Jump to content
Planeta.Ge

ლ ი ც ი

პლანეტელი
  • პოსტები

    7.714
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    3

ყველა პოსტი ლ ი ც ი

  1. ოჯახიდან ერთი მაინც გამოსულიყო ისეთი, რომელიც ამ დიდებული ოჯახის სახელს არ შეარცხვენდა
  2. choxa მაგას რომელი ჭკუათმყოფელი გეტყვის
  3. ცოტნე გამსახურდია წინასწარი დაკავები იზოლატორშია გადაყვანილი ცოტნე გამსახურდია დანაშაულს არ აღიარებს, მისი ადვოკატის განცხადებით, გუშინ საღამოს, ცოტნე გამსახურდიას უცნობმა პირებმა თავში ბლაგვანი საგანი ჩაარტყეს, შედეგად მან გონება დაკარგა, ხოლო გონზე მოსვლის შემდეგ მეზობლისა და მეგობრის, დავით ბაჯელიძის დაჭრის გამო პოლიციამ დააპატიმრა და ვერის განყოფილებაში გადაიყვანეს. დავით ბაჯელიძეს წუხელ გვიან ღამით გადაუდებელი ოპერაცია რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩაუტარდა, იგი საავადმყოფოში ცეცლსასროლი იარაღით მოყენებული ჭრილობით მიიყვანეს და ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, ცოტნე გამსახურდიას ასევე რესპუბლიკურ საავადმყოფოში, თავის არეში მიყენებული ბლაგვი საგნით მიყენებული ჭრილობა დაუმუშავეს, რამდენიმე ნაკერიც დაადეს და შემდეგ პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, ამ დროსითვის პირველი პრეზიდენტის ვაჟი წინასაწრი დაკავების იზოლატორში იმყოფება, მისთვის ბრალის ოფიციალურად წაყენება ჯერ არ მომხდარა. ოფიციალური ვერსიით კი რომელსაც დაკავებულის ადვოკატი უარყოფს, ცოტნე გამსახურდიასა და დავით ბაჯერლიძეს შორის შელაპარაკება გუშინ საღამოს “კოლხურ კოშკთან” მოხდა, რის შემდეგაც ცოტნე გამსახურდია დავით ბაჯელიძე ცეცხლსასროლი იარღით მუცლის არეშეი დაჭა. ლიცემერი: უზერებო, რა ჭირს ოდესღაც: პატივცემულ, პატივმოყვარე, ლაღ და სტუმართმოყვარე... ახლა კი: დაკნინებულ, ლანდივით მთრთოლვარე და ძველი დიდების ლანდად ქცეულ ოჯახს?
  4. newstudio ბოდიში, მაგრამ ვერ დავაკავშირე. რა შუაშია "სკამის დაკარგვის შიში" ? შენ გინდა თქვა, რომ ნოღაიდელმა ბევრი იცის და შეიძლება პირი დააღოს?
  5. თუ რუსებთან უკანალის თამაშს არ შეეშვება, მაშინ ფაიზაღი გასკვანჩავენ...newstudio
  6. მიშას თუ დაამხობთ და ნინოს მოიყვანთ, მერე მე დაგიმხობთ მაგ ნინოს? ადგილი უცვლელი. შემადგენლობა - უცვლელი. მოთხოვნები უცვლელი - მიშას გადადგომა. ვადამდელი არჩევნების დანიშვნა. რა ქნას, გული არ უთმენს ბურჯანაძეს 2013-მდე და რას ვიზამთ? მასაც ეჩქარება და რუსეთსაც ეჩქარება - მიშას შეცვლა. ჩვენი მდგომარეობა იმ ანეკდოტს მახსენებს, ჭერში თაგვები რომ კაკლებს დააგორებენ და გულმოსული კახელი რომ შესძახებს, ადე გაუტეხე, თორემ არ დაგვაძინებენო. მიშა კიდევ კერკეტია. ნინოს „მეჩტები“ ჰამაკზე ჰკიდია. ოპოზიციას უყვარს მიტინგები, აქციები. ჩხრიალი მოსწონთ. იმ კახელივით კაკალს იმ ფასშივე რომ ჰყიდის, რა ფასადაც იყიდა - ჩხრიალი მევასებაო. ამათაც ევასებათ ჩხრიალი. თან ზოგ-ზოგები ამ ჩხრიალით იმ კახელისგან განსხვავებით რუბლებსაც კუჭავენ. იმ რუბლებს, რომელზეც კუსტურიცამ თქვა უარი. კუსტურიცას არ უნდა? ამათ უნდათ. შაჰის ხალათიც უნდათ. ბეჭებზე ორთავიანი არწივით. სად მივყავართ აქციების ლიანდაგს? ისევ გადაკეტილი და პარალიზებული თბილისისკენ? თუ უფრო შორეულ წარსულში? რა არის ნინოკოს ზეამოცანა? რაკი თვითონ უპალმ-უკვიპაროსებოდ დარჩა (წყნეთი წაართვეს), საქართველო ულუკმაპუროდ უნდა დაგვტოვოს? უშუქოდ. უგაზოდ. ჩვენ გვახსოვს ასეთი თბილისი და ასეთი საქართველო. ბანდების თარეშით, პურის რიგებით, უშუქობით, უგაზობით, კორპუსებს შუა ცეცხლზე მოხარშული ნახევრად უმი მაკარონით. რასაც წინ უძღვოდა ძმათამკვლელი ომი და ედოს ჩამოსვლა. ნინიკოსნაირების ოსანათი - ედუარდი აგვაყვავებს. ახლა თავად გვიპირებს აყვავებას? ან რა ძალა შეემატათ ისეთი, რომ გაზაფხულზე ვერ გადააყენეს მიშა და ახლა გადააყენებენ? რისი იმედი აქვთ? ისევ ხალხის გაბრიყვების? თუ კერკეტი მიშა წყალში ჰყავდათ ჩამბალი და ახლა გატყდება? რას მოგვიტანეს ეს ყველაფერი? რას მოგვიტანს მილიონჯერ ნამღერი „პესნიების“ კვლავ მოსმენა? თუ გარე ძალებისგან ზეწოლას გამოვრიცხავთ, სურათი მაინც ნაკლებსასურველი დაგვრჩება. გამოდის რომ ამ ოპოზიციას საქმე გამოელია, პიარი შემოაკლდა, ყურადღების მიქცევა უნდა, არსებობა უნდა ბოლოს და ბოლოს და ამ ფორმით ახდენს თვითრეალიზაციას. კი ბატონო, გასაგებია რომ მათ ეს ყველაფერი უნდათ, მაგრამ ხალხს რა გვინდა? ან მათ მხარდამჭერებს, ან დანარჩენ მოსახლეობას, ვისაც ეგენი არ ეპიტნავებათ? რატომ უნდა ვიზრუნოთ ჩვენ მათ დასაქმებაზე? ან მათ ვისაც მათი არ სწამს, ან გინდაც მათ, ვისაც მათი ჯერ კიდევ სჯერა? ვისაც მოუკლავს, ის მოკლავს არწივსა მაღალ მთისასა. ვერ ნახეს ვინც იყო ამ ოპოზიციის „მოკლული“ „არწივი“? - თამარ კინწურაშვილი. ვერ ნახეს რომ ეს ოპოზიცია დამკაში გამსვლელი არაა? პაიკი შეიძლება ლაზიერად იქცეს, მაგრამ ჩამოპაიკებული ლაზიერი ბურჯანაძე გახდება კი კვლავ ლაზიერი? ანდა, ძალიან მაინტერესებს მათი პოზიცია, ვინც 7 ნოემბერს გაზი ყლაპა, ხელკეტის ძალა თავზე იგემა და ბურჯანაძის მაშინდელი რეპლიკები გადაყლაპა და ახლა კვლავ აპირებს წავიდეს მიტინგებზე, სადაც მებაირახტრე სწორედ ბურჯანაძეა. ერთ პატარა დისკომფორტს მაინც არ უქმნის ეს ფაქტი? ხელისუფლებას, დიახაც, უნდა მოსთხოვოს საზოგადოებამ პასუხი მის ქმედებებზე, მაგრამ მათ რატომ არ ვთხოვთ პასუხს, ვინც გუშინ ხელისუფლებაში იყო და დღეს ანჟელადევისობს? დავუშვათ და ჩამოპაიკებული კვლავ ლაზიერად მოგვევლინა, გაქვთ გარანტია რომ საზოგადოების დაკვეთით გააკეთებს სვლებს პოლიტიკურ დაფაზე? ბოლო ჟამს სინანულს, ეგება თავში ცოტა მეტი დაფიქრება სჯობდეს, უფრო სწორად პასუხი ახლავე მოსთხოვოთ მათ ვისაც გვერდში უდგახართ? დღეს თქვენი მხარდაჭერით ათამამებთ, ათავხედებთ, პასუხს ისევ თქვენ მოითხოვთ მერე ყველას რომ თავზე დაგვასვავთ. ან იქნებ ყველამ ჩავიხედოთ ჩვენ მიტინგურ „სივებში“? რამდენ მიტინგში გვაქვს მონაწილეობა მიღებული, რამდენს ვამხობდით, ვის ვუჩოქებდით და მერე ვის ვეძახდით „წადის“? „თუ საწუთრომან დამამხოს, ყოვლისა დამამხობლელმან“... ვინ ხართ კაცო, საწუთრო გგონიათ თავები და ყველა უნდა ამხოთ? მიშას თუ დაამხობთ და ნინოს მოიყვანთ, მერე მე დაგიმხობთ მაგ ნინოს? არ დაიღალეთ? თუ თქვენც საქმე გამოგლევიათ? კოლექციას აგროვებთ დამხობილი პრეზიდენტების? ან ცოტა თავმოყვარეობა რად არ გელახებათ, როცა ღიად ეწევიან მანიპულირებას თქვენით? „რედისონში“ იკრიბებიან, გადაწყვეტენ აქციების დაწყებას, ისე რომ არც არავინ გეკითხებათ თქვენ - მიდიხართ, არ მიდიხართ... გაღელვებთ მათი მოთხოვნები, არ გაღელვებთ... რატომ არიან დარწმუნებული რომ მიხვალთ და დაუდგებით გვერდით თითის გატკაცუნებაზე? გასაგებია არ მოგწონთ, ხელისუფლების დამოკიდებულება, მაგრამ მათი თქვენდამი დამოკიდებულება სულ არ გიტოკებთ ნერვს? თუ ეს არ გაღელვებთ, მერე რაღატომ ღელავთ ვიღაც რომ იტყვის - ფულს იღებენ მანდ დგომაშიო, ან სიძულვილისგან არიან დაბრმავებულნიო? ძალიან გენატრებათ 90-იანი წლების თბილისი? ქაოსი და არეულობა? როდემდე უნდა ვიყოთ საკუთარი თავის ჭამით დაკავებულნი? დავიჯერო, ყველას მოგეძებნებათ ამ ქვეყნიდან წასასვლელი ადგილი? აირევა ქვეყანა. ბურჯანაძე იქ წავა, სადაც გული გაუწევს, სალომე პარიზს მიშურებს, იკაკო უკვე იქაა და ჩვენ სად მივდივართ? ერთი ოპოზიციონერი იმდღეს გვმოძღვრავდა, სწორედ ჩვენი აქციების დამსახურებაა, ხელისუფლება რომ აგდებით აღარ გელაპარაკებათ საზოგადოებასო. რა მნიშვნელობა აქვს, მგელი შეგჭამს თუ ტურა? ხელისუფლება დაგიწყებს აგდებულად ყურებას თუ თვითონ ოპოზიცია? თუ თავმოყვარეობა გაქვს, ერთი აგდებულმა ტონმაც უნდა აღგაშფოთოს და მეორისამაც. შერჩევითი თავმოყვარეობა გაგონილა? http://droni.ge/?article_id=122&lang=geo ესენი მაგრად ჭედავენ მიშაზე
  7. ანგელა მერკელი გერმანიის კანცლერად მეორე ვადით აირჩა http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
  8. ვერავის მხრები ვერ ვიპოვე და ამიტომ სტირის მწარედ ლიცი დავდივარ და აკაკის სულიკოსავით ვეძებ, მაგრამ ვერ ვპოულობ
  9. http://s61.radikal.ru/i171/0910/ca/8180749e1c52.jpg ექსკლუზივი | ექსკლუზივი on სამშაბათი, 27 ოქტომბერი 2009 15:08 რუსეთის ფედერაციის მიერ გამოგზავნილი დივერსიული დაჯგუფებები პანკისის ხეობაში დივერსიული აქტების მოწყობისთვის ემზადებიან. ამის შესახებ ~ექსპრენიუსს~ ჩეჩნეთიდან ინფორმირებულმა წყარომ ექსკულუზიურად აცნობა, რომელმაც სააგენტოს დივერსიული დაჯგუფებების ადგილსამყოფელისა და შემდგომი გადაადგილების მარშუტის შესახებ ინფორმაციაც მოაწოდა. მისი მტკიცებით, დივერსიული დაჯგუფებები ჩრდილოეთ ოსეთისა და ჩეჩნეთის რესპუბლიკების ტერიტორიაზე სამ ძირითად ნაწილად არიან გაყოფილები. კერძოდ კი, ვლადიკვკაზში განთავსებული დივერსიული ჯგუფი აღმოსავლეთით - დაბა ალ-გორში არის დისლოცირებული და, სავარაუდოდ, ისინი მითითების მიღების შემდეგ, დაბა მიზურში გადავლენ, ხოლო ბოლო ინსტრუქციას სოფელ ზემო ფიაგდონში მიიღებენ, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე დაბა სიონს ესაზღვრება. რაც შეეხება მეორე დივერსიულ დაჯგუფებას, მათი შემადგენლობა უფრო მასშტაბურია და ამჟამად გროზნოდან დაბა ლახა-ვარანდაშია დისლოცირებული, ხოლო მესამე ჯუფი კი სოფელ კირშია დაბანაკებული. წყაროს ინფორმაციით, დივერსიული დაჯგუფებების საბოლოო დისლოკაციის ადგილი საქართველოს საზღვართან მდებარე ჩეჩნურ სოფლებში მოკოკში და ცუტრახშია. აღსანიშნავია, რომ წყაროს ინფორმაციით, სოფელი ცუტრახი ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ბოლო დასახლებული პუნქტია, საიდანაც დივერსიული ჯგუფები მოქმედებას პანკისის ხეობის მიმართულებით დაიწყებენ. დივერსიულმა ჯგუფებმა, სამთო მომზადება გაიარეს. აღნიშნული ინფორმაცია ~ექსპრენიუსმა~ ჩეჩნეთსა და ინგუშეთში ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებთან გადაამოწმა, რომლებმაც პირად საუბარში მსგავსი მზადება დაადასტურეს. http://expressnews.ge/index.php?option=com...tid=8:exclusive
  10. ლაშა-ალოს მიმართეთ და ის გეტყვით როგორ უნდა მოიქცეთ მასე ნამდვილად არ მგონია ჩემო ბატონო murTazi . პირიქით, ვთვლი რომ რუსები საბაბს ეძებენ
  11. lasha1997 ყუბანეიშვილის არ იყოს: ყველა ქართველი ელჩი რატომ გამოდგა ლენჩი
  12. ძუკუ მართალი ხარ მიშა, ეს კი მაგარი ქლეობა დააბრეხვეს. ეტყობა სიტუაციის დრამატიზირება ჭირდებათ
  13. choxa გელა ბეჟუაშვილი - რუსეთთან საქართველოს მთელი სასაზღვრო ზოლი პროვოკაციების რისკების შემცველია http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
  14. პანკისის ხეობა ისევ საფრთხეშია? პანკისის ხეობაზე ბოლო დროს შემაშფოთებელ განცხადებებს აკეთებს ოფიციალური მოსკოვი. ყვარელთან კი (საქართველო-რუსეთის საზღვართან) რუსული ტანკებია მომდგარი. http://www.ambebi.ge/conflicts/12259-panki...rthkheshia.html გელა ბეჟუაშვილი - პანკისის თემამ ცუდად გაიჟღერა http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ლიცემერი: უზერებო, თქვენი აზრით, ღორები სარჩულს ხომ არ კერავენ? პ.ს. http://s61.radikal.ru/i171/0910/ca/8180749e1c52.jpg ექსკლუზივი | ექსკლუზივი on სამშაბათი, 27 ოქტომბერი 2009 15:08 რუსეთის ფედერაციის მიერ გამოგზავნილი დივერსიული დაჯგუფებები პანკისის ხეობაში დივერსიული აქტების მოწყობისთვის ემზადებიან. ამის შესახებ ~ექსპრენიუსს~ ჩეჩნეთიდან ინფორმირებულმა წყარომ ექსკულუზიურად აცნობა, რომელმაც სააგენტოს დივერსიული დაჯგუფებების ადგილსამყოფელისა და შემდგომი გადაადგილების მარშუტის შესახებ ინფორმაციაც მოაწოდა. მისი მტკიცებით, დივერსიული დაჯგუფებები ჩრდილოეთ ოსეთისა და ჩეჩნეთის რესპუბლიკების ტერიტორიაზე სამ ძირითად ნაწილად არიან გაყოფილები. კერძოდ კი, ვლადიკვკაზში განთავსებული დივერსიული ჯგუფი აღმოსავლეთით - დაბა ალ-გორში არის დისლოცირებული და, სავარაუდოდ, ისინი მითითების მიღების შემდეგ, დაბა მიზურში გადავლენ, ხოლო ბოლო ინსტრუქციას სოფელ ზემო ფიაგდონში მიიღებენ, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე დაბა სიონს ესაზღვრება. რაც შეეხება მეორე დივერსიულ დაჯგუფებას, მათი შემადგენლობა უფრო მასშტაბურია და ამჟამად გროზნოდან დაბა ლახა-ვარანდაშია დისლოცირებული, ხოლო მესამე ჯუფი კი სოფელ კირშია დაბანაკებული. წყაროს ინფორმაციით, დივერსიული დაჯგუფებების საბოლოო დისლოკაციის ადგილი საქართველოს საზღვართან მდებარე ჩეჩნურ სოფლებში მოკოკში და ცუტრახშია. აღსანიშნავია, რომ წყაროს ინფორმაციით, სოფელი ცუტრახი ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ბოლო დასახლებული პუნქტია, საიდანაც დივერსიული ჯგუფები მოქმედებას პანკისის ხეობის მიმართულებით დაიწყებენ. დივერსიულმა ჯგუფებმა, სამთო მომზადება გაიარეს. აღნიშნული ინფორმაცია ~ექსპრენიუსმა~ ჩეჩნეთსა და ინგუშეთში ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებთან გადაამოწმა, რომლებმაც პირად საუბარში მსგავსი მზადება დაადასტურეს. http://expressnews.ge/index.php?option=com...tid=8:exclusive
  15. ქართული პრესის მიმოხილვა 28.10.2009 • “დაკავებულ ქართველებს 2 დღეში გაათავისუფლებენ” • გია ჭანტურია: “როგორ მოვახერხოთ ღია ეთერი, არ ვიცი...” • მონიტორინგის ჯგუფის პირველი ვიზიტი პანკისის ხეობაში ხუთშაბათისთვის არის დაგეგმილი “დაკავებულ ქართველებს 2 დღეში გაათავისუფლებენ” “დე ფაქტო საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის რუსი მესაზღვრეების მიერ ორი დღის წინ დაპატიმრებულ ქართველებს ორ დღეში გაათავისუფლებენ. როგორც ე.წ. სამხრეთი ოსეთის რუსპუბლიკის პარლამენტის ერთ-ერთმა წევრმა ვლადიმერ გაბარაევმა “რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნა, ახალგორის რაიონულ პროკურატურაში მყოფ ქართველ დაკავებულებს მცირედი თანხით დააჯარიმებენ და გაუშვებენ”, - წერს გამოცემა სტატიაში სათაურით დაკავებულ ქართველებს ოსები 2 დღეში გაათავისუფლებენ. “შემოწმების შედეგად თუკი დადგინდა, რომ აღნიშნული ტერიტორია სამხრეთ ოსეთს ეკუთვნის, დაკავებულებს ცხინვალში გადაიყვანენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ქართულ მხარეს გადასცემენ” - აცხადებენ ოკუპანტების წარმომადგენლები. “ფაქტზე მოკვლევა მიმდინარეობს. ერთადერთი, რაც შემიძლია ამ ეტაპზე გითხრათ, ის არის, რომ დაკავებულებს, რა თქმა უნდა, აქვთ საკვები და ისინი ნორმალურ პირობებში არიან”, - ამბობს ახალგორის ოსური ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე ალექსანდრე ბარათაშვილი. “არც მანქანების სიმრავლე ან რამე სიგნალები და ხმაური... სავსებით წყნარად მოხდა დაკავებულთა ახალგორის პროკურატურაში გადაყვანა. იმდენად წყნარად, რომ ვერავინ ვერაფერი გავიგეთ. შემთხვევით, იქაურ ადმინისტრაციაში ყოფნისას მოვკარი ყური და ერთ-ერთ ოს ჩინოვნიკს ვკითხე, ადმინისტრაციის შენობაში რა ხდება-მეთქი; არაფერი, ვიღაცები ჰყავთ დაკითხვაზე, ადრე აქ მკვლელობა მოხდა, იმის გამოო. ანუ ყველაფერი თითქმის ტელევიზიიდან გავიგეთ”, - აცხადებს გამოცემისთვის მიცემულ კომენტარში ახალგორის ერთ-ერთი მკვიდრთაგანი. “ახალგორელებისავე ინფორმაციით, დაკავებულები დღემდე ახალგორის პროკურატურაში ჰყავთ და როგორც “რეზონანსთან” საუბრისას აცხადებენ, საკვები პროდუქტებით (ძირითადად პურით) ახალგორის პოლიცია მასპინძლობს. “როგორც აქ ამბობენ, დუშეთში ქართული რაღაც სამხედრო ქვედანაყოფი ყოფილა. მათთან ერთად ოსი სამხედროებიც მისულან და ის უნდა გაერკვიათ, მართლა დაარღვიეს დე ფაქტო საზღვარი დაკავებულებმა თუ არა” - ამ ინფორმაციასაც ქსნისხეველები გვაწვდიან. ახალგორის ოსური ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის განცხადებით, დაკავებულთა შორის არასრულწლოვანი არ არის”, - აღნიშნავს გამოცემა. “გატაცებული ქართველები ამჟამად ახალგორში იმყოფებიან. მათი გათავისუფლების პროცესში აქტიურად ჩაერთნენ ევროკავშირის დამკვირვებლები და ველოდებით შედეგებს... უკონტროლო და ოკუპირებული ტერიტორიებიდან პროვოკაციები ყოველთვისაა მოსალოდნელი”, - აცხადებს საქართველოს შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შოთა უტიაშვილი გაზეთ “ვერსიაში” გამოქვეყნებულ ინტერვიუში, სათაურით შოთა უტიაშვილი: “შსს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დამატებითი პოსტების გახსნას არ აპირებს”. “ამ ეტაპზე ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ დამატებითი პოსტების გახსნას არ ვგეგმავთ”, - ამბობს რესპონდენტი და შეკითხვას - “ადგილობრივ არც რამე სახის პრევენციული ხასიათის ღონისძიებების განხორციელებას აპირებთ?” - პასუხობს: “ქართველი პოლიციელები, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, ცდილობენ ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ყველამ კარგად იცის, რამდენი თავდასხმა მოხდა ბოლო პერიოდში ქართველ პოლიციელებზე... ადგილობრივ მოსახლეობას ჩვენც ვუხსნით და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიც, არ გადავიდნენ იმ ტერიტორიებზე, სადაც რუსი სამხედროები დადიან”. გია ჭანტურია: “როგორ მოვახერხოთ ღია ეთერი, არ ვიცი...” “ტელეკომპანია “კავკასიის” სიუჟეტმა ვიდეორგოლის შესახებ, რომელიც თეა თუთბერიძემ - “თავისუფლების ინსტიტუტის” აქტივისტმა, “ფეისბუკის” საკუთარ გვერდზე დადო, დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია პოლიტიკურად მოწყენილ ქართულ საზოგადოებაში. ამ ვნებათაღელვის საგანი გარეგნულად რელიგიურია: პარტიარქს შეურაცხყოფა მიაყენეს, მორწმუნე საზოგადოება მის დასაცავად აღდგა. მაგრამ ეს მხოლოდ ზედაპირული პლასტია პრობლემისა - თუმცა არა უგულებელსაყოფი. სკანდალმა კიდევ ერთხელ და ძალიან მკაფიოდ გამოამჟღავნა ორი საკმაოდ მძიმე ავადმყოფობა, რომელიც ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილს შეყრია. ერთია საჯაროსა და პირადის ვერგარჩევა, მეორე - პრაქტიკულად ყვედა მოვლენის პოლიტიკური შეთქმულების ტერმინებში განხილვა”, - წერს გია ნოდია გაზეთ “24 საათში” გამოყვეყნებულ სტატიაში, სათაურით ორი ავადმყოფობა. “ფეისბუკის” გვერდი პირადი (კერძო, პრივატული) სფეროა და არა საჯარო... ზოგადად, ინტერნეტი საჯარო სივრცეა, მაგრამ მისი ცალკეული კომპონენტები (ვებგვერდები) შეიძლება საჯაროც იყოს და დახურულიც. “ფეისბუკის” ქსელით ურთიერთობ მხოლოდ იმათთან, ვისაც მეგობრად “აღიარებ”... თეა თუთბერიძის შეხედულებებს ან მათი გამოხატვის მანერას შეიძლება დაეთანხმო ან არ დაეთანხმო - ამ სტატიაში შეგნებულად არ განვიხილავ ამ საკითხს. მაგრამ ადამიანთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის ბრალდება, დანიურ გაზეთში გამოქვეყნებულ კარიკატურებთან შედარება, უბრალოდ, უმეცრების გამოხატულებაა... ბევრი ადამიანი შესაძლოა ვერ ერკვეოდეს, რა განსხვავებაა ინტერნეტის საჯარო და კერძო ნაწილებს შორის, მაგრამ ტელეკომპანია და მისი ჟურნალისტი მოვალენი არიან, ეს კარგად ესმოდეთ. “კავკასიაში” გასულმა სიუჟეტმა შეგნებულად და თანმიმდევრულად გაასაღა კერძო წრეში ნათქვამი საჯარო განცხადებად”, - აღნიშნავს გია ნოდია და დასძენს: “ვისაც სჯერა, რომ ამ ქვეყნად ყველაფერს ან თითქმის ყველაფერს ვანო მერაბიშვილი აკონტროლებს, ამ რწმენით დარჩება. მაგრამ პრობლემაც - და პათოლოგიაც - ისაა, რომ ამ რწმენის მატარებლებს არ სჯერათ, რომ ადამიანმა (თუნდაც ისეთმა, ვისაც ხელისუფლებაში მეგობრები ჰყავს) შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს გადაწყვიტოს და საკუთარ ვებგვერდზე რაღაც დადოს იმიტომ, რომ იმ წუთში ასე მოეპრიანა, და არა იმიტომ, რომ ვანო მერაბიშვილმა დაავალა”. “საპატრიარქო საზოგადოებრივ მაუწყებელს სთხოვს პირდაპირ ეთერს, რათა მრევლს მიმართოს და საზოგადოებას თავშეკავებისკენ მოუწოდოს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით საპატრიარქო საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში დებატებს ითხოვს / გია ჭანტურია: “პირველი არხი მზადაა, “მოამბის” ფორმატში საპატრიარქოს პირდაპირი ეთერი დაუთმოს”. “რომელ პროგრამაში დავუთმო პირდაპირი ეთერი, მითხარით? არ გვაქვს გადაცემები, გაჩერებულია ყველაფერი, “მოამბის” გარდა. “მოამბემ” კი სამჯერ გააშუქა ეს თემა. ამ წუთში არ გვაქვს არც ერთი ტოკშოუ. როგორ მოვახერხოთ ღია ეთერი, არ ვიცი... თუნდაც ჩართვა საპატრიარქოდან, პირდაპირი ეთერი, როგორ გამოვყო, ერთი საათი მივცე და თავად გააკეთებენ გადაცემას? კამერა ჩავურთო და ერთი საათი ილაპარაკონ? “მოამბიდან” მიდიან და აშუქებენ. ტელევიზიას თავისი წესები აქვს და ასე მარტივად არ ხდება რაღაცების კეთება”, - აცხადებს პირველი არხის გენდირექტორი გია ჭანტურია და შეკითხვას - “გასაგებია, რომ თავისი წესები აქვს და სწორედ ამიტომ გეკითხებით, რამდენად შესაძლებელია საპატრიარქოს მოთხოვნის დაკმაყოფილება დღეს?” - პასუხობს: “ამისთვის გვაქვს საინფორმაციო გამოშვება, ყოველთვის მზად ვართ, მივიდეთ და გავაშუქოთ ნებისმიერი განცხადება, ამას გარდა, როდესაც ჩვენ დავიწყებთ ტოკშოუებს, აუცილებლად მოვიწვევთ და ამ თემას განვიხილავთ. არასოდეს პრობლემა არ გვქონია მათთან ურთიერთობის და არც ახლა გვექნება. ყოველთვის ღია იყო ჩვენი კარი მათთვის და არც ახლა არ შეცვლილა არაფერი. უბრალოდ, ამ ეტაპზე არ გვაქვს გადაცემები. რა, სპეციალური გადაცემა გავაკეთოთ? ამას სჭირდება სერიოზული ხარჯები და პლუს დრო, რასაც ვერ მოასწრებთ. ამიტომ ჯობს, ის არსებული ფორმატები გამოვიყენოთ, რომელიც დღეს გაგვაჩნია. რაც შეეხება პირდაპირ ეთერს, განცხადებებსა და ასე შემდეგ, ამის გასაშუქებლად ყოველთვის მზად ვართ. შეგვიძლია, “მოამბეში” გავაშუქოთ ყველაფერი. ნოემბრიდან უკვე არსებულ ტოკშოუებშიც მოვიწვევთ და თემატურადაც მოვაწყობთ დებატებს ამ თემაზე”. მონიტორინგის ჯგუფის პირველი ვიზიტი პანკისის ხეობაში ხუთშაბათისთვის არის დაგეგმილი “ფრაქცია “ქრისტიან-დემოკრატები” გამოდიან ინიციატივით, შეიქმნას სპეციალური მონიტორინგის ჯგუფი. ფრაქციის წევრ ნიკა ლალიაშვილის თქმით, სპეციალური მონიტორინგის პირველი ვიზიტი პანკისის ხეობაში ხუთშაბათისთვის არის დაგეგმილი, დიპლომატების ნაწილმა უკვე გამოთქვა სურვილი, მონაწილეობა მიიღოს ჯგუფის მუშაობაში. დეპუტატი მათ ვინაობას ჯერჯერობით არ აკონკრეტებს. მისი თქმით, ამ ჯგუფმა ადგილზე უნდა ნახოს, რომ პანკისის ხეობა თავისუფალია ყოველგვარი ბოევიკების ბაზებისგან”, - წერს გაზეთი “ახალი თაობა” სტატიაში სათაურით პანკისის ხეობა ისევ საშიში ხდება? “წესით, რუსულ მხარეს სურვილი უნდა ჰქონდეს, მონაწილეობა მიიღოს მონიტორინგის ჯგუფის მუშაობაში. თუ ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური ჟონგლიორობა და უპატიოსნო ნაბიჯებით ცდილობენ, რომ შემდგომში გაამართლონ რამე სახის სამხედრო გართულებები და პროვოკაცები საქართველოში, მაშინ ამ ჯგუფში მონაწილეობას აზრი არ აქვს. არაფერ შუაში არ არის დიპლომატიური ურთიერთობა, ჩვეულებრივად შეიძლება ჩამოვიდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც რუსეთში გარკვეული ავტორიტეტით სარგებლობენ პოლიტიკურ ისტებლიშმენტში... რამე მოლაპარაკება ამ კუთხით რუსულ მხარესთან არ გვაქვს. თუ მედიით გავრცელდება ეს ინფორმაცია, სათანადო დონეზე მოხდება რუსული მხარის ინფორმირება... ჩვენ, ალბათ, გავუგზავნით დუმაში რომელიმე ფრაქციას წერილს”, - ამბობს ნიკა ლალიაშვილი გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას. “სხვათა შორის, წლების წინ, პანკისის კრიზისის პერიოდში, ზუსტად ასე გავაკეთეთ და ის ხალხი, ვინც ხელს იშვერდა, საქართველოში ჩამოვიყვანეთ. ესენი იყვნენ ფეესბეს მაღალჩინოსნები და თავად დარწმუნდნენ, რომ პანკისის ხეობაში არაფერი ხდებოდა. სამწუხაროდ, ამას რუსული პოლიტიკური ელიტის შეხედულებები არ შეუცვლია და ასეთი ტიპის ვიზიტებს მაინც მოჰყვა ე.წ. პრევენციული დარტყმები. თუ რუსეთი უარს იტყვის მონიტორინგის ჯგუფის მუშაობაზე, ეს ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ წინასწარ რაღაც გეგმა აქვს მომზადებული”, - განმარტავს გამოცემის რესპონდენტი. “რასაკვირველია, როცა საქმე რუსეთთან გვაქვს, აქ თეორიულად ვერანაირ საფრთხეს ვერ გამოვრიცხავ, მაგრამ ეს რომ რეალური იყოს და მხოლოდ საქართველოს ემუქრებოდეს, ეს განჭვრეტა მომავლისთვის მწვავე, აქტუალურ საკითხად არ მიმაჩნია. ამიტომ ახმედ ზაკაევის ცნობილი განცხალება უფრო ფართომასშტაბიან მოვლენებს შეეხებოდა. ის ძირითადად შეეხება რუსეთის პოლიტიკასა და ამ პოლიტიკის კონკრეტულ შედეგებს მთელ ჩრდილოეთ კავკასიაში”, - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე გაზეთ “ახალი თაობის” კორესპონდენტთან საუბრისას, სტატიაში სათაურით ევროპის შეშფოთება ყელში ამოგვივიდა / რუსეთისგან საფრთხე ყველას ელოდება. “ჩემი აზრით, აქ აკრედიტებული უცხოელი ჟურნალისტები ან დაპატიჟებულები უნდა შემოვატაროთ პანკისის ხეობაში... ეს ხეობა ალბათ დღესაც ბევრს ახსოვს. პანკისის ხეობა იმდენ ბრუნვაში იხმარებოდა მთელი ათი წლის განმავლობაში, რომ ბევრს კიდევ ახსოვს და გათვლაც სწორედ მათზეა. მაგრამ ის, რომ ამას რუსეთის გამოიყენებს და დაიწყებს შეტევას, მე არ მჯერა”, - ამბობს სოსო ცინცაძე და დასძენს: “რუსეთის ღია აგრესიის შემდეგ უკვე ბალტიისპირეთის ქვეყნებს ემუქრებათ საფრთხე; ნახეთ რა მნიშვნელოვანი მომენტია. ნატო-ს, ევროკავშირის წევრები არიან და მაინც ეშინიათ; თავს ბოლომდე დაცულად მაინც არ გრძნობენ. უკვე აბსურდამდე მივიდა ეს სიტუაცია, რომ უკვე ნატო-ს წევრი პოსტსაბჭოთა ქვეყნებიც თავს ქოლგის ქვეშ ვეღარ გრძნობენ. კი ბატონო, პოლონეთი ორმოცმილიონიანი ქვეყანაა, ჩეხეთიც სხვაა, მაგრამ ბალტიისპირა ყოფილი საბჭოთა ქვეყნები სრულად თავს დაცულად ვერ გრძნობენ. ამიტომ მოითხოვენ ევროპისგან დაცვის უფრო მეტ გარანტიებს. იგივე ნატო-სგან მოითხოვენ უსაფრთხოების მეტ გარანტიებს. მაგრამ ნატო არ იძლევა ასეთ გარანტიებს. ელემენტარუულად, არსებობს ის მეხუთე პუნქტი, რომ ერთზე თავდასხმა ყველაზე თავდასხმას ნიშნავს, მაგრამ დღეს უკვე თვითონ თავდასხმა, აგრესია რა არის, ამასაც უკვე მრავალი კუთხიდან უდგებიან და ყველას თავისის განმარტება აქვს ამ აგრესიის. დღეს, როდესაც მთელი ევროპა ამბობს, რომ ომი საქართველომ თავად დაიწყოო, არავინ აკონკრეტებს და არავინ ჩაწვდება სიღრმეს, საქართველოს ჰქონდა თუ არა უფლება, რომ გაესროლა. ეს არის მთავარი. და სწორი იყო, როგორც ერთ-ერთმა ევროპულმა გაზეთმა დაზერა, რომ საქართველოს წაართვესო თავდაცვის უფლება”. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/114513.html
  16. გელა ბეჟუაშვილი - პანკისის თემამ ცუდად გაიჟღერა 28 / 10, 2009 13:30 პანკისის თემამ ცუდად გაიჟღერა, -ასეთი განცხადება გააკეთა საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა, გელა ბეჟუაშვილმა პარლამენტში მიმდინარე "ნდობის ჯგუფის" შეხვედრამდე. ჟურნალისტებთან საუბრისას, თუმცა საკითხის დასმის კონკრეტიზაციისაგან თავი მისივე თქმით, დღეს ჯგუფს მიაწვდის მის ხელთ არსებულ ყველა ინფორმაციას , რის შესახებაც უფრო კონკრეტულად შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრებს. ამასთან, გელა ბეჟუაშვილი მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ საგარეო დაზვერვის სამსახურის დაფინანსება მცირდება. თუმცა, არ აკონკრეტებს, მოითხოვს თუ არა კატეგორიულად დაფინანსების შენარჩუნებას ან გაზრდას. ბეჟუაშვილს, ასევე, კონკრეტულად არაფერი უთქვამს "ქრისტიან-დემოკრატების" ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც პანკისში მონიტორინგის ჯგუფის ჩასვლას ეხება. საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, დეპუტატებს ამის უფლება აქვთ, მისი კომპეტენცია კი საქართველოს საზღვრებს გარეთ ვრცელდება. ნდობის ჯგუფის შეხვედრა პარლამენტში უკვე ერთი საათია, მიმდინარეობს. ჯგუფთან შეხვედრას ამ დროისთვის საზღვრის დაცვის დეპარტამენტისა და კონტრტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელები მართავენ. ნდობის ჯგუფის შეხვედრა დახურულია და რეგლამენტის მიხედვით, ხოლო სხდომის დეტალები საიდუმლოდ უნდა დარჩეს. როგორც ცნობილია, რუსეთმა არაერთხელ გააკეთა განცხადება, რომ პანკისის ხეობაში ტერორისტები იმყოფებიან. ამის შემდეგ "ქრისტიან-დემოკრატებმა" "ნდობის ჯგუფის" შეხვედრა მოითხოვეს. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 სარჩულს ხომ არ კერავენ ღორები?
  17. ბატონო ეროსი, ჟვანიას გარდაცვალებაზე რას იტყვით, მართლა გაუმართავმა გაზის გამათბობელმა გამოიწვია თუ...? მოკლედ,ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებაზე რაიმე ახალს ხომ არ იტყვით?
×
×
  • შექმენი...