-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ოფიციალურად შეუჩერდა EQAR-ის რეგისტრაცია. 6 დეკემბერს დარგის სპეციალისტებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა კარგავდა ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრისა და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის წევრობას. ამის შესახებ 6 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე საზოგადოებას უმაღლესი განათლების სფეროს ექსპერტებმა აცნობეს. მედიასთან განცხადებები გააკეთეს უმაღლესი განათლების ექსპერტებმა, ირინე დარჩიამ, ლიკა ღლონტმა, მარინე ჩიტაშვილმა და ქეთი ცოტნიაშვილმა. დარგის სპეციალისტების განმარტებით, მიზეზი ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტების დარღვევაა. შეფასებაში, რომელიც განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის ექსპერტთა ჯგუფმა მოამზადა, აღნიშნულია, რომ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი არაა და ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა უნივერსიტეტებზე პოლიტიკური ზეწოლის მექანიზმად გამოიყენება. ექსპერტების თქმით, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) წევრობის დაკარგვა და ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრში (EQAR) რეგისტრაციის გაუქმება საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის (უსდ) ნიშნავს, რომ: • საქართველოს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა აღარ არის შესაბამისობაში ევროპულ სტანდარტებთან, რაც უარყოფითად აისახება ჩვენი განათლების სისტემის რეპუტაციაზე, მის მიმართ არსებულ ნდობაზე და ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე; • ეჭვქვეშ დადგება საქართველოს უსდ-ების მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის სანდოობა და პრობლემური გახდება სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების კრედიტების და დიპლომების საზღვარგარეთ აღიარება, განსაკუთრებით, ევროკავშირისა და ბოლონიის პროცესის/ერთიანი ევროპული საგანმანათლებლო სივრცის წევრ ქვეყნებში; • საფრთხის წინაშე დადგება საქართველოს უსდ-ს მიერ განხორციელებული როგორც მოქმედი, ისე დაგეგმილი ერთობლივი საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც კურსდამთავრებულებს ე.წ. ორმაგ აკადემიურ ხარისხს ანიჭებს; • მკვეთრად გაუარესდება უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის, მათ შორის, საერთაშორისო მობილობისა და სხვა ტიპის თანამშრომლობის, ასევე, საერთაშორისო სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებლები. ეს კი, უარყოფითად აისახება როგორც სწავლების ხარისხზე, ისე უსდ-ების შემოსავლებზე. • ENQA-ს წევრობის და EQAR-ში რეგისტრაციის დაკარგვას, შესაძლოა, მოჰყვეს სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) მხრიდან ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის აღიარების დაკარგვაც, რაც გამოიწვევს საქართველოში მიღებული სამედიცინო განათლების აღიარების პრობლემას საერთაშორისო დონეზე. ასევე, ეს ცალსახად გამოიწვევს ჩვენი უსდ-ების მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამებზე უცხოელი სტუდენტების რაოდენობის არსებითად შემცირებას, რაც სერიოზულ და აუნაზღაურებელ ფინანსურ ზიანს მიაყენებს უმაღლესი განათლების საჯარო და კერძო სექტორს. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უმაღლესი 2019 წელს განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ ასოციაციაში (ENQA) გაწევრიანდა და ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრში (EQAR) დარეგისტრირდა. შედეგად, შესრულდა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულება საქართველოს უმაღლესი განათლების ევროპულ სტანდარტებთან სინქრონიზაციასთან დაკავშირებით. ეს იყო ჩვენი ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა და აღიარება, რომ საქართველოში მოქმედი განათლების ხარისხის განვითარების სტანდარტები და პროცედურები ევროპული სტანდარტის შესაბამისია. ექსპერტ ირინე დარჩიას შეფასებით, რეგისტრაციიდან ამოღება და წევრობის გაუქმება ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევაა. იმავე დღეს ექსპერტების მიერ გავრცელებულ განცხადებას გავრცელებულ ინფორმაციას განცხადებით გამოეხმაურა ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. როგორც განცხადებაში იყო მათქვამი, ENQA-ს ექსპერტების დასკვნის მიღების შემდგომ, ცენტრმა რეგისტრაციის განახლების მიზნით მიმართა EQAR-ს, ცენტრისთვის, წინასწარი, არაოფიციალური მონაცემებით, უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულმა რეესტრმა (EQAR), 2023 წელს არსებული ხარვეზის საფუძველზე, მიიღო გადაწყვეტილება ცენტრისთვის რეგისტრაციის შეჩერების თაობაზე. ცენტრში განმარტავდნენ, რომ აღნიშნული ხარვეზი უკვე აღმოფხვრილია და მათ მიერ წინსწრებით კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებები განხორციელებულია. „შესაბამისად, ვიმედოვნებთ რომ EQAR-ის გადაწყვეტილება დროებითია. ამასთან, დასკვნის ოფიციალურად მიღების შემდეგ, ცენტრი გაასაჩივრებს აღნიშნულ გადაწყვეტილებას, რადგან კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ რომ ყველა ის ძირითადი ხარვეზი, რაზეც შესაძლოა კითხვები ჰქონდეთ EQAR-ის კომიტეტის წევრებს უკვე აღმოფხვრილი და გამოსწორებულია“,- ნათქამი იყო ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. publika
-
საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიში OSCE/ODIHR წინასწარ დასკვნებს ადასტურებს, - ამის შესახებ ნათქვამია ეუთო/ოდირის არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიშში. "აღინიშნება, რომ იყო ნაბიჯები, რომლებიც საარჩევნო პროცესში ჩართული ინსტიტუტების დამოუკიდებლობას ამცირებდნენ, ისევე როგორც ამომრჩევლებზე ზეწოლა, რამაც საარჩევნო დღის პრაქტიკებთან კომბინაციაში ზოგ ამომრჩეველს შურისძიების შიშის გარეშე ხმის მიცემის შესაძლებლობა არ მისცა“. „არჩევნების შემდგომი მოვლენებისა და საჩივრების შეფასების დროს ODIHR-მა აღმოაჩინა, რომ საჩივრები სათანადოდ არ განიხილებოდა, რაც სამართლებრივი დაცვის საშუალებებს ზღუდავდა, ხოლო პროტესტების ძალისმიერმა ჩახშობამ და მრავალრიცხოვანმა დაკავებებმა მშვიდობიანად შეკრების საერთაშორისო ვალდებულებებთან შესაბამისობასთან დაკავშირებით სერიოზული შეშფოთება გააჩინეს“, - ნათქვამია ანგარიშში. „მრავალრიცხოვანმა პრობლემებმა, რომლებიც ჩვენს საბოლოო ანგარიშშია აღნიშნული, ნეგატიური ზეგავლენა მოახდინეს ამ არჩევნების სამართლიანობაზე და პროცესისადმი საზოგადოების ნდობა წაშალეს. დემოკრატიული პრინციპების დასაცავად, რომლებიც ახლა სასწორზეა საქართველოში, სასწრაფოდ მნიშვნელოვანია, რომ ოფიციალურმა პირებმა პასუხი გასცენ ყველა წუხილს," - განაცხადა ოუენ მერფიმ, რომელიც საქართველოში 2024 წლის არჩევნების სადამკვირვებლო მისიას ხელმძღვანელობდა. ipn
-
ეუთოს 38-მა სახელმწიფომ საქართველოსთან მიმართებით ვენის მექანიზმი გაააქტიურა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ეუთოს 38-მა სახელმწიფომ დღეს, 20 დეკემბერს ვენის მექანიზმი გაააქტიურა. საქართველოში საფრანგეთის საელჩოს განცხადებაში ნათქვამია: ვენის მექანიზმი საშუალებას აძლევს მონაწილე სახელმწიფოებს, დადგენილი პროცედურების მეშვეობით, კითხვები დასვან ეუთოს სხვა ქვეყანაში ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებზე ვითარებასთან დაკავშირებით. ამ მექანიზმით გათვალისწინებულია: ინფორმაციის გაცვლა და პასუხის გაცემა ინფორმაციის მოთხოვნაზე სხვა მონაწილე სახელმწიფოების მიერ მათთვის მიწოდებულ საკითხებზე CSCE-ის ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე. ორმხრივი შეხვედრების გამართვა სხვა მონაწილე სახელმწიფოებთან, რომლებიც ამას ითხოვენ, რათა განიხილონ CSCE-ს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის სიტუაციები და კონკრეტული შემთხვევები, მათი გადაწყვეტის მიზნით. ასეთი შეხვედრების თარიღი და ადგილი ორმხრივი შეთანხმებით დადგინდება დიპლომატიური არხებით. ნებისმიერ წევრს სახელმწიფოს, რომელიც საჭიროდ ჩათვლის, შეუძლია სიტუაციები და საქმეები ამ ტიპის განხილვის საგანი გახადოს. პუბლიკა -
ევროკომისიის წინადადება, შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა საქართველოდან ოფიციალური პირებისთვის, პასუხია მიმდინარე დემოკრატიულ უკუსვლასა და საქართველოს მმართველების მხრიდან ძალადობრივ რეპრესიაზე, - ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, მარტა კოსი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. „ევროკომისიის დღევანდელი წინადადება, შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა საქართველოდან ოფიციალური პირებისთვის, პასუხია მიმდინარე დემოკრატიულ უკუსვლასა და საქართველოს მმართველების მხრიდან მშვიდობიანი დემონსტრანტების, პოლიტიკოსებისა და დამოუკიდებელი მედიის ძალადობრივ რეპრესიაზე. ევროკომისიამ უკვე გადაამისამართა დაფინანსება მმართველებიდან სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისადმი და სამოქალაქო საზოგადოების ჩვენი მხარდაჭერის კიდევ უფრო გაძლიერების გზებს შეისწავლის. ევროკავშირი ქართველ ხალხთან და ევროპული მომავლის მათ არჩევანთან დგას. ევროკავშირის კარი ღია რჩება,” - წერს კოსი. იპნ
-
აქციაზე დაშავებული 22 წლის ალექსანდრე თირქია კლინიკიდან გაწერეს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
აქციაზე დაშავებული 22 წლის ალექსანდრე თირქია კლინიკიდან გაწერეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ინგოროყვას კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, კახაბერ ჭელიძემ განუცხადა, ექიმებმა პაციენტის გაწერის გადაწყვეტილება გვიან ღამით მიიღეს. ცნობისთვის, თბილისში მიმდინარე აქციებზე დაშავებული 22 წლის ბიჭი ინგოროყვას კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში 3 დეკემბრიდან მკურნალობდა. იპნ -
ალენ ბერსეს დასკვნითი პრესკონფერენცია შეიცავდა გზავნილებს, რომლებიც არ ემსახურება კრიზისის განმუხტვას, არამედ პირიქით, მეტად ამძიმებს ქვეყანაში შექმნილ ვითარებას და „ქართული ოცნების“ მხრიდან ძალადობის წახალისებას უწყობს ხელს, - ამის შესახებ ნათქვამია ბარიერგადალახული 4 ოპოზიციური ძალის ერთობლივ განცხადებაში, რომლითაც ისინი ეხმაურებიან ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ალენ ბერსეს თბილისში ვიზიტს. მიმართვაში ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასა და მინისტრთა კომიტეტს მოუწოდებენ, განსახილველად დააყენოს საქართველოში ალენ ბერსეს ვიზიტისას მისი მოქმედებების კეთილსინდისიერებისა და ევროპის საბჭოს სადამფუძნებლო პრინციპებთან შესაბამისობის საკითხი. „ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ალან ბერსეს 18-20 დეკემბერს საქართველოში ვიზიტი განხორციელდა ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი სისტემური პოლიტიკური კრიზისის ფონზე, რომელიც გამოწვეულია „ქართული ოცნების“ მიერ არჩევნების გაყალბების გზით ხელისუფლების უზურპაციით, დემოკრატიული ინსტიტუტების სრული ჩამოშლით და საქართველოს ევროპული პერსპექტივის მიმართ მიზანმიმართული საბოტაჟით. საქართველოს მოქალაქეების უწყვეტი, სამართლიანი პროტესტის საპასუხოდ, ხელისუფლებამ ყოველმხრივ დაარღვია ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის წამების აკრძალვის აბსოლუტური და ხელუხლებელი უფლება, ფიზიკურად გაუსწორდა და უკანონო პატიმრობაში ამყოფებს საქართველოს ასობით მოქალაქეს; იყენებს კრიმინალურ, არაფორმალურ დაჯგუფებებს მოქალაქეების დაშინებისა და მათ მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით. ამასთან, საქართველოს არალეგიტიმურმა პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ქვეყანაში საბოლოოდ ამკვიდრებს ავტორიტარულ დიქტატურას და კიდევ უფრო მეტად აძლიერებს რეპრესიული რეჟიმისათვის საჭირო სამართლებრივ მექანიზმებს. მიუხედავად იმისა, რომ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მკაფიო განცხადება, რომ საქართველოში მისი ვიზიტი არ ემსახურება არჩევნების ლეგიტიმაციას, რაც თავისთავად მნიშვნელოვანია „ქართული ოცნების“ რუსული პროპაგანდის მხილებისთვის, მიგვაჩნია, რომ ასეთი დროს მისი ვიზიტი და შემაჯამებელი განცხადების შინაარსი იყო არსებითად უპასუხისმგებლო და არ შეესაბამება ევროპის საბჭოს სულისკვეთებას, ამ ინსტიტუციის პრინციპებსა და ღირებულებებს. ეს სრულიად აცდენილია იმ უმძიმეს ვითარებასთან, რომელიც საქართველოში დღეს არის და ლეგიტიმურ კითხვის ნიშნებს აჩენს ამ ვიზიტის რეალურ მოტივებთან დაკავშირებით. ალენ ბერსეს დასკვნითი პრესკონფერენცია შეიცავდა გზავნილებს, რომლებიც არ ემსახურება კრიზისის განმუხტვას, არამედ პირიქით, მეტად ამძიმებს ქვეყანაში შექმნილ ვითარებას და „ქართული ოცნების“ მხრიდან ძალადობის წახალისებას უწყობს ხელს. ამ უკიდურეს ვითარებაში, სრულიად მიუღებელი და უადგილოა საუბარი ე.წ. „რუსულ კანონში“ რაიმე სახის საკანონმდებლო ცვლილებების გატარების და მის „გაკეთილშობილების“ მცდელობაზე ან ამ მიზნით არალეგიტიმური პარლამენტისა და მთავრობის პირობებში, რაიმე ტიპის სამუშაო ჯგუფის შექმნაზე. აღნიშნული კანონი, ისევე როგორც „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული სხვა ანტი-დემოკრატიული და ანტი-ევროპული საკანონმდებლო ცვლილებები არანაირ კორექტირებას არ ექვემდებარება და ისინი უბრალოდ უნდა გაუქმდეს ხელისუფლების ცვლილებისთანავე. აღნიშნულ საკითხებზე საკმაოდ დეტალურად მიიღო განმარტებები ბატონმა გენერალურმა მდივანმა პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრების ფარგლებში. ამის მიუხედავად, მან გააჟღერა სრულიად უკონტექსტო და უპასუხისმგებლო გზავნილები, რაც აჩენს ლოგიკურ ეჭვს მის კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით. ჩვენ, საქართველოს პოლიტიკური პარტიები და კოალიციები, გამოვხატავთ ჩვენს ღრმა პატივისცემას ევროსაბჭოს და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიმართ, სრულად ვიზიარებთ მის ფუნდამენტურ ღირებულებებს, ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვასთან დაკავშირებით. ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ საბჭოს ინსტიტუტებთან ამ ფუნდამენტური ღირებულებების დაცვის მიზნით, მათ შორის ქვეყანაში არსებული კრიზისის დაძლევის პროცესში. ეს უნდა დაეფუძნოს უკანონოდ დაკავებული პირების უპირობოდ და დაუყოვნებლივ განთავისუფლებას და ახალი არჩევნების ჩატარების გარანტიებს სამართლიან და კონკურენტულ გარემოში. მოვუწოდებთ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას და მინისტრთა კომიტეტს განსახილველად დააყენოს საქართველოში ალენ ბერსეს ვიზიტისას მისი მოქმედებების კეთილსინდისიერებისა და ევროპის საბჭოს სადამფუძნებლო პრინციპებთან შესაბამისობის საკითხი იანვარში გასამართ საჯარო დებატებზე”, - წერია განცხადებაში. იპნ
-
საქართველოს ახალაგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე აცხადებს, რომ რუსული კანონი შეცვლას არ ექვემდებარება და ის უნდა გაუქმდეს. გარდა ამისა, აცხადებს, რომ ქვეყანაში არსებულ კრიზისს რუსული კანონის გაუქმებაც ვერ უშველის. ასე ეხმაურება ქურდოვანიძე ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ალან ბენსეს განცხადებას რუსული კანონში ცვლილებასთან დაკავშირებით. “ევროპის საბჭოს მთავარ საკონსულტაციო ორგანოს, ვენეციის კომისიას, “რუსულ კანონზე” ცალსახად აქვს ნათქვამი, რომ ეს კანონი შეცვლას არ ექვემდებარება, გასაუქმებელია. ვერანაირი სამუშაო პროცესი ვერ შეძლებს ამ კანონის გაკეთილშობილებას, ის უნდა გაუქმდეს. თუმცა, დღეს არსებულ კრიზისს ამ კანონის გაუქმება ვერ უშველის. წამების და დაუსჯელობის სისტემურ პრაქტიკას ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მიერ გახმოვანებული ფორმატი ვერ გამოასწორებს”, – წერს ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში. საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფმა ალან ბერსემ განაცხადა, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, “რათა ქართულ მხარესთან ერთად ე.წ. უცხოური გავლენის კანონი შეიცვალოს”. მან თქვა, რომ “ქართული ოცნებისგან” რუსული კანონის შეცვლაზე გარანტიები მიიღო. თუმცა, ბერსეს პრესკონფერენცია დასრულებულიც კი არ ჰქონდა, როცა მას “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა. კობახიძის თქმით, თუ სამუშაო ჯგუფი დაადგენს, რომ რუსული კანონი მისაღებია, ის არ შეიცვლება. ამავე თემაზე: რატომ აძლევს თავს უფლებას ბატონი ბერსე, საზოგადოების გვერდის ავლით რამე მოითხოვოს – ბრაჭველი ნეტგაზეთი
-
ევროკომისიამ მოამზადა წინადადება ვიზა ფასილიტაციის შესახებ ევროკავშირ-საქართველოს შეთანხმების ნაწილის შეჩერების შესახებ. ევროკომისიის თანახმად, თუ საბჭო ამ წინადადებას მიიღებს, ქართველ დიპლომატებს, ოფიციალურ პირებს და მათ ოჯახებს, რომლებსაც აქვთ დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტები, დასჭირდებათ ვიზა შენგენის ზონაში შესასვლელად. „დღეს ჩვენ ვიღებთ ზომებს, რათა საქართველოს ხელისუფლებას პასუხისმგებლობა დავაკისროთ მშვიდობიანი საპროტესტო აქციების ძალადობრივი რეპრესიების გამო. ეს მკაფიო მესიჯს უგზავნის საქართველოს ხელისუფლებას, რომ მათ არ შეუძლიათ ოპოზიციის ხმების დათრგუნვა ან გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა უშედეგოდ. ჩვენ უკვე შევამცირეთ პოლიტიკური კონტაქტები და გადავინაწილეთ დაფინანსება ხელისუფლებისგან ქართველი ხალხისკენ, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისკენ. ჩვენ გავაგრძელებთ ქართველი ხალხის მხარდაჭერას ევროკავშირის გზაზე. საქართველოს მიმართ სანქციები ასევე დევს მაგიდაზე და ჩვენ გავაგრძელებთ დამატებითი ღონისძიებების განხილვას“, — განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა. „სავიზო რეჟიმის გამარტივება, როგორიცაა განაცხადის ხანმოკლე დრო, დაბალი სავიზო მოსაკრებლები და ნაკლები დამხმარე დოკუმენტების წარდგენის მოთხოვნა, ასევე აღარ ვრცელდება დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტების ქართველ მფლობელებზე. ეს გადაწყვეტილება არ მოახდენს ნეგატიურ ზეგავლენას ადამიანთა შორის კონტაქტებზე, რადგან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ჩვეულებრივი პასპორტის მფლობელები არიან, კვლავაც ისარგებლებენ უვიზო რეჟიმით ევროკავშირში ხანმოკლე ყოფნის დროს მოგზაურობისას“, — ნათქვამია ევროკომისიის პრეს-რელიზში. ევროკომისია ხაზს უსვამს, რომ ეს წინადადება არის პასუხი საქართველოს ხელისუფლების მიერ მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკოსებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ ძალადობრივ რეპრესიებზე, რომელიც 28 იანვრის შემდეგ დაიწყო. გარდა ამისა, ევროკომისიის შეფასებით, საქართველოს ბოლოდროინდელი კანონმდებლობა, მათ შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ (მიღებული 2024 წლის მაისში) და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ (მიღებული 2024 წლის სექტემბერში), „ძირს უთხრის ფუნდამენტურ უფლებებს, რომლებიც ევროკავშირის ფასეულობების ბირთვს წარმოადგენს“. „ფუნდამენტური უფლებების დაცვა, როგორიცაა ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის ეფექტური განხორციელება, გადამწყვეტი მოთხოვნაა ვიზალიბერალიზაციისთვის“, — აცხადებს ევროკომისია. ნეტგაზეთი
-
დღეს ჩვენ ვიღებთ ზომებს, რათა ანგარიშვალდებული გავხადოთ საქართველოს ხელისუფლება მშვიდობიანი საპროტესტო აქციების ძალადობრივი რეპრესიების გამო, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომელიც ევროპულ საბჭოს ქართველი დიპლომატებისა და ოფიციალური პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების წინადადებით მიმართავს. „ეს მკაფიო მესიჯს უგზავნის საქართველოს ხელისუფლებას, რომ ისინი ვერ დათრგუნავენ ოპოზიციის ხმებს და ვერ შეზღუდავენ გამოხატვის თავისუფლებას შედეგების გარეშე. ჩვენ უკვე შევამცირეთ პოლიტიკური კონტაქტები და გადავამისამართეთ დაფინანსება ხელისუფლებიდან ქართველი ხალხისკენ, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისკენ. ჩვენ გავაგრძელებთ ქართველ ხალხთან დგომას ევროკავშირის გზაზე. ასევე მაგიდაზეა საქართველოს მიმართ სანქციები და გავაგრძელებთ დამატებითი ზომების განხილვას“, - აღნიშნა კალასმა. იპნ
-
https://www.facebook.com/natia.mezvrishvili.9/posts/28094055460207875 "რაც შეეხება კობახიძეს, ტაკერ კარლსონთან ჯეფრი საქსის ინტერვიუს ოვერდოუზი მოუვიდა. თავს დავდებ, დიფ სთეითი აქამდე გაგონილიც არ ჰქონდა. ახლა ეს დაჯდება და ბიძინას აუხსნის. უნდა გავუძლოთ.", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნათია მეზვრიშვილი წერს. ამავე საკითხს სოციალურ ქსელში, პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი, ბერდია სიჭინავაც ეხმაურება: "თუ სერიოზულად გაინტერესებთ, 21 ივნისს გიორგი გახარიამ გადააყენა კობახიძე გავრილოვის ჩამოყვანის გამო. ლინკი კომენტარებში.", - წერს ბერდია სიჭინავა. ბმული: https://www.radiotavisupleba.ge/amp/30012473.html?fbclid=IwY2xjawHSNd1leHRuA2FlbQIxMAABHbqypOLF0TlbSbHLcJMl7Cb4KiBgvk5jmOxwOkap37a-qxRE9t_h9ogNuw_aem__n4y4nHCGqS-hcZsoV_Uig
-
რა წერია ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაში საქართველოს შესახებ
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ევროპულმა საბჭომ 19 დეკემბერს შეხვედრის შემდეგ გამოაქვეყნა დასკვნითი დოკუმენტი, რომელშიც საქართველოს შესახებ ნათქვამია: „ევროპული საბჭო იმეორებს თავის სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ქმედებების გამო. ისინი ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც დაფუძნებულია ევროკავშირი. ის მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე, შეაჩეროს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი 2028 წლამდე. ევროპული საბჭო მკაცრად გმობს ძალადობას მშვიდობიანი საპროტესტო აქციების მონაწილეების, პოლიტიკოსებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ. საქართველოს ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას და ძალის გამოყენებისგან თავი შეიკავოს. ძალადობის ყველა აქტი უნდა იყოს გამოძიებული და დამნაშავე პირები უნდა დაისაჯონ. ევროპული საბჭო ხაზს უსვამს ევროკავშირის მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს და გაწევრიანების გზას, თუ საქართველოს ხელისუფლება შეცვლის თავის დღევანდელ კურსს“, – აღნიშნულია დოკუმენტში. პუბლიკა -
„მე მგონი, ამასაც ვიცე-პრემიერობას შეჰპირდა ივანიშვილი“ – ასე გამოეხმაურა „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ევროსბჭოს გენერალური მდივნის ალენ ბერსეს განცხადებას. ალენ ბერსემ განაცხადა, რომ „მიესალმება მთავრობის დაპირებას, რომ შეცვლის „უცხოური გამჭვირვალობის კანონს.“ როგორც საქართველოში ვიზიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ალენ ბერსემ თქვა, მთავრობისგან მიიღო დაპირება, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს შეცვლიან, რისთვისაც სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. მისი ეს განცხადება დააზუსტა ევროსაბჭოს ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის მიმართულების დირექტორმა, ჯანლუკა ესპოსიტომ. მისი თქმით, მზად არიან, ექსპერტებთან, „განსაკუთრებით ვენეციის კომისიის ექსპერტებან აქტიურად ჩაერთონ კანონმდებლობაში ცვლილებების შეთავაზებაში”. ვენეციის კომისიის დასკვნის თანახმად, რომელიც 2024 წლის 21 მაისს გამოქვეყნდა, „რუსული კანონი არსებული ფორმით არ უნდა იქნეს მიღებული”. კერძოდ, დასკვნა აფასებს კანონის შესაბამისობას როგორც ადამიანის ძირითადი უფლებების საერთაშორისო სტანდარტებთან, აგრეთვე „კანონისთვის“ აუცილებელი რეკვიზიტების/კრიტერიუმებისა და პროპორციულობის ტესტის თვალსაზრისით და ფაქტობრივად ყველა ინდიკატორის მიმართულებით აიდენტიფიცირებს კანონის იმგვარ პრობლემურობას, რაც საბოლოო ჯამში ვენეციის კომისიას აკეთებინებს მკაცრ რეკომენდაციას, რომ არსებული ფორმით კანონი არ უნდა იქნეს მიღებული. მთლიანობაში, ვენეციის კომისია ასკვნის, რომ კანონი არღვევს თანაზომიერების პრინციპის ყველა მოთხოვნას. პუბლიკა
-
ამ დროისთვის არ არსებობს საქართველოში ინსტიტუტი, რომელიც მმართველი პარტიისგან დამოუკიდებელია. ყველა ინსტიტუტს: მთავრობას, პარლამენტს, ყველა სასამართლოს, ცენტრალური ბანკის, ცენტრალური საარჩევნო კომისიას ხელმძღვანელობენ მმართველი პარტიის მიერ დანიშნული ადამიანები და დაკომპლექტებულია მმართველი პარტიისთვის მისაღები ადამიანებით, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა იტალიის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „არჩევნებამდე, დე ფაქტო მმართველმა, ბატონმა ივანიშვილმა გააფრთხილა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, რომ მათ დაშლიდნენ, დააპატიმრებდნენ და გააუქმებდნენ არჩევნების შემდეგ. ეს არის გეგმა პოლიტიკური პარტიებისთვის. სამოქალაქო საზოგადოებაც, არასამთავრობოები, მათი ჩათვლით, რომლებიც ჰუმანიტარული მიზნებით მოქმედებენ, იგივე საფრთხის ქვეშ არიან, რადგან ყველა, ვინც ქვეყნის გარედან ფინანსდება, ექცევა იმ რუსული კანონის ქვეშ, რომელიც მოქმედებს და რომელიც თანდათან განხორციელდება ყველას წინააღმდეგ. თქვენს წინაშე საუბრობს პრეზიდენტი, რომელიც არის უკანასკნელი დამოუკიდებელი ინსტიტუტი“, - აღნიშნა პრეზიდენტმა. მისი თქმით, საქართველო, სახელმწიფო, რომელიც იყო დემოკრატიული რეფორმების მოდელი რეგიონში, რომელიც ძალიან ახლოს იყო ევროპულ კართან, ახლა საპირისპირო მიმართულებითაა შებრუნებული. „მათ ჰქონდათ ახალი პრეზიდენტის არჩევნების პაროდია. სადაც საარჩევნო ბიულეტენში მხოლოდ ერთი სახელი იყო და ამ პაროდიაში მხოლოდ ერთი პარტია მონაწილეობდა. ასე რომ, ჩვენ ვართ სიტუაციაში, სადაც არ გვაქვს არცერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი. ყველა ინსტიტუტი არის ერთი პარტიის ხელში და ეს პარტია კი ერთი პირის ხელში და ეს ერთი პირი ძალიან არის დაკავშირებული რუსეთთან არჩევანით თუ გარკვეული ძალით, ჩვენ ეს არ ვიცით, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველო, სახელმწიფო, რომელიც იყო დემოკრატიული რეფორმების მოდელი რეგიონში, რომელიც ძალიან ახლოს იყო ევროპულ კართან, ახლა საპირისპირო მიმართულებითაა შებრუნებული“, - აღნიშნა პრეზიდენტმა. იპნ
-
“სამოქალაქო საზოგადოების ფონდის” წარმომადგენელი, იურისტი საბა ბრაჭველი ეხმაურება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის განცხადებას რუსული კანონში ცვლილებასთან დაკავშირებით და უკანდახევად აფასებს ამაზე საუბრის დაწყებას “ქართულ ოცნებას”. თუმცა ის ასევე აკრიტიკებს ალან ბერსეს, რომელმაც ამ საკითხის განხილვა ქართული სამოქალაქო საზოგადოების გვერდის ავლით დაიწყო. “პარტიამ, რომელიც სუვერენიტეტის აბსოლუტურ დაცვას ქადაგებდა, “ქართული კანონის” მიღებით ამაყობდა, ყველა საერთაშორისო პარტნიორს ლანძღავდა – ევროსაბჭოს პირველივე ვიზიტის ფარგლებში მისი ავტორიტარიზმის პირველ სიმბოლოზე – რუსულ კანონზე უარი თქვა. ცალკე საკითხავი ისაა, ბატონი ბერსე რატომ აძლევს თავს უფლებას, სამოქალაქო საზოგადოების გვერდის ავლით რამე მოითხოვოს. მით უმეტეს, რომ ფსონები ‘ცოტა’ გაზრდილია და რუსულ კანონს თვეებია, ღიად ვარღვევთ. მაგრამ არც იმას გამოვრიცხავ, თავად ოცნებას შეეთავაზებინა, კანონს უკან წავიღებთ, ოღონდ ერთობლივი ჯგუფის ფორმატზე დაგვთანხმდითო”, – წერს ბრაჭველი სოციალურ ქსელში. ბრაჭველი წერს, რომ ამ საკითხის განხილვა “ქართული ოცნებისთვის ” საერთაშორისო საზოგადოებასთან ლეგიტიმაციის მიღების მცდელობაა. “ეს ოცნების მცდელობაა, ლეგიტიმაციის, აღიარების ნამცეცები მაინც მოიპოვოს ვინმესგან. ბნელ ოთახში შავი კატების დევნისთვის აღარ სცხელათ გუშინ ამერიკა-ბრიტანეთისგან დასანქცირებულებს, დღეს და ხვალ – სხვა ქვეყნებიდან იმავეს მომლოდინეებს. მთავარი ისაა, რომ უკვე მასშტაბურად აგორებულ მომენტუმს ნამცეცები ვერ შეაკავებენ”, – წერს ბრაჭველი. საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფმა ალან ბერსემ განაცხადა, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, “რათა ქართველ მხარესთან ერთად ე.წ. უცხოური გავლენის კანონი შეიცვალოს”. მან თქვა, რომ “ქართული ოცნებისგან” რუსული კანონის შეცვლაზე გარანტიები მიიღო. თუმცა, ბერსეს პრესკონფერენცია დასრულებულიც კი არ ჰქონდა, როცა მას “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა. კობახიძის თქმით, თუ სამუშაო ჯგუფი დაადგენს, რომ რუსული კანონი მისაღებია, ის არ შეიცვლება. ნეტგაზეთი
-
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ალენ ბერსე აცხადებს, რომ არჩევნების ლეგიტიმაციის ცნობა არა მისი, არამედ სხვა ინსტიტუტების კომპეტენციაა და თბილისში ამისთვის არ ჩამოსულა. ამის შესახებ მან დღეს, 20 დეკემბერს, გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც თბილისში ვიზიტი შეაჯამა. „საქართველოსთვის კრიტიკული დროა. საქართველო სავსეა პოლიტიკური დაძაბულობით, პოლარიზებული საჯარო დებატით, მაღალი დონის ძალადობით. მე აქ უპირველესად იმისთვის ვარ, რომ ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადო საქართველოს და მის მოსახლეობას. ისინი იმსახურებენ სტაბილურ და დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრებას. როგორ მოგეხსნებათ, საქართველო არის ევროპის საბჭოს სრული და ძალიან ძვირფასი წევრი უკვე 25 წლის განმავლობაში. რადგან მე ვარ ევროსაბჭოს გენერალური მდივანი, აქ არ ვარ ჩამოსული არჩევნების ლეგიტიმაციისთვის. ეს სხვა ინსტიტუტების კომპეტენციაა. დაიწერება დასკვნები, რომელიც არჩევნების დაკვირვებას ეხება“, – განაცხადა ბერსემ. თბილისში ვიზიტის ფარგლებში ალან ბერსე „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძესა და „ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს შეხვდა. აღნიშნული „ქართულ ოცნებაში“ მათ „ლეგიტიმაციაზე სპეკულაციების დასრულებად“ შეაფასეს. ნეტგაზეთი
-
გლდანის ციხესთან ლოზუნგით - „თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს“, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. პროტესტში როგორც სამოქალაქო საზოგადოების, ისე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები მონაწილეობენ. მათი თქმით, აქციების დროს დაკავებულები უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან, ისინი პოლიტპატიმრები არიან და უნდა გათავისუფლდნენ. როგორც პროტესტის მონაწილეები აცხადებენ, დაკავებებით „რუსული რეჟიმი ხალხის დაშინებას ცდილობს“, თუმცა, მათივე თქმით, ხალხს არა თუ ეშინია, არამედ პირიქით - ბრაზდება. იპნ
-
იტალიის პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლა დაიწყო. საქართველოს პრეზიდენტი იტალიის სენატის, საგარეო საქმეთა და თავდაცვის კომიტეტისა და ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეების მოწვევით, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საუბრობს. იპნ
-
გახარია ორი ბანკის გადაწყვეტილებაზე: მისასალმებელი პირველი ნაბიჯია... ყინული დაიძრა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
პარტია საქართველოსთვის ლიდერი გიორგი გახარია ამბობს, რომ ორი მსხვილი ბანკის გადაწყვეტილება, აქციებზე დაზარალებული მოქალაქეებისთვის თანხა გამოყონო, "მისასალმებელი პირველი ნაბიჯია". როგორც მან ფორმულას დღეში თქვა, "ყინული დაიძრა". "ორი ბანკის გადაწყვეტილება მეუბნება იმას, რომ ეს არის ფრთხილი, მაგრამ ძალიან მისასალმებელი პირველი ნაბიჯი. მე მესმის მათი მდგომარეობა, ეს სისტემური ბანკებია... მათდამი ფრთხილი დამოკიდებულება ქვეყნის ეკონომიკის ინტერესებიდან გამომდინარე, ეკონომიკური სტაბილურობის და ფინანსური სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე, მესმის, რომ რაოდენობა საერთოდ არ უნდა გავზომოთ. ის, რომ პირველი ნაბიჯი გადაიდგა, მერწმუნეთ, ყინული დაიძრა. ამის შემდეგ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნება", - თქვა გიორგი გახარიამ. რაც შეეხება იმას, რომ საქართველოს ბანკი და თიბისი ბანკი ამ დრომდე არ შეუერთდნენ Freebusiness.ge-ს განცხადებას, გახარიას განმარტებით, მათ მეტის გაკეთება დღეს არ შეუძლიათ. "ჩვენ კი გვინდა მეტი, ველოდებით მათგან მეტს, მაგრამ მათ, ობიექტურად, მეტი არ შეუძლიათ იმიტომ, რომ რომ გამოვიდნენ და სუბიექტური ქცევა, მსგავსი სისტემური ბანკების, საკმაოდ რისკის შემცველია. [...] რატომ ვთქვი ბანკების შემთხვევაში, რომ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს და ყინული დაიძრა, ეს ის სექტორია, განსაკუთრებით ეს ორი ბანკი, რომ სჯობს პატარ-პატარა ნაბიჯებით, მაგრამ თანმიმდევრულად. მერწმუნეთ. ძალიან რთულ მაკრო-ეკონომიკურ და ფინანსური სტაბილურობისთვის მნიშვნელოვან ფაზაში შევდივართ, ვიღაცებს ჰგონიათ, რომ საახალწლოდ კურსი გამყარდა, მაგრამ..." - განაცხადა ყოფილმა პრემიერმინისტრმა. დღეს, ორმა უმსხვილესმა ბანკმა - საქართველოს ბანკმა და თიბისი ბანკმა - განცხადება გაავრცელეს, რომლის თანახმადაც, ქვეყანაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე ერთობლივად 5 000000 ლარს გამოყოფენ. თანხა მიმართული იქნება დაზარალებული მოქალაქეების, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდასაჭერად. ფორმულა ნიუსი -
ამ ხელისუფლებას არ ეტყობა, რომ თანამდებობის პირების დასანქცირება მათთვის რამე ტიპის მნიშვნელოვანი გზავნილია, ამაზე ღლიცინებენ - როდესაც მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები დამნაშავედ აცხადებენ შენი ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირებს, რაის ევროპისკენ მიდიხარ და რაის ღირსებით მიდიხარ?- ამის შესახებ ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზვიად ძიძიგურმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის" გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც ერთი მხრივ აშშ-ის მიერ ვახტანგ გომელაურისა და მირზა კეზევაძის დასანქცირებას, მეორე მხრივ კი გომელაურის ვიცე-პრემიერად დანიშვნას გამოეხმაურა. ძიძიგურის თქმით, სანქცია ნიშნავს იმას, რომ საქართველოს პარტნიორი ქვეყნების ხელისუფლებებმა, ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირები დამნაშავედ გამოაცხადეს. „სანქციები ძალიან მძიმე ამბავია. როდესაც პირველად გამოქვეყნდა, რომ სანქციები უნდა დაწესებულიყო, ჩინოვნიკების ნაწილმა ღლიცინი დაიწყო - „არ წავალ ამერიკაში“, „არ წავალ დასავლეთში“, „სხვა ბანკით გადავრიცხავ“ და ბევრი ასეთი რამ მოვისმინეთ. მაგრამ, იცით, რას ნიშნავს სანქცია? სანქცია ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მეგობარი, პარტნიორი ქვეყნების ხელისუფლებებმა, დამნაშავედ გამოაცხადეს ჩვენი მაღალი თანამდებობის პირები. დამნაშავედ იმიტომ გამოაცხადეს, რომ გამოხატვის უფლების ნაწილში ადამიანის უფლებების დაარღვიეს, ასევე კორუფციასა და არჩევნების გაყალბების გამო და ა.შ. მაგალითად, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრს უწესებენ სანქციას, ნიშნავს იმას, რომ აცხადებენ დამნაშავედ. დანაშაულისთვის ყოველთვის ციხეში ჯდომა კი არ ხდება? ჩვენმა პარტნიორმა ქვეყანამ გადაწყვიტა, რომ დანაშაულისთვის სასჯელად გამოიყენოს სანქცია. ეს სანქცია ერთ რამეს ადასტურებს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი და ძალოვანი უწყებების სხვა წარმომადგენლები არ იქცეოდნენ როგორც პოლიციელები და ეხმარებოდნენ რეჟიმს, რომ პოლიტიკური ოპონენტებისთვის ანგარიში გაესწორებინა. ესენი ანგარიშის გამსწორებელი სტრუქტურის ხელმძღვანელები არიან. ეს ძალიან სიმპტომატურია. სტრატეგიული პარტნიორობის გაუქმებას ვინღა დაეძებს?! - ამერიკამ თქვა, რომ თქვენი შინაგან საქმეთა მინისტრი და კიდევ რამდენიმე თანამდებობის პირი დამნაშავეა. როდესაც დამნაშავეა ხელისუფლების სათავეში, ყველანაირი ურთიერთობები ჩერდება. ეს აშშ-მა, ინგლისმა გააკეთა გუშინ, მანამდე ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთმა, მანამდე შვედეთმა და კანადამ გააკეთა- როდესაც მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები დამნაშავედ აცხადებენ შენი ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირებს, რაის ევროპისკენ მიდიხარ და რაის ღირსებით მიდიხარ?“ - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა. რაც შეეხება გომელაურის ვიცე-პრემიერად დანიშვნას, ძიძიგური ფიქრობს, რომ პრემიერ-მინისტრის ეს ნაბიჯი სანქციების გამო აშშ-ისადმი პასუხია. „ეს არის პასუხი აშშ-ისადმი. ეს არის როგორი პასუხი იცით? – „ჩვენ არ გვაინტერესებს, თქვენ რას აკეთებთ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ, დამნაშავეებად აცხადებთ თუ არა“, „თქვენ დამნაშავეებად აცხადებთ, ჩვენ კი ვაცხადებთ, რომ ის არის წარმატებული, სწორად მოიქცა“ და ა.შ. - ამას ამბობს. კონფლიქტი კიდევ უფრო ღრმავდება. ამ ხელისუფლებას არ ეტყობა, რომ თანამდებობის პირების დასანქცირება მათთვის რამე ტიპის მნიშვნელოვანი გზავნილია. ისინი ამაზე ღლიცინებენ. გვეუბნებიან, რომ ევროპისკენ მივდივართ და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან პარტნიორობას აღვადგენთ, გადატვირთვა მოხდებაო - ეს ყველაფერი უბრალოდ ფარსია“,- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა. კითხვაზე, რატომ არ არის სანქცირებულთა სიაში ბიძინა ივანიშვილი, ძიძიგური ამბობს, რომ მას „კიდევ აძლევენ შანსს“. „ბიძინა ივანიშვილს ეუბნებიან - შენ კიდევ შეგიძლია ქვეყანა შემოაბრუნო სწორი მიმართულებით. თუ დაასანქცირებენ, მასთან ურთიერთობასაც ვეღარ შეძლებენ. ხელისუფლებიდან ერთადერთი პირი, ვისთანაც შეიძლება დაილაპარაკონ, ბიძინა ივანიშვილია. შემთხვევითი არ იყო, რომ მაკრონმა ბიძინა ივანიშვილს დაურეკა და არა კობახიძეს ან პაპუაშვილს, რომლებიც რეჟიმში, დე-ფაქტო ხელისუფლებაში სხვადასხვა პოსტებს იკავებენ. ბიძინა ივანიშვილთან დარეკა, რადგან იციან, რომ ამ ქვეყანაში ძალაუფლების წყარო ბიძინა ივანიშვილია და არა ხალხი. ნორმალურ ქვეყნებში ძალაუფლების წყარო ხალხია, მაგრამ ხალხი გადათელილია და ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, გადაამტვრიოს წინააღმდეგობა, რომელიც ხალხს არსებული ვითარების გამო აქვს. რეალურ ძალაუფლებას ბიძინა ივანიშვილი ფლობს და ალბათ, ამიტომ არის ბიძინა ივანიშვილი შემონახული, სანამ ჯერ კიდევ აქვს ქვეყანას შანსი, რომ რაღაც შემობრუნდეს. ბიძინას გარდა, ქვეყანაში არსებული ვითარების წაღმა შემობრუნება არავის შეუძლია“,- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა. ცნობისთვის, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, მირზა კეზევაძის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო და "გლობალური მაგნიტსკის“ სიაში შეიყვანა. სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვაშინგტონის ეს ნაბიჯი კოორდინირებული იყო დიდ ბრიტანეთთან, რომელმაც დღეს, ასევე, შემოიღო სანქციები შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურისა და კიდევ ოთხი ძალოვნის წინააღმდეგ. შეგახსენებთ იმასაც, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოს ვიცე-პრემიერად დანიშნა. შესაბამის ბრძანებას ირაკლი კობახიძემ ხელი დღეს მოაწერა. იპნ
-
აშშ-მა შს მინისტრი გომელაური და კიდევ ერთი მაღალჩინოსანი დაასანქცირა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
აშშ-მა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური და განსაკუთრებულ დავალებთა დეპარტამენტის უფროსის, „ხარებას” მოადგილე მირზა კეზევაძე დაასანქცირა. ამ სანქციებით მათი ქონება და აქტივები, რომლებიც აშშ-ში ან აშშ-ის მოქალაქეთა კონტროლშია, გაიყინება და უნდა აღირიცხოს OFAC-ის მიერ – არდა ამისა, სანქციები ვრცელდება ყველა იმ ორგანიზაციაზე, რომლებიც მინიმუმ 50%-ით ან მეტი პროცენტი ეკუთვნის დასანქცირებულ პირებს. ამასთან, აშშ-ის მოქალაქეებისთვის აკრძალულია რაიმე ტრანზაქციის განხორციელება აღნიშნული პირების ქონებასთან ან აქტივებთან დაკავშირებით. „საქართველოში არჩევნების შემდეგ შსს-ს მაღალჩინოსნები სასტიკად გაუსწორდნენ საკუთარ მოქალაქეებს, განზრახ ამოიღეს მიზანში ჟურნალისტები და იძალადეს,“ განაცხადა ხაზინის ტერორიზმისა და ფინანსური დაზვერვის დროებითმა მდივანმა ბრედლი ტ. სმიტმა. „აშშ რჩება მტკიცედ ვალდებულად, რომ პასუხი აგებინოს იმ პირებს, რომლებიც ზღუდავენ საკუთარი მოქალაქეების უფლებებს და ანგრევენ ფუნდამენტურ თავისუფლებებს – როგორც საქართველოში, ასევე მთელ მსოფლიოში.“ პუბლიკა -
პროტესტის დამსახურებაა დიდი ბრიტანეთის ფინანსური სანქციები, ეუთოს განცხადება, ბალტიის ქვეყნების ინდივიდუალური სანქციები, ევროკავშირის მხრიდან დიპლომატიური პასპორტების დასანქცირება. რაც არ უნდა იძახონ, რომ არა უშავს, მელა და ყურძენი რომ არის, დაახლოებით ამ პოზაში არიან [„ქართული ოცნება]. სისტემა არის დასუსტებული! , - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თეონა აქუბარდიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა. აღნიშნულით, თეონა აქუბარდიამ ის ფაქტი შეაფასა, რომ გაერთიანებული სამეფო ვახტანგ გომელაურს, ალექსანდრე დარახველიძეს, ზვიად ხარაზიშვილს, სულხან თამაზაშვილსა და მილერი ლაგაზაურს სანქციებს უწესებს. თეონა აქუბარდიას თქმით, დიდი ბრიტანეთის სანქციები აჩვენებს, რომ მოქმედება დაიწყო. „გარდა ევროკავშირის ცალკეული დედაქალაქებისა, ბალტიისპირეთზეც გვქონდა საუბარი, ამას გაგრძელება მოჰყვება ევროკავშირის წევრ სხვა ქვეყნებშიც. დიპლომატიური პასპორტების, უვიზო რეჟიმის დასრულება...ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ქართველი ხალხია ელჩი ევროკავშირში და არა ე.წ. ხელისუფლება. დღეს, დიდი ბრიტანეთის განცხადებაში ვნახეთ, რომ „ქართული ოცნება“ არის ნახსენები, როგორც ეუთოს 19 წევრის განცხადებაში და არა მთავრობა. ეს კიდევ არჩევნებს, რომ ლეგიტიმაციის კრიზისი, რომელიც მათ შექმნეს გაღრმავდება. ეს არის შესაძლებლობა, რომ ხელახალი არჩევნები დავაბრუნოთ კონსტიტუციურ ჩარჩოში. საფრთხეები ავარიდოთ, რომელიც გარდაუვალად შეუქმნა ივანიშვილმა ქვეყანას“,- აღნიშნა აქუბარდიამ. იპნ
-
დაკავებულია 400-ზე მეტი პირი, აქედან 70% ამბობს, რომ არაადამიანური, არაჰუმანური მოპყრობის მსხვერპლები გახდნენ, რიგ შემთხვევაში კი წამების - შსს-ს წინასწარი გარანტიები აქვს მიღებული, რომ შეუძლიათ ჩაიდინონ ყველაფერი და ამათზე პასუხს არავინ მოსთხოვთ ,- ამის შესახებ სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმის“ წარმომადგენელმა ლონდა თოლორაიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა და საპროტესტო აქციების დროს დემონსტრანტთა დაკავებაზე ისაუბრა. როგორც ლონდა თოლორაიამ განმარტა, უმოქმედოები არიან ის უწყებები, რომლებიც რეაგირებას უნდა ახდენდნენ მსგავს ფაქტებზე. მისი თქმით, სრულიად მდუმარე პროკურატურა და სპეციალური საგამოძიებო სამსახური. „დაკავებულია 400-ზე მეტი პირი, აქედან 70% ამბობს, რომ გახდნენ არაადამიანური, არაჰუმანური მოპყრობის მსხვერპლი, რიგ შემთხვევაში კი წამების. ეს ადამიანები ჰყვებიან იდენტურ ისტორიებს, თუ როგორ ხდება მათი დაკავება, დაზიანებების მიყენება, სად ხდება მათი განთავსება. ერთი და იგივე ინფრასტრუქტურის სატრანსპორტო საშუალებებში აჰყავთ, ამ სატრანსპორტო საშუალებებს არ აქვს სავარძელი, რათა უფრო მარტივი იყოს მათი მოხელთება. ჰპარავენ ნივთებს, რომელსაც ვერ იყენებენ. ემუქრებიან გაუპატიურებით, სხვადასხვა ორგანოების მოტეხით და ასე შემდეგ. ერთი და იგივეა დაზიანების მიყენების მიდამოები. ამ ყველაფერს ემატება გადაღება, მათთვის შეურაცხმყოფელი მოქმედებების განხორციელების მოთხოვნა. ეს დაკავებულები არიან ადამიანები, რომელთა უმრავლესობაც ერთმანეთს არ იცნობს და ისტორიები იდენტურია. შეუძლებელია ყველა სამართალდამცავები დამოუკიდებლად იღებდეს ასეთ გადაწყვეტილებებს. ეს რომ ყოფილიყო ერთი ან რამდენიმე შემთხვევა, მაგრამ მომხდარიყო ერთ დღეს, ჩვენ ვხედავთ, რომ ბევრი შემთხვევაა განგრძობადი. როგორ წარმოგიდგენიათ ამ ყველაფერს უყურებდეს მენეჯმენტი, ერთ დღეს ასეთი ამბავი ხდება და ეს ყველაფერი ამდენი დღე გრძელდებოდეს? როგორ წარმოგიდგენიათ ეს ყველაფერი ხორციელდებოდეს მათი ჩარევის და მითითების გარეშე?! წარმოუდგენელია. ამას ემატება ის, რომ უმოქმედოები არიან ის უწყებები, რომლებიც რეაგირებას უნდა ახდენდნენ. ჩვენ რა ვნახეთ? სრულიად მდუმარე პროკურატურა და სპეციალური საგამოძიებო სამსახური, 4-6 დღის შემდეგ პირველად ამოიღეს ხმა, რომ გამოძიება დაიწყეს. ბუნდოვანი განცხადება იყო, არასწორი კვალიფიკაცია, მუხლი, რომელიც ამ საქმეებს მიენიჭა. ეს საგამოძიებო უწყებები სხედან და ტელევიზორში უყურებენ განგრძობადად ყოველდღე როგორ ხდება ადამიანების მიმართ არაადამიანური და არაჰუმანური მოპყრობა, რიგ შემთხვევაში წამება. რა თქმა უნდა, ეს არის კოორდინირებული. შსს-ს წინასწარი გარანტიები აქვს მიღებული, რომ შეუძლიათ ჩაიდინონ ყველაფერი და ამათზე პასუხს არავინ მოსთხოვს“,-აღნიშნა თოლორაიამ და განმარტა, რომ „ამ ხელისუფლებას პოლიცია არ უყვარს, ეს ხელისუფლება პოლიციას პატივს არ სცემს“. გარდა ამისა, მან იმ „არაფორმალურ დაჯგუფებებზეც“ ისაუბრა, რომლებიც ქუჩებსა და მეტროსადგურებში ნიღბებით გადაადგილდებიან. როგორც თოლორაიამ განმარტა, ეჭვს აღარ იწვევს ის ფაქტი, რომ მათ უკან ხელისუფლება დგას. „რაც შეეხება არაფორმალურ დაჯგუფებებს, რომელთაც ჩვენ ვხედავთ. ის რომ ამის უკან დგას ხელისუფლება ეს ეჭვს აღარ იწვევს. პირველი: არაფორმალურ ჯგუფები თავდასხმებს ძირითადად ახორციელებენ ადგილებში, სადაც შორიახლოს პოლიცია იმყოფება. ვნახეთ, შემთხვევა, როცა პოლიცია ამ ყველაფერს უყურებდა. მძიმე სანახავი იყო, როდესაც პოლიციას პრეტენზიას უყენებდნენ: „ხედავდი და არ მიშველე“. მოდი დავუშვათ 1%-ით დავუშვათ ის ნარატივი, რასაც ხელისუფლება ამბობს, რომ ჩვენ არ ვართ ამ ჯგუფების უკან, სხვა დგას. კრიმინოგენური ვითარება როგორ გაგექცა, რომ ამდენი არაფორმალური ჯგუფი დადის და სამართალდამცავი ორგანოების გვერდის ავლით ასეთ რაღაცას აკეთებენ?! საინტერესო იყო ის, რომ ეს არაფორმალური პირები, რომლებიც მეტროში დანაშაულს ჩადიოდნენ, გირაოთი გამოუშვეს. გირაოთი ამ პირების გამოშვება არ შეიძლებოდა. პროკურატურას პატიმრობაც კი არ მოუთხოვია. მაშინ, როდესაც აქციის მონაწილეების დაკავებაზე, ბრალზე, აღმკვეთზე ინფორმაციის გავრცელებას ვერავინ ასწრებს საგამოძიებო ორგანოებს. ამ ფაქტზე ინფორმაცია არ დადებულა რა მუხლით მისცეს პასუხისგებაში, რატომ დააკავეს. ეს მიუთითებს, რომ სახელმწიფოს ლოიალური პოლიტიკა აქვს მათ მიმართ. როდესაც ქვეყანაში უდიდესი პრობლემა დადგა არაფორმალური დაჯგუფებების და გირაოთი უშვებ გარეთ, ფაქტობრივად ამ არაფორმალურ ჯგუფებს ახალისებს. ამ ჯგუფების უკან ხელისუფლება რომ არ იდგეს, ვინმე ამათ გარეთ გამოუშვებდა?! ყველა ნიშანი მიდის ხელისუფლებამდე“, -აღნიშნა თოლორაიამ. ამასთან, მან ის ფაქტიც შეაფასა, რომ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ვახტანგ გომელაურს და მირზა კეზევაძეს სანქციები დაუწესა. როგორც თოლორაიამ განმარტა, ამ სანქციებს დიდი მნიშვნელობა აქვს, კერძოდ, პრევენციული გავლენა სხვებისთვის, რომ ხვალ შემდეგი შეიძლება ის იყოს. „რაც არ უნდა გვეძახონ ტელევიზიებიდან, რომ ეს არაფერს ნიშნავს და ასე შემდეგ, აუცილებლად ეს მათთვის ძალიან დიდი პრობლემაა. ამ სანქციებს დიდი მნიშვნელობა აქვს, კერძოდ, პრევენციული გავლენა სხვებისთვის, რომ ხვალ შეიძლება შემდეგი მე ვიყო. ამ სანქციებს დიდი ზეგავლენა აქვთ ამ ადამიანებსა და სხვებზეც“, - აღნიშნა თოლორაიამ. იპნ
-
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტარტამენტმა ქართველი სამართალდამცავების, მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვები შემოიღო. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. სახელმწიფო დეპარტამენტი სახაზინო დეპარტამენტის მიერ ვახტანგ გომელაურისა და მირზა კეზევაძის "მაგნიტსკის სასანქციო პროგრამის" ფარლებში დასანქცირებას აღნიშნავს (რაც ფინანსურ სანქციებს მოიცავს) და საკუთარ სანქციებსაც აანონსებს. "სახელმწიფო დეპარტამენტი დამატებით ნაბიჯებს დგამს, რათა სავიზო შეზღუდვები შემოიღოს დამატებითი ქართველი პირების წინააღმდეგ, მათ შორის სამართალდამცავებისა და უსაფრთხოების ოფიციალური პირების წინააღმდეგ, ვინც დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაში იყვნენ ჩართული, ასევე, მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ, რომლებმაც ბოროტად გამოიყენეს თავისი ძალაუფლება ფუნდამენტური თავისუფლებების, მათ შორის იძულებისა და დაშინების გარეშე უფლების შესაზღუდად. დღევანდელი ქმედება ეფუძნება გასულ კვირას გამოცხადებულ სავიზო ქმედებებს, აფართოებს სექტემბერში აშშ-ის მიერ ქართველი ოფიციალური პირების წინააღმდეგ შემოღებულ სანქციებს და გაერთიანებული სამეფოს დღევანდელ ქმედებებს და რამდენიმე სხვა ევროპული ქვეყნის მიერ ბოლო დღეებში გაკეთებულ ქმედებებს ავსებს. შეერთებული შტატები მკაცრად გმობს საქართველოს ოფიციალური პირების მიმდინარე, სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის მშვიდობიანი დემონსტრანტების, მედიის წარმომადგენლების, უფლებადამცველებისა და ოპოზიციური ფიგურების წინააღმდეგ. ქართველ ხალხთან ვდგავართ და ერთგულები ვრჩებით ვეძიოთ ანგარიშვალდებულება მათთვის, ვინც თანამონაწილეობს ადამიანის უფლებების დარღვევასა და მათი დემოკრატიული მომავლისთვის ძირის გამოთხრაში", - ნათქვამია განცხადებაში. იპნ
-
"ქართულ ოცნებას" იმის იმედი რომ ჰქონდა 27-ვე ქვეყანა ერთად ვერ მიიღებდა გადაწყვეტილებას, ვნახეთ რომ ყველაზე გავლენიანი ქვეყნები ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს იღებენ. ამიტომ ევროკავშირის ერთობლივი ხელმოწერა იქნება თუ არა ეს არ ცვლის იმ მოცემულობას რომ მკაცრი განცხადებები აკეთონ. ევროპის კონტინენტზე ყველაზე გავლენიანი ქვეყნები ღიად საუბრობენ სანქციების დაწესების შესაძლებლობაზე და ეს ძალიან რეალურია." სოფო ხორგუანი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, უფლებადამცველი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/962988652369832