Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანის მოედანზე, საახალწლო სოფელში დამონტაჟებული სცენიდან მიმართა აქცია-მსვლელობის მონაწილეებს. ზურაბიშვილის განცხადებით, ორბელიანების სასახლეც და მოედანიც ეკუთვნის ქართველ ხალხს. „მადლობა მინდა, გითხრათ ყველას აქ მოსვლისთვის. გითხრათ, რომ ეს ადგილი ჩვენია. ეს სცენა ჩვენია, ვერ დააპატიმრებენ. ორბელიანების მოედანი, სასახლე, ეს ადგილი ყველაფერია ჩვენია, თქვენია. კახელებს დიდი მადლობა და სხვებსაც. მე მხოლოდ კახელი არ ვარ, მეგრელიც, გურულიც ვარ და ქართველი ვარ. დიდი მადლობა! შევხვდებით 21:00 საათზე “, - განაცხადა პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 21:00 საათზე მოქალაქეებს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციიდან მიმართავს. იპნ
  2. ამ პროტესტის სიმწვავის მიხედვით ივანიშვილმა დროულად უნდა გაანალიზოს, რომ ის არის მარცხისთვის განწირული. დიმიტრი ცქიტიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/891837119769175
  3. სასწორზე საქართველოს დემოკრატია დევს, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსმა დირექტორმა, მაიკლ კარპენტერმა „ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა. მისი შეფასებით, ყველაფერი, რისკენაც საქართველო წლების, ათწლეულების განმავლობაში მიისწრაფოდა, ახლა სასწორზე დევს და ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. "სასწორზე საქართველოს დემოკრატია დევს. მართლაც, ახლა სასწორზე ქვეყნის მომავალი დევს. ის, რასაც ქუჩებში ვხედავთ, შემაძრწუნებელია - ძალადობა, მთავრობის მიერ დაფინანსებული მოქმედი პირების გამოყენება, ე.წ ტიტუშკები, რომელიც დემონსტრანტებს, ჟურნალისტებს და სტუდენტებს სცემენ. ეს შემაძრწუნებელია და არაა იმგვარი მოქმედება, რაც დემოკრატიულ ქვეყანაში უნდა ვიხილოთ. ასე რომ, ყველაფერი, რისკენაც საქართველო წლების, ათწლეულების განმავლობაში მიისწრაფოდა - მომავალი ევროკავშირში, ნატოში, უსაფრთხოება, კეთილდღეობა, ევროპასა და დასავლეთთან ინტეგრაცია - ახლა სასწორზე დევს. ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. შევზღუდეთ ჩვენი ყველანაირი ფინანსური მხარდაჭერა, შევაჩერეთ სტრატეგიული პარტნიორობა“, - განაცხადა მაიკლ კარპენტერმა.
  4. რუსეთის მიერ უკრაინისადმი გამოცხადებულ სრულმასშტაბიან ომს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი შეეწირა. „თავისუფალი საქართველოს“ დანაყოფის მეთაური, ჯაბა კვარაცხელია კურსკის ოლქში კონტაქტურ ბრძოლაში დაპირისპირებისას დაიღუპა. ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა. ომის დაწყების პირველივე დღეებიდან უკრაინაში რამდენიმე ასეული (არაოფიციალური ინფორმაციით, 2000-მდე) ქართველი მოხალისე იბრძვის. ისინი სხვადასხვა ბატალიონში ირიცხებიან და მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში, ფრონტის წინა ხაზზე. ომის დაწყებიდან (2022 წლის თებერვლიდან) დღემდე, უკრაინაში 80-მდე ქართველი მებრძოლი დაიღუპა. რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიან ომს 2022 წლის 24 თებერვლიდან აწარმოებს. ფრონტის ხაზი დღეისთვის 1000 კილომეტრზე მეტია. რადიო თავისუფლება - https://www.radiotavisupleba.ge/a/33248913.html
  5. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მათი მშობლები და ოჯახის წევრები, უფლებადამცველ ორგანიზაციები და აქტივისტები ხელახალი არჩევნების დანიშვნას და დაკავებულთა გათავისუფლებას მოითხოვენ. ისინი აცხადებენ, რომ დაკავებულთა შორის არიან შშმ პირებიც. მათ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ არსებული კრიზისი განსაკუთრებით უარყოფითად სწორედ შშმ პირებზე აისახება. “ქვეყანა შესულია უკიდურეს კრიზისულ სიტუაციაში, რომლის დიდი ხნით გაგრძელება გამოიწვევს უდიდეს ზიანს, როგორც ქვეყნისთვის, ისე მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით კი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, რომლებიც შესაძლოა დარჩნენ იმ მინიმალურ საბაზისო მომსახურებებს მიღმა, რაც მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური კურსი და ევროინტეგრაციის პროცესი მნიშვნელოვან წვლილს ასრულებდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის პოზიტიური ცვლილებების განხორციელებაში. სწორედ ამ პროცესმა დააჩქარა საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და სხვადასხვა ინკლუზიური ინიციატივის დანერგვა”, – ვკითხულობთ განცხადებაში, რომელსაც 130-ზე მეტი ადამიანი აწერს ხელს, თუმცა სია განახლებადია. ხელმომწერები “ქართულ ოცნებას” არალეგიტიმურ მთავრობად მოიხსენიებენ და აკრიტიკებენ მათ “ზღვარს გადაცილებული ძალადობას” მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ. რამდენიმე დღის წინ, 18 დეკემბერ მათ თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე საპროტესტო მარში გამართეს. netgazeti
  6. თურქეთის სამხრეთ-დასავლეთით სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა და ჩამოვარდა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ვერტმფრენი მუღლას სასწავლო და კვლევით საავადმყოფოს ტერიტორიიდან აფრინდა და მასში ორი პილოტი, ექიმი და კიდევ ერთი სამედიცინო მუშაკი იმყოფებოდნენ. მუგლას რეგიონის გუბერნატორმა, იდრის აკბიიკმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვერტმფრენი ჯერ საავადმყოფოს შენობის მეოთხე სართულს, შემდეგ კი მიწას შეეჯახა. შენობის შიგნით და ადგილზე არავინ დაშავებულა. ავიაკატასტროფის მიზეზების დასადგენად, რომელიც ძლიერი ნისლის დროს მოხდა, გამოძიება მიმდინარეობს. ipn
  7. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 21 დეკემბერს, თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე შენობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს კედლის გადმონგრევის შედეგად, მეხანძრე-მაშველი დაიღუპა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველის ოჯახს, ახლობლებსა და თანამშრომლებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მეხანძრე-მაშველის, სამოქალაქო უსაფრთხოების ლეიტენანტის - 1982 წელს დაბადებული გიორგი ლელაშვილის გარდაცვალების გამო. გიორგი ლელაშვილი მიმდინარე წლის 21 დეკემბერს, თბილისში ი. ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე შენობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც გადმოინგრა კედელი, რასაც მეხანძრე-მაშველი ემსხვერპლა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველის ოჯახს, ახლობლებსა და თანამშრომლებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში. იპნ
  8. „ხორუმით ევროპისკენ“ - ამ ლოზუნგით ქართველი მოცეკვავეები პარლამენტთან ხორუმის ცეკვით მივიდნენ. მათ საკანონმდებლო ორგანოს წინ შეკრებილი აქციის მონაწილეები ტაშითა და ოვაციებით შეხვდნენ. აქციის მონაწილეებს მოცეკვავეებისთვის სპეციალურად დერეფანი ჰქონდათ გაკეთებული. მოცეკვავეების ხორუმი დღეისთვის ბოლო პერფორმანსია. შესაბამისად, პარლამენტთან აქცია დაიწყო. როგორც მოცეკვავეების პერფორმანსის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ომიკო ხოფერიამ განაცხადა, ისინი შეიკრიბნენ იმისთვის, რომ აჩვენონ მსოფლიოს, თუ ვინ არიან და რისთვის იბრძვიან. მისივე თქმით, "საქართველოს ადგილი არის ევროპაში და იქ გაწევრიანებით ქართველობას არ დავკარგავთ". როგორც ხოფერიამ აღნიშნა, მოცეკვავეები უერთდებიან მოთხოვნას გაანათვლინებდნენ "რეჟიმის ტყვეები" და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები. ამ წუთებში, რუსთაველის გამზირზე, ნაძვის ხის წინ, აქციის მონაწილეებს წრე აქვთ გაკეთებული, სადაც ქართველი მოცეკვავეები სხვადასხვა ცეკვას ასრულებენ. რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტილი აქვთ. შეგახსენებთ, რომ თბილისში დღეს 20-ზე მეტი აქცია-მსვლელობა გაიმართა. საბოლოოდ კი, პროტესტის მონაწილეები პარლამენტთან შეიკრიბნენ. მოქალაქეები უკვე 24-ე დღეა, რაც საპროტესტო აქციებს მართავენ. აქციის მონაწილეების მოთხოვნაა აქციების პერიოდში დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებასა და ახალი არჩევნების დანიშვნა. ცნობისთვის, მასშტაბური აქციები "ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. იპნ
  9. საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმაურება, რომლის დროსაც გუშინ ცეკვა „ხორუმი“ შესრულდა. „საქართველო აპროტესტებს: ცეკვით მხოლოდ ჩვენ ვაპროტესტებთ: ხორუმი! ეს უკვე გამარჯვების ცეკვაა 23-ე დღეს!“- წერს პრეზიდენტი. შეგახსენებთ, „ხორუმით ევროპისკენ“ - ამ ლოზუნგით ქართველი მოცეკვავეები გუშინ პარლამენტთან ხორუმის ცეკვით მივიდნენ. იპნ
  10. დღეს ერთადერთი გზა დემოკრატიულ კალაპოტში ქვეყნის დაბრუნების, არის ახალი არჩევნები. დიმიტრი ცქიტიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1250335146255083
  11. „დემოკრატიული არჩევნების ევროპულმა პლატფორმამ” (EPDE), ატლანტიკური საბჭოს DFRLab-ის მკვლევარ ეთო ბუზიაშვილთან ერთად თანამშრომლობით, გამოავლინა 23 პოლიტიკურად მიკერძოებული დამკვირვებელი, რომელმაც საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას ხელი შეუწყო, – ამის შესახებ ორგანიზაცია წერს დასკვნაში – „დასავლელი კონსპიროლოგების დაბრუნება: ყალბი დამკვირვებლები საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე”. როგორც დასკვნაში წერია, ყალბ დამკვირვებლებს იყენებენ ისეთი ავტორიტარული რეჟიმები, როგორებიცაა რუსეთი და აზერბაიჯანი. თუმცა, მიუხედავად გაძლიერებული დაკვირვებებით ამ პრაქტიკის შეფერხებისა, EPDE ამბობს, რომ მსგავსი ყალბი დამკვირვებლების რაოდენობის ზრდა ახალ და შემაშფოთებელ ტენდენციაზე მიუთითებს. დასკვნაში გამოვლენილია 23 პირი, რომლებიც საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ყალბ დამკვირვებლებად მუშაობდნენ. ორგანიზაციის თქმით, ამ პირებს მსგავს პრაქტიკაში მონაწილეობის გამოცდილება გასულ წლებშიც უფიქსირდებათ. ორგანიზაციას დასკვნაში მაგალითად მოჰყავს ყალბი დამკვირვებლების შეფასებები საპარლამენტო არჩევნებზე, თუმცა ეს განცხადებები ნათლად ეწინააღმდეგება არჩევნების დამოუკიდებელი მონიტორინგის ორგანიზაციებისა და ადგილობრივი სამოქალაქო ჯგუფების ანგარიშებს, რომლებიც ამომრჩეველთა დაშინებაზე, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებასა და საარჩევნო პროცესის სხვა დარღვევებზე საუბრობენ. პოლონელი რიშარდ ჰენრიკ ჩარნეცკი, ყოფილი ევროპარლამენტარი და PiS პარტიის წევრი, რომელიც EPDE-ის თქმით, გასულ წლებში „სხვადასხვა სკანდალებშია გარეული და მათ შორის, დადანაშაულებულია კორუფციაში”, ამბობს, რომ „საქართველოში ჩატარებული არჩევნები მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იყო ევროპული პოლიტიკური ოჯახისკენ, რადგან პოლიტიკურ პარტიებს შორის უთანხმოების მიუხედავად, თითქმის ყველა პარტია საუბრობს ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკურ ნებაზე”. ლუპ ბომიერი, გურგი-ლე-შატოს მერი და საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის UDR-ის (Union des droites pour la République) წევრი, რომელიც რუსეთის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ყალბი დამკვირვებელი იყო, საზოგადოების არჩევნების მიმართ ნდობაზე საუბრობს და ამბობს, რომ მისი დაკვირვებით „ცოტას თუ ეპარებოდა ეჭვი ახალი საარჩევნო სისტემისა და ხმის მიცემის ფარულობის დაცვაში”. ნიკოდემ ბერნაჩიანკი, ანალიტიკოსი პოლონეთის ულტრაკონსერვატიული იურიდიული კულტურის ინსტიტუტიდან, რომლის წარმომადგენლებიც მანამდე ჩართულნი იყვნენ ყალბი დამკვირვებლობის საქმიანობაში, ამბობს, რომ „საარჩევნო პროცესი ევროკავშირის ზოგიერთ დემოკრატიულ ქვეყანაზე მაღალ დონეზე წარიმართა”. დემოკრატიული არჩევნების ევროპული პლატფორმა საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, გადადგან შემდეგი ნაბიჯები: ▶ „ევროკავშირმა და დემოკრატიულმა სახელმწიფოებმა განიხილონ მიზანმიმართული სანქციები და სავიზო შეზღუდვები ევროკავშირის არაწევრ მოქალაქეებზე, რომლებიც მონაწილეობენ არჩევნების ყალბ დაკვირვებაში. ▶ ინსტიტუტებმა, მათ შორის რეგიონულ და მუნიციპალურ დონეზე, კიდევ უფრო გამკაცრონ თავიანთი ქცევის კოდექსი, რათა თავიდან აიცილონ მათი წარმომადგენლების მონაწილეობა პოლიტიკურად მიკერძოებულ სადამკვირვებლო საქმიანობაში. ▶ არჩევნების დამოუკიდებელი მონიტორინგის ორგანიზაციებისა და ადგილობრივი სამოქალაქო ჯგუფების მხარდაჭერის ზრდა საქართველოს მომავალ არჩევნებზე სანდო დამკვირვებლობის უზრუნველსაყოფად. ▶ ევროკავშირისა და აშშ-ის ინსტიტუტებმა გადახედონ ყველა თანამშრომლობას და დაფინანსებას იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც აგზავნიან ყალბ დამკვირვებლებს. ▶ პოლიტიკურმა პარტიებმა და მედიასაშუალებებმა რეგულარულად შეამოწმონ EPDE-ის მონაცემთა ბაზა, რათა ჰქონდეთ ინფორმაცია ყალბ დამკვირვებელთა სიაზე”. ფრანსუა-ქსავიე ჟიკელი, საფრანგეთი, SOS Chrétiens d’Orient (SOSCO) ოპერაციების დირექტორი. მარკ გერინი საფრანგეთი, მომის მერი, Rassemblement National პარტიის წევრი. ლუპ ბომიერი, საფრანგეთი, გურგი-ლე-შატოს მერი, ულტრამემარჯვენე პარტიის UDR-ის (Union des droites pour la République) წევრი. კლოდ ჟან რობერტ ალფრედ ფრიტცი, საფრანგეთი, ეს პირი ქართულმა პროსამთავრობო მედიამ წარმოადგინა, როგორც ჟურნალისტი, თუმცა, EPDE- მისი ვინაობა დამოუკიდებლად ვერ დადასტურდა. ალენ ავრილი, საფრანგეთი, ტანსაცმლის ბრენდის Aper-ის დამფუძნებელი. ულრიხ სინგერი, გერმანია, ბავარიის შტატის პარლამენტისა და პარტია AfD-ის წევრი. რიჩარდ ჰაინრიკ ჩარნეხცკი, პოლონეთი, ყოფილი ევროპარლამენტარი პარტიიდან Prawo i Sprawiedliwość (PiS). პატრიკ იგნაჩაკი, პოლონეთი, ანალიტიკოსი საერთაშორისო სამართლის ცენტრში, Ordo Iuris-ის იურიდიული კულტურის ინსტიტუტში. ნიკოდემ ბერნაჩიაკი, პოლონეთი, Ordo Iuris-ის იურიდიული კულტურის ინსტიტუტის „ოჯახი და ქორწინება“ პროგრამის უფროსი კოორდინატორი. კამილ სმულსკი, პოლონეთი, Ordo Iuris-ის იურიდიული კულტურის ინსტიტუტის თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის პროგრამის კოორდინატორი. ბეატა ტროჩანოვსკა, პოლონეთი, ასისტენტი პროცედურული ინტერვენციის ცენტრში, Ordo Iuri-ს იურიდიული კულტურის ინსტიტუტი. ანდრაშ ლასლო, უნგრეთი, ევროპარლამენტის წევრი ჯგუფიდან „პატრიოტები ევროპისთვის“, Fidesz. ლორინც ნაჩა, უნგრეთი, უნგრეთის ეროვნული ასამბლეის წევრი, უნგრეთის დელეგაციის წევრი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE), ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია (KDNP) ბლოკში Fidesz-თან. ფანი ლაიკო, უნგრეთი, ანალიტიკოსი ფუნდამენტურ უფლებათა ცენტრში (CFR). ხუან ეფრაინ როჩა, უნგრეთი, უნგრეთის პრემიერმინისტრის აპარატის ეროვნების დეპარტამენტის ყოფილი თანამდებობის პირი. ხუან ანტონიო დელგადო რამოსი, ესპანეთი, ანდალუსიის პარლამენტის წევრი პარტიიდან Podemos. ლუკა ურიბე-ეჩებარია აპალატეგი, ესპანეთი, ბასკეთის პარლამენტის წევრი ბასკური ეროვნული პარტიიდან (EAJ-PNV). ხორხე გონსალეს-გალარზა ერნანდესი, ესპანეთი, „იბეროსფეროს“ უფროსი კოორდინატორი და ფუნდამენტური უფლებების ცენტრის უფროსი თანამშრომელი (CFR). დევიდ ბიტანი, ისრაელი, ისრაელის ქნესეთის წევრი, ქნესეთის ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარე პარტიიდან Likud. ევგენი სოვა, ისრაელი, ქნესეთის ნაციონალისტური პარტიის Yisrael Beiteinu-ის წევრი. ოლტა ქეჯვანი, ალბანეთი, ალბანეთის საარჩევნო სისტემის განვითარების ინსტიტუტი ალექსანდერ მოისიუს უნივერსიტეტში. არზუ ნაგიევი (ნაგიევი) აზერბაიჯანი, დეპუტატი, აზერბაიჯან-საქართველოს საპარლამენტთაშორისო სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი. კანდელა სოლ სილვა, არგენტინა, იტალიის პოლიტიკური პარტიის Fratelli d’Italia არგენტინის ახალგაზრდული ფილიალის პრეზიდენტი. პუბლიკა
  12. „ანგარიში უკიდურესად კრიტიკულია და დეტალურად ასახავს დარღვევათა იმ ერთობლიობას, რაც გამოვლინდა საპარლამენტო არჩევნების დროს”, – ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები ეხმაურებიან ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის საბოლოო ანგარიშს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. ხელმომწერები: „სამართლიანი არჩევნები” (ISFED); ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია); სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმა” (კოალიცია აერთიანებს 30 სამოქალაქო ორგანიზაციას); პუბლიკა
  13. საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს პარლამენტთან აქციას შეუერთდება და 21:00 საათზე, სიტყვით გამოვა. როგორც მან შაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ყველამ ერთად კიდევ ერთხელ უნდა დააფიქსიროს, რომ ახალი არჩევნები მთელი ქვეყნის მოთხოვნაა. “სასწრაფოდ უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები. ამისთვის მე ხვალ ვიქნები პარლამენტის წინ ხალხთან ერთად. 21:00 საათზე გამოვალ სიტყვით, რათა ყველამ ერთად - არა მხოლოდ მათ, ვინც აქ არიან და მუშაობენ, არამედ იმ ადამიანებთან ერთადაც, ვინც სხვადასხვა ფორმით სხვადასხვა ადგილზე მართავს პროტესტს და ვინც ეს პროტესტი საზღვრების გარეთ გაიტანა, დავაფიქსიროთ, რომ არჩევნების გარეშე არაფერი იქნება და რომ ეს მთელი ქვეყნის მოთხოვნაა. ასე რომ, ხვალ დარწმუნებული ვარ, იმაზე უფრო მეტნი ვიქნებით, ვიდრე ყოველდღიურად ვართ”,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ამასთან, დღეს, დღის განმავლობაშიც დედაქალაქის მასშტაბით, ათზე მეტი საპროტესტო აქტივობა და მარშია დაგეგმილი. პროტესტი პარლამენტთან კი ტრადიციულად 19:00 საათზე არის ჩანიშნული. დღეს უკვე 25-ე დღეა, რაც მოქალაქეები საპროტესტო აქციებს მართავენ. პროტესტის მონაწილეების მოთხოვნაა აქციების პერიოდში დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნა. ცნობისთვის, მასშტაბური პროტესტი "ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. იპნ
  14. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ქართველები კვლავ ხმამაღლა და გარკვევით საუბრობენ იმაზე, თუ რას ფიქრობენ საქართველოს ხელისუფლებაზე. „ქართველები კვლავ ხმამაღლა და გარკვევით საუბრობენ იმაზე, თუ რას ფიქრობენ საქართველოს ხელისუფლებაზე, რომელიც ზურგს აქცევს ევროპასა და დემოკრატიას“, - წერს მარგუს ცაჰკნა. იპნ
  15. ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი ჯო უილსონი აცხადებს, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი ხელახალი არჩევნებია. სალომე ზურაბიშვილთან საუბრის შემდეგ მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის არის ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერი ქვეყანაში. თავის მხრივ, სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა რესპუბლიკელ კონგრესმენს ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის. ნეტგაზეთი
  16. "ქართული ოცნების" უკანასკნელ ფანტაზიას - თითქოს ეუთო/ოდირმა ამ არჩევნების ლეგიტიმაცია მოახდინა, სიმართლის შენიღბვა არ შეუძლია,- ასე პასუხობს ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი შალვა პაპუაშვილის განცხადებას, თითქოს ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა "ქართული ოცნების" შეფასებებს დაემთხვა. "ტყუილები იქამდე იზრდებიან, სანამ თავიანთ მთქმელებს არ გადაყლაპავენ. "ქართული ოცნების" უკანასკნელ ფანტაზიას - თითქოს ეუთო/ოდირმა ამ არჩევნების ლეგიტიმაცია მოახდინა - სიმართლის შენიღბვა არ შეუძლია: ამომრჩეველთა დაშინება, ძალადობა და სისტემური მანიპულაცია - ეს დემოკრატია არაა; ეს საკონსტიტუციო გადატრიალებაა! საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გააგრძელოს ქართველ ხალხის გვერდში დგომა და ახალი არჩევნების მოთხოვნა, რათა აღდგენილ იქნას საქართველოს გზა თავისუფლებასა და სამართლიანობისკენ. ხალხის ერთადერთ ლეგიტიმურ ხმად პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რჩება. ძველი საბჭოური ჩვევები რთულად კვდება, მაგრამ სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს“, - წერს კოლსი. იპნ
  17. პარტია „გახარია საქართველოსთვის“ შეფასება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშის შესახებ: "26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული ეუთო/ოდირის საბოლოო ანაგარიშის თანახმად, ამომრჩეველთა დაშინების, მედია მიკერძოების, არათანაბარი პირობების და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ერთობლიობა ცხადყოფს, რომ არჩევნებმა ვერ დააკმაყოფილა ძირითადი დემოკრატიული სტანდარტები და ეუთოს წინაშე აღებული ვალდებულებები, რაც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის არის აუცილებელი. ანგარიშში ასევე ხაზგასმულია ისეთი საკითხები, როგორიცაა: - საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობაში ბოლო პერიოდში განხორციელებული ცვლილებები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს და ძირს უთხრის დემოკრატიული არჩევნების პრინციპს; - საარჩევნო დარღვევებზე დავის გადაწყვეტის ეფექტური სამართლებრივი მექანიზმების არარსებობა. ანგარიში ასევე მნიშვნელოვან ყურადღებას ამახვილებს ამომრჩეველთა მონაცემების არასწორად გამოყენების შესახებ ჩვენი პარტიის მიერ გამოთქმულ ეჭვებზე, როდესაც მოვითხოვეთ ბაზების გასაჯაროება, რაზეც ეჭვის საფუძვლიანობის მიუხედავად ცესკომ დაუსაბუთებელი უარი განაცხადა. ანგარიში პირდაპირ აკავშირებს არჩევნებთან, ქვეყანაში მიმდინარე მასიურ საპროტესტო აქციებს, და ხაზს უსვამს აქციების ძალადობრივად დაშლილისა და მომიტინგეთა დაპატიმრების ფაქტებს. ასევე, ანგარიში საუბრობს აქციების მონაწილეთა და ჟურნალისტების მიმართ სისასტიკ მოპყრობაზე. ანგარიშში გამოთქმული უკიდურესად კრიტიკული შეფასებების ერთობლიობა ქმნის არჩევნების გაყალბების სისტემურ და კომპლექსურ სურათს და ცალსახად უნდა ითქვას, რომ არჩევნების შედეგები არ ასახავს საქართველოს მოსახლეობის ნებას. ქვეყანაში შექმნილი მძიმე სისტემური კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალია ჩატარდეს ახალი არჩევნები, გაუმჯობესებულ წინასაარჩვენო გარემოში, პარიტეტულად დაკომპლექტებული საარჩევნო ადმინისტრაციისა და პოლიტიკურად ნეტრალური სახელმწიფო სტრუქტურების პირობებში.", - ნათქვამია განცხადებაში.
  18. ეუთო და მისი დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ODIHR) საქართველოს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო დასკვნას აქვეყნებს. „ფორმულას“ ეთერში ანგარიშის ძირითადი დასკვნების შესახებ ისაუბრა საია-ს თავმჯდომარემ ნონა ქაურდოვანიძემ. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადება ანგარიშთან დაკავშირებით, რომ თითქოს ანგარიშის სულისკვეთება მიანიშნებს, რომ „არჩევნები თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა“ სიმართლეს არ შეესაბამება.
  19. ეუთო და მისი დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ODIHR) საქართველოს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო დასკვნას აქვეყნებს. პრესრელიზში აღნიშნულია, რომ არჩევნები ჩატარდა სერიოზული შეშფოთების ფონზე, რომელიც უკავშირდება ახლახან მიღებული კანონმდებლობის გავლენას ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე, ნაბიჯებს საარჩევნო პროცესში ჩართული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის შესამცირებლად და ამომრჩევლებზე ზეწოლას, რაც საარჩევნო დღის პრაქტიკასთან ერთად, ზოგი ამომრჩევლისთვის შიშის გარეშე ხმის მიცემის შესაძლებლობას ზღუდავდა. ანგარიშსს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა იურისტი საბა ბრაჭველი, „უკვე ოდირის შეფასებითაც – ეს არის ყველაზე ცუდი არჩევნები, რაც ამ საუკუნეში საქართველოში ჩატარებულა “,- წერს საბა ბრაჭველი. „ეუთო-ოდირის საბოლოო დასკვნა დაიდო. მიწასთან არის გასწორებული როგორც არჩევნების დღე, ისე პოსტ-საარჩევნო პერიოდი… ოდირი წერს, რომ ის არ ეხება არჩევნების ცნობა-არ ცნობის საკითხს, რადგან ეს მისი მანდატი არ არის. მაგრამ ადვილად შეიძლება მისი შეხედულების ამოცნობა. ის მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, ანგარიშიდან შესაბამისი დასკვნები თავად გამოიტანოს (“This enables voters to form their own judgments about the quality of the election”) და საარჩევნო ცვლილებების განსახორციელებლად მიმართავს არა მთავრობას, არამედ ფართო საზოგადოებას. შეიძლება ითქვას, რომ უკვე ოდირის შეფასებითაც – ეს არის ყველაზე ცუდი არჩევნები, რაც ამ საუკუნეში საქართველოში ჩატარებულა. ეს არის ანგარიშის საბოლოო დასკვნები. მარტო ამაზე დაყრდნობითაც შეიძლება ითქვას, რომ შეუძლებელია საუბარი ლეგიტიმურ არჩევნებზე: შეწყდეს ამომრჩევლის დაშინება, საჯარო მოხელეებზე ზეწოლა, ხმების ყიდვა და არჩევნებთან დაკავშირებული ძალადობა. საფუძვლიანად გადაისინჯოს კანონმდებლობა და შესაბამისობაში მოვიდეს საერთაშორისო სტანდარტებთან. გადაიხედოს საარჩევნო ადმინისტრაციის დანიშვნის პროცედურა, რათა ერთ პარტიას არ ჰქონდეს გადამწყვეტი უპირატესობა. შეიქმნას ნათელი მექანიზმი საარჩევნო დაფინანსების მონიტორინგისთვის, მათ შორის მედია მონიტორინგის სააგენტოს დამოუკიდებლობის მხრივ. უზრუნველყოფილ იქნას საარჩევნო დავების გამჭვირვალედ და ეფექტურად განხილვა. მიღებულ იქნას ზომები იმისთვის, რომ მოქალაქე დამკვირვებლებმა შეასრულონ მოვალეობები ზეწოლისა და დაშინების გარეშე. უზრუნველყოფილ იქნას ხმების ფარულობა….“ საბა ბრაჭველი ყურადღებას ამახვილებს დასკვნის შემაჯამებელ ნაწილზეც, რომლის მიხედვითაც: არჩევნების შემდგომი მოვლენებისა და საჩივრების შეფასებისას ODIHR-მა დაადგინა, რომ საქმეები არ განიხილებოდა საკმარისად, რაც ზღუდავდა სამართლებრივი დაცვის საშუალებებს, ხოლო პროტესტების ძალადობრივმა ჩახშობამ და მრავალრიცხოვანმა დაკავებებმა სერიოზული შეშფოთება გამოიწვია მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებისადმი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების შესახებ. პრესრელიზში განმარტებულია, რომ ODIHR-ის მანდატი არ არის არჩევნების აღიარება ან მხარდაჭერის გამოცხადება. საქართველოში ODIHR-ის 2024 წლის არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ საბოლოო ანგარიშში აღნიშნულმა მრავალმა საკითხმა უარყოფითად იმოქმედა არჩევნების მთლიანობაზე და საზოგადოებრივ ნდობაზე პროცესის მიმართ. პუბლიკა
  20. ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველოს 13 მოქალაქე პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა და ლატვიაში შესვლა განუსაზღვრელი დროით აეკრძალათ. გადაწყვეტილება ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაჟემ დღეს მიიღო. საქართველოს 13 მოქალაქის პერსონა ნონ გრატად გამოცხადება ბალტიის ქვეყნების მიერ პროევროპული აქციების ძალადობრივად დაშლის შემდეგ „ქართული ოცნების“ წევრების ნაწილისა და მაღალჩინოსნებისთვის დაწესებული სანქციების გაგრძელებაა. პუბლიკა
  21. ტყუილ-მართლის ტოტალური ინვერსიის და ღირებულებების თავდაყირა დაყენების ლოგიკური გაგრძელებაა, როცა შენი ქვეყნის რეპრესიის კრიმინალურ ვერტიკალს “ღირსების” ორდენით დაჯილდოებას უპირებ! - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, სახელმწიფოსგან მუდმივი ტყუილი საბჭოთა კავშირის მართვის მთავარი ხერხი იყო. “სახელმწიფოსგან მუდმივი ტყუილი შიდა პოლიტიკაზე, სოციალურ მდგომარეობაზე და გარე სამყაროზე იყო საბჭოთა კავშირის მართვის მთავარი ხერხი. დასახვრეტ ადამიანებსაც ამიტომ აიძულებდნენ ამ ტყუილში მონაწილეობას და საკუთარ მოგონილ დანაშაულის აღიარებას. უკვე არც “რუსული” კანონები, თუ “რუსული” არჩევნები აღარ კმარა, ახლა ქვეყანა ამ აცდენილ რეალობაში გადაიყვანონ უნდათ. ტოტალური ტყუილი სუფევს, სადაც პარტნიორების განცხადებები საზოგადოებას გაყალბებულად წარუდგენენ, როცა უცხოელ პარტნიორებს უტიფრად ატყუებენ! ეუთო/ოდირის უმკაცრეს დასკვნის გამარჯვებად გასაღება ამის მხოლოდ ერთი მაგალითია! ამ ტყუილ-მართლის ტოტალური ინვერსიის და ღირებულებების თავდაყირა დაყენების ლოგიკური გაგრძელებაა, როცა შენი ქვეყნის რეპრესიის კრიმინალურ ვერტიკალს “ღირსების” ორდენით დაჯილდოებას უპირებ!” - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ინაუგურაციის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს 11 მაღალჩინოსანს ღირსების ორდენზე წარადგენენ. როგორც ირაკლი კობახიძემ გუშინ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ღირსების ორდენზე წარსადგენთა შორის არიან შინაგან საქმეთა მინისტრი, მისი მოადგილეები და დეპარტამენტის უფროსები. ინფორმაციისთვის, შსს-ს აღნიშნული ხელმძღვანელი პირებიდან ზოგიერთი ამერიკის შეერთებული შტატებისა და და ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან სანქცირებულია. იპნ
  22. პიანისტმა ხატია ბუნიათიშვილმა CNN-თან ინტერვიუში საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა და თქვა, რომ საქართველოს მოქალაქეები თავიანთი ევროპული არჩევანის გამო ისჯებიან. მისი თქმით, რასაც ივანიშვილის რეჟიმი ქუჩაში გასული ადამიანების წინააღმდეგ სჩადის, მტკივნეული და გულდასაწყვეტია. ტვ პირველი
  23. ვუსამძიმრებ "ოცნებას" - ასე ეხმაურება "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი ეუთო/ოდირის უმწვავეს დასკვნას. მისი თქმით, ოდირმა ამ დასკვნით საქართველოს არალეგიტიმურ ხელისუფლებას განაჩენი გამოუტანა. ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში რომელიც ცოტა ხნის წინ გავრცელდა, ის მძიმე დარღვევებია ასახული, რომელიც დამკვირვებლებმა არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ დააფიქსირეს. დასკვნაში საუბარია ხმის ფარულობის დარღვევაზე და ამომრჩეველზე ზეწოლის შესახებ. მძიმე დარღვევის ფონზე, ეუთო რამდენიმე მიმართულებით წერს , რომ ეს არჩევნები ეუთო ოდირის გაცემული რეკომენდაციებით და სტანდარტებით არ ჩატარებულია. რაც შეეხება არჩევნების ლეგიტიმურობის ცნობას და შედეგების აღიარებას, ეუთო წერს, რომ ეს არ არის მისი მანდატი. ტვ პირველი
  24. ეუთო/ოდირის საბოლოო შეფასება 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით, კანონიერ და ლოგიკურ საფუძველს ქმნის საზოგადოების უდიდესი ნაწილისა და პროდასავლური, დემოკრატიული ოპოზიციის მოთხოვნის შესასრულებლად და ახალი არჩევნების დასანიშნად. ამის შესახებ 4 ოპოზიციური პარტიის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც ოპოზიციური პარტიები აღნიშნავენ, 2024 წლის არჩევნების შეფასება "ისტორიულად ყველაზე ნეგატიური დასკვნაა", რომელიც ორგანიზაციას საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით ოდესმე დაუწერია. პარტიები განცხადებაში ხაზს უსვამენ, რომ ეუთო/ოდირის დასკვნის თანახმად, 26 ოქტომბრის არჩევნებმა ვერ უზრუნველყო მოქალაქეების კონსტიტუციური საარჩევნო უფლების რეალიზაცია. "ეუთო/ოდირი უკვე მრავალი წელია აკვირდება საარჩევნო პროცესს საქართველოში. 2024 წლის არჩევნების შეფასება ისტორიულად ყველაზე ნეგატიური დასკვნაა, რომელიც ამ ორგანიზაციას ოდესმე დაუწერია საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით. ეუთო/ოდირის დასკვნის თანახმად, 26 ოქტომბრის არჩევნებმა ვერ უზრუნველყო მოქალაქეების კონსტიტუციური საარჩევნო უფლების რეალიზაცია. დასკვნის თანახმად, ამომრჩეველთა დაშინების, მედია მიკერძოების, არათანაბარი პირობების და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ერთობლიობა ცხადყოფს, რომ არჩევნებმა ვერ დააკმაყოფილა ძირითადი დემოკრატიული სტანდარტები და ეუთოს წინაშე აღებული ვალდებულებები, რაც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვისაა აუცილებელი. საქართველოს არალეგიტიმური ხელისუფლება, ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით, 26 ოქტომბრიდან ატყუებს ქართველ ამომრჩეველს, რომ ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნას შეეძლო ქართლი ოცნების მიერ ძალაუფლების უზურპაციისთვის ლეგიტიმურობის მინიჭება. ეუთო/ოდირის მიერ დღეს გამოქვეყნებულმა დასკვნამ და რეკომენდაციების ერთობლიობამ თავის შინაარსით დაადასტურა საარჩევნო შედეგის არალეგიტიმურობა, რაც ხელახალი არჩევნების საფუძველია. კერძოდ, ეუთო/ოდირის დასკვნა განმარტავს, რომ ორგანიზაციის მანდატი არ გულისხმობს არჩევნების ლეგიტიმურობის დადგენას. მას შეუძლია მხოლოდ საარჩევნო პროცესის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასება. თავისთავად ამ ფაქტის ხაზგასმა დოკუმენტში და ლეგიტიმურობის საკითხის ამგვარად დაყენება ორგანიზაციის მხრიდან, რომელიც სტანდარტულად ამ ტერმინოლოგიას დასკვნებში არ იყენებს, სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ არსებობს ლეგიტიმაციის დეფიციტი. რაც შეეხება უშუალოდ საარჩევნო პროცესს, რომლის შეფასებაც არის ეუთო/ოდირის მანდატით განსაზღვრული, იგი შეფასებულია, როგორც მკვეთრად უარყოფითი, მრავალი დარღვევებით, მათ შორის ისეთი ფუნდამენტური პრინციპის, როგორიცაა არჩევანის ფარულობა. ეუთოს დასკვნა ცალსახად აცხადებს, რომ საარჩევნო პროცესის მიმართ არ არსებობდა ნდობა ამომრჩევლის მხრიდან, რაც აისხა არჩევნების შემდგომ შექმნილ პოლიტიკურ კრიზისში, მასობრივ საპროტესტო აქციებში, რომელიც სასტიკად იქნა დარბეული, მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების დარღვევით. კონკრეტულად დასკვნა ხაზს უსვამს შემდეგ დარღვევებსა და ნეგატიურ გარემოებებს: უახლესი კანონმდებლობა, რომელიც ე.წ. რუსულ კანონს გულისხმობს და რომელმაც ნეგატიური ეფექტი იქონია ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე; საარჩევნო პროცესში ჩართული ინსტიტუტების პოლიტიზირება საარჩევნო მიზნებისთვის; ამომრჩევლებზე ზეწოლა და დაშინება, სადაც არჩევნების დღეს ამომრჩეველს ეზღუდებოდა შურისძიების შიშის გარეშე ხმის მიცემა; ხმის მიცემის ფარულობის მასობრივი დარღვევა, ამომრჩევლის ნების კონტროლის მიზნით ხმის მიცემის პროცესის ვიდეო ჩაწერა, რამაც შეარყია საზოგადოების ნდობა არჩევნებისადმი; არჩევნების შემდგომ პერიოდში, საჩივრების არასათანადოდ განხილვა და შეზღუდული სამართლებრივი დაცვის საშუალებების არარსებობა; საპროტესტო აქციების ძალადობრივი ჩახშობა, მათ შორის მონაწილეების დაპატიმრება და მათ მიმართ სასტიკი მოპყრობა; მედიის პოლარიზება და ინსტრუმენტალიზება, ამომრჩევლისთვის ინფორმირებული არჩევანის შეზღუდვა; პოლიტიკური დაფინანსების არასათანადო მონიტორინგი და რესურსების მნიშვნელოვანი დისბალანსი მმართველი პარტიის სასარგებლოდ; განსაკუთრებული ზეწოლა საჯარო მოხელეებზე; საარჩევნო დარღვევებზე რეაგირების მექანიზმების არაეფექტიანობა. ეუთო/ოდირის საბოლოო შეფასება 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით, კანონიერ და ლოგიკურ საფუძველს ქმნის საზოგადოების უდიდესი ნაწილისა და პროდასავლური, დემოკრატიული ოპოზიციის მოთხოვნის შესასრულებლად და ახალი არჩევნების დასანიშნად", - ნათქვამია განცხადებაში. ipn
  25. ჩეხეთის სენატმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ჩეხეთის მთავრობას მოუწოდა, დაუწესოს სანქციები ქართველ მაღალჩინოსნებს, ასევე განიხილოს ამ სანქციების გაფართოება მოსამართლეებზე. რეზოლუციაში მოხსენიებულია ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადება, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი და ნათქვამია, რომ შედეგად, საქართველო ახლა კონსტიტუციურ და პოლიტიკურ კრიზისშია. ასევე აღნიშნულია, რომ საქართველო ყოველთვის იყო გრძელვადიან პერსპექტივაში პრიორიტეტული ქვეყანა ჩეხეთის საგარეო პოლიტიკაში. publika
×
×
  • შექმენი...