Jump to content
Planeta.Ge

lasha_alo

სტუმარი
  • პოსტები

    9.620
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    15

ყველა პოსტი lasha_alo

  1. ლაიქების მომატების მიზნით გილაურს რომ ვუგზავნიდით ჩვენს პეტიციებს , თავისით რედირექტდება მერაბიშვილთან ? :დ საქართველოს მთავრობის ფანპეიჯი უნდა იყოს საქართველოს მთავრობის,როგორც ინსტიტუციის ფანპეიჯი. პერსონიფიცირება და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამაზე თანხების დახარჯვა დაუშვებელია.ზუსტადაც ვამადლი, ამ ვაჟბატონებმა ისწავლონ საერთოს და საკუთარის განსხვავება. თუ ტიპი ხელისუფლებაშია, რატომღაც ძალიან ბუნებრივად აღვიქვავთ, გამოიყენოს გადამხდელის თანხა, სახელმწიფო რესურსები საკუთარი პირადი მიზნებით. http://www.youtube.com/watch?v=ZpvmMW5hzIo
  2. ფორუმ ჯიზე რამდენჯერმე დავდევი პოსტები, რომლებსაც დიდი რეზონანსი არ მოყვა. წარსულის გახსენება ჩვენთან მაინცდამაინც პოპულარული არაა .არადა დიდი შეცდომაა . ფაქტების ანალიზი, შედარება აწმყოსთან ისტორიის ერთერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა. ჩვენთან კი იგნორირდება. თემა თარიღდება 2008 წლის იანვარით.ვისაც არ დაგეზარებათ, შეგიძლიათ გაეცნოთ. მაშინდელი სტილი დავიცავი. მხოლოდ რამდენიმე დეტალი ჩავასწორე. http://forum.ge/?sho...0 1990 წლის 28 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა პირველად უსისხლოდ შეცვალა ხელისუფლება. გავიხსენოთ ზოგიერთი მონაცემი.ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა იყო -3 444 002 მონაწილეობა მიიღო -2 406 742 ანუ ამომრჩეველთა 69.88 პროცენტი , ხოლო არჩევანი გააკეთა 67.13 პროცენტმა ხმები გადანაწილდა -თავისუფლება (ჟვანია,შენგელაია, კაკაბაძე)-(71 602) 3.10%, კომპარტია- (638 824 29.58) 29.58%, თანხმობა, მშვიდობა, აღორძინება(შევარდნაძეს რეალური მხარდამჭერები) -(80 262 ) 3.47%(ცოტა დააკლდათ!!!),3. რუსთაველის საზოგადოება(აკაკი ბაქრაძე) -2.47 ,განთავისუფლება და ეკონომიკური აღორძინება(დავით ზოდელავა) -1.46, მრგვალი მაგიდა- თავისუფალი საქართველო- 1.248.111 (53.99)სახალხო ფრონტი(ნ.ნათაძე) -1.89 დემოკრატიული საქართველო რესპუბლიკელები, ლიბერალები)-1.76] შედეგად არჩეულ იქნა მრგვალი მაგიდიდან - 81დეპუტატი კომუნისტი-44 მაჟორიტარ დეპუტატად ძირითადში გავიდნენ ზვიდის ბლოკი და კომპარტია+ ბობოხიძე,ბერძენიშვილი, დიასამიძე და კიდევ რამდენიმე რესპუბლიკელი და სახალხო ფრონტელი მაჟორიტარი. შემდეგში ჩატარდა ეროვნული კონგრესის "არჩევნები" , რაც იყო ნამდვილი ფალსიფიკაცია, თუმცა მასში მონაწილეობა მიიღო ედპ-მ, სედპ-მ, "დემოკრატიულმა საქართველომ", "სახალხო პარტიამ" და გერმანე ფაცაციას კომუნისტურმა ჯგუფმა. ობიექტურობისათვის , ედპს და სედპს იმ პერიოდში ყავდათ გარკვეული ოდენობის ამომრჩეველი თუ სტაბილური პარტიული სისტემა და 28 ოქტომბერს მაინც სავარაუდოდ გადალახავდნენ 4 პროცენტიან ზღვარს.ეს კი ბევრ ცუდ მოვლენას თავიდან აგვაცილებდა, რადგან პარლამენტში იქნებოდა ობიექტურ ძალთა ბალანსი. არ მიკვირს ცენტრისტთა მარცხი. ძალიან კარგი იქნება, თუ ამ შედეგებს კარგად გაანალიზებენ ზომიერების დამარცხებით გაოცებული იუზერები. ადგილობრივ და საპრეზიდენტო არჩევნებში გამსახურდიამ მოიპოვა ტრიუმფალური გამარჯვება(87 პროცენტი). გასათვალისწინებელია, რომ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებდა ე.წ შეურიგებელი ოპოზიცია , ხოლო მისი მთავარი ოპონენტი იყო შევარდნაძის პლატფორმის მომხრე ვალერიან ადვაძე ანუ მართალია საზოგადოებამ გააკეთა არჩევანი, მაგრამ კვლავ ბოიკოტის გამო ოპოზიციამ(იმდროინდელმა) არ გამოიყენა რესურსი. სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ 1992 წლის 11 ოქტომბერს ჩატარდა ძალიან სპეციფიური , ერთგვარად კომიკური , მაგრამ ძალიან საჭირო ედუარდისთვის არჩევნები. კომპენსაციის სისტემა საშუალებას აძლევდა წვრილ პარტიებსაც მოხვედრილიყვნენ პარლამენტში, ვინაიდან "არამრგვალ სპექტრში" არ ყოფილიყო უკმაყოფილო ხალხი. არჩევნები ჩატარდა დაძაბულობის ფონზე, როცა შევარდნაძე წინასაარჩევნოდ ჩაერთო აფხაზეთის ომში , ხოლო დასავლეთში ხუნტის ხელისუფლება სუსტი გახლდათ.ამ არჩევნებში დემოკრატიულმა პარტიამ(ქ.ღარიბაშვილი) მიიღო 10 მანდატი ქარტია91- 9მანდატი (მიხეილ სააკაშვილი ვერ მოხვდა პარლამენტში,1 ადგილი არ ეყოთ) ედპ -12 მანდატი, ტრადიციონალისტები-7, მთელთა კავშირი-1,ბლოკი"ერთობა"-14 ,მამულის აღორძინების კავშირი-1 ,ხალხთა მეგობრობის პარტია-2, თანხმობისა და აღორძინების კავშირი-4, ილია ჭავჭავაძის საზოგადოება-7, ღვთის შვილთა კავშირი-2(ცოლქმარი ),მთიელთა პარტია-1,მთლიანობის პარტია-1,სოციალისტკომუნისტები-4 ,რადიკალიმონარქისტები-1, სედპ-4 ,მიწათმოქმედთა პარტია-2, კოსტიტუციურ-დემოკრატიული პარტია-1, ბლოკი"მშვიდობა"-29 ,მერაბ კოსტავას საზოგადოება -5, ბლოკი 11 ოქტომბერი -18, სოციალ-დემოკრატები-2, მწვანეთა პარტია-11. ანუ შევარდნაძემ მოიგო ,რადგან ქუჩაში არავინ დატოვა მისთვის "ოდიოზურ" ზვიადისტთა გარდა და მისი ტაქტიკა ვაღიაროთ ძალთა ბალანსის გამოყენების ნამდვილი მაგალითია .მან უზრუნველყო ხუნტის ლეგიტიმაცია და შექმნა სპექტრი გამსახურდიას საწინააღმდეგოდ. ეს გახლდათ ყველაზე ბინძური პარლამენტი და ბევრი მათგანი იმსახურებს სატუსაღოს ხილვას. ჯერჯერობით არ დამეზარა და ეს მონაცემები ამოვქექე და ჩემი მოსაზრებებიც დავურთე . ავღნიშნავ კიდევ,1990 წლიდან ყველა არჩევნებს ბოიკოტს უცხადებდა სერიოზული პოლიტიკური ჯგუფები. კანდიდატი ხმების რაოდენობა % ედუარდ შევარდნაძე 1,589,909 74,04 ჯუმბერ პატიაშვილი 414,313 19,58 აკაკი ბაქრაძე 31,350 1,48 პანტელეიმონ გიორგაძე 10,697 0,50 ქართლოს ღარიბაშვილი 10,023 0,47 როინ ლიპარტელიანი 7,948 0,37 დავუშვათ გაყალბდა 40 პროცენტი, მაგრამ ვაღიაროთ, ხალხის ნაწილმა თეთრი მელა აირჩია. გადავხედოთ საპარლამენტოს რეზულტატებს: აჭარის რეჟიმმა , ედო-ჟვანია-სააკაშვილის ჯგუფმა და ედეპემ გადალახეს 5 პროცენტიანი არჩევნები..... გაიხსენეთ საუბრები სუსტ ოპოზიციაზე და ლოგიკა "თუ არა ედო აბა ვინ? " რა შეიცვალა? თქვენი აზრით ? ეს ბმულიც იყოს ,ეხება თვითმართველობის არჩევნებს http://planeta.ge/in...showtopic=27256 ჩანაწერის ბოლოს გთავაზობთ ცეესკოს საიტზე დადებულ ინფორმაციას 1999 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ. ბოლო ნაწილი ჩემი დაწერილი არ გახლავთ და კატეგორიულად არ ვეთანხმები კონიუნქტურულ ფორმულირებებს. ციტატა: 1995-1997 წლების პერიოდში პროგრესი შეინიშნებოდა; სტაბილურობა გაიზარდა, შეიარაღებული რაზმების ზეგავლენა შემცირდა და ეკონომიკამ დაიწყო აღდგენის ნიშნების გამოვლინება. ზოგადი განვითარებისა და სტაბილურობის შედეგად, ელექტორატში გამოჩენა დაიწყო ახალმა ჯგუფებმა, ხოლო `საქართველოს მოქალაქეთა კავშირის~ ლიდერებმა მეტი ზეგავლენამოიპოვეს გადაწყვეტილების მიღების პროცესზე.( L.A) მიუხედავად ამისა, პარტიამ ვერ შეასრულა საარჩევნოდ მიცემული დაპირებები, მაგალითად, მილიონი სამუშაო ადგილის შექმნა ან სწრაფი ეკონომიკური ზრდა. თვით `საქართველოს მოქალაქეთა კავშირში~ დაიწყო კონფრონტაცია ახალგაზრდა, უფრო პრაგმატულადმოაზროვნე ლიდერებსა და კონსერვატიულ ფრთას შორის. 1999 წლის კარს მომდგარი არჩევნებისთვის საქართველოს საზოგადოება უკვე კარგად ათვითცნობიერებდა ქვეყნის წინაშე მდგომ პრობლემებს, მათ შორის კორუფციას, ორგანიზებულ დანაშაულს და ეკონომიკური განვითარების ნელ ტემპს. გაიზარდა არასამთავრობო ორგანიზაციების რაოდენობა. ზოგიერთმა მათგანმა შეძლო საერთო ენის გამონახვა `მოქალაქეთა კავშირის~ რეფორმისტთა ჯგუფთან. კერძოდ, პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია მხარს უჭერდა არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებულ კანონმდებლობას. ამ პროცესში გამოჩნდა ბევრი სხვა ახალგაზრდა ლიდერი, მაგალითად, მიხეილ სააკაშვილი, მიხეილ მაჭავარიანი და გია ბარამიძე. ეს იყო მმართველ პოლიტიკურ პარტიასა და უფრო ფართო საზოგადოების ელემენტებს შორის ურთიერთობის დასაწყისი. საპარლამენტო არჩევნების წინა რაუნდისგან განსხვავებით 1999 წლის კამპანია ძირითადად ფოკუსირებული აღმოჩნდა ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე. მართალია, ქართველ ამომრჩევლებს კვლავაც აწუხებდათ ქვეყნის გრძელვადიანი უსაფრთხოება და სტაბილურობა, მათ მთავარ საფიქრალად მაინც ეკონომიკური გაჭირვება რჩებოდა. საქართველოს ეკონომიკა დაზარალდა რუსეთის 1998 წლის ფინანსური კრიზისის შედეგად. მთავრობას არ შეეძლო გადასახადების მოკრება, აქედან გამომდინარე კი ვერ ხერხდებოდა ელექტროენერგიის, წყლის და გაზის მოწოდების გაუმჯობესება, სკოლების თუ გზების შეკეთება. ხშირად არ გაიცემოდა პენსიები რამდენიმე თვის განმავლობაში, ხოლო მთავრობის მაღალჩინოსანი მოხელეების ხელფასი სულ რაღაც 50 აშშ დოლარს შეადგენდა. ეკონომიკური განვითარების და სახელმწიფო მომსახურებების სერიოზულ შემაფერხებელ მიზეზად კვლავაც კორუფცია რჩებოდა. გარდა ამისა, `საქართველოს მოქალაქეთა კავშირს~ გამუდმებით მიჰქონდა შეტევები ასლან აბაშიძესა და მის საქართველოს აღორძინების პარტიაზე. 1999 წლის 4 აგვისტოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემსახელმწიფო დეკრეტით გამოაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდებოდა 1999 წლის 31 ოქტომბერს. კანონი `არჩევნების შესახებ~ შესწორდა არჩევნებამდე. კანონმა შეამცირა საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა და პროპორციული წარმომადგენლობის[/b] სისტემაში ბარიერი 5%-დან 7%-მდე გაზარდა.[/b] 33 პარტია და ბლოკი დარეგისტრირდა საბრძოლველად 225 ადგილისთვის, რომელთაგან 150 ენიჭებოდა პარტიული სიით, ხოლო 75 კანდიდატებისთვის ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქებიდან. `არჩევნების შესახებ~ კანონის მიხედვით ერთმანდატიანი წევრებისთვის განკუთვნილი იყო 85 ადგილი, მაგრამ ამჯერად აფხაზეთისთვის გამოყოფილ 10 ადგილზე არ იყო კონკურსი. ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისმა თავისი 12 ძირითადი თანამშრომელი გამოაგზავნა თბილისში,12 ხანგრძლივად მომუშავე დამკვირვებელი – რეგიონებში და 177 მოკლე ვადით მომუშავე დამკვირვებელი – არჩევნების დღისთვის. დამკვირვებლებმა აღნიშნეს ზოგიერთი დარღვევა, მათ შორის დაშინების და ძალადობის შემთხვევები არჩევნებამდე პერიოდში და არჩევნების დღეს, გამჭვირვალობის ნაკლებობაარჩევნების ადმინისტრაციის საქამიანობაში და შეზღუდვებიგადაადგილებაში, რაც დროდადრო ხელს უშლიდა პოლიტიკურ პარტიებს კამპანიების ჩატარებაში, ხოლო დამკვირვებლებს მათი უფლებების განხორციელებაში. 1999 წლის 14 ნოემბერს განმეორებითი არჩევნები ჩატარდა იმ 24 ოლქში, სადაც ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმათა უმრავლესობა (მოსახლეობის მთლიანი რაოდენობის არა ნაკლებ ერთმა მესამედმა მიიღო მონაწილეობა არჩევნებში). მაჟორიტარ დეპუტატთა არჩევნები განმეორდა რამდენიმე რაიონში, სადაც არჩევნების პირველი რაუნდი გაუქმდა დარღვევების, მათ შორის ოქმების დაწვის გამო. არჩევნებში მონაწილე 33 პარტიიდან მხოლოდ სამი იქნა წარმოდგენილი პარლამენტში. `საქართველოს მოქალაქეთა კავშირმა~ გაინაღდა ადგილების უმეტესობა, მეორე ადგილზე აღმოჩნდა ბლოკი `აღორძინება~. ბლოკმა `მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს~ ასევე გადააბიჯა ზღვარს. რაც ყველაზე საკვირველია, 7%-იანი ზღვარი ვერ გადალახა ლეიბორისტულმა პარტიამ. მხოლოდ სამმა პარტიამ შეძლო 7%-იანი ზღვრის გადალახვა; ერთმა დამატებითმა პარტიამ დაიკავა ადგილები პარლამენტში, ვინაიდან მისმა მაჟორიტარმა კანდიდატებმა მოიგეს მანდატები. აღნიშნული ოთხი პარტიაა `საქართველოს მოქალაქეთა კავშირი~, `საქართველოს აღორძინება~, `მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს~ და ლეიბორისტული პარტია. წამყვანი პოზიციის შენარჩუნების მიზნით `მოქალაქეთა კავშირმა~ სახე შეიცვალა. მან პარტიის სიაში 49 ახალი პირი შეიყვანა, რომელთაგან ბევრი იყო ახალგაზრდა საზღვარგარეთ მიღებული განათლებით. ამ არჩევნებში `საქართველოს მოქალაქეთა კავშირის~ სლოგანი `სტაბილურობიდან კეთილდღობისკენ~გამოხატავდა პარტიის ყურადღების გადანაცვლებას უსაფრთხოებიდან ეკონომიკური და სოციალური საკითხებისკენ. `საქართველოს მოქალაქეთა კავშირი~ აღნიშნავდა, რომ მის გეგმაში შედიოდა გადასახადების ამოღების გაუმჯობესება პენსიების გადახდის მიზნით. 1999 წლის საპარლამენტო არჩევნები – საბოლოო შედეგები, ადგილების განაწილება პოლიტიკური პარტია პროპორციული მაჟორიტარული სულ `საქ. მოქ. კავშირი~ 85 47 132 `ბლოკი საქართველოს აღორძინება~ 51 7 58 ` ბლოკი მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს~ 14 1 15 ლეიბორისტული პარტია 0 2 2 აფხაზეთის პარლამენტის წევრები - 12 12 დამოუკიდებლები - 16 16 წყარო: დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის საბოლოო დასკვნა – 1999 წლის საპარლამენტო არჩევნები `საქართველოს აღორძინება~ წარმოადგენდა საარჩევნო ბლოკს, რომელიც ჩამოყალიბდა 1999 წლის დასაწყისში აჭარის დედაქალაქში, ბათუმში ხელმოწერილი ხელშეკრულების საფუძველზე. ქვეყნის ეს რეგიონი იმ დროს ასლან აბაშიძის მმართველობის ქვეშ იმყოფებოდა. ჯგუფი `ბათუმის ალიანსი~, როგორც მას მაშინ მოიხსენიებდნენ, შედგებოდა სხვადასხვა ელემენტისგან, მათ შორის აბაშიძის `აღორძინების~ პარტიისგან, საქართველოს სოციალისტთა პარტიისგან, საქართველოს ტრადიციონალისტთა კავშირისგან, მასში ასევე შედიოდნენ კომუნისტური პარტიის ყოფილი ლიდერის ჯუმბერ პატიაშვილის და ყოფილი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერები. მთავარ ამოცანას წარმოადგენდა საბაზისო ძალის შექმნა აჭარაში – გაყალბებული არჩევნების დახმარებით – და იქიდან მხარდაჭერის მოპოვება ქვეყნის დანარჩენ ნაწილებში შევარდნაძის სმკ-ის დასამარცხებლად. პარტია `მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს~ შეიქმნა 1999 წელს გიორგი თოფაძის, საქართველოს ახალი პოლიტიკური სახის, მიერ. იგი იყო კარგად ცნობილი ბიზნესმენი და ლუდსახარშის `ყაზბეგი/კასტელი~ მფლობელი. რამდენიმე წლის განმავლობაში თოფაძე მონაწილეობდა, როგორც თვითონ მიაჩნდა, უსამართლო საგადასახადო კანონმდებლობის წინააღმდეგ მაღალი რანგის სახელმწიფო ბრძოლებში. მას სწამდა, რომ ქართულ ბიზნესს უნდა ჰქონოდა საგადასახადო შეღავათები და იმპორტისგან დაცვა ქვეყანაში სტაბილური ეკონომიკის ჩამოყალიბებამდე. აქედან გამომდინარე, თოფაძემ შექმნა საკუთარი მოძრაობა და სხვა ქართველ ბიზნესმენებს შემოერთებისკენ მოუწოდა. სხვათა შორის, პარტიამ შემოიერთა ულტრანაციონალისტური პარტია `საქართველო უპირველეს ყოვლისა~, რომელსაც სათავეში გურამ შარაძე ედგა. თოფაძის გადაწყვეტილებამ გურამ შარაძესთან გაერთიანების შესახებ დიდი დაძაბულობა გამოიწვია პარტიის წევრებს შორის, რომლებიც პარტიიდან გასვლით იმუქრებოდნენ. ამ დროს თოფაძემ შარაძე გამოიყენა ნაციონალისტური ხმების შემოსამატებლად, რამაც, საბოლოოდ, შეაძლებინა მას 7%- იანი ზღვრის გადალახვა. ისევე, როგორც 1995 წლის არჩევნებში, ლეიბორისტულმა პარტიამ ვერ გადალახა ბარიერი, მაგრამ მაინც მოიპოვა მაჟორიტართა მანდატები პარლამენტში. 1999 წლის არჩევნებამდე ლეიბორისტული პარტია განიხილავდა პარტია `აღორძინებასთან~ კოალიციის შექმნის შესაძლებლობას მომავალ არჩევნებში მონაწილეობისთვის, მაგრამ ბოლოს ლეიბორისტებმა გადაწყვიტეს, მარტო მიეღოთ მონაწილეობა არჩევნებში. პარტიის კამპანია ეფუძნებოდა პოპულისტურ თემებს და ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ სისტემაზე გადასვლას, ხელფასებისა დაპენსიების გადახდას და ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენას. კრიტიკოსების აზრით, ლეიბორისტულ პარტიას არ ჰქონდა პარტიის დაპირებების შესრულებისთვის საჭირო რაიმე გეგმა, მაგრამ მათი გამოსვლები მაინც იზიდავდა მოსახლეობის ნაწილს.პარლამენტში აღარ იყვნენ ირაკლი წერეთელი და მისი ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია, რომელიც საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ავანგარდში იდგა და ხმამაღალ ოპონირებას უწევდა როგორც გამსახურდიას, ისე შევარდნაძეს. გაერთიანებულმა რესპუბლიკელებმა, ლიბერალებისა და რეფორმატორებისგან შემდგარმა კოალიციურმა პარტიამ, რომელსაც დიდი გავლენა ჰქონდა კანონმდებლობის ჩამოყალიბებისას ძველ პარლამენტში, ახალ პარლამენტში ადგილები ვერ მოიპოვა. ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სესია 1999 წლის 20 ნოემბერს გაიმართა და `საქართველოს მოქალაქეთა კავშირის~ წევრი, ზურაბ ჟვანია, კვლავ იქნა არჩეული სპიკერად. ამის შემდეგ შევარდნაძეს ელოდა საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც, კონსტიტუციის თანახმად, ხუთ წელიწადში ერთხელ უნდა ჩატარებულიყო. ეს არჩევნები 2000 წლის 9 აპრილს გაიმართა.
  3. მედიაში გამოქვეყნებული ცნობებით თითქოს მკაცრდება სარჩელის შეტანის პირობები. გაქვთ თუ არა რაიმე ინფორმაცია და როგორ აისახება ეს ე.წ "ქართულ საქმეებზე "?
  4. კარგია რომ აქ გახსენი
  5. ]მშვიდობაა,მშვიდობა
  6. ნუგზარ წიკლაურის განცხადებით: ანუ თურმე სახელმწიფო არ ერევა საკაბელოების საქმიანობაში და ისინი საკუთარ პოლიტიკას დამოუკიდებლად აწარმოებენ კი იცით, მაგრა მაინც გადახედეთ "კავკასუს ონლაინისა" და "სილქ თივის" პაკეტებს გაიხსენეთ ერორების ერთობლივი ულტიმატუმი გლობალ ტივისთან დამოკიდებულებაში და დასკვნები თვითონ გააკეთეთ
  7. აია ეხმაურება 2012 წლის 26 ივნისს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთში და ქარელის მუნიციპალიტეტში მომხდარ ინციდენტებს და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია პოლიტიკური შეუწყნარებლობის ნიადაგზე წარმოშობილი ძალადობის პრევენციასთან დაკავშირებით პოლიციის მხრიდან პასიურობა და, ასევე, საჯარო სამსახურის პოლიტიზაცია. მერეთში შეკრებილი ადამიანების ერთი ჯგუფი აშკარა უკმაყოფილებას გამოხატავდა სოფელში ამომრჩევლებთან შესახვედრად ჩასული კოალიცია ,,ქართული ოცნების” ლიდერების ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ალასანიას მიმართ. ბოლოს, მოქალაქეებს შორის უთანხმოება ხელჩართულ ჩხუბსა და ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაიზარდა, რის შედეგადაც ჯანმრთელობის დაზიანება მიიღეს შემთხვევის ადგილზე მყოფმა პირებმა. ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოხდა საზღვრისპირა სოფლის გასწვრივ, სადაც მუდმივად პატრულირებენ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები, თუმცა პოლიციას არ გაუტარებია არავითარი ღონისძიება ძალადობის თავიდან ასაცილებლად. საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლით გარანტირებულია მშვიდობიანი შეკრების უფლება. სახელმწიფოს აკისრია პოზიტიური ვალდებულება, დაიცვას შეკრების თავისუფლება. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ექიმები სიცოცხლისათვის ავსტრიის წინააღმდეგ“ მიღებულ გადაწყვეტილებაში განაცხადა: შეკრების მონაწილეებს უნდა ჰქონდეთ მათი შეხედულებების ღიად გამოხატვის შესაძლებლობა ოპონენტების მხრიდან ფიზიკური თავდასხმის შიშის გარეშე. სახელმწიფო არა მხოლოდ მაშინ არღვევს ადამიანის შეკრების უფლებას, როდესაც უშუალოდ ხელს უშლის დემონსტრაციის ჩატარებას, არამედ მაშინაც, როდესაც დემონსტრანტებსა და სხვა კერძო პირებს შორის ფიზიკური დაპირისპირების დროს ინარჩუნებს პასიურ პოზიციას და არაფერს აკეთებს იმ ძალადობის პრევენციისათვის, რაც შეუძლებელს ხდის მშვიდობიანი შეკრების ჩატარებას. მოცემულ შემთხვევაში, პოლიციამ დაარღვია პოზიტიური ვალდებულება იმით, რომ არ ჩადგა დაპირისპირებულ მხარეთა შორის და დაუშვა მათ შორის ფიზიკური შეხება. ასევე ყურადღებას იმსახურებს სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა. პოლიციამ დააკავა ოთხი პიროვნება: ლაშა ჭიღლაძე, ალექსანდრე ოდიშვილი, ალექსანდრე კიკოლაშვილი და დავით ბზიშვილი. მათ მიმართ შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. საიას ადვოკატები გორის რაიონულ სასამართლოში იცავდნენ ალექსანდრე კიკოლაშვილისა და დავით ბზიშვილის ინტერესებს. სასამართლოში ვიდეომასალის სახით წარდგენილი მტკიცებულებიდან ირკვევა, რომ დავით ბზიშვილი არათუ ჩართული არ არის ძალადობის აქტებში, არამედ მას, წაქცეულ მდგომარეობაში მყოფს, თავდამსხმელები აყენებენ ფიზიკურ შეურაცხყოფას. მოწმეთა ნაწილს, რომლებმაც ჩვენება მისცეს საიას ადვოკატების დაცვის ქვეშ მყოფი პირების წინააღმდეგ, არ ჰქონდათ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და, შესაბამისად, ვერ დგინდებოდა მათი ვინაობა და საქმესთან კავშირი. ამის მიუხედავად, გორის რაიონულმა სასამართლომ დავით ბზიშვილს და ალექსანდრე კიკოლაშვილს 10 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. საია განსაკუთრებით შეშფოთებულია აღნიშნულ კონტრდემონსტრაციაში საჯარო მოხელეების მონაწილეობით და მათი ქცევით. საინფორმაციო პორტალ qartli.ge-ს ინფორმაციით, კონტრდემონსტრაციაში მონაწილეობა მიიღო ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა ვასილ თევდორაშვილმა, ასევე გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური სამსახურის სპეციალისტმა ლევან ბიძინაშვილმა. ტელეკომპანია მე-9 არხის ინფორმაციით, სამაშველო სამსახურის უფროსმა და რიგითმა თანამშრომელმა. საჯარო მოხელეებმა უცენზურო გამონათქვამებით ასევე ჩაშალეს იმავე დღეს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში კოალიცია ,,ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილ სხვა აქტივობაც. საინფორმაციო სააგენტო ,,info-9”-ს ინფორმაციით, დირბში ქართული ოცნების წინააღმდეგ გამართულ შეკრებაში უშუალოდ მონაწილეობდა აღნიშნული სოფლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ჰამლეტ დავრაშელიძე, ასევე ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის სხვა თანამშრომლები. დაფიქსირდა მათი მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფის და ჟურნალისტების მიმართ ძალის გამოყენების იზოლირებული შემთხვევები. მართალია, საჯარო მოხელეს არ ეკრძალება არც პოლიტიკური პარტიის წევრობა და არც საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების საჯაროდ გამოხატვა, თუმცა აღნიშნული ქმედებები სრულ შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებთან. აღნიშნული კანონის მე-13 მუხლის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო სამსახურს გააჩნია უპარტიო ხასიათი. ამავე კანონის 61-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო მოსამახურეს არ აქვს უფლება, თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა გამოიყენოს პარტიული საქმიანობისათვის. როგორც დირბის, ისე მერეთის ინციდენტს ადგილი ჰქონდა მაშინ, როცა საჯარო მოსამსახურეები დაკავებული უნდა ყოფილიყვნენ საკუთარი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებით. საჯარო სამსახურის არაპარტიული ხასიათიდან გამომდინარე, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, საჯარო მოსამსახურეებს მართებთ, თავი შეიკავონ პოლიტიკური სიმპათიებისა და ანტიპათიების გამოხატვისაგან და, მით უმეტეს, სიტყვიერი და ფიზიკური იძულების გამოყენების გზით პოლიტიკოსის ამომრჩეველთან შეხვედრისათვის ხელის შეშლისაგან. დირბის და მერეთის ინციდენტის მონაწილე საჯარო მოხელეთა ქმედებები შეიცავს დისციპლინური გადაცდომის ნიშნებს, რის გამოც უფლებამოსილი პირები ვალდებულნი არიან, იმსჯელონ მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებაზე. მოვუწოდებთ, გორის და ქარელის მუნიციპალიტეტების გამგებლებს, უზრუნველყონ შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვა და ამ პრინციპის დამრღვევი პირების მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენება. პოლიტიკური პროცესის ყველა მონაწილემ უარი თქვას ძალადობაზე. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს, პოლიტიკური პარტიების ამომრჩევლებთან მშვიდობიან და უსაფრთხო ვითარებაში წარმართვა და ძალადობის აქტებზე დროული რეაგირება. საჭიროების შემთხვევაში, შსს-მ უზრუნველყოს იმ პოლიციელთა პასუხისგებაში მიცემა, რომლებიც არ ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას, აღკვეთოს ძალადობა.
  8. ჩემი მეგობარი კობა ჩოფლიანი დიდი ხანია მიწვევს თურქეთში ქართული ტაძრების მოსანახულებლად. ხან სიზარმაცე, ხან საქმეები და ჯერჯერობით ვერ მოვახერხე იქ სტუმრობა. კობა კი შთაბეჭდილებებით ჩემოვიდა. გთავაზობთ მის გადაღებულ რამდენიმე სურათს, რომელიც ვოლიდან მოვპარე არტანუჯი ბანა ხახული ][/b] ოთხთა ნაქალაქევი ოშკი იშხანი დოლისყანა რა გითხრათ? ამ ძეგლების შემხედვარე სიამაყე სულაც არ მეუფლება. უფრო მადლობა ისტორიისადმი,რომ ჩვენი წინამორბედი ქართველების კვალი მთლიანად არ გაქრა. თითოეული ძეგლი შველას ითხოვს. სასულიერო და საერო პირები ვალდებულნი არიან ამბიციები გადადონ და როგორც ყველა ნორმალურ ქვეყანაში გაარჩიონ მთავარი მეორეხარისხოვანისაგან. ვრცელ ჩანაწერს თითოეულ მათგანზე მოგვიანებით შემოგთავაზებთ.ახლა მხოლოდ სურათები
  9. http://planeta.ge/blogs/entry/15-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9D-%E1%83%A3%E1%83%A4%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%95%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%97-%E1%83%A1%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%90-%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9C/
  10. გამოხმაურების ფანჯარაში არის ოფცია "ჩემი მედია" იქიდან შეიძლება ჩანაწერის დალინკვა http://planeta.ge/blog/24/entry-100-კანუდოსელები-მაინც-კარგად-იბრძ/
  11. კარგი ნაწერია
  12. http://planeta.ge/blogs/entry/94-%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/ ქართული ბლოგების სრული სია აქ დაამატეთ , თუ გამოგვრჩა
  13. ,,ლეიბორისტული პარტია“ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადებისკენ მოუწოდებს. წინააღმდეგ შემთხვევაში არჩევნების შედეგებზე ,,შრომის“ პარტიის ლიდერი მთელ პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს აკისრებს. ,,გამოსავალი არის ის, რომ არჩევნებს ბოიკოტი გამოვუცხადოთ. თუ ბოიკოტს არ გამოვაცხადებთ, ივანიშვილი და მისი პარტია, არჩევნების მეორე დღეს, როდესაც მოგვადგებიან და გვეტყვიან, გამოდით მიტინგზეო, თქვენი გაზეთის საშუალებით ვპირდები, რომ კიბიდან დავაგორებ...დღევანდელ პოლიტიკურ პროცესს ქვია უმაღლესი მმართველი ელიტის თავგანწირული მცდელობა გადაირჩინოს საკუთარი ქონება, ძალაუფლება და სტატუსი რამენაირი ფორმით_ ეს იქნება ხელისუფლების ჩანაცვლება, თუ მმართველი სეგმენტის რამდენიმე ნაწილად დაყოფა_ ,,ქართულ ოცნებად“, ,,ნაციონალურ მოძრაობად“ და კიდევ სხვა სეგმენტებად. სააკაშვილისთვის მთავარია, ხელისუფლებაში არ მოვიდეს ხალხის ძალა და არ შეიზღუდოს მათი პოლიტიკური, თუ ფინანსური ინტერესები. ასეთივე პროცესი იყო ,,მოქალაქეთა კავშირის“ დაშლისა და ,,ვარდების რევოლუციის“ წინა პერიოდში. ,,მოქალაქეთა კავშირი“ ვითომ დაიშალა , არადა, სინამდვილეში, სააკაშვილმა, ბურჯანაძემ და ჟვანიამ დაირქვეს სხვა სახელები. ახლაც იგივე პროცესია_ქვიშის საათს გადმოაბრუნებ და ისევ უკან ჩამოვა. სხვა არანაირი ახალი ძალა არ ემატება“. ნათელაშვილის თქმით, ივანიშვილი და ალასანია ამერიკის კადრებია ,,მაგრამ უჭერენ მხარს არა როგორც ხელისუფალს, არამედ როგორც ოპოზიციას. მათ უნდათ, რომ ხელისუფლებაც იყოს პროამერიკული და ოპოზიციაც, რომ ვინმე არ გაეპაროთ. მათ სურთ გალავნად შემოარტყან სააკაშვილის რეჟიმს. პარლამენტში ალასანია და სააკაშვილის პარტია რომ ერთად იქნებიან, ეს ხომ ფაქტია. მათ ვერ დავაცილებთ, ისევე როგორც ,,რესპუბლიკელებს“. ნათელაშვილი თვლის, რომ არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადება ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნება ,,ბოიკოტი რომ გამოცხადდება, არჩევნები ჩაიშლება, ხელისუფლებაც დაზარალდება და იძულებული გახდება, საარჩევნო გარემო გააუმჯობესოს“. "რეზონანსი" №166(7098)
  14. აქაა არასრული ჩამონათვალი ბლოგებისა, რომელსაც ნეტში წავაწყდი. თუ თქვენი ბლოგი ნუსხაში არაა, არ იფიქროთ ცუდი, უბრალოდ გაამომრჩა. თუ სურვილი გექნებათ აუცილებლად ჩავამატებ+ ცალკე დავუმატებ ცნობადი სახეების ბლოგებს.რამდენიმე უკვეა სიაში ბლოგერთა სახლი(განათლების სამინისტროს პროექტი) http://www.blogger.ge/ ფეისბუქის დახურული ჯგუფი https://www.facebook...08390449226783/ ტოპ პოსტები http://ka.wordpress.com/ პორტალები,საიტები ბლოგებით: უცნაური ბლოგი http://ucnauri.com/ ილიაუნის პროექტი. ვიდეო და ტექსტური ბლოგები: http://azrebi.ge/ european.ge http://european.ge/ ტაბულა ჯი http://www.tabula.ge/ ტაბულას ავტორები: http://www.tabula.ge/authors მწვანე ანუ მკითხველის ზონა http://www.tabula.ge/blog ლიბერალი: http://liberali.ge/blog/ სახალხო-პატრიოტული მოძრაობა http://www.patriots.ge/ http://tribuna.ge პროექტი „ მასწავლებელი ჯი“ http://mastsavlebeli...on=page&p_id=12 ნეტგაზეთი http://blogs.netgazeti.ge/ PRSchool http://prschool.wordpress.com/ ბლოგერები: თენგიზ ვერულავა http://burusi.wordpress.com/ ანდრო ბარნოვი http://barnovi.blogspot.com/ მარიამ ტალახაძე http://sweet.ge/ დოდკა ხარხელი http://dodka.ge/ ქართველი http://cartveli.blogspot.com/ VADER LORD http://​www.stylishblog.net http://​myvuvuzela.wordpress.​com http://​planetkorriban.wordpr​ess.com http://​www.mypraha.info ჟოაო(ირაკლი მარგველაშვილი) http://joaoscorner.blogspot.com/ ლექსო ლეკიაშვილი http://lekspert.blogspot.com/ სალომე ბარკერი(მანქი) http://mymoone.wordpress.com/ ყვავა http://bigcrow.ge/ საბუნია http://fazanda.wordpress.com/ გიორგი კიკონიშვილი http://solitme.wordpress.com/ ნოჩურა http://nochura.wordpress.com/ დათო შუბლაძე http://georgicus.wordpress.com/ ერმონია http://anarekly.blogspot.com/ ხვიჩა მებონია http://mebonia.com ირაკლი ქილიპა http://qilipa.wordpress.com/ თემუჩინი www.temuchinn.com კატარინა http://kathrineluv.blogspot.com/ ვასასი http://www.vasassi.com/ ანინა http://aninaland.wordpress.com/ ნინო ჭელიძე http://ireporter.ge გოჩა გაბოძე http://gabo.ge/ Sh@ko http://martlashoko.blogspot.com/ NIKUSHA MARX http://www.witeli.blogspot.com/ ანი ჭანკოტაძე http://chankotadze.wordpress.com/ ანინა http://aninaland.wordpress.com/ ზურიუსი http://zurriuss.ge/ მოლი ბლუმი http://mollybloomsday.com/ ზინა http://menaki.wordpress.com/ რეზო ბარამიძე http://ethnorevaz.wordpress.com/ დავით ჟორჟოლიანი http://davidiani.wordpress.com/ ბექა კირია http://beka.kiria.ge ადო http://adolis.wordpress.com/ ლიტერატორი http://litterator.wordpress.com/ ლინგვისტუსი http://linguistuss.com/ პიკოლინა http://piccolina.ge/ სოსო გალუმაშვილი http://4p.com.ge/ ბექა მჭედლიშვილი (BEXX) გიორგი ბენაშვილი http://newstime.ge/ http://giorgibenashvili.wordpress.com/ არეული -თამუნა მანთიძე გასტო -გიორგი მანთიძე ანია – ანი ვაშალომიძე http://areuli.wordpress.com/ GWNPRESS http://gwnpress.wordpress.com/ არაადეკვატური ბლოგი http://spamwriters.wordpress.com/ ეკოფაქტი http://ekofact.com/ რაღაცნაირი ბლოგი. http://tiny.ge dv0rsky http://dgiuri.com/ ბექა ადამაშვილი http://doin.ge/ ლანდიში http://landish.ge/ GEOPRESS http://presgeo.wordpress.com ირაკლი მარტაშვილი http://www.samecniero.net მოხეტიალე http://mokhetiale.wordpress.com/ კატიე http://katiee.ge/ Levan Svimonishvili http://blawg.ge/ ლაშარელა http://lasharela.com/ დათო ლობჟანიძე http://lobzhanidze.wordpress.com/ ალექსანდრე ვაშაკიძე http://civiseli.wordpress.com/ შალვა http://shalva.wordpress.com/ ლიბიკა სილვესტრის http://lybicasilvestris.me/ იბერიელი http://iberieli.wordpress.com/ ფსიქოპათი http://ourlifegoeson.wordpress.com/ გეტო379 http://kasecurity.wordpress.com/ კროსკი http://orkutxa.wordpress.com/ ცხინვალი http://ckhinvali.wordpress.com/ თიკუნა http://mymylife.wordpress.com/ მიმი ბოგვერაძე http://permweri.wordpress.com/ სოფო http://qameleoni.com/ პოეზია http://poezia.in/ კულინარული ბლოგი http://ratatui.me/ კობეს სახლი http://kobessaxli.weebly.com/ ნიკა შარაბიძე http://strangenick.wordpress.com/ http://vichoraot.wordpress.com/ ანტიმადრიდისტული ბლოგი http://geoantimadrid....wordpress.com/ ბარსელონისიმო http://barcelonismo.wordpress.com აპრიორი http://eventapriori.wordpress.com ნატა გულიაშვილი http://natiagulisashvili.wordpress.com მოლიტერატურო http://depressedfelis.wordpress.com კოტე http://konspace.wordpress.com გლამ http://glamourblond.wordpress.com დავით ბირმანი http://david.ge თეა მორჩილაძე http://taa.ge/ ნაცი http://asanotes.wordpress.com/ ადო http://adolis.wordpress.com გიორგი არიშვილი http://geoaria.wordpress.com/ ყველაფერი კინემატოგრაფიაზე http://www.kinosamyaro.com/ ჩორვენი www.busuna.ge ქეით ლუქარდი http://kate9alukard.wordpress.com/ ეგოისტი http://egoisti.ge მარიმგა http://marimga.wordpress.com/ სალომე http://pleasantt.wordpress.com/ რუსულენოვნები - Темур БЛЮМГАРДТ blumgardt - Гиорги ДЖАХАЯ blumgardt cyxymu - Гела ВАСАДЗЕ blumgardt gelavasadze - Тина МЖАВАНАДЗЕ blumgardtmerienn - Зураб СВАНАДЗЕ blumgardt fautravel - Анна БОКЛОМИ blumgardt boklomy - Мария ЭКСЕР blumgardt ekser - Гиорги ШЕНГЕЛИЯ blumgardt gruzinec - Звиад МЧЕДЛИШВИЛИ zviad_mch - Гиорги ЦИКЛАУРИ blumgardt geostringer - Александр ИМЕДАШВИЛИ wildog - Темур КИГУРАДЗЕ springator - Наталья САНАДЗЕ natakxa - Ираклий БЕРУЛАВА berg_man პროექტებთან დაკავშირებული ბერდია ნაცვლიშვილი http://prhypermarket.blogspot.com/ ბლოგი PR http://prhypermarket...-embed-src.html ჯეოელექშენი http://geoelection.ge/ მე ვრეაგირებ http://ireact.ge/ ავტორები: http://ireact.ge/?page_id=33
  15. დერჟავისტული ვიდეოა,მაგრამ ლებედი არაერთგვაროვანი ფიგურა იყო
  16. როგორი იქნება "სახალხო კრებისა" და "ქართული ოცნების" ურთიერთობა. გვესაუბრება ლუკა კურტანიძე http://youtu.be/aO3olOchuxg http://youtu.be/0pjxb3pHzyc
×
×
  • შექმენი...