Jump to content
Planeta.Ge

iraklion

პლანეტელი
  • პოსტები

    38
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

iraklion'ის მიღწევები

Newbie

Newbie (1/14)

  1. ჩვენი ცოდვით და სოროსის მადლით სავსე ხლისტების პარადი, ანუ რამ ააფუთფუთა ასე თანამედროვე ბუდარა-ბუდარიხები დავით მხეიძე ”საქართველოს რესპუბლიკა” როგორც ჩანს, რომ იტყვიან, არ ასვენებთ გამჩენი ამ ჩვენი ცოდვით და სოროსის მადლით სავსე "თავისუფლების ინსტიტუტის" მანქურთებს. ამ ცოტა ხნის წინათ ბუდარიხა თუთბერიძის მიერ აგორებულ ბინძურ კამპანიას თითქოს საკადრისი პასუხი გასცეს საზოგადოებამ, მორწმუნე მრევლმა და თვით პარლამენტის ნაცუმრავლესობამაც. მართალია, პრეზიდენტის ნებართვის შემდეგ, მაგრამ მაინც. და ამის მიუხედავადაც არა და არ წყდება ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიასა და პირადად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქზე, უწმინდესსა და უნეტარესზე ილია || თავდასხმები. სულ ახლახან "თავისუფლების ინსტიტუტის" მიერ საპატრიარქოში შეგზავნილმა თუ "დავერბოვკებულმა" ოთხმა სასულიერო მაღალმა იერარქმა, როგორც ამბობენ, პატრიარქს გადადგომისკენ მოუწოდა. აი ასე, არც მეტი არც ნაკლები - ქვეყანა იღუპებაო! მერე იყო და, საზოგადოებამ გაიგო პატრიარქისთვის გაგზავნილი წერილის შესახებ, რომელსაც ასე ჰქვია - "კითხვები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქს", რაც სხვა არაფერია, თუ არა თავის დროზე თეა (ბუდარიხა) თუთბერიძის მიერ განთავსებული ვიდეორგოლების წერილობითი ვარიანტი, რომელსაც ამჯერად თუთბერიძესთან ერთად ხელს აწერს 235 ხლისტი, რომლებიც საკუთარ თავს "საზოგადოების ნაწილს" უწოდებენ. აი, გაიცანით ხელმომწერთაგან ზოგიერთნი - დანარჩენი წაიკითხეთ აქ და ვიკამათოთ: http://www.gevision.tv/index.php?option=co...d=6&lang=ka
  2. უფულოდ დარჩენილი "კოლორიტი" და შეურაცხყოფილი მაყურებელი: ანუ აქა ამბავი პედერასტთა გატელევიზიებული პარადისა, არსებისა, რომელიც უკვე "ის თამრო" აღარ არის და პატრონსასიკვდილე "ძროხისა" http://www.gevision.tv/index.php?option=co...d=3&lang=ka ავტორი - Gevision.Tv THURSDAY, 26 NOVEMBER 2009 18:40 - მაშ, რა საჭიროა გზა, თუ ის ტაძრამდე არ მიგვიყვანს. - უკვირს "მონანიების" მიწურულს დიდებული ვერიკო ანჯაფარიძის გმირს. მით უფრო, რა საჭიროა არამცთუ ტაძრისკენ, არამედ სოდომ-გომორისკენ მიმავალი გზა, უფრო კონკრეტულად - რომელიმე ტელეკომპანია და, კიდევ უფრო კონკრეტულად - ამ რომელიმე ტელეკომპანიის მავანი "სიმართლის" მსახური გადაცემა თავისი წამყვანიანად, რომელიც სწორედ სოდომ-გომორისკენ თუ არ წალდავს გზას მაყურებელთა გონებაში, ყოველ შემთხვევაში, დაჟინებით მაინც ცდილობს ამის გაკეთებას. - შენ მოგიკვდა პატრონი, შენ მოუკვდი შენს პატრონს! - უთუოდ გეხსომებათ ფრთიან ფრაზად ქცეული ეს სიტყვები "უდიპლომო სასიძოდან". თითქოს ძროხაზე კი არა, აღნიშნულ გადაცემა-წამყვანსა და ამ "შედევრის" ეთერში "გამჟღერებელ" ტელეკომპანია "იმედზე" ეთქვას ეს სიტყვები აკაკი კვანტალიანის გმირს. ეჰ, სად არის ახლა ის ცხონებული, თავისი ქებული სახრით რომ დაიფრინოს "სიმართლის დროის" თუნდაც გუშინწინდელი გადაცემის "მსახურ-მქადაგებელ-მხარდამჭერნი"! - ძალიან მაგარი და მართალი კაცი ხართო, - ხოტბას ასხამდა "სიმართლის მაძიებელი" შალვა რამიშვილი (დიახ, სწორედ ის შალვა, რომელმაც, ციხეგამოვლილმა, დაახლოებით ასეთი რამ თქვა, - გმირობას ნუ მომთხოვთ, გმირი არა ვარ, რომ მისი მანტია მოვისხაო, ანუ აწი იქ ვიქნები, სადაც უკეთესი ზურგის ქარი ქრისო და, კიდევ უფრო ანუო, მედეა ჩახავას კინოგმირისა არ იყოს, "ის თამრო აღარა ვარ", იმ ავადსახსენებელ 50 ათას დოლარამდე რომ ვიყავიო, რაღა!) თავის პირისპირ მაღალ სკამზე წამოყინჩებულ "სიმართლისთვის თვალის გამსწორებელ" ქუთაისელ "კოლორიტს". თქვენი ასეთი სიმართლისმოყვარეობა-გულახდილობით და პირადი მაგალითით მაყურებელთათვის იმის თქმა გინდათ, რომ არატრადიციულ ორიენტაციას თქვენთვის კარიერის აწყობაში ხელი არ შეუშლია და არც სხვებს შეუშლის, ხომ. - დასძინა მერე. - კიო! - თითქოს უფრო განაზდა "კოლორიტი". კაცო, გაგონილა. მოგწონს ასეთები, ბემურაზო. თუ მოგწონს, როგორც იტყვიან, ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროს, თუ გინდა, სახლშიც წაიყვანე! იქ უფრო გულახდილად ისაუბრებთ და უკეთაც გაუგებთ ერთმანეთს! მე, ტელემაყურებელს, ძალად რად მჩრი ამ როგორც თავად აღიარა, პედერასტს. თუმცა ერთი კია: ამით წამყვანმა ერთგვარად ვალი გადაუხადა "რესპონდენტს", რომელმაც მანამდე რამიშვილს დაუწყო ქება, რომელი ქებაც თავმდაბალმა შალვამ შეაწყვეტინა, - ჩემი ხოტბა ეკრანს მიღმა იყოსო. მოკლედ, ზუსტად ისე იყო, გუგული რომ მამალს აქებდა! მიჭირს და არც არის საჭირო იმ ყველა ამაზრზენი დეტალის გახსენება-გამეორება, "იმედმა" გუშინწინ რომ შემოგვთავაზა. ამიტომ ერთსღა ვიტყვი: კაცი, რომელიც საჯაროდ, ტელევიზიით აღიარებს, ჰომოსექსუალისტი ვარო; კაცი, რომელიც ტელევიზიით აღიარებს, კომუნისტების დროინდელ სუკთან ვთანამშრომლობდი და იქაურ თანამშრომელ მამაკაცებთან სექსუალური კავშირი მქონდაო; კაცი, რომელიც სახალხოდ იტყვის (თანაც კარგად დაფიქრების შემდეგ), საფულეს, რომელშიც ათასი დოლარი და მისი დამკარგავის კოორდინატებიც იდება, პატრონს არ დავუბრუნებო; კაცი, რომელიც სახალხოდ აღიარებს, დისერტაციის დაცვაში ფეესბე (რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური) დამეხმარაო; და რაც მთავარია, კაცი, რომელიც ყოველივე ამის შემდეგ სახალხოდ იტყვის, ყველაფრის თავიდან დაწყების შანსი რომ მომეცეს, ჩემს ცხოვრებაში არაფერს შევცვლიდიო... ამგვარი "კაცი" (პირდაპირ ვიტყვი, იმის მიუხედავად, პიროვნების ღირსების შეურაცხყოფად ჩამითვლიან თუ არა) რამედ ვარგა და გამოდგება. ასეთი "კაცის" ლექტორობა ივარგებს (ქუთაისის სამ უმაღლეს სასწავლებელში ვასწავლიო(?!), თუ მეცნიერული "მოღვაწეობა" გამოდგება რამედ. დიდი ბოდიშის მოხდით, იმ ქუთათურებისაც გამკვირვებია, ასეთ "კაცთან" უნარ-ჩვევების შესასწავლად თავიანთ შვილებს რომ აგზავნიან (თავად თქვა "კოლორიტმა", უნარ-ჩვევებში ვამზადებ აბიტურიენტებსო). ვგრძნობ, თავს ვერ ვერევი და ერთგვარად დაუკრეფავშიც გადავედი (ბოდიში რომ წამალი იყოს, მართლაც აფთიაქში გაიყიდებოდა!). ამიტომ უნდა დავამუხრუჭო და სხვა კუთხითაც შევხედო იმ სისაძაგლეს, რომელსაც გუშინწინდელი "სიმართლის დრო" ჰქვია: ჩემი ღრმა რწმენით, ეს ყბადაღებული "არატრადიციული ორიენტაციაც" ნორმიდან გადახრა და ერთგვარი ავადმყოფობაა. სენს კი მკურნალობა სჭირდება და არა, თუნდაც, რბილად რომ ვთქვათ, გაკილვა. ამიტომ დროა, "კოლორიტს" შევეშვა და ტელეკომპანია "იმედს" და მის "სიმართლის დროს" მივუტრიალდე: ვინ მოგცათ ან თუნდაც საკუთარ თავს რად მიეცით ადამიანის ბედით მანიპულირების და მისი გაპამპულების, დაცინვის თუ არა, თუნდაც საყოველთაო განსჯა-გაკილვის საგნად ქცევის უფლება (თუ გგონიათ, რომ "კოლორიტზე" მაყურებელთა აბსოლუტური უმრავლესობა ერთობ უარყოფითი აზრისა არ დარჩა, რომ ხალხს მოსწონს ეს გადაცემა, ძალიან ცდებით! ერთი გენახათ და მოგესმინათ, როგორაც "გამკობდნენ" მის გამო გუშინწინაც და ადრეც). რა უფლებით ექცევით ადამიანებს ისე, როგორც კინოფილმ "ლაზარეში" "შახტი კოტეს" ექცეოდნენ (ადამიანისადმი ამგვარ დამოკიდებულების თქვენი "გენიალური" ფრაზა ვერ გაამართლებს, შალვა ბატონო, - ხომ იცოდა, როგორ გადაცემაშიც მოდიოდაო!). მე რომ კაცმა მკითხოს, ამ გადაცემას "სიმართლის დრო" კი არა, "ახლა ჩვენი დროა" უნდა ერქვას. დიახ, სწორედ თქვენი, ბატონებო, ისეთებისა, რომლებიც ცდილობენ, ყველაფერი თავდაყირა დააყენონ, საფუძველი გამოაცალონ ყოველივე ქართულს, ტრადიციულს, ჭეშმარიტად ეროვნულს, ისე შემოგვაპარონ მრავალი უგვანობა, თუნდაც პედერასტობა, როგორც იეღოველობის შემოცოცებას აპირებენ ქრისტიანობა-მართლმადიდებლობის დამცრობა-დაკნინების ხარჯზე! თუმცა მეც ვარ, რა! რომელ პედერასტობის შემოპარების მცდელობაზეა ლაპარაკი, როდესაც უკვე "ის თამრო" რომ აღარ არის, ისეთმა შალვა რამიშვილმა გუშინწინ პირდაპირ დაახეთქა "კოლორიტისადმი" (რომელმაც ის-ის იყო აღიარა - ჰომოსექსუალისტი ვარო) მიმართვით: დარბაზის რეაქცია და დამსწრეთა ტაში ნიშნავს, რომ ისინი ჰომოსექსუალიზმს მიუღებლად არ მიიჩნევენო! აი, ასე, მოკლედ და ლაკონურად! ის მაინც აგვიხსენით, შალვა ბატონო, რომელი არსენა თქვენა ხართ, თქვენი "არშინით" რომ "ზომავთ" და განსაზღვრავთ ხალხის აზრსა და პოზიციას. ლამის მთელი დარბაზი რა უფლებით გაგვიჰომოსექსუალისტეთ. თუმცა, მარტო დარბაზი რას მიქვია, როცა, თუ ხალხმა ეს თქვენი "ახლა ჩვენი დროა" დროულად არ დაამთავრა, ამას სრულიად საქართველოს დაუპირებთ! მაგრამ, საბედნიეროდ, ყველაფერს აქვს დასასრული! რუსლან რუსია პ.ს. მოქმედი კანონმდებლობით, შალვა ნაბექაურელო, ვგონებ, დამნაშავესთან ერთად მისი წამქეზებელიც ისჯება (ეს თქვენ, სასჯელმოხდილს, ჩემზე უკეთ გეცოდინებათ! და კიდევ: სულო ცოდვილო, როგორ ვთქვა, მაგრამ იქნებ თქვენთვისვე ყოფილიყო უკეთესი, რომ კვლავ საკანში მჯდარიყავით, ხალხში სახელი მაინც არ გაგიტყდებოდათ!). ამას რატომ გეუბნებით, იცით. რატომ და, იმდენი აქეთ გუშინწინ "კოლორიტი", მაგარი ვინმე ხართ, ეს დარბაზი და ლამის მთელი საქართველოც თქვენი ჰომოსექსუალურობის გამო მხარს გიჭერენ და მოსწონხართო, მისთვის "საბედისწერო" კითხვაზე პასუხისას - რამეს თუ შეცვლიდით თქვენს ცხოვრებაშიო - "ზადნი" ვერ მისცა და, არაფერს არ შევცვლიდიო, უპასუხა. არადა, თურმე, როგორც სიცრუის დეტექტორმა დაადგინა, შევცლიდიო, უნდოდა ეთქვა. თქვენგან წაქეზებულმა კი საპირისპირო რამ თქვა. ჰოდა, "დაისაჯა" კიდეც - უფულოდაც წავიდა სტუდიიდან! თქვენც დაისჯებით ოდესმე ამ წაქეზებისთვის, შალვა! რ. რ. პ.პ.ს. თავდაპირველად ამ წერილისთვის ასეთი რუბრიკა მინდოდა წამემძღვარებინა - "ჩამორჩენილი" კაცის ფიქრები". მერე გადავიფიქრე. ანკი რა საჭირო იყო. თანამედროვედ განათლებულნი ხომ ისედაც კარგად მიხვდებიან, რა "გოიმიც" ვარ. რ. რ. © გაზეთი "საქართველოს რესპუბლიკა"
  3. საია 23 ნოემბერს მომხდარ ფაქტს აფასებს ავტორი - Gevision.Tv TUESDAY, 24 NOVEMBER 2009 21:09 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მშვიდობიანი შეკრების უფლების უხეშ ხელყოფად აფასებს 23 ნოემბერს მოძრაობა ,,7 ნოემბრის” სამი წევრის, ირაკლი კორძაიას, დაჩი ცაგურიას და ჯაბა ჯიშკარიანისათვის მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების განხორციელებისათვის ხელის შეშლის ფაქტს. საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის თანახმად, ყველას აქვს უფლება “წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბოს საჯაროდ და უიარაღოდ, როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ. კანონით შეიძლება დაწესდეს ხელისუფლების წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხისა და ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას იმართება.” მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გავრცელებული ინფორმაცის თანახმად, თბილისის მერიამ უარი განუცხადა აქციის ორგანიზატორებს შეტყობინების მიღებაზე, იმ მოტივით, რომ “გიორგობის დღესასწაულზე თბილისში, საქართველოს პარლამენტის წინ და წმინდა გიორგის სახელობის ქაშუეთის ეკლესიასთან როგორც რელიგიური, ასევე სამოქალაქო ღონისძიებები ჩატარდება. შესაბამისად, თქვენი გაფრთხილება მიღებული არ არის.” საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2002 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილების თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უფლებამოსილება, არ მიიღოს გაფრთხილება, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი. ერთადერთი, რისი გაკეთების უფლებამოსილებაც კანონის თანახმად მერიას ქონდა, იყო შეკრების ორგანიზატორებისთვის რეკომენდაციით მიმართვა შეკრების ჩატარების ადგილისა და დროის შეცვლის მიზანშეწონილობის შესახებ, რაც არ განხორციელებულა. საპატრულო პოლიციის მხრიდან იმის განცხადება, რომ ირაკლი კორძაიამ, დაჩი ცაგურიამ და ჯაბა ჯიშკარიანმა დაარღვიეს შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარების წესი, მოკლებულია ელემენტარულ სამართლებრივ დასაბუთებას. ტელეკომპანიების “მაესტრო” და IთV.გე-ს მიერ გავრცელებული კადრებიდან ნათლად ჩანს, რომ დემონსტრანტები მაქსიმალურად იყვნენ მოცილებული პარლამენტის შენობიდან, ისინი არ გადასულან გზის სავალ ნაწილზე და ხელს არ უშლიდნენ ხალხისა და ტრანსპორტის მოძრაობას. შესაბამისად, შეკრების მონაწილეების მხრიდან არ დარღვეულა შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარების წესი. საქართევლოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აზრით, საპატრულო პოლიცია აშკარად გასცდა თავისი უფლებამოსილების ფარგლებს, როდესაც მშვიდობიანი შეკრების მონაწილეები მომენტალურად, აქციის შეწყვეტის თაობაზე მოთხოვნის წაყენების გარეშე დააკავა. ეს გარემოება აქარწ###ბს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მოთხოვნისადმი ბოროტი დაუმორჩილებლობის შემადგენლობის არსებობას. სამწუხაროდ, თბილისის საქალაქო სასამართლომ, ისევე, როგორც ანალოგიური შინაარსის ადმინისტრაციული დაკავების საქმეების განხილვისას, არ გაიზიარა დაცვის მხარის არგუმენტები და საქმე მიკერძოვებულად, გარემოებების ობიექტური ანალიზის გარეშე გადაწყვიტა. ბექა კოკაია საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური http://www.gevision.tv/index.php?option=co...d=3&lang=ka
  4. სტუდია ”რეპორტიორი”-ს მორიგი ფილმი, ”ჯაშუშის სინდრომი”, რომელიც აკადემიკოს ვლადიმერ ვახანიას დაკავებას და საქმის დეტალებს ეძღვნება. ლინკი: http://www.gevision.tv/ ან http://www.gevision.tv/index.php?option=co...152&lang=ka ინფორმაცია ვლადიმერ ვახანიაზე, მსჯელობისთვის: რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი ვლადიმერ ვახანია 8-თვიანი პოლიტიკური დევნის შემდეგ ზუგდიდში დააკავეს. 15 მარტს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს სპეცდანიშნულების რაზმმა ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია ღამის 11 საათზე მაშინ ჩაატარა, როცა ვახანია საკუთარ სახლში მარტო იმყოფებოდა. ჩხრეკის შედეგად მისი ბინიდან ამოღებულია ავტომატური იარაღი და ორი ხელყუმბარა. სამწუხარო და ამავე დროს შემაშფოთებელი ამ ისტორიაში ის ფაქტია, რომ ბიზნესმენის დაკავების საბაბი გაზეთ ”სამეგრელოს ქრონიკის” ჟურნალისტის, ლელა ხუბულავას განცხადება გახდა, სადაც მან ვახანია ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლასა და მუქარაში დაადანაშაულა. პოლიციამ კი ბიზნესმენის ბინის ჩზრეკა სწორედ იმ აუდიო-ფირის ამოღების მიზნით ჩაატარა, რომელიც თითქოს ვახანიამ ჟურნალისტს წაართვა. ბრალდებულის ადვოკატებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ ძალოვანებმა ჟურნალისტის მიმართ შანტაჟი, მუქარა და ზეწოლა განახორციელეს. 17 მარტს, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გამართულ სასამართლო პროცესზე, სადაც ვახანიას მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შერჩევის საკითხი განიხილებოდა, ბრალდებული უკვე ჟურნალისტის მხრიდან განხორციელებულ შანტაჟსა და მუქარაზე საუბრობდა. ამაზე ცოტა ქვემოთ, ახლა კი იმ ვითარების შესახებ, რაშიც ვლადიმერ ვახანია 2008 წლის 12 ოქტომბერს აღმოჩნდა. მის მიმართ პოლიტიკური დევნა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან დაიწყო. პოლიციამ ვახანია მაშინ დააკავა, როცა მან რუსეთში გასამგზავრებლად შესაბამისი რეგისტრაცია, საბაჟო გამშვები პუნქტი გაიარა და ე.წ. ნეიტრალურ ზონაში იმყოფებოდა. სამართალდამცავებმა მას საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეობის დამადასტურებელი პასპორტები და მობილური ტელეფონიც ჩამოართვეს. ვახანია მოკლევადიანი დაკავების შემდეგ გაათავისუფლეს, მაგრამ ხანგრძლივი დევნისათვის გაამზადეს. სასამართლო პროცესზე ვახანია თავად ყვებოდა, თუ როგორ აიძულებდნენ მას ძალოვანები რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირი და აგენტობა ეღიარებინა, თუმცა პოლიციის მხრიდან ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. თვეების განმავლობაში იგი თავადაც უშედეგოდ ცდილობდა უკანონოდ ჩამორთმეული დოკუმენტების დაბრუნებას. ამის შესახებ ბიზნესმენმა თხოვნის ბარათები საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტსა და ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატს, ფრიდონ თოდუას გაუგზავნა. 15 ასეთი ბარათიდან პასუხი ვლადიმერ ვახანიამ მხოლოდ პარლამენტიდან მიიღო, რომელმაც თბილისის პროკურატურაში საქმის გამოძიების დაწყების ფაქტი აუწყა. ვახანიას ღია წერილები და ინტერვიუები ქართულ პრესაშიც რამდენჯერმე გამოჩნდა, მაგრამ რეაგირების გარეშე დარჩა. 13 თებერვალს კი ვლადიმერ ვახანიას მხარდამჭერებმა ენგურქარალდკომბინატის კულტურის სახლთან საპროტესტო მიტინგი გამართეს და ჩამორთმეული დოკუმენტების დაბრუნება კიდევ ერთხელ მოითხოვეს. იმ დღეს ვახანია მიტინგზე არ გამოჩენილა, თუმცა ლელა ხუბულავამ მასთან ინტერვიუ მისსავე ბინაში ჩაიწერა. ”ლელა ხუბულავა ჩემი მეზობელი აღმოჩნდა. რადგან მე 30 წელიწადზე მეტი მოსკოვში ვცხოვრობდა, მას არ ვიცნობდი. ჩემი სახლის კარი პირველ რიგში როგორც მეზობელს გავუღე. ჩვენ პირობა დავდეთ, რომ გამოქვეყნებამდე სტატიის შინაარსს კიდევ ერთად გამაცნობდა. 3 დღის შემდეგ ისევ მოვიდა ჩემთან დ აიმ აუდიო-კასეტის ასლი გადმომცა, სადაც ჩემი ინტერვიუ იყო ჩაწერილი. მას დამატებითი კითხვებიც გაუჩნდა. ის გვერდით ოთახში გავიდა და კითხვები მოამზადა, რომელსაც დროის უქონლობის გამო პასუხი მაშინ ვერ გავეცი. 11 მარტს, როდესაც მე პოლიტიკური პარტიის დაფუძნება გადავწყვიტე, კრებაზე ხუბულავა მოვიდა და მითხრა, ფირი ახლავე დამიბრუნე, თორემ საქმე ცუდად წაგივა, რაც მოგივა საკუთარ თავს დააბრალეო. მე ავუხსენი, რომ თუ ის ასლი მისთვის ამდენად მნიშვნელოვანი იყო, დავუბრუნებდი, ოღონდ ზუსტად არ მახსოვდა რომელ ბინაში შევინახე.” - ასეთია ვლადიმერ ვახანიას ვერსია. უცნობია ჟურნალისტის მოსაზრება. ლელა ხუბულავა მომხდარის შესახებ კომენტარს არ აკეთებს. სატელეფონო საუბარში იგი მხოლოდ იმას აცხადებს, რომ თავს შეუძლოდ გრძნობს. გავრცელებული ინფორმაციით, ვახანიასა და მისი მხარდამჭერების მხრიდან ჟურნალისტზე ზეწოლას ადგილი მართლაც ჰქონდა და ამის მოწმე გაზეთის სხვა თანამშრომლებიც არიან, მაგრამ დეტალების დაკონკრეტებისგან თავს ისინიც იკავებენ. რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიას, რომლის დაფუძნებასაც ვახანია ზუგდიდში გეგმავდა, სხვადასხვა მიზეზების გამო ჩაიშალა და ის ყველა შემთხვევაში პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირდება. მომავალი პარტიის აქტივისტებს დამფუძნებელთა კრების მოწვევის საშუალება თავიდანვე არ მიეცათ. რამდენიმე დარბაზის მეპატრონემ ისინი უარით გაისტუმრა, თუმცა შეხვედრა ერთ-ერთ კერძო ოფისში მაინც შედგა. პრობლემები მაშინაც შეიქმნა, როცა ნოტარიუსი, რომელსაც ახალი პარტიის, ”მთლიანი საქართველოსათვის” არსებობა უნდა დაეკანონებინა, გამზადებულ დოკუმენტებთან ერთად ქალაქიდან გაქრა. პროფესიით იურისტი და მოსკოვში წლების მანძილზე პროკურორის თანამდებობაზე მომუშავე ვლადიმერ ვახანია ქართველი სამართალდამცავების მოქმედებებით შეძრწუნებული ჩანდა. სასამართლო პროცესზე მან მის მიმართ ს.ს.ს.კ. 236 -1 და 154 -1 და 2 ნაწილებით გამოყენებულ ბრალდებებს შეთითხნილი უწოდა. ვლადიმერ ვახანია: ”ვერც კი წარმომედგინა, რომ ოდესმე საზოგადოებას თავს პოლიტიკურ ფიგურად წარვუდგენდი, მაგრამ ეს გადაწყვეტილება სამშობლოში ნანახმა და განცდილმა გადამაწყვეტინა. თვით რუსეთშიც არ შემხვედრია და არ მინახავს ბრძოლის ასეთი მეთოდები. მე შემეძლო ქვეყანა დამეტოვებინა, მაგრამ არ ვიკადრე. როგორ, ჩემი სამშობლოდან გავიქცე?! ვის ან რას გავექცე?! ასე ცხოვრება ნამდვილად არ შეიძლება!” მიუხედავად იმისა, რომ ვახანიას მიმართ წაყენებული ბრალდება ნაკლებად მძიმე კატეგორიას განეკუთვნება, მოსამართლე აბშილავამ არ გაითვალისწინა ადვოკატების შუამდგომლობა და აღმკვეთი ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. ერთ-ერთი ადვოკატი იმ პროცესუალურ დარღვევებზეც მიუთითებს, რომელიც ვახანიას დაკავებას თან ახლდა. ილია ლომაია: ”ბრალდებულს არ ჩაბარებია დაკავების ოქმი, მის ბინაში ჩხრეკა კანონდარღვევით, დამსწრეების გარეშე ჩატარდა. იმის გამო, რომ გამოძიებამ საქმის მასალები ამ დრომდე არ გადმოგვცა, იქ არსებული დეტალები ჩემთვის უცნობია, მაგრამ ცხადია და სასამართლო განხილვამ აჩვენა ის, რომ ვახანია პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია”. არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, როგორც თვითმხილველები ამბობენ, ის ადამიანებიც აღმოჩნდნენ, რომლებსაც ვახანიასთან მეზობლური ან ნათესაური კავშირი ჰქონდათ. ერთ-ერთი თვითმხილველის განმარტებით ”სპეცოპერაციის” დაწყებამდე პოლიცია იმ ქუჩაზე, სადაც ვახანია ცხოვრობს, 30 მანქანით შევიდა. ჟურნალისტის სახლთან კი ავტობუსით სპეცრაზმი იდგა, ალბათ მის უსაფრთხოებას იცავდა. პოლიციელების შესვლიდან დაახლოებით ერთ საათში სახლში მოწმეების შეყვანა დაიწყეს. ერთ-ერთი დამსწრე მეზობელი მამაკაცი მაღალი არტერიული წნევის შედეგად შეუძლოდ გახდა, ამას ვახანიას ნათესავი ქალის გულზე შეტევა მოჰყვა და ერთდროულად ორი სასწრაფო დახმარების მანქანის გამოძახება გახდა საჭირო. პოლიციელები ყვიროდნენ, იგინებოდნენ. განსაკუთრებით ერთი აქტიურობდა, სავარაუდოდ - ხობის პოლიციის უფროსის მოადგილე იყო. იგი პისტოლეტის საფეთქელთან მიბჯენით აშინებდა ეზოში შეკრებილ გულშემატკივარ მეზობლებს. ვახანიას გადაყვანის დროს კი ისე დაერივნენ ხალხს, რომ იარაღის მუქარით ფეხდაფეხ მისდევდნენ და შინ გააფთრებული ერეკებოდნენ. სამწუხაროდ, მკითხველისთვის ამ ინფორმაციაში ახალი არაფერია. სამეგრელო საქართველოა და როგორც სხვაგან, ისე - აქ. წყარო: პრესა.გე http://www.humanrights.ge/rss/index.php?a=...617&lang=ge
  5. "ქალაქში მკვლელია" არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შექმნილი ფილმი. სუსტი ფსიქიკის მქონე ადამიანებმა არ ნახოთ. მძიმე საყურებელია. http://gevision.tv/index.php?option=com_hw...146&lang=ka
  6. დრონიჯი ავტორი - Gevision.Tv FRIDAY, 23 OCTOBER 2009 14:33 http://www.gevision.tv/index.php?option=co...=23&lang=ka რამდენიმე დღის წინ, ჩვენში ძალიან პოპულარულ „ფაცებოოკზე“ დიდი ჟურნალიტური აურზაური მოჰყვა ჩემი კოლეგა მეგობრების მიერ ნაჩვენებ–ნათარგმნ გადაცემას. ბი-ბი-სის გადაცემა Hard Talk-ს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი სტუმრობდა. მოკლედ,“ფაცებოოკზე“ კომენტარების რეკორდი რომ მოიხსნა ყველა დაღლილ დაქანცული, ავანი თუ ჩავანი მოწყვეტილი მიესვენა სავარძელში, ზოგი გამარჯვებული, ზოგიც დამარცხებული... იყო თავშეკავებული ქილიკი, დიპლომატიური ბილწსიტყვაობა, „ევას პავაროტში“ გაშვებები და სხვა მრავალი! განსაკუთრებით „მიაწუწ–მოაწუწეს“ ქართველ ჟურნალისტებს. მოკლედ ძალიან საჭირბოროტო თემებზე შედგა საუბარი: ობიექტურობაზე, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე, ვაზელინოფობიაზე, ფრჩხილისმკვნეტელობაზე, მედროვეობაზე, ფეხისჭუჭყზე, თაროზე შემოდებულ სიუჟეტებზე ჟურნალისტურ სოლიდარობაზე და ასე, შემდეგ. საკმაოდ დროული იყო ეს სამოქალაქო დებატი. ვიფიქრე, აწი დაფიქრდება მთელი ქართული ჟურნალისტური სამყარო–თქვა (სიტყვა ქართულში სრულიად ერს მოგიაზრებთ, ბატონო პროვოკატორო), მაგრამ თეა თუთბერიძეს ჯვარი წერია და „ზერო“ შედეგი! აი, რატომ, ამ დღიდან სულ რაღაც ერთ–ორ კვირაში ქართულ მედია სივრცეში ჩნდება სტატია, რომლის მოკლე და ზედაპირულ განხილვასაც შემოგთავაზებთ...სამწუხაროდ ეს ერთადერთო სტატია არ არის რაც მას შემდეგ დაიბეჭდა ან დაიბეჭდება! ------------------------------------------------------------------------------------------------- მიტკალივით თეთრ ფურცელზე, მუქი ფერის ასოები წელში ოდნავ გადახრილან. ეს გახლავთ ჩემო კოლეგის ტექსტი რომელსაც ჩემი კომენტარები მოყვება. დავიწყოთ... „ოპოზიციის უმოქმედობის რეალური მიზეზი არც ზაფხულია და არც თვითლუსტრაცია. ოპოზიციას ფული არ ჰქონია. ყველა ოპოზიციური პარტია ერთად აღებული საკუთარი ფინანსებით ერთ კვირასაც კი ვერ გაქაჩავს გრანდიოზულ აქციებსო. საგარეო დაფინანსება კი შეუწყდათ. ის ხალხი, ვინც ხელისუფლების დამხობაში ფული ჩადო, ძალიან გულგატეხილია. ისინი აღარ ენდობიან იმ ლიდერებს, რომელთაც 9 აპრილის და სხვა დღეებში ათასობით კაცის ქუჩაში გამოყვანა კი შეძლო, მაგრამ მთავარ მიზანს ვერ მიაღწია – ხელისუფლების დამხობასა და პრორუსული ხელისუფლების მოყვანას“. თუ ტექსტის ავტორი პირველივე აბზაცში ჩვენს გატუტუცებას არ ცდილობს, მაშინ გამოდის რომ 1. ავტორმა ზუსტად იცის რომ ოპოზიციას ფული არ აქვს 2. მან იცის რომ საქართველოში რეგისტრირებული ყველა ოპოზიციური პარტია (აქტიური ოპო–პარტიები ) არღვევს საქართველოს კანონს საარჩევნო სუბიექტების დაფინანსების შესახებ და ფულს იღებს გარე, მესამე პოლიტიკური ძალისგან. 3. უფრო მეტიც, ის ფლობს ინფორმაციას რომ ეს მასემე ძალა ოპო–პარტიებს ფულს უხდიდა არსებული ხელისუფლების დამხობის სანაცვლოდ, და რომ ახლა ეს „ბოროტი ძალა“ ძალიან გულგატეხილია. 4. ავტორი ფლობს ინფორმაციას ოპო–პარტიების რეალური მიზნების შესახებაც – პრორუსული ძალების ხელისუფლებაში მოყვანა. შესაბამისად გამოდის, რომ სტატიის ავტორის განკარგულებაშია შემდეგი სახის დოკუმენტაცია: 1. საბანკო გადარიცხვები, საბანკო ამონაწერები სადაც ნათლად ჩანს რომ ოპო–პარტიების ლიდერთა, ან მათთან დაახლოებული ოპო–ადამიანების ანგარიშზე რუსეთის სპეცსამსახურის წარმომადგენელმა, ვინმე „იგორმა“ (რა? არ შეიძლება რომ იგორი ერქვას? ) თანხა გადმორიცხა ან სხვას გადაარიცხინა. გარდა ამისა, ჩვენთვის ცნობილი ხდება ოპო–პარტიების ლიდერებსა და ბოროტ ძალებს შორის უფსკრულის გაჩენის შესახებ – „ის ხალხი, ვინც ხელისუფლების დამხობაში ფული ჩადო, ძალიან გულგატეხილია“ – ამბობს ავტორი. ესე იგი, ავტორი თავად იყო მოწმე, ან მომსწრე თუ როგორ გულგატეხილი ესაუბრებოდა ბორტნიკოვი, ან ფრატკოვი საქართველოდან გაქცეულ ოლიგარქებს ოპო–პარტიების ლიდერთა უნიათობაზე, ან მან მოისმინა ქართველი ოლოგარქები როგორ გულგატეხილები საუბრობდნენ ოპო–ლიდერებთან. თუ ვცდები იქნებ ვინმემ მითხრას რა მეთოდებით შიძლებოდა მოეპოვებინა ავტორს აღნიშნული ინფორმაცია და თ ასეთი აქვს როგორ უნდა დაეწერა? შეიძლება არ ამხელს წყაროს ვინაობას? იცავს მის კონფიდენციალურობას? მაგრამ რა ვიცი, ვიცი? სადმე წერია რომ ჟურნალისტი იცავს წყაროს ანონიმირობას? არა, არ წერია! გავაგრძელეთ (აბზ.2) „ რუსეთსა და ევროპის ქვეყნებში თავშეფარებული ყოფილი ოლიგარქები და შევარდნაძის დროინდელი ბიზნესმენები ფიქრობენ ვისზე დადონ ფსონი. საქართველოდან გაქცეული რევანშისტების არჩევანი მალე გაცხადდება. აი რეალური მიზეზი ოპოზიციის ლიდერთა გაურკვევლობისა, რომელთა ერთი ნაწილი ასევე გაურკვევლად აცხადებს რომ სავარაუდოდ, სექტემბრის მეორე ნახევრიდან დაიწყება საპროტესტო აქციები. ეს მაშინ, როცა 9 აპრილი ორი თვით ადრე დააანონსეს“. აჰაა... აქ კიდევ ურო შორს მივდივართ.ჟურნალისტურ პრინცეპებს არაჩვეულებრივი, ქართული ჟურნალისტიკისთვის დამახასიათებელი შორსმჭვრეტელობით ვუთავსებთ წინასწარმეტყველების უპრეცედენტო ნიჭს. მწერალი გვიმხელს და მკითხველთან ერთად ხარობს: „აი! რეალური მიზეზი ოპოზიციის ლიდერთა გაურკვევლობისა!“ გამოდის რომ ავტორი ამხელს მის ქვეცნობიერ სურვილებს და ჩვენთვის ნათელი ხდება რომ მას აქვს ამბიცია ლელა კაკულიას ორი ლუკმა პურის ფულის „წილში ჩაუჯდეს“. ეეეეჰ... ერთი კათხა ლუდი მქონდეს ბობლასავით გავარჩევდი ამ სტატიას! (აბზ.3) "დრონი.ჯი-ს ინფორმაციით, სპეცსამსახურებს აქვთ ჩანაწერები ოპოზიციის ლიდერების მიერ თანხის მიღებისა და ამ ფულის გამოყენება-დანიშნულებასთან დაკავშირებით. ასევე ხელისუფლებას გააჩნია მტკიცებულება უცხოეთიდან ოპოზიციის დაფინანსებისა და საეჭვო საბანკო გადარიცხვების შესახებაც." ------------- „დრონი.ჯი–ს ინფორმაციით...“ არა, რაააა... ჯერ მარტო როგორ ჟღერს! „დრონი.ჯი–ს ინფორმაციით...“ ნუ, მორჩა საუბარი, ეჭვი არ მეპარება რომ დრონი.ჯი–ს აქვს ეს ინფორმაცია და თუ კი ოპო–პარტიების , რომელიმე ლიდერი ოდესმე საკუთარი, ან პარტიის ღირსებისა დასაცავად სასამართლოს მიმართავს... „ტი შტოოოო“! დრონი.ჯი თაროდან ჩამოიღებს აღნიშნულ ინფოს და ####### მოღალატე ოპო–ლიდერებს! (სასამართლო კიდევ სხვა თემაა ვიცი, და ისიც ვიცი რომ ოპო–პარტიების ღირსების თემაც სხვა საკითხია ) (აბზ.4) "კერძოდ, ოფშორული ზონებიდან მილიონები სომხეთსა და აზერბაიჯანში ქართველების კუთვნილი ფირმების ანგარიშებზე გადარიცხულა. ამ ფირმების ერთ-ერთი დანიშნულება კი თანხების მიღება და ადრესატისთვის გადაცემა ყოფილა. შესაბამის უწყებებს გააჩნიათ იმის მტკიცებულებაც თუ რა საშუალებებით ხდებოდა ეს ფული ოპოზიციის ლიდერთა ხელში." -------------- ამ აბზაციდან ნათლად ჩანს ავტორის შრომა და ღვაწლი რაც შეიძლება სკანდალური და გადამოწმებული ინფორმაცია მიეწოდებინა მკითხველისთვის. მადლობა მას ამისთვის! მადლობა, ტაში, მეგობრებო ტაში, უფრო მეტიც, მქუხარე ტაში გარდამავლი ოვაციებში, ხლახი ფეხეზე დგება! ჩვენ დღეს გავხდით უპრეცედენტო ფაქტის მომსწრე! ჩვენთვის ც ნობილი ხდება რომ „...შესაბამის უწყებებს გააჩნიათ იმის მტკიცებულებაც თუ რა საშუალებებით ხდებოდა ეს ფული ოპოზიციის ლიდერთა ხელში“. მე არ ვიცი ასეთი უწყებები რომელია თქვენ? მე მეუბნებიან რომ ასეთი უწყება შეიძლება იყოს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი – კონტრდაზვერვის სამსახური, საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახური, და შეიძლება სოფლის მეორნეობის სამინისტროც კი ...რა არაა? რავიცი, შეწყალების კომისიაში გასათავისუფლებელი პატიმრების შესახებ ქონდათ ინფორმაცია და ... ნუ, მე რაც მითხრეს დავწერე ძმაო... კითხვები გაქვთ? – ა–ვ–ტ–ო–რ–თ–ა–ნ ! წაიკითხეთ ტემპში და გაბრაზებულებმა! „... სქემა გაშიფრულია, გაშიფრულია გადმომრიცხავი ფირმის მფლობელთა და მიმღებთა ვინაობაც. ოფშორული ზონიდან უკრაინაში მცხოვრები ერთი ცნობილი ქართველის პირად ანგარიშზე დაფიქსირებული ყოფილა 2 მილიონი დოლარის გადარიცხვის ფაქტიც, ასევე, ამავე პიროვნების ანგარიშზე ბრიტანული `ბარკლაი ბანკიდან~ ორჯერ 2-2 მილიონის გადარიცხვის ფაქტიც. დადასტურებული ყოფილა ისიც რომ ეს პიროვნება, თავის მხრივ, ოპოზიციის დამფინანსებელია და მის ანგარიშს სხვებიც იყენებდნენ ოპოზიციისთვის ფულის მისაწოდებლად...“ -------------- მართლაააა? კაი რა ტოოო, ეგ რა არის შეჩემააა... თურმე თარგამაძეს მერაბიშვილი აფინანსებსო... კაი ჩემიიიი! აბა რააა... შენ ამათი რამე გჯერაა, უფრო მაგარს გეტყვი შეჩემა... ამბობენ, თეა თუთბერიძე მაგარი უზრდელი გოგოაო! აუ მართლააა?! ჰო რავი ძმაო, თურმე ძილის წინ თავისუფლების ინსტიტუტის წესდება თუ არ წაიკითხა ვერ იძინებსო! ესე თქვეს...კაი დავიშალეთ „ბრატცი“ რა და ხვალ ისევ ჩვენ „ბირჟაზე“ ვარ რა... ახალ ჭორებს მოგიყვებით მერე! (აბზ.5) „ამ ფაქტების გამომზეურებას ხელისუფლება მალე აპირებს. შესაძლოა არანაირი კავშირი ამ გადმორიცხვებთან და მოვლენებთან არ ჰქონდეს მაგრამ ბარკლაი ბანკი ის ბანკია, საიდანაც ბადრი პატარკააციშვილი ფულს თბილისში თავის ანგარიშებზე რიცხავდა“. ------------ ეს ნამეტანი მძიმე შემთხვევაა და რატომ: ავტორმა მოიპოვა უტყუარი ინფორმაცია რომ შსს (ხელისუფლება) გამოამზეურებს აღნიშნულ ფაქტებს. თუმცა, ჩვენთვის ისევ უცნობი რჩება როგორ და რა მეთოდებით ახერხებს ამას ჟურნალისტი. იქნებ ჩანაფიქრია ასეთი? რეჟისორული რაღაც... აააააა, მივხვდი, ხილვები ქართულ ჟურნალისტიკაში! ხილვები და არაფერი სხვა. მოითხოვე საუკეთესო! ყველაზე საინტერესო მომენტია „ბარკლაი–ბანკი“ – `ბარკლაი ბანკიდან~ ორჯერ 2-2 მილიონის გადარიცხვის ფაქტიც. დადასტურებული ყოფილა ისიც რომ ეს პიროვნება, თავის მხრივ, ოპოზიციის დამფინანსებელია და მის ანგარიშს სხვებიც იყენებდნენ ოპოზიციისთვის ფულის მისაწოდებლად..."შესაძლოა არანაირი კავშირი ამ გადმორიცხვებთან და მოვლენებთან არ ჰქონდეს მაგრამ ბარკლაი ბანკი ის ბანკია, საიდანაც ბადრი პატარკააციშვილი ფულს თბილისში თავის ანგარიშებზე რიცხავდა“ ---------------- კაი, შედეგი მიღწეულია! ჟურნალისტი მოქმედებს რა მისი შინაგანი რწმენის საფუძველზე ბადრი პატარკაციშვილი მიაჩნია ხელისუფლების დამხობის სულ ცოტა ხელშემწყობად, რას ამბობს ხელისუფლება სხვა თემაა მაგრამ ჟურნალისტი თავისი შინაგანი რწმენით რომ მოქმედებს და ამ ყველაფერს წერს, ეგ როგორ მოგწონთ? მმმმმმაგარია! ბარკლაი–ბანკის ხელმძღვანელობა კი ... ეჰ, კარგი რა კარგი რააა, მაგრამ როგორც ვხედავთ ხილვები არ ყოფილა ძალიან მკვეთრი და მკაფიო იმ საბედისწერო ღამეს ქართული ჟურნალისტიკისთვის, შესაბამისად მწერალი თავს იზღვევს და ამბობს: „...შესაძლოა არანაირი კავშირი ამ გადმორიცხვებთან და მოვლენებთან არ ჰქონდეს მაგრამ ბარკლაი ბანკი ის ბანკია, საიდანაც ბადრი პატარკააციშვილი ფულს თბილისში თავის ანგარიშებზე რიცხავდა“. ე ბიჭო თქვი რა გინდა? „...ახლა გთავაზობთ იმ ადამიანებთა სიას, რომლებიც დრონი-ჯი-ს წყაროს მონაცემებით, რადიკალთა საგაზაფხულო-საზაფხულო აქციებს აფინანსებდნენ (თავად სპონსორებს კი, სავარაუდოდ, რუსული სპეცსამსახურები ამარაგებდნენ ფულით, რათა ოპოზიციის დაფინანსება საქართველოს მოქალაქეთა ხელით მომხდარიყო. ასე უფრო ჩრდილში იქნებოდა ფსბ-ო): 1. ასლან აბაშიძე – 6 000 000 (6 მილიონი) დოლარი; 2. ბადრი მელაძე – 2 000 000; 3. ჯემალ გოგიტიძე – 1 000 000; 4. კახა თარგამაძე – 4 000 000; 5. შალვა ბრეუსი – 2 000 000$; 6. ალექსანდრე სილაგაძე, „საქაერონავიგაციის“ ყოფილი დირექტორი, სსრკ-ს დროს სუკ-ის კაპიტანი იყო – 1 000 000$; 7. ბორის სალარიძე – საგზაო დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე – 1 000 000$; 8. ლევან მამალაძე – 3 000 000$; 9. თემურ ბასილია – 500 000$; 10. გოჩა ძასოხოვი – 1 500 000$; 11. ალექსანდრე ებრალიძე – 4 000 000$; 12. ზურაბ წერეთელი – 7 000 000$; 13. ირაკლი ოქრუაშვილი – 3 000 000$; 14. ზურაბ ლობჟანიძე („მადნეულის“ ყოფილი გენ.დირექტორი) – 1 000 000$; 15. მიხეილ ხუბუტია – 7 000 000$; 16. ბონდო შალიაკიანი – 1 000 000$; 17. ლევან პირველი – 2 000 000$; ...“ -------------- აი ეს ის შემთხვევათაგანია როდესაც მე გული მწყდება რომ საქართველოში სიტყვის თავისუფლება გარანტირებულია ქვეყნის ძირითადი კანონით, რომელიც მოიცავს აზრის, შეხედულების თავისუფლად გამოხატვის, გავრცელების, ასევე ინფორმაციის მოპოვებისა და გამოქვეყნების უფლებას. „ინფორმაციის გადმოცემისას, ან კომენტირებისას დაშვებული უზუსტობა (თუ ის მომავალში ასეთად იქნა აღიარებული), იმავდროულად და იმავე საშუალებით უნდა შესწორდეს იმავე უწყების ან ჟურნალისტის მიერ, რომელმაც ინფორმაცია გამოაქვეყნა.“ - ამონარიდ! ერთი გაბედოს ვინმემ და მითხრას რომ აღნიშნული ინფორმაციის მომპოვებელი ცდება!!!!!! თავს გაგიჩეჩქვავთ, თეა ვეტყვი და თქვენზე ვიდეო რგოლებს დავამზადებინებ! სად და ვისთან გადამოწმდა ეს ინფორმაცი? რამდენმა წყარომ დაგიდასტურა? უარყო? რამდენჯერ იქნა დარეკილი ზემოთ ჩამოთვლილ პირებთან? პრესის კანონს გაეცანით? ეს ფაქტებია თუ მონაჩმახი? ვინ მოგიყვა? ვინმე გურამი შსს–ში რომ მუშაობს და არავინ რომ არ იცის? თავისუფალი მედია რას ნიშნავს? იმედი რომ დაარბიეს სად იყავით? დავით კიკალიშვილის გვერდით იდექი? ააა, მაშინ ხო... (აბზ.6) „...სავარაუდოდ, ეს თანხები ფე-ეს-ბე-ს სპეცფონდებიდან რამდენიმე ქართული კომპანიის ანგარიშზეა გადმორიცხული ფიქტიური ბიზნესოპერაციებისთვის. სქემა ასეთია: შემკვეთი თანხას რიცხავს გარკვეული პროდუქციის შესაძენად, თანხას წინასწარ რიცხავს, მაგრამ პროდუქცია არ მიეწოდება, ეს ფული კი კონკრეტულ მისამართზე, ამ შემთხვევაში კი, ოპოზიციის ლიდერებთან მიდის. ––––––– ეს ის კომპანიაები უნდა იყოს, რომელთაც რუსეთი ფლობს საქართველოში. რაც შეეხება თანხის გადარიცხვის ზუსტ გეგმას, ფე-ეს-ბე-ს სპეც.ფონდებიდან თანხა მის მიერ კონტროლირებად კომპანიაში ირიცხება რუსეთის ტერიტორიაზე, აქედან ასევე ფე-ეს-ბე-ს შექმნილ კომპანიაში ოფშორულ ზონაში, შემდეგ კი საქართველოში, კვლავ რუსული სპეცსამსახურების კონტროლირებად კომპანიებში...“ აქ უკვე შეწუხდა მწერალი ამდენი ზუსტი და გადამოწმებული ინფორმაციის დაბეჭვდით და ანაზდად მოხაზა კალმით სიტყვა – „სავარაუდოდ...“ უღრმესი მადლობა! (აბზ.7) "ეს ის კომპანიაები უნდა იყოს, რომელთაც რუსეთი ფლობს საქართველოში. რაც შეეხება თანხის გადარიცხვის ზუსტ გეგმას, ფე-ეს-ბე-ს სპეც.ფონდებიდან თანხა მის მიერ კონტროლირებად კომპანიაში ირიცხება რუსეთის ტერიტორიაზე, აქედან ასევე ფე-ეს-ბე-ს შექმნილ კომპანიაში ოფშორულ ზონაში, შემდეგ კი საქართველოში, კვლავ რუსული სპეცსამსახურების კონტროლირებად კომპანიებში.“ –––––––––– სახელმწიფო გადატრიალებაში მხილებულია რუსეთის სპეცსამსახურები და ის კერძო კომპანიები რომელსაც რუსეთი ფლობს საქართველოში, ვინ რუსეთი ფლობს? რომელია რუსული კომპანია საქართველოში? ქართული კომპანია არ შეიძლება იყოს რუსული ინტერესების გამტარებელი? ეხლა დავაკვირდი დრონი.ჯი–ს ჟურნალისტს თანხების მოძრაობის ზუსტი გეგმაც ჰქონია!!!!!!!!!!!!!!!!!!! შენ გენაცვალე! შენ გიახარე! შენი ჭირიმე! შენ გეხუტუნე ჩემო საქართველოოოოოოოოოო! და, ბოლოს! ვინ ვარ მე ... მე ვარ საქართველოს მოქალაქე! გავისტოს ომში გადარჩენილი ჟურნალისტი, ისევე როგორც ჩემი ბევრი კოლეგა! (თუმცა ხანდახან მგონია რომ სიკვდილი ჯობდა), მეგობრებ და ჯარისკაცებ დახოცილი ადამიანი, მე ვარ მოქალაქე რომელსაც ჯერ არ შესრულებია 27 წელი და ერთი სული მაქვს ეს როდის მოხდება, რადგან „რეზერვში“ მინდა წასვლა! მყავს ერთი შვილი, ბიჭი ანდრია!, რომელიც ღმერთსა და ჩემს ქვეყანს ეკუთვნის, მხოლოდ ამის შემდეგ გვეკუთვნის მე და ჩემს მეუღლეს! მე ვარ სერგო მელიას მეგობარი, რომელიც აგვისტოში დაიღუპა ურჯულოს ტყვიით, მე ვარ გიორგი ანწუხელიძის მეგობარი რომელიც აწამეს და ისე მოკლეს არაკაცებმა, მე ვარ ადამიანი რომელიც ამ დღეებში ვერაფრით ვახერხებ რომ მუხათდგვერდის სასაფლაოზე ავიდე და ერთი ჭიქა ღვინო „წავაქციო“. მე უბრალოდ მიყვარს ჩემი ქვეყანა! ვიცი ვინ არის ჩემი ქვეყნის მტერი რუსი იმპერიალისტი პოლიტიკოსების შემდეგ, ესენი არიან: გაუნათლებელი ახალგაზრდები, მედროვე პოლიტიკოსები (განსაკუთრებით ოპოზიციური პარტიებიდან) მთვრალი და „წამლის მოყვარული“ ოპოზიციური თუ პოზიციური ლიდერები, ნეობოლშევიკები, „კომსამოლა“ ტიპები და ჟურნალისტები, რომლებიც არ ცდილობენ საკუთარი საქციელი შეაფასონ (შარდანზე ფინჯან ყავასთან ღირსებასა და პრინციპებზე საუბრისას უხერხულობას რომ გრძნობენ), ვითომ კარგი ტიპები და ყოფილი „მხედრიონელები“ (მებრძოლებს არ ვგულისხმობ), კიდევ ის ქართველები, რომლებმაც ცხინვალის ომის დროს ოსი ბავშვები მილში ცოცხლად ჩაადუღეს, რატომ? იმიტომ, რომ მათ საერთოდ ბავშვები არ უყვართ... და საერთოდ, მაგათ არც ქვეყანა არ უყვართ! ეჰ წავედი ეხლა მე... ... ჯერ კიდევ მჯერა რომ ომში დაკარგული ბიჭები ისევ ცოცხლობი არიან! საიდან სად წავედი! გიორგი მოლოდინი
  7. ვწერ მათი თხოვნით: ახალი პროექტი გევიჟენზე -"ბლიც-კუბიკი" ყოველ პარასკევს რესპოდენტების პასუხები მოულოდნელ კითხვებზე: პირველი სტუმარი -შალვა რამიშვილი, რომლის მიმართ დღესაც დიდი აჟიოტაჟი იყო ფორუმზე..... http://gevision.tv/ ან http://gevision.tv/index.php?option=com_hw...105&lang=ka ამბობს რომ არავის ვალი არ აქვს, არ ირჩევს არც სააკაშვილს და არც გაჩეჩილაძეს, და ყველაფერი კარგად იქნება ზეგ.....
  8. მორიგი სერია "დარდუბალა-2" ფანტომასი......... ვიხალისე...... აი რა უნდა აიღოს არასაპარლამენტო ოპოზიციამ სამუშაო გეგმად.... ფანტომასი, რომელიც მიშას სახეს გაიკეთებს და გადადგება........ http://www.gevision.tv/
  9. გაქცევა საკუთარი თავისგან... შეუძლებელია ავტორი - Gevision.Tv TUESDAY, 22 SEPTEMBER 2009 11:24 ახლა, როცა მალე კომფორტულ სტუდიაში შევალ და ძვირად ღირებულ შოუს წავიყვან - ხშირად ვუფიქრდები ერთ რამეს: ხომ არ ვღალატობ თაგვის ცურცლით სავსე 105-ის სტუდიაში ჩამჯდარ იმ ხულიგან შალვა რამიშვილს, რომელიც 10 წლის წინ თავის პანკი მეგობრებთან ერთად ასე აშფოთებდა თბილისს. ცხადია, რომ ფედერალური არხის ეთერი, კარგი ვიზუალი და ეფექტური მენეჯმენტი ერთი-ორად გაზრდის ჩემი მომავალი ტელენაკეთობების რეიტინგს. მაგრამ უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშია ხომ არ მომიწევს შემოქმედების გაუპატიურება, ხომ არ დამღრღნის კომფორმიზმის ჭია და ხო მარ დავემსგავსები მაგალითად გია ჭანტურიას. Gგია ძალზედ ნიჭიერი კაცია. ამასთან მისი შესაძლებლობები არ ამოიწურება მხოლოდ პაროდირების უნარით. ამას მასზე ბოროტი და დაბოღმილი ადამიანები ამბობენ. რა თქმა უნდა ჭანტურია შესაძლებლობები ძალზედ დიდია. მაგალითად ყველამ უნდა იცოდეს, რომ გია მხატვარ ვიკა წიკლაურთან ერთად “დარდუბალას” ავტორი და შემოაქმედებითი მოტორი გახლდათ. ძალზედ ხშირად ჭანტურიას ბრწყინვალე იდეას გამოვუყვანივართ სასცენარო ჩიხიდან. მის სასახელოდ ისიც უნდა ითქვას, რომ ერთ დროს გია ქართული სამამულო მულტიპლიკაციის ახალი ერის სტარტზე იმყოფებოდა და პირველი ჩაეშვა მარათონში ანიმაციური 3 განზომილებიანი ნოვაციების ზეობისა. ამასთან ამ კაცმა კარგად იცის ხალხის გაჭირვებაც და სნობიც არაა, რადგან ახალგაზრდობაში მიწისქვეშა გადასავლელებში მოხეტიალე მუსიკოსებთან ერთად (აწ წარმატებულ ზუმბა და მისთ) უმღეროდა მოსახლეობას ორ გროშად. იმ ხანად მე ერთ რამეში ვიყავი დარწმუნებული: ყველგან, სადაც არ უნდა ყოფილიყო გია, ზვიად გამსახურდიას მომხრეებთან ერთად მთავრობის სახლის ბუნკერში, მიწისქვეშა გადასასვლელში ქუჩის მუსიკოსების გარემოცვაში, მოხეტიალე ძმაკაცებთან ერთად აჭარის პლაჟზე უკაპიკოდ წასული - იგი იყო თავისუფალი სულის მატარებელი სუბიექტი და კლასიკური ლუზერ-ნონკომფორმისტი. დროება შეიცვალა და ახლა გია I არხის უფროსია. გაექცევა თუ არა ის ძველ ჭანტურიას?! იმ ჭანტურიას, რომელიც 2001 წლის 9/11-ის ტრაგედიისას ბენ ლადენის მომხრეებს გულშემატკივრობდა (დარწმუნებული ვარ ამას რაღაც ახირებით აკეთებდა), რომელმაც დარდუბალას სტუდია დატოვა იმ მიზეზით, რომ სააკაშვილთან ძმაკაცობაში დამდო ბრალი. ნეტავ შეინარჩუნებს ის ბრემენელი მუსიკოსების სულისკვეთებას?! არ ვიცი.. არ ვიცი.. მანამდე კი მსურს მეგობრულად ვთხოვო მას. ნუ ეცდება საკუთარ თავს უღალატოს. რა თქმა უნდა იგივე რამ საკუთარ თავსაც მინდა რომ ვუსურვო. ასევე მსურს, რომ გიამ თავისი გამოცდილებაც გამანდოს მე ხომ მაინტერესებს თუ როგორ ახერხებს დიდ კაბინეტში დისლოცირებული გიაბოსი მეამბოხე სულის კვეთების შენარჩუნებას. მსგავსი გამოცდილება ძალზედ მჭირდება ახლა. იმედია ჭანტურია დახმარების ხელს გამომიწვდის და მეგობრულ რჩევებს დამიმეილებს. დასასრულ მინდა ყველას შევახსენო ის, თუ როგორები ვიყავით ჩვენ 105-ელები ადრე. მოუსმინეთ ამ სიმღერას, რომლის ავტორიც გია ჭანტურიაას. მოდით ყველამ გავიხსენოთ ის კეთილი დრო როცა გიას ხშირად ფენოვანი ხაჭაპურის ფული არ ჰქონდა და უნივერსიტეტის ბაღში მდელოზე გაუთენებია. ნახეთ სამაგიეროდ რა სულისკვეთება ჩანს მის ნახელავში, როგორ მღერის ის I არხზე. დატკბით ისიამოვნეთ და გაიხარეთ. თქვენი შალვა რამიშვილი მოუსმინეთ სიმღერას http://www.gevision.tv/ ”ღია წერილი გიას შალვასგან”
  10. დღევანდელ "ასავალ-დასავალში" გამოქვეყნდა ამ სერიის ტექსტი. იხილეთ ვიდეოც http://www.gevision.tv/ მთავარ გვერდზე - სკანდალური სერია: ყვარყვარე თუთაბერი - მიხეილ სააკაშვილი......
  11. დღეს სოზარ სუბარმა დაასრულა მოღვაწეობა სახალხო დამცველის რანგში. თანამშრომლებმა და მეგობრებმა გაცილება მოუწყვეს. უყურეთ სიუჟეტს: http://www.gevision.tv/ და შეაფასეთ მისი მოღვაწეობა -როგორც მახსოვს თავიდან თავისუფლების ინსტიტუტში იყო.....
  12. როგორც მოსალოდნელი იყო რუსეთმა -პოლიტიკოსებმა, სამხედროებმა, ჯურნალისტებმა, ექსპერტებმა თავიდან და უფრო აქტიურად დაიწყეს შარშანდელი აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შეფასება. უყურეთ რია-ნოვოსტის პოლიტიკური მიმომხილველის პეტრ რომანოვის ანალიზს: http://www.gevision.tv/ ვიდეო..... სასტიკად ტენდენციურია, ამართლებს მედვედევს და ამბობს რომ მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ რუსეთმა აღიარა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი, შარშანდელი ”დახმარება” მოძმე ოსი ერისადმი იყო უდიდესი ზნეობრივი ნაბიჯი. და დასავლეთი იმიტომ აკრიტიკებს რუსეთს, რომ რეალურად დაინახა მისი ძალაო.... დღეს ნოგოვიცინმაც ჩაატარა ბრიფინგი და მოკლედ - ჯარებს არ გადავისვრით ოსეთშიო, საქართველოს ჯერ სამხედრო ძალა არ გააჩნიაო, ჰამერებს არ დავაბრუნებთო, და ოს დევნილებს რუსულად შეღებილი ქართული თვითმფრინავები ბომბავდნენო.
  13. პრეზიდენტის რეზიდენციის პროექტი არქიტექტორ გიგა ბათიაშვილს ეკუთვნის. თუმცა როგორც ბათიაშვილი ამბობს პროექტის გარდა მას აშენების პროცესში მონაწილეობა არ მიუღია. არც შეკვეთის ფული აუღია. ვრცელი ინტერვიუ წართმეულ იდეაზე http://gevision.tv/
  14. 2009წლის 27სექტემბერს შუალედური არჩევნები ჩატარდება. კულუარებში ამბობენ რომ ნაციონალური მოძრაობა ჩუღურეთს, ოზურგეთსა და გურჯაანს ოპოზიციას დაუთმობს... რასაც ადგილობრივი არჩევნებისთვის ქულების დაწერას უკავშირებენ... სიუჟეტი მზადება არჩევნებისთვის http://gevision.tv/ საინტერესოა რომ თარხნიშვილი სიუჟეტში სატელეფონო კომენტარში ამბობს, რომ კონსერვატორებმა განაცხადი შეიტანეს უკვე ცესკოში, და კუკავაც პირდაპირ არ უარყოფს ამას.....
  15. როგორი იქნება პოლიტიკური აგვისტო? ხელისუფლების ინიციატივებს ფიასკო ელოდება? WEDNESDAY, 29 JULY 2009 14:16 სალომე ზურაბიშვილმა ცნობილი ცისფერ-ყავისფერი "შარფი" მოიხსნა, რაც იმის მანიშნებელია, რომ ოპოზიციური რადიკალიზმის ერთი ეტაპი დასრულდა. ხელისუფლებას იმის გამო აქილიკებენ, რომ აგვისტოს ომში დამარცხებას დღემდე არ აღიარებს. იმავეს იმეორებს ოპოზიციაც - "ნერვების ომში" დამარცხებას არ ეპუება, მაგრამ ამავე დროს ყველა ხვდება, რომ ამას გამარჯვებაც არ ჰქვია. აქციების მიზანი, სააკაშვილის გადაყენება, მიღწეული არ არის. თბილისი საკნებისგან გაწმენდეს და როგორც ჩანს, ამით გულდათუთქული მხოლოდ კოკო გამსახურდია და მისი პარტიის წევრები დარჩნენ. რაც შეეხება სხვა რადიკალებს, ეკა ბესელია უკვე ივნისის დასაწყისშივე აცხადებდა საკნების აღების აუცილებლობას, თუმცა მაშინ უჭირდათ ღიად და საჯაროდ აღიარება და მომიტინგეებისათვის სიმართლის თქმა. ეს დღე უმტკივნეულოდ დადგა. ჯო ბაიდენმა სხვა ბევრ სიკეთესთან ერთად ისიც გააკეთა, რომ ოპოზიციას დიდი პასუხისმგებლობა ააცილა - ვიცე-პრეზიდენტის უსაფრთხოების დაცვის მომიზეზებით რუსთაველი საკნებისგან გაათავისუფლეს. არც ერთ ოპოზიციურ ლიდერს არ სურს მარცხის აღიარება. 9 აპრილს არ უთქვამს სალომე ზურაბიშვილს, რომ ბრძოლა ორ ეტაპად დაიყოფოდა (ალბათ, მაშინ ასეთ დასასრულს ვერც წარმოიდგენდა) ერთი - საკნების აღებით და "შარფის" მოხსნით დამთავრდებოდა, ხოლო მეორე - პრეზიდენტის წასვლითა და პიჯაკის გახდით. თუმცა ეს უკანასკნელი საეჭვოა საერთოდ მოხდეს. საკნები აიღეს, მაგრამ ოპოზიცია ჯიუტად აგრძელებს ბრძოლას. ალასანიას "თავისუფალი დემოკრატები", ალიანსთან ერთად თუ ცალ-ცალკე, რეგიონებში გასვლას გეგმავს. "ეროვნული ფორუმი" კარგა ხანია ამ გზას დაადგა. სალომე ზურაბიშვილიც ამ შაბათ-კვირას საგარეჯოს სტუმრობდა. ბურჯანაძე, ბუნებრივია, ცხელ ზაფხულს თბილისში ვერ დარჩება... მოკლედ, აგვისტოს თვე, თუ მთლიანად არა, "ვიკენდებში" მაინც, რეგიონებში ვოიაჟს დაეთმობა. არა მარტო მთელი ოპოზიციური სპექტრი, არამედ ხელისუფლებაც იმავეს გეგმავს, ოღონდ უფრო გაპიარებული სახელით: "სახალხო დიალოგის" ეგიდის ფარგლებში. უკვე ვიხილეთ კიდეც პავლე კუბლაშვილისა და კახა შარტავას ერთობლივი შეხვედრა მოსახლეობასთან წალენჯიხაში. მაგრამ ნაციონალურმა ტელეარხებმა ის კი არ გააშუქეს, რა პრობლემებზე ისაუბრეს წალენჯიხელებმა, არამედ ის, თუ რაოდენ გაუხარდათ მათ ნაციონალებისა და ფორუმელების ერთად, დუეტში ხილვა. ამის შემდეგ არც ის უნდა გაუკვირდეს ვინმეს, სააკაშვილი ქუჩაში დარჩენილ მანდატდახეულ დეპუტატებს პარლამენტში რომ ეპატიჟება. ამ "გულწრფელობაში" აშკარად იგრძნობა ჯო ბაიდენის დაკვეთა. მაგრამ ოპოზიცია რისი რადიკალურია, თუ ამას დასთანხმდება. იცის, თორთლაძესა და ბაღათურიაზე დაყრილი ქოქოლა მონაგონი იქნება, ამიტომაც ამ ნაბიჯის გადადგმას ვერ ბედავს. შეიძლება "ვერ ბედავს" და "ეშინია" ზედმეტად გადაჭარბებული ნათქვამია, რადგან კაციტაძეს ეჭვი არ ეპარება, რომ თანმიმდევრული ბრძოლით შეძლებენ იმას, რომ ხელისუფლებამ რიგგარეშე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს, მაგრამ ეს მოხდება უფრო ადრე, ვიდრე 30 მაისს ადგილობრივი არჩევნები ჩატარდება(! ). რაც 107 დღის აქციების მსვლელობისას ოპოზიციურ ქმედებებში ვიხილეთ, ცოტა ძნელია, ოპოზიციის კოალიციური გეგმებისა დაიჯერო, მაგრამ ეს მას არ ადარდებს. ოპოზიციის აზრით, დემოკრატია აზრის სხვადასხვაობით მიიღწევა. ამასვე ამბობს ხელისუფლება, თუმცა მხოლოდ ამბობს, ესაა და ეს. როგორი იქნება პოლიტიკური აგვისტო. - ალბათ, ისეთივე უღიმღამო გასულ აგვისტოში "ტაიმ-აუტ" გამოცხადებულ ოპოზიციას რომ ჰქონდა. მართალია, შარშან დენთის სუნი რუსეთმა დაატრიალა, მაგრამ ოპოზიციის პოლიტიკური ცხელება მაინცდამაინც არ ჩანდა. ყველაზე დაძაბული გაზაფხული და შემოდგომაა ხოლმე, ხოლო ზაფხულის პაპანაქება და ზამთარში საახალწლო განწყობა აქტიურ მუხტს აშკარად აგდებს. ყოველშემთხვევაში, უკანასკნელი ხუთწლეულის გამოცდილება ამის თქმის საფუძველს გვაძლევს. ამიტომაც შეარქვეს ლეიბორისტებმა კოლეგების ქმედებებს "სეზონური ბრძოლა" და არც თუ უსაფუძვლოდ. პოსტბაიდენისეული კვირა გრძელდება. ჯერ ისევ არ გაუკეთებია ყველა პოლიტიკოსს საჯარო დასკვნა, თუმცა ზოგადად ისინი კმაყოფილები არიან, ლეიბორისტების გარდა. შრომის პარტიის ლიდერები სკეპტიკურად შეხვდნენ ბაიდენის თბილისში სტუმრობას, მათთვის მოულოდნელი ამ ვიზიტისას არც არაფერი ყოფილა, მაგრამ საწყენად მაინც დარჩათ მისტერ ჯოს სიტყვები, რომელიც მან პრეზიდენტის დედას კი უთხრა, მაგრამ ამავე დროს მთელ ერს დაგვიბარა, - გაუფრთხილდით, ჩვენ ის გვჭირდება! ლეიბორისტებს კი რაც ყველაზე ნაკლებად სჭირდებათ, სწორედ სააკაშვილია. თბილისელებს ახლა მერის არჩევნებზე უწევთ ტვინის ჭ###ტა და ათი თვით ადრე წამდაუწუმ ახსენებენ, რომ წინ დიდი ვნებათაღელვა ელით პრეზიდენტის და პარლამენტის არჩევნების თემამ იქნებ უკან გადაინაცვლოსო, მაგრამ საეჭვოა, ამან იმუშაოს. მოკლედ, ქუჩის აქციებისა და საკნების ეპოპეა დასრულდა, მაგრამ იწყება ახალი - ქუთაისური პარლამენტარიზმის ეპოქა. ხელისუფლება ზედმეტად სულგრძელად იქცევა. განსაკუთრებით ბაიდენის ვიზიტის შემდეგ მარჯვენა ლოყაზე გაწნულ სილას მარცხენას უშვერს - ქუჩაში დარჩენილ "მეგობრებს" პარლამენტში ეპატიჟება. ამ ინიციატივას სავარაუდოდ დიდი ფიასკო ელოდება. თუმცაღა, იქნებ ასეთი დასკვნის გამოტანა ჯერ ნაადრევია, რადგან არავინ იცის, ხუთთვიან მოსაფიქრებელ პერიოდში ვინ როგორ არჩევანს გააკეთებს და ვის მოხიბლავს პარლამენტში მოღვაწეობის იდეა. თეა მოსია ”საქართველოს რესპუბლიკა” http://gevision.tv/index.php?option=com_co...d=3&lang=ka
×
×
  • შექმენი...