Jump to content
Planeta.Ge

nika3012

Vip პლანეტელი
  • პოსტები

    456
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი nika3012

  1. მგონი სინდისიც და თანაგრძნობაც მშვენივრად ესმით, სწორედ ეს აბოროტებთ, თავისი პირადი კეთილდღეობისთვის ამ პრინციპების დათმობა უწევთ ყოველდღიურად და ეს ჭამთ შიგნიდან, ანადგურებთ მორალურად. ნორმალური ადამიანების მორალური უპირატესობა თრგუნავთ სწორედ, ამიტომაც უფრო და უფრო უარესებს აკეთებენ, უნდათ რომ წესიერი ადამინი აღარ დარჩეს, ყველა მათნაირი ნაძირალა და მხდალი იყოს რომ თავები კარგად იგრძნონ.
  2. უნდა იყოს - ზარი. და ვის რა ურჩევნია ეგ უკვე სხვა საკითხია ისე კი ეს "звонок" სმაილის ერთერთი აბრევიატურაა, რომელიც დაკოპირებისას ასე გამოჩნდა, ორიგინალში შეგიძლია დარწმუნდე Beeline
  3. კიდევ ერთი თავისტკივილი გაუჩინეს მოსახლეობას
  4. 2011 წლის ივნისიდან ამოქმედდება ნუმერაციის შემდეგი წესები: ნუმერაციის ცვლილება თბილისის ქალაქის ქსელებზე თბილისის სატელეფონო ნომრები 6 ციფრის ნაცვლად გახდება 7 ციფრიანი. თბილისის ყველა სატელეფონო ნომერს წინ დაემატება ”2”. ზარი უნდა განახორციელოთ შემდეგი პრინციპით: 2[აბონენტის ნომერი]звонок მაგალითად თუ აბონენტის ნომერია 999999, 4 ივნისიდან ნომერი იქნება 2-999999. ნუმერაციის ცვლილება საქართველოს ქალაქების ქსელებზე საქართველოს ქალაქებსა და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ცენტრებში სატელეფონო ნომრები 5 ციფრის ნაცვლად გახდება 6 ციფრიანი - ყველა სატელეფონო ნომერს წინ დაემატება ”2”. ზარი უნდა განახორციელოთ შემდეგი პრინციპით: 2[აბონენტის ნომერი]звонок მაგალითად: ქ.ბათუმის ფიქსირებული ადგილობრივი სატელეფონო ქსელის სააბონენტო ნომერი 59999 შეიცვლება ნომრით 2-59999; ქ. გორის ფიქსირებული ადგილობრივი სატელეფონო ქსელის სააბონენტო ნომერი 79999 შეიცვლება ნომრით 2-79999 და ა.შ. სააბონენტო ნომრის სიგრძე უცვლელი დარჩება მხოლოდ ქ.რუსთავში, სადაც ფიქსირებული ადგილობრივი სატელეფონო ქსელების 6 ციფრიანი სააბონენტო ნომრების პირველი ციფრი -”1” შეიცვლება ციფრით - ”2”, ხოლო მისი მომდევნო ყველა დანარჩენი ციფრები უცვლელნი დარჩებიან. მაგალითად : სააბონენტო ნომერი 1-59999 შეიცვლება ნომრით 2-59999. ნუმერაციის ცვლილება საქართველოში ყველა მობილური ოპერატორის ქსელზე ყველა მობილური ოპერატორის კოდი შეიცვლება ქალაქის ქსელიდან დარეკვისას, არსებულ ორნიშნა კოდი გახდება სამნიშნა და წინ დაემატება ”5”. მობილურიდან მობილურზე ზარის განხორციელებისა და SMS-ის გაგზავნისას ”8” ჩანაცვლდება ”5”-ით. ფიქსირებული ნომრიდან მობილურ ნომერზე ზარი უნდა განახორციელოთ შემდეგი პრინციპით: 8-5 [მობილური ოპერატორის კოდი] [აბონენტის ნომერი]звонок მაგალითად: 8 (97) XXXXXX შეიცვლება 8 (597) XXXXXX-ზე. მობილური ნომრიდან მობილურ ნომერზე ზარი უნდა განახორციელოთ და SMS უნდა გააგზავნოთ შემდეგი პრინციპით: 5-[მობილური ოპერატორის კოდი] [აბონენტის ნომერი]звонок მაგალითად: 8 (97) XXXXXX შეიცვლება 5 (97) XXXXXX-ზე. ასევე 2011 წლის 27 ივნისიდან შეიცვლება: მაგთიფიქსის კოდი - 890 გახდება 8790; სილქნეტის კოდი - 870 გახდება 8791.
  5. ახალი მიოკროავტობუსები კომფორტის თვალსაზრისით კარგი იქნება მათთვის ვისაც საშუალება აქვს (ასეთი კიდე ძალიან ცოტაა), ხოლო ეს კომფორტი გაჭირვებული, უბრალო ხალხის ხარჯზე მიიღწევა. ის რომ ამ მიკროავტობუსებში ბევრი ხალხი არ ამოვა და ოფლის სუნი არ დადგება, მხოლოდ იმის ხარჯზე მოხდება რომ სხვა ტრანსპორტში გაუარესდება ისედაც მძიმე სიტუაცია.
  6. აი მაგ 140 ადამიანში შენი შვილი, შენი მამა ან უახლოესი მეგობარი რომ მოხვდება მერე ვილაპარაკოთ პროცენტებით, მერეც იგივეს იტყვი?
  7. საკმარისია იმისთვის რომ ნორმალური ადამიანი მიხვდეს ხელისუფლების უმწეობას, ძალოვანთა თავსგასულობას და ქვეყანაში არსებულ დაუსჯელობის სინდრომს. 140 ადამინის სიკვდილი გინდა პროცენტული მაჩვენებლის კლებით შენიღბო (ამ მაჩვენებლის კლებაც გასარკვევია ჯერ). ვითომდა თუ 200 000 პატიმარი გყავს 140 ადამიანის სიკვდილი ცოტაა და თუ 1000 გყავს მაშინ ბევრია. რა მნიშვნელობა აქვს პროცენტებს, 140 ადამიანი 140 ადამიანია და ვსო. მასე სულ 5 მილიონიც არ ვართ და სულ რომ გავწყდეთ დიდი არც არაფერი მოხდება, პროცენტულად სულ მცირედით შემცირდება მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობა, შენი ლოგიკით ასე გამოდის
  8. :D ეს ბიზნესიც დაიპყრეს. მერე ჩვენს მიერ ამ მარშუტკებში გადახდილი ფულით სპეცნაზელებს პრემიებს მისცემენ, რომლებიც ჩვენვე დაგვინგრევენ ცხვირპირს (უკეთეს შემთხვევაში, უარესები ყველამ ვიცით რაც გვემუქრება). ეს 500 ევროც 7 წლის ვადით რეზინის ტყვიებისა და სხვა ნივთების შესაშძენად გამოადგებათ. გიხაროდენ.
  9. მათემატიკის გაკვეთილია თუ ბაზარში ხახვით ვაჭრობა, 140 ადამინზე მეტია მკვდარი და ეგ უკვე საკმარისია, რა საჭიროა ეს ფუჭი გამართლება. თუ არ შეგიძლია პატიმრების მოვლა და მათ სიცოცხლეზე ზრუნვა მაშინ არ უნდა დაიჭირო, გილიოტინა და ეგაა, რაღა საჭიროა ხალხის წამება. ნებისმიერ შემთხვევაში ეს არაა ის იდეალური და გაბრწყინებული საქართველო რომლითაც ნაცები ტრაბახობენ და თავს იწონებენ
  10. babuagiorgi ეხლა გამახსენდა ერთი ამბავი, მშობლები ბავშვს სპაიდერმენს და ბეტმენს არ აყურებინებს, მაქსიმალურად ზღუდავს ტელევიზორისგან. ეს თითქოს კარგია, მაგრამ სინამდვილეში მისი შვილი ერიყება საზოგადოებას, გაუცხოებულად გრძნობს თავს თანატოლებში, კომპლექსდება და უჭირს ხალხთან ურთიერთობა, როცა სხვები ბეჭდების მბრძანებელზე საუბრობენ ეს ბალზაკზე და შექსპირზე ფიქრობს რამდენად სწორია დაიცვა ბავშვი თუნდაც დეგრადირებული, ჩამორჩენილი და ამორალური გარემოსგან იმის ფასად, რომ ის დაკომპლექსებული მარტოსული იქნება. იქნებ ჯობდეს ფასეულობებზე იმუშაო, გემოვნება დაუხვეწო რომ მომავალში გაარჩიოს კარგი ცუდისგან, ანუ კი არ მოარიდო, არამედ დაეხმარო ცოდნის შეძენაში რომელიც მერე სწორ არჩევანს გააკეთებინებს. ეს პრობლემა ძალიან ხშირად გვხვდება ჩვენთან, მშობელი უწყვიტავს შვილს რა არის სწორი და არასწორი, ამის გამოა მთელი რიგი კომფლიქტები და მახინჯი თაობები, ეს პროტესტის გრძნობა რაღაცაში უნდ აგამოიხატოს, და რაც მეტ თავისუფლებას ხედავს ადამიანი მსგავსი შეზღუდვების ფონზე, მით მეტი პროტესტი უჩნდება და მით მეტად ამაზრზენი იქნება მისი პასუხი შენს აკრძალვებზე. შვილია ის თუ ძმა, თუ სხვა ნათესავი, ადამიანის ცხოვრება მხოლოდ მას ეკუთვნის და არა მშობელს, მშობლებს სწორედ ეს ეშლებათ, თავის სიმართლეს ახვევენ თავს შვილებს. კარგ მასწავლებლად ის კი არ ითვლება ვინც მოწაფისგან თავის ასლს გააკეთებს, არამედ ის ვინც მოწაფეს თავის თავს, თავის გამოხატვის სტილს, მის ინდივიდუალურს აპოვნინებს.
  11. ქუჩაში უნდა გაისერნო მაგ დროს და ფანჯრებიდან გამოსულ ხმებს დაუკვირდე, გამოკითხვა არ დაგჭირდება ეს ყოველთვის ეგრე იყო და ეგრე იქნება, და ამ გადაცემებზე მეტ ამორალობას და მეტ სისასტიკეს ნახავს ტელევიზიით თუ ცხოვრებაში, ამიტომ აკრძალვა უშედეგოა აქ კი შენ გეშლება, გაანათლე შენი შვილი, ასმენინე კარგი მუსიკა, აკითხე ღირებული წიგნები, მიეცი სიყვარული და დაანახე სიკეთის და გონიერების ფასი და საჭირო მომენტში ის გაარჩევს კარგს და ცუდს
  12. რა შუაშია მისამართი, ფაქტია რომ ხალხი უყურებს, და თქვენი აზრი მაინტერესებდა რატომ. არც მგონია და არც ვაპირებ ამისგან დაცვას, დღეს ცხოვრება ასეთია და უნდა ისწავლოს ადამიანმა სირთულეების გადალახვა, კარგის და ცუდის გარჩევა. ცუდის გარეშე კარგს ვერ შეაფასებ. და მშობლის ფუნქციაა სწორ არჩევანში დაეხმაროს და არა მოარიდოს მას
  13. და რატომაა ასეთი დიდი მოთხოვნილება ასეთ გადაცემებზე? რატო უყურებს 90% მოსახლეობა ამ გადაცემებს, როცა აქვს იგივე Discovery და National Geographic, კინოების უამრავი არჩევანი, ბოლობოლო ინტერნეტი.
  14. საზოგადოებრივი წნეხი ძალიან დიდია, ეს კავკასიური მენტალიტეტი, ყველა ყველას რომ უყურებს პირში და თავის გამოხეულ ნიფხავზე ზრუნვას რომ ურჩევნია სხვისაზე საუბარი, შინაგანი კომპლექსები რომლებიც ბავშვობიდან ინერგება ადამიანში, არაჩამოყალიბებული შეუმდგარი პიროვნებების ხროვა, 50 წლის დედიკოს პუტკუნა საყვარელი ბავშვები, სექსუალურად შებოჭილი საზოგადოება... ამ ყველაფერს ვადა გაუვიდა, ხალხს უნდა შინაგანი თავისუფლების შეგრძნება, საზოგადოებრივი მარაზმიდან გამოსვლა და ცხადია არსებულ რადიკალურ საზოგადოებრივ წნეხზე, რადიკალური თავხედობით და გაუაზრებელი, უტვინო და პირდაპირი ვითომ უკომპლექსობით პასუხობენ, რომელიც გარყვნილება, უხამსობაა და ადამიანის დეგრადირება უფროა, მაგრამ ინტელექტი მეტ გაქანებას არ აძლევთ, ეს უკვე სხვა თემაა.
  15. რავი რამე იყო გასაკვირი და აღსაშფოთებელი? ერთი გლეხუჭა გოგო იყო, რომელმაც რაღაცა ნახა ტელევიზორში და ხატვის მანერა ორიგინალურად მოეჩვენა, მერე მიითვისა ეს იდეა და ხალხს გაუზიარა საკმაოდ უნიჭოდ. ესაა და ეს რუსეთში ქალი აჩვენეს, რომელიც მინსტრუალური სისხლით ხატავს, კიდე კაცი აჩვენეს რომელიც სპერმით ხათავდა, მალე ეგეთებიც გამოჩნდებიან ტიტველი არც ყოფილა
  16. აქ ყველაფერი ნათლადაა. ეს ფრაზა противоречащем общепринятым моральным нормам უკვე საკმარისი იქნებოდა, მაგრამ ჩვენს უნიჭო კანონმდებლობაში არაა მსგავსი არაფერი. ხოდა ზევით რომ წერია ეგ ერთი წინადადებაა მისაწერი ჩვენს კანონშიც, აი ეს: противоречащем общепринятым моральным нормам. და პრობლემა მოხსნილია
  17. კანონი დააციტირე რა, სად წერია რომ კოცნა სქესობრივ კავშირად მოიაზრება ეს 141 მუხლი არის სასჯელი არასრულწლოვანის თანდასწრებით მასტურბაციისთვის.
  18. იმ გოგოებმა უბრალოდ ერთმანეთს აკოცეს, ეს კანონი ამ ქმედებას არ შეესაბამება.იმისათვის რომ შეესაბამებოდეს, მაშინ იგივე ლესბოსელობა და სხვა დებულებებიც უნდა გაიშიფროს კონკრეტულად, რა რა ქმედებას მოიაზრებს, ცოკნას, ალერსს, მხოლოდ სექსს თუ სხვას. და მეორე, ის გოგო იმ მომენტისთვის უკვე 16 წლის იყო, და თუ მანამდე რამე მოხდა ეს უნდა არკვიონ მისმა მშობლებმა, არც ტელევიზია და არც აქციის ორგანიზატორები არაფერ შუაში არ არიან
  19. Siknadmo ორივეზე ერთად გაგცემ პასუხს. თუ კანონში არაა განსაზღვრული ეროტიკის და პორნოგრაფიის არსი, შესაბამისად იმის მტკიცება რომ კოცნა ერთს ან მეორეს მიეკუთვნება კანონის კუთხით უაზრობაა, ამიტომ თუ კოცნა და იმ ფართიზე განხორციელებული ქმედებები რომელიმე განსაზღვრებას არ მიუსადაგე (კერძოდ ეროტიკას ან პორნოგრაფიას) რომლებიც კანონს ეწინააღმდეგება, მაშინ გარყვნილებაზე საუბარიც არ გამოდის, რადგან არასრულწლოვანის გარყვნა კანონში მოიაზრება მისი პორნოგრაფიაში მონაწილეობით, ან მსგავსი მასალის შენახვასა და გავრცელებაში. მოკლედ რომ გნვმარტო, კანონი კოცნას არ მიაკუთვნებს არაფერს, შესაბამისად ის ვერ ჩაითვლება რომელიმე კანონის დარღვევად. ვინ ადგენს იმას რომ კოცნა ეროტიკაა, ან იმას რომ კოცნა რყვნის, იქნებ და პირიქით აკეთილშობილებს მოზარდს, ამიტომ მსგავსი რაღაცეები კანონმა უნდა განსაზღვროს, თუ არა და კანონდარღვევა არაა
  20. თუ ვინმე დადებს კანონს, სადაც განმარტებულია პორნოგრაფიის ან ეროტიკის არსი, თუ სადმე წერია რომ კოცნა ეროტიკას ან პორნოს მიეკუთვნება, მერე ვისაუბროთ
  21. სექსი აკრძალულია და სწორიცაა. კოცნაზე და სხვა დანარჩენზე კანონში არაა მუხლი, ხოლო ის მუხლები რომლების აქ იყო მოშველიებული, კერძოდ 141 და 255, ეს მუხლები არ შეესატყვისება ქისფართიზე მომხდარს. ლესბოსური კავშირი კი, რაც ქალებს შორის სექსუალურ კავშირს მოიაზრებს, და ესეც არ მომხდარა ამ ფართიზე და არც ვიდეოზე არ ჩანს მსგავსი რამ, სექსი არ ყოფილა, იყო კოცნა ეს სხვა თემაა, მშობლები უჩივლებენ სურვილის შემთხვევაში და თუ დადასტურდება ეს სიტყვები შეუძლიათ ჩასვან. კი, იმიტომ რომ ამერიკაში კანონში ძალიან მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული ყველა წესი, რა მცნება რას მოიაზრებს და კონკრეტულად რა იკრძალება და რა არა ეს ისჯება, ნამდვილად, მაგრამ მსგავს ქმედებებს არ ქონია ადგილი, და თუ ქონდა ეს ამ ფართიზე არ მომხდარა, ამიტომ... არც ისე, და არ დაგეთანხმე, ზევით განვმარტე რატომაც
  22. ეს გოგო 16 წლის იყო ამ ღონისძიების დროს, მანამდე რაც გააკეთეს ეგ უკვე ოჯახმა უჩივლოს და დაუმტკიცოს სექსუალური კავშირი, ანუ ეგ გამოსაკვლევია ჯერ, შეიძლება სულაც მოიტყუეს. ხოლო არსებულ ვიდეოში სექსუალური კავშირი არ ფიქსირდება, შესაბამისად არავითარ კანონის დარღვევას არ ქონია ადგილი ამ ამორალურ ფართიზე. ეროტიკა საერთოდ არაა ნახსენები 255 მუხლში, მხოლოდ პორნოგრაფიულ ნაწარმზეა საუბარი და თომარ-წოვა თუ როგორც ეძახით მაგას, ეგ არ გადის მაგ კატეგორიაში, და საერთოდ იქნებ კანონიც დაგედო, რომელიც განსაზღვრავს ეროტიკისა და პორნოგრაფიის არსს, რა მოიაზრება ამ ორ მცნებაში? სად წერია ეს, რომელ კანონში? პორნოგრაფიაზე ყველა კანონში საუბარი და არა ეროტიკაზე, ასევე ვიმეორებ რომ არც ეროტიკის და არც პორნოგრაფიის მცნებები არაა განსაზღვრული 141 მუხლი - სასჯელი არასრულწლოვანის თანდასწრებით მასტურბაციისთვის ეს საერთოდ რა კავშირშია ეს მხოლოდ რეკომენდაციაა და არა კანონი. და აწერია იმიტომ რომ სწორედ 18 წლამდე ასაკის ხალხი მიეტანოს, რამეთუ აკრძალული ხილი უფრო ტკბილია სექსუალური კავში ნამდვილად ისჯება და სწორიცაა, მაგრამ აქ მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა, მხოლოდ 21 წლის გოგოს აღიერებაა რომელიც ჯერ გასარკვევია სიმართლეა თუ არა
  23. გეთანხმები, მორალური მხარე სულ სხვაა, უბრალოდ გამოძიებაზე და კანონის დარღვევაზეა ძირითადი აქცენტი და კანონი რეალურად არ დარღვეულა, თორე დამერწმუნეთ პირველი ოპო იურისტები დაიპიარებდნენ ამით თავს არცერთ კანონში არ წერია მსგავსი, რომ 16 წლის ადამიანს არა აქვს კოცნის უფლება (თუნდაც თომარის). მორალური კუთხით შეგიძლია ძირი გამოუთხარო და დაგეთანხმები, მაგრამ კანონის კუთხით არაფერი დარღვეულა. და კიდევ გასარკვევია, შეიძლბა მშობლების თანხმობაც ქონდა წერილობითი დღეს ხალხი ისეთი და####ვევბულია რო ეგეც არაა გამორიცხული
  24. ბმული ისე მარჯანიშვილის მეტროს უკანაა, ზევით ქუჩაზე რომ აუხვევ რეესტრი და რაღაცეებიც იქაა მგონი, და კონსულტაციაც უფასოა თუ არ ვცდები. წესდება უნდა იქონიო თან
  25. როდის აქეთ გახდა კოცნა სისხლის სამართლის დანაშაული? რა შუაშია ადმინისტრაცია, თან არსებულ მომენტში ის გოგო 16 წლის იყო. რაც შეეხება იმ ორი გოგოს ურთიერთობას, 21 წლისამ 14 წლის რომ შეაცდინა, მათი სექსუალური ურთიერთობა არ გადმოუციათ ეთერში, და კიდევ გასარკვევია იტრაბახეს რომ მერე თანატოლებთან თავი მოეწონებინათ "პრადვინუტობით" თუ რეალურად მოხდა ეგ ფაქტი, მაგრამ არასრულწლოვანმა ან მისმა ოჯახმა უნდა გაასაჩივროს ეს ფაქტი, მანამდე არც არავის არაფერი არ მოეკითხება.
×
×
  • შექმენი...