუნება რომ უნდა და ა.შ. -
აგიტატორ ისტთა ახალი "თაობა" დაიბადა :)
babuagiorgi replied to babuagiorgi's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ჩემს საქმე ჩემი ქმედებების ბარომეტრია. გავჩუმდები - გაჩერდება ამათ შევაქებ - შეწყდება გავატრაკებ - იზრდება ხო და დანარჩენი არის ბლა, ბლა......... რც ბედს ეხება ვერ გაიგე შენ რა დავწერე მანდ. მეფეს ბატონოჩემო გარმოცვა ქმნის. მიშა დიქტატორად "თქვენ" აქციეთ და არც ივანიშვილი არ იქნება გამონაკლისი. ამაზეა ეს თემა სხვათაშორის და არ იმაზე ვის უჭერ მხარს. მთავარი მიზეზი იმისა რასაც გვაწვდიან, ისევ ჩვენი მოთხოვნილებებიდანაა გამოდინარე. ამ შემთხვევაში კი არა მესიას უნდა ვნატრობდეთ, არამედ გუნდს, სადაც ქვეყნის მმართველობა ყველა ფენის წარმომადგენლობით სისტემაზეა აგებული. ხელისუფლებისათვის ბრძოლა კი კონკურენციის ელემნტებს შეიცავს და შემოთავაზებული პროდუქტი არა იაფფასიანი დაპირებებია, არამედ პარტიის საარჩევნო პროგრმაა. -
აგიტატორ ისტთა ახალი "თაობა" დაიბადა :)
babuagiorgi replied to babuagiorgi's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ბიჯო, პოპულარობაო მოღერალი ხომ არაა თან ბიძინაზე კი არ ვსაუბობ არამედ ამ ორგაზმში მოყოფ ხალხზე. ისე კი, სახლში მინდა დაბრუნება და როგოც ვხედავ არ მიწერია. ეს არის პრობლემა, დანარჩენი არა მადარდებს. ბოდიში და ზოგიერთი საჯდომით უსმენთ რას იძახის ესკაცი. ჯერ დასაწყისში ვანო კინარამ დატოვა თანამდებობაზე. პირველ პრესკონფერენციაზე დაუსვეს შეკითხვა რას უზამთო ამ ჩადენილ უსმართლობასო? ოოოო ეგაო სასამართლოების ამბე იქნება, მაგენი მიხედავენო სასმართლოები, ხო ესენი ჯერ უნდა გამოსწორდნენ, ამას ასეთი 10 წელი დასჭირდება და კაცმა არ იცის როგორ "გამოსწორდებიან" თუ..... ნუ ის გამორჩა შემთხვევით, რომ მიღებულია საერთაშორისო ნორმებით უსამართლობის აღმოფხვრის აქტები, სანამ სასამართლო ჩატარდება. მააგლიად, უსამართლო სასჯელს რომ იხდიან პოლიტპატიმრები, მერე ვიღაც ალანიას 18 წელი დაბრუნება რომ უნდა და ა.შ. მოკლედ.......... -
აგიტატორ ისტთა ახალი "თაობა" დაიბადა და თუ ზრდის სისწრაფეს დავაკვირდებით, ახლო მომავალში მიშისტებს არა ამრტო ზრდაში, არამედ მარაზმშიც გადაუჯოკრავენ. პ.ს. ედვარდძე ისეთი ნაწყენი ვიყავი, რომ რამოდენიმეჯერ გადამირჩა მერე მიშა რომ მოვიდა, მიშას დიდი "ღვაწლის" წყალობით, ამბროსევიჩზე უკვე ნაწყენი არ ვარ. დავიჯერო, მიშასაც იგივე ბედი ეწევა როგორც ედვარდს? არა და საზოგადოებრივი საწყისი მარაზმიდან გამომდინარე დიდი საშიშროებაა ამის. ღმერთმა ნუ ჰქნას ასეთი ამბე, თორემ ვეღარ იტევს უკვე ჩემი სისხლის სამართლის ყულაბა ამდენ "ჯილდოს."