Jump to content
Planeta.Ge

nika3012

Vip პლანეტელი
  • პოსტები

    456
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი nika3012

  1. მართლა ვაი თუ აღმოჩნდა, ახალი ომი არ აგვცდება მაგ ტერიტორიებისთვის.
  2. ქართველი შოუვუმენების ხმარება მობეზრდა მიხეილს და საზღვარგარეთზე გასვლა გადაწყვიტა თუ გაუძალიანდება შერონი ძალით იხმარს ალბათ :D თუ პრეტებზია გამოთვა რომელიმე ჯიხურის თავზეც იპოვიან, ქართული ღირშესანიშნაობების დათვალიერებისას დენდარტყმულს. ეს ყველაფერი ხალხის ყუადღების მოსყიდვაა, იმ აგრესიის გადასაფარად რომელიც ხალხში გაჩნდა 26-ში, და მინდა გითხრათ საკმაოდ წარმატებული სვლა აღმოჩნდა, ბევრი ადამიანი ვიცი ვინც ძალიან კმაყოფილი იყო ამ ფოტო გამოფენით, და უფრო მეტი იქნება კმაყოფილი შერონის სტუმრობით.
  3. თაობა არ შემიფასებია თუ დააკვირდები პოსტს, მაგალითი მოვიყვანე და ვიმედოვნე რომ ჩვენი ახალგაზრდები ეგეთები არ გახდებიან არასდროს
  4. მსუნთქავი ქანდაკება იქნება თუ მოჩურჩულე? თუ მიშიკოს სურვილია რომ ხალხი მხოლოდ სუნთქავდეს და ეს იყოს მათი ჩივილიც, საყვედურიც და უკმაყოფილებაც?
  5. კი. ხო შესაძლოა, დეტალები არ მახსოვს
  6. ჩინელ ახალგაზრდაზე ვნახე გადაცემა, საყვერცხე ამოიჭრა მშობლების უჩუმრად და გაყიდა, ფულით iPad-ი იყიდა ეხლა სავადმყოფოში წევს და სიცოცხლეს ემშვიდობება. იმედია მაგ დონემდე არ მივა ჩვენი ახალგაზრდობა
  7. ანუ მასობრივი მორალური გახრწნა მიდის, არა მხოლოდ მიშა და მისი ვიწრო გარემოცვა, არამედ ყველა ვისაც ოდნავი ძალაუფლება აქვს, ვიგულისხმე ის ადამიანები ვინც ამ აქციის დარბევაში მონაწილეობდა და ციხეებში მუშაობს. კი, ხალხი ზედმეტად კეთილშობილური შესატყვისია მათთვის, უკაცრავად
  8. და კიდევ ვიტყვით რომ საზიზღარი სააკაშვილის ბრალია ყველაფერი, ხალხია ნაგავი და მორალური ავადმყოფი, საზოგადოებაა დაავადებული, ცხადია ხელისუფალნიც.
  9. ბატონ "აზრს" თავისი ბიბლია აქვს, გასხვავებული.
  10. კონტექსტიდან ფრაზების ამოღება ზედმეტად მდაბიო საქციელად ხომ არ გეჩვენება? მე არ ვიცი და არც არავინ არ იცის, არც შთაგონებულმა, არც მორწმუნემ და არც ურწმუნომ. ბიბლია არაა საბუთი, ის მხოლოდ შენი რწმენის ნაწილია. ადამინს გონი იმიტომ აქვს რომ იაზროვნოს, იფიქროს და კითხვები დასვას, რასაც მორწმუნენი არ აკეთებენ და ბრმად ენდობიან იმას რაც წიგნში წერია. ზოგადად რწმენას არავითარი კავშირი არ აქვს ლოგიკურ მსჯელობასთან, ის შეიძლება მხოლოდ სტიმული იყოს რაიმე მიზნისკენ და არავითარ შემთხვევაში მტკიცებულება, ამიტომაა ნებისმიერი რწმენა ხელისშემშლელი, ბიბლიაზე იქნება ის თუ მღვდლის მოძღვრებაზე დაფუძნებული.
  11. სამყაროს შექმნას არავინ ესწრებოდა, ამიტომ არც არავინ არ იცის ეგ საკითხი, რომელ წიგნშიც არ უნდა ეწეროს და როგორი ლამაზი და დამაჯერებელიც არ უნდა იყოს შენთვის, ეს მხოლოდ ვერსიაა, ვარაუდები. ანუ პასუხია კი, არ ვიცი ნამდვილად, მაგრამ მაქვს იმდენი გონი რომ ბრმად არ დავიჯერო ის რაც არ ვიცი და შევეცადო ანალიზი გაუკეთო კონკრეტულ მოვლენებს, დაუპირისპირო ფაქტები და თეორიები ერთმანეთს და გარკვეული დასკვნები გამოვიტანო. რწმენა სამწუხაროდ დიდი ხელისშემშლელი ფაქტორია ლოგიკური აზროვნების პროცესში.
  12. აზრი დაგიწერე წყარო, შეგიძლია გაეცნო, თუ არ დაგაკმაყოფილებს მოგეცი მითითება რაც უნდა ეძებო, ამ უაზრო კამათისთვის ინტერნეტს ვერ გავგუგლავ. ის ინფორმაცია რაც არსებობს გამოკვლეული და დამტკიცებულია მეცნიერულად, ფაქტობრივად, და არა ის რომ ღმერთმა 6000 წელი მოანდომა სამყაროს შექმნას და ეს ვიღაცამ დათვალა შენივე თქმით. შემეცოდა კიდეც შენი ღმერთი, საწყალი ამდენ ხანს პახაობდა, 6000 წელი, ნუთუ უფრო მალე არ შეეძლო, თუ არც ისეთი ყოვლისშემძლეა როგორც გგონია
  13. ეხლა გაკვეთილები ჩაგიტარო თუ რა გინდა? გაეცანი მეცნიერთა შრომებს, როგორ დგინდება ჩონჩხის მიხედვით ასაკი. ასევე დაგიდე ლინკი დინოზავრების შესახებ და არა მხოლოდ ეგ, სხვა ვებგვერდებიც არის სადაც შეგიძლია ცოდნა გაიღრმავო. წარმატებები
  14. ნუ ჯერ ეს ინფორმაცია რომ გაქვს, ეს უკვე სასაცილოა, ვინმემ დათვალა თუ..? :D მაგრამ ნუ კარგი, დაე იყოს ეგრე მაგრამ, დინოზავრები 160 მილიონი წელი დომინირებდნენ დედამიწაზე, ნუ ცხადია მეცნიერული შეხედულებები შენთვის მიუღებელი იქნება, მაგრამ მაინც ვცდი, იქნებ და ბმული ამ მტკიცებულების მიხედვით, პირველი ადამიანის (ანუ ადამის) შექმნიდან მოსემდე (რომელმაც ბიბლია დასწერა) მინიმუმ 160 მილიონი წელი გავიდა, ასე გამოდის. თუ დინოზავრები 160 მილინ წელიწადს არსებობდნენ, ამ ანგარიშით სამყაროს შექმნის 1 დღე 1000 წელიწადს კი არა, 26 მილიონ წელიწადს უდრის აი ძაან მაგარი სწავლულები არიან
  15. იქიდან, საიდანაც შენ იცი რომ ღმერთმა შექმნა ყველაფერი, ანუ რწმენა. ყველას ჩვენი სიმართლის გვწამს, ხოდა ეს ჩემი მოსაზრებაა, ჩემი სიმართლეა
  16. წინასწარ უკაცრავად დიზაინერ-ვებმასტერთან, ცუდად თუ გამომივა რამე, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი პროფესიული შეხედულებებია. ეხლა კი დავიწყოთ ყველაზე ელემენტარულით: 1) ლოგო ზედმეტად ბავშური, არასერიოზული და არაპროფესიონალურია, გავს კლიპარტიდან ამოღებულ მზა სურათს რომელიც ლოგოდ არ აღიქმება. (მზეს და ტალღებს ვგულისხმობ რომელიც წრეშია ჩასმული) მოკლედ ლოგო გასული საუკუნის ჟანრშია შესრულებული ასევე სლოგანი "გვეამაყება რომ გემსახურებით" ვის აინტერესებს თქვენი განცდები, მე არაფერს არ მეუბნება როგორც მომხმარებელს ეგ ფრაზა, სლოგანი უნდა იყოს პოზიტიური და დასვენების, გართობის და დროსტარებისკენ მიმართული. 2) ვებგვერდის ფონი და უზორები (ვითომ ჩუქურთმა), არც იკითხება წესივრად, მითუმეტეს ასეთ უღიმღამო ფერზე რომელიც შეარჩიეთ, უხალისო და ნეგატიური ფერია და ეს უზორები კიდევ უფრო მეტი ჭუჭყის შეგრძნებას ბადებს. 3) ვების ზედა ბანერი, მენიუს თავზე - გოგო მშვენიერია ასევე ზღვა და პალმის ტოტებიც, ანუ BG შესანიშნავი, ასევე კარგია სურათების ბანერიც (იმედია მიხვდით რომელზე ვამბობ), მაგრამ სხვა დანარჩენი, ფერის თვალსაზრისით არანაირად არ შეესაბამება და სრულიად ამოვარდნილია სტილისტიკიდან, ყვითელი მოხვეული კანტი რომელიც ცისფერში გადადის, მერე ლურჯში და წვრილი სტაფილოსფერი კანტით იცველება და აღარ გავაგრძელებ რა ასევე წარწერა "ელიტ ტური-ტურისტული კომპანია", მისი ფერიც... 4) რაც შეეხება ბანერებს, ბანერები ნორმალურია, მშვენიერი ფოტოები გაქვთ შერჩეული, მაგრამ ისევ ფერის პრობლემას ვაწყდებით, შხამიანი ლურჯი ფერის წარწერები ცის და ზღვის ფონზე თავად არ გეჩვენებათ გადამეტებულად? ასევე რჩევის სახით გეტყოდით, რომ ეს ბანერები იმდენად ბევრია და ისე აჭრელებს თვალს, რომ ტითონ ტურის დასახელება რაიმე დეთალით უნდა გამოყოთ, მაგალითად ყველაზე ელემენტარული, შავი 50% გამჩვირვალე ფონი და მის ქვევით გაბუნდოვნებული სურათი, სესაბამისად ამ ფონზე წარწერა უფრო კითხვადი იქნება და თითოეული სათაური უკვე ყურადღებას მიიპყრობს, მომხმარებლისთვის უფრო კომფორტული იქნება მარტივად რომ ვთქვა. 5) კიდევ ერთი რაც ბანერებს ეხება, კერძოდ ევროპის ტურები. აქ ბანერებზე წარწერებია, მესმის რომ "საფრანგეთი-პარიზი" უფრო გრძელი სიტყვაა ვიდრე "ჩეხეთი პრაღა", მაგრამ აჯობებდა ერთი ტიპის ბანერებზე, მითუმეტეს ერთ მწკრივში ჩამოყოლებულ ბანერებზე, სათაურები და ერთი ტიპის ინფორმაცია იყოს ერთი ზომის, ეს თვალისთვისაც უფრო მისაღებია და ესტეთიური თვალსაზრისითაც ეხლა რაც შეეხება ადმინს: 1) თურქეთის ტურებზე სასტუმროთა ჩამონათვალი გამოდის, რომელსაც კლიკზე სხვა ვებგვერდზე გადავყავართ, მეს მის რომ რთული და შრომატევადი საქმეა, თან ალბათ ახალი გახსნილები ხართ, მაგრამ ეგ საკითხი ძალიან დილეტანტურ და დაბალფასიან იმიჯს გიქმნით. 2) კრუზი "ხმელთაშუა ძღვის სიო" - დასაწყისში საჭიროა პატარა სარეკლამო ტექსტი, ელემენტარულად ქვეყნების ჩამონათვალი რომელსაც ვიხილავთ, დაუვიწყარი მოგონებები და მსგავსი დამაბოლებელი ტექსტები სენტიმენტალური ადამიანებისთვის 3) შიდა ტურები - ა) რამდენიმე ტურში სურათები არაა, თუშეთი მაგალითად, ღვინის ტური. ბ) როგორც ჩანს დანარჩენ ტურებზე ტეხტიც სურათებად გაქვთ ატვირთული, რაც ვებგვერდს ამძიმებს, ალბათ თვის დროზე აკრიფეთ ტეზტი და მერე ელექტრონული ვერსია დაგეკარგათ მაგრამ თუნდაც ახლიდან მოგიწიოთ ამ ტეხტის აკრეფა, ასე ჯობია, თუნდაც იმიტომ რომ მსურველმა დააკოპიროს ეს ტეხტი თავისთვის. 4) "ჩვენს შესახებ"-ში ამ ფრაზაზე ყველას ღიმილი მოადგება, ვფიქრობ ამოსაღები ან გადასაკეთებელია: "შეიყვარო შენი ოჯახი უფრო მეტად". რას ნიშნავს ეს? ნუ ამ თემის განვრცობას არ დავიწყებ, რჩევის სახით, ამოიღეთ 5) ასევე "ჩვენს შესახებ"-ში, "ევროპელები და ამერიკელები პენსიაზე გასვლის შემდეგ იწყებენ ცხოვრებას, მსოფლიოს გარშემო მოგზაურობას და რაც დათესეს, რაც იშრომეს სწორედ იმას იმკიან და იხალისებენ სიცოცხლეს." ყველამ ვიცით ევროპა-ამერიკაში როგორცაა და ეს წინადადება უფრო ნეგატიურ ემოციებს აღძრავს, მათი კარგი და ბედნიერი სიბერის ფანტაზიები, მათი დალაგებული და პოზიტიური ცხოვრება. მოკლედ ამაზეც დაფიქრდით 6) უკაცრავად მაგრამ თქვენ რომელ რეალობაში ცხოვრობთ, პენსიონერებს იზიდავთ იმით რომ ახარბებთ ევროპა-ამერიკას და ემუქრებით სიკვდილით? "სამწუხაროდ ბევრი ქართველი საპენსიო ასაკში „ამთავრებს ცხოვრებას“, ბევრიც ცოტა ადრე, რადგან ამბობენ ადამიანი მაშინ „კვდება“, როცა ამქვეყნად არაფერი ახარებს და არაფერი აბედნიერებსო. იფიქრე იმაზე, რომ შემოდგომა ყოველ წელს დგება, შესაბამისად ყოველ წელს უნდა მოიმკა დათესილი სიკეთე და გაილამაზო ყოფა." მოკლე რეზუმე, ტექსტები ზედმეტად დიდაქტიკური და ჩახლართულია, მარტივად, ადამიანურად, ყოველდღიური საუბრის სტილით უნდა ესაუბროთ ხალხს, მომხმარებლისთვის ასეთი უშვალობა უფრო გასაგები იქნება ეხლა დავიღალე ამდენი წერით თუ რამე კონკრეტული კითხვები გექნებათ კი ბატონო, ზოგადი შეფასებები ასეთია. წარმატებები
  17. ქვეყანაში სადაც ტელევიზიები პრაქტიკულად ხელუსუფლებას ექვემდებარება, მე მაგალითად მიხარია რომ ეგეთი გამო####ვებული პიდარასტების გარდა სხვა არავინ კადრულობს მათ ეთერში გამოჩენას
  18. verusi ღმერთი ყველა ჩვენთაგანშია, სასჯელს ჩვენი სინდისი გვიწესებს და მონანიებაც საკუთარ თავთან უნდა ხდებოდეს, ამას ყველა ადამინი ინდივიდუალური ხეხით ცდილობს, ზოგი უფალთან მეტანიებისას თავისუფლედება დანაშაულის გრძნობისგან და იმით იმშვიდებს თავს რომ ეპატია მას რადგან 40-ჯერ დაიჩოქა, ზოგი დაზარალებულთან ბოდიშით და თავისი შეცდომების გამოსწორებით იმშვიდებს თავს, ზოგიც ერთი ბოროტების ჩადენისას 20 კეთილ საქმეს აკეთებს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ვერ მოინანიებ თუ არ გაიაზრე დანაშაული, არ შეეცადე საკუთარი თავის გამოსწორებას და რაც მთავარია თუ არ აპატიე საკუთარ თავს.
  19. ეს ნამდვილად ასეა, მაგრამ ყველაფერს თავის მიზეზი აქვს ამაში არ დაგეთანხმები, უსამართლობის ტალღა მათ არ ეხება, ისინი ვერც ვერაფერს გრძნობენ, საჭმელზე, გადასახადებზე და სხვა დანარჩენ ყოფით პრობლემებზე მათ ზრუნვა არ უწევთ, ვერ ხვდებიან სხვის გასაჭირს, იმიტომ რომ არასდროს განუცდიათ. ვისი ბრალია? ავადმყოფური საზოგადოების, სადაც 50 წლის შვილს დედა დილას თაფლიან პურს უმზადებს და ჭამისას თავზე ეფერება. ახალგაზრდებს არ ეხებათ დღევანდელი პრობლემები მშობლების "დათვური სამსახურის" გამო, ჩვენ მარაზმატიკულ საზოგადოებაში მშობელი კისრულობს ზრდასრული ახალგაზრდის ტვირთს და პრობლემებს არიდებს, ფუფუნება და კაი ცხოვრება კიდე ვის არ მოწონს, მიჩვევაც იცის, გონებასაც აჩლუნგებს და ა.შ. ახალგაზრდობის პასიურობა მათი არადამოუკიდებელი, ჩამოუყალიბებელი პიროვნული "მე"-თია განპირობებული, სოციალური აზროვნების უდაბლესი დონით, და ამაში დამნაშავე საოზოგადოების აღმზრდელობითი შეხედულებები, კერძოდ მშობლების, ბებია-ბაბუების მარაზმული ინსტიტუტებია, ვისაც ზრდი ის გეზრდება, იმედი მხოლოდ ისღაა რომ მხოლოდ გაზრდა არ დააჩლუნგებს ახალგაზრდებს და ბუნება თავისას გაიტანს, მრავალსაუკუნოვანი მებრძოლი გენი რომელიმე თაობაში მაინც აღმოცენდება.
  20. ავადაა საწყალი ერი, რა საღ გონებაზე და რა მომავალზე უნდა ვისაუბროოთ, მომავალს ხალხი და საზოგადოება ქმნის, ავადმყოფი ხალხი მხოლოდ ავადმყოფურ ხელისუფალს და ასეთივე მომავალს მიიღებს. სამწუხარო და დასანანია რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არაადეკვატური შეშლი შიზოიდია. ამ საზოგადოებას ამ ფორმით მომავალი არ აქვს, სანამ ხალხი არ დაიწყებს თავად შეცვლას, გარემო სამყაროს, მომავლის და ქვეყნის რაობის ცოტა უფრო ცივილურ აღქმას (რაც არ მგონია მალე მოხდეს), მანამდე ერი დეგრადირებისკენ წავა უფრო და უფრო, პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია.
  21. კარგი, არ შეგეკამათები, რადგან ეს საკითხი ამ თემას არ ეხება. დედამიწა კი არსებობდა, მაგრამ ის ხომ ფაქტია რომ მასზე სიცოცხლე არ არსებობდა, იყო უფორმო და უდაბური, ანუ დინოზავრებიც არ არსებობდა შესაბამისად ხო? შენი ბიბლიის მიხედვით: 20 შემდეგ თქვა ღმერთმა: „აფუთფუთდნენ წყალში ცოცხალი სულები და მიწის ზევით, ცის სივრცეში იფრინონ ფრინველებმა“. 21 დაიწყო ღმერთმა ზღვის დიდი ცხოველებისა და ყველა ცოცხალი სულის შექმნა, რომლებიც წ####ბში აფუთფუთდნენ, მათი გვარისდა მიხედვით და ყველა ფრინველისა მათი გვარისდა მიხედვით. დაინახა ღმერთმა, რომ ესეც კარგი იყო. 22 აკურთხა ღმერთმა ისინი: „ინაყოფიერეთ, გამრავლდით და აავსეთ ზღვები; გამრავლდეს ფრინველი დედამიწაზე“. 23 დადგა საღამო და დადგა დილა, — მეხუთე დღე. 24 შემდეგ თქვა ღმერთმა: „წარმოშვას მიწამ ცოცხალი სულები მათი გვარისდა მიხედვით, შინაური ცხოველები, ქვეწარმავლები და გარეული ცხოველები მათი გვარისდა მიხედვით“. და ასეც მოხდა. 25 დაიწყო ღმერთმა დედამიწაზე გარეული ცხოველების შექმნა მათი გვარისდა მიხედვით, ასევე შინაური ცხოველებისა და ქვეწარმავლების შექმნა მათი გვარისდა მიხედვით. დაინახა ღმერთმა, რომ ესეც კარგი იყო. 26 შემდეგ თქვა ღმერთმა: „შევქმნათ ადამიანი ჩვენს ანარეკლად, ჩვენს მსგავსებად; მათ ემორჩილებოდნენ ზღვის თევზები, ცის ფრინველები, შინაური ცხოველები, ყველა სხვა ცხოველი დედამიწაზე და მთელი დედამიწა“. 27 დაიწყო ღმერთმა ადამიანის შექმნა თავის ანარეკლად, ღვთის ანარეკლად შექმნა იგი. კაცად და ქალად შექმნა ისინი. 28 აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა მათ ღმერთმა: „ინაყოფიერეთ, გამრავლდით, აავსეთ დედამიწა, დაეპატრონეთ მას და თქვენ გემორჩილებოდნენ ზღვის თევზები, ცის ფრინველები და ყველა ცოცხალი არსება დედამიწაზე“. 29 შემდეგ თქვა ღმერთმა: „აი, მოგეცით ყველა თესლოვანი მცენარე მთელი მიწის პირზე და თესლიანი ნაყოფის მომცემი ყველა ხე. ეს გქონდეთ საჭმელად. 30 დედამიწის ყველა გარეულ ცხოველს, ცის ყველა ფრინველს და დედამიწაზე ყველა სხვა ცხოველს — ცოცხალ სულს, მწვანე მცენარეულობა მივეცი საჭმელად“. და ასეც მოხდა. 31 დაინახა ღმერთმა ყველაფერი, რაც შექმნა, და, აი, ყოველივე ძალიან კარგი იყო. დადგა საღამო და დადგა დილა, — მეექვსე დღე თუ საღი გონებით დააკვირდები, ღმერთმა ცხოველებიც და ადამიანიც მეხუთე დღის მერე შექმნა, და ავღნიშნავ რომ მეექვსე დღეს ის უკვე შედეგით კმაყოფილდებოდა, ასე გამოდის რომ მან ცხოველებიც და ადამიანიც ფაქტიურად ერთ დღეს შექმნა.
  22. ანუ ღმერთმა შექმნა დედამიწაც, მასზე სიცოცხლეც და ადამიანიც, ამას მან 6 დღე მოანდომა და მეშვიდე დღეს დაისვენა, შესაბამისად დინოზავრები ვერ იარსებებდნენ ადამიანის შექმნამდე ძალიან ადრე
  23. კი ნამდვილად ვანსხვავებ დედამიწის და დედამიწაზე სიცოცხლის შექმნას, აი ციტატა შენი ბიბლიიდან 1. თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და დედამიწა. და ამას მოსდევს სიცოცხლისა და სხვა დანარჩენის შექმნაც. ამიტომ შენი განაცხადი რომ: 2-ე მუხლამდე პირველი მუხლი წაიკითხო ჯობია, სადაც მარტივად წერია: 1. თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და დედამიწა.
×
×
  • შექმენი...