13-10-2009 უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა საქართველოს სპეცსამსახურები ”ალ-ქაიდას” დახმარებაში დაადანაშაულა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორმა, ალექსანდრე ბორტნიკოვმა ქსრთული სპეცსამსახურები იმაში დაადანაშულა, რომ ისინი ”ალ-ქაიდას” ქსელის წარმომადგენლებს ტერორისტთა ჩეჩნეთში გადაგზავნასა და დაღესტნისთვის იარაღის მიწოდებაში ეხმარებიან. ამგვარი განცხადებით ბორტნიკოვი ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის სხდომაზე გამოვიდა, იტყობინება ”რია ნოვოსტი”. ”აღმოჩენლილი მეამბოხეთა აუდიოანგარიშები იმაზე მეტყველებენ, რომ ”ალ-ქაიდას” ემისრებთან ერთად ისინი საქართველოს სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან ამყარებდნენ კონტაქტს, რომელთა მონაწილეობითაც ტერორისტთა მომზადებისა და ჩეჩნეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე გადაყვანის ორგანიზება განხორციელდა. ამას გარდა, ისინი გამუდმებით ცდილობენ დაღესტნის მაღალი საფრთხის ობიექტებზე დივერსიის განსახორციელებლად იარაღის, ასაფეთქებელი მოწყობილობების და ფინანსური სახსრების გაგზავნას. http://www.ambebi.ge/msoplio/11560-ushishr...danashaula.html ლიცემერი: მძიმე ბრალდებაა და ვგონებ კომენტარიც ზედმეტია ... ყველას კარგად გვესმის თუ რა მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ ბრალდებას. მოკლედ, ამ განცხადების შენდეგ დღის წესრიგში ისევ აქტუალურია პოლიტიკური მარჩიელობის მთავარი საკითხი: მოსალოდნელია თუ არა რუსების აგრესია? ერთი სიტყვით, ჩემი აზრით, ღორები სარჩულს კერავენ და აგრესიის საფრთხე რეალურია-თქვენი?