Jump to content
Planeta.Ge

planeta.ge

პლანეტელი
  • პოსტები

    3.681
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი planeta.ge

  1. ახალქალაქის, კარისა და კუმურდოს მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი სახელმწიფოს მიხეილ სააკაშვილის შინაპატიმრობაში გადაყვანასა და აღნიშნულის აღსრულებისთვის თავის ეპარქიას სთავაზობს. მიტროპოლიტი ამბობს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით იცნობს თავად მიხეილ სააკაშვილის პოზიციასაც და სავარაუდოდ, ექს-პრეზიდენტი ამის მომხრე იქნება. „მე ვთავაზობ, პირველ რიგში, ჩვენს სახელმწიფოს გამოსავალს ვითარებიდან. მე მგონია, რომ კარგი იქნება, თუ მიიღება ასეთი გადაწყვეტილება, რომ პრეზიდენტი იყო შიდა პატიმრობაში და იის გამო, რომ ეს ჩემი აზრი იყო, მოსახერხებელი იქნება არ იყოს ის თავის სახლში, თბილისში, ამიტომ შევთავაზე ჩემი ეპარქია. თუ ეს ინიციატივა სახელმწიფოს მოეწონება ჩამობრძანდებიან ალბათ ადგილსაც შეარჩევენ, მე ვიქნები შუამავალი სახელმწიფოსა და მეორე მხარეს შორის. მე მასთან მისაუბრია და ვიცი მისი აზრი, რომ, სავარაუდოდ, წინააღმდეგი არ იქნება. მგონი რომ ქვეყნისთვის ასე უკეთესი იქნება. მოლოდინი რომ არ მქონდეს, არ ვიტყოდი“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა. The post დათანხმდება თუ არა სააკაშვილი სასჯელის ეპარქიაში მოხდას – რა ინფორმაცია აქვს მეუფე ნიკოლოზს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  2. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით გამართული წირვის შემდეგ იქადაგა. მისი თქმით, მრავალი განსაცდელი არის ადამიანის წინაშე, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი ყველა ადამიანს იცავს ამ განსაცდელისგან. „ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო და დანო, გილოცავთ ნათლისღების დღესასწაულს. ნათლისღება ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია ქრისტიანულ სამყაროში. იკურთხება წყალი, ნაკურთხი წყალი უნდა იყოს შენარჩუნებული მთელი წლის განმავლობაში. ნათლისღება არის იმდენად დიდი დღესასწაული, რომ ყოველი ადამიანი უნდა ეზიაროს ამ მადლს. ეს მადლი უნდა მიიღოს ყოველმა ადამიანმა, წმინდა სამების დღესასწაულია, ხმა უფლისა, მადლი უფლისგან უნდა მოვიდეს, ეს მადლი იცავს ყველა ადამიანს ხილული და უხილავი მტრისგან. მრავალი განსაცდელი არის ადამიანის წინაშე, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი იცავს ყოველ ადამიანს ამ განსაცდელისგან. ჩვენ მოხარული ვართ, რომ წირვას დაესწრო საქართველოს პრემიერ-მინისტრი“, – განაცხადა ილია მეორემ. The post ილია მეორე განცხადებას აკეთებს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  3. „ქართული ოცნების“ წევრი, გია ვოლსკი ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილის შესახებ The New York Times-ის სტატია, „ხეების სიყვარული თუ ძალაუფლების დემონსტრირება“, შეკვეთილია. ვოლსკი ამბობს, რომ სტატიაში მოყვანილი ინფორმაცია არასწორია და ბიძინა ივანიშვილის საკითხი ქვეყანაში შექმნილი ვითარების გადასაფარადაა წამოწეული. „არის სტატიები, ზოგი შეკვეთილია და არც არის ეს დასამალი, მიღებული ფორმაა. მართებულია თუ არა ის რაც წერია სტატიაში? არ არის მართებული იმიტომ, რომ ინტენსიური, საკმაოდ ინტელექტუალური მმართველობა ხორციელდება. ივანიშვილის ჩართულობა არსად არ ჩანს. ბიძინა ივანიშვილის თემა შემოტანილია სპეციალურად იმისთვის, რომ როგორმე იქნებ გადაიფაროს ის რეალობა, რაც გვაქვს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ. The post გია ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილის თემა შემოტანილია სპეციალურად appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  4. ტელეკომპანია “ფორმულას” თანადამფუძნებელი, მიშა მშვილდაძე სოცილურ ქსელში წერს: “რა მონასტერში შინაპატიმრობა მართლა ხო არ გამო@ლევდით მთელი ქვეყანა ბლიად რეები ირჩევა სერიოზულად”, - წერს მიშა მშვილდაძე შეგახსენებთ, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ხელისუფლებას, “ჯორჯიან თაიმსის” ეთერში საუბრისას სთავაზობს, მესამე პრეზიდენტი მის ეპარქიაში, შინაპატიმრობაში გადაიყვანონ. tia.ge
  5. „გამაცნეს დასკვნა, ვნახე ვიდეომიყურადების კადრები. დასტურდება, რომ ეს ადამიანები იყვნენ შემოსული, რაც გავრცელდა მედიით და გავიდნენ თავისუფლად ქვეყნიდან“ – „მთავარის“ გენერალურმა დირექტორმა განაცხადა ნიკა გვარამიამ სუს-დან გამოსვლის შემდეგ, სადაც მისი გამოკითხვა დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. საუბარია შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზების საქმეზე. როგორც ნიკა გვარამიამ განაცხადა, უსაფრთხოების სამსახურში განუმარტეს, რომ დასახელებულმა პირებმა საქართველო დატოვეს, რადგან არ დადასტურდა, რომ ისინი ქვეყანაში "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ლიკვიდაციისთვის იყვნენ შემოსულები - ახსნა ის არის, რომ იკვლევდნენ და არ გამოვლინდა, რომ ისინი არიან შემოსული ჩემი ლიკვიდაციისთვის და ამიტომ გავიდნენ - განაცხადა ნიკა გვარამიამ. მისივე თქმით, არსებობს ვერსია, რომ ეს ადამიანები ყურადღების გადატანის მიზნით გადაადგილდებოდნენ ქვეყანაში და არსებობს კიდევ სხვა ჯგუფი, თუმცა ამაზე სუს-ის გამომძიებლებს ნიკა გვარამიას თქმით, არაფერი უთქვამთ. ნიკა გვარამიას განცხადებით, "საქმეს აქვს 3 სუსტი წერტილი" მათ შორისაა ის ბრიფინგი, რომელიც უწყებამ რამდენიმე თვის წინ ჩაატარა და პირდაპირ თქვა, რომ ქვეყანაში ნიკა გვარამიასა და სხვა ჟურნალისტის ლიკვიდაციისთვის ადამიანები შემოვიდენენ: "ამაზე მივიღე ახსნა-განმარტება, რომ ეს იყო ოპერატიულად საჭირო, მე ვუთხარი, რომ ჩემთვის მაინც გეთქვათ, რეალურად ჩემთვის ეს არ იყო მარტივად აღქმადი. მითხრეს, რომ თქვენი აღშფოთება უნდა ყოფილიყო რეალური. მეორე - ადამიანი ერთ ერთი, გაგიევი, რომელიც შემოსული იყო ქვეყანაში გულის პრობლემების მოსაგვარებლად, არ ფიქსირდება არც ერთი მისი ვიზიტი ექიმთან, საქართველოში ყოფნის განმავლობაში მესამე- ჩემთვის მთავარია ის, რომ გაგიევთან მანამდე, მარტში, ჩემი მეზობლისგან ეთნიკურად ოსისგან, რომელიც რუსეთში ცხოვრობს და ჩემ კორპუსში ჩამოდის ხოლმე დედასთან და მე მას არ ვიცნობ, ფიქსირდება ზარი გაგიევთან. ეს ზარი არის 3 წამიანი, მაგრამ მე ეს არაფერს არ მეუბნება. შეცდომის ვერსიას ავითარებს კონტრტერორისტული სამსახური, თუმცა ის, რომ სამწამინი იყო ეს ზარი, აუცილებლად ამას არ ნიშნავს, რომ ვინმეს შეეშალა. ეს ზარი შეიძლებოდა ყოფილიყო მარტივი სიგნალი კონკრეტული მოქმედების, წინასწარ შეთანხმებული." განაცხადა ნიკა გვარამიამ. მისი განცხადებით, გამოკითხულია ყველა, მათ შორის ინფორმაციის წყაროც და მისი მეზობელიც, თუმცა რა თქვეს მათ, ეს უცნობია. ნიკა გვარამიას განცხადებითვე, ნახა ფირი, რომლითაც დასტურდება, რომ წყარო დახვდა საქართველოში შემოსულ პირებს. წყარო tia.ge
  6. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში კომპანიებს თურქეთიდან ლიცენზირებული ფარმაცევტული პროდუქტის შემოტანის საშუალება ექნებათ. ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება კონკურენციას გააფართოებს და დადებით სოციალურ ეფექტს მოიტანს. როგორც თურნავამ განაცხადა, კონკურენცია აქამდე ხელოვნურად იყო შეზღუდული. „ამ გადაწყვეტილების ამოსავალი წერტილი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა – ინფლაციაა. მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ლარის კურსი დასტაბილურდა, დადებითი მოლოდინები გვაქვს, მაგრამ, ამავდროულად, დიდი გამოწვევაა მაღალი ინფლაცია, რაც პანდემიამ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში მოიტანა. დავაანონსეთ კიდეც, რომ წლის ბოლომდე ეს ტენდენცია გადატეხილი იქნება. აქ სხვადასხვა ბერკეტი იმუშავებს. მედიკამენტებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება არის კლასიკური მაგალითი, როცა წმინდა ეკონომიკური ბერკეტის გამოყენებით, იქნება მიღებული ძალიან დადებითი სოციალური ეფექტი. კონკურენცია […] REZONANSI
  7. “ენმ”-ის წევრი, რომან გოცირიძე: “ენკამ” დახურა ყველა ოფისი და წავიდა. ალბათ საერთაშორისო არბიტრაჟში დავის მომსწრენი გავხდებით. “ენკამ” მილიონობით ფული დაურიგა ადგილობრივ მოსახლეობას მიწების გამოსყიდვის პროცესში. მათ უნდა დააბრუნონ ეს ფული (თუ მხოლოდ ეს გვაკმარა სასამართლომ, მაგრამ, ასე ნამდვილად არ იქნება) და არა საქართველოს მოსახლეობამ, რომელიც ისედაც უკიდურეს გაჭირვებაში იმყოფება. “ნამახვანის” გამოსვლებმა ბევრი გააბრიყვა. რას ვიზამთ, ბევრჯერ გვინახავს ხალხი მოტყუებული და გაბრიყვებული. ყველაზე მეტად მიკვირს იმ ადამიანების, რომლებიც, წესით არ უნდა ბრიყვდებოდნენ. როგორ გამოვარდნენ სოლიდარობის აქციაზე ვარლამებისა და სხვადასხვა ჯურის მარშისტების მხარდასაჭერად, როგორ ამბობდნენ, ძლივს არ ვიხილეთ ნამდვილი, გულწრფელი, ხალხის წიაღიდან წამოსული პროტესტიო. როგორ ეტრფოდნენ “უბრალო ადამიანებს”, როგორი “სენსიტიური” პოსტები უძღვნეს. “ჩემს დედიკოს ბალახის სუნი ასდის, შენს დედიკოს სუნამოსი”. ყვებოდა ერთი ადიოდე წლის წინათ ტელევიზორში ვიღაც პოეტი თუ თვითმარქვია პოეტი ძალიან მგრძნობიარე ლექსს, რომელიც სოფლის იდილიას, მიწაზე შრომის იდილიას, დედის იდილიას აღწერდა და სუნამოიან “ბურჟუებს” ლანძღავდა. “იდილიურ” თემებზე წამოეგებიან ხოლმე ჩვენი “პრადვინუტები”, კალმახის გადარჩენაზე ცრემლებს რომ ღვრიან და იმას ვერ ხვდებიან, თუ რა კავშირშია ელექტროენერგია იმასთან, ქვეყანა რომ იცლება და ადამიანები რომ შიმშილობენ, ვერ გაუცნობიერებიათ, ეკონომიკაზე რომ გადის ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ბედი. როგორც საშუალო კლასი არ ჩამოყალიბებულა, ის არ ჩამოყალიბებულა ის “საშუალო კლასი” (პოლიტიკური თუ ინტელექტუალური ელიტის სახით), რომელიც სტაბილურობას შესძენდა ჩვენს ცხოვრებას და რომელიც უკან კი არ აედევნებოდა ვარლამებს, არამედ წინ გაუძღვებოდა მათ სწორი მიმართულებით. ამითაც განვსხვავდებით ევროპისაგან. მივალთ ალბათ ჩვენც მაქამდე, ოღონდ გააჩნია რა დროში.” The post “ნამახვანის” გამოსვლებმა ბევრი გააბრიყვა, ეტრფოდნენ “უბრალო ადამიანებს”… “ჩემს დედიკოს ბალახის სუნი ასდის, შენს დედიკოს სუნამოსი” – რომან გოცირიძე appeared first on [/url]. ALIA.GE
  8. “ჩვენი ავტომანქანა თოვლში ჩარჩა და მისი გამოყვანა მხოლოდ სხვა ავტომანქანის დახმარებით გახდა შესაძლებელი, ეს ფაქტი კი ოპოზიციურმა მედიამ ავტოავარიად და "დრიფტაობად” შერაცხა”,-ასე ეხმაურება სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, ტელეკომპანია ,,მთავარიარხზე” გასულ სიუჟეტს. “მინდა, გამოვეხმაურო ტელეკომპანია ,,მთავარ არხზე” გასულ სიუჟეტს, რომელშიც ამჯერადაც ცრუ ბრალდებები გაჟღერდა. 15 იანვარს, დიდთოვლობის გამო, შესაბამისი ტექნიკით, საავტომობილო და შიდა გზების თოვლისგან გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა. გზების დეპარტამენტთან, მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებთან და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან ერთად, ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილების სამუშაოების ოპერატიულად ჩატარებას უზრუნველვყოფდით. იმავე საღამოს, როდესაც მაღალი ზონის სოფლებში არსებულ ვითარებას და ტექნიკის მუშაობას ვეცნობოდით, ჩვენი ავტომანქანა თოვლში ჩარჩა და მისი გამოყვანა მხოლოდ სხვა ავტომანქანის დახმარებით გახდა შესაძლებელი. ეს ფაქტი კი ოპოზიციურმა მედიამ ავტოავარიად და ,,დრიფტაობად” შერაცხა. მოვუწოდებ ჟურნალისტებს, ვინც ამ დეზინფორმაციის გავრცელებაზე დავალება მიიღო და შემდეგ შეასრულა: წესით თქვენი პროფესიული ვალდებულებაა სიმართლის მიწოდება საზოგადოებისთვის და არა პირიქით - დეზინფორმაციით ჩვენი მოქალაქეების მოტყუება. მჯერა, არც ამჯერად დაიჯერებს საზოგადოება თქვენს მორიგ ტყუილს!”, - ნათქვამია მერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. წყარო tia.ge
  9. ტელეკომპანია “ფორმულას” თანადამფუძნებელი, მიშა მშვილდაძე: “რა მონასტერში შინაპატიმრობა მართლა ხო არ გამო@ლევდით მთელი ქვეყანა ბლიად რეები ირჩევა სერიოზულად” თანახმა ვარ, ჩემს ეპარქიაში გამოვყო სივრცე, სააკაშვილის შინაპატიმრობისთვის – მეუფე ნიკოლოზი The post “რა მონასტერში შინაპატიმრობა მართლა ხო არ გამო@ლევდით მთელი ქვეყანა ბ@იად” – მშვილდაძე appeared first on [/url]. ALIA.GE
  10. "რა ძლიერი ყოფილა ნიკოლოზი.." - რა ვიდეო გამოუქვეყნა ბასილაშვილს გერმანელმა საცოლემ ? View the full article
  11. მამუკა ხაზარაძემ ლისის ტბაზე რაღაცები გააკეთა იმის გამო, რომ ჩემმა მთავრობამ არ შეუქმნა პრობლემები „თიბისი ბანკს“, – ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქზე“ გავრცელებული ვიდეომიმართვისას განაცხადა. „ხაზარაძეს მინდა, პასუხი გავცე – არ მინდოდა ამის გახსენება, მაგრამ ამ კაცმა ვერაფერი ისწავლა ცხოვრებაში. ყოველთვის არასწორ მხარეს აღმოჩნდება ხოლმე. „გეპეის“ კომკავშირის მდივანი როცა იყო, გამოვარდნენ „გეპეიდან“ დუბინკით ის და მისი ბოევიკები და მერაბ კოსტავას, რომელსაც ერთადერთი პალტო ქონდა, საცოდავს, ცხოვრებაში, რადგან ციხიდან იყო ახალი გამოსული, მამუკა ხაზარაძემ ის პალტო მთლიანად შემოახია“, – თქვა სააკაშვილმა. მისივე თქმით, მამუკა ხაზარაძე ინფორმაციას იღებს კლიენტების ანგარიშებიდან მათ ბიზნესებზე და მერე აკოტრებს მათ. მისივე თქმით, ის თანამშრომლებს 700-800 ლარს უხდის ხელფასს, დირექტორს უხდის 15 მილიონს წელიწადში და თვითონ მიაქვს წელიწადში 100 მილიონი. „მე კარგად მახსოვს, ლისის ტბაზე როცა გადასახდელი ქონდა 180 მილიონი დოლარი და იყო მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, მესამედი გადაახდევინა სახელმწიფომ, კრიზისი გავითვალისწინეთ და დღეს ლისის ტბა მათ საკუთრებაში აქვთ, რაღაცები გააკეთეს სწორედ იმის გამო, რომ მაშინ მთავრობა წავიდა შემხვედრ კურსზე და არ შეუქმნა პრობლემები ბანკს. მაგრამ, ეს მართალია, რომ საქართველოში საბანკო სისტემა ატყავებს ცოცხლად ხალხს. საქართველო არის საბანკო დავალიანების კუთხით მეორე ადგილზე მსოფლიოში და მინდა გითხრათ, რომ ეს სრულიად არაბუნებრივი სიტუაციაა, გამოსავალი არის მხოლოდ დემონოპოლიზაცია, რომ მათ არ ქონდეთ არაპროფილური ბიზნესები“, – აღნიშნა სააკაშვილმა. წყარო tia.ge
  12. პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე, მეუფე ნიკოლოზის ინიციატივას ასე ეხმაურება: “ბოლოს ბერად აღკვეცის იდეითაც გამოვა, ცოტა აცადეთ…” თანახმა ვარ, ჩემს ეპარქიაში გამოვყო სივრცე, სააკაშვილის შიდა პატიმრობისთვის – მეუფე ნიკოლოზი The post “ბოლოს ბერად აღკვეცის იდეითაც გამოვა, ცოტა აცადეთ…” – ლევან ლორთქიფანიძე appeared first on [/url]. ALIA.GE
  13. სოციალურ ქსელში ქართველი მომღერლის, სოფო ნიჟარაძის ფოტო გავრცელდა, რომელიც მას თვითმფრინავში აქვს გადაღებული. „ფეისბუქ-გვერდი“ „ქართველი ვარსკვლავები“ ირწმუნება, რომ სოფო ნიჟარაძემ საქართველო დატოვა. „სოფო ნიჟარაძე გაგვიფრინდა“, - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი. „კეთილი მგზავრობა“, „აბა, შენ იცი, სოფო. ახლა მეორე პატარა სააკაშვილით დაგვიბრუნდი“, „გაფრინდა თავის სამ მილიონდოლარიან ვილაში“ „სოფომ გაგვაოცა და გაფრინდა“ - წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები. წყარო tia.ge
  14. “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვოლსკი მეუფე ნიკოლოზის ინიციატივას აფასებს და ამბობს: მეუფეს იდეები თუ უკავშირდება ეგზორციზმს, მაშინ შეიძლება ამაზე ფანტასტიკის სფეროდან ამ რაკურსით ვიმსჯელოთ, მაგრამ თუნდაც აი, ეს რომ იყოს კანონით დაშვებული, ადამიანს ეკლესიაში მოთავსება შეიძლება უფრო მძიმე სიქოლოგიურ მდგომარეობად ექცეს, ვიდრე ციხის კედლებში.” ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ხელისუფლებას სთავაზობს მესამე პრეზიდენტი მის ეპარქიაში, შინაპატიომრობაში გადაიყვანონ. მეუფე ნიკოლოზი მიიჩნევს, რომ პრობლემის ამგვარი მოგვარება ყველა მხარისთვის მისაღები იქნება. The post “ადამიანს ეკლესიაში მოთავსება შეიძლება უფრო მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობად ექცეს, ვიდრე ციხეში” – ვოლსკი appeared first on [/url]. ALIA.GE
  15. სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნის თანახმად, გლდანის ციხიდან გადაყვანის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის ნევროლოგიური მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. დასკვნის მიხედვით, მესამე პრეზიდენტს ბალანსის პრობლემები, კოშმარები, ქრონიკული უძილობა და დეპრესია კვლავ აწუხებს. „რაც წინა ნევროლოგიურ კვლევებში გვიწერია არაფერი შეცვლილა იმ მიმართულებით. ანუ ბალანსის ცვლილება, დეპრესიული მდგომარეობა, აწუხებს ისევ კოშმარები ძილის დრო, ბალანსის მორღვევა აქვს, მზერის პარალიზი არის, გამოხატული სისუსტე არის, მგრძნობელობის დაკარგვა აქვს სხეულის სხვადასხვა ნაწილში, იგივე არის რაც გლდანის მერე რაც ჰქონდა, იმის მერე არ შეცვლილა. ფაქტობრივად, ინსომნია სჭირს ქრონიკული“, – განაცხადა კონსილიუმის ექიმმა. The post „კოშმარები აწუხებს ძილის დროს“ – კონსილიუმი მიხეილ სააკაშვილზე appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  16. ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი, რომელმაც წამოაყენა წინადადება, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა მოხდეს მის ეპარქიაში და იქ იყოს შინაპატიმრობაში, ტვ პირველთან ამბობს “მიხეილ სააკაშვილი ჩემთან რამდენჯერმეა ნამყოფი საქართველოს დატოვებამდე, გვქონია ურთიერთობა. მინდა დავაფიქსირო, მე მიხეილ სააკაშვილის პერსონალურად მომხრე კი არა, ვარ ჩემი სამშობლოს და ქვეყნის მომხრე ვარ, მგონია ქვეყნისთვის ასე სჯობია. თუ სააკაშვილის პატიმრობა იქნება შინაპატიმრობა, ეს ხელისუფლებისთვის ხელსაყრელი პოზიცია იქნება – ხელისუფლებას შეეძლება ძალიან ბევრი პირობის წამოყენება (სააკაშვილის) მომხრეებისადმი და ვფიქრობ, ეს მომხრეები ამ პირობას მიიღებენ. ეს ნიშნავს, რომ შეთანხმებაზე იქნება ლაპარაკი და დაიწყება მშვიდობის დამყარება ქვეყანაში.” “ღარიბაშვილი მორწმუნე ადამიანია და არ შეიძლება მას განსხვავებული აზრი ჰქონდეს” – მეუფე ნიკოლოზი The post “ხელისუფლებას შეეძლება ძალიან ბევრი პირობის წამოყენება სააკაშვილის მომხრეებისადმი და ეს მომხრეები ამ პირობას მიიღებენ” – მეუფე ნიკოლოზი appeared first on [/url]. ALIA.GE
  17. სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კონსილიუმის რიგით მესამე დასკვნა გაასაჯაროვა. როგორც მან აღნიშნა, წინა რეკომენდაციებისა და შეფასებების შემდეგ, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არსებითად არ შეცვლილა. „თუ არსებითად არ შეიცვალა ვითარება როგორც მკურნალობის, ასევე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვაპირებთ, რომ დამატებით განვახორციელოთ კიდევ ვიზიტი, ვინაიდან უკვე სამმა ვიზიტმა დაგვანახა, რომ არსებითი ცვლილებები არ არის. ამიტომ შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ ამ ეტაპისთვის ეს ანგარიში შეფასებები და რეკომენდაციები იქნება შემაჯამებელი პაციენტის მდგომარეობისა და აუცილებელი დახმარების თაობაზე“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ. The post „არსებითი ცვლილებები არ არის“ – ნინო ლომჯარია მიხეილ სააკაშვილზე appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  18. ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი, ტვ პირველთან ამბობს: “რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის გარეთ ყოფნას, არ ვიცი, ეს კარგი იქნება, თუ არა, მაგრამ მისი ციხეში ყოფნა, რომ ცუდია, ეს ნამდვილად ვიცი… ქვეყნისთვის… თუ შესაბამისად გასამართლდება, შესაბამისად მიესჯება, შესაბამისად მოიხდის სასჯელს, მაშინ, რა თქმა უნდა… თუ ადამიანი დანაშაულს ჩაიდენს, კანონის წინაშე ყველამ უნდა აგოს პასუხი, მაგრამ ეს არ უნდა იყოს შერჩევითი სამართალი. ისინი, ვინც მიხეილ სააკაშვილამდე იყვნენ, არავინ გასამართლებულა ამ აქვეყანაში, იმის გამო, რომ პირველი პირი იყო, თუმცა დამნაშავეები ბევრნი იყვნენ. თუ დამნაშავეა, უნდა იჯდეს ცხიეში, რად უნდა მაგას ბევრი ლაპარაკი, მე ვამბობ პრინციპს. პრინციპულად, პირველმა პირმა, წინა პირველი პირი, იმისათვის, რომ პირველი პირი იყო, არ უნდა ჩასვას ციხეში, იმიტომ რომ თვითონაც იგივე ბედი ელოდება მერე. ამას ვამბობ. ჩატარდეს პროცედურები, მარტო განწყობაზე და იმან ბევრი ცუდი გააკეთა, ამ ფრაზებზე ნუ იქნება დამოკიდებული სამართალი. ეს ვიგულისხმე.” The post “პირველმა პირმა, წინა პირველი პირი, იმისათვის, რომ პირველი პირი იყო, არ უნდა ჩასვას ციხეში, თვითონაც იგივე ბედი ელოდება მერე…” – მეუფე ნიკოლოზი appeared first on [/url]. ALIA.GE
  19. ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი, რომელმაც წამოაყენა წინადადება, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა მოხდეს მის ეპარქიაში და იქ იყოს შინაპატიმრობაში, ტვ პირველთან ამბობს, რომ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან ჰქონდა კომუნიკაცია. მან ისაუბრა მიტევებისა და სინანულის აუცილებლობაზეც. მეუფე ნიკოლოზი: “ეს არის ჩემი მხრიდან შეთავაზება. ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი ხშირად დადის ტაძარში. მორწმუნე ადამიანია და არ შეიძლება მას განსხვავებული აზრი ჰქონდეს. მე შევთავაზე სხვა ადამიანებსაც. არ ვიცი, რა შედეგი მოჰყვება. მე მგონია, რომ არ იქნება სწორი, ღარიბაშვილთან ჩემი პირადი კომუნიკაციის გასაჯაროება, მივედი, მივულოცე დღესასწაული და გადავეცი მეხსიერების ბარათი, სადაც არის პატრიარქის ქადაგებები, როგორ გვთხოვს მრევლს და საზოგადოებას პატიებას ყოველ წელს (პატიების დღეს). საინტერესოა შემოთავაზებაა ეს, რომ ადამიანი დაფიქრდეს, მე რა დავაშავე.” The post “ღარიბაშვილი მორწმუნე ადამიანია და არ შეიძლება მას განსხვავებული აზრი ჰქონდეს” – მეუფე ნიკოლოზი appeared first on [/url]. ALIA.GE
  20. Facebook ჯგუფში „ვეძებ“ ქვეყნდება დედა-შვილის ძალიან ემოციური შეხვედრა. როგორც ვიდეოს აღწერაში ვკითხულობთ, ქალს სამშობიაროში უთხრეს, რომ მისი შვილი გარდაიცვალა. „დედა, რომელსაც წლების წინ სამშობიაროდში უთხრეს, რომ ბავშვი გარდაიცვალა, ჩვენ შვილი ვუპოვეთ“- წერია ჯგუფში. ვიდეოში ჩანს, რომ ქალი ემოციებისგან ცუდად ხდება. ვიდეო - primetime tia.ge
  21. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური სპონსორი იტალიური კომპანია მაკრონი გახდა. სპორტული ეკიპირების მწარმოებელი ერთ-ერთი წამყვანი ბრენდი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში ითანამშრომლებს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და მაკრონს შორის ოფიციალური ხელმოწერის ცერემონია სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში გაიმართა. სასპონსორო ხელშეკრულებას ხელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და მარკონის სპორტული მარკეტინგის დირექტორმა რობერტო კაზოლარიმ მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ სფფ-ის ვიცე პრეზიდენტები ალექსანდრე იაშვილი და აკაკი ალადაშვილი ლევან კობიაშვილი (სფფ-ის პრეზიდენტი): „უკანასკნელი ათის წლის განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ტექნიკური პარტნიორი გვეყოლება მაკრონის სახით, რომელიც საერთაშორისო ბრენდია. მაკრონი ძალიან ბევრ გუნდთან თანამშრომლობს, როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე და წლებია უეფას პარტნიორია. გვიხარია, რომ ასეთი პარტნიორი შევიძინეთ. მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში, როგორც ვაჟთა და ქალთა ეროვნული ნაკრებები, ასევე ფუტსალის ნაკრები და ყველა ასაკობრივი გუნდი ამ ფორმით იქნება აღჭურვილი, რაც ძალიან ბევრს ნიშნავს ჩვენთვის და წინ გადადგმული ნაბიჯია. მინდა, ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ სპეციალურად ჩვენთვის შექმნილი სპეციალური ფორმა გვექნება, რაც ბევრს ნიშნავს ჩვენთვის, რადგან ჩვენი იდენტობა იქნება ასახული ფორმაში. ეს იქნება ჩვენი დიზაინით შექმნილი მაისური, რომელიც მხოლოდ ჩვენ გვეცმევა. მომდევნო თვეების განმავლობაში კიდევ უფრო მეტს ვიმუშვებთ ფორმის დასახვეწად, რადგან ჩვენი ეროვნული ნაკრები მომდევნო ოფიციალურ მატჩებს ამ მაისურებით ითამაშებს. ხანგრძლივი სასიხარულოა, რომ მაკრონთან ისეთ შეთანხმებას მივაღწიეთ, რომელიც ორივე მხარეს სურდა. ჩვენთვის ძალიან დიდი დაფასებაა, რომ ამდენად გვენდობიან და თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.“ რობერტო კაზოლარი (მაკრონის სპორტული მარკეტინგის დირექტორი): „უპირველესად, მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და ბატონ პრეზიდენტს მოწვევისთვის. ეს თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ჩვენთვის, ისე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის. ჩვენი თანამშრომლობა ძალიან ბევრ ღირებულებაზეა დაფუძნებელი, საიდანაც ორს განსაკუთრებით გამოვყოფდი – ვნება და ამბიცია. საქართველოს მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეჯიბრები ელის და გვიხარია, რომ ამის ნაწილი ვიქნებით. მაკრონი 100 პროცენტით კმაყოფილია ამ თანამშრომლობით და მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მენეჯმენტის მუშაობის მაღალი დონე. ნამდვილად გაგვიმართლა, რომ ამ ორგანიზაციასთან ვთანამშრომლობთ“. მაკრონი სათამაშო და სავარჯიშო ეკიპირებით უზრუნველყოფს როგორც საქართველოს ვაჟთა და ქალთა ეროვნულ ნაკრებს, ასევე ფუტსალის ეროვნულ გუნდსა და ასაკობრივ ნაკრებებს. ახალი სათამაშო ფორმით პირველ ოფიციალურ მატჩებს საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები 2022 წლის ევროპის ჩემპიონატზე ჩაატარებს, რომელიც 19 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით ნიდერლანდებში გაიმართება. ერთა ლიგის ახალი სეზონიდან საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მაკრონის მიერ წარმოებული ექსკლუზიური ფორმა ექნება. ანალოგიური ფორმით ითამაშებს საქართველოს ყველა ნაკრები გუნდი. მაკრონი 1971 წელს დაარსებული იტალიური ბრენდია. კომპანიის მიერ წარმოებული ეკიპირებით უეფას წევრი 7 ნაკრები ასპარეზობს. მაკრონი არაერთი ევროპული კლუბის ტექნიკური სპონსორია. მათ შორის არიან ლაციო, ბოლონია, ჰელას ვერონა, სამპდორია, უდინეზე, სტოკ სიტი, ბლექბერნ როვერსი, რეალ სოსიედადი, კადისი. მაკრონი უეფას სამსაჯო ეკიპირების ოფიციალური სპონსორიც გახლავთ. The post საქართველოს ნაკრებს “მაკრონი” შემოსავს appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  22. ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი, ტვ პირველთან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაზე, საყოველთაო შერიგებასთან დაკავშირებით, ეხმაურება და ამბობს, რომ კონკრეტულად ამ თემაზე პრეზიდენტთან არ უსაუბრია, თუმცა, კომუნიკაცია ხშირად აქვს. მეუფე ნიკოლოზი: “სალომე ზურაბიშვილთან მაქვს კომუნიკაცია, ბევრი საინტერესო აზრი აქვს ამ ადამიანს. მე პირადად სიმპატია მაქვს მის მიმართ, ეს ჩემი პიროვნული აზრია, მე ვცდილობ არ გავერიო პოლიტიკაში. რაც შეეხება შერიგებას, ერთადერთ შესწორებას შევიტანდი, შერიგება ვერ მოხერხდება, თუ ჩვენ საერთო შეფასებები არ გავაკეთეთ წარსულთან დაკავშირებით, იმისათვის რომ წარსულთან დაკავშირებით საერთო შეფასებები გავაკეთოთ, საერთო ღირებულებები და სისტემა უნდა გვქონდეს და ხანდახან ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა. ვფიქრობ, შერიგება უნდა დაიწყოს იმითი, რომ თუ ვერ შევთანხმდებით, ამ ქვეყანაში მშვიდობიანად თანარსებობის პრინციპებზე შევთანხმდეთ.” The post “ბევრი საინტერესო აზრი აქვს ამ ადამიანს” – მეუფე ნიკოლოზი პრეზიდენტზე appeared first on [/url]. ALIA.GE
  23. სახალხო დამცველის კონსილიუმმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა. როგორც კონსილიუმის წევრმა, თენგიზ წულაძემ განაცხადა, აუცილებელია ექს-პრეზიდენტს ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია ჩაუტარდეს, რაც საპატიმროს პირობებში ნაკლებად რეალისტურია, თუმცა მაინც უნდა სცადონ. „პაციენტის მდგომარეობა რჩება საყურადღებო, კვლავ რჩება ნევროლოგიური სიმპტომატიკა, ის არ გაუმჯობესებულა, გამოვლენილია მხედველობითი სიმპტომატიკა, წონასწორობის დარღვევა, სისუსტე, ასევე რჩება ანემიაც, სტრესული აშლილობა და დეპრესია, პაციენტი დაახლოებით იგივე მდგომარეობითაა. ჩვენი დასკვნაა, რომ უნდა ჩაერთოს მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთად ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია, რომელიც საპატიმროს პირობებში ნაკლებად რეალისტურია. სხვა რეკომენდაციები ამ ეტაპზე ჩვენ არ გვაქვს“, – განაცხადა თენგიზ წულაძემ. მისი თქმით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილს რეაბილიტაციის კურსი არ ჩატარებია. „რეაბილიტაციის კურსი პრაქტიკულად არ ჩატარებულა არც გორის ჰოსპიტალში და არც შემდეგ. მაგრამ მიზანს, რომ ყოფილიყო ადამიანის სიცოცხლე გადარჩენილი, ეს გორის ჰოსპიტალმა გააკეთა“, – განაცხადა წულაძემ. The post „საპატიმროს პირობებში ნაკლებად რეალისტურია“ – კონსილიუმის ექიმი სააკაშვილზე appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  24. ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი, ტვ პირველთან ამბობს: “პირველ რიგში, გილოცავთ ნათლისღებას, წყლის კურთხევა მნიშვნელოვანი რამ არის, რაც შეიძლება ბევრი წყალი დალიეთ დღეს, რაც შეიძლება ბევრჯერ გადაივლეთ წყალი, რომ იკურთხოს დედამიწა დღეს. საქმე ისაა, რომ ამ ყველაფერს წინ უძღოდა საუბარი შერიგებაზე, პატიებაზე. მე არც ამაზე მექნება პრეტენზია, თუ არავის გაახსენდება, რომ პირველი ვიყავი, ვინც საყოველთაო შერიგებაზე ისაუბრა. ყველა მეკითხება, როიგორ უნდა შევრიგდეთ, როცა სისხლზეა ლაპარაკი… ამას ორი პასუხი აქვს – 1. სერიოზულად უნდა მოვემზადოთ აფხაზებთან და ოსებთან შერიგებაზე – იქ მართლა ძალიან ბევრი სისხლი იყო დაღვრილი და არ შეიძლება რომ არ შევრიგდეთ, უნდა მოვიფიქროთ ეს როგორ გავაკეთოთ და 2. ჩვენ შიგნით უნდა მოვნახოთ ეს ძალა. მთავარი აზრი იმაშია, რომ პატიება და შერიგება, ეს არ ნიშნავს განუკითხაობას. ამისი არაჩვეულებრივი მაგალითია საეკლესიო მიტევების დღე, რომელიც არის დიდი მარხვის დაწყების წინ – წელს ეს დღე არის 6 მარტი და 6 მარტს ნებისმიერ ტაძარში, სადაც უნდა შებრძანდეთ, ერთმანეთთან მიდიან ქრისტიანები და ერთმანეთს ეუბნებიან, მაპატიეთ, შემინდეთ. პატრიარქის ქადაგებებში, ყოველ წელს მოდის და გვთხოვს შენდობას მრევლს, მთელ საქართველოს. მე პრეზიდენტსაც მივმართე, ვგულისხმობ მესამე პრეზიდენტს, რომელიც საპყრობილეშია, ვუთხარი, რომ კარგი იქნება, თუ თავად დაიწყებს საკუთარი თავისგან. ძალიან მოეწონა ეს აზრი, მე ვუთხარი, რომ მე შევთავაზებ საზოგადოებას, ეს დღე გამოცხადდეს სინანულის დღედ. სინანული ეს არის ახალი აღთქმის 7 საიდუმლოებიდან ერთ-ერთი. ორმაგი შინაარსი აქვს ამ სიტყვას – როცა ადამიანი თავის სინანულს გამოხატავს თავისი საქციელის გამო, პირველ რიგში ღმერთი აპატიებს მას და მეორე რიგში – ადამიანებს გვჭირდება ამის მოსმენა. პატრიარქმა ბევრჯერ, სხვადასხვა ხელისუფლებას შესთავაზა ეს სინანულის დღე, მაგრამ დღემდე არ მოხერხდა, თუ ჩვენ შევთანხმდებით, საკუთარ შეცდომებს, ცოდვებს, თუ ვიტყვით, ამ ქვეყანაში დამყარდება მშვიდობა. The post გამოცხადდება, თუ არა ქვეყანაში სააკაშვილის სინანულის დღე? – “ძალიან მოეწონა ეს აზრი” – მეუფე ნიკოლოზი appeared first on [/url]. ALIA.GE
  25. თბილისის “დინამოს” 28 წლის თავდამსხმელი ზორან მარუშიჩი კარიერას უზბეკურ “ნავბაჰორ ნამანგანში” გააგრძელებს. ორივე მხარემ შეთანხმებას მიაღწია და კონტრაქტი მალე გაფორმდება. მარუშიჩი გასულ სეზონში ეროვნული ლიგის ბომბარდირი, საუკეთესო ფეხბურთელი და საუკეთესო ლეგიონერი გახდა. სერბმა 17 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასი შეასრულა. იყო გარკვეული იმედი, რომ მარუშიჩი “დინამოში” დარჩებოდა, თუმცა, როგორც ჩანს, უზბეკებმა ფეხბურთელს მეტი თანხა შესთავაზეს. “ნავბაჰორმა” 14 გუნდიან ჩემპიონატში მე-6 ადგილი დაიკავა. გუნდში ქართველი ელგუჯა გრიგალაშვილიც თამაშობს. Navbahor Namangan have agreed a deal to sign Zoran Marušić from Georgian side Dynamo Tbilisi. The Serbian scored 16goals last season and previously played for Neman Grodno in Belarus. — Conor (@UzbekfootballUK) January 19, 2022 The post ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი უზბეკეთში ითამაშებს appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
×
×
  • შექმენი...