Jump to content
Planeta.Ge

nika3012

Vip პლანეტელი
  • პოსტები

    456
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი nika3012

  1. ლოგიკის და რწმენის კამათი არც არასდროს გამოსულა და ალბათ არასდროს არ გამოვა. როცა ადეკვატურ ლოგიკურ კითხვაზე ადამიანი გცემს ასეთ პასუხს: ესეიგი ეს ადამიანი ღმერთს უტოლებს თავს, მას მიაჩნია რომ აქვს იმხელა ძალა და იმის უნარი რომ უსუსური ადამიანის ნაჭუჭიდან განასხვავოს და დარწმუნებით ამტკისოს თუ რა და ვინ არის ჭეშმარიტება, აქვს იმის უფლება რომ გაკიცხოს, დაგმოს, დაემუქროს და განიკითხოს ყველა ვინც მის მოსაზრებებს არ იზიარებს. მესმის რომ ადამიანს სწამს და ამ რწმენაში მყარია მისი შეხედულებები, მაგრამ რწმენა რატომ უნდა ერეოდეს ლოგიკურ აზროვნებაში არ მესმის, როცა მსჯელობ ყვავილზე რომელიც მორწყვის გარეშე გახმება და მორწყვისას გაიხარებს, რა შუაშია რისი გწამს ამ დროს, რა კავშირშია შენი რწმენა ყვავილის მორწყვასთან? არ შეიძლება რწმენას და ნაწერს ამოეფაროს ადამიანი საუბრისას, ბიბლიაში წერია და ესეიგი ასეა, მე ვიცი და ესაა ჭეშმარიტება და ვსიო. თუ ადამიანს უნდა დაგარწმუნოს რამეში, აგიხსნას, თუნდაც გაგიზიაროს ანდა ეჭვი მაინც გაგიჩინოს იმაში რომ ის მართალია, ასეთი ფრაზის თქმა რომ მე ვიცი რაცაა ჭეშმარიტი და შენ ცდებიო, ნუ ეს მეტისმეტია. თუ ვცდები კონკრეტულად უნდა თქვა რაში ვცდები, მაგრამ არა რწმენის მაგალითები და არა აქ წერია და იმიტომო. ლოგიკაზე ლოგიკით უნდა უპასუხოთ ადამიანს, რელიგიამ ალბათ რაღაც ლოგიკა უნდა იპოვოს ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანებისთვის, თორე ათეისტთა რაოდენობა მოიმატებს, ყალბ მლოცველთა რაოდენობაც მოიმატებს და ჭეშმარიტად მორწმუნეთა რაოდენობა დაიკლებს. ეს აღარაა ბრმად რწმენის ხანა, ადამიანის გონი განვითარდა და რწმენასთან ერთად შემეცნებაც ესაჭიროება, ბრმად რწმენის ეპოქა მთავრდება და დროა რელიგიური საზოგადოება გონს მოეგოს, დაიწყოს საღად აზროვნება თუ არა საღად კამათი მაინც, მშრალი, დასაბუთებული და ლოგიკური. იცით რა, უბრალოდ სხვა ლოგიკური შეხედულება რომ გქონდეთ ჩემს მიერ დასმულ საკითხებთან, მივიღებდი ამას, ვიტყოდი რომ თქვენ უბრალოდ სხვაგვარად აღიქვავთ, სხვა კუთხით უყურებთ ამ საკითხს, მაგრამ თქვენი პასუხები უბრალოდ დაუსაბუთებელ, არაარგუმენტირებულ ფრაზებათ მესმის, რადგან ლოგიკაზე რწმენით პასუხი არრაფერს მოგვცემს, საკუთარი რწმენის მტკიცებით სხვას ვერ მოასურვებ რომ მანაც ირწმუნოს, არემედ უნდა განუმარტო, აუხსნა, დაუსაბუთო რაში ცდება და რა არის მართალი და რატომაა ეს მართალი. P.S. გთხოვთ მომავალში სხვის ნაწერს და ნააზრევს ნუ მომაწერთ, ციტირება გაუკეთეთ ხოლმე უზერს და ამ უსიამუვნო ფაქტს მომავალში ადვილად აცდებით
  2. არცერთ ქართველ პოლიტიკოს ქალს არასდროს არ მივცემდი ხმას, ამ ეტაპზე ქალები დაკომპლექსებულნი არიან კავკასიური გარემოს წნეხით და მათ ხელში ძალაუფლება ეს აპრიორი აღვირახსნილი, გაუწონასწორებელი და გაუაზრებელი პრავების კაჩავი იქნება. მოკლედ არცერთს
  3. zanneti მემგონი სხვა უზერში შეგეშალეთ გეთაყვა, ზემოთ მოყვანილი ციტატები არაა ჩემი დაწერილი
  4. განაცხადი რომ სიმართლე არ გაგაჩნიათ, რომ სიმართლე ქრისტეა და ბიბლია ჭეშმარიტება, ესაა თქვენი სიმართლე, ადამიანს არა აქვს უფლება ამტკიცოს ან ისაუბროს რამეზე როგორც ჭეშმარიტებაზე, არავინ არ იცის რა არის ჭეშმარიტება, ეს განმარტება მხოლოდ შედეგთან ერთად მოდის, ეხლა ერთ პატარა ისტორიას მოგიყვებით: უკუნეთი სიბნელეა, ღამე, ორი არდამიანი დგას ორ სხვადასხვა მატარებლის ლიანდაგზე, ისმის მოახლოებული მატარებლის ხმა, ერთი უმტკიცებს მეორეს რომ ეს მატარებელი მის ხაზზეა და მას გაიტანს, მეორე კი საპირისპიროს უმტკიცებს და ორივეს საკუთარი აზრი ჭეშმარიტი გონია. - ამ შემთხვევაში ორივეს თავისი მოსაზრება, ანუ თავისი სიმართლე გააჩნია და სანამ მატარებელი არ ჩამოივლის და არ გაიტანს რომლიმეს, ვერავინ იტყვის ვინ იყო მართალი, ვინ ღაღადებდა ჭეშმარიტებას (ვფიქრობ მორალი გასაგებია) და ვისაც სმენია და სწამს, ვინც ლოცულობს მაგრამ ბუნებით ნაგავია და ცხოვრებაში სიკეთე არ ჩაუდენია, ის ცხონდება ხო? :) ხოლო ვინც მუდამ სიკეთეს სთესავს, მაგრამ არ სწამს ის ჯოჯოხეთში არ სიყვარულისთვისა და არ რწმენისთვის ადამიანის დასჯა, თანაც ჯოჯოხეთის მარადიული ტანჯვით, ეს დიქტატურაა, მაგრამ საბედნიეროდ ეს ღვთის დიქტატი არაა, ესაა ადამინთა დიქტატი, რომლებმაც ან სწორად ვერ გაიგეს ღვთის მეტყველება, ანდა თავისდა სასარგებლოდ მოირგეს და განმარტეს ეს თეზისები. სამწუხაროდ ბევრი დაუფიქრებლად და უსიტვოდ იღებს ამას როგორც ჭეშმარიტებას. გთხოვთ, რამდენიმე წუთით დაივიწყეთ წიგნებიდან ამოკითხული სიმართლე და უბრალო, ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანივით იმსჯელოთ, ნუთუ ღმერთი ისეთი ტირანია და ისეთი დიქტატორია, რომ კეთილ და სწორად მცხოვრებ ადამიანს იმიტომ დასჯის და გაუშვებს ჯოჯოხეთში რომ არ სწამდა უხილავის და არ უყვარდა ის? იმიტომ რომ ეს ადამიანი ზედმეტად პრაგმატული რეალისტი იყო ბუნებით? ცოდვას მორწმუნეც ჩადის და ურწმუნოც, და ვინმესადმი მიკერძოება მისი შეხედულებების, კანის ფერის, ანდა რელიგიური შეხედულებების გამო ეს დისკრიმინაციაა და ადამიანის უფლებების დარღვევა :) ადამიანი შეიძლება გაკიცხო საქციელზე როცა რამეს დააშავებს, მაგრამ არის მშვენიერი გამოთქმა, გულს ვერ უბრძანებო და ასეთი გულით თავად უფალმა შეგვქმნა ხატად თავისად, და ამიტომაც მას ყველაზე კარგად ესმის სიყვარულის, ესმის რომ რწმენა და სიყვარული ეს ორი უკონტროლებელი რამაა, რომელიც გონებაზე არაა დამოკიდებული და ადამიანის მიერ ვერ კონტროლდება, შეიძლება აიკრძალო სიგარეტის მოწევა, ნარკოტიკის მოხმარება და გაუძლო ამ ტანჯვას, აკონტროლო შენი ქმედება, მაგრამ არამც და არამც შენი ემოცია და რწმენა, ამიტომ ვამბობ რომ საღად თუ დაფიქრდება ადამიანი საქციელის გამო უნდა მოგეზღოს და არა რწმენისა და სიყვარულისთვის მღვდელთან მისული ცოდვილი რას ეუბნება მას, იმას რაც მას აწუხებს, ის რისი მონანიებაც უნდა რომ ამ წუხილისგან გაათავისუფლოს, და შესაბამისად ამ ადამიანის ცოდვად ითვლება ის რაც მას აწუხებს პირადად ჩემი მიზეზი? ამ შემთხვევაში ის რომ საღი აზროვნება და ლოგიკური კითხვები არ მიმაჩნია ამის მიზეზად, სხვა რაც მიმაჩნია მოსანანიებლად ვინანიებ კიდეც, თუმცა მონანიება ყველა ადამიანისთვის სხვადასხვაგვარია, ეს არაა აუცილებლად მღვდელთან გულახდილი საუბარი, ყველას ჩვენი სინდისი გვაქვს, ის გვქეჯნის და ბოროტების ჩედენის შემდეგ რაიმე კარგის გაკეთებმისკენ გვიბიძგებს, ხან ადამიანი თავის საქციელს განიცდის, ზოგჯერ ეს საქციელი თავადვე ახრჩობს და ნანობს ეს ადამიანი. ნამდვილად გაიაზრო შენი დანაშაული, მიხვდე შენს შეცდომას, მოიხადო ბოდიში და სანაცვლოდ ასმაგი სიკეთე გაუკეთო სხვებს და შეეცადო მსგავსი აღარ გაიმეორო, ესაა მოანანიება. ყველა კითხვაზე კი არა, საღი პასუხი თითქმის ვერცერთ კითხვაზე ვერ ვიპოვე ერთს დავამატებ კიდევ, ის რომ ადამიანი უპირობოდ და ბრმად არ იღებს რაიმე დაწესებულ დებულებას, ეს არ ნიშნავს იმას რომ იგი უარყოფს ყველაფერს, არაორდინალური კითხვები თუ მოსაზრებები ეს მხოლოდ საკვებია გონებისთვის, გზა უფრო მეტის შეცნობისკენ და არა ურწმუნოება.
  5. ყველას თავისი სიმართლე აქვს, მათ შორის თქვენც, და ეს ზემოთ ფორმულირებული შეხედულებებიც ესაა სწორედ, უბრალოდ რატომღაც ადამიანები თავის სიმართლეს ჭეშმარიტებას არქმევენ და სხვა დანარჩენს მცდარს. მაშ რა უყოთ ამდენ იუდეველს, ამდენ მუსულმანს, გადავყაროთ წყალში, ათეისტები და ბუდისტები დავწვათ და მოვხრაკოთ ცეცხლზე? არ მესმის ურწმუნო, მაგრამ კეთილის მთესველი ადამიანი რატომ უნდა განიკითხო? გულს ვერ უბრძანებ, რწმენას ვერ გააჩენ ძალით, მაგრამ ადამიანმა შეიძლება მოახერხოს სწორად და პატიოსნად ცხოვრება და ვფიქრობ ესაა უმთავრესი ამოცანა.
  6. ძალიან ზოგადია, სრული ნეტარება რას გულისხმობს, რომ არ ღელავ, არ დარდობ, არაფერი არ გაწუხებს და არავინ არ გაღელვებს? ისმის კითხვა, რანაირად უნდა ვიგრძნო თავი ნეტარად, თუ ჩემი შვილი, ჩემი ოჯახი, ჩემი მეგობრები დავუშვათ განსაცდელში არიან, ან შენი ახლობელი ან საყვარელი ადამიანი რაიმე ისეთ ცოდვას ჩაიდენს რომ ჯოჯოხეთში უნდა ამოყოს თავი, ნუთუ ეს ყველაფერი არ ამძიმებს შენს სულს თუნდაც უფლის გვერდით იყო, რამეთუ ადამიანებად სწორედ ერთმანეთზე ზრუნვა, დარდი, განცდების გაზიარება და სხვისი ტკივილის საკუთარ ტკივილად მოაზრება გვხდის. და კიდევ, საინტერესოა კონკრეტულად რას გვეუბნება რელიგიური ლიტერატურა, რანაიერი იქნება სამოთხე, ნეტარება გასაგებია, მაგრამ რას გავაკეთებთ იქ, ბოლობოლო მარადიულობაა და სამოთხე სწორად ცხოვრების ჯილდოდ მოიაზრება, ამიტომ ნაკლებად წარმომიდგენია მარადიულოდ კუნძივით უმოქმედოდ, თუმცა ბედნიერი და ნეტარებით აღსავსე არსებობა. ანუ კითხვაა, რას მოიაზრებს ნეტარება და როგორ განმარტავს ან აღგვიწერს რელიგია იმქვეყნიურ ცხოვრებას, გარდა ამ ზოგადი თეზისებისა "ნეტარება", "ბედნიერება"... და ა.შ. ანუ უფრო კონკრეტულად კიდევ ერთი რამ, სამოთხე მარადიულობას მოიაზრებს, ანუ მარადიულ ნეტარებას. ნეტარება კი ყოველგვარი ცუდის გარეშე მოიაზრება, ჩვენ კი კარგს მხოლოდ ცუდთან შედარებით ვაფასებთ, ცუდის გარეშე კარგიც ფასს კარგავს, მარადიული ნეტარება თუ მას ცუდი არ ახლავს უფასურდება და ნეტარებად აღარ მოიაზრება, და თუ ცუდი ფიგურირებს მაშინ ეს უკვე ნეტარება აღარაა. რატომ შექმნა ღმერთმა დღე და ღამე, რადგან ღამის სიმშვიდე დღის სარგებელს შევადაროთ და დავაფასოთ ორივე, ერთმანეთის შედარებით, მხოლოდ დღე რომ ყოფილიყო, ის იქნებოდა და ვერავინ დააფასებდა, ამას ადამიანი თავისთავად არსებულად მოიზრებდა, როგორც კარგ ამინდს ვაფასებთ ცივი ზამთრის შემდეგ. ნეტარება, წარმოგიდგენიათ უკიდეგანო, მარადიული ნეტარება ყოველგვარი ცუდის გარეშე, წარმოგიდგენიათ რომ ცხვრებაში არაფერი არ ხდება ცუდი, ყველაფერი კარგადაა და იდეალურად, და ეს იდეალი მარადიულია, მარადიული გაუთავებელი უპრობლემობა და ნეტარება თავისებული სასჯელია, კი ცხადია არჩევანის წინაშე თუ დავდგები ჯოჯოხეთის ტანჯვებსა და ასეთ ტანჯვას შორის, სამოთხეს ვარჩევ მაგრამ არც ესაა იდეალური მოდელი, ალბათ ადამიანს არ შეუძლია ახსნას სამოთხის არსი, მისი გონება ვერ შეწვდება ამას და ამიტომ ჯობია ვთქვათ რომ უბრალოდ არ ვიცით რა იქნება იმქვეყნად, ვიდრე რაიმე ვარაუდებით ვისაუბროთ ვფიქრობ ძალიან დაბალი წარმოდგენა გაქვთ ადამიანებზე, ღმერთის რწმენა და უანგარო სიკეთის კეთება შესაძლოა ერთმანეთის გარეშეც, ის რომ ბუდისტი შენ ღმერთს არ აღიარებს, ეს არ ნიშნავს იმას რომ მასში სიკეთე არაა და მას არ შეუძლია თუნდაც მტრის სიყვარული. ეს თეორია ფაშიზმს გავს, სადაც ნაცისტები თავის რასას ყველაზე მაღლა აყენებდნენ, რატომ გგონიათ რომ ქრისტიანს მეტი შეუძლია, რატომ არ შეიძლება ურჯულომ ან თუნდაც ათეისტმა იგივე ან უფრო მეტი გააკეთოს ვიდრე მორწმუნე ქრისტიანმა, ღმერთი ყოველ ადამიანშია და მას სიკეთეს უწოდებენ ხშირად, სიკეთე და კეთილი ადამიანის მცნება რწმენის არსებობის აუცილებლობას არ მოიაზრებს, თუმცა არც უმისობას გამორიცხავს, ამიტომ ვფიქრობ უპრიანი იქნებოდა არ გავკიცხოთ არც ურჯულონი და არც ათეისტები, ადამიანი ადამიანია, ზოგი კეთილია და ზოგი ბოროტი, და თუ სიმართლე არსებობს ყველას თავისი საქციელით უნდა მიეზღოს და არა რწმენით
  7. არა მგონია ადამიანს სხვისმა უმსგავსო საქციელმა უბიძგოს ღმერთის უარყოფისკენ და ათეისტობისკენ მე ვფიქრობ მიზეზია კითხვები, რომლებზეც არაა ადამიანის ლოგიკისთვის და საღი აზროვნებისთვის გასაგები პასუხები, არ არის კონკრეტულ კითხვაზე კონკრეტული პასუხი. აი თუნდაც: 1) სამოთხე, რა არის სამოთხე, რა გველის იქ და რატომ უნდა მივისწრაფვოდეთ მისკენ. მარადიული ნეტარება? არაფერი არ მოგვაკლდება იქ? არაფერზე და არავიზე არ ვიდარდებთ? რითი დავტკბებით იქ და რითი იქნება იქაურობა ამ ცხოვრებაზე უკეთესი, ბევრი ქალები და კაცები გვეყოლება და მრუშობა დაშვებული იქნება? ანდა მუცლის ამოყორვა და გაძღომა იქნება ნებადართული? 2) ღმერთმა მოგვცა არჩევანის უფლება, და ირჩევს ადამიანი კეთილ და პატიოსან ცხოვრებას, მაგრამ არ წამს ღმერთის, თუმცა ბევრ "მორწმუნეზე" უკეთ ატარებს ცხოვრებას, ან არაა ქრისტიანი, ბუდისტია ანდა მუსულმანი, და რატომ გვეუბნებიან რომ ამას მნიშვნელობა აქვს, ანუ რატომ არ განიკითხება ადამიანი მხოლოდ თავისი საქციელით? 3) რა არის მარხვა? რატომ არ შეიძლება ხორცი, ანდა რძის ნაწარმი, ვინ დააწესა ეს, ვინ შეადგინა რაციონი და რატო. თუ მე რძე და ხორცი მეზიზღება, მაგრამ სამარხვო ბულკის გემოთი განვიცდი ნეტარებას, განა მე ჩავითვლები მომარხულედ? ჩემი აზრით ზოგადი უნდა იყოს მარხვის წესი, არ უნდა იყოს კონკრეტული საკვები აკრძალული, არამედ ზოგადად, ამოცანაა მოიკლო ის რაც შენს ხორციელს ასიამუვნებს. აი ასეთ კითხვებსა და დილემებს შეჯახებული ადამიანი, ამ კითხვებზე მორწმუნეთა არაადეკვატური და არალოგიკური პასუხების გამო, იმის გამო რომ რელიგია დოგმატურია და არ მიყვება დროს, როცა ადამიანს უფალმა მისცა არჩევანის უფლება და ადამიანის ბუნება თავისუფლებისკენ მიისწრაფის და ამ დროს ეკლესია ძალით, თუ მიტინგებით, თუ ტელევიზიასთან და კინოთეატრებთან შეკრებით ზღუდავს ამ ყველაფერს და ებრძვის ღვთის მიერ ბოძებულ არჩევანის უფლებას და თავისუფალ არჩევანს... აი ამ დროს რწმენა იკლებს და ჩნდება ათეიზმი, სავსებით ლოგიკურად
  8. ამ შემთხვევაში ეს ჟულიკი თავის მმართველობის პერიოდში ხალხის მაქსიმალურად გაყვლეფას და მაქსიმალურად დიდი ქონების, ძალაუფლების, ბიზნესის და უძრავი ქონების მოხვეჭით დაიკავებს თავს და არა თავისი საქმით, პრინციპში რითიც არიან დაკავებულნი ანუ ყველა ვინც მოდის საკუთარ თავზე და საკუთარ მომაალზე ზრუნავს პირველ რიგში და არა ქვეყანაზე. მიზეზი: შიში, მომავლის შიში, რა იქნება მერე, მერე რომ აღარ ჰქონდეს ესეთი შანსი და ა.შ. მომავლის ხედვა ნოლი, მათი პერსპექტივის ხედვა საკუთარი სახლების კართან მთავრდება და თითქმის გადამეწურა იმის იმედი, რომ ხელისუფლებაში როდესმე მოვა ადამიანი, რომელიც სხვებზე და ქვეყანაზე იზრუნებს.
  9. კიდევ კარგია რომ უმწეო ბებოს 100 000 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურება არ მოსთხოვეს, ნელნელა მგონი იწყებენ რეალობის აღქმას
  10. 75 წლის ბებო მიწას თხრიდა და სომხეთში მიმავალი ინტერნეტის ხაზები გადაჭრა დანაშაული ქე აღიარა, მაგრამ 3 წლიანი პატიმრობა ეკუთვნისო ესეც ლინკი ჩემი ბმული
  11. რამე უფრო სოლიდური და წესიერი ვერ მოიფიქრეს? არ იზრდება ამ ხალხის ცნობიერება, შევარდნები და კომბლით ცემა და სისხლის აღება, ნუთუ უფრო ცივილური ფორმები არ არსებობს. ყველა ადამიანს აქვს თავისი მორალური პრინციპები და სინდისი, რომელიც თუნდაც იგივე დუტას აწუხებს და ესაა მისი სასჯელი, კონკრეტული პირების დასჯა თუ საჯაროდ შეურაცხყოფა კარგ შედეგს არ მოიტანს, უფრო სწორედ არანაირ შედეგს არ მოიტანს, გარდა იმისა რომ ისევ ოპოზიციისა და ხალხის წინააღმდეგ იმუშავებს ეს ფაქრები. ვფიქრობ პირადი წყენა, გასაჭირი თუ ბოღმა გვერდზე უნდა გადადოს თითოეულმა ადამიანმა, და მით უფრო ოპო ლიდერებმა და უფრო საღი, ადამიანური და შედეგის მომტანი იდეებით დამუხტოს საზოგადოება
  12. ცოტა ხანში მიშას პირდაპირ ეთერში დასვავენ, წინ დაჭრილ ხახვს დაუდებენ და ცრემლები რომ წამოუვა იმედის წამყვანი შეჰყვირებს, წმინდაო მიშიკო, ნუთუ ეს მირონი გდით თვალიდანო სადამდე შეიძლება მივიდეს ადამიანის უსინდისობა, გარეწრობა და უთავმოყვარეობა, ეთიკის არ ქონდა კარგი, მაგრამ საკუთარი თავის, შენი გასვრილი სახელის სამარცხვინო ფურცლებზე დატანის ხომ მაინც უნდა გეშინოდეს ადამიანს რა
  13. ნაკურთხი თუ იყო ნეტა? ან მხატვარს თუ ქონდა კურთხევა, ყველას კი არ აქვს ხატწერის უფლება, ხოდა ეხლა იმედს ვურჩევ სასწრაფოდ ვინმე ნაკურთხი მხატვარი მოძებნოს და ინტერვიუ ჩაწეროს, თორე მასეთ გაურკვეველ ხატს ფასი არა აქვს, თუნდაც მიშიკო ეხატოს წმინდა გიორგის ფარზე :D
  14. ჯობდა გეთქვა რეალობას თუ არ დაეწიაო ზედმეტად ჩამორჩა ჩემის აზრით, არა? :D
  15. ეგ ის ადამიანია რომელიც შუალედურს ეძებს ჩვენს რადიკალურ ქვეყანაში და მაგის ძებნაში ამოხდება სული ისე რომ ვერ იპოვის
  16. ყველანაირ სურვილებს ახდენსო, თუ სურვილი ინტიმია ინტიმი გექნება, 100 000-ჯერ რო გაიმეორებ ერთი და იგივეს მერეც თუ მოგინდება ეგ ინტიმი ეგაა საქმე
  17. Morfius ბგერა ეს ხმოვანი ტალღაა რომელიც ვიბრირებს და შესაბამისი ბგერა, შესაბამისი ხანგრძლივობით რაღაც გავლენას ახდენს, იგივე მაგალითი წყალზე როკისა და კლასიკური მუსიკის ზემოქმედებაზე რომ ახსენეთ, ანუ ბგერითი ტალღის ზემოქმედებაა ეგეც და მისაღებია ჩემთვის, თუმცა არ მესმის ამ მანტრის ზემოქმედება რა გზით ხდება თუ არა აქვს მნიშვნელობა... თქვენს ციტატას დავიხმარ: და რას აქვს მნიშვნელობა და რა გზით ზემოქმედებს ეს ასოთა თანწყობა ადამიანზე?
  18. მსმენია იმის შესახებ, რომ ბგერითი რხევები ადამიანის ორგანიზმზე და მის ფსიქიკაზე ახდენს ზეგავლენას, ვფიქრობ Morfius-სს ამის თქმა უნდოდა, რომ ამ ფრაზების შინაარსი კი არა, მათი ბგერითი რხევები ზემოქმედებს ჩვენზე. თუმცა რამდენად გაგვაბედნიერებს და დასახულ მიზნებამდე მიგვაახლოვებს ეს ბგერები ეს ცალკე საკითხია რადგან ჩვენ ამ ბგერებს ვერასდროს ვერ გამოვთქვავთ ისე სუფთად და სწორად როგორც საჭიროა, ჩვენი ხორხისთვის მიუღებელია ამ ბგერათა თანწყობა და შესაბამისად მათმა 100 000-ჯერ არასწორად წარმოთქმამ შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მოგვაყენოს, ამიტომ არ გირჩევთ ამის გაკეთებას
  19. ყველა ერი თავისი კულტურითა და ადათით არის გამორჩეული, შესაბამისად ყველა ქვეყანაში არის ესა თუ ის წესი, მაგალითად საფრანგეთში აკრძალულია ღორს დაარქვა ნაპოლეონი, ანდა ისრაელში შაბათს ცხვირის მოხოცვაა აკრძალული, ხოლო ჩვენთან უზრდელობას უყურებენ ძალიან ცუდად, პლიუს იგი არ გაასამართლეს, შტრაფი არ დაუწესეს და არ ცემეს (როგორც ვიცი), ასე რომ თუ მას აქვს გინების უფლება სცენიდან ამ ხალხს აქვს მისი გაკიცხვის უფლება, რამეთუ ესაა სიტყვის თავისუფლება და არავინაა ვალდებული ბურჭულაძის უმსგავსობებს უსმინოს მშვიდად ანდა ეს არ გააპროტესტოს, არ შეიძლება ასე ცალსახად საკითხზე ყურება, ბურჭულაძისთვის არანაირი უფლებები არ შეუზღუდავთ, ისვე როგორც მან, ასევე ხალხმაც გარეთ გამოხატა თავისი აზრი, გააპროტესტა თუ დაგმო მისი საქციელი.
  20. შენ სახლში რო მოვიდეს ბურჭულაძე სტუმრად და დედის გინება და უხამსი სიტყვების რახარუხი რომ დაიწყოს შენი მშობლების, შენი ბავშვების და ცოლის თანდასწრებით ნუთუ არაფერს ეტყვი, ან იქნებ მოგეწონება ეს? ესე რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სად და რას იტყვის ადამიანი, და კიდევ იმას ვისთან რას იტყვის
  21. ფორუმის საინტერესოობა იმ თემებზეა დამოკიდებული რომლებიც ადამიანს აინტერესებს, ნუ შენ თუ ავტო-მოტოთი ხარ გატაცებული მხოლოდ, ნამდვილად უინტერესოდ მოგეჩვენება ეს ფორუმი ფორუმებზე მამაოძრავებელი და წამყვანი პოლიტ განყოფილებაა, ხოლო ხელისუფლების მიერ ნაყიდ მომხრეებს კამათში შემოსვლის ალბათ ეშინიათ, იციან რომ პლანეტაზე საღად მოაზროვნე ადამიანებთან ჭიდილში კამათს წააგებენ და უფრო მეტ ქულებს დაკარგავენ ვიდრე შორიდან და ჩუმად ყურებით, ამიტომ პლანეტაზე დისკუსიებიც და აზრთა სხვადასხვაობა ნაკლებია, აქედან მოდის ის უინტერესობა რომელიც უბრალო დღეებში არაა, თუმცა პლანეტაც აქტიურდება როცა მსოფლიოში საინტერესო მოვლენებია, ფეხბურთი, კატასტროფა თუ სხვა ადამ და ევასაც არა უშავს, შიგადაშიგ არის საინტერესო თემები
  22. ნეტა მარტო ეგ იყოს რა, თბილისის შენობების მალიარკას თითონ არჩევდა, ფერთა გამის ოსტატია, აჭრელებულ თბილისის სახლებს რომ ხედავ ეგ მიშიკოს ნატურმორტია მისი ჩუტკი ხელმძღვანელობითაა დასმული ის უნიკალური ფერები რომლებიც დღეს თბილისის ქუჩებს ამშვენებს და არა მხოლოდ ეს, ის გზების დაგეგმარებაშიც დიდი ოსტატია, არქიტექტურაში გურუდ წოდებული, ძეგლების საკითხში ხომ ყველა და ყველაფერი მას ეკითხება, მალე თითოეულ მოქალაქეს (პერსონალურად) დაგვარიგებს ჭკუას ოჯახში როგორ უნდა მოვიქცეთ და ქალებმა სადილი როგორ უნდა აკეთონ, ანდა სახლის გამოგვის რა მეთოდია უფრო ეფექტური. ესაა ტიპიური პრობლემა, როცა ადამიანს თავისი საქმე არ გამოსდის, არ იცის, ანდა არაა პროფესიონალი, ის ყოველთვის ერევა სხვის საქმეში, იმაში რაც მას არ ეხება, რამეთუ სხვის საქმეში ყველა ბრძენიაო. ცადა ამ კაცმა, დიდი ძალისხმევა გასწია რომ ქვეყანა ემართა, მაგრამ ნუ არ გამოსდის და რა ქნას, არაა ეს მისი საქმე :D რაც შეეხება მშიშარა და მხდალ ბურჭულაძეებს, ნუ შეეშინდა ადამინს და რა ქნას, ადამიანი ათასგვარია და მშიშრებიც არიან, მაგრამ ცუდი ისაა რომ ასეთი მხდალი და მშიშარა ხალხის რაოდენობა იმატებს, საჯდომს მიკონილი თანამშრომლების რიცხვი რომლებიც კოლეგას დააბეზღებენ და უფროსს საღამოს მასაჟს გაუკეთებენ, როცა მათ ეს არ ეხებათ, გაიზარდა ადამიანთა რიცხვი ვისაც საკუთარ თავზე და ერზე ზოგადი შეხედულებები ზალიან ცუდი აქვს, მომრავლდა ხალხი ვინც თვლის რომ ქართველები მხდალები, სუსტები, საჯდომში მძრომელები, ერთი ადგილის მიმშვერნი, მორჩილები თუ დამონებულები გავხდით, ეს კი ამ ბურჭულაძეების და მისთანების ბრალია, ეს იმ ხალხის ბრალია ვინც სამსახურებს მოჭჭიდებულები სამარცხვინო სიუჟეტებს აკეთებენ ტელევიზიებში, ისინი ვინც თვალს ხუჭავენ უსამართლობაზე და ა.შ. არ ესმის ამ ხალხს რომ ავტობუსში ამოგლეჯილ სკამზე შენი ახლობელი შეწუხდება, ეზოში დაგდებულ შპრიცზე შენი ახლობელი დაეცემა, შენს თანამშრომელს რომ გააგდებენ იმიტომ რომ უფროსს არ მიცა, შემდეგი შენ იქნები (მერა რა რომ თუნდაც კაცი ხარ ). ყველა უსამართლობა თუ ჩვენი მხრიდან მხდალი საქციელი ჩვენს მომავალზე და ჩვენს ქვეყანაზე მოქმედებს. დაბალი სოციალური თვითშეგნებაა, საკუთარი სახლის ზღურბლს იქით ადამიანს არა აქვს საკუთარის განცდა, სადარბაზო, ეზო, ქუჩა არ ჰგონია თავისი და ცხადია მეზობლის თუ თანამშრომლის ჭირს ვერ მიიღებს როორც თავისას, ესაა უდიდესი პრობლემა და პირველ რიგში ეს საკითხია მოსაგვარებელი თუ მომავალში მსგავსი ხელისუფლება და უკანონობა აღარ გვინდა. ამიტომ ყველამ, ვისაც კი ეს გრძნობები და შეხედულებები ჯერ კიდევ შერჩენილი აქვს, უნდა გავუზიაროთ და დავარწმუნოთ ყველა, არ უნდა დავიშუროთ დრო და ძალისხმევა, უნდა განვმსჭვალოთ ღირსებით და იმედით რაც შეიძლება მეტი ადამიანი, გავუღვიძოთ ხალხს იმის შეგრძნება რომ ეს ქვეყანა ჩვენია, ხალხის, რადგან ესაა თავისუფლებისკენ მიმავალი გზა.
×
×
  • შექმენი...