Jump to content
Planeta.Ge

ლ ი ც ი

პლანეტელი
  • პოსტები

    7.714
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    3

ყველა პოსტი ლ ი ც ი

  1. ოფიციალური თბილისი კვლავინდებურად მზადაა, აშშ-ის ანტისარაკეტო სისტემების განთავსების საკითხი განიხილოს 13:19 - 19.10.2009 აშშ-ის მხრიდან ანტისარაკეტო სისტემების საქართველოში განთავსების შესახებ თხოვნის შემთხვევაში ოფიციალური თბილისი მზად არის, აღნიშნული საკითხი განიხილოს. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ნალბანდოვმა დღეს უწყებაში გამართულ ტრადიციულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ანტისარაკეტო სისტემების საქართველოში განთავსებასთან დაკავშირებით ამერიკულ მხარეს საქართველოსთვის ჯერ არ მოუმართავს, თუმცა ასეთი თხოვნის შემთხვევაში ქართული მხარე მზად არის, ეს საკითხი განიხილოს. ცნობისთვის, როგორც რამდენიმე დღის წინ მოსკოვში ვიზიტისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, ანტისარაკეტო სისტემის ელემენტების საქართველოში განთავსება არ იგეგმება. http://pirweli.com.ge/index.php?option=com...07&Itemid=1
  2. ალექსანდრ ვერშბოუს ვიზიტთან დაკავშირებით საგარეო უწყებაში კომენტარი გაკეთდა საქართველოში აშშ-ს თავდაცვის მდივნის მოადგილის ალექსანდრ ვერშბოუს ვიზიტისას განხილული იქნება საკითხები, რომლებიც საქართველოსთვის განსაკუთრებით საჭირბოროტოა, - ამის თაობაზე დღეს განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ნალბანდოვმა გააკეთა. მისივე თქმით, ვიზიტის ფარგლებში გაიმართება უსაფრთხოების საკითხებზე მუშა ჯგუფის შეხვედრა, რომელიც საქართველოსა და აშშ-ს შორის გაფორმებული სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში მოქმედებს. ჯგუფის შეხვედრაზე განხილული იქნება საქართველოს თავდაცვის სისტემის მოდერნიზაცია, ქართველი სამხედროების ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობა, რეგიონში უსაფრთხოების პრობლემატიკა. როგორც ნალბანდოვმა აღნიშნა, რეგიონში უსაფრთხოების საკითხების განხილვა საქართველოსთვის, როგორც არასდროს, დღეს საჭირბოროტო თემაა. მინისტრის მოადგილის შეფასებით, ვერშბოუს ვიზიტის იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება საქართველოსთვის და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის თვალსაზრისით. რაც შეეხება სარაკეტო სისტემების საქართველოში შესაძლო განთავსებას, ნალბანდოვის განცხადებით, ამის თაობაზე აშშ-ს საქართველოსთვის ჯერ არ მოუმართავს, ხოლო თუ ასეთი თხოვნა იქნება, საქართველო მზად არის, ეს საკითხი განიხილოს. ალექსანდრე ვერშბოუს თბილისში დღეს საღამოს ელოდებიან. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
  3. machkatela პოსტი "გამოაცხვე", მაგრამ სათქმელს ტეხნიკურად გვერდი აუარე :ravic:
  4. ამ ვერსიას არ და ვერ გამოვრიცხავ, რამეთუ მიშას ჩვევია იმპულსურობა და გაუაზრებელი , შეუწონელი ნაბიჯის გადადგმა...Goddess
  5. ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2009 http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/113398.html
  6. პრეზიდენტ სააკაშვილის როლის შემსრულებელი ენდი გარსია უკვე თბილისშია ჰოლივუდის ვარსკვლავი ენდი გარსია, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომზე გადაღებულ ფილმში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს განასახიერებს, გადაღებებს დღიდან შეუერთდება. როგორც ~ინტერპრესნიუსს” საქართველოს მხრიდან ფილმის პროდიუსერმა, პაპუნა დავითაიამ განუცხადა, დღეს და ხვალ, დღის პირველი ნახევარში გადაღებები პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება. სავარაუდოდ, ხვალ საღამოსვე გადაიღებენ ფილმის იმ ეპიზოდს, რომელიც 12 აგვისტოს პარლამენტთან გამართულ აქციასა და აქციაზე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პრეზიდენტების გამოსვლას ასახავს. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
  7. აფხაზეთი წარმატებას მიაღწევს, როგორც თავისუფალი ქვეყანა და არა როგორც სხვა ქვეყნის მანდატს დაქვემდებარებული ტერიტორია გთავაზობთ სერგეი ბაღაფშის წერილს, რომელიც "The Washington Times"-ში გამოქვეყნდა. ჩემი ქვეყანა აღიარა რუსეთმა, ნიკარაგუამ და ვენესუელამ, ხოლო ევროკავშირის ანგარიშში, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა, ნათქვამი იყო რომ ნებისმიერი სახელმწიფო, რომელმაც ჩვენ გვაღიარა, კანონს არღვევს. თქვენ შეიძლება მკითხოთ, რატომ ხდება ისე, რომ მე, ასეთი ოპტიმიზმით და დარწმუნებითაც კი ვსაუბრობ არა მხოლოდ იმაზე, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა გარანტირებულია, არამედ იმის თაობაზეც, რომ ჩვენ წარმატებას პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისითაც მივაღწევთ. მეტიც, მიმაჩნია, რომ ჩვენ მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა გვაღიარებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია. ნება მომეცით აგიხსნათ, რატომ ვარ ასეთი დარწმუნებული ჩვენს მომავალში. მთავარი, რატომაც მე ამაში ასეთი დარწმუნებული ვარ არის ის, რომ ჩვენი დამოუკიდებლობა აფხაზი ხალხის სამართლიანობისკენ, თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ მისწრაფებაზეა დაფუძნებული. მე მჯერა იმის, რაც მარტინ ლუთერ კინგმა თავის ცნობილ გამოსვლაში განაცხადა - ”ისტორიის თაღი გრძელია, მაგრამ ის სამართლიანობისკენ იხრება.” ეწინააღმდეგებიან რა ჩვენს გულწრფელ მისწრაფებას თავისუფლებისკენ, საქართველოს ლიდერები ფორმალურად იურიდიული პრეტენზიით გამოდიან, როდესაც ”ტერიტორიული მთლიანობაზე” განცხადებას აკეთებენ. მათი მიდრეკილებები დიდწილად რადიკალურ ნაციონალიზმს და იძულებითი ქორწინების იდეას ეფუძნება, რაც 1931 წელს აფხაზებს თავს მოახვია სტალინმა. მეორე, ომისა და ბლოკადის მიუხედავად, უკვე 16 წლის განმავლობაში ჩვენ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ვარსებობთ. ეს უდიდესი მიღწევაა, რასაც საქართველოს დასავლელი მეგობრები ჯიუტად არ იმჩნევენ. მესამე, ჩვენ, როგორც ერს მნიშვნელოვანი პოტენციალი გვაქვს, გაგვაჩნია რა ძლიერი ეთნიკური თვითმყოფადობა და სოლიდური ეკონომიკური შესაძლებლობები. აფხაზეთის მსუბუქი კლიმატი და შავი ზღვის სანაპიროზე კარგი გეოგრაფიული მდებარეობა, მას ტურიზმისთვის მიმზიდველ ადგილად და ევროპასა და აზიას შორის სავაჭრო გზაჯვარედინად აქცევს. ჩვენ მოუთმენლად ველით იმ დროს, როდესაც ქალაქ სოჭში ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ათასობით სტუმრის მიღებას შევძლებთ, რომელიც ჩვენგან ჩრდილოეთით, 30 კილომეტრში მდებარეობს. მეოთხე, ჩვენი ხალხი კვლავ იღიმება. ისინი სამხედრო ფორმებში აღარ დადიან და საკუთარ იარაღს რეგულარულად აღარ წმენდენ. მათ სამგლოვიარო ტანისამოსი აღარ აცვიათ, საკუთარი თავისა და საკუთარი ოჯახების მომავლის სჯერათ. და ბოლოს, ჩვენ საკუთარი თავის რწმენა გაგვიჩნდა, რადგან უიმედობა დასრულდა. ჩვენ იმდენ ხანს მოვიცდით, რამდენიც საჭიროა, ვიდრე მსოფლიო გონს მოვა. ისტორია გვასწავლის, რომ ისინი ვინც დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას ეწინააღმდეგებიან, მას კონონიერად არასდროს მიიჩნევენ. ეს სიმართლეა აშშ-ს დამოუკიდებლობისთვის ომთან დაკავშირებით და ეს სიმართლეა, დღევანდელ აფხაზეთთან დაკავშირებითაც. ვიდრე ჩვენ ჩვენს დემოკრატიას და ეკონომიკას ვქმნით, შეერთებული შტატები და ევროპა ჩვენთან დაკავშირებით საკუთარ პოლიტიკას მცდარ საფუძველზე აგებენ. ახლახანს ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ასეთი დასკვნაა, რომ შარშანდელი ომი საქართველომ დაიწყო, ანადგურებდა რა განურჩევლად სამხრეთ-ოსეთის მშვიდობიან მოსახლეობას სასტიკი და მოულოდნელი თავდასხმის დროს, რაც საერთაშორისო ნორმებს ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ დასავლეთის ბევრ წარმომადეგენელს უფრო ჩვენი დამოუკიდებლობის კანონიერება აღელვებს, ვიდრე საქართველოს მუხანათური და უსარგებლო თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობაზე. შესაძლოა ამგვარი შეხედულებების არსებობა გასაკვირი არც არის. ”ცივი ომი”-ს ინტელექტუალებს, რომელთა იდეებიც ვაშინგტონსა და ბრიუსელში დომინირებს, აფხაზეთი და აფხაზები არ ანაღვლებთ. გულწრფელად რომ ვთქვათ, მათ არც ქართველები ანაღვლებთ. ეს ადამიანები ყურადღებას მხოლოდ იმის მიმართ ამჟღავნებენ, თუ რა არის კარგი ან ცუდი რუსეთისთვის, რომელსაც ისინი ვერ იტანენ. როგორი პარადოქსულიც არ უნდა იყოს, სწორედ ეს ინტელექტუალები, ჟურნალისტები და ლიდერები, რომლებზეც ისინი გავლენას ახდენენ, მკაცრად გვაკრიტიკებენ ჩვენ იმ დახმარებისა და მხარდაჭერისთვის, რასაც ჩვენ რუსეთისგან ვიღებთ. ერთმა ჩემმა მეგობარმა იმ რეპლიკის შესახებ მიამბო, რომელიც ცნობილ ამერიკულ ფილმში ”დიდ ძილ”-შია, როდესაც ჰემფრი ბოგარტი ამბობს - ”იცი ის რას მიზამს, როდესაც დაბრუნდება? კბილებს დამამტვრევს, შემდეგ კი ფეხებით შემდგება იმის გამო, რომ ვღმუივარ, რადგან გარკვევით ვეღარ ვლაპარაკობ.” აფხაზეთის დიპლომატიური და ეკონომიკური ბლოკადის ქართული პოლიტიკის მხარდაჭერით, შეერთებული შტატები და ევროპა, ფიგურალურად რომ ვთქვათ, ჩვენ იგივენაირად გვეპყრობა. ისინი ჩვენ არანაირ არჩევანს არ გვიტოვებენ, ხოლო შემდეგ იმისთვის გვაკრიტიკებენ რაც გავაკეთეთ, რათა უბრალოდ თავი გადაგვერჩინა. როდესაც მსოფლიო თანამეგობრობა არ გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენთვის საბანკო კოდი გახდეს ხელმისაწვდომი, რუსეთი სიტუაციიდან გამოსავალს გვთავაზობს. როდესაც ჩვენ არა გვაქვს საშუალება სარკინიგზო გადაზიდვების საერთაშორისო წესები გამოვიყენოთ, რუსეთი ჩვენი სარკინიგზო გზების მართვაზე გვთანხმდება. როდესაც ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენი მძიმედ დაავადებული მოქალაქეები ევროპულ კლინიკებში გავგზავნოთ, ჩვენ მათ მოსკოვში ვგზავნით. როდესაც საქართველო ჩვენ საზღვაო სავაჭრო ბლოკადას გვიწყობს, ჩვენთან პროდუქტი რუსეთის საავტომობილო და სარკინიგზო გზების საშუალებით აღწევს. ევროპა და შეერთებული შტატები თავიანთ პოლიტიკაში იმ რეალობიდან რომ ამოდიოდნენ, რაც დღეს ჩვენს რეგიონში შეიქმნა და არა ილუზორული ფანტაზიებიდან, რომ ქართველები ოდესმე საკუთარ ”ტერიტორიულ მთლიანობას” აღადგენენ, ისინი აღიარებდნენ კომპორმისების და ჰუმანური ქმედებებისკენ მიმართული დიპლომატიური გზების არსებობას, რაც კავკასიის ყველა ხალხისთვის სასარგებლო იქნებოდა, მათი ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად. პირველად მე პრეზიდენტის პოსტზე ოთხი წლის წინ ვიყარე კენჭი, გამოვდიოდი რა წინასაარჩევნო რბოლაში პრო-რუსული კანდიდატის წინააღმდეგ, მაგრამ მე წარმოუდგენლად მადლიერი ვარ რუსეთის ჩვენი მხარდაჭერისთვის ისტორიის ამ კრიტიკულ მომენტში, თუმცა სხვა აფხაზების მსგავსად, მე სიხარულით გამოვიყენებდი შესაძლებლობას ამეშენებინა ჩვენი ეკონომიკა სხვა სახელმწიფოების მხარდაჭერით. ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ და არა ვართ თანახმა ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს მანდატქვეშ მყოფი ტერიტორიის მომავალზე. მე მოვუწოდებ შეერთებულ შტატებს და ევროპას შემოგვიერთდნენ წინსვლის მშვიდობიანი გზების ძიებაში. ქართველი ნაციონალისტების და დესპოტების ხელისუფლების ქვეშ დაბრუნებას ჩვენ ვერაფერი გვაიძულებს. ჩვენ გვჯერა, რომ დროსთან ერთად სამართლიანობა ჩვენს მიმართ მოწყალე იქნება, მაგრამ ეს შესაძლოა გაცილებით სწრაფად მომხდარიყო ბრძნული საერთაშორისო ლიდერობის პირობებში. სერგეი ბაღაფში - აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი. პრეზიდენტად არჩევამდე 2005 წელს ის ენერგეტიკულ კომპანიას ხელმძღვანელობდა. ბაღაფში მეორე საპრეზიდენტო ვადით იყრის კენჭს. სერგეი ბაღაფში ForeignPress http://www.ambebi.ge/politika/11850-afkhaz...-teritoria.html აფხაზეთი წარმატებას მიაღწევს, როგორც თავისუფალი ქვეყანა და არა როგორც სხვა ქვეყნის მანდატს დაქვემდებარებული ტერიტორია გთავაზობთ სერგეი ბაღაფშის წერილს, რომელიც "The Washington Times"-ში გამოქვეყნდა. ჩემი ქვეყანა აღიარა რუსეთმა, ნიკარაგუამ და ვენესუელამ, ხოლო ევროკავშირის ანგარიშში, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა, ნათქვამი იყო რომ ნებისმიერი სახელმწიფო, რომელმაც ჩვენ გვაღიარა, კანონს არღვევს. თქვენ შეიძლება მკითხოთ, რატომ ხდება ისე, რომ მე, ასეთი ოპტიმიზმით და დარწმუნებითაც კი ვსაუბრობ არა მხოლოდ იმაზე, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა გარანტირებულია, არამედ იმის თაობაზეც, რომ ჩვენ წარმატებას პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისითაც მივაღწევთ. მეტიც, მიმაჩნია, რომ ჩვენ მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა გვაღიარებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია. ნება მომეცით აგიხსნათ, რატომ ვარ ასეთი დარწმუნებული ჩვენს მომავალში. მთავარი, რატომაც მე ამაში ასეთი დარწმუნებული ვარ არის ის, რომ ჩვენი დამოუკიდებლობა აფხაზი ხალხის სამართლიანობისკენ, თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ მისწრაფებაზეა დაფუძნებული. მე მჯერა იმის, რაც მარტინ ლუთერ კინგმა თავის ცნობილ გამოსვლაში განაცხადა - ”ისტორიის თაღი გრძელია, მაგრამ ის სამართლიანობისკენ იხრება.” ეწინააღმდეგებიან რა ჩვენს გულწრფელ მისწრაფებას თავისუფლებისკენ, საქართველოს ლიდერები ფორმალურად იურიდიული პრეტენზიით გამოდიან, როდესაც ”ტერიტორიული მთლიანობაზე” განცხადებას აკეთებენ. მათი მიდრეკილებები დიდწილად რადიკალურ ნაციონალიზმს და იძულებითი ქორწინების იდეას ეფუძნება, რაც 1931 წელს აფხაზებს თავს მოახვია სტალინმა. მეორე, ომისა და ბლოკადის მიუხედავად, უკვე 16 წლის განმავლობაში ჩვენ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ვარსებობთ. ეს უდიდესი მიღწევაა, რასაც საქართველოს დასავლელი მეგობრები ჯიუტად არ იმჩნევენ. მესამე, ჩვენ, როგორც ერს მნიშვნელოვანი პოტენციალი გვაქვს, გაგვაჩნია რა ძლიერი ეთნიკური თვითმყოფადობა და სოლიდური ეკონომიკური შესაძლებლობები. აფხაზეთის მსუბუქი კლიმატი და შავი ზღვის სანაპიროზე კარგი გეოგრაფიული მდებარეობა, მას ტურიზმისთვის მიმზიდველ ადგილად და ევროპასა და აზიას შორის სავაჭრო გზაჯვარედინად აქცევს. ჩვენ მოუთმენლად ველით იმ დროს, როდესაც ქალაქ სოჭში ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ათასობით სტუმრის მიღებას შევძლებთ, რომელიც ჩვენგან ჩრდილოეთით, 30 კილომეტრში მდებარეობს. მეოთხე, ჩვენი ხალხი კვლავ იღიმება. ისინი სამხედრო ფორმებში აღარ დადიან და საკუთარ იარაღს რეგულარულად აღარ წმენდენ. მათ სამგლოვიარო ტანისამოსი აღარ აცვიათ, საკუთარი თავისა და საკუთარი ოჯახების მომავლის სჯერათ. და ბოლოს, ჩვენ საკუთარი თავის რწმენა გაგვიჩნდა, რადგან უიმედობა დასრულდა. ჩვენ იმდენ ხანს მოვიცდით, რამდენიც საჭიროა, ვიდრე მსოფლიო გონს მოვა. ისტორია გვასწავლის, რომ ისინი ვინც დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას ეწინააღმდეგებიან, მას კონონიერად არასდროს მიიჩნევენ. ეს სიმართლეა აშშ-ს დამოუკიდებლობისთვის ომთან დაკავშირებით და ეს სიმართლეა, დღევანდელ აფხაზეთთან დაკავშირებითაც. ვიდრე ჩვენ ჩვენს დემოკრატიას და ეკონომიკას ვქმნით, შეერთებული შტატები და ევროპა ჩვენთან დაკავშირებით საკუთარ პოლიტიკას მცდარ საფუძველზე აგებენ. ახლახანს ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ასეთი დასკვნაა, რომ შარშანდელი ომი საქართველომ დაიწყო, ანადგურებდა რა განურჩევლად სამხრეთ-ოსეთის მშვიდობიან მოსახლეობას სასტიკი და მოულოდნელი თავდასხმის დროს, რაც საერთაშორისო ნორმებს ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ დასავლეთის ბევრ წარმომადეგენელს უფრო ჩვენი დამოუკიდებლობის კანონიერება აღელვებს, ვიდრე საქართველოს მუხანათური და უსარგებლო თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობაზე. შესაძლოა ამგვარი შეხედულებების არსებობა გასაკვირი არც არის. ”ცივი ომი”-ს ინტელექტუალებს, რომელთა იდეებიც ვაშინგტონსა და ბრიუსელში დომინირებს, აფხაზეთი და აფხაზები არ ანაღვლებთ. გულწრფელად რომ ვთქვათ, მათ არც ქართველები ანაღვლებთ. ეს ადამიანები ყურადღებას მხოლოდ იმის მიმართ ამჟღავნებენ, თუ რა არის კარგი ან ცუდი რუსეთისთვის, რომელსაც ისინი ვერ იტანენ. როგორი პარადოქსულიც არ უნდა იყოს, სწორედ ეს ინტელექტუალები, ჟურნალისტები და ლიდერები, რომლებზეც ისინი გავლენას ახდენენ, მკაცრად გვაკრიტიკებენ ჩვენ იმ დახმარებისა და მხარდაჭერისთვის, რასაც ჩვენ რუსეთისგან ვიღებთ. ერთმა ჩემმა მეგობარმა იმ რეპლიკის შესახებ მიამბო, რომელიც ცნობილ ამერიკულ ფილმში ”დიდ ძილ”-შია, როდესაც ჰემფრი ბოგარტი ამბობს - ”იცი ის რას მიზამს, როდესაც დაბრუნდება? კბილებს დამამტვრევს, შემდეგ კი ფეხებით შემდგება იმის გამო, რომ ვღმუივარ, რადგან გარკვევით ვეღარ ვლაპარაკობ.” აფხაზეთის დიპლომატიური და ეკონომიკური ბლოკადის ქართული პოლიტიკის მხარდაჭერით, შეერთებული შტატები და ევროპა, ფიგურალურად რომ ვთქვათ, ჩვენ იგივენაირად გვეპყრობა. ისინი ჩვენ არანაირ არჩევანს არ გვიტოვებენ, ხოლო შემდეგ იმისთვის გვაკრიტიკებენ რაც გავაკეთეთ, რათა უბრალოდ თავი გადაგვერჩინა. როდესაც მსოფლიო თანამეგობრობა არ გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენთვის საბანკო კოდი გახდეს ხელმისაწვდომი, რუსეთი სიტუაციიდან გამოსავალს გვთავაზობს. როდესაც ჩვენ არა გვაქვს საშუალება სარკინიგზო გადაზიდვების საერთაშორისო წესები გამოვიყენოთ, რუსეთი ჩვენი სარკინიგზო გზების მართვაზე გვთანხმდება. როდესაც ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენი მძიმედ დაავადებული მოქალაქეები ევროპულ კლინიკებში გავგზავნოთ, ჩვენ მათ მოსკოვში ვგზავნით. როდესაც საქართველო ჩვენ საზღვაო სავაჭრო ბლოკადას გვიწყობს, ჩვენთან პროდუქტი რუსეთის საავტომობილო და სარკინიგზო გზების საშუალებით აღწევს. ევროპა და შეერთებული შტატები თავიანთ პოლიტიკაში იმ რეალობიდან რომ ამოდიოდნენ, რაც დღეს ჩვენს რეგიონში შეიქმნა და არა ილუზორული ფანტაზიებიდან, რომ ქართველები ოდესმე საკუთარ ”ტერიტორიულ მთლიანობას” აღადგენენ, ისინი აღიარებდნენ კომპორმისების და ჰუმანური ქმედებებისკენ მიმართული დიპლომატიური გზების არსებობას, რაც კავკასიის ყველა ხალხისთვის სასარგებლო იქნებოდა, მათი ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად. პირველად მე პრეზიდენტის პოსტზე ოთხი წლის წინ ვიყარე კენჭი, გამოვდიოდი რა წინასაარჩევნო რბოლაში პრო-რუსული კანდიდატის წინააღმდეგ, მაგრამ მე წარმოუდგენლად მადლიერი ვარ რუსეთის ჩვენი მხარდაჭერისთვის ისტორიის ამ კრიტიკულ მომენტში, თუმცა სხვა აფხაზების მსგავსად, მე სიხარულით გამოვიყენებდი შესაძლებლობას ამეშენებინა ჩვენი ეკონომიკა სხვა სახელმწიფოების მხარდაჭერით. ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ და არა ვართ თანახმა ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს მანდატქვეშ მყოფი ტერიტორიის მომავალზე. მე მოვუწოდებ შეერთებულ შტატებს და ევროპას შემოგვიერთდნენ წინსვლის მშვიდობიანი გზების ძიებაში. ქართველი ნაციონალისტების და დესპოტების ხელისუფლების ქვეშ დაბრუნებას ჩვენ ვერაფერი გვაიძულებს. ჩვენ გვჯერა, რომ დროსთან ერთად სამართლიანობა ჩვენს მიმართ მოწყალე იქნება, მაგრამ ეს შესაძლოა გაცილებით სწრაფად მომხდარიყო ბრძნული საერთაშორისო ლიდერობის პირობებში. სერგეი ბაღაფში - აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი. პრეზიდენტად არჩევამდე 2005 წელს ის ენერგეტიკულ კომპანიას ხელმძღვანელობდა. ბაღაფში მეორე საპრეზიდენტო ვადით იყრის კენჭს. სერგეი ბაღაფში ForeignPress http://www.ambebi.ge/politika/11850-afkhaz...-teritoria.html
  8. http://i031.radikal.ru/0910/c3/36a9a5ebed09.jpg ვის "შემოაკვდა" ზურაბ ჟვანია ბოლო დროს, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების მიზეზებზე სკანდალურმა პოლიტიკურმა განცხადებებმა საგრძნობლად იმატა. როგორც მოგეხსენებათ, გამოძიება დასრულებული არ არის და ჟვანიას საქმე თაროზე იმტვერება. თუმცა, როგორც იმერეთის ექსგუბერნატორი თემურ შაშიაშვილი ირწმუნება, ასეთი ვითარება დიდხანს არ გასტანს და პრემიერ-მინისტრის იდუმალებით მოცულ გარდაცვალებას ნათელი ახლო მომავალში მოეფინება. თემურ შაშიაშვილმა იმ საიდუმლო აუდიოჩანაწერების არსებობის შესახებ ისაუბრა, რომელიც მისივე თქმით, საზღვარგარეთის რამდენიმე ქვეყანაში უკვე ინახება და სულ მალე გამომზეურდება. აღნიშნული ჩანაწერებიდან რამდენიმე სკანდალური ფრაგმენტი მან "კვირის პალიტრას" წინასწარ, ექსკლუზიურად გაუმხილა. თემურ შაშიაშვილი: - ისეთი აუდიოჩანაწერების შესახებ შევიტყვე, რომ მერჩივნა, არაფერი მცოდნოდა... ჩემთვის მხოლოდ 10-წუთიანი ფრაგმენტი გახდა ცნობილი, თუმცა ჩანაწერი საკმაოდ ვრცელია. შევხვდი გოგლა ჟვანიას და ვუამბე ყველაფერი, თუმცა ეს მისთვის სიახლე არ ყოფილა. არსებობენ თვითმხილველები, რომლებიც პირად საუბარში აცხადებენ, რომ ჟვანიას ცხედარი იმ ავბედით ბინაში მიიტანეს. ამ ჩანაწერის მიხედვითაც ჩანს, რომ ეს სიმართლეა. ჩანაწერი უკვე გავრცელებულია რამდენიმე ქვეყანაში. მე ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში შევხვდი გერმანიასა და საფრანგეთში მცხოვრებ ქართველებს და მათ მომასმენინეს ჩანაწერი. - როდის ან როგორ მოხვდა აღნიშნული ჩანაწერი მათ ხელში? - ჩანაწერი საქართველოდან მიიღეს და ეს ფაქტი ტალიავინის კომისიის დასკვნის გამოქვეყნებას უძღოდა წინ. იმაშიც ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ასეთი ჩანაწერი ათასი მაინც გამოჩნდება, როცა ეს ხელისუფლება უფრო დაუძლურდება ან საერთოდ, აღარ იქნება. რაღაც ფრაგმენტი ტალიავინის კომისიის დასკვნის გამოქვეყნებამდე თუ გახდა ცნობილი, სხვა ნაწილი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მოვლენის წინ გამომზეურდება... ვფიქრობ, ამ პირებზე ზეგავლენას ვერავინ მოახდენს და უახლოეს ხანში ყველაფერს სიტყვასიტყვით გამოაქვეყნებენ. იმ ადამიანებს, ვისაც აუდიოჩანაწერი აქვთ საქართველო ისე ძალიან უყვართ, მათ მოსყიდვას ვერავინ შეძლებს. მოკლედ, ამ თემაზე ხმა რომ ამოვიღე, ხელისუფლებამ ათასი ვინმე მომიგზავნა, - ჟვანიაზე ლაპარაკს შეეშვიო. ამ რამდენიმე დღის წინ, საღამო ხანს, კონსერვატორიასთან ავუხვიე. ორი უცნობი ახალგაზრდა მომიახლოვდა და ყურში ჩამჩურჩულა: "შენი დღეები დათვლილია, არ გაცოცხლებთ!" როგორც შემდეგ გავარკვიე, ის ბიჭები იქვე დაცვაში მუშაობენ. სამწუხაროდ, საეჭვოდ დუმს ოპოზიციაც. წარმოიდგინეთ, მის არც ერთ წარმომადგენელს არ დაურეკავს და არ უთქვამს, - თუ ძმა ხარ, შემხვდი და მითხარი, რა მასალები გახდა შენთვის ცნობილიო... მე ვწერ, რომ ამ ინფორმაციის გამო გვდევნიან, გვავიწროებენ, ოპოზიციის წარმომადგენლები კი ამ საკითხით საერთოდ არ ინტერესდებიან! მეტსაც გეტყვით, ამხელა შეკრება მოაწყვეს და ამის შესახებ ქუჩაში გავიგე. სამწუხაროდ, იქაც არავინ დამიძახა... - საინტერესოა, ჩანაწერის ათწუთიან ფრაგმენტში მხოლოდ ის ვერსია მოისმინეთ, რაც ადრე ოქრუაშვილმა გაახმაურა? - მან კი გაახმაურა ეს ვერსია, მაგრამ რამდენადაც ვიცი, შემდეგ ოქრუაშვილი ბატონ გოგლა ჟვანიას აღარ შეხვედრია ამ თემაზე სასაუბროდ. - პირდაპირ გვითხარით, ხელისუფლების იმ პირველ პირებს შორის, რომელთა ხმა ჩანაწერში ისმის, იყო თუ არა ირაკლი ოქრუაშვილი? - იმ ათწუთიან ფრაგმენტში ოქრუაშვილის ხმა არ ისმოდა... იმ ფრაგმენტიდან გამომდინარე, რომელსაც მოვუსმინე, შემიძლია გითხრათ, რომ მისი მოკვლა წინასწარ განზრახული არ ყოფილა, თუ შეიძლება ითქვას, პრემიერ-მინისტრი შემოაკვდათ... ხელისუფლების პირველი პირების საუბრის საერთო აზრიც ეგ არის. ჩანაწერი მას შემდეგ გაკეთდა, როცა ჟვანია ცოცხალი აღარ იყო და ხელისუფლების პირველი პირები მსჯელობენ, რა როგორ უნდა წარიმართოს. აი, ამაზე იყო საუბარი იმ ათწუთიან მონაკვეთში. - ყველას უკვირს, ამ საკითხზე მხოლოდ თქვენ და შალვა ნათელაშვილი რომ საუბრობთ, რომლებიც ჟვანიასადმი დადებითად არასდროს ყოფილხართ განწყობილი... არსებობს მოსაზრება, რომ ჟვანიასთან დაკავშირებული თემა პოლიტიკური სპეკულაციის საგანი გახდება. - მართალია, ჟვანიასადმი კეთილგანწყობილი არ ვყოფილვარ, თუმცა ვაღიარებ, ფოთის პორტთან, სანაოსნოსთან და ბევრ სხვა საკითხთან დაკავშირებით, ჟვანია იყო ერთადერთი პერსონა, რომელიც იოლად არ დათმობდა ბევრ რამეს, ხმას ამოიღებდა და თუ საჭირო გახდებოდა, გადადგებოდა კიდეც და ბრძოლას გააგრძელებდა... ის დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა იყო. მიმაჩნია, რომ საზოგადოება არ უნდა ეგუებოდეს პრემიერ-მინისტრის ამგვარ გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების ფაქტს. - იქნებ ის აუდიოჩანაწერი, რომელსაც თქვენ მოუსმინეთ, ფალსიფიცირებულია? - იმდენად სერიოზულმა გუნდმა წარმოადგინა ეს ჩანაწერი, ამ ვერსიას უბრალოდ გამოვრიცხავ. - როგორც ამბობენ, არსებობს კიდევ ორი აუდიოჩანაწერი. - გეთანხმებით, ერთ-ერთი ჩანაწერი ეხებოდა ფინანსურ გარიგებებს. ისიც შევიტყვე, როგორ ხდება გარიგება საქართველოში ჩამოსულ ბიზნესმენებთან. ამ ე.წ. ინვესტორებს წინასწარ ეუბნებიან, - აუქციონზე ამა თუ იმ ობიექტს ამდენად იყიდი, შემდეგ კი დამატებით თანხის 10 ან 15 პროცენტს ამა და ამ ფონდში ჩარიცხავო... მესამე აუდიოჩანაწერი 2003 წლის ნოემბრის არჩევნებამდე მაშინდელი ხელისუფლებისა და ოპოზიციის სამარცხვინო გარიგებებს ეხება, რომელშიც მიხეილ სააკაშვილიც მონაწილეობს. ისეთი უშვერი სიტყვებით იგინებიან, თითქოს ტოლს არ უდებენ ერთმანეთს, თუმცა იმავდროულად ცხადი ხდება, როგორ ინაწილებენ მომავალ ხელისუფლებაში ფულსაც და ძალაუფლებასაც. ეს ჩანაწერი რომ გამოქვეყნდება, შევარდნაძეც დაინახავს, რა ხალხთან ჰქონია საქმე... http://www.ambebi.ge/politika/11843-vis-qs...ab-zhvania.html ლიცემერი: არიან ადამიანები, რომელთა დაღუპვის შემდეგ დიდხანს ვცდილობთ, გავშიფროთ მათი "შავი ყუთი", მაგრამ უშედეგოდ. ჟვანიას შემთხვევაც, ჩემი აზრით, ამ კატეგორიას განეკუთვნება თუ ვცდები?
  9. ფროიდი: "სიზმრებში თავისუფლები ვართ და ფარულ სურვილებს იქ ვისრულებთ" იუზერებო! ეთანხმებით თუ არა ფროიდს და თუ ხო , მაშინ რა სახის სურვილები გისრულდებათ ყველაზე ხშირად სიზმრებში? განაგრძეთ, მაგრამ მთლად ეროტიკაში ნუ გადავარდებით :ena: გახსოვდეთ, რომ ქალთა და კაცთა განყოფილებაა და არა მურთაზას ბორდელი :
  10. საქართველოს დღეს ალექსანდრ ვერშბოუ ეწვევა 19 / 10, 2009 10:07 აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუ საქართველოს დღეს საღამოს ეწვევა. როგორც “ინტერპრესნიუსს” საქართველოში აშშ-ის საელჩოდან აცნობეს, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, 20 ოქტომბერს შედგება უსაფრთხოების საკითხებში სამუშაო ჯგუფების შეხვედრა, რომელიც საქართველოსა და აშშ-ს შორის გაფორმებული სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში შეიქმნა. ალექსანდრ ვერშბოუს თბილისში დღეს, 19.00 საათის შემდეგ ელოდებიან. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
  11. რას უნდა ვფიქრობდე ჩემო ბატონო dire , რა თქმა უნდა არ შეიძლება რაიმე შეხება ჰქონდეს
  12. lasha1997 "ქართული სამყარო მართლმადიდებულმა სარწმუნოებამ განაპირობა და დაიცვა . მართლმადიდებლობა არის ჩვენი ისტორიული არჩევანი "-2007 წლის სააღდგომო ეპისტოლედანაა ამონარიდი ჩემო დიტო. დღეს კი რა ხდება- არის კი დღევანდელი ხელისუფლება ამ ისტორიული არჩევანის ერთგული მომდევარი? რა თქმა უნდა არა და ამიტომაც ებრძვიან თუთბერიძესნაირი გარეწრების მეშვეობით
  13. Goddess ნამდვილად დიდებული ადამიანია ჩვენი პატრიარქი და თუთბერიძესნაირი "მორიელის სინდრომით დაავადებული" ნაძირალების დაგესვლა ვერაფერს დააკლებს. პირიქით, პატრიარქის დაგესვლით ამ მორიელმა თავის თავი უფრო დაიგესლა
  14. ღმერთო აბრამისაო! ღმერთო ისხაკისაო! ღმერთო იაკობისაო, რა შეგცოდეთ! ასე ჯობია newstudio
  15. ნეტა თუთბერიძის ჰიგიენური საფენი ჯადოსნური ხალიჩა იყოს დავსვამდით ქართული ცნობიერების წამბილწველს და ჰერი-ჰერი მოუსავლეთში სერიოზულად კი ჩემო Goddess , რა თქმა უნდა მსგავსო "ხუმრობისთვის" ძალიან მკაცრად უნდა მოეკითხოს
×
×
  • შექმენი...