Jump to content
Planeta.Ge

ლ ი ც ი

პლანეტელი
  • პოსტები

    7.714
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    3

ყველა პოსტი ლ ი ც ი

  1. დაიცავი საქართველო“ იშლება! ავტორი ლიზა ბენდელიანი მართალია, აღნიშნული მოძრაობის წევრები ამტკიცებდნენ, რომ „დაიცავი საქართველო“ პოლიტიკური ორგანიზაცია არ არისო, მაგრამ ლევან გაჩეჩილაძის მოძრაობის თავმჯდომარეობა ყველაფერს ნათელს ხდის. უფროსი გრეჩიხა კატეგორიულად ამტკიცებდა სექტემბერში ყრილობა გვექნებაო, მაგრამ არც ყრილობა ჩატარებულა და მოძრაობის წევრებიც პანტა-პუნტით ტოვებენ გაჩეჩილაძეების დასაცავ ორგანიზაციას. მოძრაობის გეგმებზე არც ორგანიზაციაში დარჩენილები საუბრობენ, ან მეორე ვერსიაა, ვერ საუბრობენ, რადგან დაგეგმილი არაფერია. „დრონი.ჯი“ შეეცადა მოძრაობის ერთ-ერთი წევრისგან, ქეთი დოლიძესგან გაერკვია, თუ რას აპირებენ. „ჩატარდება პრესკონფერნცია და ნახავთ ყველაფერს“, - განგვიცხადა ცოტა ხნის წინ გაოპოზიციონერებულმა რეჟისორმა. „დრონი.ჯი“: თუ იკრიბებოდით მოძრაობის წევრები დაფუძნების შემდეგ? ქეთი დოლიძე: ხშირად არა, მაგრამ რა თქმა უნდა ვხვდებოდით ერთმანეთს, თუმცა, რაზე ვსაუბრობდით, ამას ვერ მოგახსენებთ“. „დაიცავი საქართველო“ ხმაურით რამდენიმე საზოგადო მოღვაწემაც დატოვა. ჯანსუღ ჩარკვიანმა და დიმა ჯაიანმა ჩათვალეს, რომ მოძრაობაში ყოფნა, რომელიც მხოლოდ სახელია და მეტი არაფერი, მოსაწყენია. საზოგადოებრივი მოძრაობის პასიურობით უკმაყოფილოა რეჟისორი რეზო ესაძეც: „დაფუძნების შემდეგ ერთხელ შევიკრიბეთ და ვთქვით, რომ შევიკრიბებოდით კვლვ და დავსახავდით ჩვენს გეგმებს. ვისაუბრებდით პრობლემების გადაჭრაზე, რომელიც ჩვენ შეგვიძლია და ჩვენ ხელთაა. თუმცა, ამის შემდეგ არ მომხდარა შეკრება“. „დრონი.ჯი“: ბატონო რეზო, თქვენი აზრით, ეს საზოგადოებრივი მოძრაობა შეძლებს საზოგადოებრივი აზრის შექმნას? რეზო ესაძე: დამანახეთ საქართველოში რაიმე ორგანიზაცია, ვინც საზოგადოებრივი აზრი შექმნა. არავინ არაფერს აკეთებს, ყველა ყველაფერს ანგრევს და ამაში ყველანი ვართ დამნაშავე. არ მეგულება ადამიანი, რომ ეთქმოდეს ეს ჩემი ბრალი არააო. ბუნებრივია, არ ვგულისხმობ ჩვენს ხალხს, რომელიც მართლა არაფერ შუაშია და ყველაზე მეტად ამ ნგრევის დროს ის დაზარალდა“. და კიდევ: მას შემდეგ, რაც ლევან გაჩეჩილაძის, დავით გამყრელიძისა და კახა თარგამაძის შეხვედრის კადრები ფართო აუდიტორიისათვის გახდა ცნობილი, საზოგადოების ნაწილმა ჩათვალა, რომ ლევან გაჩეჩილაძე სწორედ კახა თარგამაძის პოლიტიკური ინტერესების განხორციელებას ემსახურებოდა საქართველოში. სწორედ ამის შემდეგ მოხდა გაჩეჩილაძის მიერ აღნიშნული მოძრაობის დაფუძნებაც. „დაიცავი საქართველოს“ წევრთა უმრავლესობას არანაირი საერთო კახა თარგამაძესთან არ აქვს, თუმცა სკეპტიციზმით თავად მოძრაობის წევრები უყურებენ „დაიცავი საქართველოს“. მსახიობი ნანა შონია ამბობს, რომ თუნდაც ჭორის და ეჭვის დონეზე „დაიცავი საქართველოს“ გაიგივება კახა თარგამაძესთან და მის პოლიტიკურ ინტერესებთან, დამღლელია. „ჩემთვის აქ რაღაცები მიუღებელია. მაგალითად, მე მაწუხებდა შეკითხვა თარგამაძისა და ლევანის შეხვედრასთან დაკავშირებით. ჭორი და ეჭვი დღესაც არსებობს. რომ დააჯერო საზოგადოება, კახა თარგამაძე და „დაიცავი საქართველო“, სხვადასხვა ცნებააო, ამას დრო და საქმით დამტკიცება სჭირდება“, - აცხადებს მსახიობი. კიდევ ერთი პოლიტიკური ფიგურა ამ არაპოლიტიკურ მოძრაობაში - გოგა ხაინდრავა „დაიცავი საქართველოს“ ერთ-ერთი წევრია. ხაინდრავას არ აქვს პასუხი კითხვაზე, თუ რატომ ტოვებენ ხელოვანები მოძრაობას, მაგრამ კონკრეტული ადამიანების წასვლას მაინც ამართლებს. „არ იშლება „დაიცავი საქართველო“. ვინმეს ასე ღიად და ოფიციალურად განეცხადებინა მოძრაობის დატოვებაზე, მე არ გამიგია“. „დრონი.ჯი“: თუნდაც კოკა გუნცაძეზე რას იტყვით? მან თქვენს მოძრაობას ალასანიასთან ალიანსი ამჯობინა! გოგა ხაინდრავა: დიახ კოკა გუნცაძე წავიდა მოძრაობიდან, მაგრამ კოკა ჩვენი მეგობარია. ის უნდა წასულიყო კიდეც პოლიტიკაში. მისი ალასანიასთან წასვლა ჩვენი თხოვნაც კი იყო“ (თუმცა ხაინგრავას ეს განცხადება რას ნიშნავდა მან აღარ განგვიმარტა). http://www.droni.ge/?article_id=112&lang=geo
  2. 10:40 / 22-10-2009 ვინ რამდენი მილიონი გადაუხადა ოპოზიციის ლიდერებს და სად გაქრა 47 მილიონი დოლარი? ოპოზიციის უმოქმედობის რეალური მიზეზი არც ზაფხულია და არც თვითლუსტრაცია. ოპოზიციას ფული არ ჰქონია. ყველა ოპოზიციური პარტია ერთად აღებული საკუთარი ფინანსებით ერთ კვირასაც კი ვერ გაქაჩავს გრანდიოზულ აქციებს. საგარეო დაფინანსება კი შეუწყდათ. ის ხალხი, ვინც ხელისუფლების დამხობაში ფული ჩადო, ძალიან გულგატეხილია. ისინი აღარ ენდობიან იმ ლიდერებს, რომელთაც 9 აპრილის და სხვა დღეებში ათასობით კაცის ქუჩაში გამოყვანა კი შეძლო, მაგრამ მთავარ მიზანს ვერ მიაღწია – ხელისუფლების დამხობასა და პრორუსული ხელისუფლების მოყვანას. რუსეთსა და ევროპის ქვეყნებში თავშეფარებული ყოფილი ოლიგარქები და შევარდნაძის დროინდელი ბიზნესმენები ფიქრობენ ვისზე დადონ ფსონი. საქართველოდან გაქცეული რევანშისტების არჩევანი მალე გაცხადდება. თუ ოპოზიცია გააქტიურდა და შს სამინისტროს მაღალჩინოსნებიც ძალიან გააბრაზეს, მაშინ სავარაუდოდ, ქართულ ტელეარხებსა და ინტერნეტ-საიტებზე აუცილებლად გაჩნდება ახალი ფარული ჩანაწერები, ოდიოზურ რევანშისტულ ძალებთან, კანონიერ ქურდებთან რადიკალთა შეხვედრის შესახებ და თარგამაძე-გაჩეჩილაძე-გამყრელიძის საიდუმლო სერობისგან განსხხვავებით, ეს ფილმები "მუნჯი" აღარ იქნება... ...სპეცსამსახურებს აქვთ ჩანაწერები ოპოზიციის ლიდერების მიერ თანხის მიღებისა და ამ ფულის გამოყენება-დანიშნულებასთან დაკავშირებით. ასევე ხელისუფლებას გააჩნია მტკიცებულება უცხოეთიდან ოპოზიციის დაფინანსებისა და საეჭვო საბანკო გადარიცხვების შესახებაც. კერძოდ, ოფშორული ზონებიდან მილიონები სომხეთსა და აზერბაიჯანში ქართველების კუთვნილი ფირმების ანგარიშებზე გადარიცხულა. ამ ფირმების ერთ-ერთი დანიშნულება კი თანხების მიღება და ადრესატისთვის გადაცემა ყოფილა. შესაბამის უწყებებს გააჩნიათ იმის მტკიცებულებაც თუ რა საშუალებებით ხდებოდა ეს ფული ოპოზიციის ლიდერთა ხელში. სქემა გაშიფრულია, გაშიფრულია გადმომრიცხავი ფირმის მფლობელთა და მიმღებთა ვინაობაც. ოფშორული ზონიდან უკრაინაში მცხოვრები ერთი ცნობილი ქართველის პირად ანგარიშზე დაფიქსირებული ყოფილა 2 მილიონი დოლარის გადარიცხვის ფაქტიც, ასევე, ამავე პიროვნების ანგარიშზე ბრიტანული "ბარკლაი ბანკიდან" ორჯერ 2-2 მილიონის გადარიცხვის ფაქტიც. დადასტურებული ყოფილა ისიც რომ ეს პიროვნება, თავის მხრივ, ოპოზიციის დამფინანსებელია და მის ანგარიშს სხვებიც იყენებდნენ ოპოზიციისთვის ფულის მისაწოდებლად. ამ ფაქტების გამომზეურებას ხელისუფლება მალე აპირებს. შესაძლოა არანაირი კავშირი ამ გადმორიცხვებთან და მოვლენებთან არ ჰქონდეს მაგრამ ბარკლაი ბანკი ის ბანკია, საიდანაც ბადრი პატარკააციშვილი ფულს თბილისში თავის ანგარიშებზე რიცხავდა. ამავე ბანკიდან გადაურიცხა პატარკაციშვილმა 105 000 დოლარი 7 ლეიბორისტს – თითოეულს 15 000 დოლარი. შალვა ნათელაშვილმა მრავალგზის უარყოფის მიუხედავად, ბოლოს აღიარა - ეს ფული ბადრიმ ისე როგორც მეგობარს, მე მაჩუქაო. ახლა გთავაზობთ იმ ადამიანებთა სიას, რომლებიც, რადიკალთა საგაზაფხულო-საზაფხულო აქციებს აფინანსებდნენ (თავად სპონსორებს კი, სავარაუდოდ, რუსული სპეცსამსახურები ამარაგებდნენ ფულით, რათა ოპოზიციის დაფინანსება საქართველოს მოქალაქეთა ხელით მომხდარიყო. ასე უფრო ჩრდილში იქნებოდა ფსბ-ო): 1. ასლან აბაშიძე – 6 000 000 (6 მილიონი) დოლარი; 2. ბადრი მელაძე – 2 000 000; 3. ჯემალ გოგიტიძე – 1 000 000; 4. კახა თარგამაძე – 4 000 000; 5. შალვა ბრეუსი – 2 000 000; 6. ალექსანდრე სილაგაძე, „საქაერონავიგაციის“ ყოფილი დირექტორი, სსრკ-ს დროს სუკ-ის კაპიტანი იყო – 1 000 000; 7. ბორის სალარიძე – საგზაო დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე – 1 000 000; 8. ლევან მამალაძე – 3 000 000; 9. თემურ ბასილია – 500 000; 10. გოჩა ძასოხოვი – 1 500 000; 11. ალექსანდრე ებრალიძე – 4 000 000; 12. ზურაბ წერეთელი – 7 000 000; 13. ირაკლი ოქრუაშვილი – 3 000 000; 14. ზურაბ ლობჟანიძე („მადნეულის“ ყოფილი გენ.დირექტორი) – 1 000 000; 15. მიხეილ ხუბუტია – 7 000 000; 16. ბონდო შალიაკიანი – 1 000 000; 17. ლევან პირველი – 2 000 000; ამ მონაცემებით ოპოზიციამ 47 მილიონი დოლარი გადაუყარა სპონსორებს წყალში, თუმცა ეს არასრული სიაა იმ დამფინანსებლებისა, რომლებიც ოპოზიციას ფულს აძლევდნენ. ამას გარდა, წყაროს მტკიცებით, დაახლოებით 80 მილიონი დოლარი დაიხარჯა აპრილიდან ივლისის ჩათვლით, თუმცა ამ 80 მილიონის ასავალ-დასავალს ხელისუფლებამ ვერ მიაკვლიაო... იბეჭდება შემოკლებით, იხილეთ დედანი. ლევან ჯავახიშვილი www.droni.ge http://www.ambebi.ge/politika/12045-vin-ra...oni-dolari.html ლიცემერი:სიაფანდი ბაზარი მგონია-თქვენ?
  3. მან კარგად იცოდა რაზე მიდიოდა და ამისთვის დიდხანს ემზადებოდა. მოკლედ, მან შეგნებულად, გააზრებულად , ამიზნულად აირჩია მოღალატის გზა და ბასტა! ასეა ეს, ჩემო კარგო Helena222
  4. გილოცავ! გაიხარე! მრავალს დაესწარი!
  5. სიზმარში რომ გესტუმრო შეიძლება...Goddess ? გეხუმრებიიიიი :2kiss:
  6. შენ რა, შენ მხოლოდ ბანი ან ვორნი შეგიძლია მისცე გრევად, ხოლო პუტინი...აზრზე ხარ...J&B lasha1997 რა თქმა უნდა წაკითხული მქონდა ჩერესჩურ ღრმად და კაპიტალურად
  7. დევიდ კოფერფილდი პონტში ? ხოდა ერთი ანეგდოტი გამახსენდა კოფერფილდზე მიხო წამოწოლილა კაკლის ძირში და ნებივრობს. გამოიარა კოფერფილდმა. "ეს ის მიხო არ არის, ყველაფერი სირზე რომ ჰკიდია? ახლა ისეთ ფოკუსს გავუკეთებ, სულ გამოვასირებო“ – გაიფიქრა და მიფრინდა უფეხებოდ. - გამარჯობა მიხავ, კაცურად ერთი სიგარეტი მომაწევინე. - გაგიმარჯოს… შენა, ჯო, კოფერფილდი არა ხარ? მაგარო ხააარ აი! ა ენდე ლაგოდეხი პრიმა მააქ თუ იკადრებ. წამოვიდა კოფერფილდი, იბდღვნის ყველაფერს და ფიქრობს: -ეს ვინ ყოფილა, კაცო! ამას მგონი მართლა ფეხებზე ჰკიდია ყველაფერი! აინუნშიც არ ჩააგდო ჩემი ფეხები. ახლა ხელებიც მოიძრო და მთლად უხელფეხოდ მიფრინდა: - მიხავ, კიდევ მომაწევინე ეგ შენი პრიმა. - ა დედა მოუა! მოგეწონა? აიღე, ჯო, რა მეკითხები მეზობლი ბალღივითა. კოფერფილდი ჭკუაზე აღარ არის "ამას მე ვინ ვგონივარ! მთელი მსოფლიო გამოვასირე და ეს მიხა რა გამიხდა ასეთი!“. ადგა და მარტო თავი მიფრინდა. - მიხავ, ერთს კიდევ მოვწევ ძმურად. - ბჯოუ, მე განა მენანება ე ფესოდასაწვავი. რო არ გიხდება ვეღარა ხვდები? მარტო თავი და ყურები დარჩი!
  8. არავითარ შემთხვევაში ჩემო დიტო? ქვეყანა უნდა იცნობდეს თავის "გმირებს"
  9. ამაში დასტურ ჩემო დიტო. რუსეთის და საქართველოს ხელისუფლება ერთმანეთის მრუდე სარკის ანარეკლები არიან
  10. ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2009 http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/113709.html
×
×
  • შექმენი...