Jump to content
Planeta.Ge

nika3012

Vip პლანეტელი
  • პოსტები

    456
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი nika3012

  1. ცხადია, ვიდეოში ნაჩვენები მოთმინება გვამრთებს, გინების, ცემის, თანამოქალაქეთა მკვლელობის და დამცირების ატანა. Siknadmo ალბათ ფიქრობთ რომ ეს საუკეთესო გზაა მდგომარეობის გამოსსასწორებლად, იქნებ და ნაცმონების სინდისმა გაიღვიძოს, ამის იმედით ვიჯდეთ და ველოდოთ მოვლენათა განვითარებს?
  2. მთავარია სტაბილურობა, მშვიდობიანი გზით პრობლემების გადაჭრა
  3. აბა ერთი ეს შენი დაწერილი პოსტები შემიდარე რა ერთმანეთს, ცითლად გამოგიყავი მნიშვნელოვანი ფრაზები რომ არ დაიბნე საკუთარ თავს ეწინააღმდეგები ეხლა მეორე საკითხი. არავინ არ კამათობს იმაზე როდის შეიქმნა დედამიწა, არც იმაზე, იყო ღმერთამდე ის თუ არა, საუბარია იმაზე რომ ღმერთმა რამდენიმე დღე მოანდომა ამ სიცოცხლის შექმნას შენი ბიბლიის მიხედვით: 1 თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და დედამიწა. 2 დედამიწა იყო უფორმო და უდაბური. სიბნელე იყო ღრმა წყლის ზედაპირზე და ღვთის მოქმედი ძალა იძვროდა წყლის ზევით. 3 და თქვა ღმერთმა: „გამოჩნდეს სინათლე“. და გამოჩნდა სინათლე. 4 დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო სინათლე; ზღვარი დაუდო ღმერთმა სინათლესა და სიბნელეს. 5 და უწოდა ღმერთმა სინათლეს დღე და სიბნელეს — ღამე. დადგა საღამო და დადგა დილა, — პირველი დღე. 6 შემდეგ თქვა ღმერთმა: „გაჩნდეს სივრცე წ####ბს შორის და გაიყოს წ####ბი“. 7 დაიწყო ღმერთმა სივრცის წარმოქმნა და წ####ბის გაყოფა, რომ ყოფილიყო წ####ბი სივრცის ქვევით და წ####ბი — სივრცის ზევით. და ასეც მოხდა. 8 და უწოდა ღმერთმა სივრცეს ცა. დადგა საღამო და დადგა დილა, — მეორე დღე. 9 შემდეგ თქვა ღმერთმა: „ერთად შეგროვდეს წ####ბი, ცის ქვევით რომ არის, და გამოჩნდეს ხმელეთი“. და ასეც მოხდა. 10 და უწოდა ღმერთმა ხმელეთს მიწა და შეგროვილ წ####ბს — ზღვები. დაინახა ღმერთმა, რომ ესეც კარგი იყო. 11 შემდეგ თქვა ღმერთმა: „აღმოაცენოს მიწამ ბალახი, თესლოვანი მცენარეები და თესლიანი ნაყოფის მომცემი ხეები დედამიწაზე მათი გვარისდა მიხედვით“. და ასეც მოხდა. 12 დაიწყო მიწამ ბალახის, თესლოვანი მცენარეებისა და თესლიანი ნაყოფის მომცემი ხეების აღმოცენება მათი გვარისდა მიხედვით. დაინახა ღმერთმა, რომ ესეც კარგი იყო. 13 დადგა საღამო და დადგა დილა, — მესამე დღე. 14 შემდეგ თქვა ღმერთმა: „გამოჩნდეს მნათობები ცის სივრცეში, რომ ზღვარი დაიდოს დღესა და ღამეს შორის; ისინი იქნებიან მანიშნებლად და წელიწადის დროების, დღეებისა და წელიწადების აღმნიშვნელად; 15 იქნებიან მნათობებად ცის სივრცეში, რომ გაანათონ დედამიწა“. და ასეც მოხდა. 16 დაიწყო ღმერთმა ორი დიდი მნათობის შექმნა, უფრო დიდი მნათობი დღის განმგებლად რომ ყოფილიყო და უფრო პატარა მნათობი — ღამის განმგებლად, და დაიწყო ვარსკვლავების შექმნაც. 17 განალაგა ღმერთმა ისინი ცის სივრცეში, რომ გაენათებინათ დედამიწა, 18 განეგოთ დღე და ღამე და ზღვარი დაედოთ სინათლესა და სიბნელეს შორის. დაინახა ღმერთმა, რომ ესეც კარგი იყო. 19 დადგა საღამო და დადგა დილა, — მეოთხე დღე. 20 შემდეგ თქვა ღმერთმა: „აფუთფუთდნენ წყალში ცოცხალი სულები და მიწის ზევით, ცის სივრცეში იფრინონ ფრინველებმა“. 21 დაიწყო ღმერთმა ზღვის დიდი ცხოველებისა და ყველა ცოცხალი სულის შექმნა, რომლებიც წ####ბში აფუთფუთდნენ, მათი გვარისდა მიხედვით და ყველა ფრინველისა მათი გვარისდა მიხედვით. დაინახა ღმერთმა, რომ ესეც კარგი იყო. 22 აკურთხა ღმერთმა ისინი: „ინაყოფიერეთ, გამრავლდით და აავსეთ ზღვები; გამრავლდეს ფრინველი დედამიწაზე“. 23 დადგა საღამო და დადგა დილა, — მეხუთე დღე. 24 შემდეგ თქვა ღმერთმა: „წარმოშვას მიწამ ცოცხალი სულები მათი გვარისდა მიხედვით, შინაური ცხოველები, ქვეწარმავლები და გარეული ცხოველები მათი გვარისდა მიხედვით“. და ასეც მოხდა. 25 დაიწყო ღმერთმა დედამიწაზე გარეული ცხოველების შექმნა მათი გვარისდა მიხედვით, ასევე შინაური ცხოველებისა და ქვეწარმავლების შექმნა მათი გვარისდა მიხედვით. დაინახა ღმერთმა, რომ ესეც კარგი იყო. 26 შემდეგ თქვა ღმერთმა: „შევქმნათ ადამიანი ჩვენს ანარეკლად, ჩვენს მსგავსებად; მათ ემორჩილებოდნენ ზღვის თევზები, ცის ფრინველები, შინაური ცხოველები, ყველა სხვა ცხოველი დედამიწაზე და მთელი დედამიწა“. 27 დაიწყო ღმერთმა ადამიანის შექმნა თავის ანარეკლად, ღვთის ანარეკლად შექმნა იგი. კაცად და ქალად შექმნა ისინი. 28 აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა მათ ღმერთმა: „ინაყოფიერეთ, გამრავლდით, აავსეთ დედამიწა, დაეპატრონეთ მას და თქვენ გემორჩილებოდნენ ზღვის თევზები, ცის ფრინველები და ყველა ცოცხალი არსება დედამიწაზე“. 29 შემდეგ თქვა ღმერთმა: „აი, მოგეცით ყველა თესლოვანი მცენარე მთელი მიწის პირზე და თესლიანი ნაყოფის მომცემი ყველა ხე. ეს გქონდეთ საჭმელად. 30 დედამიწის ყველა გარეულ ცხოველს, ცის ყველა ფრინველს და დედამიწაზე ყველა სხვა ცხოველს — ცოცხალ სულს, მწვანე მცენარეულობა მივეცი საჭმელად“. და ასეც მოხდა. 31 დაინახა ღმერთმა ყველაფერი, რაც შექმნა, და, აი, ყოველივე ძალიან კარგი იყო. დადგა საღამო და დადგა დილა, — მეექვსე დღე. 1 ასე დასრულდა ცის, დედამიწისა და ყოველივე მათში არსებულის შექმნა. 2 ღმერთმა მეშვიდე დღისთვის დაასრულა თავისი საქმე; ანუ ყოველივე ცოცხალი ამ 7 დღის განმავლობაში შეიქმნა, თუ გაიხსენებ თემის სათაური დინოზავრებს ეხება და არა დედამიწის შექმნას, ქარმა ძალიან შორს წაგიღო გატყობ ანუ ბიბლიის მიხედვით ყოველივე ცოცხალი ღმერთმა 6 დღეში შექმნა, რამეთუ: 1 თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და დედამიწა. 2 დედამიწა იყო უფორმო და უდაბური. ჯერ ამაზე დავასრულოთ საუბარი და შევთანხმდეთ რამეზე და მერე განვაგრძოთ დინოზავრების თემა
  4. და თქვა ღმერთმა: „გამოჩნდეს სინათლე“. და გამოჩნდა სინათლე. 4 დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო სინათლე; ზღვარი დაუდო ღმერთმა სინათლესა და სიბნელეს. 5 და უწოდა ღმერთმა სინათლეს დღე და სიბნელეს — ღამე. დადგა საღამო და დადგა დილა, — პირველი დღე. 6 შემდეგ თქვა ღმერთმა: „გაჩნდეს სივრცე წ####ბს შორის და გაიყოს წ####ბი“. 7 დაიწყო ღმერთმა სივრცის წარმოქმნა და წ####ბის გაყოფა, რომ ყოფილიყო წ####ბი სივრცის ქვევით და წ####ბი — სივრცის ზევით. და ასეც მოხდა. 8 და უწოდა ღმერთმა სივრცეს ცა. დადგა საღამო და დადგა დილა, — მეორე დღე.
  5. ნაწერის ადეკვატური შეფასება ისწავლე, პრეტენზია საერთოდ არ გამომითქვამს, ვარაუდი და ვერსი, შეხედულება დავწერე მხოლოდ ასაკზე არა, მაგრამ საუბრობს იმაზე რამდენ დღეში შეიქმნა, როდის კი არა, რამდენ ხანში ანუ, და ეს დაგისაბუთე, კონკრეტულად მითითებულია შენი ბიბლიის ტექსტში პირველ დღეს ეს ქნა, მეორე დღეს ეს, მესამეზე ეს და ა.შ.
  6. თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და დედამიწა. და უწოდა ღმერთმა სივრცეს ცა. დადგა საღამო და დადგა დილა, — მეორე დღე. დადგა საღამო და დადგა დილა, — მესამე დღე. აღარ გავაგრძელებ, დანარჩენი უკვე ელემენტარული მათემატიკის ცოდნაა რომ დათვალო რამდენი დღე მოანდომა, თან ეს შენივე დადებული ლინკიდან ამოვკრიფე ბმული ვგულისხმობ ღმერთის მიერ შეიქმნა თუ არა საერთოდ და იმ დღეების განმავლობაში რომელსაც როცა დაითვლი გეცოდინება. შეიძლება მე სხვა ბიბლია მაქვს წაკითხული, ხილის რაობას არა აქვს მნიშვნელობა, შეეცედე ადამიანის ნათქვამში აზრი ამოიკითხო და სიტყვებს არ გამოეკიდო, მიტუმეტეს ასეთი ნიკი გაქვს აზრი ამაზე უკვე გაგეცი პასუხი მოკლედ, და არ ვფიქრობ რომ ამ დისკუსიაში ღირდეს ჩემი მოსაზრებების განვრცობა, უბრალოდ უშედეგო იქნება. ვფიქრობ საკუთარ ცოდნაზე და წარმოდგენებზე უნდა დაფიქრდე, საკუთარ დადებულ ლინკზე მაინც უნდა გაეცნო ტექსტს ბმული
  7. რამდენ დღეში შექმნა ღმერთმა დედამიწა და ადამიანი? და რამდენი ხნით ადრე არსებობდნენ დინოზავრები? კონკრეტულად?
  8. აზრი იეღოვური დემაგოგია არ გვინდა ოღონდ რა. მგონი ცოდნა რწმენაში გერევა, თუ თავად ესწრებოდი სამყაროს შექმნის პროცესს, ან იქნებ ფოტომასალა გაქვს როცა ადამიანი არც კი განიხილავს მოსაზრებას, წინასწარ იცის პასუხი და იმდენად დაბრმავებულია თავისი შეხედულებებით და რწმენით, რომ კარგავს ლოგიკურად აზროვნების უნდარს, რაღა აზრი აქვს კამათს.
  9. ვეთანხმები, შემდეგ გამოსვლაზე პირდაპირ პარლამენტის დარბაზში უნდა შეიკრიბოს ხალხი, და ვინც ვერ შეეტევა ის სხვა სახელმწიფო დაწესებულებებში უნდა გადანაწილდეს
  10. ანუ დინოზავრები არსებობდნენ ადამის შექმნამდე გაცილებით ადრე ხო, გაცილებით ადრე, ვიდრე ღმერთმა სამყაროს შექმნას 7 დღე მოანდომა ხო? თუ დინოზავრებიც ამ 7 დღეში შეიქმნა, მაშინ ვიზიარებ ადამის ტკივილს, დინოზავრებთან ცხოვრება ნამდვილად არ მესიამუვნებოდა შემთხვევით ვაშლის ნაყოფის დასაცავად ხომ არ იყვნენ შექმნილნი დინოზავრები? თუ ასეა, ვერ შეასრულეს თავისი მისია და მათი გადაშენების მიზეზიც გასაგები ხდება :D ეხლა ხუმრობის გარეშე: იქნებ ბიბლია სულაც არაა პირდაპირი ფაქტების კონსტატაცია, იქნებ მხოლოდ თეზისებია რომელსაც ადამინმა უნდა მისდიოს რათა თითონვე იყოს მშვიდი და ბედნიერი, რამეთუ სიბოროტე ბადებს შინაგან ქაოსს და ტანჯავს ადამინს. იქნებ ეს ყველა ბიბლიური მონათხრობნი მხოლოდ მეტაფორებია და არა პირდაპირ გასაგები ტექსტი, იქნებ არც სამყარო შექმნილა ეგრე, არც ვაშლის აკრძალული ნაყოფი არსებულა და სამყაროს შექმნაც სულ სხვაგვარად მოხდა, იქნებ ნოეს კიდობანი სულაც არ არსებობდა და ამის დამწერს, ან უფალს შთაგონებისას არა ისტორიული მოვლენის გადმოცემა, არამედ შინაარსის, მორალის მიტანა უნდოდა ადამიანამდე და ნოე სულაც არ არსებობდა რეალობაში, ანუ კითხვაა ასეთი, იქნებ და ეს ყველაფერი მთლიანად მოგონილია, ცხადია მთელი თაობებისა და უძველესი ადამიანის ბუნებასთან და სამყაროსთან სიახლოვის სიბრძნე დევს ბიბლიაში, ამას არ ვუარყობ, მაგრამ შესაძლოა ეს მხოლოდ მორალის, ცხოვრების წესისა და სწორი ქცევის მიმანიშნებელი სახელმძღვანელოა, იქნებ ეს სამყაროს შექმნაც პირობითია, ანუ რეალურად კი არ იყო ეგრე, უბრალოდ მორალის მისახვედრადაა მოგონილი. რას იტყვით ამ თეორიაზე, ცხადია არც მე და არც თქვენ არ ვიცით რა იყო სინამდვილეში, მაგრამ დინოზავრების არსებობა ეწინააღმდეგება ბიბლიაში აღწერილ ქმედებათა თანამიმდევრობას. ვფიქრობ ამ თეორიას აქვს არსებობის უფლება
  11. კი ნამდვილად, და წარმოიდგინე ეგრე დუბინკით ხმარობ, მერე აბრუნებ სახით, გინდა რომ სახეში მიაფურთხო და ხედავ რომ შენი ძმაა, ან შენი ბავშვობის მეგობარი, ან შენი ნათესავი. არ შეიძლება ესე ლაპარაკი, ყველას აქვს თავის აზრის უფლება, თუნდაც რუსეთს ემხრობოდეს, და ამისთვის მისი გამეტება, დასახიჩრება თუ გაუპატიურება არაადამიანობა და ####ობაა ბოდიში გამოთქმაზე რა, და ამის გამართლება საერთოდ. ხალხი ხშირად შედის შეცდომაში, შეიძლება იქ ბევრი ისეთიც მოხვდა ვისაც უბრალოდ საქმე არ ჰქონდა და დროის გასაყვანად გავიდა, შეიძლება ვიღაც სახლში ბრუნდებოდა და სხვა მისასვლელი გზა არ იყო, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს ვინ და რატომ, ადამიანის დაუნდობლად ცემა თუ გაუპატიურება, და უფრო მეტად ამის გამართლება და სიამუვნებით წარმოდგენა იმის რომ შენც ასე იზავდი და ღირსები არიან ნუ შეაგროვე ყველა გასალანძღი სიტყვა და ასეთ ადამინს ეკუთვნის ზუსტად. თვალს ვადევნებ verusi შენს პოსტებს, საინტერესოდ და საღად აზროვნებ, მაგრამ ამჯერად ემოციებს და ბოღმას ხარ აყოლილი ალბათ და შეურაცმყოფელ განცხადებებს აკეთებ, ერთი ხალხი ვართ, ერთი ერი, ყველანი ადამიანები ბოლობოლო, ვიღაცის ნათესავი იყო იქ, ვიღაცის მეგობარი, ყველას გვეშლება და უცოდველი არავინაა, ყველა შეცდომაზე დუბინკით რომ გასიამუვნონ ნამდვილად არ გესიამუვნება, შეცდომები კი ყველას ბევრი გვაქვს ცხოვრებაში.
  12. ესეიგი სამი შოკოლადი იყო, ასე გამოდის. რომელიმე თუ მოხვდა ნეტა "პრეზიდენტს" ესეიგი ორი შოკოლადი უსვრიათ და სამწუხაროდ ორივე აცდა მიშიკოს, დასანანია
  13. როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 26 მაისის ღამეს რუსთაველის გამზირზე სამართალდამცველებმა „სახალხო კრების“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია დაარბიეს. როგორც შსს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა შოთა უტიაშვილმა განაცხადა, დარბევის დროს „კრების“ ერთ-ერთი ლიდერის – ნინო ბურჯანაძის, ესკორტი რუსთაველის გამზირიდან დიდი სიჩქარით დაიძრა და რამდენიმე ადამიანს შეეჯახა, რომელთაგან ორი – პოლიციელი ვლადიმერ მასურაშვილი და მომიტინგე ნოდარ ცხადაძე შემთხვევის ადგილზევე დაიღუპნენ. მოგვიანებით ნოდარ ცხადაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განსხვავებული ინფორმაცია გავრცელდა, რომლის მიხედვით, ის სამართალდამცველების ცემის შედეგად გარდაიცვალა და მას ავტომანქანა არ შეჯახებია. დღეს კი უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა მეორე გარდაცვლილის მონაცემების სიზუსტის საკითხი. საქმე ისაა, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფლების ცენტრმა“ აქციის დარბევის შედეგად დაშავებულთა სია გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ პირველ კლინიკურ საავადმყოფოში (არამიანცის) სხვა დაშავებულებთან ერთად შსს-ის თანამშრომლებმა ვლადიმერ მასურაშვილიც მიიყვანეს, რომელიც ამ დრომდე რჩება იქ ტრავმული შოკის დიაგნოზით და შესაბამის მკურნალობას გადის. დეტალების გასარკვევად საქინფორმი ორგანიზაცია „თავისუფლების ცენტრის“ თავმჯდომარე ეკა ჯიხვაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც სწორედ ზემოხსენებულ უზუსტობაზე ისაუბრა. „დიახ, ვლადიმერ მასურაშვილი არამიანცში მკურნალობს. მე დაზუსტებით ვერ გეტყვით, ეს სხვა მასურაშვილია, თუ ის, რომელიც შსს-მ მკვდრად გამოაცხადა, თუმცა როდესაც პროზექტურაში მივედი, იმ ორ ადამიანს შორის, რომლებიც ინციდენტის დროს დაიღუპნენ, მასურაშვილი ნამდვილად არ არის. პროზექტურაში მითხრეს, რომ შემთხვევის ადგილიდან ცხადაძე და მოსულიშვილი მიიყვანეს, მასურაშვილი კი არ უხსენებიათ“, – განაცხადა ჯიხვაშვილმა. ამის შემდეგ საქინფორმი შსს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორ შოთა უტიაშვილთან დაკავშირებასაც შეეცადა, თუმცა უშედეგოდ – მან სააგენტოს კორესპონდენტის ზარს არ უპასუხა. P.S. ალბათ, მკითხველი დაგვეთანხმება, რომ ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან შესაბამისი განმარტებების გაკეთება აუცილებელია. --
  14. სადაც პოლიციელის გვამი აღდგა და არამიანცში მკურნალობა დაიწყო იქ უკვე აღარაფრის აღარ მჯერა
  15. ბიბლიაში რატომ არაა არცერთი სიტყვა ნახსენები დინოზავრებზე? იმედია რელიგია დინოზავრების არსებობას არ უარყოფს და ეშმაკის ჩამარხული არ ჰგონია დინოზავრის ჩონჩხები ჩვენი დაბნევის მიზნით შესაძლოა ვცდები და დინოზავრებზე წერია, მაგრამ თუ მართალი ვარ და იქ დინოზავრი არაა ნახსენები, დაუსვით საკუთარ თავს კითხვა, რატომ? (და მერე ფორუმელებსაც გაუზიარეთ თქვენი ნააზრევი )
  16. ამას რაც შეეხება ეს ნახევრად იუმორითაა დაწერილი. DonCaredo მესმის თქვენი შეხედულებები, ომით და მსხვერპლით ხელისუფლების გადაგდება ყველაზე მარტივი, მაგრამ ყველაზე დაუფიქრებელი გზაა, ამიტომ არ ვიზიარებ.
  17. ამ ეტაპზე ხელისუფლებას არაა აქვს იმხელა ძალა რომ მის დასაპირისპირებლად რუსეთს მიმართო, ეს ერთი. მეორე - დივერსია არ გულისხმობს აუცილებლად შევარდნას და ამოხოცვას, ტაქტიკური დივერსიაც არსებობს, რომელიც მსხვერპლს არ იწვევს.
  18. რა მნიშვნელობა აქვს ამ შემთხვევაში ვის რა შეთანხმება ქონდა, ან ვინ რა დააგვიანა, ფაქტია რომ ადამიანები დაიღუპნენ, არის ვერსია რომ გაცილებით მეტი მოკლულია ვიდრე ამბობენ, ხალხი დაკარგულია. მარტივი კითხვაა, რაც გააკეთა ხელისუფლებამ სწორია თუ არა, ამ შემთხვევაში არავის არ აინტერესებს სადაა ძაღლის თავი დამარხული, მოხდა ფაქტი თავისი შედეგებით.
  19. რუსების მონაწილეობას კატეგორიულად ვეწინააღმდეგები, ვფიქრობ საკუთარ პრობლემას ყველა თითონ უნდა გაუმკლავდეს
  20. მგონი პროკლამაციების გავრცელების, პატარპატარა პარტიზანული დაჯგუფებებისა და დივერსიების მოწყობის დრო დგება მეგობრებო
  21. FB-ზე გამოკითხვაა, sworad moiqca mtavroba mitingi ro daarbia? პასუხი "კი" თითქმის 500 ხმით უსწრებს, სულ სადღაც 2500 ხმაა. რაღა უნდა ელაპარაკო ამ ხალხს რა პოლიტიკურმა ან მოქალაქეობრივმა შეხედულებებმა უნდა გაიძულოს ადამიანი, რომ მკვლელობა გაამართლო, საერთოდ გამო.....ვდა ეს ხალხი რა. საკუთარ ბოღმაში და სიბოროტეში იძირება ერი, სხვისი გასაჭირი და ტკივილი სიამუვნებას ანიჭებს ხალხს. დღეს მომიტინგეები ცემეს, ხვალ ქუჩაში დაიჭერენ ვიღაცას უმიზეზოდ, მერე სახლებში შემოგვივარდებიან, ვიღაცას ბავშვს დაუჩაგრავს მანდატური, ვიღაცას გააუპატიურებენ, და რაც მთავარია ეს ქმედებები კანონის ფარგლებში იქნება. ამიტომ ცოტა წინ გაიხედოს იმან ვისაც დარბევაზე და მკვლელობაზე "კი" აქვს მონიშნული და ამ ქმედებებს ამართლებს.
  22. თავისიანებს ატარებენ, ბურჯიკო დაინახეს და გზა გაუხსნეს ცხადია
  23. ჯარსაც ეშინია, სამხედროს კიდევ სხვა გვერდითი მხარეები აქვს და ბრძანებაზე უარის თქმა სხვანაირად მოიაზრება და სხვა სასჯელია. ორგანიზებულ პროტესტს კიდე ნუ მოვთხოვთ სამხედროებს. კარშიც უბრალო ადამიანები არიან და ისინიც უიმედობით და შიშით არიან შეპყრობილნი, ამიტომ... აღლუმიც იქნება და კიდევ სხვა დანარჩენიც, იცეკვებენ კიდეც და იმღერებენ
  24. ბოლო პერიოდი ქვეყანაში დაძაბული სიტუაცია იყო და საკმაოდ თამამი განცხადებებიც ისმოდა, ხალხის აგრესიაც თვალნათელი იყო თუნდაც ფორუმებზე, ასევე ვითომ რადიკალური ოპოზიციაც წამოიჩიტა და საშიშროებები ხელისუფლებისთვის რეალისტურ იერს იძენდა, ამიტომ ნინო ბურჯანაძეს დაევალა ხალხის შეკრება, ვითომდა გადატრიელებისთვის, შემდეგ მათი დაღლა, ენთუზიაზმის ჩაქრობა, რომ ხალხის რაოდენობა შემცირებულიყო, თან დაამთხვიეს აღლუმს რათა დარბევისთვის გასამართლებელი საბაბი ყოფილიყო და ამ დროს გამოჩდა სპეცრაზმიც. ხელისუფლებამ სწორედ ის მიიღო რაც უნდოდა, კიდევ რამდენიმე წლით ჩაკლა თავისუფლების, სამართლიანობის, ზოგადად ადამიანების იმედი და სწრაფვა უკეთესობისკენ. ამ ჩაქოლვით კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა შეგუებისკენ, დიქტატის მორჩილებსა და მონობისკენ. ყველაზე სამწუხარო ისაა რომ რამდენიმე დღეში ყველა აქციის მონაწილე ჩვეული ცხოვრების რიტმს დაუბრუნდება, ის ვინც არ მონაწილეობდა საერთოდ ამოშლის მეხსიერებიდან ამ ამბებს, რადგან ეს პირადად მას არ შეეხო. კვლავ მოთმინების რეჟიმში გადავდივართ, დაველოდოთ როდის დაბერდება მიშა, რომ ედუარდივით წავიდეს "სახლშიიიიი"
×
×
  • შექმენი...