Jump to content
Planeta.Ge

ლ ი ც ი

პლანეტელი
  • პოსტები

    7.714
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    3

ყველა პოსტი ლ ი ც ი

  1. ეს ინტერვიუ ლევან ბერძენიშვილთან კარგად "ჯდება" ამ თემაში "სამარცხვინოა, მიშა ქვეყანას აქცევდეს, ჩვენ კი მაგის იმიჯის გადასარჩენად ფულს ვიხდიდეთ" "ოროსანმა თუთბერიძემ ფართომასშტაბიანი ბრძოლა წამოიწყო ეკლესიასთან, მაგრამ სიტყვა "შეურაცხყოფა" როგორ იწერება, ვერა და ვერ ისწავლა" ბოლო ხანს საქართველოს ეკლესიაზე თავდასხმა ხელისუფლების მიერ კონტროლირებული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ტელევიზიების მხრიდან აშკარად გამძაფრდა, მეტიც, "თავისუფლების ინსტიტუტის" წარმომადგენლები უკვე დაუფარავად ესხმიან თავს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს. ინტერნეტგვერდებზე გამოჩნდა პატრიარქის შეურაცხმყოფელი ვიდეორგოლები. გვესაუბრება რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი. - ხელისუფლებისა და ეკლესიის ურთიერთობის პროცესი არ არის ნორმალური. ხელისუფლება ზედმეტად ერევა ეკლესიის საქმეებში და, სამწუხაროდ, ზოგჯერ შეცდომას ეკლესიაც უშვებს. სახელმწიფო და ეკლესია კანონმდებლობით მკვეთრად არის ერთმანეთისგან გამიჯნული, ეს არის ფუნდამენტური პრინციპი, რომლის დარღვევა არ შეიძლება. რაც შეეხება იმას, რაც ბოლო ხანს ხდება, თვალსაჩინოა, რომ ხელისუფლების მიერ კონტროლირებული, ზოგ შემთხვევაში ხელისუფლების მიმართ კეთილგანწყობილი ან ხელისუფლების, ასე ვთქვათ, არასამთავრობო ნაწილი აშკარად უტევს ეკლესიას. ვიცით, რომ არსებობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ხელისუფლებისთვის მუშაობენ. ისიც ვიცით, რომ "თავისუფლების ინსტიტუტი" ხელისუფლების დანამატია. რასაც თეა თუთბერიძე პატრიარქზე ამბობს, ეს არ არის მხოლოდ მისი პირადი აზრი, ამასვე ამბობს ლევან რამიშვილი და ამასვე ფიქრობს მიხეილ სააკაშვილიც. თეა თუთბერიძე დაუსაბუთებელ ბრალდებებს უყენებს პატრიარქს და ამას ხელისუფლება მის მიერვე კონტროლირებული ტელევიზიებით ზურგს უმაგრებს. აი, ეს არის პრობლემა, თორემ რას ფიქრობს ერთი რიგითი თეა თუთბერიძე და რას წერს ინტერნეტბლოგებზე, უბედურება არ არის. ეს ქალბატონი ერთი ჩვეულებრივი კლასიკური ოროსანია. ჰოდა, ამ ოროსანმა ფართომასშტაბიანი ბრძოლა წამოიწყო ეკლესიასთან, მაგრამ სიტყვა "შეურაცხყოფა" როგორ იწერება, ვერა და ვერ ისწავლა. ორთოგრაფიასა და გრამატიკაზე ლაპარაკიც არ ღირს. უბედურებაა ისიც, რომ ქვეყანაში ასეთი უვიცობაა გამეფებული, თორემ გონიერი ადამიანი ადვილად მიხვდება, რომ წერა-კითხვის უცოდინარ თუთბერიძეს არ უნდა დაუჯეროს. - ანუ - საფუძვლიანია ვარაუდი, რომ ეს პოლიტიკური დაკვეთაა? - ეს ეჭვს არ იწვევს. ხელისუფლება ებრძვის ეკლესიას, რომელიც სააკაშვილისა და მისი გუნდის მიერ განიხილება როგორც პოლიტიკური კონკურენტი. ესეც დანაშაულია, რადგან ეკლესია არ შეიძლება იყოს პოლიტიკური კონკურენტი. ეს ბოლო გააფთრება კი მოჰყვა იმას, რომ სააკაშვილი საქართველოს სულიერმა მოძღვარმა სრულიად დამსახურებულად და მეტად კორექტულად გააკრიტიკა. როცა ვინმეს აკრიტიკებენ, მით უფრო, თუ ამას პატრიარქი აკეთებს, ნიშნავს, რომ კრიტიკის ობიექტმა გულთან ახლოს მიიტანოს ნათქვამი და რამე გაიგოს. მიხეილ სააკაშვილმა კი ამჯერადაც ვერაფერი გაიგო. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მას არ უყვარს კრიტიკის მოსმენა და არ დაუშვებს, მიიღოს ეს კრიტიკა თუნდაც ერის სულიერი მოძღვრისგან. რაც შეეხება იმას, რომ თუთბერიძემ რუსეთის აგენტურა "აღმოაჩინა" საქართველოს ეკლესიაში, მათ მეც მიწოდეს რუსეთის აგენტი, მაგრამ დღემდე ვერ წარმოადგინეს დამადასტურებელი საბუთები. აქედან გამომდინარე, ვასკვნი, რომ როგორც ჩემს შემთხვევაში, ამჯერადაც ეს მხოლოდ და მხოლოდ უსაფუძვლო ბრალდებაა. თუ ხელისუფლება ფიქრობს, რომ ასეთი ტიპის აგენტურა არსებობს, რას აკეთებს და რატომ არ მოქმედებს კანონის შესაბამისად?! ეს ყველაფერი მიმართულია ეკლესიისა და პატრიარქის ავტორიტეტის დისკრედიტაციისკენ. საქმე ის არის, რომ დღეს ყველაზე მაღალი ავტორიტეტი ეკლესიასა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აქვს, რაც ხელისუფლებას აღიზიანებს, სააკაშვილს ეს ავტორიტეტი შურს კიდეც. ამასთანავე, ეშინიათ, რომ შეიძლება ეკლესიამ რომელიმე სხვა პოლიტიკურ წამოწყებას დაუჭიროს მხარი. ისე, სააკაშვილი ჯერ კიდევ "ვარდების რევოლუციის" გარიჟრაჟზე ხშირად ამბობდა, არ გამოჩნდეს ვინმე, ვისაც მღვდლები დაუჭერენ მხარსო. ამ თვალსაზრისით ხელისუფლების შიში შესაძლოა საფუძვლიანიც იყოს, თუმცა ვიმეორებ, ეკლესია პოლიტიკურ პროცესებში არ უნდა ჩაერიოს. ის ფორმა, რომლითაც ხელისუფლება უპირისპირდება ეკლესიას, მაგათ დაბალ პოლიტიკურ კულტურას წარმოაჩენს. ასეთი მეთოდებით ეკლესიას ვერაფერს დააკლებენ. ამ თეა თუთბერიძის პერსონამ შეაწუხა უკვე საზოგადოება, აუტანელია, როცა ოროსნები გვასწავლიან ჭკუას, ქალმა 33 ქართული ასო ვერ ისწავლა... ხელისუფლება ყოველთვის ცდილობს იმ ხალხის გაჩუმებას ან დამცირებას, ვისგანაც საფრთხეს ხედავს. ზოგჯერ ერთი ხელით ცდილობს, ვიღაც შეურაცხყოს, მეორე ხელით კი მოეფეროს, მაგალითად, აჩუქოს მანქანები, მეორე დღეს კი მთელ მსოფლიოს გააგებინოს, ვის რომელი მარკის მანქანა აჩუქა. ამ საკითხს ჩვენი ზოგიერთი ეპისკოპოსისგან განსხვავებულად ვუყურებ, თუმცა მათმა ნაწილმა სააკაშვილის საჩუქარზე უარი თქვა. ვფიქრობ, არავითარი საჩუქარი ხელისუფლებისგან ეკლესიამ არ უნდა აიღოს. ეს ხელისუფლება დღეს გაჩუქებს, ხვალ კი გაგლანძღავს. ეს საჩუქრებიც ეკლესიის ავტორიტეტის დაკნინებისთვის რიგდება. არც ის არის ნორმალური, სააკაშვილი რომ შეიჭრება ხოლმე და ეკლესიაში მოხსენებით გამოდის, ესეც უნდა აღიკვეთოს. - თუმცა ოპოზიციამაც არაერთხელ სცადა ეკლესიის ავტორიტეტის გამოყენება... - ოპოზიციის მცდელობა, ჩართოს ეკლესია პოლიტიკურ პროცესებში, ისეთივე მცდარია, როგორიც ხელისუფლების მოქმედება. განსხვავებას ვერ ვხედავ. - ამ დღეებში საზოგადოებრივი განსჯის საგნად იქცა ფილმი, რომელსაც აგვისტოს მოვლენებზე ჰოლივუდი იღებს და სადაც პრეზიდენტ სააკაშვილის როლს ენდი გარსია ასრულებს... - ყველა კარგად ვხვდებით, რომ ამ მრავალმილიონიან ფილმს საქართველოსთვის არ იღებენ. ფილმს იღებენ სააკაშვილის საერთაშორისო იმიჯის გადასარჩენად. ხელისუფლების წარმომადგენლებს რომ ჰკითხოთ, გეტყვიან, რომ საქართველოს იმიჯის გადარჩენას ცდილობენ, რაც ბლეფია. ჩემი კითხვა არის მარტივი, შეიძლება თუ არა გადაარჩინო ის, რის გადარჩენასაც აზრი არა აქვს? გამაგებინონ ერთი, როგორ უნდა გადაარჩინო სააკაშვილის იმიჯი, როცა ომი უკვე იყო და ტერიტორიებიც დავკარგეთ?! ახლა ფილმს გადაიღებენ და ყველაფერი მოგვარდება?! ფილმით დაბრუნებული ტერიტორიები გინახავთ სადმე? შეიძლება ქვეყანა ამ სისულელეში მილიონებს ხარჯავდეს? ახლა რეჟისორ რენი ჰარლენსა და ენდი გარსიას საყვედურს ვერ ვეტყვი, მაგათი პროფესია ეს არის, გადაუხდიან ფულს, ჰოდა, ფილმსაც გადაიღებენ და როლსაც შეასრულებენ. მაგათი მიზანი სიმართლის დადგენა ვერ და არ შეიძლება იყოს. თუ ვინმეს სიმართლე აინტერესებს, ტალიავინის დასკვნა წაიკითხოს. ჩემი აზრით, ამ უკიდურესად შეჭირვებულ ქვეყანაში ბიუჯეტიდან ასეთ სისულელეებზე ერთი თეთრიც არ უნდა იხარჯებოდეს. სააკაშვილის იმიჯს აღარაფერი ეშველება. კარგად ხვდებით, რომ ამ ფილმისთვის სახლში წაღებულ მილიონებს უკან არავინ მოიტანს. გივი თარგამაძე ძვირად ღირებული ბინისა და ცოლისთვის ნაყიდი ულტრაკლასის მანქანის დათმობას არ აპირებს, არც კეზერაშვილი დააბრუნებს სახელმწიფოსთვის მოპარულ ფულს. ასე რომ, ამ ფილმსაც ჩვენი ჯიბიდან აფინანსებენ. სამარცხვინოა, მიშა ქვეყანას აქცევდეს, ჩვენ კი მაგის იმიჯის გადასარჩენად ფულს ვიხდიდეთ. ”ყველა სიახლე” 23-10-2009
  2. მასე არ არის ჩემო დიტო. მერის პოსტს დათმობს დასავლეთის თვალის ასახვევად, მაგრამ საკრებულოში უმრავლესობას ( ფულს საკრებულო განაგებს)და აქედან გამომდინარე საკრებულოს თავჯდომარის პოსტს -არა, რამეთუ თბილისის მერი საკრებულოს მხარდაჭერის გარეშე არაფერს არ წარმოადგენს
  3. თბილისის მერის პოსტს დათმობს, საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს-არა...lasha1997
  4. დავით უსუფაშვილი: "ალიანსი არ იცნობს შედეგებს, რომელშიც სააკაშვილი ლიდერობს" "ალიანსი საქართველოსთვის" თანათავმჯდომარის, "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერის დავით უსუფაშვილის ინფორმაციით, IღI-ის მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად, ოქტომბერში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, თბილისის მოსახლეობის უმრავლესობა ირაკლი ალასანიას დაუჭერდა მხარს. როგორც "პირველს" უსუფაშვილმა განუცხადა, "ალიანსი არ იცნობს შედეგებს, რომელშიც სააკაშვილი ლიდერობს. არსებობს კვლევის შედეგები, რომელშიც ლიდერი ირაკლი ალასანიაა". "ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების თანახმად, რომელიც ჩვენ გადმოგვიგზავნეს, თბილისში გამოკითხულთა 25%-ს პერზიდენტად ირაკლი ალასანიას ხილვა სურს. რეგიონებში კი ალასანიას მხარს 20% უჭერს", - აცხადებს უსუფაშვილი. მისივე თქმით, ალიანსის ლიდერების ირაკლი ალასანიასა და სოზარ სუბარის ნდობის რეიტინგები საგრძნობლად მაღალია - მათ მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის 63-64% ენდობა. შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანის "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, საერთაშორისო კვლევების ცენტრის IღI-ის მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ლიდერობს. http://pirweli.com.ge/index.php?option=com...30&Itemid=1
  5. IRI-ის კვლევებით, საქართველოში ნდობის ყველაზე მაღალი რეიტინგი ეკლესიას, პოლიციას და ჯარს აქვთ IRI-ის კვლევებით, საქართველოში ნდობის ყველაზე მაღალი რეიტინგი ეკლესიას, პოლიციას და ჯარს აქვთ. ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კველევის - “რას ფიქრობს ხალხი” - თანახმად, ნდობის რეიტინგში სამი ინსტიტუცია – საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია, პოლიცია და ჯარი ლიდერობენ. ამავე კვლევების თანახმად, ქვეყნის მოსახლეობა ყველაზე დიდ გამოწვევად უმუშევრობას (59%), ტერიტორიულ მთლიანობას (45%) და ეროვნულ უსაფრთხოებას ასახალებეს (13%). საქართველოს ხელისუფლების მიღწევად ხალხი ინფრასტრუქტურის განვითარებას – გზებსა და სხვა სისტემებს, ასევე, კრიმინალთან ბრძოლას მიიჩნევს. ამასთან, საზოგადოება თვლის, რომ რეფორმებია გასატარებელი ჯანდაცვის და თავდაცვის სისტემებში. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
  6. მიხეილ სააკაშვილი - რუსეთის ფე-ეს-ბე-მ ქართულ და ოსურ მხარეებს შორის მავთულხლართების გავლება დაიწყო რუსეთის ფე-ეს-ბე-ს სპეციალურმა რაზმებმა დღეს დილიდან ქართულ და ოსურ მხარეებს შორის არსებული სადემარკაციო ზოლის გასწვრივ მავთულხლართების გავლება დაიწყეს. ამის თაობაზე დღეს საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დევნილთა ახალი დასახლების გახსნისას განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ვინც მეორე მხარეს დარჩა, ისიც “ჩვენი ხალხია” და გამოქცეულების უმეტესობა ეთნიკური ოსები არიან. სააკაშვილის თქმით, მავთულხართების მეორე მხარეს ხალხი შიმშილობს და კარვებში ცხოვრობს, მიუხედავად იმისა, რომ დამპყრობელი ქვეყნის მთავრობამ ქაღალდზე 1000-ჯერ მეტი თანხა გამოყო. მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ამოცანაა, მოიგოს მშვიდობით, რადგან შეუძლებელია საქართველომ რუსეთს ძალადობასა და სისასტიკეში გაუწის კონკურენცია. “შეიძლებოდა, ჩვენ, როგორც ჩეჩნეთი, მიწასთან გავსწორებულიყავით, როგორც ერი გავნადგურებულიყავით ან ავღანეთის მსგავსად 15-20 წლის განმავლობაში გვებრძოლა და ვყოფილიყავით და,გრეული, გაუბედურებული. ან როგორც გერმანია და აღმოსავლეთ ევროპის სხვა სახელმწიფოები, ავშენდეთ, გავძლიერდეთ და ჩვენი მაგალითით შევცვალოთ ის რეალობა, რომელიც ძალადბრივმა მეთოდებმა შექმნეს”, - განაცხადა სააკაშვილმა. მისივე თქმით, უხეში ძალით დამყარებული თავისუფლება და დამოუკიდებლობა ევროპას და მთელ მსოფლიოს ჯერ არ უნახავს და ვერც ვერასდროს ნახავენ. პრეზიდენტმა სააკაშვილმა და გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, პატრიცია ფლორმა დღეს გორთან გასული წლის ომის დროს დაზარალებული მოსახლეობისთვის ახალი დასახლება გახსნეს. 300 ოჯახს გერმანიის მთავრობის დაფინანსებით აშენებული სახლები გადაეცა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
  7. გოკა გაბაშვილი - ლოგიკურია, რომ ზვიად გამსახურდიას სიკვდილის დამდგენი კომისიის თავმჯდომარე კონსტანტინე გამსახურდია იყოს http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ნუგზარ წიკლაური კონსტანტინე გამსახურდიას პარლამენტში დაბრუნებას ოპოზიციისთვის დამატებით იმპულსად აფასებს http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 მდაას!
  8. იყო ეს თემა, მაგრამ არ გავაერთიანებ...იყოს ესეც. ოღონდ ამ აშკარად სარეკლამო ხასიათის (დრონიჯი, გიორგი მოლოდინი) სათაურს შენი ნებართვით შევცლი
  9. დავით უსუფაშვილი - IRI-ის კვლევებით, ოქტომბერში საპრეზიდენტო არჩევენების ჩატარების შემთხვევაში თბილისში ირაკლი ალასანია ლიდერობს Font size: IRI-ის კვლევებით, ოქტომბერში საპრეზიდენტო არჩევენების ჩატარების შემთხვევაში თბილისში ირაკლი ალასანია ლიდერობს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს” “ალიანსი საქართველოსთვის” თანათავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების თანახმად, სადაც დასმული იყო შეკითხვა - “ოქტომბერში, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდეს, ვის მისცემდით ხმას?” - თბილისის მასშტაბით ირაკლი ალასანია ლიდერობს. “IRI-ის კველევები ყოველ ექვს თვეში ერთხელ ტარდება და კონფიდენციალურია. სამწუხაროდ, ხელისუფლება არ იცავს ორგანიზაციის მოთხოვნებს და კვლევის შედეგებს თავისი პიარისთვის იყენებს. სწორედ ამიტომ, ჩვენც იძულებულები ვართ მხოლოდ ჩვენი შედეგები გავახმაუროთ”, - განაცხადა უსუფაშვილმა. მისი თქმით, დასმულ შეკითხვაზე თბილისში გამოკითხულთა 25% აცხადებს, რომ პერზიდენტად ირაკლოი ალასანიას აირჩევს, 26 პროცენტი არც ერთ კანდიდატს არ უჭერს მხარს, ხოლო 22-მა პროცენტმა ჯერ არ იცის, ვის მიემხრობა. რაც შეეხება საქართველოს დანარჩენ ნაწილს, აქ ალასანიას გაპრეზიდენტებას გამოკითხულთა 18 პროცენტი უჭერს მხარს, 16 პროცენტი არც ერთ კანდიდატს არ აძლევს ხმას, ხოლო 23-მა პროცენტმა არ იცის, ვის მიემხრობა. "გარდა ამისა, ამავე კვლევაში არის შედგენილი ნდობის რეიტინგი, სადაც ჩვენი ლიდერები ირაკლი ალასანია და სოზარ სუბარი 64 და 63 პროცენტით ლიდერობენ”, - განაცხადა უსუფაშვილმა. მისივე თქმით, საგრძნობლად გაუმჯობესებულია ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს შორის “ალიანსი საქართველოსთვის” პოზიციები და მას მოცემულ კვლევაში ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
  10. საზოგადოების წარმომადგენლებმა პატრიარქის შეუარცხმყოფელ ვიდეორგოლებთან დაკავშირებით პროტესტი კიდევ ერთხელ გამოხატეს კინოს სახლში დღეს პოლიტიკოსები, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, კულტურის მოღვაწეები შეიკრიბნენ, რათა გამოეხატათ პროტესტი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წინააღმდეგ აგორებული შავი პიარკამპანიის გამო. შეკრების ერთ-ერთი ინიციატორი, გაზეთ “ჯორჯიან თაიმსის” რედაქტორი მალხაზ გულაშვილი აცხადებს, რომ ერის სულიერი მამის შეურაცხყოფის პატიება შეუძლებელია. მისივე თქმით, ქართველი ერი ვერ დგას თავის სიმაღლეზე და სწორედ ამიტომაც ბედავენ ამდენს საქართველოს პატრიარქზე. “ჩვენ ჩვენს სიმაღლეზე უნდა დავდგეთ ან უნდა მოვითხოვოთ ისეთი ტერორისტული ორგანიზაციის დახურვა და ლიკვიდაცია, როგორიც “თავისუფლების ინსტიტუტია”, რადგან იგი ცნობიერების გარყვნას ემსახურება”, - განაცხადა გულაშვილმა ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ ის მივიდა ამ შეკრებაზე, რათა საკუთარი აღშფოთება დააფიქსიროს. რეზო ამაშუკელის თქმით, მარტო თეა თუთბერიძე არაფერს წარმოადგენს და “ამათი წმენდა უნდა დაიწყოს ბოკერიათი და წიკლაურით დასრულდეს”. შეკრებას პოლიტიკური სპექტრიდან ესწრებოდა “მოძრაობა სამართლიანი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი პეტრე მამრაძე, “მემარჯვენე” ფიქრია ჩიხრაძე, “ლეიბორისტი” კახა ძაგანია და სხვები. ფიქრია ჩიხრაძე “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას აცხადებს, რომ ყველაფერში ზომიერების დაცვაა საჭირო და პროტესტსაც უნდა ჰქონდეს თავისი ზომიერი ფარგლები. “არსებობს საფრთხე იმისა, რომ ამ ჯგუფის ინტერესებში, ვინც გაავრცელა აღნიშნული კადრები, შედიოდეს ის, რომ საზოგადოებამ ზღვარგადასული აღშფოთება გამოხატოს, რასაც შემდეგ უკვე სხვა სახელებით მონათლავენ მთელი მსოფლიოს თვალში. სწორედ ამიტომ პროტესტსაც სჭირდება ზომიერება. ჩვენ მყარნი უნდა ვიყოთ ჩვენს პროტესტში, თუმცა მეტი ქილიკის საბაბი არავის არ უნდა მივცეთ”, - აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ესენი იმდენს გაატრაქტორებენ, რომ თუთბერიძის ფანს გამხდიან
  11. ოცი წლის გარდაცვლილი ბებიაჩემო გამახსენდა , რომელმაც წინა საპრეზიდენტო არჩევნებში მიშას მისცა ხმა
  12. ეჰ, ჩემო Nukriko, საბოლოო ჯამში, ისტორია ძილისწინ მოსასმენი ამბებია, მოკლე და ვრცელი, გულწრფელი და მატყუარა...
  13. უფრო სწორად, ამის შანსი საერთოდ არ არსებობს ძუკუ
  14. კონსტანტინე გამსახურდიამ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო "პარტია თავისუფლების" ლიდერმა, კონსტანტინე გამსახურდიამ საკანონმდებლო ორგანოში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. "საქტემბერ-ოქტომბერში არაერთი კონსულტაციის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება, აღვიდგინო სადეპუტატო უფლებამოსილება პარლამენტში და შევუდგე მოღვაწეობას", - -განაცხადა გამსახურდიამ დღეს პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე. მისივე თქმით, პარლამენტში აპირებს, იმუშაოს საპარლამენტო, საპრეზიდენტო და ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნების სისტემასთან დახვეწასთან, პოლიტმატიმრების და ყველა უკანონო პატიმრის, სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით. გამსახურდიამ აღნიშნა, რომ არ აპირებს, რომელიმე ფრაქციას შეუერთდეს და დარჩება დამოუკიდებელი დეპუტატად. ამასთან, კონსტანტინე გამსახურდია მიესალმება პარლამენტში მამის და საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას და აპირებს, აქტიურად ჩაერთოს კომისიის მუშაობაში. "პარტია თავისუფლების" ლიდერს ჯერ გადაწყვეტილი არა აქვს, გახდება თუ არა კომისიის თავჯდომარე. "ამ საკითხთან დაკავშირებით ჩამოვყალიბდები და გადაწყვეტილებას ცოტა მოგვიანებით მივიღებ",- -განაცხადა გამსახურდიამ. იგი იმედს გამოთქვამს, რომ კომისია სერიოზულ ფაქტებს დაადგენს ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით. "როგორც მოქალაქეს და როგორც პირველი პრეზიდენტის შვილს, მაინტერესებს თუ სად შეაჩერეს მამა", -აღნიშნა პარტია თავისუფლების ლიდერმა. 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ "გაერთიანებული ოპოზიციის" 12-მა წარმომადგენელმა საპარლამენტო მანდატზე უარი თქვა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 კოკო, იცოდე, მიშა მაღლიდან იყურება
  15. ქართული პრესის მიმოხილვა 23.10.2009 http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/113980.html
  16. ამერიკის მხარდაჭერა კი არა, არამედ ოპოზიციის უსუსურობა ზრდის მიშას რეიტინგს
  17. ოსური მხარე ახალგორში მიმოსვლის სანაცვლოდ ქართული მხარისგან რაიონისთვის გაზის მიწოდების აღდგენას ითხოვს http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ნაბოზრები!
  18. http://i059.radikal.ru/0910/84/b3387a51d523.jpg Greenberg Quinlan Rosner – მიხეილ სააკაშვილის რეიტინგი გაიზარდა http://s52.radikal.ru/i135/0910/26/165eb155f761.jpg ამერიკის მხარდაჭერა პრეზიდენტ სააკაშვილის რეიტინგს ზრდის, - ამ სათაურით ქვეყნებს დღეს "Bloomberg"-ი სტატიას, სადაც ამერიკული სოციოლოგიური კომპანიის ახალი კველევების შედეგებია მოყვანილი. სტატიის ავტორს, ელენა ბედველს მოჰყავს ამერიკული კომპანია Greenberg Quinlan Rosner –ის მიერ ჩატარებული კვლევების შედეგები, რომელიც აღნიშნულმა კომპანიამ 8-12 აგვისტოს ჩაატრა. კველევის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის მუშაობას გამოკითხულთა 68% დადებითად აფასებს, 30% კი - უარყოფითად. კვლევაში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის რეტინიგი ამერიკის მხარდაჭერამ საგრძნობლად გაზარდა. ბაიდენის საქართველოში ვიზიტი კი, გამოკითხულთა 76%-მა საქართველოს უსაფრთხოებისთვის დადებით ნაბიჯად შეაფასა. 1200 გამოკითხული აცხადებს, რომ სააკაშვილის პოპულარობა გაზარდა 2008 წლის აგვისოტს ომიდან ერთი წლის შემდეგაც, რადგან დაცულობისა და უსაფრთხოების განწყობამ იმატა. ამასთან, გამოკითხულთა 63% მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი თანამდებობაზე საპრეზიდენტო ვადის ბოლომდე, ანუ 2013 წლამდე დარჩება, 8%-ს კი ეს საეჭვოდ მიაჩნია. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 + კვლევების მიხედვით, საპარალამენტო არჩევნებში “ნაცმოძრაობას” გამოკითხულთა 43 პროცენტი მისცემდა ხმას IRI-ის კვლევების მიხედვით, ხვალ რომ საპარალამენტო არჩევნები იყოს, “ნაციონალურ მოძრაობას” გამოკითხულთა 43 პროცენტი მისცემდა ხმას. აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომპანია ~რუსთავი 2” ავრცელებს. ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევაში დასმულ შეკითხვაზე - “რომელ პარტიას მისცემდით ხმას საპარლამენტო არჩევნებში?” - “ნაციონალური მოძრაობა” 43 პროცენტით ლიდერობს. ირაკლი ალასანიას “ალიანსი” - 9 პროცენტი, “ლეიბორისტული პარტია” - 7, ხოლო “ქრისტიან-დემოკრატები” - 6 პროცენტი. გამოკითხულთა 18-მა პროცენტმა დასმულ შეკითხვას არ უპასუხა. ამავე კვლევაში მოცემულია პოლიტიკური ლიდერების რეიტინგიც, სადაც სასურველ ლიდერად 70 პროცენტი მიხეილ სააკაშვილს ასახელებს. კითხვაზე “ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას”, გამოკითხულთა 43 პროცენტი უპირატესობას მოქმედ პრეზიდენტს ანიჭებს, ყველა სხვა დანარჩენს 38 პროცენტი აქვს, ხოლო 25- ს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ლიცემერი: და...ვაი საქართველო ლიცემერი: უზერნო, გულ-აღტკინებით ველოდები თქვენს პირუთვნელ კომენტარს :ena:
  19. http://s04.radikal.ru/i177/0910/6b/6c70753af79e.jpg ვერა პუტინა მზად არის, დნმ-ის ანალიზი ჩაიტაროს "ცნობილი ადამიანები, სახელმწიფო მოღვაწეები აჩქარებენ ან აფერხებენ ისტორიულ პროცესებს", - ამბობდა ლევ ტოლსტოი. ფაქტია, რომ დღეს საქართველოსა და რუსეთს მხოლოდ ბეწვის ხიდი აკავშირებს და ისიც არავინ იცის, როდის ჩაწყდება. "საქართველო სამაგალითოდ დაისაჯა", - ეს რუსეთის პრემიერ-მინისტრის, ვლადიმირ პუტინის ფრაზაა, რომელიც აგვისტოს ომის შემდეგ წარმოთქვა. არავინ იცის, როგორ წარიმართებოდა ორი მეზობელი ქვეყნის ურთიერთობა, რომ არა კასპის რაიონის ერთ პატარა სოფელში დატრიალებული ტრაგედია. თუმცა, ჰოლანდიელი რეჟისორის, ინეკე სმიტსის ფილმის "პუტინის დედა" მთავარი ღირსება არის ის, რომ არაფერს ამტკიცებს, ყოველგვარ დიდაქტიკას მოკლებული და საოცრად დინამიკური კინოენით, მოქნილი, ტევადი კადრებით ასახავს ერთი ჩვეულებრივი ქართული სოფლის ისტორიას, სადაც ყველა "ცხელი თემა" სოფლის ბირჟაზე ირჩევა და სადაც ყველაზე პოპულარული ვარცხნილობა დღემდე "ბოქსი" და "პოლუბოქსია". ფილმის მთავარი მოქმედი გმირი ვერა პუტინაა, ქალი, რომლის თითქმის დაუჯერებელმა ისტორიამ მთელი მსოფლიო ააფორიაქა, განსაკუთრებით კი - პლანეტის ყველაზე დიდი სახელმწიფოს პრეზიდენტი... ვერა პუტინამ შვილი დაკარგა ახალგაზრდული თავქარიანობისა თუ ბედის სისასტიკის გამო; იცის, რომ თვითონაც დამნაშავეა, მაგრამ შვილს მაინც ელოდება, რადგან ამქვეყნად ყველაზე ჯიუტი და უსაყვედურო სწორედ დედის მოლოდინია. მან ვოვა პუტინი რუსეთში, ბებიასთან დატოვა და საქართველოში დაბრუნდა ქმართან - გიორგი ოსეფაშვილთან და შვილებთან, რომლებიც ელოდნენ... ფილმში, კითხვაზე, - რუსეთი გესიზმრებათ ხოლმე? ის პასუხობს: "არა, მარტო ვლადიმირს ვხედავ ხოლმე, მეტს არავის! ერთხელ, სიზმარში ვუთხარი კიდეც, - რას მებუტები, დამნაშავე არ ვარ-მეთქი. ეკლესიაში სანთელს ვანთებ, რომ ხშირად დამესიზმროს"... უფრო მეტიც, ვერა პუტინას გული სწყდება, რომ პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის ბიოგრაფიაში მისი მშობლები გარდაცვლილებად არიან მოხსენიებული: "ვიცი, რომ ვოვა ჯვარს ატარებს, რომელზეც დღესაც ამბობს: როცა ჩვენს სახლში ხანძარი გაჩნდა, ყველაფერი დაიწვა და მხოლოდ ეს გადარჩაო. ეს ჯვარი, ვფიქრობ, დედაჩემმა ჩამოჰკიდა, როცა შინიდან სამუდამოდ გადიოდა". რუსეთის ყოფილი პრეზიდენტისა და ახლანდელი პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ბიოგრაფიაში ბავშვობის წლებსა და მშობლებზე არაფერია ნათქვამი, სხვა ინტერნეტვერსიებში კი აღნიშნულია, რომ ვლადიმირ პუტინის მამა - ვლადიმირი, ლენინგრადის დაცვის საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობდა, დედა - მარია პუტინა კი ტვერის გუბერნიიდან იყო, ორივე მშობელი გარდაცვლილი ჰყავს. აღსანიშნავია, რომ პუტინის ბიოგრაფია 10 წლიდან იწყება! აღსანიშნავია ისიც, რომ დღეს ამ ფილმის მთავარი გმირი, 82 წლის ვერა პუტინა ჟურნალისტებთან კონტაქტს მაქსიმალურად ერიდება, თუმცა, როდესაც პუტინის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა მისი ბიოგრაფიის ეს ვერსია უარყო, მან საჯაროდ განაცხადა, რომ მზად არის დნმ-ის ანალიზი ჩაუტარონ და ამ გზით დაამტკიცოს თავისი სიმართლე. ამ ფილმის ჰოლანდიელ რეჟისორს, ინეკე სმიტსის ცნობილი ქართველი მოღვაწისა და ლიტერატორის, ვახუშტი კოტეტიშვილის სახლში ვეწვიეთ, სადაც სულ მალე, ვახტანგ, ვახუშტი და ტატო კოტეტიშვილების სახლ-მუზეუმი გაიხსნება, ცხადია, ამ სამზადისში ქალბატონო ინეკე, რომელიც რეჟისორ ტატო კოტეტიშვილის მეუღლე გახლდათ, აქტიურადაა ჩაბმული. - ქალბატონო ინეკე, სად და როდის გაიგეთ ვერა პუტინას საოცარი ისტორიის შესახებ? - ჩემს ერთ-ერთ საუკეთესო მეგობართან, რეჟისორ გიორგი ოვაშვილთან ერთად ქართლის გზაზე მივდიოდით და ჩემი მომავალი ფილმისთვის, "ყაზბეგელი პილოტი", რომელსაც მალე დავასრულებ და რომელიც ჰოლანდიაში, კუნძულ ტექსელზე ქართველთა ცნობილ აჯანყებას ეძღვნება, გადასაღებ ადგილებს, შესაბამის პანორამას ვარჩევდით. მოულოდნელად გიორგი ოვაშვილმა მითხრა: "იცი, ამ სოფელში პუტინის დედა ცხოვრობს!" რა თქმა უნდა, არ დავუჯერე. მან მანქანის ფანჯარა ჩამოსწია და პირველსავე შემხვედრს ჰკითხა: "პუტინის დედა აქ ცხოვრობს?" შემხვედრმა გზა მიგვასწავლა (სწორედ ასე იწყება ეს ფილმიც - ნ.კ.)... ბოლოს მის სახლსაც მივაგენით და გიორგი ოვაშვილმა კარზე მოურიდებლად დააკაკუნა. აღმოჩნდა, რომ ჩვენამდე აქ ბევრი ხალხი იყო: იაპონური ტელეკომპანია, რუსი ჟურნალისტები, ჩეჩნები, კა-გე-ბე, თუმცა ვერა პუტინა ყველას დუმილით შეხვდა. ჩვენ კი შევძელით დაგვერღვია მისი დუმილი, რადგან მას არ დავუსვი ტრადიციული მომაბეზრებელი კითხვა: თქვენ მართლა პუტინის დედა ხართ? უბრალოდ, დავინტერესდი, რას გრძნობს დედა, რომელმაც შვილი დაკარგა და უეცრად აღმოაჩინა, რომ ის დიდი და ცნობილი ადამიანია, ეს კითხვა მისთვისაც საინტერესო აღმოჩნდა და მითხრა, რომ მისი გრძნობებით, განცდებით ჯერ არავინ დაინტერესებულა. თავდაპირველად უბრალოდ ვსაუბრობდით, შემდეგ კი მივხვდი, რომ ეს საუკეთესო მასალა იქნებოდა ფილმისთვის. მთელი გადაღების განმავლობაში ვერა პუტინასთვის ერთხელაც არ მიკითხავს, სიმართლეა თუ არა მისი მონათხრობი, როგორც რეჟისორი, ვენდე... ევროპაში ყველა მეკითხებოდა: თქვენ თვითონ თუ გჯერათ, რომ ვერა პუტინა რუსეთის დღევანდელი პრემიერ-მინისტრის დედაა? - მეც სწორედ ეს უნდა მეკითხა: თუ გჯერათ, რომ თქვენი ფილმის მთავარი გმირი ვლადიმირ პუტინის დედაა? - იცი, არ მინდა, ბოლომდე ვიცოდე, სიმართლეა თუ არა ეს, რადგან ორივე შემთხვევაში სულისშემძვრელი ტრაგედიაა, პატარა ადამიანის დიდი ტრაგედია: თუ ეს სიმართლეა, ვერა პუტინას შვილი არასოდეს ცნობს, და თუ არ არის სიმართლე, ეს ნიშნავს, რომ ვერამ შვილი სამუდამოდ დაკარგა. - თქვენი მეუღლე ქართველი იყო, ხშირად ჩამოდიხართ საქართველოში, რა განსხვავებაა ქართულ და ჰოლანდიურ ხასიათს შორის? - ეს კითხვა აქტუალურია ჩემი მომავალი ფილმისთვის, რომელიც, როგორც გითხარით, ტექსელის ცნობილ აჯანყებას ეხება. ქართველი ჯარისკაცების როლს ჰოლანდიაში მცხოვრები ემიგრანტი ქართველები ასრულებენ, ძირითადად აფხაზეთიდან დევნილები, რომლებმაც შესანიშნავად იციან ჰოლანდიურიც და ქართულიც. რაც შეეხება მენტალურ განსხვავებას, ჰოლანდიელები უფრო პუნქტუალურები, სერიოზულები ვართ, საქართველოში კი დროის მიმართ სხვა დამოკიდებულებაა, - ასე ვთქვათ, - "ხვალ გამოჩნდება, რა იქნება მომავალში". ჩემი მეუღლის, საინტერესო რეჟისორის ტატო კოტეტიშვილის შემოქმედებითი საქმიანობაც ამ პრინციპს ემყარებოდა. როცა ძირითადი იდეა, მონახაზი მზად ჰქონდა, დანარჩენს იმპროვიზაციაზე აგებდა, მე კი ყველაფერი წინასწარ მაქვს განსაზღვრული. - საქართველოს პირველი ლედის, სანდრა რულოვსის დედამ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა: ჰოლანდიელი ქალი ყოველდღიურად მორთულ-მოკაზმული არ დადის, არც კოსმეტიკას ხმარობს ისე ჭარბად, როგორც ქართველებიო... ეთანხმებით მას? - დიახ, ასეა. ჩვენთან ქალი უფრო პრაქტიკული და საქმიანია. თუმცა, როცა საქართველოში ვარ, ვცდილობ, მეც ცოტათი ქართველი გავხდე და უკეთ გამოვიყურებოდე. ქალი ყველგან ქალია და მისთვის მთავარი ქალური ბედნიერება და შვილებზე ზრუნვაა... ვერა პუტინას ისტორიითაც ამიტომ დავინტერესდი. ”ყველა სიახლე” 09:00 / 23-10-2009
×
×
  • შექმენი...