-
პოსტები
7.714 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
3
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი ლ ი ც ი
-
დღეს ,17 ოქტომბერს კახა კუკავა პლანეტას სტუმარი
ლ ი ც ი replied to newstudio's თემა in მოწვეული სტუმრები
მადლობთ თქვენ ბატონო კახა :maladec: -
დღეს ,17 ოქტომბერს კახა კუკავა პლანეტას სტუმარი
ლ ი ც ი replied to newstudio's თემა in მოწვეული სტუმრები
ამ კითხვაზე პასუხი მაინტერესებს -
დღეს ,17 ოქტომბერს კახა კუკავა პლანეტას სტუმარი
ლ ი ც ი replied to newstudio's თემა in მოწვეული სტუმრები
ბატონო კახა, რ ო დ ე მ დ ე ?! -
რა ხდება- ვინ მმკ?
-
ქართული პრესის მიმოხილვა 17.10.2009 • გოგა ხაინდრავა - “კომბალს პანღური უნდა მივაყოლოთ... თუ ხალხი არ გამოგვყვება, მაშინ სააკაშვილს გაჰყვება უფსკრულში” • კახა კაციტაძე - “ჩარეცხვა” ამერიკულად ანუ სააკაშვილის “მისია” დასრულებულია • აგვისტოს ომზე ფილმის რეჟისორი რენი ჰერლიხი - “რაღაც მნიშვნელოვანს გავაკეთებ, რაღაც ისეთს, რითაც ვიამაყებ” გოგა ხაინდრავა - “კომბალს პანღური უნდა მივაყოლოთ... თუ ხალხი არ გამოგვყვება, მაშინ სააკაშვილს გაჰყვება უფსკრულში” “მე სააკაშვილის ხელისუფლებაში როცა ვიყავი, არ ვიცნობდი სააკაშვილს. თანამდებობაზე ზურაბ ჟვანიამ მომიყვანა და მერე გამაცნეს სააკაშვილი. ერთი-ორი შეხვედრა მქონდა სააკაშვილთან, მაგრამ პირადი ნაცნობობა არასოდეს მქონია. მე ვიცოდი, რომ სააკაშვილი ყოფილი მოქკავშირელი იყო და საერთოდაც არ მაინტერესებდა ის. შემდეგ, როცა ქვეყანაში ვითარება შეიცვალა, ჭაობში, რომელიც თავის დროზე შევარდნაძემ გააჩინა, ძალაუფლება პირდაპირ იქ ეგდო. ამ დროს ყველაზე სწრაფი და ავანტიურისტი სააკაშვილი აღმოჩნდა, რომელმაც ძალაუფლება ხელში აიტაცა, მერე კი გადააქცია იმად, რადაც გადააქცია”, - აცხადებს “დაიცავი საქართველოს” ერთ-ერთი წევრი გოგა ხაინდრავა გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ნოღაიდელი ვალდებული იყო, ზურაბ ჟვანიას მკვლელობა გამოეძიებინა” / გოგა ხაინდრავა: “სააკაშვილსა და მერაბიშვილს კომბლის გარდა ვერაფერი დაძრავს ადგილიდან”. “დღეს პრეზიდენტი სააკაშვილი ლობირებს რუსულ-სომხურ ინტერესებს. განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ყოველგვარ კორექტულობას მოკლებული სომხეთის ხელისუფლების პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში. ჯავახეთის პრობლემა არის ჩვენი შიდა პრობლემა და როდესაც სომხეთის პრეზიდენტი თავს უფლებას გვაძლევს და გვითითებს, რომ სომხური ენა ჯავახეთში იყოს რეგიონალური, ეს მეტყველებს, რომ ის პატივს არ სცემს ამ ქვეყანას. დღეს საქართველოს არ ჰყავს ხელისუფლება და ქვეყანა არის დაშლილი, სააკაშვილი და მისი გუნდი ქვეყნის გადარჩენაზე კი არა, საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობს და სომხურ ინტერესებს ლობირებს ეთნიკური თუ პოლიტიკური თვალსაზრისით. გარდა ამისა, ქვეყნის პოლიტიკური ელიტა პირდაპირ დგას რუსეთის სამსახურში. არც სომხურ ენასა და არც ისტორიულ ძეგლებს არავითარი საშიშროება არ ემუქრება, რადგან ჯავახეთში 95% სომხურად ლაპარაკობს. არ შეიძლება ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობდეს ქვეყანაში და არ იცოდეს ქართული ენა. ჩემი აზრით, სომხებს პრეტენზიები სააკაშვილმა გაუჩინა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გოგა ხაინდარავა. “ბევრი ფიქრობს, რომ ქუჩის აქციები წარუმატებელი იყო. მე ვფიქრობ, რომ ქართული ოპოზიციისთვის ეს წარმატებული იყო. უბრალოდ, მიზანს ჯერჯერობით ვერ მივაღწიეთ. ჯიქურ შევუტიეთ, მერე რა, რომ არ გამოვიდა. საჭიროა მომზადება. თუ ხალხი არ გამოგვყვება, მაშინ სააკაშვილს გაჰყვება უფსკრულში. ჯერ კიდევ გვაქვს შესაძლებლობა, რომ არ დაგვემხოს თავზე ის ნარჩენები, რომელიც დარჩენილია სააკაშვილის ხელისუფლების სახით. ოპოზიციამ ერთად უნდა მოახერხოს იმ ჭირისგან გათავისუფლება, რასაც სააკაშვილი ჰქვია. ოპოზიციური სპექტრი ერთმანეთს ხელს არ შეუშლის. დღეს ოპოზიციაში ორი მკვეთრად გამოხატული პოზიციაა. ალიანსი მიიჩნევს, რომ არჩევნებითა და ხელისუფლებასთან პაექრობით გაიმარჯვებს. მე კი მიმაჩნია, რომ საარჩევნო გარემო გაცილებით უფრო ბინძური იქნება, რომელიც სააკაშვილმა, მერაბიშვილმა, ბოკერიამ და რამიშვილმა, ასევე სხვა კრიმინალურმა დაჯგუფებებმა შექმნეს”, - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი. “დარწმუნებული ვარ, სააკაშვილსა და მერაბიშვილს კომბლისა და პანღურის გარდა სხვა ვერაფერი დაძრავს ადგილიდან. ამიტომ მე ვთვლი, რომ ამ გზით შედეგის მიღწევა რთული იქნება, მაგრამ ირაკლი ალასანიას, სოზარ სუბარის, ზურა აბაშიძის გადაწყვეტილებებს პატივს ვცემ. პატივს არ ვცემ თუნდაც ნოღაიდელს. დავით ბერძენიშვილი ხშირად ამბობს, ნოღაიდელი ხელისუფლებაში კალოშებით მოვიდაო და ორ ბოთლ შამპანურში გაუცვალა დავით ბერძენიშვილმა ზურა ჟვანიას და ამის მერე მოქკავშირელი ნოღაიდელი მინისტრი გახდა, თანამდებობაზე ყოფნის დროს იშოვა ფული და დღეს ის ოფიციალური მილიონერია... ნოღაიდელი გახდა ზურაბ ჟვანიას სიკვდილის შემდეგ პრემიერი და მას რომ მოენდომებინა, ზურაბ ჟვანიას მკვლელობა გამოძიებული იქნებოდა”, - დასძენს გოგა ხაინდრავა. “მე გადატრიალების და რევოლუციების მომხრე არ ვარ, ვიცი, რომ ამას უბედურებების მეტი არაფერი მოაქვს, მაგრამ ისიც ვიცი, რომ დღევანდელ პირობებში არჩევნებში მონაწილეობა სისულელეა. ჩვენი ვითხოვდით სააკაშვილის გადადგომას, მაგრამ ის არ გადადგა და არც გადადგება. ჩვენ აუცილებლად უნდა შევუქმნათ მას ისეთი პირობები, რომ გადადგეს. ეს შეუძლია ქართველ ხალხს და არა რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფს. მხოლოდ მასობრივი პროტესტით შევძლებთ ამას. თუ სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნა გვინდა, მაშინ გარედან, ქუჩიდან უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება. ქუჩა და კომბალი აიძულებს სააკაშვილს დათმობებზე წავიდეს”, - აცხადებს გოგა ხაინდარა და შეკითხვას - “კომბალი რა იარაღია?” - პასუხობს: “კომბალი არის კომბალი, როგორც გინდათ, ისე გაიგეთ, კომბალს პანღური უნდა მივაყოლოთ...” კახა კაციტაძე - “ჩარეცხვა” ამერიკულად ანუ სააკაშვილის “მისია” დასრულებულია “სააკაშვილი წასვლას არ დააპირებს. მაგრამ მისი “მისია” დამთავრებულია. მოქმედებს სრულიად სხვა ფაქტორები, სხვა პროცესები. რომ იცოდნენ, რაში აქვთ თავი გაყოფილი, ისინი შიშით კიდევ უფრო მეტად უნდა იყნენ აკანკალებული. ამერიკაში მიმდინარეობს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები. ასეთი პროცესები აშშ-ში სულ მეოთხედ ხდება. ახლა აშშ-ში მიმდინარე პროცესს შეიძლება ვუწოდოთ ამერიკის პოლიტიკური ელიტის მთლიანი გამოცვლა, ანუ ბატონი სააკაშვილის ტერმინოლოგია რომ გამოვიყენოთ, ხდება “ჩარეცხვა” - ელიტის ერთი ნაწილი “რეცხავს” მეორე ნაწილს”, - აცხადებს ექსპერტი კახა კაციტაძე გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით სააკაშვილი რომ მიუშვა, მარსზეც ომს დაიწყებს / ხელისუფლება ექვს თვეში შეიცვლება. “ერთხელ ასეთი “ჩარეცხვა” რუზველტმა განახორციელა. მეორედ ელიტის მთლიანი განახლება მოხდა კენედის დროს. უცნაურია, მაგრამ მან სამ წელიწადში მოახერხა ელიტის მთლიანად გამოცვლა. მესამედ ელიტის გამოცვლა რეიგანმა მოახდინა. დღეს კი ისინი, ვისაც ნეოკონებს უწოდებდნენ, რეიგანის დროს მოსული ელიტაა და ახალი ელიტა, რომლის ფალავანიც არის ობამა, ძველი ელიტის დაუნდობელ “ჩარეცხვას” ახდენს. აშშ-ის ძველი მედიის “ჩარეცხვაზე” ჩვენს მედიაში საერთოდ არ გაუმახვილებიათ ყურადღება. ყველამ იცის, რა ბრალდებებია დიკ ჩეინის მიმართ, რის გამოც სპეციალური პროკურორიც კი დაინიშნა. მაგრამ რამდენიმე დღეში ექსპრეზიდენტმა ბილ კლინტონმა თქვა, რომ ადგილი აქვს შეთქმულებას ობამას წინააღმდეგ. ამერიკაში როცა ასეთ ბრალდებას აყენებ, ეს ჩვენი “მუხროვანის” აჯანყება არ გეგონოთ. ძალიან სერიოზული ბრალდებაა. ისინი ჩეინის საქმეს ბოლომდე მიიყვანენ სწორედ იმიტომ, რომ “ჩარეცხონ” მისი ელიტა. ბუნებრივია, ეს ჩვენზეც აისახება. ჩვენ არ ვიცით, ომში ჩეინის როლი როგორი იყო”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა კაციტაძე. “ფაქტია, რომ სააკაშვილს იმ ძალებთან უმჭიდროესი კავშირი ჰქონდა. ამერიკაში იმ ძალების წინააღმდეგ ხმაურიანი სკანდალები რაც იქნება, მით უფრო ჩეინის წინააღმდეგ, სააკაშვილსაც და ტალიავინის დასკვნასაც გამოიყენებენ. ეს, ბუნებრივია, ძალიან სერიოზულ შედეგებამდე მიგვიყვანს საქართველოში. საინტერესოა, რომ ბაიდენიც, მართალია დემოკრატია, ანუ ბუშის მოწინააღმდეგეების ბანაკშია პარტიულად, მაგრამ თაობის თვალსაზრისით, გენერაციულად და ჩამოყალიბების მხრივ იმ ელიტის წევრია. ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტად დანიშვნა თავისებური კომპრომისი იყო, რომელსაც უნდა უზრუნველეყო ერთი ელიტიდან მეორისთვის ძალაუფლების უმტკივნეულოდ გადაცემა... ასე რომ, ძალიან სერიოზულ პროცესში აქვს საქართველოს პრეზიდენტს თავი გაყოფილი, რაც შეიძლება ძალიან უსიამოვნოდ დამთავრდეს მოსთვისაც და ქვეყნისთვისაც. ამაში დიდი როლი შეიძლება ტალიავინის დასკვნამ ითამაშოს”, - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი. “რაღაში აწყობთ რუსებს სააკაშვილი? საქართველოს ნატო-ში მინიმუმ ათი წელი არავინ მიიღებს. ტერიტორიული მთლიანობა მინიმუმ ათი წელი არ აღდგება, ევროკავშირში შესვლაზე უკვე ლაპარაკი სასაცილოა. რაც უნდოდა რუსეთს, ყველაფერი მიიღო. ამერიკამ ზეწოლა დაიწყოს სააკაშვილზე, უთხრას წადიო და რუსეთმა თავი გამოიდოს მის დასატოვებლად, არ მგონია. საქმე ისაა, რასაც ახლა გეუბნებით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ელემენტარულად უნდა გაითავისონ, სად აქვთ თავი გაყოფილი, რა თამაშებში ჩაეკვეხნენ. ალბათ, ამისთვის დაახლოებით ექვსი თვე ეყოფათ, რომ იფიქრონ ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებაზე, თორემ შემდეგ უკვე მშვიდობიანი გზა აღარ იქნება და მერე უკვე ძალიან სერიოზულად მოუწევთ საკუთარი ტყავის გადარჩენაზე ფიქრი. ახლა კიდევ შეუძლიათ სცადონ. ეს ეხებათ დაბალი რანგის ჩინოვნიკებს, შსს განყოფილების გამგეებს, მათ, ვინც ახლა გვისმენენ, რაიონების გამგებლებსა და ა.შ. ამაზე კარგად უნდა იფიქრონ, რადგან ქონება, რაც მოიპარეს, რაც დააგროვეს, პირადი და ოჯახის წევრების ხელშეუხებლობის გარანტიები ექნებათ, ალბათ, ექვსი თვის განმავლობაში. მერე აქ ისეთი პროცესები წავა, რომ ყველაზე ზომიერ ადამიანებსაც კი გაუჭირდებათ პროცესების გაჩერება”, - დასძენს კახა კაციტაძე. “ამ ხელისუფლების მოქმედებით ყველაფერი რევოლუციისკენ მიდის. მე რევოლუციების წინააღმდეგი ვარ, მაგრამ რევოლუციები ხდება ადამიანების ნებისგან დამოუკიდებლად. მე და ბევრ ანალიტიკოსს მოგვდის ინფორმაცია, უმაღლეს პოლიტიკურ წრეებში რა განწყობებია, წყევლაა, კრულვაა. მათ შორის იმ დეპუტატებსა და ჩინოსნებშიც, რომლებიც პარლამენტის უმრავლესობას წარმოადგენენ. დააკვირდით, რა ნირწამხდარი არიან. ასეთ დროს ხდება ხოლმე, როცა ერთ ლიდერს აგდებენ და ხელისუფლებას მეორე ლიდერს გადასცემენ, უფრო ქარიზმატულს. მაგრამ ასეთი ლიდერი საქართველოს ხელისუფლებაში არ არის. წარმოგიდგენიათ, რომ გადადგეს სააკაშვილი და გადააბარონ ხელისუფლება დავით ბაქრაძეს? ასე რამეს სერიოზულად წარმოიდგენთ? თვითონ ხელისუფლებაში საზოგადოებისთვის ოდნავ მისაღები ერთი ლიდერიც კი აღარ დარჩა”, - აცხადებს კახა კაციტაძე და შეკითხვას - “ე.ი. კრიზისული ვითარება შეიქმნება ექვსი თვის შემდეგ?” - პასუხობს: “დიახ. თუმცა ექვსი თვე პირობითი ვადაა. გაისად გაზაფხულ-ზაფხულში შეიქმნება კრიზისული ვითარება, ეს თუ პროცესები ინერტულად წავიდა, თორემ ჩვენი ხელისუფლება ისეთი ოსტატია, შეიძლება იმისთანა სიგიჟე გააკეთონ, ორ კვირაში შეიქმნას კრიზისული ვითარება”. აგვისტოს ომზე ფილმის რეჟისორი რენი ჰერლიხი - “რაღაც მნიშვნელოვანს გავაკეთებ, რაღაც ისეთს, რითაც ვიამაყებ” “ფინური წარმოშობის ჰოლივუდელი რეჟისორი რენი ჰარლინი უკვე ორი კვირაა საქართველოშია და ახალ ფილმს იღებს, რომელიც საქართველო-რუსეთის შარშანდელ ომზეა აგებული. ფილმი მოგვითხრობს ამერიკელ ჟურნალისტსა და ოპერატორზე, რომლებიც საომარი მოქმედებების ცენტრში აღმოჩნდებიან და იმისთვის იბრძვიან, რომ მიუკერძოებელი პოზიცია შეინარჩუნონ”, - წერს გაზეთი “კვირის რეზონანსი” სტატიაში სათაურით აგვისტოს ომზე ჰოლივუდური ფილმის გადაღება დაწყებულია. “ჰერლინის ფილმებიდან ყველაზე ცნობილია “მთამსვლელი”, სადაც მთავარ როლს სილვესტრ სტალონე თამაშობს და “კერკეტი კაკალი 2” ბრიუს უილისის მონაწილეობით. რაც შეეხება იმას, შეასრულებს თუ არა ენდი გარსია ჰერლინის ახალ ფილმში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის როლს, ეს საკითხი ღიად რჩება. ფილმის ერთ-ერთ პროდიუსერ დავით იმედაშვილის თქმით, გარსია ნამდვილადაა ფილმში მიწვეული, თუმცა არ აკონკრეტებს, რა როლს ითამაშებს”, - აღნიშნავს გამოცემა. “ფილმი ომის საწინააღმდეგო ძლიერი განცხადება იქნება. დიდი ხანია ველოდი რაღაც არსებითსა და რეალურს. როდესაც სცენარი მივიღე, ზუსტად ის აღმოჩნდა, რასაც ვეძებდი - დიდი ადამიანური ისტორია, ტრაგიკული, სერიოზული ქვეტექსტებით. მე მივხვდი, რომ ეს არის შესაძლებლობა ჩემი, როგორც მძაფრსიუჟეტიანი ფილმების რეჟისორის გამოცდილება, რთული კონფლიქტის შესახებ მოსათხრობად გამოვიყენო. ამბავი მიუკერძოებელია, მაგრამ ომის საწინააღმდეგო მტკიცე განცხადებაა. მინდა გავაკეთო ფილმი, რომელიც ადამიანურ მდგომარეობებზე მოგვითხრობს და ის რომ თუნდაც რამდენიმე ადამიანმა ნახოს და მხოლოდ მათ განიცადონ მისი ზეგავლენა, გაიგონ მისი პაციფისტური გზავნილი, მე მაინც რაღაც მნიშვნელოვანს გავაკეთებ, რაღაც ისეთს, რითაც ვიამაყებ”, - აცხადებს რენი ჰერლინი. ფილმის გადაღებები უკვე ორი კვირაა დაწყებულია. გადაღებები სავარაუდოდ ნოემბრის თვეში დასრულდება. მზად კი ფილმი მაისში იქნება”, - წერს სტატიის ავტორი. “ფილმი თრილერია, ანუ “ექშენ” ფილმია. ისტორიად საქართველო-რუსეთის ომია აღებული. რეჟისორი არის ცნობილი ჰოლივუდელი რეჟისორი. გადაღებები წალკაში მიმდინარეობდა. ახლა არის გორში, იქნება ვარძიაში, მცხეთასა და თბილისშიც. რაც შეეხება მონაწილე მსახიობებს, ძირითადად უცხოელები არიან. მთავარ როლს რუპერტ ფრენდი ასრულებს. არის კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა მსახიობი, ასევე ჩვენთვის, ყველასთვის ცნობილი მსახიობებიც გვეყოლება - მაგალითად, საუბარია ენდი გარსიაზეც. ქართველი მსახიობები მეორეხარისხოვან როლებს ასრულებენ. რომ არ გამომრჩეს ვინმე, მირჩევნია არ დავასახელო. ფილმის გადაღებები დაახლოებით ნოემბერში დასრულდება და კინოეკრანზე მაისში გამოვა. ფილმის ქრონომეტრაჟი დაახლოებით საათი და 50 წუთია, იქნება ინგლისურ ენაზე - ჰოლივიდური ფილმია, უბრალოდ, საქართველოში ხდება მისი გადაღება და ესაა ისტორია რამდენიმე ამერიკელზე, რომლებიც ამ ომში მოხვდებიან”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით იმედაშვილი.
-
დღეს ,17 ოქტომბერს კახა კუკავა პლანეტას სტუმარი
ლ ი ც ი replied to newstudio's თემა in მოწვეული სტუმრები
newstudio :maladec: რომელ საათზე? -
რუსეთი დაიშლებ-დაქუცმაცდება , ხოლო იბერია გაბრწყინდება კაკულიას სიაფანდი დედაც...ნოსტრადალიცემერუსი ვარ
-
მე მინდა
-
მშვენიერი იდეაა, ჩემო დიტო
-
საკონსტიტუციო კომისია პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვის საკითხს განიხილავს 2009 წლის 16 10, პარასკევი საკონსტიტუციო კომისია , მრჩეველთა საბჭოსთან ერთად, პრეზიდენტის უფლებამოსლიების საკითხს განიხილავს, ახალ კონსტიტუციაში, პრეზიდენტის უფლებები შეიზღუდება, ხოლო პარლამენტის და მთავრობის კი გაიზრდება, ავთანდილ დემეტრაშვილის განცხადებით, პრეზიდენტი იქნება საქართველოს რესპუბლიკის მეთაური, რომელიც წარმოადგენს საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე, განასახიერებს ქვეყნის ერთიანობას და მთლიანობას, თუმცა მოხდება მისი დისტანცირება აღმასრულებელი ხელისუფლებისგან და მას აღარ ექნება მთავრობის დათხოვნეის უფლება. კომისია ასევე განიხილავს პრეზიდენტის არა ხალხისგან, არამედ პარლამენტისგან არჩევითობის შესაძლებლობასაც. ამ ვერსიას მხარს უჭერენ ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც ქვეყნის საპარლამენტო მოდელზე გადასვლას ემხრობიან. http://www.fact.ge/news.aspx?i=1a549726-87...4b-ac7dd378e086 ლიცემერი: ვეთანხმები საკონსტიტუციო კომისიას. მეც აუცილებლად მიმაჩნია ხელისუფლების დანაწილება, მთავრობის ანგარიშვალდებულების გაზრდა საზოგადოების წინაშე, პარლამენტის როლის გაძლიერებას ქვეყნის მართვის პროცესში და შესაბამისად პრეზიდენტის უფლებამოსილების შემცირებას, მაგრამ კატეგორიულად არ ვეთანხმები და წინააღმდეგი ვარ პრეზიდენტის პარლამენტისგან არჩევითობის შესაძლებლობას-თქვენ?
-
ეკა ბესელია - “პროცესი სწრაფ ტემპში, კონსტრუქციულობის გარეშე უნდა გაგრძელდეს” “ოპოზიციის “გაფრენების” სეზონი გაიხსნა. მართალია, თარგამაძე-გაჩეჩილაძისა და ბურჯანაძე-პინჩუკის შეხვედრის ამბებმა კარგა ხანია აქტუალურობა დაკარგა და აღარც ალასანიას ამერიკული “არდადეგებია” საზოგადოების ყურადღების ცენტრში, “თავდაუსხმელობის პაქტდადებულებმა” კარგად იციან, რომ დიდ პოლიტიკაში მცირე ცვლილებებსაც დიდი ფული სჭირდება, მაგრამ სადღაა... ვიდრე ჯიბეშეთხელებული ბურჯანაძე “ახალ პინჩუკს” დაეძებს, სალომეს კი თავისი გზები ბორჯომ-კოჯრის მიმართულებით მიჰყავს, ბესელიამ გადაწყვიტა, ფინანსები თავად იშოვოს და “რადიკალურ დაქალებს” ოქრუაშვილის შესაძლებლობები დაუმტკიცოს. ალბათ ამიტომ და არამხოლოდ ამიტომ, ეკა ბესელია ირაკლი ოქრუაშვილს საფრანგეთში სტუმრობდა და საქართველოში 13 ოქომბერს დაბრუნდა”, - წერს გაზეთი “ვერსია” სტატიაში სათაურით “პროცესი სწრაფ ტემპში, კონსტრუქციულობის გარეშე უნდა გაგრძელდეს” / ფულით სავსე რამდენი კეისი ჩამოიტანა ბესელიამ საფრანგეთიდან და რას უთვლის ოქრუაშვილი ოპოზიციონერებს. “ირაკლი ოქრუაშვილის პოზიცია ჩემს პოზიციას აბსოლუტურად ემთხვევა. მას მიაჩნია, რომ პოლიტიკური პროცესები უნდა გაგრძელდეს რაც შეიძლება სწრაფ ტემპებში. ეს უნდა იყოს შეურიგებელი ბრძოლა რეჟიმთან ყოველგვარი მოლაპარაკების, დიალოგებისა და კონსტრუქციულობის გარეშე. მსგავსი განცხადება მან ორი დღის წინაც გააკეთა, ასე რომ, ჩვენი პოზიციები აბსოლუტურ თანხვედრაშია ერთმანეთთან. ვისაუბრეთ პროცესის გაგრძელების შემდეგ სტრატეგიაზე. რა რეჟიმში უნდა გაგრძელდეს ჩვენი მოქმედებები, რა უნდა გააკეთოს მომავალში ჩვენმა პოლიტიკურმა პარტიამ, სად შეიძლება ჩვენი თავი დავინახოთ. იყო მსჯელობა ყველა საკითხზე და ყველაფერზე შევთანხმდით”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ეკა ბესელია და შეკითხვას - “ვრცელდება ინფორმაცია, რომ რადიკალური ოპოზიციის ახალ სტრატეგიას ირაკლი ოქრუაშვილი დააფინანსებს. დაფინანსების თემაზე მასთან არ გიმსჯელიათ?” - პასუხობს: “არა, ტყუილია, პირდაპირ გეუბნებით, რომ ტყუილია. დაფინანსების თემა დღის წესრიგშიც საერთოდ არ ყოფილა”. “მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” გუშინდელ პრესკონფერენციაზე ითქვა, რომ ოქრუაშვილის პარტია განაგრძობს შეურიგებელ ბრძოლას სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ და არ ცვლის აქციების დროს წამოყენებულ მოთხოვნებს. “მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” გენერალურ მდივან ეკა ბესელიას ინფორმაციით, ოქრუაშვილის განცხადებაში პირდაპირ, ღიად და ცხადად არის პოზიცია გამოხატული, რომ პარტია მხარს უჭერს შეურიგებელი ბრძოლის გაგრძელებას რეჟიმის წინააღმდეგ”, - წერს გაზეთ “ახალი თაობა” სტატიაში სათაურით ოქრუაშვილი სააკაშვილთან კომპრომისზე წასვლას არ აპირებს. “საჭიროდ მივიჩნევთ, რაც შეიძლება მოკლე დროში მოხდეს არა მარტო პოლიტიკური ძალების კონსოლიდირება მოთხოვნისა და ერთიანი სტრატეგიის ირგვლივ, არამედ მოხდეს საზოგადოების სამოქალაქო სექტორის, საზოგადოების ფართო მასების, პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური ძალების, ახალგაზრდული მოძრაობების კონსოლიდირება და ჩართვა ამ საერთო მოძრაობაში. ეს მოძრაობა გამორიცხავს სააკაშვილის რეჟიმთან რამე კომპრომისს, რამე გარიგებას და ხალხის ზურგს უკან რამე შეთანხმებისა და მოლაპარაკების წარმოებას”, - აღნიშნა ბესელიამ. მისი თქმით, ძალიან მოკლე დროში დასრულდება კონსულტაციები ყველა იმ ძალებთან, რომლებიც მზად არიან განაგრძონ რეჟიმის წინააღმდეგ შეურიგებელი ბრძოლა. მოხდება შეთანხმება ერთიან სტრატეგიაზე, რომელიც უნდა იყოს ღიად დეკლარირებული და ეს გულისხმობს შეურიგებელი საპროტესტო მოძრაობების დაწყებას არა მარტო თბილისში, არამედ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე”, -“აღნიშნავს გამოცემა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/113146.html
-
საქართველოში 27 დამოუკიდებელი არხია?!
ლ ი ც ი replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ეს მასტი ვერ არის თავის ჭკუაზე. მრჩეველი არ ჰყავს, ტო? -
ქართული პრესის მიმოხილვა 16.10.2009 http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/113146.html
-
Nukriko ბოლო15-20 წლის განმავლობაში ტრიალებს სტაგნაციის კარუსელი და ქართულ პოლიტიკურ ელიტაში პრაქტიკულად ცვლილებები არ ხდება პოლიტიკურ "პოდიუმზე" ერთი და იგივე მასტები დატასაობენ
-
+1000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000
-
ვერც გაიხსენებ, ჩემო ლაშა, ნამდვილად არ გახსნილა. მაგრამ ხომ გაგიგია: "მიზეს-მიზეზ დოს მარილი აკლიაო"
-
არადა არც ერთი თემა არ გახსნილა, სადაც პოლიტფორუმი აუგად არის მოხსენიებული
-
იმ ადამიანს პუტინზე + კრემლზე ამოდის მზე და მთვარე და შევაგინებდი აბა რას ვიზავდი.