Jump to content
Planeta.Ge

lasha_alo

სტუმარი
  • პოსტები

    9.620
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    15

ყველა პოსტი lasha_alo

  1. არჩევნების წინ ბიძინას დაცვის წევრმა გადაწყვიტა ტყეში გასულიყო და ინტერნეტში პოლიტიკოსთა ჩანაწერები განათავსა. ამასთან დაკავშირებით მისი მეუღლე პრეს-კონფერენციას გამართავს ბესო სურმავას მეუღლე საგანგებო პრესკონფერენციის გამართვას გეგმავს "ქართული ოცნების" ლიდერის დაცვის წევრის, ბესო სურმავას მეუღლე მაკა ლობჟანიძე დღეს საგანგებო პრესკონფერენციის გამართვას გეგმავს. როგორც ლობჟანიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მედიისთვის განცხადების გაკეთებას რამდენიმე საათში, "ქართული ოცნების" ოფისში აპირებს. რაც შეეხება უშუალოდ მის მეუღლეს, ლობჟანიძის თქმით, ბესო სურმავა გუშინ საღამოს შემდეგ აღარ დაკავშირებია. "შესაბამისად, არანაირი ახალი ინფორმაცია მის შესახებ არ ვიცით. გუშინ საღამოს დამირეკა და მითხრა, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩვენს ოჯახს სჭირდებაო. ბავშვები მოიკითხა. ვიდეოშიც ბავშვებს ახსენებს და ამბობს, რომ იქცევა ისე, მისი შვილების წინაშე რომ მართალი იყოს. ვფიქრობ ბესოზე სერიოზული ზეწოლა ხორციელდება და თან ბავშვების ფაქტორის გამოყენებით", - აღნიშნა მაკა ლობჟანიძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბარში. ამასთან, ივანიშვილის დაცვის მეუღლის შეფასებით, სურმავა საუბარში არაადეკვატური იყო. "ჩემს შეკითხვებს არ პასუხობდა, მხოლოდ იმას მეკითხებოდა, ჩვენ როგორ ვიყავით. ვფიქრობ, ის არაფხიზელ მდგომარეობაში ან ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იყო", - განმარტა სურმავას მეუღლემ. ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრმა ბესო სურმავამ გუშინ სოციალური ქსელით მიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ უსაფრთხოების სამსახურს ბიძინა ივანიშვილისგან კოალიციის წევრების ფარულად მოსმენა და ჩანაწერების გაკეთება ჰქონდა დავალებული. გუშინვე მისი სახელით Youtube-ზე "ქართული ოცნების" რამდენიმე წარმომადგენლის საუბრის აუდიოჩანაწერიც დაიდო. ამასთან, ბესიკ სურმავას ცოლის, მაკა ლობჟანიძის ძმა ლევან ლობჟანიძე ეჭვობს, რომ Youtube-ზე გავრცელებულ მიმართვაში სურმავა ფსიქოტროპული ან ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. უამრავი კითხვა ჩნდება. ეს საქმე ერთი დიდი კომპრომატია ნაციონალების წინააღმდეგ
  2. http://www.youtube.com/watch?v=aoy09h2DbUo&feature=youtu.be http://www.youtube.com/watch?v=Dphjv9JmRLM&feature=youtu.be http://www.youtube.com/watch?v=q2jl1BCR0TI&feature=youtu.be http://youtu.be/64iGWu8Gsek
  3. თავისუფალი თემსა
  4. ორივე მიმართვა გაძეძგილია სკაბრეზით,მაგრამ ეს თემა მაინც აიტაცეს იუზერებმა ვინმე ზურაბ ვასაძე საპასუხო პოსტი http://youtu.be/0uzfvyExQoA
  5. http://www.kvirispalitra.ge/politic/13900-nacionaluri-lozungebisa-da-khelshekrulebebis-anatomia.html ჩემი მოსაზრებები შეგიძლიათ აქ იხილოთ. შევეხე ციფრების ფილოსოფიას და ნაცების სტრატეგიას წინასაარჩევნო პერიოდში
  6. ანუ რა გამოდის? საფრანგეთის მეშვეობით შიდა პოლიტიკის მოგვარება საფრანგეთის საქმე არაა? :|
  7. როგორი წარმოგიდგენიათ მომაბალი პარლამენტი? როგორი იქნება ძალთა განლაგება?
  8. პროტესტი პროტესტად და ეს დღეები სტუდენტებმა კარგად მავარჯიშეს . ადვილი არ ყოფილა ახალგაზრდებთან ერთად აქტიური მოძრაობა.... სამაგიეროდ, უკვე საშუალო ასაკის უპირატესობასაც ვგრძნობ.... გაცილებით კრიტიკულად ვაფასებ პროცესებს, ვიდრე 20 წლის წინ.... გუშინდელი დღის ქრონიკა მისვლისთანავე უნივერსიტეტის ეზოში ჩვეულობრივი წინასააქციო განწყობილება დამხვდა: ეზოს მიმდებარე მხარეს ერთმანეთში მოჭუკჭუჭე პატარა ჯგუფები და აქციისათვის მომზადების პროცესში მყოფი ორგანიზატორები. არ გამომპარვია კამათიც, კამერით არ მივუახლოვდი,მაგრამ დაახლოებით გასაგები გახდა რეალობა-დღის ტემპერატურა მაღალი იქნებოდა.... აქციის დასაწყისმა მომიტინგეები დააბნია. პერფომანსი, რომელიც ბიჭებმა დადგეს ადვილი აღსაქმელი ვერ გამოუვიდათ. ასეთი ემოციებით დატვირთული აუდიტორიის წინაშე სისხლით ტანსაცმელზე წარწერის გაკეთება კატეგორიულად მიუღებელია, თავიდანვე გასაგები უნდა ყოფილიყო "რიტუალი" კონტექსტიდან ამოვარდებოდა. http://youtu.be/JpJJFOIX-rk იყო მცირე კონფლიქტიც, 10 წუთიანი შეტაკება. http://www.youtube.com/watch?v=94tTzdgfhyo&feature=share&list=UUyTrENfMsr-e30zH0d4YKiA არ ვიცი ის მეორე ჯგუფი რას წარმოადგენს, მაგრამ ფიზიკური ძალის გამოყენება და აქციის "პერეხვატის" მცდელობა ძალიან ცუდად გამოუვიდათ. როცა ორგანიზატორი სხვაა, ხარ სტუმარი. არ მოგწონს მასპინძელი? წადი ან ორგანიზატორებთან გაარკვიე ურთიერთობა. სტუდკომსომოლს მეტი კი არაფერი გაუკეთებია? რითი ხარ მაშინ უკეთესი?! ამის მერე მორალისტობა და აქციის გაურკვეველი მიმართულებით წაყვანის მცდელობა ხომ საერთოდ... მთავარია ახალგაზრდებმა ერთმანეთში ურთიერთობა მალე გაარკვიეს და მსვლელობის ახალი მიმართულება "მოდულის" შენობა გახდა. http://www.youtube.com/watch?v=FjUp4sWJ0AI&list=UUyTrENfMsr-e30zH0d4YKiA&index=4&feature=plcp კადრებს დააკვირდით. მომიტინგეების რაოდენობა სტიქიურად იზრდება. არანაირი განსაკუთრებული მობილიზაცია, ადამიანების სოლიდარულობა ძალიან მაღალია. მოდულთან მიტინგი ასევე მოსალოდნელი ტექსტებით მიდიოდა, იყო ბუნებრივი ემოციური განწყობილება http://www.youtube.com/watch?v=0A2_aPxMlTo&feature=share&list=UUyTrENfMsr-e30zH0d4YKiA კადრებში დაფიქსირებული რუპორებიანი მანქანის მისია ვერ დავადგინე. ჯერ მომიტინგეების შიგნით კარგი უფლებამოსილებივით შემოიჭრნენ, შემდეგ წამოვიდა გზავნილი, რომ აქედან მიემართათ მომიტინგეებისათვის. მით უფრო ძალიან უცნაური იყო სტუდენტურ პროტესტის ბექგრაუნდად "ჩემო კარგო ქვეყანავ" მოტივების არჩევა. თავდაცვის სამინისტროდან კოლონა იუსტიციის სახლისკენ დაიძრა ,მაგრამ ზუსტად იმ ჩემთვის გაურკვეველი მანქანიდან გაისმა მასის გაყოფის მოწოდება. ვის მოუვიდა ტვინში საპატრიარქოსკენ ლაბორატორიის აქციის წაყვანა? ეს ხომ აბსურდი და პირდაპირი პროვოკაცია იყო. ნებსით? უნებლიედ? არ დავდებ თავს მიტინგი აიჭრა, დრო დაჭირდა გონზე მოსვლას. ლაბორატორიამ ამ შემთხვევაში მიიღო ყველაზე მართებული გადაწყვეტილება და უნივერსიტეტისკენ წავიდნენ. მე ცოტა დავიღალე და სახლისკენ გავწიე . გზაზე, კოლმეურნეობის მოედანთან პოლიციელების დიდი "ბატალიონი " დამხვდა... კამერით არ გავრისკე, ტელეფონით გადავიღე http://youtu.be/w72ItuBhYxs აქციის ვაკეში გადანაცვლების პარალელურად , პოლიციელებმაც იქით გაიწიეს. თსუში კი დაგეგმილი კონცერტი გაიმართა. სისტემამ ახალგაზრდული სილა მიიღო. სანდრო ცაგარელის დაკავება ბოღმის ნთხევად თუ გამოდგა. ვერ "გაქაჩეს" მისი დასჯა. ამ დღის ბოლო აკორდად ეს სურათი გამოდგება სისტემა უნდა დაინგრეს!
  9. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საზოგადოებას გლდანის მე-8 საპყრობილეში პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების შემსწავლელი სპეციალური კომისიის შექმნისკენ მოუწოდებს. როგორც ილია მეორემ საპატრიარქოში საგანგებო ბრიფინგზე ბრძანა, მედიასაშუალებებით ვრცელდება შემაძრწუნებელი ფაქტები, რაც ხდება ციხეებში. "საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის სახელით მივმართავ სრულიად საქართველოს, გუშინ და დღეს მასმედიის საშუალებით ვრცელდება შემაძრწუნებელი ფაქტები, რაც ხდება ციხეებში. ჩვენ ვგმობთ ამ მოქმედებას და მოვუწოდებთ საზოგადოებას, რომ შეიქმნას სათანადო კომისია, რომელიც გამოძიებს ამ ფაქტებს და დაიცავს პატიმრების უფლებებს. ძალიან ვწუხვართ, რომ საქართველოში ხდება მსგავსი ფაქტები", - ბრძანა უწმინდესმა.
  10. ღარიბაშვილის განცხადება http://www.youtube.com/watch?v=VuFOCLLZN1Y
  11. გული მაქვს დამძიმებული. ვერ ვაზროვნებ. კი, ვიცოდით,მაგრამ ნანახმა.....
×
×
  • შექმენი...