Jump to content
Planeta.Ge

planeta.ge

პლანეტელი
  • პოსტები

    3.681
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი planeta.ge

  1. სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ შემუშავებული სტრუქტურული და ორგანიზაციული განვითარების გეგმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს მასშტაბით, სოციალური აგენტების და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომელების ხელფასები თებერვლიდან გაიზრდება. ინფორმაციას სოციალური მომსახურების სააგენტო ავრცელებს. „განვმარტავთ, რომ სოციალური აგენტის ხელფასი ორი კომპონენტისგან შედგება – ფიქსირებული და გამომუშავებით ანაზღაურება. გაზრდა შეეხება ორივე კომპონენტს. ბოლო თვეების განმავლობაში სოციალური მომსახურების სააგენტოში გამართული აქტიური კონსულტაციების შედეგად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, სოციალური აგენტის ფიქსირებული ანაზღაურება 60% -მდე იზრდება. კერძოდ, 250 ლარის ნაცვლად 400 ლარი გახდება, უფროსი სოციალური აგენტის კი – 550 ლარის ნაცვლად 700 ლარი. ასევე, ოჯახებში შესრულებული ვიზიტების ფარგლებში, ერთ შევსებულ დეკლარაციაზე სოციალური აგენტები 6 ლარის ნაცვლად […] REZONANSI
  2. სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილები ახალ საცხოვრებელ ფართებს 2022 წელს უპირობოდ მიიღებენ, - ამის შესახებ ნათქვამია დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. "საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ნაძალადევის რაიონში, ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით. სამინისტრო თანაუგრძნობს აფხაზეთიდან იძულებით დევნილ ზურაბ ჭიჭოშვილის ოჯახის წევრებსა და ნათესავებს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება და ზურაბ ჭიჭოშვილის გარდაცვალების მიზეზს შესაბამისი სამსახური დაადგენს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი იძულებით გადაადგილებულ პირებზე ზრუნვა და მათი სოციალური პირობების გაუმჯობესებაა. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, შენობაში მცხოვრებ ოჯახებზე გასცა ადმინისტრაციული დაპირება და განსახლების ორი გზა შესთავაზა. იძულებით გადაადგილებულ პირებს, თბილისში ბინის მოძიება თავად შეუძლიათ, რომლის შესყიდვასაც სააგენტო უზრუნველყოფს. დევნილ ოჯახებს ასევე აქვთ ალტერნატივა, რომ სააგენტოს მიერ შესყიდული ბინების მშენებლობის დასრულებას დაელოდონ. ამ შემთხვევაში სააგენტო, გამგეობასთან ერთად, მათ ქირის თანხით უზრუნველყოფას სთავაზობს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილები ახალ საცხოვრებელ ფართებს 2022 წელს უპირობოდ მიიღებენ", - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, სანატორიუმ "ქართლის" შენობაში მცხოვრებმა აფხაზეთიდან დევნილმა 52 წლის კაცმა პროტესტის ნიშნად თავი მოიკლლა. აღნიშნულ კორპუსში მცხოვრები დევნილები ალტერნატიული ფართებით დაკმაყოფილებას ითხოვდნენ. მათი ინფორმაციით, შენობა ავარიულია და იშლება. tia.ge
  3. “დროას” წევრი, ნათია ლეთოდიანი: “უი მანქანა გყავს? არც საერთო საცხოვრებელში ცხოვრობ? აბა რანაირი ლტოლვილი ხარ შენ? ხო, აი რაღაცნაირად ასე “გამიმართლა” და ელემენტარული პირობებისთვის ბრძოლა არ მიწევს, მაგრამ არ გაუმართლა უამრავ დევნილს, რომლებიც ბეეევრი წელია არსებობისთვის იბრძვიან, ფსიქიკა შეერყათ, ჯანმრთელობა გაუნადგურდათ და ვიღაცეებისთვის ისინი ნამდვილ ლტოლვილებს ჰგვანან! მეტი დამაჯერებლობისთვის კი, ზოგიერთი მათგანი სიცოცხლეს თვითმკვლელობითაც ასრულებს!” The post “უი მანქანა გყავს? არც საერთო საცხოვრებელში ცხოვრობ? აბა რანაირი ლტოლვილი ხარ შენ? ხო, აი რაღაცნაირად ასე “გამიმართლა” – ნათია ლეთოდიანი appeared first on [/url]. ALIA.GE
  4. ტელეწამყვანი, თათია შარანგია კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ ტელეწამყვანი სოციალურ ქსელში წერს. "ეტყობა ისე ტკბილად მოვექეცი პირველად და იმდენად შევაყვარე თავი, მეორედაც მომაკითხა. ომიკრონი ხარ თუ ვინც ხარ, ახლაც მოგეფერები, ახლაც მოგიყვები განვლილ 32 წელიწადზე, დაგღლი და დაგემშვიდობები. ბოდიშს ვუხდი ყველა ჩემს “კონტაქტს”, პირველივე სიმპტომის გამოვლენისას დავიტესტე. მანამდე 11 იანვარს დავიტესტე. ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას", - თათია შარანგია. tia.ge
  5. “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი: “სასწრაფოდ გაუქმდეს პარაზიტი, ვადა–აფეთქებული 30 წლის წინათ ფორმირებული, აფხაზეთის უმაღლესი საბჭო და დათხოვნილი იქნას ყველა ამგვარი სამთავრობო ფულიჭამია უწყება, გამონთავისუფლებული მილიონები მოხმარდეს დევნილთა პირობების გაუმჯობესებასა და მათ გაადარჩენას. 1994 ჩემი როგორც მაშინდელი პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელის ინიციატივით დათხოვნილი იქნა მთელი აფხაზეთის უმაღლესი საბჭო როგორც აპარტეიდის და დისკრიმინაციული ნიშნით არჩეული რადგან 17 პროცენტმა აფსუამ ამ არჩევნების წინასწარი ქვოტირებით მიიღო ადგილების 50 პროცენტზე მეტი სწორედ ამით დაიწყო ქართველთა გამოძევება სამშობლოდან. მოგვიანებით ხელისუფლებამ დევნილთა ხმების მისათვისებლად კვლავ აღუდგინა ლეგიტიმურობა დეპუტაციის ქართულ ნაწილს რაც ასევე არნახული უკანონობა იყო. ახლა გამოდის ,რომ აფხაზეთის დაბრუნება არ აწყობს პირველ რიგში ამ სტრუქტურებს, რადგან მაშინვე დაკარგავენ ლეგიტიმურობას. მოკლედ ტრაგი–საოცრებათა ქვეყანაში ვართ.” The post “აფხაზეთის დაბრუნება არ აწყობს პირველ რიგში ამ სტრუქტურებს, რადგან მაშინვე დაკარგავენ ლეგიტიმურობას” – ნათელაშვილი appeared first on [/url]. ALIA.GE
  6. პარტია "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში, თბილისში, სანატორიუმ "ქართლის"საცხოვრებელ კორპუსში დატრიალებულ მოვლენებს ეხმაურება: "დევნილთა დასახლებაში, ‘ქართლში’, რომელზეც ორი დღის წინ გწერდით, უბედურება მოხდა. კაცი გადმოხტა და თავი მოიკლა. ვერ გეტყვით ზუსტად რა იყო მიზეზი და არც სპეკულირებას ვაპირებ. ერთადერთი, ყურადღება და თანადგომა რომ ჭირდება ამ ხალხს კიდევ ერთხელ გავიმეორებ რაც იქ პირველად ვიყავი, მას შემდეგ არ ამომდის თავიდან გადაცვლილი ოჯახის წევრების სურათები ყველა ბინის შესასვლელში. კიდევ ერთი დაემატა", - წერს ელენე ხოშტარია. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, სანატორიუმ "ქართლის" შენობაში მცხოვრებმა აფხაზეთიდან დევნილმა 52 წლის კაცმა პროტესტის ნიშნად თავი მოიკლლა. აღნიშნულ კორპუსში მცხოვრები დევნილები ალტერნატიული ფართებით დაკმაყოფილებას ითხოვდნენ. მათი ინფორმაციით, შენობა ავარიულია და იშლება. tia.ge
  7. პოეტი, “ლელოს” წევრი, ნიკა ჩერქეზიშვილი: “ერთი ყველასთვის”კიდევ ჰო, მაგრამ “ყველა ერთისთვის” აღარ არის ჩვენში. სამწუხაროა!” The post “ერთი ყველასთვის”კიდევ ჰო, მაგრამ “ყველა ერთისთვის” აღარ არის ჩვენში” – ნიკა ჩერქეზიშვილი appeared first on [/url]. ALIA.GE
  8. ტელეწამყვანი, მაია ასათიანი მოდელ შორენა ბეგაშვილის შვილის, ევა ბარბაქაძის საცურაო კოსტუმით გადაღებული ფოტოს ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს სოციალურ ქსელში ეხმაურება: „ბავშვი სასწაულად გადაურჩა სიკვდილს, წლების მანძილზე უამრავი, ურთულესი ოპერაცია გადაიტანა! ნაბიჯ-ნაბიჯ სწავლობდა ყველა მოძრაობას თავიდან და ახლა, როცა ცხოვრებას დაუბრუნდა, ამიხსენით ხალხო, რატომ დებთ მიწაში ისევ!!! მეშინია ჩემი ხალხის გამო, რომელსაც მხოლოდ ტრაგედიაში უყვარხარ!!! და რის გამო??? ძალიან ლამაზ გოგონას საცურაო კოსტიუმი, რომ აცვია??? მეშინია ჩემი ხალხის გამო. ჯერ ერთხმად ლოცულობდნენ ევას გადარჩენისთვის და ახლა ისე ერთხმად დებენ მიწაში იმიტომ, რომ ამხელა ტრაგედიის გადატანის შემდეგ მაინც მათზე ლამაზია!!!“, – წერს მაია ასათიანი სოციალურ ქსელში.
  9. “დევნილთა პოლიტიკური თანამშრომლობის ცენტრის” დამფუძნებელი ოთარ ფანცულაია: დევნილმა ადამიანმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ის გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდა, ყურადღებას ითხოვდა, მაგრამ მისი ხმა არავინ არ შეისმინა. არც სახალხო დამცველს.. არც დევნილთა სამინისტროს.. არც აფხაზეთის სტრუქტურებს.. არც პარლამენტს.. არც პრემიერს.. არც ოპოზიციას.. 300 000 დევნილის არსებობა არ აინტერესებთ.. ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას The post “არც პარლამენტს, არც პრემიერს, არც ოპოზიციას 300 000 დევნილის არსებობა არ აინტერესებთ…” – ოთარ ფანცულაია appeared first on [/url]. ALIA.GE
  10. ჟურნალისტი, მარიამ გაფრინდაშვილი, სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოებს და წერს: “საუკეთესო სიურპრიზით დავიწყე დღე ჩემი ავტომობილი გაქურდეს. წაღებულია საფულე (თანხის გარეშე) მხოლოდ აკრედიტაციები, პრესბარათები და რამდენიმე ჩემთვის მნიშვნელოვანი პირადი წერილით. წაიღეს რამდენიმე სუნამო, მედიკამენტი და სხვა უმნიშვნელო ნივთები… მაგრამ ყველაზე საინტერესო ერთი გარემოებაა – სავარუდო ბრალდებულმა დამიტოვა დანა (ჩემი აღქმით უფრო ხანჯალი) მობილური ტელეფონი (სიმბარათის გარეშე) და ყავა ისე მაინტერესებს რა ხდებოდა ჩემს მანქანაში მთელი ღამის განმავლობაში უნდა ვთქვა რომ პოლიცია დილიდან მართლა ყველაფერს აკეთებს სავარუდო დამნაშავის დასადგენად.” The post უცნაური ძარცვა თბილისში – “მანქანაში დამიტოვა ხანჯალი, ტელეფონი და ყავა…” – ფოტოები appeared first on [/url]. ALIA.GE
  11. სამოქალაქო აქტივისტი, მიშა კაჭკაჭიშვილი: “ნუ გეწყინებათ და ნუ გაბრაზდებით, თუ თქვენს შეტყობინაზე პასუხს არ გაგცემთ, ტელეფონზე არ გიპასუხებთ ან მონიშნულ პოსტზე რეაგირება არ მექნება და გეტყვით რატომ: დავიწყებ იქიდან, რომ ყველას ერთსა და იმავეს გეუბნებით, რომ თუ ქუჩაში ნაპოვნ მიუსაფარს ნახავთ, მოუარეთ და მოგეხმარებით. მაგრამ არა, საკუთარი თავის შეწუხება არ გინდათ. ყველამ იცის ის ფაქტი, რომ მე და ჩემი მეგობრები უდიდეს და ურთულეს პროექტს შევეჭიდეთ, რომელიც რამოდენიმე მილიონი ჯდება და ისიც იმისათვის გადავდეთ ყველაფერი, საკუთარი ენერგია და სახსრებზე აღარ ვსაუბრობ, რომ ეს უპატრონო ცხოველების და არა მარტო, სასაკლაო სულ მცირედით მაინც გამოვასწოროთ ამ ქვეყანაში. ახლა რასაც გეტყვით და დავწერ, ნაკლებად მაღელვებს, ვინ როგორ გაიგებს !!! მე თავად ვიცი, რომელი ცხოველი წავიყვანო და რომელი არა. თქვენი გაუთავებელი შეტყობინებები უკვე სულ მცირე აუტანელია. თქვენ უყურეთ გაუთავებლად, როგორ უჩერდებათ გულები ადამინებისგან მიტოვებულ, მიყრილ, მომაკვდავ ცხოვრლებს და შემდეგ მითხარით, როგორი გასაძლებია ეს ყოველივე. მე არ ვარ რკინის და შესაბამისად ყოველი მათი ცისარტუელაზე წასვლა მანადგურებს და მანგრევს. ვზივარ მეხუთე დღეა და ვუყრებ 24 საათი,თუ როგორ ებრძვის პატარა სიკვდილს… იძულებული გამხადეთ ეს პოსტი დამეწერა და ასეთი გადაწყვეტილებაც მიმეღო. პ.ს. თქვენს გარეშეც გადავწყვეტ და ვიცი, რომელი უფრო საჭიროებს დახმარებას.” The post “იძულებული გამხადეთ ეს დამეწერა და ასეთი გადაწყვეტილებაც მიმეღო” – მიშა კაჭკაჭიშვილი appeared first on [/url]. ALIA.GE
  12. “ევერტონის” ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან რაფაელ ბენიტესი გაათავისუფლა. 61 წლის ესპანელი სპეციალისტი “კანფეტებს” გასული წლის ზაფხულიდან თავკაცობდა. ინგლისის პრემიერლიგის 19 ტურის თავზე “ევერტონს” აქტივში 19 ქულა აქვს. გუნდს გათამაშების სატურნირო ცხრილში მე-15 პოზიცია უკავია. The post “ევერტონმა” ბენიტესი გუნდიდან გაუშვა appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  13. მარგარეტ მაკკოლუმი ლონდონის მეტროსადგურში ყოველდღე ჩადის, რათა 1950 წელს მგზავრებისთვის ჩაწერილი ხმა მოისმინოს, რომელიც მის გარდაცვლილ ქმარს ეკუთვნის. ეს ფრაზა "Mind the gap" რომელიც ყველასთვის ნაცნობია და გამგზავრებისას სიფრთხილეს გვახსენებს, ამ ქალის ქმარმა ოსვალდ ლოურენსმა ჩაწერა. წყვილი ერთმანეთს 1992 წელს შეხვდა. 2007 წელს ოსვალდი გარდაიცვალა და ქალის გულში უზარმაზარი სიცარიელე დატოვა. მაგრამ მან იპოვა გზა, რომ შეეგრძნო მისი ყოფნა. ყოველდღე მას ესმის ქმრის ხმა, თუნდაც ერთი ფრაზა, მაგრამ აქ, მეტროს პლატფორმაზე, ის საყვარელი ადამიანის გვერდით არის. თუმცა, პროგრესის ეპოქაში ეს ჩანაწერი რობოტის ხმით შეცვალეს. მარგარეტი დაუკავშირდა ლონდონის ტრანსპორტის დეპარტამენტს თხოვნით, მიეცეს მისთვის ქმრის ხმის კასეტა, რათა სახლში მოესმინა. ეს ამბავი ლონდონის მერიამ რომ შეიტყო, გადაწყვიტა განცხადების აღდგენა მარგარეტის სახლთან მეტროს გაჩერებაზე და ჩრდილოეთ ხაზის სანაპირო სადგურის ყველა მგზავრს ახლა შეუძლია გაიგოს ოსვალდ ლოურენსის ხმა. ასეთი შესანიშნავი ჟესტით ლონდონის ხელისუფლება გაგვახსენა, რომ ხალხმა კი არ უნდა გააკეთოს ყველაფერი ხელისუფლებისთვის, არამედ ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ყველაფერი ხალხისთვის, თუნდაც ერთი ადამიანისთვის. tia.ge
  14. ჟრნალისტი, ბექა ყორშია მის ოჯახში მომხდარ ტრაგედიაზე სოციალურ ქსელში წერს: "დღეს მამაჩემი და ჩემი უსაყვარლესი ბებია ერთად დავკრძალეთ. 7 დღის წინ, როცა მამაჩემს რეანიმაციაში შევაკითხე, მითხრა, არც ისეთი სიმპათიური ხარ, ასეთი საშინლად დეპრესიული და მოღუშული გამომეტყველება მოიხდინოო. ეგრევე სიცილი ამიტყდა. მიყურა ცოტა ხანს და მერე მეუბნება: კაცმა რომ თქვას, არც სიცილი გიხდება დიდადო. ეს იყო მისი ბოლო ხუმრობა. ენდი ანდერსონისეული უკანასკნელი “კბენა”. პალატიდან რომ გამოვდიოდი, გადმომძახა, “ჩემპიონი” არაბულად როგორ არისო ? “ბატალ”-მეთქი. ჰოდა, აი ეგ ხარ ჩემს თვალშიო. ბესო, არ ვარ დარწმუნებული, რომ სადმე, სხვა სამყაროში, ერთმანეთს კიდევ შევხვდებით, მაგრამ რა კარგია, რა ძალიან კარგია, რომ ამ სევდიან და უფერულ გარემოს შენ და მე ერთად ცოტათი მაინც ვახალისებდით", - წერს ბექა ყორშია ფეისბუქზე. tia.ge
  15. შინაგან საქმეთა სამინისტრო ლაგოდეხში ყოფილი ქმრის მიერ 35 წლის ქალის მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ყოფილმა ქმარმა ცოლი ეჭვიანობის ნიადაგზე გაგუდა, დანაშალის დაფარვის მიზნით კი ოთახში გაზი გაუშვა. უწყების ცნობით, კაცი წარსულში ნასამართლევია და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება. „გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა გ.ბ.-მ ყოფილი მეუღლე, 1984 წელს დაბადებულ ნ.ჭ. ეჭვიანობის ნიადაგზე გაგუდა, რის შემდეგაც დანაშაულის დაფარვის მიზნით საცხოვრებელ სახლში არსებული ბუნებრივი აირის გაზქურის ონკანი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“, – წერია უწყების განცხადებაში. ადგილობრივების თქმით, მკვლელობის საღამოს ქალი სახლში არასრულწლოვან შვილებთან ერთად იმყოფებოდა, მათ შორის ჯერ სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც ქმარმა ყოფილი ცოლი ბავშვების თვალწინ გაგუდა, შვილები სახლიდან წაიყვანა და ოთახში გაზის ონკანი მოშვებული დატოვა. The post „ეჭვიანობის ნიადაგზე შვილების თვალწინ გაგუდა“ – ლაგოდეხში მომხდარი მკვლელობის დეტალები appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  16. ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტის სტეფანეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ამის შესახებ ინფორმაციას „მსოფლიო საეკლესიო სიახლენი“ ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ მეუფე სტეფანე სამკურნალოდ საზღვარგარეთ 13 იანვარს გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას საპატრიარქო ჯერჯერობით არ ავრცელებს. The post მეუფე სტეფანეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  17. ტექნიკური უნივერსიტეტი უმაღლესი დონის პროფესიონალთა მომზადებისა და ტექნიკური მეცნიერებების განვითარების მხრივ რეგიონში ლიდერად რჩება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. "თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღიდან დაარსებისა, ამ უნივერსიტეტის სახელთანაა დაკავშირებული აღმშენებლობის ყველა პროცესი საქართველოში. ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება. უნივერსიტეტი უმაღლესი დონის პროფესიონალთა მომზადებისა და ტექნიკური მეცნიერებების განვითარების მხრივ რეგიონში აღიარებულ ლიდერად რჩება. იგი ამზადებს მაღალი კვალიფიკაციის ინჟინერ-მშენებლებს, რკინიგზელებს, სამთო დარგის სპეციალისტებს და გეოლოგებს, არიქიტექტორებს, ენერგეტიკოსებს, ქიმიკოსებს, კავშირგაბმულობის სპეციალისტებს", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა. tia.ge
  18. “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის წევრმა და ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ მსოფლიოს ნ1 ჩოგანზე, ნოვაკ ჯოკოვიჩზე დაწერა. “ანტივაქსერი ჩოგბურთელი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი, შეიძლება ვუწოდოთ ჩოგბურთის ცოცხალი ლეგენდა, ჯერ მთელი კვირა აყურყუტეს სიდნეის აეროპორტის კოვიდსასტუმროში, დღეს კი გამოაძევეს ავსტრალიიდან აუცრელობის გამო. კი იჩივლა სასამართლოში, გადატანილი მაქვსო, მაგრამ უპასუხეს, მასე სადაა ძმაოო, ავსტრალიის სასამართლო ვართ საქართველოსი კი არაო, ანტივაქსერი პრემიერ-მინისტრი კი არა გვყავს ქართველებივით, კორონაგადატანილებს სამუდამო მწვანე პასპორტს რომ აძლევსო. სიმირთლე გითხრათ, ძალიან გამიხარდა. ასეც მოუხდება. როგორც ჩანს ან რუსეთის ეკლესიის მიერ მართულმა სერბმა მამაომ( ანუ მღვდლმა) შეაცდინა, ან შიში აქვს, რომ დაჩიპავენ და თამაშისას 5 ჯის მეშვეობით ვიღაცები (ალბათ მასონები) დისტანციურად დაუწყებენ მართვას. ძალა აქვს, ჭკუა არაო, მასზე ყოფილა ეს ანდაზა ზედგამოჭრილი”. ჯოკოვიჩი ავსტრალიაში 6 იანვარს ჩავიდა, მაგრამ აუცრელობის გამო საზღვარზე არ გადაუშვეს. დღეს საბოლოოდ ავსტრალიის სასამართლომ ნოლეს აპელაცია არ დააკმაყოფილა და სერბეთში დაადეპორტებენ The post რომან გოცირიძე ჯოკოვიჩზე: “მასე სადაა ძმაო, ეს ავსტრალიაა და არა საქართველოო” appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  19. ფოტო – მთავარი არხი სანატორიუმ “ქართლში” მცხოვრებმა დევნილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. აქციის მონაწილეებმა ცოტა ხნის წინ გზა გადაკეტეს. დევნილები პოლიციას ცხედრის ადგილიდან გაყვანის საშუალებას არ აძლევენ. წყარო: მთავარი არხი დევნილები უკვე დიდი ხანია აქციებს მართავენ და ხელისუფლებას ალტერნატიული ფართებით დაკმაყოფილებას სთხოვენ. მათი თქმით, შენობა ავარიულია და ნელ-ნელა იშლება, ადგილზე ცხოვრება კი სიცოცხლისთვის საშიშია. დევნილება არაერთი აქცია გამართეს. ისინი ჯანდაცვის ახალ მინისტრთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა, გუშინდელი მონაცემით, მინისტრი მათ არ შეხვდა. აქცია გამართეს კანცელარიასთან და აქციის მონაწილეების თქმით, მათ ადმინისტრაციიდან უთხრეს, რომ წერილი დაეტოვებინათ პრემიერ ღარიბაშვილის სახელზე. The post სანატორიუმ “ქართლში” მცხოვრებმა დევნილმა პროტესტის ნიშნად თავი მოიკლა – “ცხედარს არ გავატანთ” appeared first on [/url]. ALIA.GE
  20. ხანძარი იყო ე.წ ოცნების ქალაქში. ორსართულიან შენობაში ერთი ბინა სრულად დაიწვა, ერთი კი ნაწილობრივ დაზიანდა. შემთხვევის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა. ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა ხანძრის მიზეზი. როგორც ადგილობრივები ამბობენ ცეცხლის გავრცელების საფრთხე იყო, თუმცა სახანძრო დროულად მივიდა. დაზარალდა ორი ოჯახი. შემთხვევის ადგილზე რჩებიან მაშველები, სასწრაფო დახმარების ჯგუფები და სამართალდამცველები. The post ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარი იყო appeared first on [/url]. ALIA.GE
  21. სპორტსმენი, პედაგოგი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საპატიო პრეზიდენტი, ასევე თბილისის საპატიო მოქალაქე ჯანო ბაგრატიონი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. ჯანო ბაგრატიონი სამოქალაქო პანაშვიდი ქაშვეთის ეკლესიაში გაიმართა. პანაშვიდზე კულტურის სფეროს წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, მათ შორის კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი იმყოფებოდა. ჯანო ბაგრატიონი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას მიღებული ჰქონდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენი, იყო ღირსების ორდენის კავალერი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ორდენოსანი და ვახტანგ გორგასლის სახელობის ორდენის კავალერი. The post ჯანო ბაგრატიონი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს appeared first on [/url]. ALIA.GE
  22. ჟურნალისტი, ნინო თარხნიშვილი სოციალურ ქსელში კოვიდვაქცინაციის ეფექტიანობაზე წერს: "მე შეიძლება მსოფლიოს მოსახლეობის იმ 10%-ში ვარ, რომელსაც კოვიდი არასდროს შეხვდება. ან შეიძლება ჩემმა წილმა ორმა დოზა “ფაიზერმა” დამიცვა. ან მარიტას კოვიდმა - იფიქრა, ამას თავისი გაჭირვება ეყოფა, ახლა კიდე მე არ შევეყაროო. 12 დღის წინ, სახლში ლანგრით მორთმეულმა კოვიდმა ჩემში შემოსახლებაზე უარი თქვა. არადა, 12 დღის წინ, ერთმანეთის მიყოლებით, ფაქტობრივად ერთად დაინფიცირებულმა მეგობრებმა, ასევე ერთმანეთის მიყოლებით დააინფიცირეს ოჯახებიც. არ ვიცი, რამ დამიცვა, რა იმუნიტეტმა ან რა ძალამ, მაგრამ ეს დღეები, ვერც მარიტას კოცნაზე ვთქვი უარი, ვერც ჩახუტებაზე. ვიცავდი აუცილებელ წესებს - თუ არ ვკოცნიდი, მასთან ურთიერთობისას ნიღაბი მეკეთა. მისი ჯაგრისი იდო ცალკე. მისი პირსახოცი იდო ცალკე. ჭურჭელი ჰქონდა პირადი (თეფში, ჭიქა და კოვზი ისედაც ყოველთვის პირადი ჰქონდა). საპირფარეშოს დღეში რამდენჯერმე ვუკეთებდი დეზინფექციას. დღეში რამდენჯერმე ვანიავებდი სახლს. ამ დილით ჩემი PCR კვლავ უარყოფითი მოვიდა. სამაგიეროდ შემრჩა ხელები ქიმიური დამწვრობით, რომლებსაც მალე მოვიშუშებ, ეგ არაფერი :დ და კიდე ცოტა ფსიქიკა მორღვეული, მაგასაც მოვუვლი :დ აიცერით, აცრა ნამდვილად იცავს. პირბადე გაიკეთეთ, პირბადეც ნამდვილად იცავს. ხელებიც ხშირად დაიბანეთ. სუფთა ხელებიც გვიცავს (თუმცა, მაინც და მაინც, ჩემნაირად ქიმიური დამწვრობის მიღება არ არის აუცილებელი :დ) ამ 12 დღეში ვატრიალე გონებაში კადრებად ყველა ის უბედური, სასტიკი ისტორია, რაც კი ამ ორი წლის განმავლობაში მისმენია რესპონდენტებისგან, მათი ოჯახის წევრებისგან. ყველა მსგავსი შესაძლო სცენარი დავდგი და განვასახიერე ჩემს წარმოსახვებში, მაგრამ მაინც მოვუგე უთანასწორო ფსიქოლოგიური ომი კოვიდს. რად დამიჯდა, მარტო მე ვიცი, მაგრამ ხო მოვუგე", - წერს თარხნიშვილი ფეისბუქზე. tia.ge
  23. საპატრიარქო ჭყონდიდის მიტროპოლიტის მეუფე სტეფანეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი, ტყუილია ინფორმაცია, თითქოს ის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანეს. ამავე ცნობით, მეუფე სტეფანეს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის თბილისის ერთ-ერთ მონასტერში რჩება. „რამდენიმე საათის წინ ინტერნეტგვერდმა „მსოფლიო საეკლესიო სიახლენი“ ჭყონდიდელ მიტროპოლიტ სტეფანეს (კალაიჯიშვილი) ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებისა და მისი თითქოს ქვეყნის ფარგლებს გარეთ მკურნალობის შესახებ მორიგი სიცრუე გაავრცელა. აღნიშნული გადაუმოწმებელი ინფორმაცია აიტაცა სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებამ და აქტიურად იწყო მისი გავრცელება. სინამდვილეში, მიტროპოლიტი სტეფანე ამჟამად ექიმების ზედამხედველობით რეაბილიტაციის კურსს გადის და, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ამ პერიოდს იგი თბილისში მდებარე ერთ-ერთ მონასტერში გაატარებს. მიტროპოლიტის დედაქალაქში დარჩენის მთავარი მიზეზი არის ის, რომ საჭიროების შემთხვევაში მეუფემ დაუყოვნებლივ და დაუბრკოლებლად შეძლოს შესაბამისი სამედიცინო კონსულტაციისა თუ დახმარების მიღება. აქვე კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ დღეისათვის მეუფე სტეფანეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, იგი იმყოფება თბილისში და რეაბილიტაციის დასრულებამდე, გარკვეული დროით, დედაქალაქში მდებარე ერთ-ერთ მონასტერში დარჩება“, – ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 2 იანვარს, ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე საკუთარ კელიაში უგონო მდგომარეობაში იპოვეს. The post საპატრიარქო: მეუფე სტეფანეს საზღვარგარეთ გადაყვანის შესახებ ინფორმაცია სიცრუეა appeared first on [/url]. ALIA.GE
  24. უხვი ნალექის გამო ზღვის ტალღებმა ბათუმში სანაპირო ზოლი დააზიანა. 5-6 ბალიანი შტორმის გამო წყალმა ქვა-ღორღი და ნაგავი საფეხმავლო ბილიკზეც გამოიტანა. ბათუმში უამინდობის გამო ტერიტორიის გაწმენდითი სამუშაოების დაწყება ჯერ ვერ ხერხდება, უცნობია ზარალის ოდენობაც. შეგახსენებთ, რომ ახალი ბულვარის ნაპირსამაგრი სამუშაოებისა და ჯებირების მოწყობისათვის 60 მილონზე მეტი დაიხარჯა, თუმცა ყოველი შტორმის შემდეგ ადგილზე მსგავსი მდგომარეობაა. The post შტორმმა ბათუმის ბულვარში ინფრასტრუქტურა დააზიანა appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
×
×
  • შექმენი...