-
პოსტები
7.714 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
3
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი ლ ი ც ი
-
ჰოოოდა მეც მანდ ვარ, ეს მასტი უსინდისო და შესაბამისად არაკაცია
-
არა მარტო სასამართლო ჩემო დიტო, არამედ ხალხი, სინდისი და ისტორიაც მსაჯულია
-
babuagiorgi :maladec:
-
რუსეთში გაქცეული ქართველი ჟურნალისტი ცდილობს საზოგადოებას, მტრის მხარეზე გადასვლის მიზეზები აუხსნას 2009 წლის 21 10, ოთხშაბათი - 16:52 ჟურნალისტი ლევან გუდაძე, რომელიც ერთი თვის წინ, საქართველოსთან საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის, რუსეთის, მხარეს გადავიდა და პრაქტიკულად, საქართველოს მტერს, თავშესაფარი სთხოვა (და მიიღო კიდეც) საზოგადოებას ღია წერილს უგზავნის და საკუთარი ქმედების ახსნას ცდილობს. საინფორმაციო სააგენტო ”ფაქტის” რედაქცია არ იზიარებს და არ ეთანხმება გუდაძის მიერ მოყვანილ არცერთ მიზეზს, რის გამოც მან არჩევანი საქართველოს მტრის სასარგებლოდ გააკეთა და შეახსენებს, რომ ხელისუფლების მხრიდან დევნა, საკმარისი საფუძველი არ არის საკუთარი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წასვლისა. ჩვენთვის გაუგებარია, ხელისუფლებისგან შევიწროვებულმა, რატომ არ მიმართა თავშესაფრის მოთხოვნით გერმანიას, საფრანგეთ ან თუნდაც თურქეთს, სადაც გადასვლა ფორმალური თვალსაზრისით არანაკლებ მარტივია, თუმცა ლევან გუდაძე საქართველოს მტერს, კოკითს მიადგა და სეპარატისტული ცხინვალის გავლით გეზი პირდაპირ მოსკოვისკენ აიღო , მიუხედავად ამისა, გუდაძის მიერ გამოგზავნილ წერილს, რომლის ადრესატიც ”ქართული საზოგადოებაა” უცვლელად განსჯისათვის გთავაზობთ ღია წერილი ქართულ საზოგადოებას პატივცემულო საზოგადოებავ, 2009 წლის 3 სექტემბერს, მე ჟურნალისტმა, ლევან გუდაძემ ოჯახთან ერთად საქართველოს ტერიტორია დავტოვე და პოლიტიკური თავშესაფრის მონიჭების თხოვნით რუსეთის ფედერაციას მივმართე. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელებისთანავე მიხეილ სააკაშვილის კრიმინალურმა რეჟიმმა ჩემი პიროვნების დისკრედიტირებისკენ მიმართული P.R.კამპანია დაიწყო, რომელიც დღემდე გრძელდება. ზემოთ თქმულიდან გამომდინარე თავს ვალდებულად ვთვლი დაინტერესებულ საზოგადოებას თავად მოვახსენო ის, თუ რეალურად რა მიზეზების გამო დავტოვე საქართველო და რა მეთოდების გამოყენებით ცდილობს სააკაშვილის რეჟიმი ჟურნალისტის მიერ ქვეყნის იძულებით დატოვების ფაქტით გამოწვეული ნეგატიური საერთაშრისო გამოხმაურებისა და აქედან გამომავალი შედეგების მინიმიზირებას. უპირველეს ყოვლისა მინდა ავღნიშნო, რომ 2008 წლის 23 აპრილს დავაფუძნე და ვხელმძღვანელობდი საინფორმაციო სააგენტო აი-ტი-ენ ექსკლუზივს. იმ დროისთვის და დღეს ქვეყანაში არსებული საინფორმაციო ვაკუუმის გარღვევისა და კრიმინალური რეჟიმის მიერ "წარმატებული და დემოკრატიული საქართველოს" სახით შექმნილი ვირტუალური რეალობის დემონტაჟის მიზნით, რედაქციის უმთავრეს ამოცანად და პრიორიტეტად ობიექტური ინფორმაციით მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირება დაისახა.შედეგმა არ დააყოვნა და უმოკლეს ვადაში საინფორმაციო სააგენტომ საკუთარი ადგილი დაიმკვიდრა ქართულ მედიასივრცეში, როგორც პრაქტიკულად ერთადერთმა რეალურად დამოუკიდებელმა რედაქციამ. ვფიქრობ სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ საინფორმაციო სააგენტოსადმი სააკაშვილის რეჟიმის ნეგატიური დამოკიდებულება არაადეკვატურში გადაიზარდა და რედაქციაზე ზეწოლის მიზნით ინტენსიური ხასიათი მიიღო მუქარის წერილებმა და სატელეფონო ზარებმა. სააგენტოს ვებ-გვერდის ბლოკირების მიზნით კი მკვეთრად გაუარესდა ინტერნეტ პროვაიდერის (კავკაზუს ონლაინის) მხრიდან რედაქციის ინტერნეტით უზრუნველყოფის ხარისხი და გახშირდა "ხაკერული" თავდასხმები (ე.წ. დოს შეტევა). საინფორმაციო სააგენტო განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში აგვისტოს მოვლენების დროს და მომდევნო პერიოდში აღმოჩნდა, რადგან რედაქციის მიერ საომარი მოქმედებების გაშუქება და საზოგადოებისადმი მიწოდებული ინფორმაციები რადიკალურად განსხვავდებოდა სააკაშვილის რეჟიმის პროპაგანდასა და მის მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებებით გასული ინფორმაციებისგან. გავიხსენებ რედაქციაზე ზეწოლისა და მუქარის ერთ-ერთ ფაქტს მრავალთაგან, თუმცა ერთობ საგულისხმოს. ვგულისხმობ იმას,რომ საომარი მოქმედებების შედეგად დაჭრილი ჯარისკაცების, კონფლიქტის ზონიდან დევნილი მოსახლეობისა და საკუთარი სხვა საინფორმაციო წყაროების მონაცემებზე დაყრდნობით რედაქციის მიერ ქართული არმიის დანაკარგების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების მყისიერი ნეგატიური რეაქცია მოყვა, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძემ, მოგვიანებით კი არაერთმა სხვა თანამდებობის პირმა, პირდაპირ სატელევიზიო ეთერში დაადანაშაულა აღნიშნული ინფორმაციის პირველწყარო ანუ საინფორმაციო სააგენტო აი-ტი-ენ ექსკლუზივი ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში და რედაქციასთან მიმართებაში სადამსჯელო სანქციების გატარებით დაიმუქრა. საბოლოო ჯამში კრიმინალურმა რეჟიმმა მუქარა სისრულეში მოიყვანა, თუმცა, როგორც უკვე ავღნიშნე რედაქციისადმი ხელისუფლების არაადეკვატური დამოკიდებულების მიზეზი არა მხოლოდ ქართული არმიის რეალური დანაკარგების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, არამედ მთლიანობაში აგვისტოს ტრაგიკული მოვლენებისა და შემდგომი პერიოდის გაშუქება და საზოგადოების წინაშე პირველად დასმული მწვავე კითხვები გახდა. შეგახსენებთ რომ 2008 წლის 8,9,10 აგვისტოს ანუ მაშინ, როცა პრაქტიკულად ყველა ქართული მედია საშუალება დაჟინებით იმეორებდა სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმის პროპაგანდას თითქოს საქართველოს შეიარაღებული ძალები აკონტროლებდნენ სამხრეთ ოსეთის ყველა დასახლებულ პუნქტს გარდა ჯავისა, ერთადერთი რედაქცია, რომელიც საზოგადოებას 24 საათიან რეჟიმში აწვდიდა რეალურ ინფორმაციას კონფლიქტის ზონაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით გახლდათ აი-ტი-ენ ექსკლუზივი. მინდა გითხრათ რომ ამაყი ვარ რედქციის ჟურნალისტური კოლექტივის მიერ აგვისტოს კრიტიკულ დღეებში გაწეული საქმიანობის ხარისხით, რადგან ჩემს ხელთ არსებული მონაცემების თანახმად აი-ტი-ენ ექსკლუზივის ინფორმაციებზე დაყრდნობით სულ ცოტა ათეულობით მშვიდობიანმა მოქალაქემ დროულად დატოვა სამხრეთ ოსეთის, გორის რაიონისა და ქალაქ გორის ტერიტორია და ვინ იცის ამით სიცოცხლე შეინარჩუნა. აი-ტი-ენ ექსკლუზივი გახლდათ რედქცია, რომელმაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის ოპერაციისა და ამ ოპერაციაში თავდაცვის სამინისტროს შენაერთების მონაწილეობის კანონიერება. აი-ტი-ენ ექსკლუზივი გახლდათ ის რედაქცია, რომელმაც ქართული არმიის მიერ ქალაქ ცხინვალის საარტილერიო დაბომბვის ფაქტი და რეგიონში დისლოცირებული რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო ძალებზე თავდასხმა სამხედრო დანაშაულთან დააკავშირა. სწორედ აი-ტი-ენ ექსკლუზივმა დასვა პირველმა კითხვა იყო თუ არა მიხეილ სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმის მიერ სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონის წინააღმდეგ დაწყებული საომარი მოქმედებები და ქალაქ ცხინვალის მასირებული საარტილერიო დაბომბვა ოსი ხალხის გენოციდის მცდელობა და 90 წლებში საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ ოსი ეროვნების მოქალაქეებთან მიმართებაში განხორციელებული ეთნოწმენდის გაგრძელება. მიუხედავად რეჟიმის მიერ განხორციელბული ზეწოლისა სწორედ აი-ტი-ენ ექსკლუზივის მეშვეობით იღებდა დაინტერესებული საზოგადოება ობიექტურ ინფორმაციას ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ მიმდინარე პროცესების შესახებ და მით უფრო სამწუხაროა რომ არსებობისთვისა და მოსახლეობის ინფორმირებისთვის პრაქტიკულად 1 წლიანი ბრძოლის შემდეგ საინფორმაციო სააგენტომ 2009 წლის 25 ივნისს ფუნქციონირება შეწყვიტა. რედაქციის იძულებითი დახურვის მიუხედავად არ შემწყდარა პირადად ჩემზე ზეწოლის ფაქტები, რაც როგორც ჩანს იმით იყო განპირობებული, რომ პუბლიცისტური საქმიანობა არ შემიწყვეტია და საკუთარ ხედვას საზოგადოებისთვის აქტუალურ საკითხებზე სხვადასხვა ინტერნეტ რესურსებზე ვაქვეყნებდი. შედეგად მუქარის წერილები და სატელეფონო ზარები ოჯახის წევრების მიმართაც დაიწყო, რაც სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმის შინაარსისა და რაობიდან გამომდინარე სხვა გზას არ მიტოვებდა თუ არა საქართველოს დაუყოვნებლივ დატოვებას. ასეც მოხდა და დღეს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ვიმყოფები. თავად განსაზღვრეთ სწორი იყო თუ არა ოჯახის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით გადადგმული ეს ნაბიჯი, თუმცა, როგორც მოქალაქე და როგორც ჟურნალისტი ვაცნობიერებ რა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის ანტისახელმწიფოებრივ შინაარს, თავს ვალდებულად ვთვლი გავაგრძელო და ბოლომდე მივიყვანო დაწყებული საქმე და ჩემი წვლილი შევიტანო საქართველოში არსებული კრიმინალური-ტოტალიტარული რეჟიმისა და კორუმპირებული პოლიტიკური სისტემის დემონტაჟში. ლევან გაუდაძე აპროტესტებს მის მიმართ მოღალატისა და სამშობლოს გამყიდველის სტატუსის მინიჭებას, თუმცა ამავე წერილის დასასრულს, თავადვე ადასტურებს, რომ ყველა ”წოდება” რომელიც მას საქართველოს მტრის მხარეზე გადასვლის გამო მიენიჭა, არათუ საფუძვლიანი, არამედ მოკრძალებულიც არის, და სიტყვა სიტყვით იმეორებს რუსეთის ყველაზე რეაქციული და საქართველოსადმი აგრესიულად განწყობილი ნაწილის ბრალდებებს, ჩდილოეთ კავკასიაში მოქმედი ბანდფორმირებებთან აქტიურად თანამშრომლობის შესახებ. როგორც ჩანს რუსეთში თავშესაფრის და საარსებო წყაროს მიღება არცთუ ისე ”იაფი” ღირს და მსგავსი წერილების ინფორმაციის გავრცელება საზღაურის ნაირსახეობაა. "აღნიშნულიდან გამომდინარე ვსარგებლობ შემთხვევით და მოგაწვდით ინფორმაციას, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს სააკაშვილის რეჟიმის ანტისახელმწიფოებრივ და კრიმინალურ შინაარსს. კონკრეტულად კი მოგახსენებთ, რომ ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად სააკაშვილის დაქვემდებარებაში მყოფი სპეც სამსახურები, კუდ-ი (შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი) და სოდ-ი (შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი) აქტიურად თანამშრომლობენ ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიაზე იატაკქვეშეთში მოქმედ ტერორისტულ ბანდ ფორმირებებთან. აღნიშნული დაჯგუფებები სააკაშვილის სპეც-სამსახურების ხაზით იღებენ დახმარებას ლოგისტიკის, სპეც-აღჭურვილობისა და ცოცხალი ძალის სახით. გარდა ამისა, ჩრდილოეთ კავკასიაში მოქმედი ტერორისტული დაჯგუფებების მხარდაჭერისა და რეგიონში ვითარების უკიდურესი ესკალაციის მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე სპეც-სამსახურების ხაზით შექმნილია კერძო კომპანიების საფარქვეშ მოქმედი ბანაკების ქსელი, სადაც რუსეთის ფედერაციისა და სხვა ქვეყნების რადიკალურად განწყობილი მოქალაქეები სპეციალურ მომზადებას გადიან დივერსიულ საქმიანობაში, შემდგომში მათი რუსეთის და სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე გადასრილის მიზნით. აგრეთვე აღსანიშნავია, რომ სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმის მიერ სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის ბაზაზე გასაიდუმლოებულ ვითარებაში იქმნება უკანონო შეიარაღებული ფორმირებები, რომელთა ამოცანას არაღიარებული რესპუბლიკების ტერიტორიაზე დივერსიული და პარტიზანული მოქმედებების წარმოება წარმოადგენს.” წერილის ფინალს, ღია ანტისახელმწიფოებრივი მოწოდებების გამო აღარ ვაქვეყნებთ, გუდაძე ამას რათქმაუნდა ”სააკაშვილის მედიის” სინდრომით ახსნის, მაგრამ ”რატომღაც” მიგვაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუცია და სახელმწიფოს ინტერესები, თუნდაც მას მიუღებელი ხელისუფლება მართავდეს, გუდაძის შეხედულებეზე მაღლა დგას, რაც შეეხება მის მეორე წერილს, რომელიც საქართველოს საინფომაციო საშუალებებს ეძღვნება, და ამტკიცებს რომ საქართველოში თავისუფალი მედია არ არსებობს და ერთ გამონაკლისსაც კი არ უშვებს, უახლოეს პერიოდში აუცილებლად შემოგთავაზებთ. (”ფაქტის” რედაქცია ) http://www.fact.ge/news.aspx?i=10a559b4-a4...99-9bc2b55694f2 ლიცემერი: ეჰ, ჩემო ლევან, არის სიმართლე, რომელიც სინდისითაა ნაკარნახევი და არის სიმართლე, რომელიც სინდისის მონაწილეობის გარეშეა შეკოწიწებული. შენი "სიმართლე" სინდისის გარეშეა შეკოწიწებული. მაგრამ შენი უბედურება არის ის , რომ სინდისი კი არ მიგაჩნია მთავარ მსაჯულად, არამედ დედა ##### რუსები
-
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
kisa ენამ დავიწყება იცისო, ხომ გაგიგია? მადლობთ -
http://s52.radikal.ru/i135/0910/e6/4477751f3260.jpg http://s45.radikal.ru/i107/0910/01/394194b2d571.jpg Э. Кокойты: "Фильм о Южной Осетии будет снимать другой режиссер!" Как стало известно, сербский режиссер Эмир Кустурица отказался снять фильм о войне в Южной Осетии в августе 2008 года. Об этом сообщает британское издание The Guardian. Свой отказ режиссер объяснил чрезвычайной занятостью. "Я не принял это предложение, так как связан иными обязательствами на ближайшие четыре года", - рассказал режиссер Напомним, сербский режиссер обещал снять фильм о войне в Осетии еще в 2008 году. Предполагалось, что картина будет базироваться на статьях, написанных журналисткой Фатимой Салказановой. Соответствующие переговоры были проведены между Э. Кустурицей и Полномочным представителем Северной Осетии при Президенте РФ А.Тотооновым. В начале октября 2009 года Э.Кустурица побывал в Южной Осетии якобы для сбора материала. Наш журналист Кирилл Комаров побывал в Южной Осетии где встретился с Президентом Республики, Его превосходительством Эдуардом Кокойты, чтобы узнать причины побудившие сербского режиссера отказаться от проекта и выяснить судьбу будущего фильма после отказа Кустурицы. - Эдуард Джабеевич, стало известно, что Эмир Кустурица отказался снимать фильм о войне в Южной Осетии. Как вы на это отреагировали? - Нормально отреагировал. Он принял правильное решение. - Правильное? - Конечно. Я встретился с ним по прибытии в Цхинвал, мы поговорили по душам и я понял, что он не сможет снимать этот фильм... - Почему вы так думаете? - Просто, он не знает нашей специфики. Фильм о Южной Осетии должен снимать осетин. Эта наша принципиальная позиция! - А кто будет снимать этот фильм? - Мы посовещались и решили поручить это дело Борису Чочиеву. - Так, он ведь не режиссер, насколько мне известно. - У вас информация не верная. Бориса Елиозович одно время занимался в Москве бизнесом - торговал осетинским пивом. И его ларек, между прочим, стоял прямо напротив ВГИКа. Сам Никита Сергеевич Михалков часами сидел у него и они разговаривали об искусстве и кино... - Ладно... Но ведь, чтобы у фильма был хороший мировой прокат надо что б там снимались звезды... - А у нас и будут играть звезды... У нас будут играть... постойте, у меня где-то бумажка была... (ищет бумажку)... а... вот она... Значит, так: Кокойты Эдуард Джабеевич, Президент Южной Осетии - Леонардо ди Каприо Путин Владимир Владимирович, Премьер-министр Российской Федерации - Бред Питт. - Но ведь эти актеры одни из самых высокооплачиваемых - каков в таком случае бюджет фильма? Согласятся ли они сниматься? - Согласятся, не беспокойтесь. Стоит только ди Каприо приехать в Цхинвал, как мы ему сделаем предложение, от которого он не сможет отказаться! - Ну что ж, тогда мне остается вам только пожелать успехов и благодарю за интервью Эдуард Джабеевич. - Спасибо вам и передайте привет читателям вашего журнала... Как его название? - "Настоящее кино". http://virtualcollector.blogspot.com/2009/...-post_7873.html ლიცემერი: ჩემმა ხითხითმა უცებ წალეკა ათასი უზერი (ოცნებას კაცი არ მოუკლავს ) . (პლანეტაზე ირეოდა მათი მოხითხითე ავატარების შიშველი მკლავები და ფეხები) :siriko:
-
საქართველოს საპატრიარქომ საგანგებო განცხადება გაავრცელა
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
საქართველოს პოლიტიკური სპექტრი, თავის ხელისუფლებიან ოპოზიციიანად (უმრავლესობა) მართლმადიდებელია და ისინი მართლა რომ მოქმედებდნენ ქრისტიანული ღირებულებებით, მაშინ ბევრი პრობლემატური საკითხი, თავიშტავად მოიხსნებოდა დღის წესრიგიდან, რადგან ამ საკითხებზე მართლმადიდებლობას გააჩნია ზუსტად ჩამოყალიბებული ფორმულირებები, რომლებიც, წესით და რიგით, საერთო უნდა იყოს მართლმადიდებელი ხელისუფლებისათვის და მართლმადიდებელი ოპოზიციონერებისათვის...Saturn -
საქართველოს საპატრიარქომ საგანგებო განცხადება გაავრცელა
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
+სამშობლოს წინაშე საერთო პასუსისმგებლობის გრძნობა დავკარგეთ ჩემო სატურნ, გრძნობა , რომელიც ეგოიზმა შეცვალა -
იაპონია ,-newstudio :siriko: :maladec: სათაური ჩავასწორე
-
http://s14.radikal.ru/i187/0910/89/bde6a2dc961d.jpg The Guardian - ემირ კუსტურიცამ რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ ფილმის გადაღებაზე უარი თქვა ემირ კუსტურიცამ რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ ფილმის გადაღებაზე უარი თქვა. ამის შესახებ ”The Guardian” იუწყება. გავლენიანი ბრიტანული გამოცემის სტატიაში, სადაც საქართველოში ჰოლივუდური ფილმის გადაღებებია მიმოხილული, ავტორი ემირ კუსტურიცას საკითხსაც ეხება. სტატიის ავტორი წერს, რომ იმ დროს, როდესაც ჰოლივუდელი რეჟისორი რენე ჰარლინი, ჰოლივუდის ვარსკვლავის მონაწილეობით ბლოკბასტერს იღებს ქართულ-რუსულ კონფლიქტზე, სერბი რეჟისორი ამ პროექტზე რუსეთს უარს ეუბნება. ''სერბმა რეჟისორმა კუსტურიცამ გაამხილა, რომ მან უარი თქვა რუსეთის წინადადებაზე გადაეღო სხვა ფილმი ომის შესახებ. ”მე არ მივიღე ეს წინადადება, რადგან მომავალი ოთხი წლის მანძილზე სხვა კონტრაქტზე მაქვს აღებული ვალდებულება ”, - ნათქვამია ”The Guardian”-ის სტატიაში. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ლიცემერი: ჩაუვარდათ რუსებს კოვზი ნაცარში
-
საქართველოს საპატრიარქომ საგანგებო განცხადება გაავრცელა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის წინააღმდეგ ინტერნეტით გავრცელებული შეურაცხმყოფელი ვიდეორგოლების გამო საპატრიარქომ საგანგებო განცხადება გააკეთა. ბრიფინგი საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, მამა დავით შარაშენიძემ გამართა. “ქრისტიანობა ქართული სახელმწიფოსთვის გამაერთიანებელ ძალას და იდეოლოგიურ საყრდენს წარმოადგენს და ამიტომ მას ებრძვიან. პატრიარქის და ეკლესიის წინააღმდეგ წარმოებული ინფორმაციული კამპანია მიზნად ისახავს ეკლესიისადმი უნდობლობის დანერგვას, რათა შემდეგ ადვილად მოშალონ ქართული სახელმწიფოს საფუძვლები, ჩვენი ფუნდამენტური ღირებულებები და საქართველოს მომავალი ქართული ტრადიციებისთვის უცხო და მიუღწეველ წესებზე დაამყარონ”, - ნათქვამია განცხადებაში. განცხადების მიხედვით, საქართველოს ეკლესიის მრევლი, საერთოდ ხალხი აღშფოთებულია საკუთარი ღირსებისა და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის გამო და პასუხს ითხოვენ. ეკლესია მოუწოდებს მათ, გააძლიერონ ლოცვა და შეინარჩუნონ სიმშვიდე. საპატრიარქო აცხადებს, რომ სასულიერო პირების ჩართვა დისკუსიებსა და პოლემიკაში არის მტრული ძალების მიერ დაგეგმილი პროვოკაციის ნაწილი და ამას საზოგადოება არ უნდა აყვეს. განცხადების მიხედვით, საპატრიარქო მიმართავს საზოგადოებრივ მაუწყებელს ინიციატივით, რომ საპატრიარქოს მიერ შეთავაზებულ საზოგადოების წარმომადგენლებს პირდაპირ ეთერში მისცენ საშუალება, პასუხი გასცენ ბოროტ განზრახვას და ქმედებებს. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 “ქრისტიანობა ქართული სახელმწიფოსთვის გამაერთიანებელ ძალას და იდეოლოგიურ საყრდენს წარმოადგენს და ამიტომ მას ებრძვიან. პატრიარქის და ეკლესიის წინააღმდეგ წარმოებული ინფორმაციული კამპანია მიზნად ისახავს ეკლესიისადმი უნდობლობის დანერგვას, რათა შემდეგ ადვილად მოშალონ ქართული სახელმწიფოს საფუძვლები" ლიცემერი: მეტსაც ვიტყვი, ქართული სახელმწიფო, თავის შინაარსით, ღირებულებათა სისტემით, საერთოდ ვერ აშენდება თუ მას მართლმადიდებლობა არ დაედო საფუძვლად. "ქართულმა იდეამ რომ ხორცი შეისხას სდა განვითარდეს, საჭიროა ქართული ეკლესიის გარშემო გაერთიანდეს სახელმწიფოს და საზოგადოების ძალისხმევა-ბრძანა პატრიარქმა. ასეა ეს და ამიტომ, ჩემი აზრით, ეკლესია უნდა იყოს ცენტრი, ეკლესია უნდა იყოს ორიენტირთა მთავარი განმსაზღვრელი, ხელისუფალთა და მოქალაქეთა ცხოვრების საერთო წესის დამდგენი ჰეი, არ შემჭამოთ :siriko: გააჩერეთ პლანეტა, უნდა ჩავიდე! :
-
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Helena222 ყოჩაღ ჭირიმე :siriko: :tashi: -
სენაკის სარკინიგზო მაგისტრალის თეკლათის მონაკვეთზე აფეთქება მოხდა 21 / 10, 2009 10:28 აფეთქება მოხდა წუხელ სენაკის სარკინიგზო მაგისტრალის თეკლათის მონაკვეთზე. აფეთქების ტალღა იმდენად ძლიერი იყო, რომ რელსებიდან გადავიდა სატვირთო მატარებელი, რომელსაც მაზუთი გადაჰქონდა. აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია. აღნიშნულ ფაქტს უკვე მიეცა დივერსიის კვალიფიკაცია. წუხელ, მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა აღდგენითი სამუშაოები. მაგისტრალის აფეთქების გამო გადაკეტილი იყო, როგორც რკინიგზა, ისე - საავტომობილო გზაც. შემთხვევის ადგილზე წუხელვე იმყოფებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთში პრეზიდენტის რწმუნებული ზაზა გოროზია და შპს “საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორი ირაკლი ეზუგბაია. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
-
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ჰეი, წავედი სამსახურში და აბა თქვენ იცით ეს თემა არ ჩამიძიროთ :eshmak: თორემ "ნარუჩნიკებს" დაგადებთ და დაგაპატიმრებთ ყველას -
თეა თუთბერიძის მორიგი ამაზრზენი გამოხტომა
ლ ი ც ი replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მივაქციე და ამისთვის დიდი მადლობა...chombe :maladec: -
სექსი ბიცოლა ვერ გაქაჩავს? :eshmak:
-
თეა თუთბერიძის მორიგი ამაზრზენი გამოხტომა
ლ ი ც ი replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
machkatela http://planeta.ge/index.php?showtopic=12437 -
თეა თუთბერიძის მორიგი ამაზრზენი გამოხტომა
ლ ი ც ი replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მოგესალმები პლანეტაზე chombe კი ბატონო, თუ გსურს ცალკე თემად გახსენი იმედი მაქვს, რომ ის პატარა გაუგებრობა ჩვენს შორის წარსულს ჩაბარდა? -
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მეც მანდ ვარ. лицемерит Миша :eshmak: გამარჯობა ბატონო ძუკუ:maladec: -
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება ამ ბოლო ხანს პრესაში და ინფორმაციის სხვა საშუალებებით გავრცელდა რამდენიმე გამონათქვამი, რომელიც შეიცავს შეურაცხმყოფელ განცხადებებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლის მიმართ. ჩვენი აზრით, ეს არაეთიკური გამოხტომები, ნებით თუ უნებლიეთ ემსახურება საზოგადოების გახლეჩვას. მათი ავტორები სარგებლობენ ეკლესიის ზოგადი თავშეკავებით პოლიტიკურ საკითხებზე და ამიტომ პასუხის გაცემის შეუძლებლობით ცდილობენ იაფფასიანი პოპულარობის მოპოვებას. საქართველო მთელს რეგიონში დებატების სიმძაფრით და მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა, რაც დემოკრატიული და მისასალმებელია. ამავე დროს, საქართველოს პრეზიდენტის აზრით, ეკლესიის პროვოცირება და მისი ძალაუნებურად პოლიტიზირების მცდელობა საქართველოს არაკეთილმოსურნეთა ინტერესებს უწყობს ხელს. პრეზიდენტისთვის მიუღებელია ამგვარი ქმედებები და გამონათქვამები. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დიდი ღვაწლისა და დამსახურების მქონე მოღვაწეა და საზოგადოების, მათ შორის პრეზიდენტის მხრიდან დიდი მხარდაჭერით და პატივისცემით სარგებლობს. ჩვენ ყველა დემოკრატიულ პოლიტიკურ საშუალებას მივმართავთ რათა დავიცვათ მისი რეპუტაცია და არავის მივცეთ თავისუფლების პრინციპების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია http://www.president.gov.ge/?l=G&m=0&a...m=1&id=3060 ლიცემერი: ეჰ, მიშას სატკივარს ვინ გაიგებს... ვინ გაიგებ და ვინ გაითავისებს, თუ რისთვის სტირის ის : უზერებო, მიპასუხეთ უმალ: :ena: გულწრფელი სიტყვებია თუ ნიანგის ცრემლი? პ.ს. შეცდომაა:საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია სწორია: სიყალბრთველოს პრეზიდენტის :eshmak: ადმინისტრაცია
-
იდეები კი მომწონს, მაგრამ...
-
გამსახურდიას სიკვდილის მიზეზებს დაადგეგენ???
ლ ი ც ი replied to machkatela's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
machkatela ბრავო, ჩემო ქალბატონო, ბრავო :2kiss: :maladec: -
მეც მანდ ვარ
-
ერთი სახის თემებია-ერთიანდება
-
და რატომ? ადამიანმა კაცურად გაგცათ პასუხი მოკლედ, ან მორჩებით თემის გაოფებას, ან დავიწყებ ბანების დარიგებას...vitaminC