Jump to content
Planeta.Ge

nika3012

Vip პლანეტელი
  • პოსტები

    456
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი nika3012

  1. ამ ბანერებს რო დებთ ლინკი ისე გაუკეთეთ რო სხვა ფანჯარაში გაიხსნას და პლანეტის გვერდი დარჩეს, ძაან არაკომფორტულია, ბანერზე დაკლიკვა აღარ მოგინდება რა.
  2. ინტელექტი აურას ქმნის, პიროვნებას საინტერესოს და მიმზიდველს ხდის, ის სიმპატია რომელიც შენს ყურადღებას იპყრობს ადამიანში არაა არც ცალკე აღებული ცხვირი და არც თვალი, არც თითები და ყური, პირველი არის იერი, შარმი. ეს იერია ადამიანის ინტელექტი. ჭკუა ადამიანის გარეგნობას საოცრად ასხვაფერებს და ინტელექტის ძალა გვიზიდავს ამა თუ იმ ადამიანში. ასე რომ ფიზიკურის გამოყოფა და ასე განცალკევება ინტელექტუალურისგან არ ღირს, ეს ურთიერთ კავშირშია. P.S. ცხადია იერი და ინტელექტუალური მხარე შენს ყურადღებას იქცევს იმ შემთხვევაში, თუ სერიოზულ ურთიერთობას ეძებ. სხვა შემთხვევაში ცხადია გრძელი ფეხები, საჯდომი და მკერდი
  3. ეს დაუმორჩილებლობის დასაწყისია, აშკარად. ასე რადიკალურად არ ღირს, ინკასატორიც ხომ ჩვენი თანამემამულეა, მაგრამ თუ დენის ჩაჭრის უფლებას არ მივცემთ კარგი იქნებოდა, არა ცემით, არამედ ერთობის ძალით, 5 და 10 კაცი რო შეიკრიბოს და ინკასატორს წინ დაუდგეს, ცხადია ცემაც არ გახდება საჭირო, შემდეგ ამას 20 და 30 კაციანი პროტესტი მოყვება ავტობუსში ფულის გადახდისას, შემდეგ გაზის გადასახადი, ტაქსები, მარშუტკები, მეტრო და მეტი კი არაა საჭირო ხელისუფლების გადადგომა და დემოკრატიული არჩევნები.
  4. დასაწყისისთვის მშვენიერია, გავავრცელოთ ეს იდეა და ხალხი ამ იდეით გავიდეს გარეთ, ხელისუფლების გადადგომა და დემოკრატიული არჩევნები, მშვნეივრად ჟღეს
  5. კი ბატონო, იყოს ეგრე, მაგრამ ხალხი რომელიც გარეთ გავა ამ აზრით უნდა იყოს მომართული, ან სხვა აზრით, არა აქვს მნიშვნელობა, ანუ ერთი საღი აზრი უნდა მომწიფდეს და ის აზრი გავცელდეს და დაინერგოს ხალხის აზროვნებაში, რომ ქუჩაში გასულმა ხალხმა იცოდეს კონკრეტულად რისთვის დგას, იმისთვის რომ არსებული ხელისუფლება წავიდეს და მოვიდეს არა ახალი ბელადი, არამედ თუნდაც რამდენიმე პარტია, რომელიც კონკურენტუნარიან გარემოში იმოღვაწევწევებს. და იმედია ერთმანეთის ჩახოცვას და სახლების აფეთქებას და მანქანებში ჩაცხრილვას არ დაიწყებენ ძალაუფლებისთვის უბრალოდ ამ თემით იმის თქმა მინდოდა რომ ხალხში გაურკვევლობაა, უმრავლესობას უნდა ამ ხელისუფლების წასვლა, მაგრამ მომავლის იდეა გაურკვეველია, უბრალო ხალხს არ წარმოუდგენია რა შეიძლება მოხდეს და არც ის იციან რა უნდათ, ან ვინ უნდათ. და ამიტომაც უნდა მოხდეს საერთო აზრის ფორმირება რომ ვიღაც-ვიღაცეებმა არ ისარგებლონ ამით და ერთპიროვნული ძალაუფლება არ მოიპოვონ
  6. თუ არავინ იცის ვინაა ღირსეული, ვინ გვინდა და ვის ენდობა ხალხი, მაშინ გარეთ გასვლას და გადადექის ყვირილს, ანდა ხელისუფლების შეცვლას რა აზრი აქვს? მიშას თუ წიწიბურა შეცვლის რა მნიშვნელობა ექნება ამ ყველაფერს, თუ საერთოდ შედგა ეს "რევოლუცია"
  7. ღმერთმა იმთავითვე მისცა ადამიანს არჩევანის უფლება და მასთან ერთად სასჯელიც, ყველა ადამიანში დევს სინდისის ქეჯნა, შიში, საკუთარი თავით უკმაყოფილება, უარყოფითი განცდები და ა.შ. ესაა სასჯელი. ასევე ბუნების კანონზომიერებაც, უკვალოდ არაფერი ქრება, წყალი ორთქლდება, მერე წვიმის სახით გვიბრუნდება, იყინება თუ დნება, ის სულ ჩვენთანაა, ასევეა ბოროტებაც რომელსაც ჩადის ადამიანი, ადრე თუ გვიან აუცილებლად დაუბრუნდება ბოროტის ჩამდენს, და ესაა სასჯელი, ეს რაც ამქვეყნად ხდება და იმქვეყნად რომ წავალ იქაურ ამბებს მერე დავწერ
  8. თუ ხალხი რეალურად გავა გარეთ და მართლაც დაიწყება ამ ხელისუფლების შეცვლის პროცესი, ხალხში უნდა შეჯერდეს აზრი თუ ვინ მოვა სანაცვლოდ, ხალხმა თავიდანვე უნდა იცოდეს რა უნდა და რას ითხოვს, მხოლოდ მიშიკოს წასვლის სურვილით დაბრმავებული არ უნდა შეიკრიბოს ხალხი, რაგდან თავი დავიზღვიოთ იმისგან, რომ თუ არასასურველი და უარესი კანდიდატი წამოყოფს თავს ოპოზიციურ არენაზე, წიწიბურა იქნება ეს თუ მაკარონა, იმთავითვე ჩაახრჩოს ხალხმა ეს წამოწყება. დროა საზოგადოების აზროვნება განვითარდეს იმ დონეზე, რომ გარდა იმის ძახილისა, რომ ეს საშინელია, შესაცვლელია, ცუდია და წადი, წადიიიიიი... მან იცოდეს პრობლემის გადაჭრის გზაც, ცუდის შეცვლისას უკეთესით ჩანაცვლება, ჯერ გავაგდოთ და მერე ვნახოთ რაღაცა ან ვიღაცა გამოჩნდება არა, და არც იმ კანდიდატზე მიმხრობა ვინც უკეთ და ყველაზე ხმამაღლა ყვირის ტრიბუნიდან. მოკლედ უნდა მოხდეს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე ზრუნვა, არა მხოლოდ ფორუმზე, არამედ ოჯახში, მეგობრებთან, ნათესავებთან, სამსახურებში და ა.შ. თუ ვის ვხედავთ სათავეში, ვინ იქნება უკეთესი, ვინ გამოასწორებს არსებულ მდგომარეობას და ვის შეიძლება ეყოს ძალა და გონი, რომ არ დაუშვას წინამორბედთა შეცდომები და პატივი სცეს ხალხის უფლებებს და კანონს. და აქვე კითხვა, ვინაა ღირსეული კანდიდატი თქვენი აზრით, ვის ენდობა ერი და ვისი სიტყვების სჯერა?
  9. მგონი უბრალოდ უნდა შევაშინოთ მიშიკო, კარგად უნდა შევაშინოთ http://www.youtube.com/watch?v=FGVkF7XpmpA&feature=related
  10. ნამდვილად ჩაივლის, მაგრამ ვის სასარგებლოდ, ეგაა საინტერესო
  11. კი. იმედი მაქვს დაიცლება მალე ერი ამ აგრესიისგან, და უფრო მეტი იმედი მაქვს რომ მომავალი ხელისუფლება ისევ არ დანერგავს ამ აგრესიას ხალხში
  12. მართლა კარგი რა, არა, სისხლი დავღვაროთო არ უნდა ეთქვათ, უბრალოდ ამ ერთი ფრაზისგან უნდა შეეკავებინათ თავი ("ოღონდ ეს უნდა იყოს მშვიდობიანი."), რადგან უკვე რამდენჯერმე ქუჩაში ტყუილად გაყვანილი ხალხის აგრესია არ გამოეწვიათ, სულ ესაა
  13. მაგ წინადადების გარდა ("ოღონდ ეს უნდა იყოს მშვიდობიანი.") ყველაფერი შესანიშნავად იყო ნათქვამი.
  14. სისხლი არაა აუცილებელი, თუმცა შესაძლოა მაქამდეც მივიდეს საქმე. უბრალოდ ეს ფაქიზი გამოთქმები და უკან დასახევ გზას რომ იტოვებენ გამაღიზიანებელია რა
  15. შენ თუ ინტრიგანი არა ხარ, ჩვენ კატლეტში ხორცს რა უნდაო რა (ვისაც ფილმი რაჭველებზე "ყველაზე სცრაფები მსოფლიოსში" ნანახი აქვს მიხვდება ამ გამონათქვამს) მშვიდობიანათო, ისევ მშვიდობიანათო. ნუ კარგით რა, კარგით რა... დროა უკვე ოპოები მოეშვან უკან დასახევი გზების დატოვებას და საკუთარ თავებზე ზრუნვას, აღარაა ლამაზად და კანონიერი გზებით ხელისუფლების გაშვების დრო, ყველაფერს რასაც დასაწყისი აქვს უნდა ქონდეს დასასრულიც, იმედია ამჯერად ხალხი არ მიცემს ოპოზიციას შუა გზაზე გაჩერების და შეკრებილი ათასობით ხალხის დაშლის უფლებას.
  16. მიხეილ პირველის, დიდ მელექსედ წოდებულის ხანაა
  17. არ დაგეთანხმები, ხელისუფლება ალტერნატივას გვთავაზობს http://s61.radikal.ru/i172/1103/be/fc071b37376f.jpg http://i039.radikal.ru/1103/6f/ef0f8e337f80.jpg
  18. და რამდენი ადამიანის ხმაა საჭირო რომ წაიშალოს ეგ გვერდი, და რა ან ვინ შეუშლის ხელს სხვა გვერდი გახსნან მსგავსი სახელწოდებით?
  19. არ შეიძლება ასე ცალსახად ამ ხალხის გაკიცხვა, იქნებ მათ ამ წყლის შემოტანისას გარკვეული ხარჯი გაიღეს, რის გამოც ფასი ძალაუნებურად გაიზარდა, მათაც არ ულხინთ და უფასოთ წყლის დარიგებას ნუ მოვთხოვთ, ჩვენი ხელისუფლება მათ არაფერს არ აუნაზღაურებს, იაპონიაში კი არ ვართ ზოგადად ქართულ ხასიათში არის გაჭირვებულზე ფულის შოვნის სინდრომი, როცა წვიმს ან თოვს ტაქსი უფრო ძვირი ხდება, როცა გარშემო სხვა ხილის მაღაზია არაა ვაშლის ფასი 8 და 10 ლარია რატომღაც, თუ ზაან არ გჭირდება წყალი 1 ლარი ღირს და თუ ძაან დაგჭირდა 1,50 ლარი, საშინელი თვისებაა, ამაში გეთანხმები lasha1997
  20. იმაზე არა საუბარი დაწევს თუ არა ალასანია ან ვინმე სხვა ფასებს, აქ საუბარია იმაზე რომ ეს ხელისუფლება არ აპირებს ამის გაკეთებას, და რადგან იმედი ბოლოს კვდება, გვაქვს იმედი რომ ოდესმე საქართველოს ეყოლება საღად მოაზროვნე ხელისუფალი.
  21. ნუ ამ ხელისუფალს არ ყოფნის მაგის ჭკუა და ისღა დაგვრჩენია მომავალის იმედი ვიქონიოთ
  22. იმედია ახალი ხელისუფალი დაწევს ხორცის, დენის, გაზის და სხვა დანარჩენის ფასებსაც, და თუ ამას არ იზავს იმედია ჩვენს ერს ეყოფა ჭკუა რომ კიდევ 8 და 10 წელი არ უცადოს მის შეცვლას, და კვლავ არ გაიჟღერებს იდიოტური ფრაზები: ვაცადოთ ბატონო, ჯერ სულ რაღაც 2 წელია სათავეში და ასე მალე ქვეყანა ვის აუშენებიაო
  23. აჰა, ჩოჩელის ვინაობაც გავარკვიეთ, აწი რაღა დარჩა? მგონი მხოლოდ ხელისუფლების შეცვლაღა დარჩა, დანარჩენი ყველაფერი გაკეთებული და გარკვეულია მგონი
×
×
  • შექმენი...