Jump to content
Planeta.Ge

ლ ი ც ი

პლანეტელი
  • პოსტები

    7.714
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    3

ყველა პოსტი ლ ი ც ი

  1. ერთი სახის თემებია- ერთიანდება ერთი წუთით დაგისწრია
  2. http://i072.radikal.ru/0910/e6/cabdb8d52e34.jpg ჰოლივუდის ვარსკვლავი ენდი გარსია, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომზე გადაღებულ ფილმში, სავარაუდოდ, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის როლს ითამაშებს, დღეს საქართველოში ჩამოვიდა. იგი ამჟამად ბათუმში იმყოფება. აგვისტოს ომზე ფილმის გადაღება უკვე დაწყებულია. ფილმის რეჟისორი, ფინური წარმოშობის ჰოლივუდელი რენი ჰარლინი ორ კვირაზე მეტია საქართველოში იმყოფება. რეჟისორმა ფილმისთვის სცენები წალკასა და გორში უკვე გადაიღო. გადაღებები იქნება ვარძიაში, მცხეთასა და თბილისშიც. ფილმი მოგვითხრობს ამერიკელ ჟურნალისტსა და ოპერატორზე, რომლებიც საომარი მოქმედებების ცენტრში აღმოჩნდებიან და იბრძვიან იმისთვის, რომ მიუკერძოებელი პოზიცია შეინარჩუნონ. ,,ფილმი ომის საწინააღმდეგო ძლიერი განცხადება იქნება. დიდი ხანია ველოდი რაღაც არსებითსა და რეალურს. როდესაც სცენარი მივიღე, ზუსტად ის აღმოჩნდა, რასაც ვეძებდი - დიდი ადამიანური ისტორია, ტრაგიკული, სერიოზული ქვეტექსტებით. მივხვდი, რომ ეს არის შესაძლებლობა ჩემი, როგორც მძაფრსიუჟეტიანი ფილმების რეჟისორის გამოცდილება, რთული კონფლიქტის შესახებ მოსათხრობად გამოვიყენო”, - აცხადებს რენი ჰერლინი. ფილმის გადაღებები დაახლოებით ნოემბერში დასრულდება და კინოეკრანზე მაისში გამოვა. თითქმის ორსაათიანი ფილმი ინგლისურენოვანი იქნება, სადაც მთავარ როლებს უცხოელი მსახიობები შეასრულებენ, ქართველი მსახიობები კი მეორეხარისხოვანი როლებით დაკავდებიან. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ლიცემერი: მიშა მიწას რომ "ხნავს" ცხვირით ის კადრი თუ შევა ნეტავ ფილმში ვატრაკებ, სხვის ომში ყველა გენერალია და არავინ არ იცის მიშას ადგილზე ვინ როგორ მოიქცეოდა
  3. ირანმა დღეს მომხდარი ტერაქტის გამო პასუხისმგებლობა აშშ-ს დააკისრა 18 / 10, 2009 17:47 ირანმა დღეს მომხდარი ტერაქტის გამო, რომლის შედეგადაც ისლამური რევოლუციის დამცველთა კორპუსის მაღალჩინოსანი ოფიცრები დაიღუპნენ, პასუხისმგებლობა შეერთებულ შტატებს დააკისრა. ამის შესახებ “ფრანს პრესი” იუწყება. შესაბამისი განცხადება ირანის პარლამენტის სპიკერმა ალი ლარიჯანიმ გააკეთა. მისი შეფასებით, დღევანდელი ტერაქტი აშშ-ის ქმედებების შედეგია. “ეს ჩვენი ქვეყნის მიმართ ამერიკის მტრობის გამოხატულებაა”, - განაცხადა ლარიჯანიმ. ირანის სახელმწიფო ტელეკომპანიამ კი გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტერაქტის ორგანიზებაში უშუალოდ დიდი ბრიტანეთის მთავრობა მონაწილეობდა. თავად ისლამური რევოლუციის დამცველთა კორპუსის წარმომადგენლებმა კი ტერაქტის ორგანიზებაში აშშ-სთან დაკავშირებული “უცხოელი ელემენტები“ დაადანაშაულეს. ქალაქ ზახედანის პროკურორმა კი განაცხადა, რომ ტერაქტზე პასუხისმგებლობა სუნიტურმა დაჯგუფება “ჯანდალლამ” აიღო. ირანის სამხრეთში, ქალაქ პიშინიში დღეს მომხდარი ტერაქტის შედეგად, ბოლო ინფორმაციით, 31 ადამიანი დაიღუპა, 28 კი დაიჭრა. დაღუპულებს შორის არიან ისლამური რევოლუციის დამცველთა კორპუსის 6 ოფიცერი, მათ შორის კორპუსის სახმელეთო ჯარების სარდლის მოადგილე, გენერალი ნურ ალი შუშტარი. კორპუსის ოფიცრები ქალაქ პიშინში შიიტური და სუნიტური სათვისტომოების ლიდერების შეხვედრის ორგანიზებისთვის ჩავიდნენ. ირანული საინფორმაციო საშუალებების მონაცემებით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა “შაჰიდის ქამრის” საშუალებით განახორციელა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 მიზეზ-მიზეზ დოს მარილი აკლიაო-ასეა ირანელების საქმე
  4. თვე და თოთხმეტი დღეა აღარ ვეწევი. ინფარქტი მქონდა და შიშმა გადამაგდებინა
  5. dire საბოდიშო ნამდვილად არაფერი გითქვია ... გასატეხი არც მე მიკადრებია შენთვის. ძალიან კარგი და გონიერი უზერი ხარ, მაგრამ ,ჩემი აზრით, ხანდახან "ჩერესჩურ ნასტირნი"
  6. არ გაგიტყდეს , მაგრამ შენი კითხვა ვერ დავამუღამე, უფრო სწორად, ვერავინ ვერ დაამუღამა .ეტყობა ღრმა ალეგორიულ კონტექსტში გაქვს გააზრებული და განათლების ცენზი არ გვყოფნის. იქნებ უფრო მარტივად და გასაგებად დასვა კითხვა
  7. ერთი ისტორია ამოტივტივდა გონებაში...dire 1883 წელს ილია "ივერიისთვის წერს წერილს "შინაური მიმოხილვა", რომელიც ცენზურამ აკრძალა. მოკლედ, წერილში არის ფრაგმენტები, რომელიც თითქოს დღევანდელ დღეზეა დაწერილი: "მაშინ რომ ქართველისთვის გეკითხათ, რას ფიქრობთ, რა გსურთო"...აბა მიხვდი ჩემო dire, თუ რას უპასუხებდა ილიას დროინდელი ქართველი
  8. ნამდვილად არ ვიცოდი :husein: ვიცით ქაბატონო, ვიცით
  9. მაინც ვერ გავიგე რა ჭირი და ოხრობაა
  10. უპრიანი იქნება თუ ადმინისტრაციულ განყოფილებაში "გავაიასნებთ". ახლა კი ძალიან გთხოვთ თემას ნუ აოფებთ...tb_parazitka
  11. ზედმეტი მოგდის tb_parazitka . ძალიან დამავალებ თუ დაწყნარდები
  12. tb_parazitka ამ სმაილიკით შენ გინდა მითხრა, რომ ამიერიდან ჩვენს შორის მოციქული მხოლოდ დაშნა იქნება? კი ბატონო, დაე ამიერიდან ჩვენს შორის მხოლოდ დაშნამ ილაპარაკოს რავი, ჩემი აზრით, უპრიანი იქნება თუ ამ მხიარული პოსტით მოვყომარდებით
  13. გასასწორებდა რომელია, მაგრამ მაგრე სად არის ერთი მეტაფორა-პარალელი მინდა გამოვიყენო გოდერძი ჩოხელი და მისი „სიკვდილთან ღრეობა“ ამოტივტივდა გონებაში სიკვდილსა და ადამიანებს შორის ასეთი საუბარი იმართება: "– მაინც რატომ გვკლავ, ჰა? – იმიტომ, რომ სიკეთე მინდა თქვენთვის. – ეს რა სიკეთეა, შვილო? – აბა, მაშ, სუ ადამიანები ხომ არ იქნებით? – რატომაც არა... – არ შაგწყინდებათ? – რო დავბერდებით, მერე რაც გინდა, ის გვიყავი. – ყველა რომ დაბერდეთ, მაშინ სიცოცხლეს ფასი აღარ ექნება". ასეა ეს ჩემო newstudio , ყველაფერი რომ ვიცოდეთ, მაშინ სიცოცხლეს ფასი აღარ ექნებოდა
  14. ნაციონალური როტაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში - გია ხუბუას - გიგი თევაზძე შეცვლის 2009 წლის 17 10, შაბათი - 16:21 თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დიდი ცვლილებების მოლოდინშია, პოლიტიკურ კულუარებში უკვე დარწმუნებით საუბრობენ, რომ ამჟამინდელ რექტორს, გია ხუბუას თანამდებობიდან გაათვისუფლებენ და მის ადგილს “თავისუფლების ინსტიტუტის” სახე, გიგი თევზაძე დაიკავებს, ხუბუამ შანსი ვერ გამოიყენა და “ნაციონელაებს” თავისი ეფექტიანობა ვერ დაუმტკიცა, ოპოზიციის საპროტესტო აქციებზე, უნივერსიტეტის სტუდენტები სხვებზე მეტდ აქტიურობდნენ და ქუჩების გადაკვეტვა თუ მიტინგები, სტუდენტების ინიციატივით, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ ინტენსიურად ხდებოდა, გიგი თევზეაძე კი “სოროსულად” ნაწრთობი კადრია და სახელისუფლებო პიარს სერიიდან - “პირველად საქართველოს ისტორიაში” ინტენსიურად აუბავს მხარს – მიაჩნიათ საკადრო ცვლილების მომხრეებს. თუ როდის მოხდება სახელისუფლებო როტაცია, ამას ვერ აკონკრეტებენ, თუმცა მიახლოვებით ვადებს ასახელებენ – ნოემბერს აღარ გასცდებაო, ხელისუფლების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ისიც გვითხრა, რომ ხუბუას განთავისუფლება, ბევრად ადრე იგეგმებოდა, თუმცა შემოდგომისთვის, ოპოზიციის ახალი გამოსვლების მოლოდინი არსებობდა და გადაწყვიტეს მისი გაშვება ამ დროისთვის გადაედოთ, როგორც წესი, ნებისმიერი მოთხოვნის აქციებს, თან საზოგადოებრივი მაუწყებლისა და უნივერსიტეტის რექტორის გათავისუფლების მოთხოვნებიც სდევს და ეს კარტი, ყოველი შემთხვევისთვის ნაციონალურ რეზერვში გადაინახეს. http://www.fact.ge/news.aspx?i=a99ecf54-d8...16-4706ccfcabfd ამ ჭორს მეც მოვკარი ყური
×
×
  • შექმენი...