Jump to content
Planeta.Ge

nika3012

Vip პლანეტელი
  • პოსტები

    456
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი nika3012

  1. ბუნტი, პროტესტი და მთავრობის ძალადობრივი მეთოდებით გაძევება უკვე ქართული რეალობის განუყოფელ ნაწილად იქცა. რა უნდა ქნას ხალხმა, რა ზომები უნდა მიიღოს, ან რა არის თითოეულ ჩვენთაგანზე დამოკიდებული, რომ მომავალში აღარ მოგვიწიოს ტირანების მოთმენა, ქუჩაში დგომა და გვერდების მოყინვა რა უნდა ვქნათ, რას ფიქრობთ?
  2. ეს მოთხოვნები ცხადია არ შესრულდება, ბუნტი გარდაუვალია მთავარია რა უნდა ვქნათ, რომ შემდეგი მთავრობა გადაურჩეს ბუნტს?
  3. აჰა, მაგას ვამბობ მეც, იყო ასეთი შემთხვევები და იმედია მეტი აღარ განმეორდება
  4. საქართველოში, ხალხი არ შეიკრიბა? არ გავიდა აღშფოთებული ხალხი გარეთ? ცოტა ხალხი იყო? ლიდერის გამოჩენაღა აკლდა მაგ ყველაფერს და ამოისუნთქებდა ერი ამ მთავრობისგანაც
  5. რამდენი ეგეთი სიტუაცია იყო და ლიდერი არ გამოცჰნდა მაქამდე უნდა მივიდეს საქმე, თუ ხალხი ისევ გავა, ვფიქრობ მთავრობა კვლავ დაელოდება იმას რომ ოპოები მათ დაშლიან და იქითა წლის რომელიმე თვეს შეკრებას დანიშნავენ
  6. ვანო დარჩება მარტო, მიშა ფაქტიურად საზგვარგარეთ ცხოვრობს, ასე რომ ეს ქვეყანა მიშასი კი არა ვანოსი ყოფილა, ან მალე გახდება ვანოსი
  7. შესაძლოა ცოტა ცინიკური, მაგრამ ვფიქრობ რეალური პასუხია, ნეტა რამდენს გაუხარდა ეს გამოსახლება, რამდენს უნდოდა ცასვლა ქვეყნიდან და საბაბს ეზებდა და აი, მადლობა მიშას
  8. და ეხლა თანხმობა თუ მიცეს ელჩებმა არადევნილი მოსახლეობის უმრავლესობა იტყვის, რატომ მე არ ვარ დევნილიო არ ვიტყოდი რომ სახელმციფომ აიძულა, უფრო სწორი იქნებოდა: შანსი მიცა ადამიანურად იცხოვრონ წესიერ ქვეყნებში.
  9. შემდეგ მიტინგზე სასწრაფოდ ფასების ზრდა უნდა გაპროტესტდეს თორე ამ .... მგონი მართლა გონიათ რო ხალხი ბედნიერი და კმაყოფილია
  10. სააკაშვილს ვერ მოერია ერი და რუსეთი რო მოგვაჯდება მისგან რითი დავიხსნით თავს? ზოგიერთი ამ თემაში რუსული ჯარის შემოყვანითაც გვთავაზობს ამ პრობლემის მოგვარებას, ალბათ არ ფიქრობს იმაზე თუ რა მოელის მას, ანდა მის ახლობლებს თბილისის ქუჩებში გათარეშებული, გამწარებული, მშიერ-მწყურვალი, კავკასიელისადმი გენეტიკური ზიზღით გაჟღენთილი რუსი ჯარისკაცისგან, თუ ვინმე ფიქრობს რომ რუსული ჯარი შემოვა, მხოლოდ მიშას გააქცევს ქვეყნიდან და მერე მშვიდობიანად გავა უკან და თავის საზღვრებთან დადგება რომ ქვეყნის სუვერენობა არ შელახოს? მგონი ვიღაცამ იმედის არხზე თავის დროზე გახმაურებულ ომის ინსცენირებას უყურა და არც ისე ცუდი და საშინელი მოეჩვენა, ხოდა ეგეთები დაფიქრდნენ იმაზე რომ ყველაფერი გაცილებით უფრო ცუდად იქნება რეალობაში
  11. Ostap ზუსტად მაგ აზრის ვარ, არც აშშ-ს და არც არავის თარეშს, და ზოგადად საქართველოს განვითარებასაც არ დაუშვებს, რატომ? ეგ უკვე სხვა თემაა
  12. დააგვიანეს სამწუხაროდ, ეგ ყველაფერი უკვე ეგრეა. ესეთ ვარიანტში შესაძლებელია აფხაზეთის ტერიტორიის დათმობა ოსეთისა და ნატოში შესვლის საფასურად, და ხელისუფლებაც ძაან კარგად ახსნის თავის გადაწყვეტილებას, და ვფიქრობ ასეთ შემთხვევაში ბევრი მხარდამჭერიც ეყოლებათ, მაგრამ ისედაც დაკარგულ აფხაზეთში ვინ მოგვართმევს ამდენ ფუფუნებას
  13. სასაცილო მსჯელობა მიდის იმაზე რა უნდათ აფხაზებს ან ოსებს, და იმაზე თუ რას შეთავაზებს ქართული მხარე მათ, იმაზე არავინ ფიქრდებს რომ დღესდღეობით საქართველო არაა იმ პირობებში რომ ვინმეს რამე შესთავაზოს ან ვინმეს წაუყენოს თავისი პირობები, პირობებს ჩვენ გვიყენებენ და ჩვენ მხოლოდ უარყოფა ან დათანხმება შეგვიძლია
  14. ცხადია საკუთარი ძალებით რაღაცის მიღწევა ძნელია, თავისუფლება ძნელია, თუნდაც ფორმალური, მაგრამ ეს პირველი ნაბიჯებია, რისთვისაც უამრავი სისხლი დაიღვარა თავის დროზე, ადვილია რუსეთს წაეკუზო და უკანალი გაუქიცინო და შენი მეცნიერება აღორზინდეს და ხალხმა კარგად იცხოვროს, მაგრამ დროა სხვის იმედზე და სხვის ხარჯზე აღარ ვაკეთოთ ჩვენი საკეთებელი. არქიფო მოგვივიდა ქვეყნის სათავეში? ჩვენი პრობლემაა და საკუთარი ძალით უნდა შევძლოთ მისი მოშორება, თუ არ შეგვიძლია კიდე ესეიგი მეტის ღირსი არც ვართ. ისედაც წაკუზულ მდგომარეობაშია ქვეყანა და ჯობია ისევ არქიფო იღებდეს ამით სიამუვნებას, ვიდრე ვიღაც სვხა
  15. საყვედურებით და კრიტიკით საქმე არ გაკეთდება, არც ტელევიზიის გაუქმებაზე საუბარია რეალური ამ ქვეყანაში. ერთერთი გამოსავალი მგონი რიგითი თანამშრომლების გადმობირებაშია, რომლებიც საჭირო მომენტში ხელფასსა და თავმოყვარეობას შორის არჩევანი რომ დადგება, თავმოყვარეობას და ქვეყნის ინტერესებს აირჩევენ. ასეთი ადამიანები თუ ბევრი იქნება, არა მარტო ტელევიზიაში არამედ სხვა სტრუქტურებშიც, ეს თუ მომავალი მთავრობა ვინც არ უნდა იყოს ის, ვეღარ გაბედავს მსგავს საქციელს რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. პრობლემა ისევ საზოგადოებაშია, საზოგადოებრივ ცნობიერებაში, იმის აღქმაში რომ შენია ეს ქვეყანა, თუ იტყუები ეთერში, თუ მალავ სიმართლეს შენს თავს უმალავ, ნათესავს, მშობლებს და შვილს ატყუებ, შენი შვილის მომავალს ამახიმჯებ და გარყვნილ და უსამართლო სახელმწიფოს უტოვებ. შესაძლოა მსგავსი აზრები ბევრი ადამიანის თავში არსებობს, შესაძლოა უბრალოდ მათ ეშინიათ ამის ხმამაღლა თქმის, იქნებ ფიქრობენ რომ თუ ისინი არა, ამ საქმეს სხვები გააკეთებენ და რაღატო უნდა დაკარგონ ხელფასი, ამით ხომ შედეგი არ იცვლება, უსამართლობა ისევ რჩება. ანუ მისი მსხვერპლით არაფერი იცვლება. მოკლედ ასეთ ადამიანებს უნდა გავუჩინოთ თავმოყვარეობის, საკუთარი თავის მნიშვნელობის, ყოველი მისი ნაბიჯისადმი პასუხისმგებლობის, და კიდევ იმის შეგრძნება, რომ შენი ქვეყანა არ მთავრდება შენი სახლის ზღურბლთან, შენი ქვეყანაა შენი სამსახური, სკოლა სადაც შენი შვილი დადის, მაღაზია სადაც პროდუქტს ყიდულობ, შენი მეზობლები, ნათესავები და ყველაფერი.
  16. როგორც წესი ფრაზას, რომ გოგოსა და ბიჭს შორის მეგობრობა შეუძლებელია, იმ ფაქტით ასაბუთებენ რომ ადრე თუ გვიან ქალ-ვაჟური ლტოლვა იღვიძებს მათ შორის, თუმცა იმას არავინ უკვირდება რომ ეს ლტოლვა მეგობრობას არ გამორიცხავს. შესაძლოა გოგო გიძიდავდეს როგორც სექსუალური ობიექტი და ამავდროულად საუკეთესო მეგობარი იყოს.
  17. 2010 წლის 9 თვეში 17 მილიონ 151 444 ჯარიმა გამოწერეს. 2009 წლის 9 თვეში 28 მილიონ 588 467 ადმინისტრაციული ჯარიმა გამოწერეს მგონი ავტორი იმაზე მიგვითითებს რომ დარღვევებმა კი არ იკლო, უბრალოდ კორუმპირებულთა რიცხვმა იმატა სამართალდამცავებში
  18. სტალინის ძეგლი მგონი მის სახლმუზეუმთან გადაიტანეს (მე ასეთი ინფორმაცია მაქვს), ანუ ის გამართლება რომ ამ ტირანის და არაკაცის ძეგლი საქართველოში არ უნდა იყოს არაა მართებული, უბრალოდ ის კარგი ადგილი დასჭირდათ და... გახსენებაზე, რაჭაში, სოფელ მეორე ტოლაში დღესაც დგას ლენინის ძეგლი, იქნებ იმასაც მიხედონ, იქ ხალხი მადლიერი დარჩება ამით
  19. — ხედავ? შენ, ალბათ, გინახავს გადაცემები, სადაც ადამიანები თავიანთ პირად პრობლემებზე მთელი მსოფლიოს თვალწინ ბჭობენ. გინახავს გაზეთის სათაურები და ჟურნალის ყდები? მსოფლიო სიამოვნებას იღებს ტანჯვისა და ტკივილისაგან. ერთი შეხედვით სადიზმია, სინამდვილეში კი, თუ გავიაზრებთ, რომ ბედნიერებისთვის სულ არ გვჭირდება ამ ყველაფრის ცოდნა, ჩვენ კი თვალს არ ვაცილებთ სხვისი ტრაგედიის სანახაობას და ზოგჯერ ვიტანჯებით კიდეც მის გამო, ეს მაზოხიზმია. მან ორი ფუჟერი შამპანურით შეავსო, გამორთო ტელევიზორი და ისევ სანთლების ანთება გააგრძელა. — ვიმეორებ: ეს ადამიანის ბუნებაშია, ეს მისი არსია. მას მერე, რაც სამოთხიდან განგვდევნეს, ან ვიტანჯებით, ან სხვას ვტანჯავთ, ან ამ ტანჯვას თვალს ვადევნებთ. ვერაფერს შეცვლი. "თერთმეტი წუთი" პაოლო კოელიო
  20. რა გარანტიაა იმისა, რომ ხელისუფლება არ შეუმცირებს დაფინანსებას მერიას ირაკლი ალასანიას გამარჯვების შემთხვევაში და თქვენი პროგრამით გათვალისწინებული ლამაზი მომავალი დიდ იმედგაცრუებად არ გადაიქცევა ხალხისთვის?
  21. დიდი მიზნები აქვს ალბათ, მსოფლიოს დაპყრობას აპირებს :eshmak:
×
×
  • შექმენი...