Jump to content
Planeta.Ge

babuagiorgi

პლანეტელი
  • პოსტები

    9.597
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    25

ყველა პოსტი babuagiorgi

  1. დეტალური ახსნა ამის ჯერ ნაადრევია, მოვა ამის დროც, მაგრამ მიახლოებით ეს ასე იყო ყოველთვის. მეომრები ბრძოლობდნენ და საკუთარ სიცოცხლეს სწირავდნენ, პოლიტიკოსები კი დავობდნენ და შემდგომ ყველაფერს მეომრებს აბრალებდნენ. ასე იო ეს მაშინ და ასეა ეს ეხლაც.
  2. რტომ ბასტა? დიმპიტას ფორუმზე შეზღუდვები ნამდვილად არ არის. უბრალოდ ოდნავ პრორუსული ვარიანტებია, მაგრამ თავისუფალი აზრის გამოხატვის მხრიდან თუ მივუდგებით ამ საკითხს, პრორუსულს იგივე უფლება აქვს არსებობისა როგორც პროამერიკულს. ფორუმ გეზე ბასტას რატომ არ აკეთებ? არ გხვდება გულზე ის რომ ანტიქართულია, თუ უფრო ხალხმრავლობა გიზიდავს?
  3. არ ეწყინებათ ალბათ გეზე რომ ეს თემა აქ დავაკოპირე. საინტერესო ის არის რომ ისტორია მეორდება. ჟორდანიას მთავრობამ ემიგრაციაში ლამის ღალატი დასდო ბრალად ქაქუცა ჩოლოყაშვილს. ეხლა არ მინდა ამზე საუბარი თუ რატომ მეორდება ისტორია, გამგები გაიგებს. პატივისცემით მოვიხსენიოთ ქართველი გმირი. ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილი დაიბადა 1888 წლის 14 ივლისს სოფელ მატანში. სწავლობდა ტფილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში. 21 წლის ასაკში ქაქუცა ჩოლოყაშვილი ჯარში გაიწვიეს, მსახურობდა ტვერის დრაგუნთა პოლკში. 1913 წელს ცოლად შეირთო ნინო მეღვინეთუხუცესი. პირველი მსოფლიო ომი 1914 წელს, პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, ქაიხოსრო ჯარში გაიწვიეს. 1914 წელს იგი ავსტრიის ფრონტზე დაიჭრა, ამის შემდგომ იგი კავკასიის ფრონტზე იქნა გადაყვანილი. აქ იგი ერთ-ერთი პირველი ჩაეწერა ქართულ ცხენოსანთა რაზმში.სარიყამიშში ჩადენილი გმირობისათვის ქაქუცა ოქროს ხმლით დააჯილდოვეს. თავისი ასეულით ჩოლოყაშვილმა დიდებული სამხედრო რეიდი შეასრულა და მესოპოტამიის უდაბნოს გავლით შეუერთდა ინგლისელებს. ამასობაში საქართველო აცხადებს დამოუკიდებლობას და ქაიხოსრო უკვე თავის საამაყო სამხედრო კარიერას სუვერენული სამშობლოს ჯარში აგრძელებს. სამწუხაროდ, მას დიდხანს არ დასცალდა მამულისადმი მსახური. საქართველოს ოკუპაციის შემდგომ ქაქუცა ჩოლოყაშვილი აგვისტოს აჯანყებისას ბოლშევიკების შემოჭრის შემდეგ, 1921 წლის 17 მარტს როცა ბათუმის ნავსადგურიდან თითქმის მთელმა მთავრობამ დატოვა საქართველო, მათ ქაქუცა ჩოლოყაშვილი არ გაჰყოლიათ. იგი ამ დროს იმყოფებოდა სამეგრელოში, სადაც ჯერ კიდევ საქართველოს ოკუპაციამდე იქნა მივლინებული რუსეთის ჯარის საწინააღმდეგო ცხენოსანი არმიის ჩამოსაყალიბებლად. სწორედ ამ დროიდან დაიწყო მისი დაუცხრომელი ბრძოლა ბოლშევიკების წინააღმდეგ. 1922 წლის 12 მარტს ქ. ჩოლოყაშვილი თავის თანამოაზრეებთან ერთად ქიზიყიდან ტყეში გაიჭრა და პარტიზანულ ბრძოლას შეუდგა. ხევსურეთში რაზმის წევრებმა საზეიმოდ შეჰფიცეს, რომ მედგრად ებრძოლათ საქართველოს დამოუკიდებლობის დასაბრუნებლად. სწორედ ამ დროს ჩაისახა შეფიცულთა რაზმი, რომლის ბელადიც ქაქუცა გახდა. ასევე იხსენიებდნენ შემდგომში მას თანამებრძოლები. 1922 წლის ივნისში სიღნაღთან მოხდა პირველი შეტაკება წითელი არმიის ნაწილებთან. 1922 წლის ზაფხულში ამბოხებამ იფეთქა ხევსურეთში, რომელიც ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ სისხლში ჩაახშო. უამრავი ადამიანი იქნა გაჟლეტილი, მაგრამ მტერმა ქაქუცას კვალს მაინც ვერ მიაგნო. ამასობაში იგი ჩეჩნეთში გადავიდა, რათა ჩეჩნები შემოეერთებინა და ერთად ეომათ რუსების წინააღმდეგ, მაგრამ მიუხედავად ზოგიერთი წარმატებისა, გაერთიანებული ძალებით შეტევა მაინც ვერ მოხერხდა. ამის შემდეგ ქაქუცა დაბრუნდა საქართველოში და ახალი ბრძოლებისათვის დაიწყო მზადება. 1924 წლის 29 აგვისტოსთვის დანიშნული იქნა უმთავრესი ამბოხება, რომელშიც მონაწილეობა დასავლეთ საქართველოსაც უნდა მიეღო, მაგრამ ბოლო წუთს თავი იჩინა გაუგებრობამ. გაურკვეველი მიზეზების გამო დასავლეთ საქართველოში აჯანყება დაიწყო სრული 1 დღით ადრე, 28 აგვისტოს, რამაც მნიშვნელოვნად არია შეთქმულთა გეგმები და ბოლშევიკურ ხელისუფლებას გაუადვილა აჯანყების ჩახშობა.აღსანიშნავია ისიც, რომ ხელისუფლებას ყველაზე დიდ საფრთხეს სწორედ ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმი უქმნიდა. 1924 წლის 29 აგვისტოს, ჩოლოყაშვილის მცირერიცხოვანმა რაზმმა მთლიანად აიღო მანგლისი. 1924 წლის 3 სექტემბერს, დალაშქრა დუშეთი. 1924 6 სექტემბერს, სვიმონიანთ-ხევში მოხდა სახელგანთქმული ხევ-გძელას ბრძოლა, სადაც ქ. ჩოლოყაშვილმა თავისი უბადლო სამხედრო ტალანტი გამოავლინა და ასეულობით რუს ჯარისკაცს ერთმანეთი დაახოცვინა. ემიგრაცია ჩოლოყაშვილი ემიგრაციაში 1924 წლის აჯანყების დამარცხებისა და საქართველოში დატრიალებული სასტიკი სადამსჯელო ღონისძიებების შემდეგ უკვე ცხადი გახდა, რომ ბრძოლის გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა. 1924 წლის სექტემბერში ქაქუცა ჩოლოყაშვილმა თანამებრძოლებთან ერთად დატოვა საქართველო და თურქეთის გავლით(ტრაპიზონიდან) გეზი საფრანგეთისკენ აიღო. ბედის ირონით, ადამიანი, რომელმაც პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის არმიას მწარე დამარცხება აგემა სარიყამიშთან, ხიშტზე წამოცმული თეთრი დროშით გადავიდა საზღვარზე და ოსმალეთს სთხოვა დროებითი თავშესაფარი. ბედის კიდევ ერთი დაცინვა იყო ისიც, რომ კომუნისტი ქართველების მიერ ბანდიტად შერაცხულ და სამშობლოდან გამოდევნილ პატრიოტს თურქმა ოფიცერმა, ვინც მიიღო ლტოლვილი ქართველები, პატივისცემის ნიშნად იარაღი არ ააყრევინა. ოსმალეთიდან ქართველთა რაზმი საფრანგეთის გზას დაადგა. ქაქუცამ დიდი გაჭირვებით მოახერხა, რომ მისი ყველა რაზმელისათვის მიეცათ ჯერ საფრანგეთში და მერე პარიზში გამგზავრების უფლება, რადგან ოსმალეთში მყოფი სოციალ-დემოკრატები მაინცდამაინც დიდი აღტაცებით არ დახვედრიან ახალ ლტოლვილებს. ავსტრიის ფრონტზე და შემდეგ სარიყამიშში მარჯვენა ფილტვში მიყენებულმა მძიმე ჭრილობამ ემიგრაციაში იჩინა თავი. თანამებრძოლებმა მოახერხეს, ქაქუცა მოეთავსებინათ ოსტსაუას სანატორიუმში, მაგრამ მკურნალობამ ამაოდ ჩაიარა და 1930 წლის 27 ივნისს ქაქუცა გარდაიცვალა.ანდერძისამებრ, მისი ნეშტი უნდა დაეწვათ, რომ როდესმე მაინც ამ გზით უფრო იოლად მოეხერხებინათ მისი საქართველოში ჩამოსვენება, მაგრამ მეგობრებმა, რომელთაც იცოდნენ, რომ სინამდვილეში ქაქუცას საშინლად სძულდა კრემაცია, თავისი გაიტანეს და ერთმანეთში შეგროვილი ფულით იგი დაკრძალეს სენტ-უანის (პარიზის მახლობლად) სასაფლაოზე. მოგვიანებით, ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნეშტი გადაასვენეს ლევილის ქართველთა სასაფლაოზე. თუმცა, ამ იდეას მრავალი დევნილობაში მყოფი პატრიოტი ეწინააღმდეგებოდა იმ მოსაზრებით, რომ ლევილის სასაფლაოზე დაკრძალული იყო საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია. სამშობლოში რეაბილიტაცია კომუნისტების მმართველობის ჟამს სასტიკად იკრძალებოდა ჩოლოყაშვილის სახელის ხსენებაც კი. იგი მიიჩნეოდა საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლ ბანდიტად. მრავალი ათეული წლის მანძილზე დიდი მებრძოლის ოჯახის წევრები, ნათესავები, ახლობლები და მეგობრები სასტიკ დევნა–შევიწროებას განიცდიდნენ საბჭოთა საქართველოს მესვეურთაგან. რეპრესიული ქმედებები ჩოლოყაშვილის თანამოაზრეთა წინააღმდეგ არ შემწყდარა მეოცე საუკუნის 80–იან წლებამდე. ქაქუცას სახელის რეაბილიტაცია დაიწყო 1988 წლიდან. ზაფხულში ჟურნალისტი პაატა ნაცვლიშვილი აშშ-ში ყოფნის დროს შეხვდა ქაქუცას ერთადერთ, ცოცხლად გადარჩენილ თანამებრძოლს ალექსანდრე სულხანიშვილს, რომელმაც მას გადასცა ქაქუცას დროშა, ხმალი და ქამარ-სატევარი. ეს რელიკვიები ნაცვლიშვილმა საქართველოში ჩამოიტანა. ამჟამად ისინი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ინახება. შემოდგომაზე კი, როცა ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერებმა ზ.გამსახურდიამ და მ.კოსტავამ თბილისის იპოდრომზე გამართულ მიტინგზე, შინდისფერ დროშებთან ერთად ააფრიალეს დიდი ქართველის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის სურათები, ყველამ გაიგო, თუ ვინ იყო ქაქუცა და რა ღვაწლი მიუძღოდა მას საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში. 1989 წლის 14 ივლისს, სოფელ მატანში ეროვნული მოძრაობის ლიდერებმა ფართო საზოგადოებასთან ერთად აღნიშნეს დიდი პატრიოტის დაბადებიდან 101 წლისთავი. მხოლოდ 75 წლის შემდეგ ახდა საქართველოს ეროვნული გმირის ოცნება და მისი სხეული მშობლიურ მიწას მიაბარეს. 2005 წლის 20 ნოემბერს პარიზიდან სპეციალური ავიარეისით ჩამოაბრძანეს ქ.ჩოლოყაშვილის ნეშტი. დღის 15:23 საათზე მისი სასახლე დაასვენეს თბილისის ზ. გამსახურდიას სახ.[საჭიროებს წყაროს მითითებას] საერთაშორისო აეროპორტში და მის პატივსაცემად აჟღერდა სახელმწიფო ჰიმნი (თავისუფლება). ეროვნული გმირის ცხედარს ეახლნენ პრეზიდენტი მ.სააკაშვილი და სხვა ოფიციალური პირები. მოგვიანებით, მისი ნეშტი მოტოციკლებისა და მხედართა ესკორტის თანხლებით გადაასვენეს წმ. სამების საკათედრო ტაძარში ელიას მთაზე (ავლაბარი), სადაც მისი სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ. მეორე დღეს, ქართველმა ერმა ღირსეული პატივი მიაგო თავის საამაყო შვილს. ათიათასობით ადამიანმა უკანასკნელ გზაზე გააცილა ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი, რომლის ცხედარიც ჯერ მამადავითის მონასტერში დაასვენეს, ხოლო პანაშვიდის გადახდის შემდეგ იგი დაკრძალეს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. 2005 წლის 21 ნოემბერს, თბილისში, 15:15 საათზე, თავისუფლებისთვის მებრძოლი დიდი მამულიშვილის ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის ნეშტი მშობლიურ, ქართულ მიწას მიაბარეს.
  4. მორბენალი კურდღელი დათვს აშინებს. ასეთი ანეგდოტი მახსენდება. კურდღელი მთელი დღე ტყეში დადის და ყვირის "გული მიგრძნობს აქ ვიღაცას დაერხევა". ბოლო-ბოლო დათვს ამოუვიდა ყელში კურდღლის ყვირილი, გამოვძვრა ბუნაგიდან და დაადო კურდღელს სიფათში. კურდღელმა; "ხომ ვთქვი რომ აქ ვიღაცას დაერხევაო". ან კიდევ. ერთი ბლატაობს ბირჟაზე "აბა მე ვინ მცემსო?" გამოვიდა აყლაყუდა მიხო და ეუბნება "მე გცემო". ტიპი მივიდა მიხოსთან გადახვია ხელი და "აბა მე და მიხოს ვინ გვცემსო?" "ზიფთა" მიშას ამბეა ეს.
  5. ხელისუფლება ხარკის გადამხდელს ყოველთვის იპოვის.
  6. სახალხო იმპიჩმენტი ხელისუფლების მოცილების ალტერნატიული გზა ოპოზიცია ხშირად აპელირებს მიტინგებზე ხალხის რაოდენობით, რაც არც ხელისუფლებისათვი და არც დასავლეთისათვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ეხლა ახალმა იდეამ გაიჟღერა "1 მილიონი ადამიანი ქუჩაში", კარგია მაგრამ ეს ისევ არადამაჯერებელი ფაქტორი იქნება. რატომ არ ფიქრობს ოპოზიცია ამ ხალხის რაოდენობის არა მარტო მიტინგებზე, არამედ ქაღალდზე დაფიქსირებას? მაგალითისათვის შეიძლებოდა ხელისუფლების "სახალხო იმპიჩმენტის" კომისიის შექმნა, რომელც არჩევნების მოდელზე იმუშავებდა და მთელი საქართველოს მაშტაბით ამ იმიჩმენტის მომხრეთა ხელმოწერებს შეაგროვებდა. 1. კომისიის შტაბი თბილისში, რომელიც ყველა მიღებულ მასალას დაამუშავებდა. 2. კომისის შტაბები საარჩევნო ოლქების მიხედავით, 3. ამ კომისიებში საზღვარგარეთის ორგანიზაციები წარმომადგენლების მოწვევა. 4. ოფიციალური შეთავაზება ხელისუფლებას კომისიაში თავიანთი დამკვირვებლების გამოგზავნისათვის. 5. საზღვარგარეთის პრესა. დაინიშნებოდა ხელმოწერებეის შეგროვების სამი დღე. ასეთი რამეს ასჯერ უფრო მეტი რეზონანსი ექნება, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე მის ფარგლებს გარეთ. არ ვიცი ფიზიკურად რამდენად რეალურია 1 მილიონი ხალხის გარეთ გამოყვანა, მაგრამ ჩემი აზრით სავსებით რეალურია პრეზიდენტისა და ხელისუფლების გადდგომის მოთხოვნით 1 500 000 ხელმოწერის შეგოროვება.
  7. ნორმალურ ქვეყანაში ყველაზე კარგი პრზიდენტი (ხელისუფალი) არ უნდა გევასებოდეს. როგორც დიწყება "გევასებიზაცია" მივიღებთ "ბელადიზაციას". :
  8. ეს მიშას ეგონა თორემ აშშ და რუსეთს არ ეგონა. კოსოვოეთს პრეცედენტის შემდეგ გადაწყდა სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ბედი. უბრალოდ ომით აწყობა ეს რუსეთს და აშშ რეჟიმის შესანარჩუნებლად.
  9. ჰალსტუხის ღეჭვაი არც მე ვხედავ პრობლემას. რაც გაუხარდება ის ღეჭოს ოღონდ თავი დაგვანებოს,მაგრამ გორში კრუგების დარტყმა შეუფერებელი საქციელია მთავარსარდლისათვის. თან ამის შემდეგ მეომრებს აყენბს მწკრივში და ლექციას უკითხავს. ეს კი ნამდვილად სამარცხვინო ამბეა.
  10. ახალი თაობა როგორც ხედავ "მატრიოშკაში" დანებით სალტოებს აკეთებს. ამაზე მეტი როგორ უნდა გაიზარდონ? ისევ ძველი თაობის იმედით უნდა ვიყოთ. ესენც კაი ჩათლახები არიან, მარა ერთმანეთის პატივისცემა მაინც იცოდნენ და სანამ დანას დაძრობნენ მოლაპარაკება ცდილობდნენ მაინც.
  11. გუშინ დამთავრდა კარლოვი ვარში კინო ფესტივალი. (მინი ოსკარის ვარიანტია რა).
  12. მერამდენედ ვწერ ამას მაგრამ...................... საქართველოში ირჩევენ სწრაფ და იოლ გზას რომელსაც "დოვნანა" პოლიტიკა ჰქვია. მიტინგები, რევოლუციები, კიტრები, მიხაკები და ვარდები. საქართველოში არ არსებობს პოლიტიკური პარტია, ამათ სინამდვილეში ჰქვია პოლიტიკურუ ნადავლის მოსურნე ხალხთა ჯგუფი - პროგრამა "დოვნანა". პოლიტიკურ პარტიას უნდა ჰქონდეს: საარჩევნო პროგრამა; რეგიონალირი არჩევნების პროგრამა; ქვეყნის მმართვის პოლიტიკური პროგრმა (დიდ პარტიებს ან კოალიციას); ფარული ხელისუფლება (დიდ პარტიებს ან კოალიციას).
  13. ისე ერთი გასაცნობ თემაა გასახსნელი. მე მაგალითად ბაბუაგიორგი ვარ. იქც ვიყავი ბაბუაგიორგი, აქც ბაბუგიორგი ვარ და დავრჩები ალბათ ბაბუგიორგი. :
  14. თავისუფალია ყველა, მე ნათესაური კავშირი მაინტერესებდა ხსენებულთან. :
  15. ეს რა ფორუმია, ფორუმ გეს ბიძაშვილი ხომ არაა?
×
×
  • შექმენი...