Jump to content
Planeta.Ge

babuagiorgi

პლანეტელი
  • პოსტები

    9.597
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    25

ყველა პოსტი babuagiorgi

  1. ისე ფრიდრიხას რომ ეკითხებით, თემა რომ გავსენი რაღაც მეც დავწერე წაიკითხეთ. ფაცეზე რომ დავუწერე ხუმრობსთქო, და ახსნა დავუპირე დედა უტირა იმ პოსტებს და მეც მიმაბლოკა. უბრალოდ არ აწყობდა არაფრად რომ ხუმრობა აღმოჩენილიყო. ფრიდრიხას დავუწერე და ადრეც მაქვს დანაწერი, რომ ბევრი სერიოზულად აღიქვამს ამას, მაგრამ ოდნევ ყურადღებით წაიკითხეთ დაბლოკვამდე რის დაკოპირებაც მოვასწარი "შესაბამისად,გაყენებთ საქმის ყურში.მე ვარ "ქართული ოცნების" რიგითი წევრი." ეხლა თუ ამ სიტყვებიდანაც აზრს ვერ გამოიტანთ, დაანებეთ თავი ამ ამბეს და ივაიშვილის მოსვლის შემდეგ დახვრეტა მივუსაჯოთ ფრიდრიხას, მაინც იქეთ მივდივართ და ერთი იქეთ, ერთი აქეთ რა უჭირს.
  2. დეპრესა და ალოს ძინავს და მე უნდა ვზრუნავდე ფორუმის პოპულარიზაციაზე? წავედი მეც დასაძინებლად. გადარევს ამ ხალხს ეს სოციალური ქსელები
  3. კეთილი. წავიღებ ამ თემას ფაცეზე, სანამ მიტინგს მოაწყობდეს. დაგემშვიდობებით
  4. ერთი თვის წინ, ჩეხეთში სოციალურ ქსელში (ფაცეში) განათლების მინისტრის მოადგილემ (ეს თანამდებობა პოლიტიკური არ არის) დააფიქსირა თავისი აზრი პოლიტიკურ საკითზე. კერძოდ გააკრიტიკა საგარეო საქმეთა მინისტრის პოლიტიკა. ამის გამო სამსახურიდან გაანთავისუფლეს. ხომ გვინდა დემოკრატიული ქვეყანა? მაშინ დემოკრატიულ წესებსაც უნდა შევეჩვიოთ.
  5. კი. ვერ მოვიფიქრე უცებ რა ჰქვია ამ სამსახურს მაგრამ აქაც აპოლიტიკური ხალხი უნდა იყოს. სახელმწიფო სამსახური ვიგულისხმე.
  6. ნუ, სერიოზულად აღიქვამენ. არ უშველა ჩემმა ახსნამაც. ხომ გეუბნები დამბლოკა. ეხლა მოგწონს შენ ივანიშვილი თუ არა ამას არ ვარჩევ კაცო,. პ.ს. სახელმწიფო სტრუქტურების მუშაკი ხარ და სოციალურ ქსელსი ასეთი აქტიურობა არასწორია. პოლიცია აპოლიტიკური უნდა იყოს და შენ პოლიტიკას არ ეშვები.
  7. შენ კაცო შაყირობ, საცაა ოცნებაზე თავდასხმას გაბრალებენ. ოდნავ მოუკელი ამ შაყირს, თორემ ამ სიტყვების გამო იმ გალამაზებულ ციხეში ჩაგსვამენ ვლასტში რომ მოვლენ.
  8. ფრიდრიხ, ტიპმა წამებული "ოცნების" წევრის როლი გაითამაშა. მეც დავრწმუნდი. აი ეს ბოლო კომენტარი არ მომათავსებინა ფაცეზე ისე დამბლოკა. მოკლედ მთელი თქვენი კამათის ამონარიდები აქვს დადებული და შველას ითხოვს რა კაცო ნუ აძლევ ასეთ საკენსკ შენც "ბატონოჩემო, სხვა ამ ტიპის თემაში აგიხსენით, რომ ფრიდრიხა ასეთ სტილში წერს ხოლმე და ხშირად ჩემზეც მოუწერია ასეთი რამ. ნუ, არასოდეს ეს სერიოზულად არ მიმიღია, მაგრამ ნება თქვენია. რადგან ეს კიდევ სხვა რამოდენიმე პიროვნების პროფილში გაზიარებული ვნახე და ეტყობა ამ ხალხმაც ეს საშიშროებად აღიქვა, გავხსენი ფორუმზე თემა იმისთავის, რომ იქ სადაც ფრიდრიხა შემოდის გამოთქვან თავიანთი აზრი იმათმა ვინც იცნობს და ფრიდრიხაამც ახსნას, ის თუ რატომ დაგიწერათ ის რაც დაწერა. დაველოდოთ. სხვას რაც ეხება, არ გინდათ რა ჩემთან ეს ბაქიაობა და დევნილი წამებულის როლის თამაში. არ გაქვთ თქვენ ნაღდი დევნა ნანახი როგორ გამოიყურება და ოცნებაში შესვლას გმირობად ნუ წარმომიდგენთ აქ."
  9. კომენტარები: https://www.facebook.com/photo.php?fbid=131548960298625&set=a.120288068091381.20611.100003305650198&type=1&theater
  10. ფაცეზე "ქართული ოცნების" რიგითი წევრია მაგრადაა შეშეინებული და ელვის სისწრაფით ვრცელდება ეს ამოონაწერი ფორუმ ჯი თემიდან. "მას შემდეგ,რაც მე გამოვააშკარავე ამ იუზერის მიერ დადებული პოსტები "თბილის ფორუმზე" და მივუთითე,რომ ეს ადამიანი მუშაობს სასჯელ აღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში,მისი მხრიდან წამოვიდა ასეთი სახის პოსტი (რაც ალბათ ერთგვარი მუქარაა) შესაბამისად,გაყენებთ საქმის ყურში.მე ვარ "ქართული ოცნების" რიგითი წევრი." დაიგრალსა ფრიდრიხ
  11. არც აპირებდა, უბრალოდ კარგად შემოგდებული ჭორი იყო, რაზედაც ოპომ ოხრად ენერგია და ბლა, ბლა დახარჯა.
  12. კანონი ამერიკულად, ანუ პოლიციური მკვლელობა http://www.youtube.com/watch?v=bY5ioBvrYIg&feature=player_embedded
  13. ვიდეოში ჩანს იმ ხალხის დაკავებაც, რომელიც არ იყვენ მანქანების სავალ ნაწილზე. რაც პოლიციის გადამეტებულ ძალადობას ეხება, აქ ჩემი ეს ჩემის უბიექტური აზრია. დაკავებული ადამიანი და მისი ღირსების შელახვა მიუღებელია. პოლიცია კი ტურების ხროვასავით იქცევა ხოლმე.
  14. პრობლემ სულსხვა რამეშია. ისინც ვინც ქადაგებს კანონის ფარგლებში ბრძოლის მეთოდებს კანონს უნდა დაემორჩილოს და კანონის პატივისცემა გამოხატოს. ან როგოც დავწერე ზემოთ, ასეთი რამის დეკლარიება არ უნდა გააკეთოს. ივანიშვილს უნდა გაეკეთებინა განცხადება არა იმის თაობაზე, რომ კანონის დარღვევა არ მომხდარა, არამედ პოლიციის გადაჭარბებულ ძალადობაზე, მაგრმ როგოც ვხედავ თვითონ არ ესმის და რაც შეტენა ბესელიამ ის თქვა.
  15. ნუ ეს უკვე სხვა საკითხია მაშინ იმათ აფინანსებდა ვინც ამ დანაშაულს ჩადიოდა, მაგრამ მე უფრო ეს მაინტერესებს და ვერ გავიგე ამას რა ჰქვია? "ბაბაიც უნდათ და ჩიჩიაც" ქუჩის აქციები მოვიდა!!! რევოლუცია მოსულა!! კი ბატონო მაშინ ქუჩას კი არა ჟანგბადის მიწოდებაც უნდა გადაუკეტო. მაგრამ ქუჩის აქციები არაო, კანონითაო და ბლა, ბლა, ბლა........... მაშინ რას აპროტესტებ კანის დაცვას თუ დარღევევას? ტიპებმა პოლიციას სთხოვეს დაგვიჭირეთო და ეხლა პოლიტიკურია ეს ამბე? აბა 10 კაცი რომ შუა ქუჩაში დაიწყებს სეირნობას ამას რა ჰქვია?
  16. პოლიციას მთელ მსოფლიში აქვს გადამეტებული ძალადაობა, საქართველოს პოლიციელებზე ხომ საუბარიც ზედემტია. ამათქ მედებებს რომ ვუყურებ, ზოგიერთს ადგილზე დავხვრეტა უნდა მიუსაჯოს კაცმა. ამის წინააღმდეგ ნამდვილად რომ საბრძოლველია, მაგრამ გაარკვიეთ ხალხო რა გინდათ, ან შეეშვით რა ამ პოლიტიკას. თუ აცხადებთ რომ რევოლუცია არ გვინდაო, მაშინ მთავარ ქუჩის სავალ ნაწილზე სიარული დანაშაულია. ევროპაში, მაგალითად ჩეხეთში იგივეს იზამდენე. გერმანიაში საერთოდ ძვლებს დაუმტრევედნენ დუბინკებით. "ბიძინა ივანიშვილი რუსთაველის გამზირზე ახალგაზრდების დაკავებას გმობს" აი რას გმობს ეს კაცი გამაგებინეთ? კანონს გმობს, თუ კანონის დაცვას გმობს? მოკლედ, თუ რეჟიმის შეცვლას კანონიერი გზებით აპირებთ, მაშინ ქუჩის მანქანების სავალ ნაწილზე სიარუსლ ნუ ამართლებთ. თუ რევოლუციის გზით აპირებთ ხელისუფლების შეცვლას, დააფიქსირეთ ეს და ქუჩის სავალ ნაწილზე სიარული კი არა, კალაშნიკოვით სიარულც მოსულა. პოლიტიკური სიბეცე ჰქვია ამ ამბეს.
  17. ბიძინამ თვითონ აღიარა რომ რუსეთის პოლიტიკაშიდ დებდა ფულს, რა მნიშვნელობაა ქვს ვინ ესწრებოდა? ეხლა არ დამიწეროთ დემოკრატიულ მხარს ხარჯავდაო.
  18. არ დახარჯოთ ელექტროენერგია ნაგავზე! ნაგვის ყურებისათვის, ნუ იხდით ნაგვის თანხას!
  19. ჩეხეთში ანახეს ეხლა დოკუმენტური ფილმი 21.12.2012 შარიკს ერხევაო ასიანი. იმ ფიდარასტებს გადაეცითო, ვინც ბუნკერებს იშენებსო, რომ ვინც გადარჩებაო სიკვდილი სანატრელი გაუხდებათო. პ.ს. რა დროს არჩევნებია .........
  20. "ვინაა კრემლის კაცი ბიძინა თუ ბენდუ?" ორივე.
  21. პიროვნებაზე დამოკიდებულები რომ ვართ, ამიტომაც ვართ ამ დღეში. ვერ გადავბიჯეთ იმას, რომ არა პიროვნება, არამედ პარტია, ჯგუფი ხალხისა, რომელიც დემოკრატიულ პრინციპებზე იქნება აგებული. შეუძლებელია შიგნით არადემოკრატიულ პრინციპებზე აგებულმა გარეთ დემოკრატია გაიტანოს. უბრალოდ აბსურდია. კარგი.......... ეს დღეს მომავლის ნატვრაა. მაშინ რა ვქნათ დღეს. დღეს კი არცერთ შემთხვევაში არ უნდა დავეთანხმოთ ე.წ. ოპოზიციის გაერთიანების აზრს. ასეთი გაერთიანაება როგოიცაა ივანიშვილის კოალიცია. უფრო სწორედ რაც მეტი დარჩება ამ გაერთიანბის მიღმა და აქედან რაც მეტი შევა ამ ორი ბანაკის გავლენის გარეთ მყოფი პარლამენტში, მით მეტი შანსი გვაქვს იმისა, რომ მომავალში დემოკრატიას მივუახლოვდეთ. გლეხურად ეს ასე ჟღეს; ივანიშილის პოლიტიკაში მსოვლა პოზიტიური იქნება მარავლპარტიულობის შემთხვევაში. ოღონდ ნაღდ მრავალპარტიულობს ვგულისხმობ და არა იმ ტიპის მიშას და ივანიშვილის კოალიციაში რომ არიან. აქ მარვალპარტიულობასთან არ გვაქვს საქმე.
  22. კითხივის ნიშნის ქვეშაა ჯერ ყველაფერი, მაგრამ რაც ხდება და რასაც აცხადებენ იქედან თუ გამოვალთ, მაშინ უფრო გაველნის სფეროების გადანაწილებასთან გვაქვს საქმე
  23. ეს უბრალო ფრაზის გამო მოვიყვანე. არც ვიცნობ და არ ვაკეთებ აქცენტს კონკრეტულ პიროვნებაზე. სინაარსი სულ სხვაა
  24. “ბიძინა ივანიშვილის ქართულ ოცნებას, სახეები ტოვებენ”, საინფორმაციო სააგენტოებისა და პოლიტიკოსების “საყავრელი” დღის ფრაზა, რომელიც ჟურნალისტ ნანა დევდარიანის ოცნებიდან წამოსვლამ მოიტანა. დატოვა, განა ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ “ოცნებას” ხალხი მასიურად ტოვებს. ერთმა დატოვა და ხვალ 9 მივა. პრობლემა იმაში არ არის ვინ დატოვა, არამედ იმაშია თუ ვინ არ მივიდა, ან რატომ არ მოიწვიეს. დღეს ფაქტობრივად ბიძინა ივანიშვილის განკარგულბაში მყოფი “ავტორიტეტებიდან”, მაქსიმუმ ოცნების ტიპის ორგანიზაცია თუ ჩამოყალიბდება და არა პარტია. აქედან გამომდინარე, იბადება რამოდენიმე კითხვა; უნდა ბიძინა ივანიშილს პარტიის ჩამოყალიბება, თუ მისთვის საკამრისია ნაციონალური მოძრაობის სუსტი სუბიექტის მქონე ორგანიზაციის მეშვეობით შანტაჟი? ან კიდევ რამდენად ძალუძს ბიზნესმენს ძლიერი დემოკრატიული პოლიტიკური ორგანიზაციის ჩამოყალიებება? არ არის გამორიცხული ის, რომ “ცალკალოშიანი” პოლიტიკური სხარტი ბიჭების დაფინასებამ ბიძინა ივანიშვილს, სოროსისაგან განსხვავებით გულგატეხილობა მოუტანა. გამდიდრებისა და ძალაუფლების გემოვნების შეგრძნობის შემდეგ, “ბიჭები”კონტროლს მიღმა აღმოჩნდნენ, რასთანაც რა თქმა უნდა ოლიგარქი შეგუებას არ აპირებს. თუ ასეთ თეორიას დავუშვებთ, მაშინ გავლენის სფეროს დაბუნებისათვის სულაც არ არის აუცილებელი ძლიერი პარტიის ჩამოყალიბება, არამედ საკმარისია პოლიტიკური აქტიურობის იმიტაცია, რასაც დღეს “ოცნება” წარმატებულად ახერხებს. ამ შემთხვევაში კი საპარლამენტო არჩევენბში მმართველი პარტიისათვის გარკვეული პროცენტების წართმევა, აიძულებს “გაბლატავებულ ბიჭებს” გარკვეული გავლენის დათმობას. გარეგნულად ამას რა თქმა უნდა სხვა სახე ექნება. ერი “იზეიმებს” რეჟიმის გამარჯვება–დამარცხებას და მომავალი საპრეზიდენო არჩევენბისათვის სამზადის შეუდგება. ქართული პოლიტიკის “გზამკვლევი” კი იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ საპარლამენტო არჩევენების შედეგად, რამდენად კმაყოფილი დარჩება ოლიგარქი დაბრუნებული გავლენის სფეროს პარამეტრებით. ხშირად ისმის არგუმენტები იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოს სიყვარულით განმსჭვალული პიროვნებაა, რაც ეჭვს არ უნდა იწვევდეს, რადგან საქართველო თავისებურად ყველას უყვარს, განსხვავება მხოლოდ სიყვარულის სტილშია. ზუსტად საქართველოს სიყვარულის გამოა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ამ რეჟიმის ყოფილ დამფინანსებელ სოროსისგან განსხვავებით მეტი გარისკა. ქართველი კაცია და მისთვის სრული ბედნიერება საქართველოს ფარგლებს მიღმა არ არსებობს, რასაც უცხო ქვეყნის დათმობილი მოქალაქეობა და გაყიდული ბიზნესიც მოწმობს. თუმცა ყველაფერი ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბიძინა ივანიშილს საქართველოში დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიებება შეუძლია, რადგან დემოკრატიულობის აღქმაც თავისებურ სტილში აქვს, რომელიც უფრო ავტოკრატიულ მიდგომაზე მიუთითებს ვიდრე დემოკრატიულზე. ციტატა ინტერვიუდან – “ის გადაწყვეტილება რომელსაც მე ვღებულობ გააზრებულია და ბოლო სიტყვას მე ვამბობ”, უფრო რომელიმე ბიზნეს საქმიანობაშია გამოსადეგი, ვიდერ დემოკრატიული ტიპის პარტიის ჩამოყალიბებისათვის. აქედან გამომდინარე კი შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ის კონტინგენტი, რომელიც ამ ტიპის პარტიაში შესვლის სურვილს გამოხატავს, სადაც ბოლო სიტყვა “შეფის” პრერეგატივაა. დემოკრატიული პარტია შიდაპოლიტიკური კონფრონტაციის გარეშე არ არსებობს და არ არის აგებული რომელიმე “გვარის სწორებაზე”, არამედ ჯგუფის, ამ შემთხვევაში პარტიის იდეოლოგიიდან გამომდინარე საერთო იდეაზე, რომელიც ამომრჩეველს პროგრამის სახით მიეწოდება. ის რომ ოლიგარქს პარტნიორების მიმართ ნდობის კოეფიციენტი დაბალი აქვს სავსებით გასაეგბია, მაგრამ არასაკამრისია დემოკრატიული პარტიის ჩამოყალიბებისათვის. ასე რომ ბიძინა ივანიშვილი დილემის წინაშე დგება, დემოკრატია ან ავტოკრატია. დრო გვანახებს იმას თუ რომელ არჩევანზე შეჩერდება ოლიგარქი, დღეს კი ჯერ–ჯერობით ყველაფერი ავტოკრატიულ არჩევანზე მიუთითებს. ზემოთ მოყვანილი სპეკულაციები, საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესებიდან და პოლიტიკოსების განცხადებებიდანაა გამომდინარე და არ არის გამორიცხული ის, რომ მოვლენები სულ სხვა მიმართულებით განვითარდეს. დღეს მთავარი არაა ის, თუ რა ამბიციები ამოძრავებს ბიძინა ივანიშვილს, ან რა ტიპის პარტიის შექმნას აპირებს, არამედ ის თუ რამდენად ნაკლებად სარისკო და მომგებიანი იქნება ეს პროცესი ქვეყნისათვის. მომგებიანობა და რისკი კი დამოკიდებულია გაველნის სფეროს მიღმა დარჩენილ პარტიების რაოდენობაზე მომავალ პარლამენტში. http://www.georgian-style.net/?p=2411
×
×
  • შექმენი...