Jump to content
Planeta.Ge

სკირონი

პლანეტელი
  • პოსტები

    4
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ინფორმაცია სკირონი

  • დაბადების დღე 05/13/1972

Profile Information

  • Gender
    Male

სკირონი'ის მიღწევები

Newbie

Newbie (1/14)

  1. მამა ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანია, სიბერე რომ დაეტყობათ და მაშინ ხვდები – რახან მასთან მივიდა, ყველასთან მოვა. ხშირად იტყოდა ხოლმე, ჩემს თავზე დოლაბი არ დატრიალებულა, თორემ რა არ გადამხდენიაო და არ აჭარბებდა.მე-8 კლასიდან მე-9 კამერაში უკრეს თავი და იქ მოუწია თავის დამკვიდრება, სადაც ეს განსაკუთრებულ ნებისყოფას და სულიერ სიძლიერეს მოითხოვს. მისი წარსულის ამ მონაკვეთით არც თვითონ ამაყობდა და არც მე ვამაყობ, მაგრამ 18 წლის გახდა ე.წ. კანონიერი ქურდი და ეს წოდება, ამ წოდების თანმდევი ყველა პრივილეგიით, სიძნელეებით და მის წინააღმდეგ ათასნაირი ხრიკებით დაგებული ხაფანგებით 10 წელიწადს ატარა. როცა მამას ცხოვრება შევისწავლე, პირველი, რაშიც მინდოდა მიმებაძა მისთვის, ცხოვრების წესი კი არა, პრინციპი იყო: სადაც ხარ, პირველი უნდა იყო ან პირველობას ცდილობდე მაინც. მამის ხასიათის ყველაზე საინტერესო დეტალი ჯერ კიდევ ბავშვობაში აღმოვაჩინე. მისი წარსულის შესახებ თითქმის არაფერი, ან მხოლოდ ის ვიცოდი, რასაც სხვები, უფროსები, გაკვრით მიყვებოდნენ. თანაც, ვგრძნობდი, რომ როცა “დაზმიროვიჩს” მეძახდნენ(მამაჩემის სახელი ცალკე თემაა – 1940 წელს დაიბადა და მოსალოდნელი ომის საშიშროებიდან გამომდინარე დაზმირი, ანუ, “და ზდრავსტვუეტ მირ” დაარქვეს, თუმცა, ბებიაჩემისა და ბაბუაჩემის ამ მშვიდობიანმა მსხვერპლთშეწირვამ შედეგი ვერ გამოიღო), ამ მიმართვაში მოკრძალებასაც დებდნენ, რომელიც უფრო მამაჩემისკენ იყო მიმართული, ვიდრე ჩემსკენ. შვილებს(და და ძმა მყავს) წარსულზე არაფერს გვიყვებოდა:არა იმიტომ, რომ რამის გახსენება არ უნდოდა, უბრალოდ, არ სიამოვნებდა შვილებთან იმაზე საუბარი, რა მაგარი ვინმე იყო. პირადად მე მისი სახელოვანი(ჩემთვის ბრჭყალების გარეშეა) წარსულის შესახებ სრულიად შემთხვევით გავიგე: მაისის ცხელი დღე იდგა. კლასელმა ბიჭებმა სკოლიდან მდინარეზე გაპარვა გადავწყვიტეთ. გზად კონსერვი და ლავაში ვიყიდეთ და როცა ნაბანავები, მოშიებულები შევექცეოდით, თავს ერთი, საშუალო ასაკს გადაცილებული მამაკაცი წამოგვადგა. წამოგვადგა რა – გზად მიდიოდა და ბევრი ბავშვი ერთად რომ დაინახა, გადმოუხვია. მაშინ ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო უფროსებისადმი პატივისცემის გრძნობა და ცოტა დავფეთდით – სკოლის მოსწავლეობა გახდილ ფორმებზე გვეტყობოდა, სკოლის საათები იყო და ჩვენი მთავარი მამხილებელი – მაჯის საათი “ორიენტი” კაცს ზედ მარცხენა მაჯაზე ეკეთა. მაგრამ კაცს ხმაში დიდაქტიკური მოტივები არ გაურევია, ხელით გვანიშნა, ჭამა გააგრძელეთო და მერე ვინაობა გამოგვკითხა, ოღონდ ისე, ბავშვებს რომ გამოკითხავენ – ვისი ბიჭი ხარო. როცა ჯერი ჩემზე მიდგა, გვარი დავასახალე და კაცმა მკითხა, დაზი რა არის შენიო(მამას შემოკლებით ასე ეძახიან). მამა გახლავთ-მეთქი, როცა მივუგე, ცოტა ხანს მიყურა, მერე მოვიდა, შუბლზე მაკოცა და ზუსტად ასე მითხრა: “მამაშენი მაგარი კაცია. როცა ქურდობაზე უარი თქვა და კომბინატში დაიწყო მუშაობა, ზუგდიდში “ვსესაიუზნი” ქურდები ჩამოვიდნენ და კომბინატის შესასვლელთან მამაშენის სადღეგრძელო “21″-ის კაპოტზე დალიეს”. – მერე დაგვემშვიდობა და წავიდა. კარგად მახსოვს კლასელი ბიჭების პირდაფჩენილი სიფათები და ჩემი არანაკლებ გამოყეყეჩებული გამომეტყველება. ჩემი თაობის ადამიანები, განსაკუთრებით მამაკაცები, მიხვდებიან, რას ნიშნავდა მე-7 კლასელი ბიჭებისთვის იმის აღმოჩენა, რომ თურმე კლასში კანონიერი ქურდის შვილი ჰყოლიათ და თანაც, კარგი ამხანაგი, მაგრამ ფრიადოსანი. მათი დაღებული პირებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, ჩემი რეაქცია მახსოვს – ვიფიქრე, მე რატომ არ ვიცოდი-მეთქი და შესაბამისი კითხვა, მდინარეზე გაპარვის ფაქტის დამალვით, საღამოს მამას დავუსვი. როცა ცოტა გაბრაზდა იმ კაცზე, რატომ გითხრაო, – საბოლოოდ მივხვდი იმას, რასაც მანამდე ვგრძნობდი – უცნაური და განსხვავებული ადამიანი იყო(არის კიდეც) – იმით, რითაც იმ დროს ყველა იამაყებდა, არ ამაყობდა და შვილებსაც უმალავდა. ვერ ვიტყვი, რომ წარსულს ნანობდა, ან რცხვენოდა, უბრალოდ, არ უნდოდა შვილებისთვის ამ მხრივ ყოფილიყო სამაგალითო და სულ სხვა ღირებულებებს გვინერგავდა. მისგან ბევრი რამ ვისწავლე: წიგნების სიყვარული, სუსტის არდაჩაგვრა, შინაგანი ტაქტი(მაგალითად, არასოდეს არ დაგვიძახებდა ბავშვებს მისახმარებლად, თუკი ვთამაშობდით), დაჩაგვრის მცდელობაზე ღირსეული პასუხის გაცემაც მისგან ვისწავლე და მიტევების უნარიც მისი შევითვისე, განსაკუთრებით კი შვილებთან ურთიერთობაში ვბაძავ, მცირე, თანამედროვეობისთვის შესაფერისი კორექტივებით. მოკლედ, შეიძლება,ნებისმიერი ღირსეული მამისგან არაფრით იყო განსხვავებული, მაგრამ უდიდესი ცხოვრებისეული გამოცდილება ჰქონდა მიღებული და ადამიანების შეცნობის უდიდესი უნარი, რაც მისი წარსულის დამსახურება იყო. მამის დასახასიათებლად გამოსადეგი, ბავშვობის უამრავი ეპიზოდიდან ერთს გავიხსენებ: მეათე კლასში ვიყავი, როცა ეროვნული მოძრაობა ახალი აღზევებული იყო. სკოლაში გამოუსწორებელ რადიკალად მივაჩნდით მასწავლებლებს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსულის მასწავლებელს საკონტროლო რვეულის შუაფურცელზე დიდი ასოებით დავუწერე რუსული ასოებით, მართლწერის უგულებელყოფით და ბოღმიანად: “დალოი რუსსკაია იმპერია” და ბოლოში სამი დიდი ძახილის ნიშანი დავსვი, მერე კი მთელი კლასი მიტინგზე წავიყვანე. ატყდა ამბავი და დაიბარეს მშობელი. მამა წავიდა, კრიტიკულ სიტუაციებში სულ ის მიდიოდა ხოლმე. მახსოვს, როგორ ველოდი მის დაბრუნებას, დედაჩემის შეგონებების(“აი, მოვა და გიჩვენებს სეირს!”) თანხლებით. მამა კომუნისტური პარტიის წევრი არასოდეს ყოფილა, რიგითი სპეციალისტი იყო ქაღალდის კომბინატში, მაგრამ მაშინ არ ვიცოდი, რომ ქურდებსაც, თუნდაც ყოფილებს, დიდად არ ეხატებოდათ საბჭოთა წყობა გულზე. მამა მალე დაბრუნდა. ერთი ჩვევა ჰქონდა: საკუთარ განწყობილებას ღიღინით გამოხატავდა, საღიღინო სიმღერის მელოდიას რომ ერთი სიმღერიდან აიღებდა, სხვა ლექსიდან ინტერპრეტირებულ ან ზუსტ ტექსტს “ისესხებდა” და ღიღინებდა ხოლმე საშუალო ხმაზე – დამუღამებული მქონდა, ამით მის იმდროინდელ განწყობილებასა და დამოკიდებულებას ვხვდებოდი. სკოლიდან დაბრუნებულს ჩემთვის სიტყვა არ უთქვამს, გამოიცვალა და ღიღინი დაიწყო. მეც მაშინვე ტექსტს მივუგდე ყური და შვებით ამოვისუნთქე. აი, რას ღიღინებდა: “ერთი შვილ მაინც გავზარდეეე, რუსებთან მეომარიააა, ჰეეეე!..” – ოღონდ, პერსონალურად არ შევუქივარ. არც შენიშვნა მოუცია. ზემოთ ვთქვი, ათი წელი კანონიერი ქურდი იყო-მეთქი. ამ ხნის განმავლობაში “რამკაში” ყოფნა იმ დროს ადვილი არ იყო, ქურდებს პარტყაპურტყით “აფუჭებდნენ”, მამამ კი სწორედ იმ სამყაროს დიდების ზენიტში მყოფმა გადაწყვიტა ცხოვრების წესის შეცვლა: 29 წლის ასაკში “ობშჩიაკი”, 970 ათასი მანეთი გადააბარა, ქურდები სოხუმში, “ამრაში” შეკრიბა და ისე დაემშვიდობა, ვერავინ აზრზე ვერ მოვიდა. 30 წლის ასაკში მასზე 10 წლით უმცროსი დედაჩემი გაიცნო, რომელიც ერთი წლის შემდეგ, 1972 წელს გახდა დედაჩემი. ასე იყო. და ახლა, როცა მამის ბოლო ფოტოებს ვუყურებ, როცა მისი აქტიურობა, ენერგია და მჩქეფარე წარსულის დროს ნასწავლი მანერები შენელებული და ფსკერზე დალექილია, ვგრძნობ, რომ სიბერე ყველასთან აუცილებლად მოვა. მამასთან უკვე მოვიდა, მაგრამ იგი ამ დროს მშვიდად ელოდა. და ახლა მშვიდია, როგორც არასდროს – აღსარებების, ლოცვების, ზიარებების შემდეგ. მეც ასეთი მშვიდი სიბერე მინდა. და ასეთი მამა უფრო მიყვარს, ვიდრე ოდესმე…
  2. ლიტერატურაში უამრავი პერსონაჟი არსებობს, რომელიც რეალურად არსებულს ან ემთხვევა, ან არა. ასევეა გეოგრაფიულ დასახელებებთან მიმართებაშიც. ახლახან დავწერე ბლოგ-ტექსტი კანუდოსის შესახებ. კანუდოსი - რომანში "სამოსელი პირველი" მოხსენიებული ეს ქალაქი ბრაზილიაში მდებარეობს, სადაც ანტონიო კონსელეიროს (ესეც რომანის პერსონაჟია) მეთაურობით ადგილობრივები ხელისუფლებას 1897 წელს აუჯანყდნენ. ქალაქმა სამი შეტევა მოიგერია, მეოთხედ კი დამარცხდა. კონსელეიროს თავი მოჰკვეთეს, კანუდოსელები კი ამოხოცეს. ქალაქი წყლით დაფარეს (იქ წყალსაცავი განათავსეს), სიახლოვეს კი ახალი ქალაქი, იგივე სახელწოდებით დაარსეს. კანუდოსელების ბრძოლაზე 1997 წელს ფილმიც გადაიღეს.
  3. აბა, რომელს წაგიკითხავთ და გულგრილი დაუტოვებიხართ კანუდოსის ამბებს „სამოსელ პირველში“? ერთი მუჭა სერტანიდან აყრილი ვაკეიროები, ხუმრობა რომ თავის ადგილას იცოდნენ, მუშაობა თავის ადგილას და ბრძოლა - ბრძოლად, რომელს არ შეგიქიათ ჟინისა და თავისუფლებისკენ ლტოლვის გამო? რომელს არ გითქვამთ გულში ან ხმამაღლა გურამ დოჩანაშვილისთვის მადლობა იმის გამო, რომ არსებობს და ჩვენთვის წერს? შესაძლოა, ბევრმა იცის, ბევრმა კი - არა, მაგრამ მე მაინც მოვყვები ნამდვილი კანუდოსის მოკლე ისტორიას, რომელსაც სინამდვილეშიც კანუდოსი ერქვა და ბრაზილიაში მდებარეობს. კი, ახლაც მდებარეობს, მაგრამ ეს არ არის ის კანუდოსი, რომელიც „სამოსელ პირველში“ აღწერილის პარალელად გამოდგება. წინა, აწ უკვე იავარქმნილი კანუდოსი აღარ არის: ის ადგილი ახლა წყლითაა დაფარული. აჯანყების ჩახშობისა და კანუდოსის პირისაგან მიწისა აღგვის შემდეგ ბრაზილიის ხელისუფლებამ იმ ადგილას საგანგებოდ განათავსა წყალსაცავი. ზაფხულში, როცა წყლის დონე იკლებს, ამ ადგილას მაინც შესაძლებელია კანუდოსელების მიერ აშენებული ეკლესიის ნანგრევების დანახვა... აჯანყება ბრაზილიის პატარა ქალაქ კანუდოსში 1897 წელს, ანტონიო კონსელეიროს მეთაურობით დაიწყო. ისტორიულმა წყაროებმა შემოინახეს კონსელეიროს აღწერა: ის გარეგნობით მაღალი, თხელი, გრძელი შავი თმით და წვერით, ლურჯი ტუნიკით, დიდი ზომის ხის ჯვრით არის აღწერილი. ნათქვამია, რომ იყო მოძღვარი ღარიბთა და მინიშნებულია, რომ მისი გარეგნობის გამო მოსახლეობა კონსელეიროს იესოს ამსგავსებდა. კონსელეირომ თანამოაზრეები ძალიან სწრაფად შემოიკრიბა. ისინი არ სცნობდნენ ბრაზილიის რესპუბლიკურ ხელისუფლებას და არც ექვემდაბარებოდნენ. კონსელეირო მოგზაურობდა და ორატორული ნიჭის წყალობით მალე მიიზიდა ფერმერები, ყოფილი მონები და ადგილობრივი ტომები. ანტონიო კონსელეირო არამარტო ქადაგებდა ერთობას და თანასწორობას, არამედ კანუდოსში, რეალურად, ასეც ცხოვრობდნენ. ამაზე მინიშნება გურამ დოჩანაშვილის რომანშიცაა, როცა მარადახალი მდინარიდან ბადით ამოყვანილი თევზების გადათვლისა და იქ მყოფებთან შედარების შემდეგ მენდეს მასიელი რამდენიმე თევზს უკან, მდინარეში ყრის... კონსელეიროსა და მისი მომხრეების წინააღმდეგ ხელისუფლება, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ეკლესიამ წააქეზა. ეკლესიის მხარდაჭერით გათამამებულმა და ფრთებშესხმულმა ხელისუფლებამ, იმის მომიზეზებით, რომ ფსიქიკურად დაავადებული კონსელეირო ხალხს თავგზას უბნევდა, კანუდოსელების წინააღმდეგ უსასტიკესი სადამსჯელო ოპერაცია წამოიწყო. კანუდოსელები მართლაც კარგად იბრძოდნენ: მათ სამი შეტევა მოიგერიეს, მაგრამ დამატებითი კონტიგენტის გამოგზავნის შემდეგ ბრაზილიის უზარმაზარ სამხედრო ძალასთან დამარცხდნენ. სამხედროები კანუდოსელებს სასტიკად გაუსწორდნენ: ქალაქი ცეცხლს მისცეს, კანუდოსელები კი, განურჩევლად იმისა, ეჭირათ თუ არა ხელში იარაღი, დახოცეს. არსებობს დოკუმენტური ფოტომასალა, როგორ სხედან ერთად ბრძოლის შემეგ დახოცვას შემთხვევით გადარჩენილი კანუდოსელები. ბოლო ბრძოლაში მოკლეს ანტონიო კონსელეიროც. მის ცხედარს თავი მოჰკვეთეს და გაგზავნეს სალვადორში. ექიმ-ექსპერტის შემოწმებისა და იდენტიფიკაციის შემდეგ კონსელეიროს თავი ბაჰიას მედიცინის სკოლის მუზეუმში ინახებოდა, სადაც 1905 წელს, ხანძრის შედეგად განადგურდა კიდეც. განადგურებული, წყლით დაფარული ქალაქის სიახლოვეს ახალი ქალაქი გააშენეს. მასაც კანუდოსი ჰქვია და იქ დაახლოებით 13.000 ადამიანი ცხოვრობს. კანუდოსელები დღემდე ატარებენ ეკლესიურ რიტუალებს ძველი კანუდოსელების სულების მოსახსენიებლად. 1997 წელს რეჟისორმა სერჯიო რეზენდემ გადაიღო ფილმი კანუდოსის შესახებ, რომელსაც Guerra de Canudos ("ბრძოლა კანუდოსისთვის")ჰქვია. http://www.youtube.com/watch?v=VnfJ-xyyDU4
  4. გურამ დოჩანაშვილის თითქმის ყველა მოთხრობა გენიალურია, არათუ მხლოდ "სამოსელი პირველი" kaatinga მარტო ერთი კაცი. --- "მხოლოდ ერთი კაცი" .
×
×
  • შექმენი...