-
პოსტები
9.620 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
15
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი lasha_alo
-
მიღებულია დე ნიროს შენიშვნა
-
საჯარო უწყებების თანამშრომლებს, მათ შორის პედაგოგებს, შეუძლიათ არჩევნებამდე აქციებზეც იარონ და საკუთარი აზრებიც თავისუფლად გამოხატონ. ამაზე კი პასუხს მოსთხოვენ თუ არა, ეს უკვე არჩევნების შედეგებზე იქნება დამოკიდებული. ყოველ შემთხვევაში, გუშინ მერაბიშვილის მოადგილემ საჯაროდ გააკეთა მოწოდება, რომ არჩევნებამდე სამინისტროებმა რესტრუქტურიზაციის სახელით თანამშრომლები სამსახურებიდან არ გაათავისუფლონ. ეს განცხადება შს მინისტრის მოადგილემ ეკა ზღულაძემ უწყებათაშორისი კომისიის "თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის" სახელით გააკეთა. შეგახსენებთ, რომ ეს კომისია კანონის თანახმად უშიშროების საბჭოსთან შეიქმნა, რომელსაც უშიშროების საბჭოს მდივანი ხელმძღვანელობს და ამ კომისიამ უნდა უზრუნველყოს წინასაარჩევნოდ თანაბარი პირობების შექმნა. ასევე უნდა გააკონტროლოს ხელისუფლება, რომ არ გამოიყენოს ადმინისტრაციული რესურსი მიუხედავად იმისა, რომ ამ კომისიაში სათათბირო ხმა გააჩნიათ სამინისტროების წარმომადგენლებს. სხვა პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს კი მხოლოდ საკითხის განხილვაში შეუძლიათ მონაწილეობის მიღება. კომისიამ რამდენიმე დღის წინ დაიწყო ფუნქციობა და ეს არის პირველი განცხადება თუ გადაწყვეტილება, რაც ამ კომისიის სახელით გაკეთდა. კომისია მოუწოდებს ადმინისტრაციულ სტრუქტურებს და საჯარო სკოლებს, არჩევნების დასრულებამდე დაგეგმილი ან მიმდინარე შემცირების პროცესი შეაჩერონ. ზღულაძის თქმით, შემცირების პროცესის შეჩერება აუცილებელია იმისთვის, რომ მოიხსნას ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული კითხვის ნიშნები. განათლების სამინისტროში ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით ადვილი წარმოსადგენია, რომ შაშკინი პედაგოგების მასობრივ გათავისუფლებას გეგმავდეს. მით უმეტეს, რომ განათლების სფეროში განსახორციელებული რეფორმები, რაზეც შაშკინი უკვე საუბრობს, ამისთვის ფორმალურ საბაბად შეიძლება გამოდგეს. პედაგოგების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება კი რომ უკვე დაწყებულია, ფაქტია. სულ რამდენიმე დღის წინ პარლამენტში "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლმა გიორგი ცაგარეიშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც სამსახურებიდან გათავისუფლებული პედაგოგები ყვებოდნენ, რომ ისინი არა საკუთარი, არამედ ოჯახის წევრების პოლიტიკური შეხედულებების გამო გაათავისუფლეს სამსახურიდან. ერთმა მათგანმა კი ისიც თქვა, რომ მას სარჩელი სასამართლოში აქვს შეტანილი და მოსამართლემ დირექტორს მისი გათავისუფლების მიზეზი რომ კითხა, დირექტორს უთქვამს, სააკაშვილი არ უყვარს და როგორ არ გამეთავისუფლებინაო. ამ ფაქტების შემდეგ უწყებათაშორისი კომისიის მხრიდან ამ განცხადების გაკეთება გასაკვირი არ არის. მით უმეტეს, რომ მიმინოშვილის მოხსნის შემდეგ არსებობს მოლოდინი, რომ შაშკინი სამინისტროდან კიდევ ძალიან ბევრ ადამიანს გაუშვებს. თუმცა, ზღულაძემ აქცენტი იმაზე გააკეთა, რომ პედგოგების სამსახურებიდან გაშვების საკითხი საზოგადოების მხრიდან დაისვა და ამ შემთხვევაში შაშკინის გეგმები არაფერ შუაში არ არის. მან აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობიდან მაია მიმინოშვილის გათავისუფლებას პოლიტიკური ნიშნით დათხოვნის კატეგორიად არ განიხილავს. როგორც მან განმარტა, უწყებათაშორისი კომისია უკვე ერთი კვირაა, მუშაობს და შეხვედრები ჰქონდა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან და ისინი საარჩევნო აქცენტს აკეთებენ საჯარო სამსახურებიდან ადამიანების გათავისუფლების საკითხზე. ზღულაძის თქმით, რამდენიმე ორგანიზაციას აქვს მოსაზრება, რომ რიგი შემთხვევები შესაძლოა, პოლიტიკურად იყოს მოტივირებული. ეკა ზღულაძის განცხადებით, კომისიის პოზიციაა, რომ დაუშვებელი და კანონსაწინააღმდეგოა საჯარო მოხელეების სამსახურიდან გათავისუფლება მათი ოჯახის წევრების პოლიტიკური შეხედულებების გამო. როგორც შს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე განმარტავს, შემთხვევები, რომლების დროსაც შესაძლოა, პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურიდან გათავისუფლების ნიშნები იკვეთებოდეს, უნდა გახდეს შესწავლის საგანი. "თუმცა ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ დღეს საქართველოში რამდენიმე სფეროში მიმდინარეობს ლეგიტიმური ოპტიმიზაციის და შემცირების პროცესი. ასე რომ, შეიძლება გაგვიჭირდეს ყოველთვის იმის იდენტიფიცირება, რა ნიშნით მოხდა კონკრეტული ადამიანების შემცირება," - განაცხადა ეკატერინე ზღულაძემ. მისი თქმით, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მოხსენებებში გამოთქმულია ვარაუდი, რომ ამა თუ იმ საჯარო სკოლის დირექტორები თანამშრომლებს პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებენ სამსახურიდან. მის განცხადებას განათლების მინისტრი გამოეხმაურა და განაცხდა, რომ სამინისტრო მასწავლებელთა გათავისუფლებას არ გეგმავს. განათლების სამინისტროს ცნობით, ამის შესახებ განცხადება დიმიტრი შაშკინმა გუშინ მასწავლებლის სახლში, პედაგოგებთან შეხვედრაზე გააკეთა. მინისტრის განცხადებით, რეგიონებში ის ხშირად ხვდება პედაგოგებს, რომელთა თქმით, ბოლო პერიოდში გახშირდა შემთხვევები, როდესაც მათ პოლიტიკოსები ხვდებიან და ატყობინებენ, თითქოს სამინისტრო და ხელისუფლება მასწავლებელთა გათავისუფლებას გეგმავს. დიმიტრი შაშკინი ამ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს. მინისტრის თქმით, ის ყველა დირექტორს პირადად შეხვდა და შეიტყო, რომ მათი მხრიდან არავითარი შემცირება არ იგეგმება. გუშინ შაშკინმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მასწავლებელთა სერტიფიცირების პროცესი 2014 წლის ჩათვლით ნებაყოფლობითია და ყველა მასწავლებელს გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა რამდენჯერმე აქვს. გამოცდის შედეგი კი კონფიდენციალურია, სამსახურზე არ მოქმედებს და მხოლოდ ხელფასზე აისახება.
-
http://info9.ge/?l=G...=G&m=1000&id=66 უცნაური იდეების სააგენტოდან http://info9.ge/img/multimedia/video/v66.flv
-
ეროვნული გამოცდების ცენტრი ერთადერთი ოაზისი იყო, სადაც პოლიცია შესული არ იყო, რადგან ვიცით, რომ მანდატურები სკოლაში ცენტრალური ფიგურის წარმომადგენლები გახდნენ. საერთოდ, შეიძლება ითქვას, რომ შაშკინი განათლების სამინისტროსა და სკოლებს, როგორც ციხეს, ისე მართავს. ამიტომ შაშკინისთვის გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორად პოლიციელის დანიშვნა შეიძლება ძალიან ადეკვატურია, რადგან ის პოლიციის, ძალოვანების მეთოდებს ეყრდნობა. ჩემთვის, პირადად, გაუგებარია - ადამიანს არანაირი შეხება არ ჰქონია განათლების სისტემასთან და ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნა რამდენად ადეკვატურია... შაშკინის არჩევანი თვითონ განსაჯეთ. http://ghn.ge/news-67845.html
-
წყარო: http://ghn.ge/news-67880.html აფხაზი სეპარატისტები გალში რამდენიმე დღის წინ მომხდარ მკვლელობაში საქართველოს სპეცსამსახურებს ადანაშაულებენ. ამ ფაქტთან დაკავშირებით სეპარატისტლი აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭო და გალის რაიონის ე.წ. პროკურატურა განცხადებას ავრცელებენ. „გალის რაიონის პროკურატურის, სახელმწიფოს უშიშროების სამსახურისა და შს სამინისტროს მიერ ჩატარებული ერთობლივი ოპერატიული მოქმედებების შედეგად, რომლებიც მილიციის მაიორ ლეონიდ კვიწინიას, მილიციის კაპიტნის დევი ბუავასა და გალის რაიონის სოფელ ნაბაკიას მაცხოვრებლის გულთაზ ყოლბაიას მკვლელობის ფაქტზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს ეხებოდა დადგინდა, რომ 2012 წლის 28 მაისს გალში კაფე „ზოლუშკა"-ში ეს დანაშაული საქართველოს რესპუბლიკიდან შემოგზავნილმა დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფმა განახორციელა, რომელიც სპეცსამსახურების დავალებით მოქმედებდა",_ ნათქვამია განცხადებაში. მათივე განცხადებით, დამნაშავეები საქართველოდან ჩამოვიდნენ და ერთმანეთს ქართულ ენაზე ესაუბრებოდნენ. აფხაზური მხარე, აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისას ასევე აღნიშნავს, რომ „რამდენიმე თვით ადრე 2012 წლის მარტში გალის რაიონის ე.წ. პროკურატურისა და აფხაზეთის ე.წ. უშიშროების ორგანოების თანამშრომლებმა ქართული დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფის ერთ ერთი წევრი მალხაზ ლევანის ძე რურუა დააკავეს. მისი ჩვენებებით, მისი ჯგუფი ოთხი ადამიანისაგან შედგებოდა და შეგზავნილი იყო აფხაზეთში დ. ბუავას ლიკვიდაციის მიზნით. ეს ჯგუფი ადრე ბანდფორმირება „ტყის ძმების" შემადგენლობაში შედიოდა, რომელსაც სლავიკ ბიგვავა ხელმძღვანელობდა, რომელიც ამჟამად სამსახურს საქართველოს ძალოვან სტრუქტურებში ოფიციალურად გადის. „ტყის ძმების" წინაშე იდგა ამოცანა - გაენადგურებინათ აფხაზეთის ე.წ. ძალოვანი სტრიქტურების წარმომადგენლები. ამ საქმის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და გამოძიება გრძელდება", _ აღნიშნავს აფხაზური მხარე.
-
ნელნელა შუშის სახეებიანი, მედროვე ტიპები წარსულიდან ბრუნდებიან.... ეს უკვე რეალობაა და სერიოზული საფრთხე.
-
თემას გავაპიარებ
-
ქვეყანა, რომელიც უდრის დიდ საბავშვო ბაღს
lasha_alo replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" ქუთაისის თვითმმართველობას კიდევ ერთხელ მიმართა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისინი აქციას 7 ივნისს აღარ გამართავენ და მანიფესტაციის ჩატარების ნებართვას 9 ან 10 ივნისს ითხოვენ. "გვაქვს საინტერესო შეთავაზება, ერთი დღით შევცვალოთ ადგილები, ჩვენ მოედანი დაგვითმონ, ბავშვები კი იმ ადგილზე გადაიყვანონ, სადაც ჩვენ გვთავაზობენ შეკრებას", - ნათქვამია განცხადებაში. რა გადაწყვეტილებას მიიღებს ადგილობრივი თვითმმართველობა, სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი. "ქართულ ოცნებას" ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე აქციის გამართვის სურვილი 7 ივნისს ჰქონდა, თუმცა მერიამ მათ ალტერნატიული ფართი აღმაშენებლის ძეგლთან შესთავაზა. მერიამ უარი იმ მიზეზით ახსნა, რომ 1-ელი ივნისიდან 1-ელი ივლისის ჩათვლით ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ფესტივალია დაგეგმილი. -
ქუთაისში დაგეგმილი ღონისძიებების ნუსხა http://a8.sphotos.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc6/181318_400092386701179_194493967261023_1122907_918192622_n.jpg
-
გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამაშრომლები მათ მიმართ განხორციელებულ ზეწოლასა და დაშინებაზე საუბრობენ. როგორც ცენტრის ყოფილი თანამშრომლების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი , განსაკუთრებული რისკებისა და საფრთხეების წინაშე აღმოჩნდა ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი, სწორედ ამიტომ ისინი უფლებადამცველი ორგანიზაციების მხარდაჭერას ითხოვენ. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, იმის მიუხედავად, რომ არაერთხელ მკაფიოდ გამოხატეს პოზიცია მინისტრ დიმიტრი შაშკინის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა და ხშირ შემთხვევაში, გავრცელებულმა არაობიექტურმა ინფორმაციამ კიდევ ერთი განმარტების აუცილებლობა დაანახათ. "სამსახურის დატოვება იყო ჩვენი პრინციპული გადაწყვეტილება და პასუხი მინისტრის სრულიად დაუსაბუთებელ და უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაზე, მის პოლიტიკასა და ქმედებებზე. ეს გადაწყვეტილება არანაირად არ უკავშირდება რაიმე სახის პოლიტიკურ მოსაზრებებს. ჩვენთვის შეურაცხმყოფელი იქნება ამ ნაბიჯს მიღმა პოლიტიკური მოტივების ძიება", - ნათქვამია გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომლების ერთობლივ განცხადებაში. მათივე თქმით, გამოცდების ეროვნული ცენტრი მუდმივად ემსახურებოდა სამართლიანობასა და ობიექტურობას და ქმნიდა კორუფციისგან თავისუფალ სისტემას. "როგორც ჩანს, ამ პრინციპებთან შეუთავსებელი აღმოჩნდა მინისტრის პოლიტიკა. ამის დასტურია მისი მცდელობები, უხეშად ჩარეულიყო ცენტრის მუშაობაში. სწორედ ასეთ ფაქტებს ეწინააღმდეგებოდა კატეგორიულად გამოცდების ეროვნული ცენტრი და მისი ხელმძღვანელი. ამის კარგი მაგალითია სამინისტროს მიერ ცენტრისთვის მიწოდებული ცვლილებების პროექტი, რომელიც კომისიას აპელაციების შედეგების გადახედვის უფლებას აძლევდა ნაშრომებზე სახელისა და გვარის ღიად მითითებით. ცხადია, რომ ასეთი ცვლილება, რომელიც ნაშრომთა ანონიმურობის პრინციპს ეწინააღმდეგება, მარტივად იძლევა გულებით გამიზნულად მანიპულირების შესაძლებლობას. ცვლილების ამ პროექტს კატეგორულად არ დაეთანხმა გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი და მთელი კოლექტივი", - ნათქვამია განცხადებაში. ცენტრის ყოფილი თანამშრომლები ვარაუდობენ, რომ მინისტრის გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს გარემოება გახდა. მათივე განმარტებით, რჩებიან საჯარო სივრცეში, თუმცა საჯარო სამსახურის გარეთ. ცენტრის ყოფილი თანამშრომლები სამინისტროს განათლების პოლიტიკის საკითხებზე დისკუსიასაც სთავაზობენ, როგორც თანასწორის და არა როგორც დაქვემდებარებულის როლში. "გარწმუნებთ, რომ ჩვენ, ისევე როგორც მაია მიმინოშვილი, ყველაზე მეტად ვართ დაინტერესებული ერთიანი ეროვნული გამოცდების შეუფერხებლად ჩატარებაში. ეს არის საქმე, რომელსაც ბევრი ენერგია შევალიეთ და სამსახურის დატოვების შემდეგაც მზად ვართ ხელი შევუწყოთ გამოცდების უხარვეზოდ ჩატარებას. ასევე, გვსურს საერთაშორისო და უფლებადმცველი ორგანიზაციების ყურადღება მივაპყროთ იმ გარემოებას, რომ სამსახურიდან წამოსულ თანამშრომლებზე ხორციელდება ზეწოლა და დაშინება. მივიჩნევთ, რომ განსაკუთრებული რისკებისა და საფრთხეების წინაშე აღმოჩნდა ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი. სწორედ ამიტომ უფლებადმცველი ორგანიზაციების მხარდაჭერას ვითხოვთ. ასევე, კატეგორულად მოვითხოვთ სასწრაფოდ და საჯარო წესით განემარტოს საზოგადოებას, რა აუცილებლობით იყო გამოწვეული მინისტრის მოუწესრიგებელი და უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება, რატომ გაატარა მან ფუნდამენტური საკადრო ცვლილება ზუსტად გამოცდების მსვლელობის დროს, 28 მაისს", - აღნიშნულია გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომლების განცხადებაში.
-
კავკასიის ინტერნეტ-მედია ჯგუფის“ დირექტორის, გიორგი კაპანაძის განცხადებით, არსებობს ვარაუდი, რომ ჰაკერული შეტევა ვებ-გვერდებზე, ერთ-ერთი მდიდარი პოლიტიკური ორგანიზაციის მხრიდან განხორციელდა. „მათ ყველაზე მეტად აწუხებთ ამ საიტების არსებობა და განსაკუთრებული პოპულარობა“, - აცხადებს გიორგი კაპანაძე.
-
ვინ დაუჭირა მხარი დსთში გაწევრიანებას
lasha_alo replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
პოლიტიკაა -
საიდან ამდენი ბოღმა და დეზლი?
-
-
1995 წელს საქართველო დსთში შევიდა. გთავაზობთ მაშინდელი კენჭისყრის შედეგებს. საიტზე სურათების წაღებისას მიუთითეთ პირველწყარო http://planeta.ge
-
3 დღიანი ლომკაა გადასალახი.დანებება გამომიცდია რაც მთავარია თავს უნდა შთააგონოთ რომ "ამ ერთხელაც" გამოირიცხოს :მაინცვეწევი:
-
13 მაისს თბილისში სანდრო გირგვლიანის გატაცების მსგავსი ფაქტი მოხდა, ოღონდ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. "საერთო გაზეთის" დამფუძნებლისა და მთავარი რედაქტორის, ვახტანგ ხარჩილავას ვაჟი, დავით ხარჩილავა, უცნობმა პირებმა თბილისის ცენტრიდან გაიტაცეს, კოჯრის ტყეში წაიყვანეს და შემდეგ იქ შიშველი დატოვეს. "სარკეს" თავად დაზარალებულმა უამბო, რა მოხდა 13 მაისის ღამეს. დავით ხარჩილავა: – 13 მაისს რუსთაველზე, "მაკდონალდსის" ზევით ქუჩა რომ ადის, იქვე, 20 მეტრში, იტალიური ეზოა, იქ ვიყავი მეგობრებთან ერთად. ღამის 3–4 საათზე გამოვედი. მანამდე ერთხელ ვიყავი გამოსული, ჩავედი რუსთაველის გამზირზე მაღაზიაში, სიგარეტი ვიყიდე და ნახევარ საათში სახლში წასვლა გადავწყვიტე. გარეთ რომ გამოვედი, სიბნელეში ვიღაც იდგა, რომელმაც დამიძახა, ბიჭო, მოდი აქ, შენი დედაო. ნასვამი ვიყავი და ვუპასუხე, შენი ბიჭო ვინ არის, შენი დედაც–მეთქი. ქვედა მხრიდან მანქანის ფარები აინთო და მანქანაში როგორ აღმოვჩნდი, ვერ მივხვდი. თავი ვიღაცის მუხლებზე მედო და თავზე იარაღი მქონდა დადებული. არ ვიცი, რამდენი ხანი მივდიოდით. მერე ვიგრძენი, რომ ასფალტის გზა აღარ იყო, მანქანა ტალახიან გზაზე მიდიოდა. შემდეგ ხუთი წუთი ტყეში მატარეს, ვგრძნობდი, რომ ფოთლებსა და ბალახზე მივდიოდით. მანქანაში არანაირი საუბარი არ ყოფილა, მხოლოდ მითხრეს, ზედმეტად არ იხვანცალოო. დავემორჩილე. მივხვდი, რომ რაღაც შარში ვიყავი. ტყეში გადმომიყვანეს, დაბლა დამსვეს და მითხრეს, გაიხადეო. ბმული
-
,,თავდაცვისთვის დასჯილები” – ჟურნალისტური გამოძიება
lasha_alo replied to GeoStream's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მდააააა -
http://www.nrp.ge/aqtualuri-thema/1270-davith-gamyrelidze-qivanishvilma-politikuri-brdzola-gamogvickhada-da-qakhali-memarjveneebicq-brdzolas-vuckhadebth-ivanishvilsq.html?lang=ka-GE "ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ თავის სამართლებელი რა მაქვს იმ კაცთან, ვინც ამ წლების მანძილზე ყველაზე დიდი მხარდაჭერა აღმოუჩინა საააკაშვილ-მერაბიშვილს?! ეს არის კაცი, ვისთვისაც მერაბიშვილი დღემდე ავტორიტეტია და კაცი, ვინც ისევ მოხიბლულია ზურაბ ადეიშვილით. ჩემთვის კი ორივე დანაშაულთან და კრიმინალთან ასოცირდება." ----- ნებით თუ უნებლიედ, "ახალი მემარჯვენეები" " ქართული ოცნების" ფიქრისა და განსჯის საგანი 27 მაისამდეც აღმოჩნდნენ და 27 მაისსაც. საარჩევნო კამპანიის გახსნის დღეს, ბიძინა ივანიშვილის გვერდით, სცენაზე დავით საგანელიძე იდგა, რომელმაც ერთი დღით ადრე განაცხადა, "ახლებიდან" "ოცნებაში" მივდივარ და მხარდამჭერებს ვთხოვ, წამომყვნენო. სწორედ ამავე დღეს, პირდაპირ ეთერში გაახსენეს ივანიშვილს მისი მოკლე პოლიტბიოგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფრაზაც _ "შუა უნდა გაიკრიფოს" და კოალიციის ლიდერმა მოულოდნელად "ჩვენება" შეცვალა, ხოლო ფრაზის კონტექსტი ისე დაავიწროვა, ბოლოს დააკონკრეტა _ "გასაკრეფთა" შორის მხოლოდ ახალი მემარჯვენეები და ქრისტიან-დემოკრატები ვიგულისხმეო. "ვერსია" "ახლების" ლიდერს, დავით გამყრელიძეს დაუკავშირდა და კომენტარი სთხოვა დავით საგანელიძის პარტიიდან წასვლის ფაქტსა და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ განცხადებაზე: _ ბიძინა ივანიშვილმა პრინციპული და უხეში შეცდომები დაუშვა პირველად მაშინაც, როცა "შუის გაკრეფაზე" დაიწყო საუბარი და დღესაც იმავეს აგრძელებს, მეორედ კი მაშინ, როცა თქვა, მე მჭირდება აბსოლუტური ძალაუფლება და კონსტიტუციური უმრავლესობაო. ასე დაიწყო სააკაშვილმაც და ვნახეთ, როგორ მივიდა ნეობოლშევიზმამდე. ზუსტად ასეთივე საფრთხეა ივანიშვილის სურვილშიც. ფართო კოალიციაზე საუბარი სისულელეა და მგონი, ყველა ხედავს, რომ `ოცნება~ ერთი კაცის კოალიციაა. სააკაშვილი შევარდნაძის რევანშისტების მეშვეობით მოდიოდა, ივანიშვილი კი დღევანდელ ხელისუფლებაზე რევანშის იდეით მოდის და მისი მთავარი ინსტრუმენტი ფულია. ბიძინა ივანიშვილი ცდილობს და იმედი მაქვს, არ გამოუვა, ბითუმად იყიდოს მთელი საქართველო. ყველას შევახსენებ, თუ მას 6 მილიარდი აქვს, მსოფლიოში სხვაც ბევრი ადამიანია, ვინც საქართველოთია დაინტერესებული და, შესაძლოა, ასეულობით მილიარდიც ჰქონდეს. ერთ-ერთია ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინი, რომელიც საერთაშორისო ექსპერტების მიერ მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანადაა აღიარებული, ოღონდ არალეგალური ფულით. ასე რომ, არ უნდა დავუშვათ, ვინმემ ჩვენი შესყიდვა მოახერხოს. _ მთელი ამ პასაჟის მანძილზე თქვენი და ხელისუფლების არგუმენტები ერთი ერთში ემთხვევა ერთმანეთს... _ რა ვქნა, იმის გამო, რომ რაღაც ემთხვევა, აზრს ვერ შევიცვლი. ვერც ივანიშვილს მივცემ იმის საშუალებას, როცა მოუნდება, ჩემი და ჩემი პარტიის სახელი აგდებულად წამოიძახოს. პირიქით, ბატონი ივანიშვილის გამოწვევა მივიღეთ და ჩვენგანაც ადეკვატურ პასუხს უნდა ელოდოს იმ პროცესში, რასაც პოლიტიკური ბრძოლა ჰქვია. ივანიშვილმა გამოგვიცხადა პოლიტიკური ბრძოლა და "ახალი მემარჯვენეებიც" ბრძოლას ვუცხადებთ ივანიშვილს! ივანიშვილის ტერმინს გამოვიყენებ _ მან ნებიერად მოახდინა მთელი თავისი აქტივების რეალიზაცია რუსეთში. მილიარდნახევარი აიღო და გამოიტანა, პუტინის რუსეთის პირობებში, რაც კიდევ ერთხელ მიმყარებს ეჭვს, რომ ამ ადამიანს სერიოზული მხარდაჭერა აქვს პუტინისა და კრემლის მხრიდან. შეიძლება, ვიღაცამ თქვენსავით თქვას, რომ ეს ხელისუფლების არგუმენტია, მაგრამ რა ვუყო იმ ლოგიკას, რაც ნადვილად არის ამ არგუმენტში? რაც შეეხება მილიარდერის გარემოცვას, მესმის, იქ არიან ადამიანები, ვისაც ხელისუფლებასთან ანგარიშსწორება სურს, ზოგს _ მთავრობაში დაბრუნების დაუოკებელი სურვილი, ზოგს _ სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს, მაგრამ მათმა დიდმა ნაწილმა სერიოზული წვლილი შეიტანა სააკაშვილის მოყვანაში. მათ ვერ იგრძნეს პასუხისმგებლობა, არ გაეცალნენ პროცესს და ახლა უკვე ახალ პროცესში მონაწილეობენ, ყოველ შემთხვევაში, ივანიშვილის ავტორიტარიზმის ჩამოყალიბებას ცდილობენ. მინდა, ვთხოვო ამ ადამიანებს, კარგად დაფიქრდნენ თავიანთ პასუხისმგებლობეზე, რადგან ისევ ვნახეთ მარგინალიზებული, ორ ნაწილად გახლეჩილი საზოგადოება, სამოქალაქო სექტორი, ტელევიზიები და ა.შ. _ ყველა მოგედავებათ _ 27 მაისს თქვენ მარგინალი სამოქალაქო სექტორი და საზოგადოება ნახეთ თავისუფლების მოედანზე? _ აქ პოლიტიკურ მარგინალიზმზეა საუბარი და იმაზე, რომ არასამთავრობოები და მედია თავიდან ბოლომდე ანგაჟირებულია. ამაზე საინტერესო აზრი გამოთქვა ამერიკის ელჩმაც, ამ ქვეყანაში პრობლემაა ისაა, რომ მედიაც კი იძულებულია, რომელიმე მხარეს დადგესო. ეს განცხადება სწორედ ცნობილი ფრაზის, "შუის გაკრეფის" დიპლომატიური გამოხმაურება იყო.
-
ესაა 3 თვის ისტორია .ახლა რა ხდება?
-
გამოცდების ეროვნულ ცენტრს ხატია დეკანოიძე უხელმძღვანელებს. მაია მიმინოშვილის შემცვლელს განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ოფიციალურად წარადგენს. გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალი ხელმძღვანელის შესახებ განცხადება დღეს დილას დიმიტრი შაშკინმა გააკეთა. მისი თქმით, უწყების ახალი ხელმძღვანელი გამოცდილი კადრი და პროფესიონალია. ხატია დეკანოიძე დღემდე პოლიციის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე მუშაობდა. ის არის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი.
-
არადა კარგი თემაა