Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. აქციაზე ნაცემი მოქალაქე, „კრიპტობაზრის“ დამფუძნებელი ავთანდილ კუჭავა ამბობს, რომ ტელეფონიც წაართვეს, რის გამოც $68 000-ის კრიპტოაქტივი დაკარგა. ავთანდილ კუჭავას პოლიციამ 30 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე სცემა. მას ჰქონდა ტვინის შერყევა და წინა მხრის ძვლის მოტეხილობა. მისივე თქმით, ცემის დროს წაართვეს მობილური ტელეფონი, სადაც დროებითი კრიპტოსაფულე ჰქონდა, ხოლო გასაღების – 12 სიტყვის ამოწერას სახლში დაბრუნების შემდეგ აპირებდა. ვინაიდან ეს პოლიციის ქმედებების გამო ვერ მოახერხა, კრიპტოსაფულესა და შესაბამისად, აქტივებზე წვდომა დაკარგა. ავთანდილ კუჭავა სთხოვდა იმათ, ვინც ტელეფონი წაართვა, დაებრუნებინა მისთვის ეს მოწყობილობა – ამისთვის გეგმავდა ტელეფონის ღირებულების ორმაგი ოდენობის თანხის გადახდას და კრიპტოაქტივების 30%-ის [$23 ათასის] გაცემას. თუმცა, დღეს თქვა, რომ მისი ტელეფონიდან icloud წაშალეს, შესაბამისადა, ახლა ამ კრიპტოსაფულეზე წვდომა ამ მოწყობილობიდანაც შეუძლებელია. ასევე იხილეთ კუჭავა: ერთხელ გავითიშე, თვალი როცა გავახილე, ჩემი სახისკენ ფეხი მოდიოდა, მეორედაც გავითიშე 18 დეკემბერი, 2024 პუბლიკა
  2. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე განმარტავს რას ნიშნავს პრევენციული დაკავება. ამ და სხვა რეპრესიულ კანონებს მიხეილ ყაველაშვილმა ხელი უკვე მოაწერა: გთავაზობთ ქუროდავანიძის განმარტებას: პრევენციული დაკავებაა, როდესაც პირს არ აქვს ჩადენილი სამართალდარღვევა, თუმცა, მაინც აკავებენ, იმიტომ, რომ პოლიციელის ვარაუდით, მომავალში შეიძლება ჩაედინა სამართალდარღვევა. პრევენციული დაკავება ნებადართული ხდება იმ პირთან მიმართებით, რომესაც წარსულში ჰქონდა ჩადენილი სამართალდარღვევა. ცვლილებები არ აკონკრეტებს, განმეორებით ჩადენაში ერთგვაროვანი სამართალდარღვევა იგულისხმება, თუ სხვადასხვა. შესაბამისად, პრევენციული დაკავების მსხვერპლი შეიძლება გახდეს ის პირი, რომელსაც წარსულში უფიქსირდება ნებისმიერი სამართალდარღვევის ჩადენა. სამართალდარღვევების სახეები კი მრავალია, დაწყებული უბილეთოდ მგზავრობით, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით, დასრულებული წვრილმანი ხულიგნობით და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობით. რადგან პრევენციული დაკავება მაშინ ხდება, როდესაც პირს სამართალდარღვევა არ ჩაუდენია, ეს საქმე სასამართლომდეც ვერ მივა. სასამართლოს ფორმალურადაც კი არ მოუწევს იმაზე მსჯელობა, ჩაიდინა თუ არა დაკავებულმა პირმა სამართალდარღვევა, რადგან პოლიცია ასეთ პირს სამართალდარღვევის ჩადენას კი არ ედავება, არამედ ვარაუდის საფუძველზე იჭერს. ვარაუდის საფუძველზე დაკავებული პირი იზოლატორში მაქსიმუმ 48 საათით შეიძლება დატოვონ. ამ ვადის ამოწურვის შემდგომ, გამოუშვებენ და თუ უნდა იდავოს პოლიციელის ვარაუდის სიმცდარეზე, მას მოუწევს სამი ინსტანციის სასამართლოს გავლა, რასაც დასჭირდება წლები და მაქსიმუმ, მიიღებს ზიანის ანაზღაურებას, 150 ლარამდე ოდენობით. ნონა ქურდოვანიძე netgazeti
  3. სოციალური მუშაკები დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ კოლექტიურ დავას იწყებენ. სოციალურ მუშაკთა დამოუკიდებელმა პროფკავშირმა „სოციალურ მუშაკთა გაერთიანება” აცხადებს, რომ დავას სწორედ პროფკავშირი იწყებს წევრებთან შეთანხმებით. საქმე ეხება უწყებიდან 10-მდე სოციალური მუშაკისთვის ხელშეკრულების არგაგრძელებას – მათ კონტრაქტის ვადა 2024 წლის დეკემბრამდე ჰქონდათ და როგორც ამბობენ, შეთანხმების და სხვა გარემოებების საფუძველზე, 2025 წლის იანვრიდან უნდა გაგრძელებოდათ, თუმცა, 25 დეკემბერს ტელეფონით შეატყობინეს, რომ ეს არ მოხდებოდა და ისინი მუშაობას აღარ გააგრძელებდნენ. „სოციალურ მუშაკთა გაერთიანება” აცხადებს, რომ „დასაქმებულებისთვის ეს შეტყობინება სრულიად უკანონოა, იქიდან გამომდინარე, რომ თავის მხრივ, თავიდანვე 4-თვიანი ხელშეკრულებები სოციალურ მუშაკებთან უკანონოდ გაფორმდა“. პროფკავშირის ხელმძღვანელმა, სოფო ხვთისიაშვილმა ასევე განაცხადა: რაც შეეხება მოთხოვნებს, ისინი შემდეგია: ხელშეკრულების გაგრძელება გათავისუფლებული სოციალური მუშაკებისთვის – გაუფორმდეთ უვადო ხელშეკრულება პრობაციის სააგენტოში, რომ ეს არ გახდეს მანიპულაციის საბაბი და ადამიანებს განსხავავებული შეხედულებისა და პოზიციების გამო არ ჰქონდეთ შიში, რომ სამსახურიდან გაათავისუფლებენ. საქმეების ზღვრული რაოდენობის დაწესება – თანამშრომლებს უწევთ ძალიან დიდი მოცულობის საქმეებზე მუშაობა, რაც ზიანს აყენებს მათ ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას. „ერთ ადამიანს უწევს 100-150 საქმეზე მუშაობა, ზეგანაკვეთური სამუშაო მათი ყოველდღიურობის ნაწილია. კანონმდებლობის შესაბამისად, დამსაქმებელმა დააწესოს საქმეების ზღვრული ოდენობა, რომლებზეც სოციალური მუშაკები ადეკვატურად შეძლებენ უფლებამოსილების განხორციელებას“, – ამბობს ხვთისიაშვილი. ხელზე ასაღები ხელფასი განისაზღვროს 2500 ლარით – ხვთისიაშვილის თქმით, „ხელფასი არის სრულიად შეუსაბამო სოციალური მუშაკის პასუხისმგებლობასა და მოვალეობებთან“. ზეგანაკვეთური სამუშოს ანაზღაურების ტარიფი განისაზღვროს საათობრივი ანაზღაურების 1,5-ჯერ გაზრდილი ოდენობით და პროფკავშირთან შეთანხმებით განისაზღვროს ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წესი. „სოციალურ მუშაკთა გაერთიანება” ასევე ითხოვს, რომ შრომის კოდექსის შესაბამისად, მედიატორი გამოიყოს შრომის სამინისტროდან. სოფო ხვთისიაშვილის თქმით, მოთხოვნების შესახებ განცხადება უკვე შეტანილია იუსტიციის სამინისტროში. გარდა ამისა, სხვა ორგანიზაციის, „სოციალურ მუშაკთა ასოციაციის“ წარმომადგენელმა, სოფო მუშკუდიანმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია ითხოვს განმარტებებს იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსგან და ხაზს უსვამს ვარაუდს, რომ კვალიფიციური სოციალური მუშაკების ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარის საფუძველი პოლიტიკურია. publika
  4. დღეს პარლამენტში „ქართული ოცნების“ პრეზიდენტის საინაუგურაციო ღონისძიება გაიმართა. აღნიშნულის შემდეგ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა „რადიო თავისუფლების“ დასმულ კითხვაზე პასუხად განაცხადა: „რადიო თავისუფლების“ ცობით, მილერმა კომენტარი გააკეთა საქართველოში მიმდინარე აქციებზეც და თქვა, რომ „გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლების პატივისცემა აუცილებელია ფუნქციური საზოგადოებისთვის“. 32-ე დღეა აქციები მიმდინარეობს თბილისსა და რეგიონებში. 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე თქვა, რომ „ქართული ოცნება” გაწევრების შესახებ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს აჩერებს. მისი თქმით, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებენ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს და ასევე 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.
  5. ცივილიზებული სამყარო მხარს უჭერს ქართველ პატრიოტ თავისუფლების მებრძოლებს, რომლებიც მშვიდობიანი წინააღმდეგობით გაიმარჯვებენ, როგორც ბუქარესტში ჩაუშესკუს გაქცევით, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი „რესპუბლიკური პარტიიდან“, ჯო უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს სურს ძალადობა შემდგომი ჩაგვრის მიზნით. “მშვიდობიანი პროტესტი ყველაზე ეფექტურია მარტინ ლუთერ კინგისა და ვაცლავ ჰაველის ტრადიციაში. ომის დამნაშავე პუტინს სურს ძალადობა შემდგომი ჩაგვრის მიზნით! ცივილიზებული სამყარო მხარს უჭერს ქართველ პატრიოტ თავისუფლების მებრძოლებს, რომლებიც მშვიდობიანი წინააღმდეგობით გაიმარჯვებენ, როგორც ბუქარესტში ჩაუშესკუ გაქცევით!!!“, - წერს ამერიკელი კონგრესმენი. იპნ
  6. შიდა წნეხი უნდა იყოს თანმიმდევრული, რაც შეეხება გარე წნეხს იქნება კიდევ უფრო მეტი სანქცია კონკრეტული ინდივიდების მიმართ. ტატა ხვედელიანი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/581421341169984
  7. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ჯიმი კარტერი ჯორჯიის შტატის ქალაქ პლეინსში საკუთარ სახლში 100 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ინფორმაციას Reuters-ი კარტერის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს. კარტერს, ბოლო წლებში, ჯანმრთელობის რამდენიმე პრობლემა ჰქონდა, მათ შორის მელანომა. ყოფილი პრეზიდენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პროკლამაცია გამოსცა, რომლის თანახმად, სამთავრობო შენობებზე ამერიკის დროშები 30 დღის განმავლობაში დაშვებული იქნება, 2025 წლის 9 იანვარი კი აშშ-ის მთელ ტერიტორიაზე ეროვნული გლოვის დღედ გამოცხადდა. „დემოკრატიული პარტიის“ წევრი, ჯიმი კარტერი პრეზიდენტის პოსტს 1977 წლის იანვრიდან 1981 წლის იანვრამდე იკავებდა. მან თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც არჩევნებში „რესპუბლიკელ“ კონკურენტთან, რონალდ რეიგანთან დამარცხდა. Reuters-ი წერს, რომ ჯიმი კარტერის პრეზიდენტობის მნიშვნელოვანი მომენტი იყო ისრაელსა და ეგვიპტეს შორის 1978 წლის კემპ-დევიდის შეთანხმების გაფორმება, რამაც გარკვეული სტაბილურობა მოუტანა ახლო აღმოსავლეთს. მაგრამ მისი პრეზიდენტობის პერიოდი ასევე აღინიშნა რეცესიაში შესული ეკონომიკით, მუდმივი არაპოპულარობით და ირანის მძევლების კრიზისით. კარტერი პრეზიდენტის პოსტის დატოვების შემდეგ ათწლეულების განმავლობაში მუშაობდა ჰუმანიტარულ საკითხებზე. 2002 წელს მას მიენიჭა „ნობელის პრემია“ მშვიდობის დარგში „საერთაშორისო კონფლიქტებისთვის მშვიდობიანი გადაწყვეტილებების გამოსაძებნად, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გასაუმჯობესებლად და ეკონომიკური და სოციალური განვითარების ხელშეწყობისთვის გაწეული დაუღალავი ძალისხმევის გამო“. იპნ
  8. 2024 წელს, მედიის წარმომადგენლების მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობის, ასევე მათი სხვადასხვა ფორმით დაშინებისა და გაჩუმების მცდელობების 200-მდე შემთხვევა აღირიცხა, აქედან 80% ოქტომბრის ბოლოდან დღემდე, - ამის შესახებ მედიის მიმართ ძალადობის შემთხვევებისა და მათზე სახელმწიფოს რეაგირებაზე არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ანგარიშშია აღნიშნული. ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2024 წელს ჟურნალისტების მიმართ საჯაროდ დაფიქსირებული ძალადობის შემთხვევები 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე თითქმის 5-ჯერ მეტია. მათივე განცხადებით, „ქართული ოცნებისადმი”კრიტიკულად განწყობილი მედიის მიმართ სხვადასხვა ტიპის ძალადობისა და საქმიანობაში ხელშეშლის შემთხვევების დრამატული ზრდის კუთხით 2024 წელო საგანგაშო იყო. ამასთან ანგარიშში აღნიშნულია, რომ 1-ელი იანვრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის სავარაუდო ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება სულ 16 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო, საიდანაც 9-ზე გამოძიება კვლავ მიმდინარეობს. „განსაკუთრებით საყურადღებოა ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით პროევროპული აქციების გაშუქებისას ჟურნალისტების მიმართ გამოვლენილი ძალადობის ფაქტები. 28 ნოემბერს, პროევროპული საპროტესტო აქციების დაწყებიდან დღემდე, არასამთავრობო ორგანიზაციებმა მედიის წარმომადგენლების უფლებების შელახვის 90-ზე მეტი შემთხვევა აღრიცხეს. მათ შორის იყო: მიზანმიმართული თავდასხმა, მძიმე ფიზიკური დაზიანება, უკანონო დაკავება, დაჯარიმება, აპარატურის განზრახ დაზიანება, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, გაზის, სპრეის და წყლის ჭავლის გაშვების შედეგად დაშავება, მუქარა, შეურაცხყოფა. პროევროპული აქციის გაშუქებისას, მმართველი პარტიის მიერ წახალისებული ე.წ. „ტიტუშკები” პირდაპირ ეთერში განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწორდნენ „ტელეკომპანია პირველის” ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძესა და მის ოპერატორს, გიორგი შეწირულს. ასევე პირდაპირ ეთერში სპეცრაზმელის მიერ მიზანმიმართული თავდასხმის შედეგად, თავის არეში მიღებული მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტი, გურამ როგავა. ის სარეაბილიტაციო კურსს ამ დრომდე გადის. აქციების მიმდინარეობისას, მძიმედ დაშავდა და სამედიცინო დახმარება დასჭირდა ათობით სხვა ჟურნალისტსა და ოპერატორს. ჟურნალისტებისთვის მძიმე იყო მიმდინარე წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღეც, რა დროსაც, “მედიაჩეკერის” ცნობით, საქმიანობაში ხელი მედიის 70 წარმომადგენელს შეუშალეს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების სტატისტიკისა და სამართლებრივი რეაგირების შესახებ ინფორმაცია წელსაც გამოითხოვა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის სავარაუდო ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება სულ 16 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო, საიდანაც 9-ზე გამოძიება კვლავ მიმდინარეობს. ამასთან, გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა 7 პირის მიმართ დაიწყო, 1 სისხლის სამართლის საქმეზე კი - გამოძიება შეწყვიტა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის პასუხიდან არ ჩანს, მივიდა თუ არა რომელიმე საქმის გამოძიება ბოლომდე და დაისაჯნენ თუ არა დამნაშავე პირები. ჟურნალისტებისა და მედიის მიმართ ძალადობა 5 ძირითად კატეგორიას აერთიანებს: მედიის წარმომადგენლების მიმართ ღია თავდასხმები; ჟურნალისტების უკანონო დაკავება და დაჯარიმება; მედიის წარმომადგენლების მიმართ სავარაუდო მუქარის, ზეწოლისა და დაშინების მცდელობები; პარლამენტის მიერ აკრედიტაციის წესის მედიის წინააღმდეგ გამოყენება; მართლმსაჯულების მედიის წინააღმდეგ გამოყენება. 2024 წელს, კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოიკვეთა კომუნიკაციების კომისიის უარყოფითი როლი კრიტიკული მაუწყებლების წინააღმდეგ, რაც კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა წინასაარჩევნო პერიოდში, რა დროსაც კომისიამ “ქართული ოცნების” საჩივრების საფუძველზე, ხელისუფლებისადმი კრიტიკულ ტელევიზიებს სამართალდარღვევის არაერთი სადავო ოქმი შეუდგინა, რომელთა საფუძველზეც, სასამართლომ ისინი დააჯარიმა. კომუნიკაციების კომისიის საქმიანობა უარყოფითად შეაფასა “მედიაომბუდსმენმაც” და თქვა, რომ კომისია სასამართლოსთან ერთად გახდა “თანამონაწილე საარჩევნო პერიოდში კიდევ ერთხელ დასჯილიყვნენ კრიტიკული მედიასაშუალებები”. მართალია, წინასაარჩევნო პერიოდში, კომუნიკაციების კომისიამ რამდენიმე სამართალდარღვევის ოქმი პროსამთავრობო მაუწყებლებსაც შეუდგინა, თუმცა, მთლიანობაში, ეს ვერ დააბალანსებს იმ გამოუსწორებელ ზიანს, რაც კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებებით კრიტიკულ ტელევიზიებსა და ზოგადად წინასაარჩევნო გარემოს მიადგა. ამასთან, საგულისხმოა, რომ 2024 წელს კვლავ შენარჩუნდა უცხოელი ჟურნალისტების ქვეყანაში არშემოშვების ტენდენცია. მიმდინარე წელს, დასაბუთების გარეშე, უარი უთხრეს არაერთ უცხოელ ჟურნალისტს, რომელთაც საქართველოში მიმდინარე პროცესების გაშუქება სურდათ. ჟურნალისტებზე თავდასხმების, მათ მიმართ მუქარისა და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის, დაშინებისა და დისკრედიტაციის გახშირებული მცდელობები, ნათლად გამოხატავს ქართული ოცნების პოლიტიკური ნების არქონას მედიაგარემოს გაუმჯობესებისა და ჟურნალისტებისათვის უსაფრთხო სამუშაო პირობების უზრუნველყოფის კუთხით. მეტიც, მედიის წარმომადგენლების მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოუძიებლობა და დამნაშავეთა დაუსჯელობა ტოვებს განცდას, რომ ამგვარი ქმედებები სწორედ მათი მხრიდან არის წახალისებული და ნებადართული. მედიის მიმართ დანაშაულების წინააღმდეგ სახელმწიფო ინსტიტუტების უუნარობა და არაეფექტიანი ფუნქციონირება სახელმწიფოს მიტაცების თვალსაჩინო მაგალითია, როდესაც ერთი პარტიის გარშემო კონცენტრირებული ხელისუფლების სხვადასხვა შტო, მხოლოდ ამავე პარტიის ძალაუფლების გამყარების მიზნებს ემსახურება და აცდენილია მის მთავარ დანიშნულებას, რაც საზოგადოების ინტერესების მიუკერძოებელ მსახურებას ნიშნავს," - აღნიშნულია ანგარიშში. იპნ
  9. თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი 30 დეკემბრის ღამეს უნივერსიტეტის შენობაში შევიდნენ. ისინი შეუერთდნენ იქ მყოფ 7 სტუდენტს, რომლებსაც ბოლო ორი დღე ადმინისტრაცია არ აძლევდა როტაციის შესაძლებლობას. “დღეს პროტესტის მე-13 დღეა. დღეს სტუდენტების დიდი ნაწილი, მშვიდობიანად შემოვედით უნივერსიტეტში და შევუერთდით 2 დღის განმავლობაში აქ მყოფ 7 სტუდენტს. ვართ ძალიან ბევრი. ჩვენი პროტესტი დღითიდღე უფრო მასშტაბური ხდება და არ შეჩერდება”, – აცხადებენ სტუდენტები. “გვაქვს მყარი მოთხოვნა – გადადგეს უნივერსიტეტის რექტორი! ჩვენთვის მნიშვნელოვანია უნივერსიტეტში თავისუფალი სიტყვა ჟღერდეს. სტუდენტების ერთიანობა კი ამ ბრძოლაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. სოლიდარობას ვუცხადებთ ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანსა და სტუდენტებს, რომლებიც რეპრესიულმა რეჟიმმა უკანონოდ დააკავა. ასევე სოლიდარობას ვუცხადებთ ბათუმის სახელმწიფო თეატრის გაფიცულ რეჟისორებისა და მსახიობებს. ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს და ყველა უკანონოდ დაკავებული ადამიანის გათავისუფლებას”, – აცხადებენ სტუდენტები. თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებმა თავდაპირველად ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანსა და სტუდენტებს გამოუცხადეს სოლიდარობა და მათი უნივერსიტეტის რექტორს განცხადების გავრცელება მოსთხოვეს. ამჟამად, მათი პროტესტის მე-13 დღეს ისინი რექტორის გადადგომასაც ითხოვენ. ნეტგაზეთი
  10. „დღეს ყველაზე ლეგიტიმური სუბიექტი ქართული პოლიტიკის გახლავთ ხალხი, რომელიც რუსთაველზე ქმნის პოლიტიკურ დღის წესრიგს“ — გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/TVFormula/videos/606932155243942
  11. „ჩვენი გეგმა დღეს უნდა მოძრაობდეს რამდენიმე კრიტიკულად მნიშვნელოვანი პოლიტიკური ხაზის ირგვლივ. პირველი — ახალი არჩევნები და პატიმრების გათავისუფლება“ — გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე. სრული ინტერვიუ youtu.be/lRIlZuFb_Yc
  12. ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი, კასპარ ველდკამპი აცხადებს, რომ დროა საქართველოს ხელისუფლებამ აღადგინოს საზოგადოების ნდობა ეუთოს რეკომენდაციების განხორციელებით და ამ რეკომენდაციებზე დაყრდნობით განიხილოს შესაძლო ახალი არჩევნები.
  13. ჩვენ ძალიან ხშირად ვმარცხდებით, როდესაც ვერ ვიკავებთ ერთიან, ძლიერ პოზიციას გარდამტეხ მომენტში. ახლა ქართული დემოკრატიის დაცემა ხდება, - ამის შესახებ ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და ამჟამინდელი ელჩი შვედეთში ლინას ლინკევიჩუსი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. მისი თქმით, მხოლოდ ახალ თავისუფალ არჩევნებს შეუძლია საქართველოში არსებული კრიზისის გადაჭრა. „მხოლოდ ახალ თავისუფალ არჩევნებს შეუძლია ამ კრიზისის გადაჭრა. ჩვენ მკაფიოდ უნდა დავუჭიროთ მხარი საქართველოს პრეზიდენტს ქვეყნის ევროპულ გზაზე დატოვების მცდელობაში“, - წერს ლინას ლინკევიჩუსი. იპნ
  14. შეშფოთებულები ვართ იმით, რომ ქვეყანა უფრო ღრმა პოლარიზაციისა და კრიზისისკენ მიმავალ გზას ადგას. საქართველოს სასწრაფოდ სჭირდება გამოსავალი კრიზისიდან, რათა აღდგეს საზოგადოების ნდობა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ, - ამის შესახებ ნორდიკული და ბალტიის ქვეყნების (დანია, ესტონეთი, ფინეთი, ისლანდია, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, შვედეთი) ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული. „სერიოზულად შეშფოთებულები ვართ საქართველოში შექმნილი სიტუაციით. ჩვენ მოვითხოვეთ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ და მის დროს დაფიქსირებული დარღვევების საფუძვლიანი და მიუკერძოებელი გამოძიება, დავგმეთ ძალადობა და დაშინება მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკოსებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ და ვგმობთ პრეზიდენტ ზურაბიშვილის წინააღმდეგ მიმართულ მუქარას“, - აღნიშნულია განცხადებაში. ნორდიკული და ბალტიის ქვეყნები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, გადადგას სასწრაფო ნაბიჯები კრიზისიდან გამოსვლის კუთხით, მათ შორის, ეუთოს საარჩევნო რეკომენდაციების განხორციელებით და ამ რეკომენდაციების საფუძველზე ახალი არჩევნების შესაძლებლობის განხილვით „როგორც საქართველოს დიდი ხნის მეგობრები და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდამჭერები, შეშფოთებულები ვართ იმით, რომ ქვეყანა უფრო ღრმა პოლარიზაციისა და კრიზისისკენ მიმავალ გზაზე დგას. საქართველოს სასწრაფოდ სჭირდება გამოსავალი კრიზისიდან, რათა აღდგეს საზოგადოების ნდობა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას გადადგას დაუყოვნებლივი ნაბიჯები ამ მიმართულებით, მათ შორის ეუთოს საარჩევნო რეკომენდაციების განხორციელებით და ამ რეკომენდაციების საფუძველზე ახალი არჩევნების შესაძლებლობის განხილვით“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომლის ტექსტს სოციალურ ქსელში ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე ავრცელებს. იპნ
  15. სამხრეთ კორეაში ავიაკომპანია Jeju Air-ის სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად 179 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ქვეყანაში 7-დღიანი გლოვა გამოცხადდა, რომლის დროსაც სამთავრობო უწყებებზე დროშები დაშვებული იქნება. გამოცემის ცნობით, მაშველებმა ეკიპაჟის ორი წევრის გადარჩენა შეძლეს, როლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. შეგახსენებთ, Boeing 737-800-ი, რომელსაც მგზავრები ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკიდან გადაჰყავდა, მუანის საერთაშორისო აეროპორტში დაშვებისას კედელს შეეჯახა. კატასტროფის დროს თვითმფრინავის ბორტზე 175 მგზავრი და ეკიპაჟის ექვსი წევრი იმყოფებოდა. ერთ-ერთი არაოფიციალური ვერსიით, კატასტროფა თვითმფრინავის შასში ჩიტის მოხვედრამ გამოიწვია, თუმცა ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მომხდარის მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს. იპნ
  16. საქართველოში რეჟიმმა თავისი მანკიანი არჩევნების შემდეგ საკუთარი მარიონეტი პრეზიდენტი დანიშნა, სალომე ზურაბიშვილმა კი ხალხის მხარდაჭერის პოლიტიკური ლეგიტიმაცია მიიღო, - ამის შესახებ შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარე, კარლ ბილდტი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „გადამწყვეტი ორთაბრძოლა საქართველოში. რეჟიმმა თავისი მანკიანი არჩევნების შემდეგ საკუთარი მარიონეტული პრეზიდენტი დანიშნა, სალომე ზურაბიშვილმა კი ხალხის მხარდაჭერის პოლიტიკური ლეგიტიმაცია მიიღო და ცარიელი სასახლე დატოვა“, - წერს ბილდტი. იპნ
  17. რუსთაველის გამზირზე, ქაშვეთის ეკლესიის მიმდებარედ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი არ იკავებდნენ გზის სავალ ნაწილს და გაურკვეველია რატომ დაიწყო პოლიციამ დემონსტრანტების დაკავება. ადგილზე იყო დაპირისპირება. უცნობია ჯამში რამდენი პირი დააკავა პოლიციამ. „პუბლიკა“ ცდილობს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან პასუხის მიღებას. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ შეფასებით, 14:14 საათზე შსს-ს თანამშრომლებმა ძალადობრივი მეთოდებით დააკავეს მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, მათ შორის ქალები. პუბლიკა
  18. გერმანიის ბუნდესტაგის წევრი, კნუტ აბრაჰამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანალენა ბერბოკს მიმართავს და საქართველოში ჩასვლისკენ მოუწოდებს. „პატივცემულო მინისტრო ბერბოკ, ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანაში, საქართველოში სიტუაცია დღითიდღე უარესდება. „ვაიმარის სამკუთხედის“ (საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი) საგარეო საქმეთა მინისტრები ახლა თბილისში უნდა წავიდნენ. საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის რეზოლუცია და ბალტიისპირეთის გამოცდილება წინსვლის გზას გვიჩვენებს“, - წერს ბუნდესტაგის დეპუტატი. იპნ
  19. პრეფიქსი, რასაც ე.წ. ხელისუფლება ჰქვია, არ მოშორდებათ მანამ, ვიდრე არ ჩატარდება თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნები. ეს პარლამენტი არალეგიტიმურია, -ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ზაზა თავაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, 26 ოქტომბრის შემდეგ საქართველოში გვყავს არალეგიტიმური ხელისუფლება. „ეს პრეფიქსი, რასაც ე.წ. ხელისუფლება ჰქვია, არ მოშორდებათ მანამ, სანამ არ ჩატარდება თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნები. ეს პარლამენტი არალეგიტიმურია. მათ არჩევანი მოჰპარეს ქართველ ხალხს, დაიწერეს ის პროცენტი, რაც დაიწერეს...“ქართულ ოცნებას“ ერთადერთი გამოსავალი აქვს, დანიშნოს ახალი არჩევნები და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი. ეს ინაუგურაცია დარჩება პრეფიქსით ე.წ. ინაუგურაცია, ე.წ. პრეზიდენტი,“,- აღნიშნა ზაზა თავაძემ. ipn
  20. კიდევ ერთი დღე "ტრადიციულ" ევროპულ დემოკრატიაში, სადაც "ოცნების პარტიას" სერიოზულად ვერავინ აღიქვამს და ნახევრად საიდუმლო ცერემონიაზე მხოლოდ საკუთარი პარტიის მიერ არჩეული და აღიარებული ადამიანის ინაუგურაცია მოხდა, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. ნაუსედა საარჩევნო კოლგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეული მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციას გამოეხმაურა. მისი თქმით, საქართველომ ან დემოკრატიის ახალი განსაზღვრება უნდა იპოვოს, ან საერთოდ უარი თქვას პარლამენტსა და პრეზიდენტზე. იპნ
  21. დღეს, როგორც არასდროს, ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და ევროპული მომავლისთვის მათ ბრძოლაში, - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „თქვენი გამბედაობა და მონდომება შთაგვაგონებს ყველას და მოლდოვა თქვენს გვერდით რჩება ამ საერთო გზაზე“, - აცხადებს მაია სანდუ. იპნ
  22. ეს არის ჩვენი ყველას მოვალეობა, რომ ვიყოთ სოლიდარულები მათ მიმართ, ვინც არიან დღეს გისოსებს მიღმა და მალე გამოვლენ, ვინც დღეს არის გათავისუფლებული საჯარო სამსახურებიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ზურაბიშვილის თქმით, პროტესტში ჩართულ ყველა ადამიანს სჭირდება თანადგომა და ერთიანობა. “საჭიროა, რომ ვებრძოლოთ რეპრესიულ სისტემას - ეს ნიშნავს იმ ფონდების გაძლიერებას, რომლებიც ემსახურებიან ადამიანებს, რომლებიც არიან დღეს დაჭერილი და რომლებიც ასევე იხდიან ჯარიმებს. ამ ყველაფერში უნდა შევეხიდოთ და ვიცი, რომ არსებობს რამდენიმე ასეთი ფონდი. ეს არის ჩვენი ყველას მოვალეობა, რომ ვიყოთ სოლიდარულები მათ მიმართ, ვინც არიან დღეს გისოსებს მიღმა და მალე გამოვლენ, ვინც დღეს არის გათავისუფლებული საჯარო სამსახურებიდან - ისინი არიან ჩვენი საზოგადოების ყველაზე საჭირო ნაწილი იმიტომ, რომ სახელმწიფო მათზეა დამოკიდებული და ხვალინდელი სახელმწიფო მათზე იქნება აშენებული და ვინც დღეს მათ ათავისუფლებს, მან არ იცის, რა საგანძურს ტოვებს გარეთ. იცის, რომ ესენი არიან თავისუფალი ადამიანები, რომ გააპროტესტეს, რომ არ ეშინოდათ და ჰგონიათ, რომ ასეთი ადამიანები არ სჭირდებათ და ამ ადამიანების ეშინიათ. ეშინოდეთ, მაგრამ ეს ადამიანები არიან და იქნებიან თავისუფალნი და ხვალ შეიქმნიან ჩვენი სახელმწიფოს ძალიან ღირსეულ საჯარო სამსახურს. ამ ყველაფერს სჭირდება იურიდიული დახმარება, იურისტები, ადვოკატები - ისინიც არიან ჩვენი საზოგადოების ნაწილი, ჩვენი მოქალაქეებისადმი სოლიდარულები და მათაც უნდა დავეხმაროთ, რომ მათი პასუხისმგებლობა ბოლომდე შეასრულონ და ჩვენ უნდა ვიყოთ ყველანი ერთად და ერთად გავაკეთოთ ეს საქმე”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. იპნ
  23. მე ვარ მზად, რომ ბოლომდე გამოგყვეთ. დარწმუნებული ვარ, ეს ბოლო ძალიან ახლოს არის, მაგრამ უნდა გავუძლოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლის წინ გამართულ ბრიფინგზე საზოგადოებას განუცხადა. ზურაბიშვილის თქმით, ის უახლოეს დღეებში მასშტაბურ შეხვედრებს დაიწყებს, როგორც ქვეყნის შიგნით რეგიონებში, ისე ქვეყნის გარეთაც. მისი თქმით, ის შეხვდება საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტს - ბიზნესის წარმომადგენლებს, საჯარო მოხელეებსა და ასევე იმ ადამიანებს, რომლებიც პოლიტიკაში ჩართვას აპირებენ. „მე დავიწყებ მასშტაბურ შეხვედრებს საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტთან - ბიზნესთან, რომელთანაც აუცილებელია, გვქონდეს ურთიერთობა და ერთად გავიგოთ, ამ ქვეყანას როგორ უნდა გადავატანინოთ უმძიმესი ეკონომიკური და ფინანსური კრიზისი, რომელიც შეიქმნა ამ მმართველი გუნდის გამო, მათი დასანქცირების გამო, მათი უგუნური ნაბიჯების გამო. ქვეყანა უნდა გადავარჩინოთ ერთად და უნდა ვიფიქროთ ამ გზებზე. შევხვდები საჯარო მოხელეებს, რათა მათთან ერთად გავიაზროთ მათი მდგომარეობა. ისინი იქნებიან ხვალინდელი სახელმწიფოს საყრდენი. ერთად უნდა დავდგეთ და ერთად უნდა მოვიფიქროთ, როგორ გავატაროთ ეს დღეები თუ კვირები, შეიძლება, რამდენიმე თვე და გავატარებინოთ მათ ისე, რომ მათი ოჯახებიც იყვნენ დაცულნი. შევხვდები ასევე ახალ პოლიტიკურ ძალებს, ჩვენს ახალგაზრდებს, ვინც არიან ქუჩაში, რომლებიც გვაძლევენ ამ უზარმაზარ იმედს მომავლის და რომლებმაც შექმნეს ეს ახალი, თავისუფალი საზოგადოება. უნდა მოვიფიქროთ, როგორ უნდა გაძლიერდეთ იმიტომ, რომ ნამდვილად ის თაობა ხართ, რომელიც თავისუფალ საქართველოში დაიბადა და რომელიც ხვალ თავისუფალი საქართველოს სათავეში იქნება. გავალ რეგიონებში, სხვადასხვა ქალაქში უნდა შევხვდე ადამიანებს, რომლებიც იქიდან აპროტესტებენ და იქიდან იცავენ ქვეყანას. გავალ და იქაც ვიქნები თქვენთან ერთად. წავალ უცხოეთში და დავბრუნდები უცხოეთიდან. უკვე მაქვს ოფიციალური ვიზიტების არა ერთი შეთავაზება, რომელსაც თქვენი სახელით გავაგრძელებ იმისთვის, რომ გარეთ, ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში იყოთ წარმოდგენილი, იცოდნენ, რა გიჭირთ დღეს და რა იქნება თქვენი ხვალინდელი გამარჯვება. მე ვარ მზად, რომ ბოლომდე გამოგყვეთ. დარწმუნებული ვარ, ეს ბოლო ძალიან ახლოს არის, მაგრამ უნდა გავუძლოთ, უნდა გავაგრძელოთ. არ არსებობს აქ არც ახალი წელი, არც ახალი წლის მერე რაღაც დღეები, ენერგა გვაქვს ძალიან დიდი იმიტომ, რომ სიყვარულის, მშვიდობისა და მომავლის ენერგია. 31 დეკემბერს, რუსთაველზე ერთად შევხვდებით ახალ წელს იმიტომ, რომ ეს ახალი წელი იქნება ნამდვილად ახალი, ბედნიერი, მშვიდობიანი და გამარჯვებული”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. იპნ
  24. საქართველოში მყოფი ევროპარლამენტარები - დაინიუს ჟალიმასი და მიხალ ვავრიკიევიჩი „ერთობის ჯაჭვს“ შეუერთდნენ. ისინი მეტეხის ხიდზე მივიდნენ, სადაც მოქალაქეების მიერ გაკეთებულ ჯაჭვში ჩაერთნენ. მანამდე ევროპარლამენტარები შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, ასევე მათ შეხვედრა გამართეს ბარიერგადალახულ ოპოზიციურ პარტიებთანაც. შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქციების დაწყებიდან 1 თვის თავზე, საქართველოს ქალაქებში „ერთობის ჯაჭვი" იმართება. ცოცხალ ჯაჭვში მოქალაქეები ქვეყნის მასშტაბით 15:00 საათიდან ჩადგნენ. თბილისში ცოცხალი ჯაჭვი შეიკრა: ვახუშტის ხიდზე; თამარ მეფის ხიდზე; გალაკტიონის ხიდზე; ზაარბრიუკენის ხიდზე; ბარათაშვილის ხიდზე, მშვიდობის ხიდზე; მეტეხის ხიდზე. ცოცხალი ჯაჭვი საქართველოს სხვადასხვა ქალაქშიც მოეწყო. მოქალაქეების პროტესტი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. პროტესტის მონაწილეების მთავარი მოთხოვნები უცვლელია - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები. იპნ
  25. ნებისმიერი სანქცია, რომელიც დაუწესეს ივანიშვილს და მის გუნდს დაკავშირებულია ქართველ ხალხთან, რომლებიც 30 დღეა იბრძვის ქუჩაში. ზაზა თავაძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/553002877565305
×
×
  • შექმენი...