Jump to content
Planeta.Ge

nika3012

Vip პლანეტელი
  • პოსტები

    456
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი nika3012

  1. კი, კანონის აღკვეთა ვიცით რაცაა, კონკრეტული ბოროტმოქმედის დაკავება, მაგრამ სცენარი ასე ლამაზად არ განვითარდება, ერთმა კაცმაც რომ დაარღვიოს კანონი იქიდან ჯგრო გამოვარდება და ხელკეტების რტყმას დაუწყებს ყველას, ეს იქნება დარბევა. კი ცხადია თუ სწორედ ის ერთი ადამიანი დააკავეს (რაც მეტად სასაცილოდ ჟღერს) მაშინ კი, თუმცა ყველამ ვიცით რა ქვეყანაშიც ვცხოვრობთ. ამიტომ სიტყვებზე გამოკიდება არ ღირს მგონი
  2. თუ გადადგა კი, ანუ გარდაუვალია
  3. არ აჩვენებს სურათებს, პირველი შემთხვევა არაა და რისი ბრალია?
  4. ვფიქრობ ხელისუფლებას ნერვები ვერ გაუძლებს, შიში არსებობს, საკმაოდ დიდი და ვფიქრობ დასაწყის ეტაპზევე შეეცდებიან ჩაშლას. თუ მაინც შეძლო და გონიერება იჩინა ხელისუფლებამ, ცხადია კანონდარღვევა იქნება, ქუჩების გადაკეტვით დაწყებული, შენობაში შეჭრის მცდელობებით დამთავრებული. ამიტომ დარბევა გარდაუვალი იქნება ნებისმიერ შემთხვევაში
  5. 26–27 მაისს თავისუფალი თეატრი წარმოგიდგენთ პერმიერას, ჰენრიკ იბსენის – "თოჯინების სახლი". რეჟისორი – იოანე ხუციშვილი, მხატვარი – თეო კუხიანიძე, კომპოზიტორი – გიორგი ჯიქია მონაწილეობენ : თამუნა ნიკოლაძე, გიორგი ზანგური, ბაჩო ჩაჩიბაია, მაიკო ხორნაული, დევი ბიბილეიშვილი , ნინო ფილფანი. ესეც FB-ის გვერდი: თოჯინების სახლი ფოტოები მომწეონა და დეკორაციამ დამაინტერესა, იმედია სპექტაკლიც საინტერესო იქნება. იმედია 21-ში დაგეგმილი აქცია ხელს არ შეუშლის პრემიერას, რადგან 26 მაისამდე მიაღწევს მიზანს
  6. რჩევა ასეთია: რედაქტორი აიყვანეთ, ან უფრო ყურადღებით გადაავლეთ თვალი ნაწერს, ტექსტში გაპარული შეცდომები კიდევ მისაღებია, მაგრამ სათაურში..? ეს შენიშვნა მხოლოდ იმიტომ რომ პიარს ქადაგებთ ესეც სათაური: როგორ შევარჩიოთ წაემომადგენელი ინტერნეტისთვის ასევე არაა რეკომენდირებული იდენტური ფოტოს სხვადასხვა თემაზე დადება, კერძოდ: იმიჯი ბიზნესში და საზოგადოება და ბიზნესი ასევე გაუგებარია რატომაა Twitter და facebook სხვადასხვა ადგილას, რატომაა TOP.GE-ს ლინკი, როცა შეიძლება მთვლელი გამოაჩინო პირდაპირ, ეს საკმაოდ მარტივია. მთლიანობაში ვებგვერდი დასახვეწია. ასევე ლოგო მინდა ავღნიშნო http://s44.radikal.ru/i105/1105/db/ba5b49f4d095.jpg ყავისფერი და მწვანე ფერი ვფიქრობ ანტი პიარია, ისევე როგორც ინგლისური "PR"-სთვის შერჩეული ფონტი, ჩრდილებიც მეტისმეტია. მოკლედ ლოგო ყველაფრის სურვილს გიკარგავს. უფრო მეტად ვერ გავეცანი ვებს, არც ისე საინტერესოდ გამოიყურებოდა, არც სათაურები, არც პირველი ფრაზები მთავარზე არ იყო ისეთი საინტერესო, რომ პროფესიულად არ დაინტერესებული ადამიანი ჩაითრიოს, ანუ მე როგორც პოტენციური კლიენტი ვერ დავინტერესდი, შესაბამისად ისმის კითხვა, როგორ პიარს გაუკეთებთ ჩემს კომპანიას. ვფიქრობ ამ საკითხებზე და ამ მიმართულებით მუშაობა ხელს შეუწყობს თქვენს განვითარებს და წარმატებულ მომავალს კეთილი სურვილებით, წარმატბები.
  7. ვინ თქვა რომ არ შეიძლება? ყველაფერი შეიძლება, უბრალოდ კომფორტია რა. ვისაც ეზარება უმსხვილესი ბიბლიის წაკითხვა, ანდა არა აქვს გონებრივი შესაძლებლობები იქ ნაწერი გაიაზროს, სწორედ ამისთვისაა მოძღვარი, ის უკვე გათვიცნობიერებულია ამ საკითხებში და კითხვების თუ ეჭვების დროს სწორ კონსულტაციას გაგიწევს, ის ხომ ღმერთთან ნამყოფია, გზა გაკვალული აქვს და იცის უკვე რომელია სწორი და არასწორი გზა მასთან მისასვლელად თუმცა მეორე მხერეც არსებობს, მოძღვარი შენს სულზე ლოცულობს (და თუ მისი გზა სწორი აღმოჩნდა, გამოგადგება რა ეს, არ გაწყენს ყოველ შემთხვევაში ), ურთიერთობისას დადებითად გმუხტავს, გჯერა თუ არა ღმერთისა მიუხედავად ამისა მისგან მშვიდი და დაწყნარებული მოდიხარ, და კიდევ ერთი ფაქტი, ნებისმიერი რელიგია და ცხადია მოძღვარიც ქადაგებს სწორ ცხოვრებისეულ წესს, თუ ღმერთის არ გწამს მიუხედავად ამისა მოძღვრის ფუნქცია მაინც აქტუალური რჩება, რადგან უბრალოდ რომ უსმინო მას, და ნალაპარაკევი ადეკვატურად გაიაზრო, ეს უამრავ სარგებელს მოგიტანს და ცხოვრებაში სიკეთის კეთებისკენ გიბიძგებს + სასიამუვნო, მშვიდი და კეთილი აურით დაგტვირთავს. რო დაუკვირდე რელიგია რას გვკარნახობს, რომ ვიყოთ კეთილნი, დავეხმაროთ გაჭირვებულს, პატივი ვცეთ მშობლებს, მოკლეთ ყველაფერი ის რაც ადამიანის ბუნებას აკეთილშობილებს და მორალურ სიამუვნებას ანიჭებს, რაც თავიდან გვაცილებს სინდისის ქეჯნას, დანაშაულის გრძნობას, რამეთუ სწორედ ესაა სასჯელი. აი ამ მარტივ პრინციპებს გვასწავლის რელიგია და თუ თავად არ შეგიზლია ამის კეთება, მოძღვარი აუცილებლად დაგეხმარება ამის გააზრებაში და სწორ მითითებებს მოგცემს, რაც მთავარია განგაწყობს სიკეთის კეთებისკენ (ცხადია წესიერი კარგი მოძღვარი, ეგეც გამართლებაზეა ). თუმცა ამ ყველაფრის გააზრება და რელიგიასთან თანმხვედრი ცხოვრების წესით ცხოვრება მოძღვრის გარეშეცაა შესაძლებელი. წარმატებები
  8. რას იტყვით ასეთ მოსაზრებაზე, რომ ადამიანებს შეაგნებინო, რომ საკუთარი კეთილდღეობის გარდა არის სერთო კეთილდღებაც, რომელიც მის კეთილდღეობას არამცთუ არ აუარესებს, არამედ არგებს კიდეც. პირადი კეთილდღეობის აღქმა დამახინჯებულია დღეს, ადამიანს პირადი მხოლოდ ის გონია რაც სახლში უდევს, მაგრამ არავინ უფიქრდება იმას რომ ჩვენი გადასახადებითაა ნაყიდი რკინის კარებები სადარბაზოებში, საქანელები და სკამები ეზოებში, განათება ქუჩაში და მრავალი სხვა, ესეც ჩვენია და ესეც ჩვენს კეთილდღეობას განაპირობებს, გეთანხმებით რომ ადამიანი ყოველთვის იზრუნებს თავის კეთილდღეობაზე, უბრალოდ გააჩნია სად გაავლებ ზღვარს საკუთარ და სხვის კეთილდღეობას შორის.
  9. გრეჩკამ განაცხადა კახეთში, რომ შიში დავანგრიეთო, რომელი შიში, ხალხს მიშასი და ჯარის კი არ ეშინია, ხალხი ოპოზიციის მორიგი სიმხდალისგან იზღვევს თავს, და სწორედაც რომ იმის ეშინიათ რომ ოპოზიცია ისევ თავის ქულებზე ზრუნავს და არა ხალხზე, მორიგი გარიგებების და უმიზნოდ დახარჯული ძალის, ნერვების და იმედგაცრუების ეშინია.
  10. ვფიქრობ რაიონებში ოპოზიციური განწყობა არ აკლია ხალხს, ამიტომ აქციების მიზანს ვერ ვხედავ, კონკრეტული ნაბიჯები არ მოყვება ამას, როცა რაიმე კონკრეტული გაკეთდება მაშინ მივესალმები
  11. მართლმადიდებლობა იქნება ეს თუ სხვა რელიგია, ნებისმიერი მათგანი იმ ფასეულობებზეა დაყრდნობილი და თავისი მორალით იმას ქადაგებს რაც ადამიანისთვის სასარგებლოა, რაც სასარგებლოა მისი გარემოცვისთვის და ზოგადად კაცობრიობისთვის. მართლმადიდებელი არაა უკეთესი თავისი რელიგიური მიკორძოებით, ის უკეთესია მხოლოდ იმიტომ რომ მისდევს რელიგიას რომელიც სიკეთეს ქადაგებს, ანუ იმიტომ რომ კეთილია საკუთარი თავისა და ყველასთვის. მწვალებლობა კი ავადმყოფობაა და ფსიქიკური გადახრა, და ყველა ჯანსაღი ადამიანი სწორედ ამითია მწვალებელზე უკეთესი
  12. ის მორალი და ცხოვრების წესი რომელსაც ნებისმიერი რელიგია გვთავაზობს, ნებისმიერი ნორმალური ადამიანისთვის გასაგებია და ღვთის არსებობა არ არსებობის რწმენა ხელს არ უშლის კეთილი საქმეების კეთებასა და პატიოსან ცხოვრებას.
  13. ის რომ თუნდაც ათეისტები თუ სხვანი ვერ ხსნიან და ასაბუთებდნენ საწყისს, ეს არაა ღმერთის არსებობის საბუთი. თუმცა მეცნიერებს აქვთ საწყისის თეორია, რომელსაც ძნელია შეედავვო, რადგან არ არსებობს ადამიანი რომელიც უტყუარი მტკიცებულებებით შეგედავება ამაში, რადგან არავინ არ იცის რა და როგორ იყო. ჩვენ მხოლოდ ისღა დაგვრჩენია გვჯეროდეს ან გვწამდეს ამა თუ იმ თეორიისა თუ რელიგიური მოძღვრების
  14. ეს ადამიანი ისე საუბრობს რომ აშკარად ესმის საკითხი და ზუსტად იცის ყველაფერი, ეს პროცესები განვლილი და ხილული აქვს, თორე ასე დარწმუნებით ვერ ისაუბრებდა. ცხადია მანიპურა ჩაკრაც გახსნილი აქვს, შედეგმაც არ დააყოვნა და ეს ფრაზები უტყუარი გამოცდილებისა და ხილვების ნაყოფია ანუ ამ ეტაპამდე ყველაფერი უკვე დავასაბუთეთ, ეჭვგარეშეა და ისღა დაგვჩა გაგრძელებას დაველოდოთ. შესანიშნავი პერსპექტივაა, ველი ლუციფერის ბედის გაზიარებას და ვკვდები ინტერესით, რითი გაგრძელდება ეს
  15. ათეისტების და მორწმუნეების დიალოგი შედგება მხოლოდ ერთ შემთხვევაში, თუ მორწმუნეები რწმენას გვერდზე გადადებენ და ლოგიკურად დაიწყებენ კამათს. სანამ საღ აზროვნებას მორწმუნე რწმენას დაუპირისპირებს, შედეგი გამორიცხულია, ეს მსჯელობები ორ სხვადასვა ენაზე მოსაუბრე ადამიანის დიალოგს გავს, რომლებიც ცდილობენ ჟესტებით გააგებინონ ერთმანეთის და საერთოდ რაზეა კამათი, რწმენა იმიტომ ქვია რომ უნდა ირწმუნო, კი არ უნდა დაასაბუთო, ვიდეო კი არ უნდა ატვირტო დამადასტურებელი მასალით, არამედ უნდა იწამო, ნუ რწმენასთან ერთად მერე წესების დიდი კრებულიც უნდა შეისწავლო ზეპირად და მისდიო იმ წესებს, წესებს რომელსაც მინდა ავღნიშნო ბევრი არა მორწმუნე ადამიანიც წარმატებით მიჰყვება. ვფიქრობ გწამს თუ არ გწამს არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, მადლს და სიკეთეს არავინ დაგიკარგავს, თუ ღმერთი არსებობს იმქვეყნად მოგეზღვება, თუ არა და ამქვეყნად, უკვალოდ არაფერი ქრება, არც დათესილი სიკეთე და არც ბოროტება, ყველა თავისას მიიღებს და იმის გამო რომ არ გწამდა არავინ გაგკიცხავს, რასაცა დასთეს იმას მოიმკი
  16. გეთანხმები, ნამდვილად არ სჯერათ არავის, მაგრამ ამასთან ისეთი გამწარებულია ხალხი რო მგონი სულ ერთია ვინ იქნება, ნებისმიერს გაყვებიან და თუ არავინ გამოჩნდება თავისით გავლენ ყველა ხელისუფლებას რატომ მიყავს ხალხი იმ ზღვრამდე, რომ მათი წასვლა ნებისმიერ ფასად უღირდეს ხალხს? თითქოს არ ვართ ძალაუფლებამდე უტვინო და გაუნათლებელი ხალხი. არ ვიცი, ნუთუ ძალაუფლება და ადამიანის სიღორე ყველაფერ ადამიანურს ძლევს.
  17. თუ პოლიტ პარტია გეგმავს ფართომაშტაბიან აქციას, სადაც ჩვენი არაადეკვატური ხელისუფლებისგან მოსალოდნელია ცეცხლის გახსნაც (თუმცა ნაკლებად მგონია რომ ვინმემ ისროლოს მაგრამ მაინც), რუსეთთან გარიგება შესაძლოა იყოს იმ შემთხვევისთვის თუ სააკაშვილის ხალხი საბოლოოდ მაინც გაბედავს და ცეცხლს გახსნის, ანუ ესაა სარეზერვო გეგმა და ასევე სააკაშვილისთვის დამაბრკოლებელი ინფორმაცია, ყველას მოგვეხსენება როგორი მშიშარაცაა და ეს ინფორმაცია იმედი მაქვს მას დააფიქრებს ცეცხლი გაუხსნას საკუთარ ხალხს თუ არა. გულახდილათ ვიტყვი და რუსეთთან გარიგებას ავ ვამართლებ, რადგან გაბოროტებული ქართველებიც იმდენია რომ სხვისი ჯარი სულ არ იქნება საჭირო სცენარის უმსხვერპლოდ ჩავლის შემთხვევაში, რა მოგვეთხოვება ჩვენ, ანუ ხალხს, ის რომ არ დავუშვათ ვინმეს ერთპიროვნული გაბატონება, არ მოვადუნოთ ყურადღება და მოვითხოვოთ სამართლიანი არჩევნები
  18. და იქნებ თვით სააკაშვილია რუსეთის აგენტი და ეს ყველაფერი, მისი ლანძღვა-გინება, მისი აგრესიული პოლიტიკა რუსეთის მიმართ სწორედაც რომ ზუსტად დაგეგმილი სტრატეგიაა რუსების მხრიდან
  19. ამ სცენარის შესახებ მთელი საქართველოა ინფორმირებული, იმედმა იზრუნა და უკვე ისე შეაშინა ხალხი რომ ასეთი რეალობისთვის უკვე მზადაა მოსახლეობა, ამიტომ ხელმეორედ დაშინება მსგავსი ინფორმაციებით აღარ გამოვა, აწი მართლა თუ არ მოხდა აღარავინ შეშინდება ამით
  20. რას ერჩით, ყოჩაღ "ქართულ პარტია"-ს თუ ასეთი ოპერატიულია და 1 კვირაში უკეთებს მსგავს ღონისძიებებს ორგანიზებას
  21. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, უდიდეს პატივს ვცემ თქვენს რწმენას zanneti, შესაძლოა თქვენს შეხედულებებსაც ვიზიარებ ბიბლიასა და ქრისტეზე, მაგრამ ჩვენს შორის ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებაა, მე ამას ჩემს რწმენას ვარქმევ და თქვენ კი ჭეშმარიტებას, მე სხვების რწმენასაც ვაღიარებ და მათ შეხედულებებსაც პატივს ვცემ და ვფიქრობ რომ ისინიც მართლები არიან, რამეთუ სახელი და წვრილმანებია მხოლოდ განმასხვავებელი, ნებისმიერი რელიგია ფაქტიურად ერთი და იგივეს ქადაგებს, ხოლო სახელს მნიშვნელობა არ აქვს, არც ქრისტეს აღიარებას აქვს მნიშვნელობა და არც სხვა დანარჩენს, ეს ყველაფერი წვრილმანებია, მთავარია აღიარებდე სიკეთეს და სთესდე მას. ეს დისკუსია ვფიქრობ ჩიხში შედის, და თუ მართლა გვინდა ერთმანეთს რამე გავაგებინოთ, დავუმტკიცოთ თუ სურვილი გაუჩინოთ რწმენის, უნდა დავიწყოთ იქიდან, რომ რწმენით გაჯერებულმა ადამიანებმა გაიაზრონ ის, რომ ეს რწმენა მათი სიმართლეა, მათ სწამთ ამის და ეს მათი შეხედულებებია, ჭეშმარიტია ეს შეხედულებები თუ არა ამას ადამიანი ამ წუთისოფელში ვერ დაამტკიცებს, მან მხოლოდ თავის პირად რწმენაზე შეიძლება რომ ისაუბროს და იმაზე რომ ამისი ჯერა ბოლომდე და სწამს. ის ფაქტი, რომ ადამიანს თავისი შეხედულებები უპირობო ჭეშმარიტებად მიაჩნია, უკვე გამორიცხავს კამათსაც და დისკუსიასაც, ამასთან მოსაუბრეს აგრესიულ ნოტაზე აყენებს და თუნდაც სწორი აზრები თავის მიზანს ვერ აღწევს. და თუ ნებისმიერი ქრისტიანის ვალია გააცნოს, გაუზიაროს და მოაქციოს ურწმუნონი, მაშინ ეს ბარიერიც უნდა გადალახოს მან და აღიაროს მისი აზრების არა ჭეშმარიტება, არამედ უბრალოდ მათდამი მისი პირადი დიდი რწმენა და არა უმეტეს, ეს იქნება საღი საუბრის და სავარაუდოდ რაიმე შედეგის მომტანი. მეც მგონია რომ ჩემი შეხედულებებია სწორი, და ცხადია ყველას აქვს უფლება რომ თავისი შეხედულება ეგონოს სწორი, მაგრამ ჭეშმარიტებაზე საუბარი ვფიქრობ მეტისმეტი და არასწორია, როდესაც საკითხი ეხება არამატერიალურ, არახილულ, ემოციის და რწმენის თემას. და კიდევ აი ასეთ თემას, თქვენსავე ნაწერს დავაციტირებ: zanneti მეც ბოდიშს ვიხდი თუ რაიმე ცუდად ან საწყენად გამომივიდა, არავის შეურაცხყოფა არ მქონია მიზნად
  22. იცით რა, იგივეს ამტკიცებენ მუსულმანები რომ მათი რელიგიაა სწორი, იგივეს იძახიან ებრაელები, ბუდისტები. ადამიანი რომელიც საქართველოში დაიბადება ის მართლმადიდებელი ხდება 99%, ვინც მუსულმანურ ქვეყანაში - ის მუსულმანი, ვინც ისრაელიში - ის იუდეველი, და ყველა რელიგია იმას იძახის რომ თუ ჩვენსას არ დაუჯერებ, ამიტომ ჯოჯოხეთში ამოიხრჩობიო, და რა ვუყოთ ამ დილემას? ამიტომაც გამიჩნდა აზრი რომ რწმენა სასურველია, მაგრამ არაა იმდენად მნიშვნელოვანი, რწმენა კონკრეტული წესებისა თუ რელიგიური მიმართულებებისა და არა ღმერთის, გამიჩნდა აზრი რომ არა აქვს მნიშვნელობა რა სახელს დაარქმევ ღმერთს და რომელ წიგნს დაუჯერებ, ბიბლიას თუ ყურანს, თუ არცერთს, მთავარია იცხოვრო პატიოსნად და სიკეთე თესო. არ ვამართლებ იმ აზრს რომ აუცილებლად რომელიმე კონკრეტული რელიგიაა მართალი და სხვა დანარჩენი მცდარი, და არც იმ აზრს ვემხრობი რომ თუ ათეისტი ხარ, მაგრამ პატიოსნად ცხოვრომ შენს სიკეთეს ფასი არა აქვს, ესაა და ეს. ეს იყო ჩემი შეხედულება და არა მაიმუნები თუ ევოლუცია, თუმცა ევოლუციის თეორიას არ ვუარყოფ გარკვეულ მომენტებში
  23. კიდევ ერთხელ დავწერ, რახან არ კითხულობ წესივრად, ეს თეორია მაიმუნთან დაკავშირებით მე არ მეკუთვნისთქო, შეგიძლია ჩემს ნაწერს გადაავლო თვალი და დარწმუნდე ამაში, დაგიწერე სხვა უზერრში გეშლებითქო
  24. რისკიანი მიშიკოც გვეყოფა, გარისკა და აგერ ლამის საქართველო დაგვაკარგინა :)
×
×
  • შექმენი...