-
პოსტები
9.620 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
15
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი lasha_alo
-
ფორუმელთა შორის არსებული უთანხმოებების განხილვა
lasha_alo replied to Saturn's თემა in რელიგია და ფილოსოფია
სად ვეძებო ? -
:დ
-
შეგნებული ოფტოპი
-
ცივი შხაპი იმდენჯერ იყო რომ
-
-
კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მაია მიმინოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზებით დაინტერესდა. ამის შესახებ "ინატერპრესნიუსს" გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, შეხვედრა ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით შედგა, რომლის დროსაც გააცნო ის მდგომარეობა, რომელიც გუშინ შეიქმნა. კითხვაზე, ფიქრობს თუ არა "ქართულ ოცნებაში" გაწევრიანებაზე, მიმინოშვილმა აღნიშნა, რომ არაფერზე ფიქრობს, გარდა გამოცდების კარგად დასრულებისა. ამისთვის იგი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ ცენტრის თანამშრომლები გამოცდების დასრულებამდე სამსახურში დარჩნენ. "მთავარი საზრუნავი ახლა მართალი გითხრათ, ახლა გამოცდების გადარჩენაა. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ამ სისტემას ზიანი არ მიადგეს", - აღნიშნა მიმინოშვილმა. განათლების სამინისტრომ მაია მიმინოშვილის თანამდებობიდან დათხოვნის შესახებ განცხადება გუშინ გაავრცელა. ოფიციალურ მიზეზად განცხადებაში "პრინციპული პოზიციების შეუთავსებლობა" სახელდება. გარდა ამისა, ერთ-ერთ ვერსიად განიხილება მაია მიმინოშვილის ვაჟის, ლაშა ყანჩაველის მონაწილეობა "ქართული ოცნების" 27 მაისის აქციაში. ამასთან, განცხადება გააკეთა მაია მიმინოშვილის ძმამ, ჯგუფ "შინის" სოლისტმა ზაზა მიმინოშვილმაც. მუსიკოსმა მაია მიმინოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების მთავარ მიზეზად საკუთარი პოლიტიკური პოზიცია დაასახელა. მისი განმარტებით, 26 მაისს თავის ბავშვობის მეგობარს, ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერ მაია ფანჯიკიძეს დაუკავშირდა, დამოუკიდებლობის დღე მიულოცა, 27 მაისს დაგეგმილ გამოსვლებში თანადგომა გამოუცხადა და მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ თავად ამ შეკრებაში მონაწილეობას და ბიძინა ივანიშვილის გუნდის ფიზიკურ თანადგომას ვერ ახერხებდა.
-
დროებით მე ვიმოდერირებ. მერე ვნახოთ
-
ნაწილობრივ ეს უკვე გაკეთდა. ახლა სრული იზოლაცია არეალურია
-
droni.ge „სენიორ კალაძე, კარაბინერები გელოდებიან...“
lasha_alo replied to planetanews's თემა in უახლოესი ინფორმაციები
გუშინდელ მეოცნებეთა მიტინგზე ბევრი გააკვირვა ფეხბურთში დუნე კახი კალაძის აგრესიულმა, ექსტაზამდე მისულმა ტონმა. მიტინგზე ერთმანეთს ჩუმად გადაულაპარაკეს კიდეც, ასე ომახიანად ამას ნაკრების ბიჭებისთვის რომ შეეძახა კაპიტნობის დროს, იქნებ, უფრო ნაკლები თამაშები წაგვეგოო. კალაძის აგრესიისა და ნერვიულობის სავარაუდო მიზეზი დღეს გახდა ცნობილი, რაც ყოფილმა ფეხბურთელმა, ალბათ, გუშინვე იცოდა - მხედველობაში გვაქვს დიდი საფეხბურთო სკანდალი იტალიაში. როგორც იტალიური პრესა აცხადებს, ეს საფეხბურთო სკანდალი ერთ-ერთი უდიდესია იტალიის ფეხბურთის ისტორიაში: საქმე ეხება ათობით „ჩაწყობილ“ თამაშს, გოლებს რიკოშეტით და „უნებლიე“ ავტოგოლებს. სკანდალში ჩართულია უამრავი ცნობილი საფეხბურთო მოღვაწე თუ ფეხბურთის სფეროში დასაქმებული პირი. 61 დაკავებულიდან 56 მოქმედი ფეხბურთელია. 27 მაისს იტალიურმა პოლიციამ 19 ადამიანი დააკავა, რომლებიც ჩაწყობილი მატჩების საქმეში არიან ეჭვმიტანილნი. დაკავებულთა შორის ყველაზე ცნობადი სახეა რომის "ლაციოს" კაპიტანი სტეფანო მაური. სამართალდამცველები ამ საქმეს ასევე ანტონიო კონტესა (ტურინის "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი) და ერნან კრესპოს უკავშირებენ. 27 მაისს საქმეში გარეულთა სიაში კახი კალაძის გვარიც გამოჩნდა. არაა გამორიცხული, კალაძე კარაბინერებმა დასაკითხად იხმონ. სწორედ მსგავსი დაკითხვების შემდეგ ჩატვალეს ეჭვმიტანილებად ის ფეხბურთელები, რომლებიც ეჭვმიტანილის სტსტუსით „დაასაჩუქრეს“ და დააკავეს. იტალიური პროკურატურა აცხადებს, რომ შეისწავლეს სატელეფონო საუბრები, ამოიღეს რამდენიმე სიმ-ბარათი და კახა კალაძის დაკითხვის გადაწყვეტილება მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეს. ამის მიუხედავად, კახი კალაძის პრესმდივანი, ოთარ ჩრდილელი აცხადებს, რომ ყოფილ ფეხბურთელსა და საქართველოს ნაკრების ყოფილ კაპიტანს არანაირი შეხება არა აქვს ჩაწყობილ თამაშებთან და არ გამორიცხავს, რომ კალაძის საწინააღმდეგო ინფორმაცია ამ კუთხით, შესაძლოა, შავი პიარის ნაწილი იყოს. ისე კი, კაცმა რომ თქვას, მსგავსი მასშტაბური გამოძიება არც საქართველოს აწყენდა, განსაკუთრებით, სანაკრებო დონეზე და განსაკუთრებით, ავტოგოლებთან მიმართებაში... -
დიმიტრი შაშკინმა დღეს გაუგებარი და თითქმის მეტაფიზიკური მიზეზის, ,,პიროვნული შეუთავსებლობის" გამო თანამდებობიდან გაათავისუფლა სამინისტროს ყველაზე წარმატებული სამსახურის, "გამოცდების ეროვნული ცენტრის" დირექტორი მაია მიმინოშვილი. ,,სამწუხაროდ, რეფორმების განხორციელების პროცესში შეიქმნა პრინციპული შეუთავსებლობა განათლების სამინისტროს პოლიტიკასა და მაია მიმინოშვილის პირად პოზიციას შორის" - სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში გრამატიკული თვალსაზრისით, გამართულ ფრაზას ვკითხულობთ. მაგრამ ცენტრის დირექტორი ეთანხმება თუ არ ეთანხმება სამინისტროს კურსს და პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ეს მისი სუბიექტური ,,პირადი პოზიციაა" კი არა - პროფესიული მოსაზრებაა.
-
http://www.interpressnews.ge/ge/video.html?view=video&video=757
-
"განახლებული საქართველოსთვის" ლიდერი მინდია გულუა "ქართული ოცნების" გუშინდელ აქციას ეხმაურება. მისი თქმით, ამ აქციით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ივანიშვილი და "ნაცმოძრაობა" ერთი მთელის ორი ნაწილია . "ამის თქმის საფუძველს გუშინდელი "სახალხო სეირნობაც~ მაძლევს, რომელიც ხელისუფლების "კეთილი ნების" წყალობით ექსცესების გარეშე ჩატარდა. მე ყველას მხარს დავუჭერ, ვინც კონკრეტული პროგრამებით დააპირებს საქართველოს უკეთესი მომავლისთვის ბრძოლას, მაგრამ, როცა ვხედავ, ბიძინა ივანიშვილი დღევანდელი ხელისუფლების თამაშს თამაშობს, პროტესტის გრძნობა მიჩნდება", - აცხადებს მინდია გულუა. მისივე თქმით, 12 მაისს პოლიტიკური პარტია "განახლებული საქართველოსთვის" მიერ დაგეგმილ დევნილთა შეკრებას, თბილისში და დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რაიონებში, ხელისუფლებამ არათუ ხელი შეუშალა, ახალგაზრდული ორგანიზაციის აქტივისტები დააპატიმრა კიდეც. "არადა, ჩვენს მიერ ორგანიზებული შეკრებაც ისეთივე მშვიდობიანი იყო, როგორიც გუშინდელი "სახალხო სეირნობა". კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის, როგორც ქართველი მეცენატის მიმართ არანაირი სასაყვედურო არ მაქვს, მაგრამ, როცა იგი პოლიტიკურ თამაშს იწყებს და ამით ხელს უწყობს დღევანდელი ხელისუფლების სიცოცხლისუნარიანობის გახანგრძლივებას, ვერ შევურიგდები. ვერ შევურიგდები იმას, რომ ვითომცდა ე.წ "გამოცდილ პოლიტიკოსებზე~ დაყრდნობით აპირებს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკურ მოუსავლეთში გამგზავრებას", - აცხადებს მინდია გულუა. მისივე თქმით, სასწაულიც რომ მოხდეს და კოალიცია "ქართულმა ოცნებამ~ უმრავლესობა მოიპოვოს პარლამენტში, ქართულ პოლიტიკურ რეალობაში არსებითად არაფერი შეიცვლება. "პირიქით, უფრო უარესი პერსპექტივის მოლოდინში უნდა ვიყოთ. ჩვენ ახალი სისხლის გადასხმა გვჭირდება და არა მრავალგზის გაცვეთილი იდეების ახლებურად შეფუთვა, რეაბილიტაცია, რომელსაც ასე თავგამოდებით ცდილობს ბატონი ბიძინა. მე თვალს ვუსწორებ გუშინდელი აქციის მასშტაბურობას, მაგრამ, დანამდვილებით ვიცი, თუ ქართველი ხალხი კრიტიკული არ იქნება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების მიმართ, შესაძლოა გამოუსწორებელი შეცდომები დავუშვათ",- აღნიშნავს გულუა. რაც შეეხება მის პოლიტიკურ გეგმებს, როგორც მინდია გულუა აცხადებს, უახლოეს მომავალში დაამტკიცებს, რომ ქვეყნის აღმშენებლობას კონკრეტული პროგრამებით აპირებს და არა ილუზორული ოცნებით.
-
დღეს დილიდან, განათლების სამინისტროში მობილიზებული იყო ძალოვანი სამინისტროების თანამშრომლები. მობილიზაციის მიზეზი იყო განათლების სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მიერ დადებული დასკვნა, რომლის თანახმადაც გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი ივლისში, მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებზე აპირებდა მასწავლებლების მასიურად ჩაჭრას, რითაც გამოიწვევდა მათ უკმაყოფილებას სამინისტროში მიმდინარე რეფორმების მიმართ. თავის მხრივ, განათლების სამინისტრო ავრცელებს ოფიციალურ განცხადებას, რომლის თანახმადაც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, 28 მაისს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის, მაია მიმინოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. ,,საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარეობს არაერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმა, რომლის მთავარ ამოცანას წარმოადგენს ჩვენს ქვეყანაში განათლების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა. სამწუხაროდ, რეფორმების განხორციელების პროცესში შეიქმნა პრინციპული შეუთავსებლობა განათლების სამინისტროს პოლიტიკასა და მაია მიმინოშვილის პირად პოზიციას შორის. გამოცდების ეროვნული ცენტრი აგრძელებს მუშაობას ჩვეულ რეჟიმში და უზრუნველყოფს საატესტატო გამოცდების შეუფერხებლად მიმდინარეობასა და ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებას.’’ - ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
-
ამასთან, პარლამენტის ვიცე-სპიკერი თვლის, რომ თუკი სახელმწიფო სტუქტურებში დასაქმებული ადამიანები მხარს ოპოზიციას უჭერენ და მათ მანიფესტაციებში მონაწილეობენ, ისინი სამსახურიდან უნდა გაუშვან. "ეს იგივეა, ხვალ თქვენ თქვენი სამსახურის წინააღმდეგ მიმართულ მიტინგში რომ მიიღოთ მონაწილეობა. თუკი სახელისუფლებო სტუქტურებში დასაქმებული ადამიანები ოპოზიციის მიტინგებზე დადიან და ხელისუფლებას ებრძვიან, მათი გათავისუფლება ბუნებრივია. საჯარო მოხელე ოპოზიციის მიტინგებზე არ დადის!" - განუცხადა "პირWელს" წერეთელმა, რომელიც ირწმუნება, რომ "ეს ასეა ყველა ქვეყანაში". http://pirweli.com.g...enuid=8&id=7341
-
„ქართული ოცნების“ პრესსამდივნოს განცხადება მივიღეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გაურკვეველი პირების მხრიდან ადგილი აქვს პროვოკაციას და შანტაჟს. დღეს თბილისის რამდენიმე უბანში უცნობმა პირებმა მოსახლეობას დაურიგეს ფული და „ქართული ოცნების“ მაისურები, სთხოვეს მხარდაჭერა გამოეხატათ კოალიციის მიმართ და დასწრებოდნენ სამანიფესტაციო აქციას. ისინი პარალელურად ახდენდნენ ამ პროცესის გადაღებას სახელისუფლებო მედიის მეშვეობით. ვფიქროთ, ეს არის მორიგი პროვოკაციული ქმედება ხელისუფლების მხრიდან , რომელიც ემსახურება „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციას. მოვუწოდებთ თბილისის მოსახლეობას უარი თქვან მსგავს გარიგებაზე და ამგვარი ფაქტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ „ქართული ოცნების“ საორგანიზაციო ჯგუფს, რომლებიც მხარდამჭერთა თავშეყრის ადგილებში იმოძრავებენ.
-
alkohol bar იგივე უნდატ აქ რომ მოხდეს როგორც ეს წამოცდა ალასანიას მაგრამ არ გამოუვათ, დღევანდელი პუტინი ის პუტინი აღარ არის რაც ადრე იყო:დ მას ეშვები მოაკლდა:დ ასე რომ იმიტინგეტ და იყავით არაა პრობლემა და თვალეთ ერტმანეტი ჩვენ მაინც უკვე დაგითვალეტ... თეა ფირცხაკლავა ასიათასო ქართველო და არაქართველო!!! ჩემო უძვირფასესო თანამოქალაქეებო!!!ხალხოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო)))))) ეხლა ყველაფერი ჩვენზეა ))))))))))))))))))))))))))))))))))))) დავუდგეთ გვერდით ერთმანეთს და საქართველო ფეხზე დადგება!!! გაიხსენეთ ეს დღე!!! აღსდექ საქართველო!!! (ეს არ არის ყალბი პათოსი, ეს ამ წუთას ჩემი გულის ამოძახილია) Malxaz Topuria იმდენი ხალხი მოსულა მიტინგზე იმდენი რომ, ბიძოს სასწრაფოდ მეორე თავისუფლების მოედანი აუშენებია))))
-
Nana Zardiashvili რა უცნაურია - ახლა გადავიკითხე ფრენდების კომენტარები და ისე მიდიან თავისუფლების მოედანზე, როგორც დღესასწაულზე. განა ვინმეს დასამარცხებლად და გასანადგურებლად, განა რევანშისთვის ან პირისაგან მიწისა აღსაგველად, არა უხარიათ და მიდიან. ვაიმე, რა მაგარია, როცა ბოღმა და რისხვა არ არის აღმძვრელი სტიმული. არადა აქამდე სულ სიძულვილის ენა გვესმოდა ჩვენი ლიდერებისგან, სულ ვიღაცას ებრძვიან, ამხელენ, ანადგურებენ და სულ ვიღაცის ჯინაზე აშენებენ, HATE SPEECH-ის დიდოსტატები. როგორ შეიძლება ჯიბრზე გკეთებული კარგი გამოვიდეს. ესენი კიდევ მიდიან და ხარობენ - გაიხარეთ, მეგობრებო! სად შეუძლია ქართველის დიდხანს სიძულვილის ენის ატანა, სამხრეთელები ვართ, მხიარული ხალხი, მამარდაშვილი ამბობდა, ამ სიმსუბუქით და სინათლით ვგავართ ძველ ევროპელებსო. აი ახლა თავისუფლების მოედანზე კი არ მიდიხართ უბრალოდ, აი ახლა საქართველო მიგყავთ ძველი ევროპისკენ )))) ვააახ, რამხელა სფიჩი დავარტყი!
-
ავისუფლების მოედანზე კოალიცია "ქართული ოცნების" აქციის გასამართად სცენის მონტაჟი დასრულებულია. სცენა საკრებულოს შენობის წინ არის განთავსებული. ტერიტორიაზე დამონტაჟებულია ხმის გამაძლიერებელი აპარატურა და ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე ბერა ივანიშვილის სიმღერები ისმის. როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას "ქართული ოცნების" წარმომადგენლები აცხადებენ, სცენის დამონტაჟებისას რაიმე ინციდენტს ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება რუსთაველის გამზირს, გუშინდელი სამრეწველო აღლუმისთვის მოწყობილი კარვებისგან ტერიტორია სრულად არის გაწმენდილი. ასევე გახსნილია მოძრაობა. კოალიცია "ქართული ოცნება" დღეს, საარჩევნო კამპანიის გახსნასთან დაკავშირებით, მასშტაბური აქციის ჩატარებას გეგმავს. აქციის მონაწილეები ვაკის პარკიდან, ავლაბრის მოედნიდან და დინამოს სტადიონიდან 13.00 საათზე დაიწყებენ მსვლელობას თავისუფლების მოედნის მიმართულებით, სადაც ლიდერები სიტყვით გამოვლენ. აქცია დაახლოებით 18.00 საათისთვის დასრულდება.
-
„ქრისტიან–დემოკრატებმა“ პოზიცია შეცვალეს
lasha_alo replied to CPUG's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ჩვენი კონსტრუქციულებე -
აზრის მიმართ იმხელა აგრესიაა რომ...... ასე რომ ეს კანდიდატურა ვერც განიხილება.სხვა ვარიანტები?
-
და მაინც ვინ? :beat:
-
შესაბნამის კანდიდატურებს ვერ ვხედავ