Jump to content
Planeta.Ge

babuagiorgi

პლანეტელი
  • პოსტები

    9.597
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    25

ყველა პოსტი babuagiorgi

  1. როგორ გეკადრებთ. თინათინ ხიდაშლის 9000 და დავით ზურაბიშვილის 5000 ლარად გაყიდვა პიველად დავწერე.ეს ახალი მონაცემებია თქვენ კი ამ ბოლო დროს პასუხს ვერ პოულობთ და აქცენტი სულ სხვა რამეზე გადაგაქვთ. მიპასუხეთ ასეთ მარტივ კითხვაზე; როგო გაუწევს ხიდაშელი და ზურაბიშვილი ოპონენტობას ივანიშვილს ამ ხელფასების აღების შემდეგ, თუ თქვენი აზრით ოპონენტობა არ უნდა გაუწიოს კოალიციურმა პარტნორმა?
  2. კონკრეტიკაში აქ ვმონაწილეობ. მეკობრეთა პარტია ევროპაში არის ის კონკრეტიკა, სადა ოფისებისა და თანხების გარეშე, ნელ-ნელა მაგრამ საქმე კედება. ბოლო გამარჯვება ბერლინის ადგილობრივ არჩვენებში, საკრებულოში 15%-ი. ევროპარლამენტში 2 ადგილი. ნელ-ნელა მაგრამ იმატებს. სხვათაშორის აზრზე მოდიან უკვე სხვებიც, რომ საქმე უფულოდაც შეიძლება თუ არიან ამის მსურველები. ვიცი შენი პასუხი ევროპა საქართველო არაა. ჩვენ ვსაუბრობთ ფულზე და ევროპაში ფულიანი პარტიების მონოპოლი საქართველოს რომ არ დასიზმერებია ისეთია. შარშანწინდელი ჩეხეთის პარლამენტი დაუჯდა 5 პარტიას 55 000 000 დოლარი. 10 მოსახლეობა. წარმოიდგინე რა მონოპოლი აქვთ
  3. საინტერესო რა არის ჩვენს კამათში იცი? ის რომ შენ გინდა დამაჯერო იმაში რომ რადგან სხვა გზა არ გვაქვს ისევ ის ძველი ვარიანტი უნდა ვცადოთ. მე გეუბნები რომ ის ძველი უკვე რამოდენიმეჯერ მოვსინჯეთ და არ გამოვიდა, მოდი ახალი გზა მოვსინჯოთ (თუმცა არც ისეთუ უცნობი და ახალია). პოლიტიკა. პოლიტიკა რომელიც ქვეყნისა და ხალხის სასარგებლოდ კეთდება, არის ენტუზიასტების გაკეთებული. თუ არ არის ხალხი, რომელსაც ამ ენთუზიაზმით არის გამჭვალული, მაშინ არინ ისნი, ვისაც პირადი ამბიციები ამოძრავებს და არა ქვეყნის საქმე. ასეთების ხელში კი უკვე კარგახანია ვართ. რაც ფულს ეხება. არის ფულიანი ხალხი, ბიზნესმენები ვისაც ქვეყნის საქმე ადარდებს. უმეტეს შემთხვევაში ესენი არ ფლობნ საშინელ ბიძინას თანხებს, მაგრამ საქმეშიც არ მონაწილეობენ იმის გამო, რომ არ არიან ის ენთუზიასტები, ვინც საქმის გამკეთებელია და არ ხედავენ იდეას. მცდელობის სურვილიც არაა და რატომ უნდა მიიღონ მონაწიელობა. პ.ს. ისე კი შემთხვევით დღეს ისეთი რაღაცეები კეთდება და ეს ხელისუფლების მხრიდან, რომ არ არის გამორიცხული დემოკრატიას გამოვკრათ ხელი. ეს სხვა თემაა და ამზე მინდა დავწრო სტატია. გაგიკვირდება, მაგრამ შიში აიძულებთ როგოც ვხედავ ისეთ ქმედებებს, რომლის აზრზე არ არიან
  4. ლაშა, ჩვენი პრობლემა ეს არის "დაფინასების საკითხი მეორადი თემაა, ჯერ დასაფინასებელი ელემენტი უნდა შეიქმნას. ის რაც დღეს გვაქვს არც პარტიას გავს,არც კოალიციას და რა მნიშვნელობა აქვს დაფინასების მეთოდს? ასეთ შემთხვევაში კი როგორი ვარიანტითაც არ დააფინესებს ივანიშვილი პოლიტიკას, ყველა ვარიანტი მიუღებელია" შევეშვათ ჩემს ოცნებებს. თემა არა ჩემს ოცნებაზე, არამედ როგორ. ხო და რა მნიშვნელობა აქვს როგორ, როდესაც არ გვაქვს რა თემის აზრს ვერ ვხედავ მაშინ. პ.ს. როდესაც ვხედავ იმას რომ ეს გზა ისევ რეჟიმისკენ მიმავალი გზაა, მაშინ უნდა შევეცადო ეს დავანახო სხვებს. რამდენი დაინახვს დღეს ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ხვალ ისევ რეჟიმის ზეწოლის ქვეშ ავღმოჩნდებით. ის რომ ფული არაა, არ ნიშნავს იმას თანხმობა ვთქვა ჯერ რეჟიმის შექმნაზე და მერე მის რეინკრანაციის მცდლობაზე. ოცნება ოცნებად დარჩეს სჯობია, ვიდრე ისევ რეჟიის შექმნაში მივიღო მონაწილეობა. გაახილე ლაშა თვალები, ისევ ის ხალხია ქმედებაში ვინც მიშა შექმნა, ისევ იმ მეთოდებით მოქმედებენ და რატომ ელოდები ცვლილებას?
  5. მოვიყვანდი უამრავ მაგალითს, როდესაც ასეთ საქმეში ფული არ თამაშობს გადამწყვეტ როლს, მაგრამ არ ღირს. რადგან ზემოთ ორმა იუზერმა უკვე დიდი სინანული გამოსთქვა იმისა, რომ მე ბიძინა ვიანიშვილის დისკრედიტაციით ვარ თურმე დაკავებული, და მეორე იუზერს გულზე ხვდება ის, თუ რატომ აფინასებს მიშა, ისევ ბიძინასთან ერთდა, რადგან ფული ბიძინას დახმარებით აქვს ნაშოვნი, რასაც ბიძინა არ უარყოფს, დღნაურს. თან გულზე მე უნდა მხვდეობდეს ეს ამბე და ვინც რეჟიმი შექმნა იმას არა. ისე კი შენი პასუხიდან ლაშა გამოდის, მეთანხმები იმაში რომ არ გვაქვს საქმე სუბიეტთან რომელიც პარტიულ ელემნეტებს შეიცავს.ჩვენი საუბარი ასეთ რამეს ჰგავს; "სანამ არ გვაგვს არ ვიწყებთ, არ ვიწყებთ იმიტომ რომ არ გვაქვს". აბა მაშინ რა გვინდა? ჩავაბაროთ ჩვენი ოცნება ოსცნების სპეციალისტებს
  6. ჩემი აქტიურობის დონე სამწუხაროდ იმაზე ნაკლებია, ვიდრე რესპუბლიკლების რეჟიმის შენარჩუნების მცდელობები. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ "პარტნიორებმა" და ბიძინა ივანიშვილმა ეს რეჟიმი ერთხელ უკვე შექმნეს. თვით ბატონ ბიძინას აღიარებიდან
  7. პრობლემა არაა ერთი კაცის დაფინასებაზე და თან არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ამ შემთხვევაში ერთი კაცის დაფინასებას ეხება საქმე. 1. კოალიციური პარტიის დაფინასება და თან ამ პარტიის წევრზე ხელფსის გადახდა მიუღებელია. კოალიციური პარტნიორი არ ნიშნავს იდეოლგიურ პარტნიორს. ხო და საიდან უნდა გაუწიოს წინააღმდეგობა ასეთმა პოლიტიკოსმა რომელიც 9000 და მეორე 5000 ხელფასით იყიდე? ამას კიდევ სხვა არაფერი ჰქვია თუ არა ყიდვა. 2. არანორმალური ტიპის კოალიციასთან გვაქვს საქმე, ორი პოლიტიკური პარტია და ერთი პიროვნება. სახლი სახურავიდან არ შენდება. ივანიშვილს უნდა დაეფინანსებინა პარტიები და შეექმნა თავის მონაწილეობის გარეშე პარტია. კოალიცია კი არჩევნებამდე ჩამოყალიბდებოდა. ფაქტობრივად იმის თქმა მინდა, რომ ხალხი პარტიის დაარსებას ელოდა და არა პარტიების ყიდვას. 3. ასეთი პოტენციალი, რომელიც დემოკრატიას ქადაგებს და არადემოკრატიული მეთოდებით ცდილობს ხელისუფლების ხელში ჩაგდებას. თან თავისთის არ უნდა, რასაც აცხადებს საეჭვოა. და იბადება კითხვა, მაშ ვისთვის??? მთავარი, დაფინასების საკითხი მეორადი თემაა, ჯერ დასაფინასებელი ელემენტი უნდა შეიქმნას. ის რაც დღეს გვაქვს არც პარტიას გავს,არც კოალიციას და რა მნიშვნელობა აქვს დაფინასების მეთოდს? ასეთ შემთხვევაში კი როგორი ვარიანტითაც არ დააფინესებს ივანიშვილი პოლიტიკას, ყველა ვარიანტი მიუღებელია
  8. კეთილი. ვთქვათ ასეა, მგრამ რა არ მოგწონს ჩემს პასუხში?
  9. კითხავ კი დასვვი, მაგრამ კითხვის დაბლა, სულ სხვა თემა გაუშვი პასუხი იყო, როგორ არა.
  10. მიზეზი რომ მიშა ცუდია და ცუდის მიმართ ასეთივე ცუდი მეთოდებით ვიბრძოლებთ, მიგვიყვანს სხვა სახელთან, მაგრამ რეჟიმს დატოვებს. შეუძლებელია არადემოკრატიული გზით დემოკრატიის მიღწევა. რა გადარდებთ ეხლა თქვენ ბიძინა ივანიშვილის დაფინანსების მოდელს რომ ვაკრიტიკებთ? ეს თუ გადარდებთ ამის პასუხად დღევენდელი რეჟიმი გაქვთ, რადგან ეს რეჟიმი ზუსტად იგივე პიროვნების და იგივე მეთოდებით იყო დაფინასებული. მაშინ კითხვა, რატომ უნდა დავუჯეროთ იგივე არადემოკრატიულ მეთოდებს? მოკლედ კი ასე გეტყვით, შევარდნაძე რომ კიდევ ერთი წელი არ დავარდებულიყო ვარდებით, და ასეთი ტიპის დაფინასბით არ მოსულიყვნენ მარიონეტები, დღეს ეს სადარდებელი არ გვექნებოდა. ზოგიერთები შეცდომებზე სწვალობენ და ზოგიერთები შეცდომებს აგროვებენ. ასეა ეს
  11. მოკლედ, ადრეც მქონდა ეს თემა აქ. ფორუმზე უხეში სიტყვის გამო სასამართლოში უჩივლა და მეორეს ბოდიში და ფუალდი ჯარიმა დაუჯდა ეს. წარმოიდგინე აქ რომ ვინმეს უთხრა შე ვირო, ამის მაგვარი რამ.
  12. კარგით რა ბტონო მიხეილ. პოლიტიკური პარტიების მუშაობასთან გავქვს საქმე თუ სუპერმარკეტთან? პირველ რიგში აბსოლუტურად მიუღებელია ერთი პოლიტიკური პარტია, ან სუბიექტი მეორეს, თან კოალიციურ პარტინიორ წვრ პარტიის პოლიტიკოს ხელფას უხდიდეს. ამაზე მეტი აფსურდი ნამდვილად არ გამიგია. სადაც გინდათ იკითხეთ და მსოფლიოში ანალოგი არ არსებობს. ეხლა არ მითხრათ ის რომ ეს დემოკრატიის ახალი ფორმაათქო. მაშინ დავიჯერებ იმას რაც ივანიშილმა სთქვა, რომ მსოფლიოში გაუკვირდებთ სიეთი დემოკრატია გვექნებაო ეხლა თინას თავი დავანებოთ და სხვები? ზურაბიშვილი რისთვის იღებს ხელფას? მოკლე ბატონო მიხეილ, აქ საქმე პოლიტიკრ პარტიის ყიდვასთან გვაქვს. ივანიშვილისაა ფული და ყიდულობს, მაგრამ ამ შემთხვევაში რესპუბლიკელები არცერთ შემთხვევაში არ არიან კოალიციური პარტნიორები. პ.ს.ეხლა ატმასკა იმით რომ სხვები რას აკეთებნ მიუღებელია. მაშინ ნუ დეკლარიებნე რომ რეჟიმის შეცვლა სურთ. მიშა სააკაშვილის შეცვლა კი მე არ მაკმაყოფილებს და რატომ უნდა ვიყო გახარებული ხო მეორე პ.ს. შალვას პარლამენტში უმრავლესობის პრეტენზია არ აქვს. ასე რომ საშიში არაა ქართული პოლიტიკისათვის
  13. "ბიძინა ივანიშვილი თანამშრომლებს მაღალ ხელფასებს უხდის ბიძინა ივანიშვილის საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ ფინანსური საქმიანობის შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღწერილია, რა თანხას უხდის ივანიშვილი ხელფასის სახით „ქართული ოცნების“ თანამშრომლებს. 29 დეკემბერს ხელფასის სახით 10 – 10 ათასი ლარი აქვთ აღებული თედო ჯაფარიძეს, თინა ხიდაშელს. 9 ათასი ლარი გიორგი უძილაურს, 5 ათასი ლარი დავით ზურაბიშვილს. 3 ათასი ლარი ვლადიმერ სანიკიძეს, ზურაბ მარაქველიძეს, თამაზ ხუციშვილს; შალვა თადუმაძეს; 2 ათასი ლარი ალექსანდრე კურანოვს, გიორგი თინიკაშვილს; ლაშა შონიას; 1700 ლარი ნუგზარ ყიფიანს; 1500 ლარი ალექსანდრე ბედოშვილს; 1371 ლარი მამუკა არეშიძეს; 1290 ლარი დემურ გიორხელიძეს; 1206 ლარი სულიკო იოსებიძეს; 1200 ლარი დავით კვაჭანტირაძეს, მარიკა კარიაულს, ტარიელ ბარჯაძეს; 1000 ლარი ირაკლი კასრაძეს; 968 ლარი მაია მენაღარიშვილს; 900 ლარი სოფიო ჯაფარიძეს; 813 ლარი დავით კვაჭანტირაძეს, მარიკა კარიაულს; 581 ლარი ბესიკ კურტანიძეს და ა.შ." http://www.ick.ge/ka/rubrics/politics/9347-2012-01-10-11-21-27.html ქართული მედიის კოლორიტიდან გამომდინარე, თუ ეს ინფორმაცია სინამდვილეს შეეფერება, მაშინ პოლიტიკურ პარტიების დასაფლავებასთან გვაქვს საქმე. ძნელი წარმოსადგენია "რესპუბლიკური პარტიის" არსებობა, როდესაც ე.წ. ერთ–ერთი კოალიციური პარტნიორი სხვა პარტიის წევრს ხელფას უხდის როგორც თანამშრომელს. ამ შემთხვევაში კოალიციაზე საუაბრი ზედმეტია. ქართული პოლიტიკის სუპერმარკეტის თეორია "არავაი ვაი, ზდეს ბაზარ, ტი კუპილ ია პროდალ, არავაი ვაი" პ.ს. ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებულ ხარჯთაღიცხვით ერთი თვის განამვლობაში დარიგდა 14 510 526 ლარი ხელფასის სახით. თუ გავყოფთ თანამშრომლების რაოდენობაზე გამოდის საშუალო 190 000 ლარი. ან კიდევ ხარჯთაღიცხვაა შეცდომით მოცემული. ანგარიშის მიხედვით, „ქართულ ოცნებას“ სულ 76 შტატიანი თანამშრომელი ჰყავს.
  14. ძალიან რომ არ შეგეკამათო მიახლოებითი რეპორტაჟი, ვგულისხმობ შალვას, ამ შემთხვევაში აუცილებლად რეპორტაჟის დაწყებმადე ვრცელი ახსნა იქნებოდა და ა.შ. თუმცა მაინც დიდი პრობლელმბი შეექმნებოდა ავტორს. რაც ამ გოგონებს ეხება, ეს ამათი ბოლო რეპორტაჟი იქნებოდა და ეს ასიანი, სამსართლოს ვერ აცდებოდნენ ამ სიტყვების ხმარების გამო. პოლიცია აღძრავდა აუცილებლად სისხლის სამართლის საქმეს. აქ ვცხოვრობ და ნუ მედავები (ვხუმრობ) ჩეხეთში ამ მხვრივ 9–ჯერ მეტი თავისუფლებაა ვიდრე ნორვეგიაში. პ.ს. ვიდეო. პოლონეთი: პროკურორის თვითმკვლელობის მცდელობა პრესკონფერენცისას http://www.georgian-style.net/?p=2365
  15. ოდნავ გამაკვირმა კომენტაებმა. დადგმულია. რა თქმა უნდა დადგმულია, აბა შალვა რისი შემგინებელია ეს რომ ღამე გაუშვა ქუჩაში 9-ჯერ ჩაიფსამს. ჟურნალიტიკის კულტურაყე ვსაუბრობ და არა იმაზე რომ დადგმულია. თუმცა საქართველოს მედიას რომ გადახედო, გაგიჭირდება კაცს გაიგო, რომელი დადგმული და რომელი არა. დიდათ არ განსხვავდება. ეხლა შალვას და იმ გოგონებსაც პირად ცხოვრებაში არ ვერევი. თუ უნდათ თავდაყირა დამდგარან, მაგრამ რაც საყოგადოებისთვის არის გათვალისწინებული, გარკვეულ ნორმებში უნდა იჯდეს. დემოკრატობანას თამში ჰქვია ამას, როდესაც მიდი-მოვდივარ ყველაფერი დაშვებული ჰგონია ხალხს. ევროპაში ორივე რეპორტაჟის გამო სისხლის სამართლის საქმე აღიძვრებოდა, ან მინიმუმ სასამართლოში შევიდოდა სარჩელი.
  16. ის შალვას ქლიავობა დადო ვიღაცამ ფაცეზე და ქლიავიათქო დავწრე. შეურაცხყოფას როგორ აყენებო შემეკამაა ორი
  17. აგერ კიდევ ერთი შედევრი. გააფრინა რა ამ ხალხმა http://www.youtube.com/watch?v=sTpAMpPYdLU
  18. ამ პროექტყე ადრე გესაუბრე. გადახედე, მანდ ახსნაში სწერია. თუ გინდა დახვეწა პრობლემა არაა. ისე კი რატომ ვიწვალო ისე ძებნის და განლაგების პარამეტრების ცვლა აქვს, კარგად დაათვალიერე
  19. ჩეხურად და რუსულად მაქვს. ენა პრობლემა არაა, უბრალოდ პროექტი იყო ასეთი.
×
×
  • შექმენი...