
planeta.ge
პლანეტელი-
პოსტები
3.681 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planeta.ge
-
დიდთოვლობამ საქართველოს მასშტაბით საავტომობილო გზებზე პრობლემები შექმნა. „დეილიინფოს“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტში, კაცხის გზაზე მძღოლებმა ავტომობილები დატოვეს. ჩვენი ინფორმაციით, ამ დრომდე ავტომობილი დატოვა 5-მა მძღოლმა. ისინი სამაშველო ჯგუფებს დასახლებულ პუნქტებში გადაჰყავთ. გარდა ამისა, ცუდი ხილვადობის გამო, რამდენიმე მოქალაქე უახლოეს სოფლებისკენ ფეხით გადაადგილდება. The post კაცხის გზაზე მძღოლებმა ავტომობილები დატოვეს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
23 წლის გიორგი მუჯარიძე წლებია დაკავებულია მძლეოსნობით, ბირთვის კვრით და არაერთი ტიტულის მფლობელიცაა. როგორც Tia.ge-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, მისი მიზანი, ოლიმპიური ჩემპიონობაა. გიორგი საქართველოს რეკორდსმენია, როგორც ასაკობრივ კატეგორიაში, ისე დიდებში; ის ბალკანეთის 20 წლამდელთა ჩემპიონატის 2-გზის ფინალისტია, საიდანაც ერთი ვერცხლის და ერთიც ოქროს მედალი აქვს. გარდა ამისა, ქართველი ათლეტი 23 წლამდელეთა ზამთრის ევროპის ჩემპიონია და ტოკიოში გამართული ოლიმპიადის მონაწილე... - რამდენი ხანია ამ სპორტით ხარ დაკავებული და რა მიღწევები გაქვს? 9 წელია უკვე ბირთვს ვკრავ და ამასობაში, საკმაო მიღწევებიც დავაგროვე .. პირველ რიგში, ვარ საქართველოს რეკორდსმენი, როგორც ასაკობრივ კატეგორიაში, ისე დიდებში; ვარ ასაკობრივი ოლიმპიადის ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების მონაწილე და ფინალისტი, ჩვენთან ფინალში 8 საუკეთესო შედეგი გადის .. მოგებული მაქვს ბალკანეთის 20 წლამდელთა ჩემპიონატი და ვფლობ ვერცხლის მედალსაც, ასევე ვარ 23 წლამდე ზამთრის ევროპის ჩემპიონი. გარდა ამისა, ვარ ტოკიოს ოლიმპიადის მონაწილე. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ოლიმპიადაზე არ გაგვიმართლა, თუმცა ჯერ კიდევ ყველაფერი წინაა. - რა არის შენი პირადი რეკორდი? ჩემი საუკეთესო შედეგია 21 მეტრი და 21 სანტიმეტრი, ბირთვი კი არის 7 კილო და 260 გრამი. ეს ყველაფერი არა არის და აქტიურად ვვარჯიშობ, რათა განვვითარდე და გავაუმჯობესო შედეგები, როგორც პირადი, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. - სად ვარჯიშობ და თუ გაქვს შესაბამისი პირობები შექმნილი? რა თქმა უნდა, ჩვენ გვყვავს ფედერაცია, რომელიც მართავს ამ სპორტს და შეძლებისდაგვარად ყველანაირად ცდილობენ, სპორტსმენებს სათანადო პირობები შეგვიქმნან, ვვარჯიშობთ ქვია "მძლეოსნობის სასახლეში." - უახლოეს მომავალში თუ გაქვს დაგეგმილი საერთაშორისო ტურნირზე ასპარეზობა და რა არის შენი მიზანი ? უახლოეს მომავალში მიწევს ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატები, რომლებისთვისაც უკვე აქტიურად ვემზადები, მიზანი კი, რა თქმა უნდა, ოლიმპიური ჩემპიონობაა. - რას ეტყოდი დაურჩევდი დამწყებ სპორტსმენებს? დამწყებ სპორტსმენებს ვურჩევდი, რომ უფრო მეტი შემართებით იყვნენ და სერიოზულად მოეკიდნონ სპორტის მათთვის საყვარელ სფეროს... შეიყვარონ საქმე, დაისახონ მიზანი და აუცილებლად დაიპყრობენ მწვერვალებს. Tia.ge წარმატებებს უსურვებს გიორგის. tia.ge
-
გერმანიამ მიაღწია ინფიცირების ახალ რეკორდულ მაჩვენებელს, რობერტ კოხის ინფექციური დაავადებების ინსტიტუტმა (RKI) ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 100,000 ადამიანზე 497.1 ახალი შემთხვევა დააფიქსირა, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. ინფექციების ახალმა ტალღამ გადააჭარბა ნოემბერში ბოლოს დაფიქსირებულ რიცხვს. ინფექციების მაღალი რაოდენობა გამოწვეულია „ომიკრონის“ ვარიანტის გავრცელებით. „ომიკრონი“ უკვე გახდა ქვეყანაში გავრცელებული ვარიანტი, აღნიშნული RKI-ს პრეზიდენტმა ლოთარ ვილერმა დაადასტურა. ექსპერტების ცნობით, „ომიკრონი“ საფრთხეს უქმნის არავაქცინირებულებს. მიუხედავად იმისა, რომ „ომიკრონი“ ბევრად უფრო გადამდებია, ვიდრე ვირუსის წინა ვარიანტები, ის ასოცირდება უფრო მსუბუქ ინფექციებთან, რაც იწვევს ჰოსპიტალიზაციის დაბალ დონეს. ექსპერტების თქმით, ინფიცირებულთა დიდმა რაოდენობამ შეიძლება კვლავ გადატვირთოს ჯანდაცვის სისტემა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გერმანიაში ამდენი ადამიანი ჯერ კიდევ არ არის ვაქცინირებული და, შესაბამისად, უფრო მეტ ადამიანს აქვს მძიმე სიმპტომები. „ინფექციების ზრდა ჯანდაცვის დაწესებულებებზე ზეწოლას გამოიწვევს, ველოდები, რომ ინფიცირებულთა რიცხვი გაიზრდება, რადგან ბევრი ადამიანი ჯერ კიდევ არ არის აცრილი, არის დიდი შანსი, რომ ზოგიერთი მათგანი, სამწუხაროდ, საავადმყოფოში აღმოჩნდეს. ჯანდაცვის სისტემისთვის ეს ძალიან საგანგაშო მდგომარეობაა“, - აღნიშნა ტობიას კურტმა, ბერლინის ჩარიტის საავადმყოფოს ეპიდემიოლოგმა. გერმანიაში „ომიკრონით“ ინფიცირებულთა უმეტესობა 35 წლამდეა. tia.ge
-
ლაგოდეხში, საცხოვრებელ სახლში 35 წლამდე ასაკის ქალი ბუნებრივი აირით გაიგუდა. ახლობლებმა ის სახლში, სავარძელში გარდაცვლილი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, ბინაში გაზქურა იყო ჩართული, რასაც, სავარაუდოდ, ოჯახი გასათბობად იყენებდა. ნონა ჭაბაშვილი, ნაქირავებ ბინაში, სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა. უბედური შემთხვევის დროს, ბავშვები ბინაში არ იმყოფებოდნენ. გარდაცვლილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მუშაობდა. The post 3 მცირეწლოვანი შვილის დედა გარდაცვლილი იპოვნეს – გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი ბუნებრივი აირით ინტოქსიკაცია გახდა appeared first on InterPost.ge. View the full article
-
90-იანი წლების ყველაზე პოპულარული ტელეწამყვანი თეა გვასალია ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს და მშობლებს მიმართავს: "ფეისბუქზე წავიკითხე, განათლების სამინისტრო წერდა, მეორე სემესტრშიც ათასობით მშობელმა დაწერა განცხადება შვილების ონლაინ სწავლებაზე დატოვების შესახებო და კომენტარებში რა ხდებოდა, კი წარმოიდგენთ (ბავშვების დაჩლუნგება გინდათ, სკოლაში არ დადიან და ეზოში კარგად თამაშობენ, დილით ადგომა ეზარებათ, გაუნათლებელ თაობას მივიღებთ და ა.შ.). იქ კამათში ჩაბმას აზრი არ ქონდა და აქ, ჩემს კედელზე საკუთარ გამოცდილებას დავწერ. ჩემი ტყუპებიც ონლაინ სწავლობენ, მეცხრე კლასში არიან, სექტემბრიდან დღემდე ერთი გაკვეთილი არ გაუცდენიათ, დამთავრებული არაა სკოლა, რომ სხდებიან, საშინაო დავალებებს და პროექტებს აკეთებენ და მასწავლებლებს უგზავნიან, ჯერ ათზე ნაკლები ნიშანი არ მიუღიათ და ონლაინ სწავლებას ისეთივე პასუხისმგებლობით ეკიდებიან, როგორც დასწრებულს. კი, ვიცი, ისეთებიც იქნებიან, მართლა სიზარმაცის გამო რომ არ დადიან სკოლაში, მაგრამ მათ გამო ხომ არ გავაუქმებთ ამ ფორმატს. დამიჯერეთ, მასეთები არც სკოლაში წასულები და იქიდან დაბრუნებულები მოიკლავდნენ თავს მეცადინეობით. მონდომებული ბავშვი კი ყველა პირობებში ისწავლის. ასე რომ, ყველას ერთ ქვაბში ნუ მოვხარშავთ განათლების და მეცნიერების სამინისტროს კი დიდი მადლობა, რომ ამ საძაგელი პანდემიის აღარც ვითვლი მერამდენე ტალღის პიკზე, ფრთხილ მშობლებს წელსაც მოგვცა ბავშვების სახლში დატოვების და ონლაინ რეჟიმის არჩევის შესაძლებლობა" - წერს გვასალია. tia.ge
-
"დამძიმებული ეპიდვითარების გამო, "ჩემი ცოლის დაქალების" გადაღებები დროებით შეჩერებულია. სერიების ეთერში გასვლის თარიღს მალე შეგატყობინებთ. გისურვებთ ჯანმრთელობას!“ - ვკითხულობთ "ჩემი ცოლის დაქალების" ფეისბუქ გვერდზე. ქვეყანაში არსებული რთული ეპიდვითარების გამო "ფორმულა კრეატივმა" სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" გადაღება შეაჩერა. სერიალის პროდიუსერი, ირაკლი საღინაძე ამბობს, რომ ორკვირიანი შესვენება, მხოლოდ არსებული მძიმე ვითარების გამო გამოაცხადეს. როგორც ამბობს, კოვიდით ინფიცირებულთა რიცხვი თანდათან მატულობს და ასეთ სიტუაციაში მუშაობა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. - გარშემო ბევრი ადამიანი დაინფიცირდა და ამ კოვიდაფეთქების გამო, სერიალის გადაღება შევაჩერეთ და აქ სხვა არანაირი მიზეზი არ არსებობს. იმდენად რთული სიტუაციაა, ამ მდგომარეობაში გადაღება შეუძლებელია. ამასთან, სახლში ბევრს ჰყავს რისკჯგუფის მქონე ოჯახის წევრი. ასევე ამა თუ იმ ობიექტზე უჭირთ გადამღები ჯგუფის შეშვება, ეშინიათ, ვერ ბედავენ და ეს გასაგებია. არადა, თუ ლოკაცია არ გვექნება, გადაღებას სხვანაირად ვერ შევძლებთ. ამ შაბათ-კვირას თითქმის მზად იყო ეთერში გასასვლელი სერია, მაგრამ ერთი ეპიზოდის გადაღება ვერ შევძელით იმის გამო, რომ კონკრეტული პერსონაჟი, რომელიც სცენაში იყო, ავადაა... ამიტომ დღევანდელი და ხვალინდელი სერია ეთერში ვერ გავა. ვიმეორებ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ორი კვირით გავჩერდით. დავაკვირდებით. შევხედავთ... თუ ორი კვირის მერე ეპიდსიტუაცია დაწყნარდა, განვაგრძობთ მუშაობას. თუ კორონა მოდებული იქნება და ყველას დაემართა, ცხადია, ვერ ვიმუშავებთ. - ე.ი. მსახიობებიც არიან დაინფიცირებულები? - კი, კორონა რამდენიმე ადამიანს დაუდასტურდა და იზოლაციაში არიან. წყარო - ambebi.ge tia.ge
-
ნანცო ცხვირაშვილი პოპულარული სერიალის აქტიური სახე გახდა - ბაქარ ორჯონიკიძის ცოლია და მისი პერსონაჟის მიმართ მაყურებელს აქამდე არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს... მეტიც - შეიყვარა. მსახიობს მიაჩნია, რომ შარშანდელი, პანდემიურად რთული წელი, მისთვის წარმატებული აღმოჩნდა. ჩცდ-ში მიიწვიეს, რითაც მის შემოქმედებაში რაღაც ახალი ფანჯარა გაიხსნა - ახალი როლი დაიბადა და ახალი საინტერესო ურთიერთობები გაჩნდა. ნანცოს პროფესია უზომოდ უყვარს, უყვარს ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრიც, სადაც მოღვაწეობს კიდეც. როგორია ახალი წლის დღეები ქუთაისში, ამ დღესასწაულის შეხვედრის და აღნიშვნის რა ტრადიციები აქვს მსახიობს, რას ფიქრობს სერიალში მის გმირზე, ამაზე და სხვა საკითხებზე AMBEBI.GE-ს თავად ესაუბრა: - როგორი დღესასწაულია შენთვის ახალი წელი - რა ტრადიციები გაქვს მისი აღნიშვნის და როგორია ქუთაისში ახალი წლის დღეები? საახალწლო სამზადისს ერთი თვით ადრე ვიწყებ, რადგან ეს ჩემი უსაყვარლესი რიტუალია. ვყიდულობ ლამაზ ნივთებს, საჩუქრებს ახლობლებისთვის და 10 დეკემბრიდან უკვე ნაძვის ხე მორთული მაქვს. ქუთაისში ისეთი ახალი წელია როგორც თბილ, ლამაზ და პატარა ევროპულ ქალაქებში. წელს, სხვათა შორის, ბევრი ახალი განათება იყო, რომელიც ქუთაისის ქუჩებს ძალიან მოუხდა. - საახალწლო სამზადისი გიყვარს და მასში აქტიურად ერთვები (სადღესასწაულო კერძებს ვგულისხმობ)? - ყველა ჩემმა მეგობარმა იცის, სამზარეულოში ფუსფუსი ჩემი განსაკუთრებული გატაცება რომ არის და გამომდის კიდეც, მით უმეტეს, სადღესასწაულოდ. მაგრამ წელს დატვირთული დღეების გამო, ტრადიციის პატივისცემა მხოლოდ გოზინაყის მომზადებით გამოვხატე. გოზინაყი ზუსტად ისეთი გამომდის და ისეთს ვაკეთებ, როგორც "ნუნუკას რეცეპტში" იყო. ამიტომ, სერიალშიც ბუნებრივად გამომივიდა. - როგორ გააცილე 2021 წელი და რა სურვილებით შეხვდი 2022 წელს? - მიუხედავად იმ პრობლემებისა, რომელიც დღეს ყველას ერთნაირად გვაწუხებს, გვაშინებს და ცხოვრების წესს გვიცვლის, 2021 წელი ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესოა. გასულმა წელმა შემძინა ბევრი ახალი ურთიერთობა, საინტერესო ადამიანები და შემოქმედებითი პერსპექტივები. ყველაზე მთავარი - ჩემი ახალი პერსონაჟი ყველაზე რეიტინგულ სერიალში. "ბაქარის ცოლი" და "ნუნუკას რძალი" მომავალ სურვილებზე ხმამაღლა, ალბათ, არ ილაპარაკებდა (იცინის)... - შენი გმირი სერიალში მართლაც კარგად შევიდა, გააქტიურდა კიდეც, თუმცა მას მეუღლე განსაკუთრებულ მოთხოვნებს უყენებს - თავისებური "წესრიგის" დამყარება უნდა... მაგრამ ისიც ჩანს, რომ ეს გოგონა არც ისეთი ბუნჩულა და უთქმელია... რას იტყვი? - ყველა გამოწვევისთვის მზად ვარ. მეტიც, ეს მომწონს კიდეც, როცა არ ვიცი, როგორ განავითარებს ჩემი გმირის ხასიათს სცენარის ავტორი. - უთანაგრძნობ თუ არა შენს პერსონაჟს? - წინა სეზონებიდან გამომდინარე, როცა მეც ამ სერიალის ერთ-ერთი მაყურებელი ვიყავი, ბაქარის გმირის ასე განვითარება, ლოგიკურად მიმაჩნდა. რაც შეეხება ჩემი პერსონაჟის მიმართ ჩემივე თანაგრძნობას, ეს უკვე მაყურებლის რეაქციაზეა დამოკიდებული. - რა შეიცვალა სერიალში შენი გამოჩენით, ადამიანების განწყობას, დამოკიდებულებას ვგულისხმობ... ალბათ, კომპლიმენტებს იღებ... ქუჩაში გცნობენ... რაიმე ამბავიც ხომ არ გაქვს ამ მიმართულებით? - შეიცვალა მთავარი - ცნობადობა, ის, რაც მსახიობს და ხელოვანს ყველაზე მეტად ახარებს. ქუჩაში, მარკეტში, ტრანსპორტში, ყველგან, სადაც უცხო საზოგადოებას ვხვდები, როგორც ჩემს, ისე სერიალის სხვა პერსონაჟებსაც, როგორც რეალური ცხოვრების ნაწილს, ისე განიხილავენ... თითქოს იკარგება ზღვარი მაყურებელსა და სერიალს შორის. განიცდიან, განსჯიან, აკრიტიკებენ და ეფერებიან. ეს ხანდახან სასიამოვნოა და ხანდახან - მოულოდნელი. ჩემი პერსონაჟის შემთხვევაში ჯერ აგრესია არ ყოფილა. - ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში მგონი, ახალი როლი გაქვს. მოგვიყევი მასზე, სადაც სიმღერაც გიწევს, ხომ? - ეს არის ყველასთვის ნაცნობი ზღაპარი "ბრემენელი მუსიკოსები", რომელშიც პრინცესას ვთამაშობ. ახალს ვერ დავარქმევ, უბრალოდ, მისი ჩვენება პანდემიის გამო შეჩერებული გვქონდა. "ბრემენელ მუსიკოსებში" მუსიკა წამყვანია და მეც მომიწია სიმღერა ჩვენს სცენაზე და ეს ჩემი მუსიკალური დებიუტი იყო. - ქუთაისის ცნობილი თეატრის გარდა ზესტაფონის თეატრის სცენაზეც მოსინჯე ძალები, სადაც მიწვეული მსახიობი იყავი. რა დაგიტოვა ამ თეატრმა პროფესიული კუთხით? - ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 2013 წლიდან მიწვეულ მსახიობად ვიყავი და იქ 7 წლის მანძილზე, "მესხიშვილის თეატრის" პარალელურად, ბევრი კარგი ადამიანის და გარემოცვის გავლენით, პროფესიული სიმწიფის პერიოდი გავიარე. წლის მანძილზე მინიმუმ 4 სპექტაკლი იდგმებოდა, მოწვეული რეჟისორების კარგი პრაქტიკა არსებობდა და ჩემთვის ეს ყველაფერი სამსახიობო გამოცდილების უნიკალური შანსი იყო. - რაკი ის თეატრები ვახსენეთ, რომლებიც დედაქალაქის მიღმაა და ისინი იმერეთის რეგიონს ეკუთვნის, როგორია მათი ცხოვრება... ცხადია, პანდემიაში იქაც ჭირს ბევრი რამ, ხომ? - რეგიონის თეატრებშიც ზუსტად იგივე პრობლემებია, რაც ყველა სხვა თეატრში. ვფიქრობ, თეატრი ის ადგილია, სადაც ცენტრს და პერიფერიას, დედაქალაქს და სხვა ქალაქს, მნიშვნელობა არ აქვს. რადგან თეატრი მაინც ნიჭის ზეიმია და ნიჭს გეოგრაფია არ განსაზღვრავს. „მესხიშვილის თეატრი“ მისი ისტორიით, დიდი თეატრია. ქუთაისის მაყურებელი, ყველა მსახიობისთვის ნამდვილი შემოქმედების განმსაზღვრელი იყო და არის დღესაც. გემოვნებიანია და მომთხოვნი. ვფიქრობ, რომ რაც გვაკლია, ეს მეტი ექსპერიმენტი და თავისუფლებაა. დანარჩენი - ჩვენზეა დამოკიდებული. - მაყურებელი ალბათ რეგულაციების დაცვით დადის თეატრში, ხომ? - გაცილებით პასიური და ნაკლები იყო პანდემიამდე მაყურებელი. ამ სეზონზე, კი ყველა ვგრძნობთ, როგორ მონატრებია ხალხს თეატრი. რეგულაციები დაცულია და თვითონ მაყურებელიც ცდილობს, არ დაარღვიოს წესები და მიიღოს შემოქმედებითი სიამოვნება. მთავარია, ჩვენ ვპასუხობდეთ მათ მოთხოვნებს. - რას უსურვებ შენს მაყურებელს, ჩვენს მკითხველს 2022 წელს? - პირველი და უმთავრესი, ჩემს ქალაქს, ჩემს ქვეყანას, ვუსურვებ პანდემიის დასრულებას, ეკონომიკურ წინსვლას, დეოკუპაციას და შემოქმედებით გამარჯვებებს საერთაშორისო ასპარეზზე. წყარო - ambebi.ge tia.ge
-
კლინიკა „ბაუ“-ში გარდაცვლილ ახალშობილთან დაკავშირებით ოჯახი განცხადებას აკეთებს. მათი თქმით, 24 წლის ანა ჭყონია კლინიკაში ტკივილებით 02:00 საათზე შეიყვანეს. ოჯახი ამბობს, რომ გოგონამ 10:00 საათზე იმშობიარა, ექიმმა კი 20 წუთში განაცხადა, რომ ჩვილი გარდაცვლილი დაიბადა. ისინი ექიმებს უყურადღებობასა და დაგვიანებულ რეაგირებაში ადანაშაულებენ. „სრულიად ჯანმრთელი ბავშვი, სულ ექოსკოპიაზე იყო და ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა. ღამის 02:00 საათი იქნებოდა რომ მოიყვანეს, იმის მერე ბავშვი აწამეს 10:00 საათამდე, გაეკეთებინათ საკეისრო რომ არ იბადებოდა ბავშვი, ხომ არიან ექიმები, ხომ აქვთ ცოდნა, ხომ უნდა გააკეთო ის რაც გასაკეთებელია. დაიღუპა ბავშვი და 20 წუთის შემდეგ ამბობენ, რომ ბავშვი არის მკვდარი“, – განაცხადა 24 წლის ანა ჭყონიას ოჯახის წევრმა. The post „ბავშვი აწამეს 10:00 საათამდე, გაეკეთებინათ საკეისრო“ – ბათუმში გარდაცვლილი ახალშობილის ოჯახი appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ახალშობილის გარდაცვალების გამო ხმაური იყო. ადგილზე შეკრებილი იყვნენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები. ისინი ექიმებს უყურადღებობაში ადანაშაულებენ. ოჯახი აცხადებს, რომ კლინიკაში ანა ჭყონია გუშინ სამშობიარო ტკივილებით მოათავსეს. დღეს კი მათ შეატყობინეს, რომ ბავშვი დაიღუპა. როგორც ცნობილია ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენე. The post ბათუმში ახალშობილი გარდაიცვალა appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
ჭიათურასთან დიდთოვლობის გამო, საავტომობილო გზა პარალიზებულია. „დეილიინფოს“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, რომ ათობით ავტომობილი გაჩერებულია და გზის გაგრძელებას ვერ ახერხებს. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ჯგუფიც. The post ჭიათურასთან საავტომობილო გზა პარალიზებულია appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში საკადრო წმენდა დაიწყო. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სააგენტოდან რამდენიმე თანამშრომელი, მათ შორის ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, გიორგი გაგოშიძე. გაგოშიძეს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ცნობა მეილზე მიუვიდა. როგორც ის „ფორმულასთან“საუბრისას აცხადებს, მიზეზად კომპეტენციის ნაკლებობა დაასახელეს, თუმცა მას დოქტორის ხარისხის აქვს, 80-მდე ნაშრომისა და 5 მონოგრაფიის ავტორია. „მოხდა რეორგანიზაცია და მე გამომიშვეს როგორც ნაკლები კომპეტენციის მქონე. კომპეტენციას მიწუნებენ, დოქტორი ვარ, 80 ნაშრომის და 5 მონოგრაფიის ავტორი ვარ. ალბათ, წულუკიანისგან მოდის, როგორც ჩანს, რაღაც პოლიტიკური ამბებია, აბა რა კომპეტენცია უნდა დამიწუნონ, ვინ უნდა დამიწუნოს აზნაურაშვილმა?“, – განაცხადა გიორგი გაგოშიძემ. The post კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში საკადრო წმენდა დაიწყო appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელმა პაულო დიბალამ კარიერა შესაძლოა, მილანის “ინტერში” გააგრძელოს. 28 წლის არგენტინელი ფეხბურთელი და “ბებერი სინიორა” შრომითი ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე ვერ თანხმდებიან. საქმეში აქტიურად ჩაერთო “ინტერი” და მისი გამობრძმედილი აღმასრულებელი დირექტორი ჯუზეპე მაროტა. იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ნერაძურის” ხელმძღვანელობა უკვე დაუკავშირდა დიბალას აგენტ ხორხე ანტუნს და ფეხბურთელს ხუთწლიანი კონტრაქტი და წელიწადში ხელფასის სახით შვიდნახევარი მილიონი ევრო შესთავაზა, რასაც ბონუსებიც დაემატება. დღევანდელ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა პაულო დიბალას შესახებ კითხვა “ინტერის” თავკაც სიმონე ინძაგის დაუსვეს. “ამ ამბის შესახებ მეც წავიკითხე და მოვისმინე, მაგრამ სხვა გუნდების ფეხბურთელებზე ლაპარაკი არ მიყვარს. მე იმ მოთამაშეებით ვამაყობ, რომლებიც ჩემს განკარგულებაში არიან”, – აღნიშნა სიმონე ინძაგიმ. პაულო დიბალასა და “იუვენტუსს” შორის არსებულ კონტრაქტს ვადა მიმდინარე წლის 30 ივნისს ეწურება, რაც იმას ნიშნავს, რომ ფეხბურთელს სხვა კლუბებთან დამოუკიდებლად მოლაპარაკების უფლება აქვს. პაულო დიბალას დამატებით “მანჩესტერ იუნაიტედი” და “ტოტენჰემ ჰოთსპურიც” არიან დაინტერესებულნი. The post “ინტერი” დიბალას 5-წლიან კონტრაქტს სთავაზობს appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
გადაუდებელი სამუშაოების გამო თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ GWP ავრცელებს. საბურთალოს რაიონში, აღმაშენებლის ხეივანი, ფერაძის ქუჩის მიმდებარედ წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 15:45-დან 23:00-საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება; ფერაძის, ენუქიძი, ნოზაძის, გოგიშვილის, ასი ათასი მოწამის, აღმაშენებლის ხევნის მე-12, მე-13კმ. საბურთალოს რაიონში, სოფ.დიღომში,ავთანდილის ქუჩის N 60 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 14:45-დან 22:00-საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება; სოფელ დიღომში- მამუჩაშვილის, შმერლინგის, ვაჟა-ფშაველას, ავთანდილის ქუჩებს საბურთალოს რაიონში, ყაზბეგის გამზ. N 12თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 14:15-დან 18:00-საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება; ა. მიცკევიჩის ქ N26-72; 25-29; ტაშკენტის N10; ა. ყაზბეგის გამზ. N12-14; ჭილაძის N4-ს. საბურთალოს რაიონში, სოფ.დიღომში, თოფჩიშვილის და აღმაშენებლის ქუჩების კვეთაზე წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 14:00-დან 22:00-საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება; სოფელ დიღომში- აღმაშენებლის, ბრწყინვალის, თAმარ მეფის თოფჩიშვილის, თაყაიშვილის, ხანძთელის, მიშა მესხის, სონღულაშვილის, თეთრი გიორგის, ცაგარელის, კვირაცხოვლის, მუხრან მაჭავარიანის, გორგასლის და ჭიაურელის ქუჩებს საბურთალოს რაიონში, შარტავას ქუჩის N10/44 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 13:30-დან 22:00-საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება; გაგარინის N1- 27, ოჩამჩირის, დარასელიას, ქანთარიას, შარტავას N35- 75, პეკინის გამზ.43, კანდელაკის N1, ისაკაძის N 1,2,3,4,6, სოკრატ არშბას და აკაკი გახოკიძის ქუჩებს. სამგორის რაიონში, მაისურაძის ქ. N1 -თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 14/01 21:00-დან 15/01 09:00-მდე.წყალმომარაგება შეუწყდება: იდუმალის, წურწუმიას, ქინძმარაულის, ნაკაშიძის, ფაღავას, წმინდა ბარბარეს, ნავთლუღის მე-2 დას,( რაზიკაშვილის, ლორთქიფანიძისა და ელენე მეტრეველის ქუჩები) ქვემო მელითონეთა დასახლება, 31-ე ქარხნის აეროდრომის და მიმდებარე დასახლებას, ქიზიყის, ჟორესის, ენუქიძის, ჭიჭინაძის, გუმათგესის, ენგურჰესის, ცისკარიშვილის, სადგური ველს, სოფელ: გამარჯვებას, გაჩიანს, ახტაკლიას, კარატაკლიას, ყარაჯალარს და ფოლადაანთკარს.კრწანისის რაიონში: ზემო და ქვემო ფონიჭალა, რუსთავის გზატკეცილი, სოფ. ფონიჭალას, გიგანტის დასახლებას, ზოოვეტის დასახლებას, სოფ.ჭალას. წყალმომარაგების აღდგენის დრო გადაიწია 15/01/2022 13:00-მდე სამგორის რაიონში, ვარკეთილი 3,4 მკ-რ. N406ბ-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 14/01 16:40-დან 15/01 02:00-მდე.წყალმომარაგება შეუწყდება: ვარკეთილი 3, 4 მკ-რ.-ს მთლიანად წყალმომარაგების აღდგენის დრო გადაიწია 15/01/2022 12:00-მდე ნაძალადევის რაიონში, ქართლელიშვილის და დ. ჟღენტის ქ. კვეთაზე წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 06:00-დან 15:00-მდე. წყალმომარაგება შეუწყდება: უიარაღოს, ნოსტეს, კახიანის, ძმობის, მუშათას, წრომის, კელაპტრიშვილის, ასკურავას, სტურუას, კისისხევის, წაღვერის, კაჭრეთის, კონდოლის (ლევან თიგიშვილის), მაღაროს, კოდალოს, ლოტკინის ხევი, ენისელის, მესხის, ღუდუშაურის, მიტინგის და ქართლელიშვილის ქუჩებს აღნიშნულ გამორთვას დაემატა ბახმაროს, ახტალის, რაჭის, ხევისუბნის, ინწკირველის ქუჩები და სააკაძის N 1- N 4. The post საბურთალოს, ნაძალადევს და სამგორს ამ მომენტისთვის წყალი არ მიეწოდება – როდის აღდგება წყალმომარაგება appeared first on [/url]. ALIA.GE
-
გიორგი კალანდარიშვილი, თამაზ ფოლადაშვილი და თენგიზ თევზაძე – პრეზიდენტის მიერ შექმნილმა კომისიამ, ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე 3 კანდიდატი შეარჩია. შერჩეული კანდიდატურები და კომისიის გადაწყვეტილება, ხელმოსაწერად პრეზიდენტს უკვე გადაეგზავნა. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ მათი ნდობა ამ პროცესისადმი ნულოვანია. “მიუხედავად პროცედურების გამჭვირვალობისა, ჩვენ ვნახავთ რომ ზუსტად იმ ადამიანებს მოიწონებენ პრეზიდენტთან, რომლებიც ცესკოს მოქმედი თანამშრომლები არიან და პარლამენტიც ზუსტად ამ ხალხს აირჩევს,”- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფის” წევრი პაატა მანჯგალაძე. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ კანდიდატების არჩევის პროცესი ძალიან მაღალ დონეზეა ორგანიზებული. The post პრეზიდენტის მიერ შექმნილმა კომისიამ, ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე 3 კანდიდატი შეარჩია appeared first on [/url]. ALIA.GE
-
ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის განცხადებით, კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტის გამო, დაწესებულებაში შესვლისას ტემპერატურის გაზომვამ აზრი დაკარგა. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, დაწესებულებაში შესვლისას ტემპერატურის გაზომვის პრინციპმა ისედაც არ გაამართლა, ახალი შტამის გამო კი სრულად დაკარგა მნიშვნელობა, რადგან „ომიკრონით“ ინფიცირებულებს ხშირად ტემპერატურა საერთოდ არ აქვთ. „მე ვფიქრობ, გადასახედია მოთხოვნა დაწესებულებებში შესვლისას ტემპერატურის გაზომვის შესახებ. ამ მეთოდმა ისედაც დიდად არ გაამართლა ინფექციის კონტროლის კუთხით, მაგრამ ახლა საერთოდ დაკარგა მნიშვნელობა იმ პირობებში, რომ ომიკრონით ინფიცირებულებს ტემპერატურა ხშირად საერთოდ არა აქვთ. დაწესებულებებს კი ერთი დამატებითი და ფაქტიურად უსარგებლო კადრის საჭიროება მოეხსნებათ“, – წერს მაია ბუწაშვილი. The post დაწესებულებაში შესვლისას ტემპერატურის გაზომვამ აზრი დაკარგა – ინფექციონისტი appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
“ჯენოას” ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ანდრეი შევჩენკო გაათავისუფლა. “კლუბი მადლობას უხდის ანდრეი შევჩენკოსა და მის თანაშემწეებს ბოლო თვეების განმავლობაში გაწეული შრომისთვის”, – ნათქვამია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში. “ჯენოა” 45 წლის უკრაინელ სპეციალისტს გასული წლის ნოემბერში ჩააბარეს. გუნდმა შევჩენკოს ხელმძღვანელობით 11 მატჩი ჩაატარა, საიდანაც მხოლოდ ერთ შეხვედრაში გაიმარჯვა, სამჯერ ფრედ ითამაშა, შვიდჯერ კი დამარცხდა. გენუელებს დროებით აბდულაი კონკო უთავკაცებს, რომელსაც რობერტო მურგიტა დაეხმარება. “ჯენოას” იტალიის სერია A-ს სატურნირო ცხრილში 12 ქულით ბოლოსწინა ადგილი უკავია. The post “ჯენოამ” შევჩენკო გუნდის თავკაცის პოსტიდან გაათავისუფლა appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
ტელეწამყვანი და პროდიუსერი ნოე სულაბერიძე სოციალურ ქსელში შვილის ანნა სულაბერიძის ახალ ვიდეოს აქვეყნებს, რომელსაც უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. ვიდეოში პატარა ანნა რუსულად საუბრობს, ამის გამო კი საზოგადოება მამას შენიშვნას აძლევს „მოდაშია რუსულად ალაპარაკო ბავშვი? ვახ!” – წერს ერთ-ერთი გამომწერი კომენტარს. „აქ ჩვენზე მეტად არ მგონია ჩვენი ქვეყანა ვინმეს უყვარდეს და ბავშვმა რამდენიმე ენა რომ იცოდეს რამე ტრაგედიაა?” – პასუხობს ნოე სულაბერიძე. The post „ბავშვმა რამდენიმე ენა რომ იცოდეს რამე ტრაგედიაა?“ – ნოე და ანნა სულაბერიძეები კრიტიკის ქარცეცხლში მოექცნენ appeared first on InterPost.ge. View the full article
-
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებით, 15 იანვრის მონაცემებით, საქართველოში სულ ჩატარებულია კორონავირუსის საწინააღმდეგო 2 603 603 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია1 306 788 ადამიანი (>18 ასაკის მოსახლეობის 45.5%, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 1 189 398 ადამიანი (>18 ასაკის მოსახლეობის 41.4%). ცენტრის ცნობით, „ბუსტერ“ დოზა გაკეთებული აქვს 105 552 ადამიანს. გარდა ამისა, 14 იანვარს კოვიდსაწინააღმდეგო აცრა 5 631-მა ადამიანმა ჩაიტარა. The post რამდენი ადამიანია საქართველოში ვაქცინირებული appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
„დაწესებულებებში შესვლისას ტემპერატურის გაზომვის შესახებ, მოთხოვნა, გადასახედია“ – ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს. მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ: „ვფიქრობ, გადასახედია მოთხოვნა დაწესებულებებში შესვლისას ტემპერატურის გაზომვის შესახებ. ამ მეთოდმა ინფექციის კონტროლის კუთხით, ისედაც დიდად არ გაამართლა, მაგრამ ახლა იმ პირობებში, რომ ომიკრონით ინფიცირებულებს ტემპერატურა ხშირად საერთოდ არა აქვთ., საერთოდ დაკარგა მნიშვნელობა. დაწესებულებებს კი ერთი დამატებითი და ფაქტიურად უსარგებლო კადრის საჭიროება მოეხსნებათ,“-წერს ბუწაშვილი. REZONANSI
-
საქართველოში „ომიკრონის“ 89 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, ჯამში გამოვლენილია კორონავირუსის ახალი შტამის 1 185 შემთხვევა. „15 იანვრის მდგომარეობით, ლაბორატორიულად დადასტურებულია „ომიკრონის“ 1185 შემთხვევა”, – აღნიშნულია ncdc-ის განცხადებაში. ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 5 381 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 30 ადამიანი გარდაიცვალა, 1 065 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. The post „ომიკრონის“ რამდენი ახალი შემთხვევა გამოვლინდა საქართველოში appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე ტრაილერების გადაადგილება აკრძალულია, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ200–კმ225 (არგვეთა-გეგუთის კვანძი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ200–კმ225 (არგვეთა-გეგუთის კვანძი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. REZONANSI
-
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 120 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახები, ფულად სოციალურ დახმარებას უწყვეტად მიიღებენ,- ამის შესახებ მთავრობის დადგენილებაშია აღნიშნული. ცვლილებები შევიდა „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში. > “მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ 120 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებთან მიმართებით, სააგენტომ უწყვეტად გააგრძელოს ფულადი სოციალური დახმარების – საარსებო შემწეობის გაცემა, მიუხედავად სააგენტოს ინიციატივით „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებითა და „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით გათვალისწინებული კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში ან/და […] REZONANSI
-
ხუთი დღეა ციციშვილის ბავშვთა ახალ კლინიკაში მიმართვიანობა გაზრდილია. 130 პაციენტიდან 22 რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. პედიატრები ბავშვებში ინფიცირების მატებას „ომიკრონის“ შტამის გავრცელებას უკავშირებენ. ციციშვილის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მაია ჩხაიძის თქმით, რეანიმაციაში ამჟამად 22 პაციენტი იმყოფება. „ამ ეტაპზე 130 პაციენტი გვიწევს, მათ შორის რეანიმაციულ განყოფილებაში 22 მათგანია მოთავსებული, თუმცა ამ წუთში მართვით სუნთქვაზე მყოფი და უკიდურესად მძიმე პაციენტი არ გვყავს. რეანიმაციაში არის რამდენიმე, რომელთა მდგომარეობაც საკმაოდ საყურადღებოა. მათ აქვთ ქრონიკული დაავადებები. ზოგიერთს ესაჭიროება ჟანგბადის მიწოდება, მათ აქვთ თანმხლები დაავადებები. სხვა პაციენტების მდგომარეობა, რომლებიც კლინიკაში მკურნალობენ საშუალო და მსუბუქია“, – განაცხადა მაია ჩხაიძემ. REZONANSI
-
სოციალური ქსელი მოიცვა ვიდეომ, რომელშიც ჩანს, რომ ახალგაზრდა მამაკაცმა საკუთარი ფეხსაცმელი და ტანსაცმელი უცხო ადამიანს ჩააცვა, რომელიც ქუჩაში მოწყალებას ითხოვდა. ვერიკო ხეცაძე გვიყვება, რომ მეუღლესთან ერთად სახლში ბრუნდებოდა, როცა წერეთელზე ფეხშიშველი ადამიანი დაინახა. ამბობს, რომ ამან მასზე ძალიან იმოქმედა და ცრემლები ვერ შეიკავა. მათ უცხო ადამიანის დახმარება გადაწყვიტეს. ის გამოხმაურება კი, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს მოჰყვა, მათთვის მოულოდნელი იყო. წყარო tia.ge