Jump to content
Planeta.Ge

nika3012

Vip პლანეტელი
  • პოსტები

    456
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი nika3012

  1. gmg - ცოლი ინტიმურ მასაჯისტს მთხოვს კურსებზე ჩაეწერე ) ან Youtube უამრავი გაკვეტილია, ცოტა ფანტაზიაც მიაშველე და ეგაა
  2. თავად ბიძინა თუ არა, მისი პრეს სამსახურიდან ვინმე მოგვეწვია პლანეტაზე კარგი იქნებოდა. ერთი კარგი კონფერენცია გამოაცოცხლებდა ფორუმს
  3. ადამიანისთვის საკუთარი იდენტობის განცდა და შეგნება, მისი ნორმალური ცხოვრებისთვის აუცილებელია. საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებთა ქართველ ერად ჩამოყალიბებაში, ქართველთა იდენტობის შენარჩუნებაში უდიდესი როლი შეასრულა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ. ქართველთა იმ ნაწილს, რომელიც არ ეწევა ეკლესიურ ცხოვრებას, უფრო მეტიც, ათეისტებიც კი არიან, თავი მართლმადიდებელ ქრისტიანებად მიაჩნიათ და ამას არა მარტო სიტყვიერად აღიარებენ, არამედ მართლმადიდებლურ ქრისტიანული პრინციპებით განსაზღვრული წესით ცხოვრობენ. ამრიგად, ქართველობა და ქრისტიანობა (მართლმადიდებლობა) თითქმის სინონიმებს წარმოადგენენ.
  4. ვიღაც რეპერის ეს უნიჭო ვიდეო რატომ გახდა ასეთი განხილვის საგანი და რატომ აღიქმება ეს რაღაც სერიოზულ განცხადებად არ მესმის. ვიღაცამ თავისი რეპის ტექსტად რელიგიური თემა აირჩია, სულ ესაა. სიტყვის თავისუფლება და მისთანები... რა საჭიროა ასეთი მძაფრი რეაგირება
  5. სისწორე ცალსახად არ არსებობს, სისწორე სუბიექტის შეხედულებებსა და მოცემულ გარემოზეა დამოკიდებული. აი მაგალითად: სიგარეტის მოწევა მავნებელია, ეს ყველამ ვიცით. მანიაკმა დაიჭირა შენი ოჯახის წევრი და გეუბნება, თუ არ მოწევ ყელს გამოვჭრიო. ამ მომენტში მოწევა სწორი არჩევანი იქნებოდა. არა? იგივეა რელიგიაშიც, როდესაც არჩევანი ორ მძიმე ცოდვას შორის აქვს ადამიანს და სხვა გზა არაა, ამ შემთხვევაში ნაკლებ მძიმე ცოდვის ჩადენაა მიზანშეწონილი. როდესაც მრუშობასა და ადამინის მოკვლას შორის გაქვს არჩევანი, დამერწმუნე, მრუშობა როგორც სწორი, ასევე სასიამუვნო არჩევანიც იქნებოდა :D ნუ იმედია გასაგებად ავხსენი.
  6. არავინ არ დაობს სიგარეტის მავნებლობაზე, არც იმაზე რომ გულის გარეშე ადამიანი კვდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ კონკრეტული ადამიანისთვის ეს სწორია ან არასწორი, კონკრეტულ მოცემულ მომენტში, ან ადამიანის მსოფლმხედველობის გამო ეს და სხვა მრავალი ფაქტორიც შესაძლოა სულ სხვადასხვაგვარად იქნეს აღქმული. ობიექტური სიმართლე? ყველა დებულება მაინც კონკრეტული სუბიექტის ან სუბიექტების ნააზრევია. ქმედების სიწორე კონკრეტულ მომენტზეცაა დამოკიდებული, ერთი და იგივე ფაქტი სხვადასხვა გარემოში შეიძლება სწორადაც აღიქვას ადამიანიმა და პირიქით გეთანხმები, ნამდვილად ეძებს, და კიდევ დიდხანს მოძებნის ეძებს, ესეიგი ჯერ ვერ იპოვა, ამიტომ სწორსა და არასწორზე დავაც მხოლოდ სუბიექტური შეიძლება იყოს
  7. და რატომ უნდა შეეჩვიო რამეს, როცა შეიძლება პირდაპირ იმით ისიამუვნო რაც მოგწონს? ყველა ადამიანს თავისი სიმართლე აქვს, თავისი აღქმა სწორისა და არასწორის, ასევე მავნებლისა და სასარგებლოსი. ზოგი სხეულს ისახიჩრებს, ზოგისთვის ტატუც მიუღებელია, ზოგს მაზოხიზმი იტაცებს და ეს მისთვის ნორმალურია ხოლო სხვისთვის მავნებელი და არასწორი, ის რაც შენთვის მიუღებელი და არასწორი, სხვისთვის ბუნებრივი და მისაღებია. სხვანაირ ფორმულირებას გავაკეთებდი, უნდა განვითარდე იმისთვის, რომ სიამუვნება მიიღო იმით რაც გინდა
  8. გააჩნია ადამიანი რითი იღებს სიამუვნებას
  9. ეგრეა ნამდვილად. დასაწყისისთვის ჯერ უნდა ინფორმირდეს ადამიანი, უნდა იცოდეს ნებისმიერ შემთხვევაში და ამის შემდეგ გაკეთებული არჩევანი ეს უკვე მისი ნება და უფლებაა იმედი ბოლოს კვდება
  10. პრინციპში მეც არა არა და მართლაც უფრო ცუდ დღეშია, პრობლემის დანახვა და მისი ვერ გადალახვა გაცილებით უკეთესია, ვიდრე საერთოდ ვერ დანახვა საზოგადოებრივის კი, მაგრამ მარწუხები მაინც ყოველთვის იქნება (სინდისი, მსოფლმხედველობა...), ზოგჯერ საზოგადოებრივი მარწუხები უკეთესია ვიდრე კონკრეტული ინდივიდისა საკუთარი თავის მიმართ. ყველაფერს თავის ფასი აქვს, ბრძოლაში ჩაბმამდე უნდა იცოდე რომ გაცილებით მეტს მოიგებ ვიდრე დაკარგავ. ჩემი აზრით ეს ბრძოლა გამართლებული იქნებოდა. მცირე არმია ხომ არ ჩამოგვეყალიბებინა
  11. დაივიწყე, არ გამოგივა პრობლემა იწყება ოჯახიდან და აღზრდიდან. მამაკაცები და ქალები მშობლებს გამოკერებულნი არიან, ამიტომ არ აქვთ თავდაჯერებულობა, დამოუკიდებლობა, შინაგანი თავისუფლების აღქმა, საკუთარი თავის რწმენა. ეს ყველაფერი აჩენს პირველი ნაბიჯის გადადგმის შიშს, ხოლო ნაბიჯის გადაუდგმელად ვერასდროს ვერ ნახავ, ამიტომ დაიარება უნახავთა დიდი ჯგრო ასევე ქალისთვის კაცი მომავალ მეუღლედ ასოცირდება და ეს ძალიან კარგად ესმის კაცს, ესეც თავისებურ წინაღობებს ბადებს. ასევე ფინანსები, ძალიან ბევრი ღარიბია, ზოგს წასასვლელი არ აქვს, ზოგს დასაპატიჟებელი ფული... მოკლედ სხვა ბევრი ასპექტებიცაა, აღარ გავაგრძლებ, მგონი ძირითადი არსი გადმოვეცი
  12. სუსტები? არ დაგეთანხმები. ეს ბუნებრივი გავლენაა, რომელიც ბავშვობიდან ინერგება ადამიანში, საზოგადოების, მშობლების, მეგობრების, მასწავლებლის და სხვათა მიერ. ყველა ადამიანს აქვს თავისი ზღვარი, ყველა რაღაც ჩარჩოშია მოქცეული. ჩვენი ფსიქოტიპი აზიურ მოდელსაა მორგებული, სადაც საკუთარი "მე"-ს აღქმა საზოგადოების მხრიდან მიღება-არმიღებით განისაზღვრება, ამიტომ საზოგადოებას დიდი გავლენა აქვს, ხშირად ეს გავლენა ადამინში საკუთარ შეხედულებებად და სურვილებად აღიქმება. სუსტია ადამიანი ვინც იცის, მაგრამ ვერ ძლევს წინაღობას, ხოლო ჩვენ ვსაუბრობთ ხალხზე, ვინც საერთოდ ვერ ხედავს ამ წინაღობებს.
  13. ყველა ადამიანს თავისი მორალური კრიტერიუმები აქვს, რაღაცეები ფიზიკურად არასასიამუვნოა ზოგისთვის, მხოლოდ ეს ფაქტორები. თუ პირადად შენ არ გიქმნის დისკომფორტს რაღაცის კეთება შეურაცხმყოფელი არაფერია სექსში. არ მივესალმები ადამიანთა შეხედულებებს რომლებიც საზოგადოებრივი სტერეოტიპების გავლენის ქვეშ ექცევიან, სურთ, აინტერესებთ, უნდათ, მაგრამ არ აკეთებენ რაღაცას მხოლოდ იმის გამო რომ მერე არ გაუბაზრდეთ და ვინმემ რაიმე არ თქვას
  14. თუშეთში გეი ტურისტები ცემეს თუშეთში გეი ტურისტები ცემეს, ხელ - ფეხი შეუკრეს და მდინარეში გადაყარეს. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის წარმომადგენელმა განუცხადა. მისივე თქმით, ტურისტებმა საქართველო უკვე დატოვეს. ინციდენტი ერთი კვირის წინ, სოფელ ომალოში მოხდა. თუშეთში დასასვენებლად მყოფმა რამდენიმე ქართველმა ახალგაზრდამ სამი გერმანელი ტურისტი სუფრაზე მიიწვია. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ჩხუბი მას შემდეგ დაიწყო, რაც ტურისტებმა ერთმანეთს აკოცეს. ქართველმა ახალგაზრდებმა გერმანელი ტურისტები ჯერ ცემეს, ხოლო შემდეგ ხელ - ფეხი შეუკრეს და მდინარეში გადაყარეს. ტურისტები წყლიდან ომალოს მაცხოვრებლებმა ამოიყვანეს. ტურისტული კომპანიის წარმომადგენლის ცნობით, ადგილობრივებმა უზრუნველყვეს ტურისტების ბარში უსაფრთხო ტრანსპორტირება, საიდანაც ისინი თბილისში ჩავიდნენ და საქართველოდან გაემგზავრნენ. მომხდართან დაკავშირებით დაზარალებულ ტურისტებს არც პოლიციისთვის და არც საკონსულოსთვის არ მიუმართავთ. შესაბამისად, ახმეტის პოლიციაში სისხლის სამართლის საქმე აღძრული არ არის. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ვაჟა ნასყიდაშვილმა განუცხადა, ომალოში ახმეტის პოლიციის თანამშრომლები რეგულარულად პატრულირებენ. „მითუფრო ზაფხულში, როცა თუშეთში ძალიან ბევრი ტურისტია, პოლიციის თანამშრომლები იქ ყოველთვის არიან. საგუშაგოც აქვთ, აეროპორტის მოპირდაპირე მხარეს. ტურისტების ცემის შესახებ ჩვენ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს“, - განაცხადა გამგებლის მოადგილემ. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ქართველი ახალგაზრდები, რომლებმაც ტურისტები ცემეს, მაღალჩინოსნების შვილები არიან. კახეთის საინფორმაციო ცენტრი ცდილობს დაადგინოს ამ ახალგაზრდების ვინაობა ბმული
  15. არ მგონია რომ ეს პრობლემა ესე მწვავედ იდგეს. ესეთი უნახავები უბრალოდ უნდა დაიკიდო
  16. vika:* ნაცნობების წრე შეიცვალე :D
  17. ფულს როცა აძლევ კი ერორები, მრავლობითში, ბაქო ერთი დიდი ერორია :D
  18. ხო რატომაც არა ისეთია თუ ასეთი ერთფეროვანი გარემოს გახალისება ეხერხება უკვე ყველამ ყველაფერი ვიცით, რა რატომ და რისთვის მოხდა, ამაზე სერიოზული საუბარი მოსაწყენი იქნება ჩემი აზრით, ამიტომ ცოტა სახალისო პერსონაჟი გვჭირდება
×
×
  • შექმენი...