
planeta.ge
პლანეტელი-
პოსტები
3.681 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planeta.ge
-
ანი დვალიშვილი, ალია ახალი წლის წინა დღეებში, საკრებულოებში სასწრაფო წესით მიღებული ბიუჯეტების კორექტირება მოახდინეს. მოგეხსენებათ, მთავარი მიღებაა, თორემ შემდეგ, მთელი წლის განმაავლობაში, ბიუჯეტს ჭრა-კერვა უკვე ტექნიკის საქმეა. საკრებულოს რიგითი წევრები უკმაყოფილოები არიან, რადგან მათ დაპირდნენ, რომ ხელფასებს მინიმუმ 1000 ლარამდე გაუზრდიდნენ და ეს იმის ფონზე, რომ კომისიების თავმჯდომარებს, ფრაქციის თავმჯდომარესა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებს მინიმუმ 2500 ლარი ექნებოდათ (საკრებულოს თავმჯდომარეების ხელფასი 4000 ლარიდან იწყება). ჰოდა, ზემოთ ჩამოთვლილმა პირებმა ხელფასები გაიზარდეს, რიგით წევრებს კი მცირედით მოუმატეს და 800 ლარს დააჯერეს. უკმაყოფილებაც სწორედ ამის გამოა და ახლა არაერთი საკრებულოს ათეულობით წევრი საკრებულოდან დემარშით გასვლით იმუქრება და მათთან მოლაპარაკებები ახალი წლის საზეიმო დღეებშიც კი არ შეწყვეტილა. მითუმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ არაერთ საკრებულოში სწორედ 2-3 კაცი წყვეტს უმრავლესობას და მათი გასვლით და ახლების შემოსვლით (რომლებიც არანაკლებ არიან განაწყენებულები), შესაძლოა ისე მოხდეს, რომ ოპოზიცია პოზიციად იქცეს და საკრებულოს თავმჯდომარე ამოაყირაოს. ეს ყველაფერი კი პარტიაში ერთადერთ კაცს ბრალდება და იმ კაცს მალე პარტიული თანამდებობიდან გაუშვებენო, ასე ამბობენ ბოროტი ენები და რომ არა ირაკლი კობახიძე, აქამდეც გაუშვებდნენ. საუბარი დიმიტრი სამხარაძეზე გვაქვს, რომელიც პარტიის რეგიონალური მდივანია და წესითა და რიგით, სწორედ მას უნდა დაელაგებინა რეგიონებში სიტუაცია, თუმცცა როგორ დაალაგა, ბოლო არჩევნებმა ნათლად გვაჩვენა. დასასრულ – ომიკრონის შტამის გავრცელების მასშტაბებისთვის ხელისუფლება მზად არ არის, მაგრამ სამედიცინო წრეებში ამბობენ, რომ ვირუსი მაქსიმუმ ერთ თვეში, საქართველოს თითქმის ყველა მოქალაქეს შეხვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იმუნიტეტს ყველა გამოიმუშვებს და უკვე გაზაფხულისთვის, ვირუსის ერთეული შემთხვევები გვექნება. აი, სანამ ეს მოხდება, რამდენი ადამიაანი ვერ გადაიტანს ვირუსს, ხმამაღლა არ ამბობენ, მაგრამ მიახლოებით 13-15 ათასის ფარგლებში ვარაუდობენ ლეტალობის მაჩვენებელს, რაც საქართველოსთვის კატასტროფულად ბევრია, რადგან ერთი ამდენი გარდაცვლილი უკვე გვყავს. The post “საკრებულოს ათეულობით წევრი დემარშით წასვლას იმუქრება, შესაძლოა, ოპოზიცია პოზიციად იქცეს და საკრებულოს თავმჯდომარე ამოაყირაოს” – რა ხდება საკრებულოებში appeared first on [/url]. ALIA.GE
-
ეს ყველაფერი ინტიმური ურთიერთობის დროს მოხდა. ახლად გამომცხვარმა ქმარმა რამდენჯერმე გამოიძახა ტაქსი, მაგრამ მძღოლებმა მგზავრის საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი უთხრეს. ახალდაქორწინებულთა პირველი საქორწინო ღამე ბრაზილიის ქალა იბირეტეში ტრაგიკულად დასრულდა.როგორც გამოცემა O Tempo იუწყება, 18 წლის პატარძალი გულის შეტევით გარდაიცვლა პირდაპირ სექსის დროს. პოლიციის ინფორმაციით, ქორწილი ბელუ -ორიზონტის(შტატი მინას -ჟერაისი) რეგიონში, ფერმაში შედგა. ქორწილის შემდეგ, წყვილი სახლში, სერა დურადას რაიონში წავიდა. ღამით ცოლი სქესობრივი აქტის დროს ცუდად გახდა. გოგონას სუნთქვა შეეკრა, შემდეგ კი გონება დაკარგა. შეშინებულმა 29 წლის ქმარმა მეზობელს მიმართა დახმარებისათვის მამაკაცებმა ერთად გამოიძახეს ტაქსი, რათა გოგონა საავადმყოფოში გადაეყვანათ, მაგრამ ადგილზე მისულმა მძღოლმა უარი თქვა მის წაყვანაზე და ურჩია სასწრაფო დახმარების გამოძახება.ამის შემდეგ კიდევ ერთმა მძღოლმა უარი თქვა მგზავრის საავადმყოფოში გადაყვანაზე. 20 წუთის შემდეგ მისულმა მედიკოსენმა დაადასტურეს, რომ ახალდაქორწინებულს გულის შეტევა ჰქონდა. საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე გოგონა გარდაიცვალა.აღსანიშნავია, რომ ანალოგიური მოხდა ამა წლის მარტში, ბრაზილიაში, სან -ვისენტეში, სან-პაულოს მახლობლად, 18 წლის ვიტორია კოსტა დე კასტროს 19 წლის ქმართან პირველი სექსუალური კონტაქტის შემდეგ ჯერ სუნთქვა შეეკრა, შემდეგ გული წაუვიდა და გარდაიცვალა. სტატიის წყარო The post ბრაზილიაში გოგონა ქორწინების პირველსავე ღამეს დაიღუპა appeared first on InterPost.ge. View the full article
-
ანი დვალიშვილი, ალია „ოცნებაში“ არეულობის ფონზე, წესითა და რიგით, ოპოზიცია სხვადასხვა მიმართულებით უნდა აქტიურობდეს, მაგრამ ფინანსური თუ ადამიანური რესურსიდან გამომდინარე, აქტიურეობის შესაძლებლობა მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს, ეს პარტია კი მთლიანად მიხეილ სააკაშვილის დღის წესრიგზეა გადასული. მასობრივმა შიმშილობის აქციამ ვერც დასავლელ და ვერც ადგილობრივ პარტნიორებზე ეფექტი რომ ვერ მოახდინა, სააკაშვილი მალე მიხვდა და ამიტომ, პარტიის ცენტრალურ ოფისში „ლეიბებზე გაწოლილი“ ხალხი აჰყარა. ახლა მიშა ისევ თავად ფიქრობს საპროტესტო ფორმის მოფიქრებას, ისეთს, ეფექტური რომ იყოს, თუმცა კარგად იცის, კიდევ ერთი შიმშილობის დაწყება შესაძლოა, ფატალურად დასრულდეს, აი სხვა კი ჯერჯერობით ვერაფერი მოიფიქრეს. ჰო, იმასაც გეტყვით, რას უპირებს სააკაშვილი იმ ეკონომიკურ პროგრამას, რომელსაც ასე გულმოდგინედ წერს – ეს პროგრამა დღის სინათლეს მალე იხილავს და იქ დეტალურად იქნება აღწერილ-გაწერილი, რას გააკეთებდა მიშა, თავად რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში და როგორ ააყვავებდა ქვეყანას. ამ პროგრამით ნაციონალები ამომრჩევლების შეტრიალებას შეეცდებიან, რადგან სოციალური პრობლემა დღეს ქვეყანაში ყველაზე მწვავედ დგას და ნაცებმაც სწორედ ამაზე უნდა გააკეთონ გათვლა. ჩვენი ინფორმაციით, ნაციონალები მაისის არჩევნებისთვისაც განსაკუთრებით ემზადებიან. მოგეხსენებათ, რუსთავი მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევს, რადგან ნინო ლაცაბიძემ პარლამენტიდან მერის თანამდებობაზე გადაინაცვლა და მეტალურგთა ქალაქში სწორედ მისი შემცვლელის არჩევნები ჩატარდება. სწორედ რუსთავის მოგებას აპირებს ნაციონალური მოძრაობა და დანარჩენი ოპოზიციაც („პატრიოტთა ალიანსის“ გამოკლებით) დაითანხმა, რომ საერთო კანდიდატით წარსდგეს. იმის გათვალისწინებით, რომ მერის არჩევნებზე დავით კირკიტაძემ ნინო ლაცაბიძეს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია, „ოცნება“ იოლ გამარჯვებას არ უნდა ელოდოს. მითუმეტეს, ნაცებმა აქტივის გადამზადება უკვე დაიწყეს და რამდენიმე სერიოზული ტრენინგიც გამართეს, რომელიც ადგილობრივ ტრენერებთან ერთად, ევროპიდან და ამერიკიდან მოწვეულმა სპეციალისტებმაც ჩაატარეს. რუსთავი რომ საჯილდაო ქვა იქნება, იქიდანაც ჩანს, რომ „ოცნების“ შტაბები ქალაქში მარტის პირველი რიცხვებიდან გაიხსნება და ე.წ. მწვანე სიების შედგენაც დაიწყება, ანუ სიების, რომლებზეც კონკრეტული პირები პასუხისმგებლობას აიღებენ, რომ მხარს მმართველ გუნდს დაუჭერენ. რუსთავში გამარჯვება, სადაც საკრებულო ჯერაც ვერ ჩამოყალიბებულა, ვინ უნდა იყოს თავმჯდომარე, მმართველ გუნდს ძალიან გაუჭირდება და თუ ოპოზიცია მოიგებს, მერე ნახეთ, რუსთავის ციხესთან სანთლების დანთება და სიმღერები. ოპოზიცია კარგად ხვდება, რომ რუსთავში გამარჯვების შანსი რეალურად მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობას აქვს და ეს გამარჯვება შესაძლოა ვადამდელი არჩევნების წინაპირობაც გახდეს. ამიტომ, ნაცმოს აუცილებლად დაუთმობენ და კონკურენტს არ დაუყენებენ, თუმცა, რომც დაუყენონ, ხმების 99% მაინც ორ პარტიას შორის განაწილდება. The post “მიშა ისევ თავად ცდილობს საპროტესტო ფორმის მოფიქრებას… ნაციონალები მაისისთვის განსაკუთრებით ემზადებიან” – რას უყვებიან კულუარულად “ალიას” appeared first on [/url]. ALIA.GE
-
ლევან ჯავახიშვილი „ალიას“ ესაუბრება ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი, ოთო აბესაძე. – ბოლო 2 წლის ეკონომიკურ და სოციალურ კრიზისს ხელისუფლება პანდემიას აბრალებს, მაგრამ პანდემიამდეც რომ მძიმე დღეში იყო ეს ქვეყანა, მაგაზე ხმას არ იღებენ. ეს რა ფენომენია? – პანდემიას თავისთავად უდიდესი უარყოფითი გავლენა ჰქონდა მსოფლიოს ყველა ქვეყნის ეკონომიკაზე, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენთან ვინ შექმნა ეს ჩაკეტილი ეკონომიკა და გაუაზრებელი ლოკდაუნები? მთელი წლის განმავლობაში რომ ვიძახდით ეკონომისტები, ეკონომიკური აქტორები, ნუ იზამთ ამას, ნუ ჩაკეტავთ ქვეყანას და ნუ იღებთ ამ უაზრო შეზღუდვებს ბიზნესისთვის, მოგვისმინა ვინმემ? არც არავინ. პანდემიური ფაქტორი საქართველოში აისახება ერთ შემთხვევაში. ჩვენ, დავუშვათ, საკონსერვო წარმოებაც კი არ გვაქვს, მსხვილი წარმოება, როდესაც მასიურად მოიხმარენ მას. აქ რაც შემოდის, რასაც ვჭამთ, უცხოეთში იქმნება და ფასწარმოქმნაც უცხოეთში ხდება ამ პროდუქტებისა. უცხოეთში ბევრ პროდუქტზე გაიზარდა ფასი, რაც აქ შემოდის, ასეა ნამდვილად და ამ შემთხვევაში ტყუილს არ ამბობენ, მაგრამ იმ გაზრდილ ფასს, შენი ინფლაციით რატომ ხვდები აქ? მთავარი პრობლემა ინფლაციაა. წლიურად 800 მილიონი გაქვს საწვავზე აქციზის შემოსავალი. მოდი, ადექი და ადამიანებს მიეცი შეღავათი, საწვავზე აქციზის გადასახადი გააუქმე. ამით საწვავი გაიაფდება, ყველა იმ სახის პროდუქტზე, რომელსაც დისტრიბუცია სჭირდება, ამოვარდება აქციზის გადასახადის ფასი 70 თეთრი. ეს საგრძნობლად შეამცირებს ფასებს. ფაქტიურად, ყველა პროდუქტის ფასშია ასახული დისტრიბუციის ღირებულება. საწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმება არ გვინდა და პირიქით, ვზრდით ადმინისტრაციულ ხარჯებს, თან 130 მილიონით. საინვესტიციო პაკეტები არ გვინდა და არ ვამუშავებთ მცურავ საგადასახადო კურსს, რომ მოვიზიდოთ ინვესტორები საქართველოში. რითი ვხვდებით გაზრდილ პანდემიურ პროცესებს? აი, ეს არის პრობლემა. ისევ ინფლაციამდე მივდივართ. რეალურად, ჩვენ ინფლაციას არ ვებრძვით, მას ინერციით მივყვებით. მთავრობის ბალანსზეა არის ქვეყნის ეკონომიკური აქტივების დაახლოებით 60% – მიწები, ძველი ქარხნები, კიდევ რაღაცები… გადასცენ ეს ქონება კონკრეტულ პირებს კონკრეტული საგადასახადო და სხვა პირობებით. უთხრან, შენ ამ ქარხნის შენობას იმ პირობით მოგცემ, თუ 40 მილიონს ჩასდებ, ამა და ამ სახის წარმოებას შექმნი და მოგეცემა ესა და ეს საგადასახადო თუ სხვა სახის შეღავათები. აქამდე რომ ეს ექნათ, ახლა სხვა ვითარება იქნებოდა, ქვეყანას სხვა და სხვა დარგის წარმოება ექნებოდა, ხალხი იქნებოდა დასაქმებული და ამ ხალხს ნორმალური შემოსავალი ექნებოდა, ბიუჯეტში ფული შევიდოდა და აღარც ფულის ბეჭდვა მოუწევდათ. პარლამენტის ტრიბუნიდან გაკეთებული განცხადებების გამო, რომ ჩვენ ინვესტორები გვინდა, აქ არავინ ჩამოვა და ფულს არ ჩადებს ჩვენს ეკონომიკაში. თავად უნდა ჩახვიდე სხვა და სხვა ქვეყნებში, ფონდებში გააკეთო რეკლამა, საერთაშორისო ფორუმებზე უნდა გქონდეს საკუთარი შოუ რუმები. ბოლომდე უნდა ჩაჰყვე ამ საქმეს. ჩვენ გვგონია, რომ რომელიღაც დეპუტატი პარლამენტიდან და ტელევიზიიდან რომ იტყვის, ჩვენთან საინვესტიციო გარემო კარგია და მოდი, ეს გავაკეთოთო, ამას ვიღაც არაბი ბიზნესმენი მოისმენს და ფულით ჩამოვა საქართველოში. ასე არ ხდება. ერთ საკითხსაც მინდა შევეხო. ავიღოთ მსხვილი კომპანიები – „ფეისბუკი“, „ამაზონი“, მსხვილი საერთაშორისო კონცერნები… რატომ მიდიან ჩინეთში და იქ რატომ ხსნიან ქარხნებსა და ფაბრიკებს, წარმომადგენლობებს? იმიტომ, რომ ჩინეთში იაფი მუშახელია და საგადასახადო პოლიტიკა მორგებულია მათზე. საქართველოში იაფი მუშახელი არ არის, ამის ილუზია არავის ჰქონდეს. თან, არაპროფესიონალი მუშახელი გვყავს. ჩინელებს გვირაბი გაყავთ რიკოთზე და პრეტენზიები აქვს ბევრს, ქართველები რატომ არ მუშაობენო. არ იციან და იმიტომ არ მუშაობენ. ჩინელებს წელიწადში მილიარდი დოლარი გააქვთ ამ პატარა ქვეყნიდან. არც ერთი სახელმწიფო არ აღგიქვამს სერიოზულად, ვიდრე არ გეყოლება პროფესიონალი კადრები და არ გექნება კვალიფიკაციური ეკონომიკა. არც ერთი გვაქვს და არც მეორე. ამ დროს, მთელი ამ პროცესის განმავლობაში, ვისმენთ პოლიტიკურ კინკლაობას და ამით, ამ პოლიტიკური შოუებითა და მასკარადებით ხდება ამ უმძიმესი სოციალური და ეკონომიკური ფონის გადაფარვა. ქართველი ხალხი ამ სანახაობას უყურებს და იტანს. მთელი დრამა და ტრაგედია ამაში ის არის, ადამიანები ამ ყოველივეს გრძნობენ და ხედავენ საკუთარ ჯიბეზე, საკუთარ მაცივარში, მაღაზიებში ყოველდღიურად, მაგრამ პოლიტიკური სანახაობები მრავლად არის ამ ქვეყანაში და არავინ სთავაზობს ხალხს რეალურ გამოსავალს. – ხელისუფლების ეკონომიკური ბლოკის ლიდერები, არ აკეთებენ ეკონომიკური კუთხით რეფორმებს თუ ვერ აკეთებენ და კომპეტენცია არ ჰყოფნით? – ალბათ, საქმე გვაქვს ეკონომიკურ დილეტანტიზმთან. ეკონომიკას უყვარს ინოვაციები და ახალი იდეების ტრიალი. შენ თუ არ შეგიძლია, ეკონომიკურად ახალი რაღაც შექმნა და ხარ კლასიკური გაგებით, ტექნოკრატი და ბიუროკრატი, ეკონომიკას ვერ შექმნი. ეკონომიკა ხელოვნებაა და ყოვედღე ახალი უნდა მოიგონო. არაჭარბი, შეზღუდული რესურსები რაციონალურად უნდა გაანაწილო. თუ ამას დინების პრინციპით მიჰყვები და არანაირ ნოუ–ჰაუს არ იგონებ, არა მგონია შენგან და შენი გაკეთებულიდან რაიმე სასიკეთო გამოვიდეს. The post “ადექი და საწვავზე აქციზის გადასახადი გააუქმე, ამით ყველა იმ პროდუქტზე, რომელსაც დისტრიბუცია სჭირდება, ამოვარდება აქციზის 70 თეთრი, ეს შეამცირებს ფასებს” – ოთო აბესაძე appeared first on [/url]. ALIA.GE
-
ანი დვალიშვილი, ალია ყველა სიკეთესთან ერთად, გაზაფხულიდან დაგეგმილია თამბაქოს აქციზზე ფასის კიდევ ერთხელ მომატება. რამდენიმე თვის წინ დავწერეთ, რომ 2022 წლის შემოდგომისთვის, ერთი კოლოფი სიგარეტის ფასი 10 ლარიდან უნდა დაიწყოს და ამისკენ ნელ-ნელა სვლას სწორედ გაზაფხულიდან დავიწყებთ. გარდა იმისა, რომ თამბაქოს მოწევა აიკრძალა ტაქსებსა და კერძო ავტომობილებში (თუ არასრულწლოვანიც ზის), აკრძალვები კიდევ გაგრძელდება და სწორედ, თამბაქოსთან ბრძოლის სახელით, მოუმატებენ აქციზის ღირებულებას, აქაოდა, თქვენს ჯანმრთელობაზე ვზრუნავთო. სინამდვილეში კი ყველამ იცის, რომ ფასის მატებით მწეველთა აბსოლუტური უმრავლესობა თუთუნზე გადადის და ფასის გამო, მოწევას თავს ძალიან ცოტა ადამიანი ანებებს. გაზაფხულის შემდეგ, გეგმის მიხედვით მორიგი მატება მაისის ბოლოს, ან ივნისის დასაწყისში იქნება, ხოლო შემოდგომაზე მთავარი და დამრტყმელი – კოლოფის ფასი მინიმუმ 10 ლარი. რა ხერხს მიმართეს ონლაინ-კაზინოებმა? – “თამაშობენ და ეს ორივე მხარეს აწყობს” The post ერთი კოლოფი სიგარეტის ფასი 10 ლარი გახდება? – “მოუმატებენ აქციზის ღირებულებას, აქაოდა, თქვენს ჯანმრთელობაზე ვზრუნავთო” appeared first on [/url]. ALIA.GE
-
ანი დვალიშვილი, ალია მთელი საქართველოს მასშტაბით, მოიმატა ან წონაში დაიკლო პურმა. ფასის გამო პურის გაყიდვაც შემცირდა, ანუ ადამიანებმა ჭამას მოუკლეს, ანუ ბიუჯეტი ელემენტარულად პურის ძველებურად საყიდლად არ ჰყოფნით, რაც ერთადერთ რამეს ნიშნავს – ერი შიმშილობს! სამწუხაროდ, უკეთესის პერსპექტივა არ ჩანს და იმის გათვალისწინებით, რომ უახლოეს მომავალში ხელისუფლება უცხოურ ინვესტიციას არ ელოდება, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ისევ ფურცელზე იქნება და მოსახლეობა კვლავ ვერაფერს იგრძნობს. ამის ფონზე, სასაცილოდ ჩანს პენსიონერებისთვის მომატებული პენსია, რადგან ის პრაქტიკულად, მომატებულ ფასებსაც კი ვერ აბალანსებს. ყველა სიკეთესთან ერთად, გაზაფხულიდან დაგეგმილია თამბაქოს აქციზზე ფასის კიდევ ერთხელ მომატება. რამდენიმე თვის წინ დავწერეთ, რომ 2022 წლის შემოდგომისთვის, ერთი კოლოფი სიგარეტის ფასი 10 ლარიდან უნდა დაიწყოს და ამისკენ ნელ-ნელა სვლას სწორედ გაზაფხულიდან დავიწყებთ. გარდა იმისა, რომ თამბაქოს მოწევა აიკრძალა ტაქსებსა და კერძო ავტომობილებში (თუ არასრულწლოვანიც ზის), აკრძალვები კიდევ გაგრძელდება და სწორედ, თამბაქოსთან ბრძოლის სახელით, მოუმატებენ აქციზის ღირებულებას, აქაოდა, თქვენს ჯანმრთელობაზე ვზრუნავთო. სინამდვილეში კი ყველამ იცის, რომ ფასის მატებით მწეველთა აბსოლუტური უმრავლესობა თუთუნზე გადადის და ფასის გამო, მოწევას თავს ძალიან ცოტა ადამიანი ანებებს. გაზაფხულის შემდეგ, გეგმის მიხედვით მორიგი მატება მაისის ბოლოს, ან ივნისის დასაწყისში იქნება, ხოლო შემოდგომაზე მთავარი და დამრტყმელი – კოლოფის ფასი მინიმუმ 10 ლარი. ნამდვილად ვერ გეტყვით, რის იმედად არის 2022 წელს ხელისუფლება, რადგან წელი ახლა დაიწყო და ამ გათვლებითაც კი, წლის ბოლოს სერიოზული დეფიციტი გველოდება. ახლა არ დავიწყებთ იმაზე საუბარს, რომ საგარეო ვალმა 33 მილიარდ ლარს მიუკაკუნა, რაც საქართველოს თითქმის ორი წლის ბიუჯეტია და მეტის აღების უფლება უბრალოდ არ გვაქვს. წლის ბოლოს პენსიების და ხელფასების დარიგების პრობლემა შეიქმნება და ეს რომ არ მოხდეს, ქვეყანაში მინიმალური ოდენობის უცხოური ინვესტიცია მაინც უნდა შემოვიდეს. ჰოდა, როგორც წინა წელს გითხარით, ეს „მინიმალური ოდენობა“ ბიძინა ივანიშვილის მიერ განხორციელებული მორიგი ინვესტიცია იქნება, თუმცა გრძელვადიანი საშველი ესეც არ არის. რაც ყველაზე საინტერესოა, წლიურად საგარეო ვალი საერთოდ რომ აღარ ავიღოთ და ყოველ თვე 300 მილიონი ვიხადოთ (ჰო, ყოველ თვე), საგარეო ვალის დაფარვას თითქმის მომავალ 10 წელს მოვანდომებთ. არადა, საგარეო ვალის გარეშე უახლოესი წლები რომ ვერ გავძლებთ, ადვილი მისახვედრია და სწორედ ამიტომ, გრძელვადიაან პერსპექტივაში საშველი უბრალოდ არ ჩანს. პ.ს. პარადოქსია, მააგრამ ფაქტია – საქართველოს საგარეო ვალი 32.6 მილიარდია, ანუ ზუსტად იმდენი, რამდენიც… 2021 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვა იყო. “ნახევარ ლიტრიან შუშის ბოთლ ლიმონათზე ფასის მატება 14-15 თეთრით მოგვიწევს…” – რას უყვებიან “ალიას” The post შიმშილი და სიღატაკე – რა „პერსპექტივა“ გვაქვს 1-ლი თებერვლიდან appeared first on [/url]. ALIA.GE
-
ანი დვალიშვილი, ალია ოფიციალური მონაცემებით, რეგიონში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2021 წლის მონაცემებით, საქართველოს აქვს. როგორც ეკონომიკის მინისტრმა თქვა, ეს მაჩვენებელი ორნიშნაა და 10.7%-ს უტოლდება, ანუ ჩვენი ეკონომიკა ფურცელზე წინ მიდის. ჰო, სწორედ რომ ფურცელზე, რადგან რეალურად, ეკონომიკურ ზრდას მოსახლეობა ვერანაირად ვერ გრძნობს და რაც მთავარია, ფასების მატება პრაქტიკულად, ყოველკვირეულ რეჟიმში გრძელდება. დაზუსტებული ინფორმაციით, შეგვიძლია გითხრათ, რომ 1-ლი თებერვლიდან ფასი ისევ მოიმატებს მინერალურ და გაზიან სასმელებზე. ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და არ შეიცვლება, რადგან ახალი წლებისა და ასე თუ ისე, მაღალი გაყიდვების მიუხედავად, კომპანიები ფიზიკურად ვერ ახერხებენ პროდუქცია იმავე ფასში გაყიდონ. საუბარი არ არის ლაარის ინფლაციაზე, ეროვნული ვალუტა ლამის ერთი თვეა, უმნიშვნელოდ მყარდება და უფასურდება. საქმე ის გახლავთ, რომ კომერციული სექტორისთვის გაზრდილი აირისა და ელექტროენერგიის გადასახადი, უკვე გაყიდული ჯივიპი და შესაბამისად, კომერციული სექტორისთვის გაზრდილი ფასები, მათ მძიმე ტვირთად აწევთ. „ნახევარ ლიტრიან შუშის ბოთლ ლიმონათზე ფასის მატება 14-15 თეთრით მოგვიწევს. ეს იცით, რას ნიშნავს? რესტორანი იძულებული გახდება, ფასი მინიმუმ 50 თეთრით გაზარდოს და ისედაც მცირე კლიენტი კიდევ უფრო შემცირდება. რესტორნების უდიდესი ნაწილი ზარალზე მუშაობს, მწვანე პასპორტების შემოღებამ, ეს სექტორი პრაქტიკულად, მოკლა და თუ აღნიშნული მდგომარეობა კიდევ ერთი წელი გაგრძელდება, ამას ვერც ერთი, ვიმეორებ, ვერც ერთი რესტორანი ფიზიკურად ვერ გაუძლებს. სახელმწიფო არანაირ შეღავათზე არ ფიქრობს, იმიტომ, რომ ამის რესურსი ფიზიკურად არ გააჩნია და ასეთ პირობებში, სარესტორნო ბიზნესი უბრალოდ მოკვდება, აღარ იარსებებს და შემდეგ ყველას ნულიდან მოუწევს დაწყება, რამდენს ექნება ნულიდან დასაწყები რესურსი, ცალკე თემაა“, – გვითხრა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე (თუ ყველაზე არა) წარმატებული მინერალური წ####ბისა და გამაგრილებელი სასმელების კომპანიის ხელმძღვანელმა. რესტორნების მუშაობას რამდენიმე სფერო იყო მიბმული. ვერ მუშაობენ ის მცირე ფერმერები, რომლებიც კონკრეტულ რესტორნებს სახაჭაპურე ყველს და სულგუნს აწვდიდნენ, რომლებიც საქონლისა და ღორის ხორცით ამარაგებდნენ. თავად განსაჯეთ, რესტორნები, რომლებიც კვირაში 3 ათას ბოთლ ლიმონათზე მეტს ყიდდნენ, დღეის მდგომარეობით, 250-300 ბოთლამდე არიან ჩამოსული, ანუ გამოდის, რომ რესტორანი დღეში 40-45 ბოთლ ლიმონათზე მეტს ვერ ყიდის, რაც კატასტროფული შედეგია. იგივე ითქმის სხვა პროდუქტებზეც და ყველამ იცის, რომ რესტორნები ძირითადად ადგილობრივი პროდუქტიც გამსაღებლები იყვნენ, ახლა კი… The post “ნახევარ ლიტრიან შუშის ბოთლ ლიმონათზე ფასის მატება 14-15 თეთრით მოგვიწევს…” – რას უყვებიან “ალიას” appeared first on [/url]. ALIA.GE
-
„მკაცრი შეზღუდვები, მკაცრი ჩაკეტვები, ტრანსპორტის აკრძალვა და მსგავსი ჯერჯერობით არ განიხილება“, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ თუ ქვეყანაში საჭირო გახდა რაიმე სახის მინიმალური რეგულაციის დაწესება, ეს შესაძლოა იყოს მაგალითად სარესტორნე სივრცეებთან დაკავშირებით. კულუმბეგოვის თქმით, თუ პირბადის ტარების მაჩვენებელს 80%-მდე გავზრდით, მინიმალური შეზღუდვების დაწესებაც არ გახდება საჭირო. „ჯერჯერობით მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში პანდემია არ იმართება ისე, როგორც იმართებოდა 2020 წლის დასაწყისში. ანუ მკაცრი შეზღუდვები, მკაცრი ჩაკეტვები, ტრანსპორტის აკრძალვა და მსგავსი ჯერჯერობით არ განიხილება. დანარჩენი, როდესაც დატვირთვა იმატებს, ამის პარალელურად და იმის ბალანსირებით რომ ბიზნესის ნაკლები დაზარალება იყოს, რასაკვირველია, რაღაც ტიპის ღონისძიებები შეიძლება ჩვენ დაგვჭირდეს. თუმცა თუ ჩვენ მოსახლეობის ავწევთ პირბადის სწორ გამოყენებას 80%-მდე, ჩვენ საერთოდ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ მსგავსი ტიპის მინიმალური შეზღუდვების დაწესება იგივე სარესტორნე სივრცისთვის და ა.შ“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა. The post კულუმბეგოვი: მკაცრი ჩაკეტვები, ტრანსპორტის აკრძალვა ჯერჯერობით არ განიხილება appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
ვაქცინირებული პირებისთვის იზოლაციისა და კარანტინის ვადები მცირდება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ახალი წესები ძალაში ორშაბათიდან შევა. ასევე, გაბუნიამ განმარტა, რა ცვლილებები შედის იზოლაციისა და კარანტინის ვადებში აცრილი პირებისთვის: „ბოლო პერიოდში გახდა შესაძლებელი, რომ შემცირდეს იზოლაცია-კარანტინისთვის დაწესებული დღეები. ვადები ასე განისაზღვრა – ასიმპტომური მსუბუქი შემთხვევებისთვის ეს იქნება 8 დღეს, ასევე სიმპტომების ალაგებიდან გასული უნდა იყოს სულ მცირე 24 საათი და იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო 5 დღის განმავლობაში რეკომენდებულია მკაცრად ნიღბის ტარება. საშუალო და მძიმე შემთხვევებისთვის მინიმუმ 10 დღეა განსაზღვრული და სახეზე უნდა იყოს მდგომარეობის მკვეთრი გაუმჯობესება ბოლო 24 საათში და იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო 5 დღე აუცილებელია მკაცრად ნიღბის გამოყენება. რაც შეეხება კონტაქტებს, ამ შემთხვევაშიც მცირდება ვადები. თუ ეს არის კონტაქტი, რომელიც არის ვაქცინირებული, ამ დოზების მიღებიდან 90 დღის ვადაში მათ კარანტინის ვადა ეხსნებათ და ასევე პირებს კოვიდ ინფექციის გადატანიდან 60 დღის მანძილზე ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაციის პირობებში კონტაქტიდან 10 დღის შემდეგ შეუძლიათ აღარ იყვნენ კარანტინში. რაც შეეხება არავაქცინირებულ პირებს აქ კვლავ რჩება რეკომენდაცია კონტაქტის შემდეგ 8 დღის განმავლობაში კარანტინში ყოფნა და 9-12 დღის გამავლობაში ნიღბის გამოყენება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ. The post ვაქცინირებული პირებისთვის იზოლაციისა და კარანტინის ვადები მცირდება appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
თბილისის ინფექციური კლინიკის დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კორონავირუსით გარდაცვლილ პირთა სტატისტიკა გაყალბდა. ცერცვაძე ფაქტს უარყოფს და ამბობს, რომ შეუძლებელია სტატისტიკის გაყალბება მაშინ, როდესაც ამდენი დაინტერესებულია პირია „ჩასაფრებული“. მისი თქმით, შესაძლოა, მონაცემების გადაცემა ერთი დღით დაგვიანდეს, თუმცა მეორე დრეს აღნიშნულის გასწორება ხდება. „ერთი შემთხვევაც კი არ ყალბდება სიკვდილიანობის გადაცემის. ვინ გვაპატიებს ამას, როდესაც ამდენი დაინტერესებული პირია ჩასაფრებული. მე პირიქით გეტყვით, ზოგჯერ სწორედ იმიტომ, რომ ვინმემ ბრალი არ დაგვდოს არაგამჭვირვალობაში, იმ შემთხვევაში კი როდესაც შესაძლებელია და სხვა ქვეყნებიც აკეთებენ ამას, რომ სიკვდილის მიზეზად კოვიდი არ დაიწეროს, მაინც მივდივართ პატიოსანი გზით და სიკვდილის მიზეზად იწერება კოვიდი. შაბა-კვირაა, ზოგჯერ გადაცემა იგვიანებს, მაგრამ გარწმუნებთ, არავითარ შემთხვევაში არ ხდება გაყალბება. შეიძლება ერთი დღით გვიან გადაიცეს, მაგრამ ეს მეორე დღეს აუცილებლად გასწორდება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. The post გაყალბდა თუ არა კოვიდსიკვდილიანობის სტატისტიკა – თენგიზ ცერცვაძის განცხადება appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, იგეგმება თუ არა ეპიდვითარების ფონზე რეგულაციების გამკაცრება. როგორც გაბუნია ამბობს, ამ ეტაპზე არც ჯანდაცვის სამინისტროს და არც სპეციალისტების მხრიდან შეზღუდვების გამკაცრებაზე საუბარი არ ყოფილა. „რეგულაციების გამკაცრებაზე დღეს სპეციალისტების მხრიდან საუბარი არ ყოფილა, თუმცა საუბარი იყო რეგულაციების აღსრულების მნიშვნელობაზე მათ შორის სამთო კურორტებზე და იქ სადაც ეს რეგულაციები უკვე დაწესებულია განსაკუთრებით პირბადის გამოყენებაზე. მნიშვნელოვანია, რომ ვისაც პასუხისმგებლობა ეკისრება ამ მიმართულებით, თავისი წილი პასუხისმგებლობა გაიზიაროს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ. The post მინისტრის მოადგილე განმარტავს, იგეგმება თუ არა რეგულაციების გამკაცრება appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, არსებობს მზაობა იმისა, რომ სკოლებში სასწავლო პროცესი კვლავ საკლასო ოთახებში განახლდეს. მისი თქმით, აუცილებელია, რომ სკოლების შიდა სივრცეებში რეგულაციების დაცვა მოხერხდეს და სიმპტომების შემთხვევაში პერსონალი ან მოსწავლე სკოლაში არ მივიდეს. „სკოლებმა რამდენიმე ეტაპი გაიარეს კოვიდპანდემიის პროცესში. სკოლების შიდა მზაობა არის საკმაოდ მაღალი იმისთვის, რომ მათ ადგილზე უზრუნველყონ სწავლება. რა თქმა უნდა, იმატებს შანსი იმისი, რომ ახალგაზრდებში, მათ შორის მოსწავლეებში შესაძლოა მოხდეს შემთხვევების სწრაფი გავრცელება, აქ გამოსავალი არის პერსონალისა და მასწავლებლების ვაქცინაცია. სკოლებში ვაქცინაციის მაჩვენებელი არის მაღალი, თუმცა მეტია საჭირო. რაც მთავარია, თუ ადამიანს აქვს სიმპტომი, ის არცერთ შემთხვევაში არ უნდა დაესწროს საკლასო გარემოში სწავლების პროცესს და უნდა დარჩეს სახლში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ. The post რა ფორმით გაგრძელდება სკოლებში სწავლა appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, სავალდებულო ვაქცინაციის საკითხს იმუნიზაციის საბჭო ამ ეტაპზე არ განიხილავს. მისი თქმით, მოქალაქეებმა აცრის გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღონ. „რა თქმა უნდა, სიტუაცია არის საკმაოდ რთული და ამ პირობებში, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ვაქცინაცია არის ხსნა, თუმცა ჩვენ ვაქცინაციის პროგრამას გავაგრძელებთ კვლავაც წამახალისებელი მექანიზმების გამოყენებით. ეს იქნება წახალისება 50 წლის ზემოთ პირებისთვის. სავალდებულო ვაქცინაცია იმისთვის, რომ გარკვეული ვალდებულება დავაწესოთ მოსახლეობისთვის, ასეთი არც სპეციალისტებს დაუყენებია და არც ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია არ არის ამგვარი. ვფიქრობთ, ის რესურსები რომელიც დღეს არსებობს მათ შორის ფინანსური წახალისების სახით, რამაც საკმაოდ თვალსაჩინო შედეგი მოგვცა, იქნება ისევ ის ბერკეტი, რომელსაც გამოვიყენებთ, საჭირო იქნება ისევ ამის მეტად გაფართოება, გაიტენსიურება, მაგრამ ისევ მოქალაქის გადაწყვეტილებით უნდა მოხდეს ვაქცინაციაში ჩართვა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ. The post გახდება თუ არა ვაქცინაცია სავალდებულო appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი მცველი გარი ნევილი პოლიტიკაში მიდის. ის ერთ-ერთ მთავარ ბრიტანულ პოლიტიკურ ძალას – “ლეიბორისტულ პარტიას” შეუერთდა და 2024 წელს დაგეგმილ მანჩესტერის მერის არჩევნებშიც აპირებს საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას. ნევილმა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, “კონსერვატიული პარტიის” ხელმძღვანელი ბორის ჯონსონი გააკრიტიკა და მას ყველაზე ცუდი ტიპის ლიდერი უწოდა. შეგახსენებთ, რომ გარი ნევილი 1992-დან 2011 წლამდე “მანჩესტერ იუნაიტედის” ღირსებას იცავდა. მან “წითელ ეშმაკებთან” ერთად რვაჯერ მოიგო ინგლისის ჩემპიონატი, სამჯერ ქვეყნის თასს დაეუფლა, ორჯერ კი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა. ის ბოლო პერიოდში “სქაი სპორტსის” ექსპერტად მუშაობდა. The post გარი ნევილი ლეიბორისტებს შეუერთდა და მერობის პოსტისთვის იბრძოლებს appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ რუსთავის მე-12 ციხეში საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. როგორც კორძაიამ შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, ექს-პრეზიდენტი მხნედ არის. „ის არის შინაგანად და პოლიტიკურად ძალიან მხნედ და მთხოვა გადმომეცა საქართველოს ყველა მასწავლებლისთვის, ყველა სოციალური მუშაკისთვის, რომ ამ ქვეყანაში ყველა მოქალაქისთვის, რომელიც დასაქმებულია, მაგრამ არ აქვს სათანადო ანაზღაურება და განიცდიან სოციალურ პრობლემებს, უცხადებს მხარდაჭერას ციხიდანაც კი და მზად არის იბრძოლოს მათთვის ყველა მეთოდით“, – განაცხადა თამარ კორძაიამ. მანვე თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი მზად არის, ქვეყნის მომავალი კეთილდღეობისთვის ყველა პოლიტიკური ძალასა და პოლიტიკურ პირთან ითანამშრომლოს. The post თამარ კორძაია – მიხეილ სააკაშვილი შინაგანად და პოლიტიკურად მხნედ არის appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
1 დოლარი ხვალ 3.0775 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ფასი 3.0866 ლარს შეადგენდა. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0091 ლარი შეადგინა. ახალ ოფიციალურ გაცვლით კურსს საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს. სებ-ის მონაცემებით, ხვალ 1 ევრო 3.5268 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ფასი 3.5376 ლარს უტოლდებოდა. კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებით 0.0108 ლარი შეადგინა. The post ლარი დოლარსა და ევროსთან მიმართებაში გამყარდა appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
„ე.წ. ფეიკინფორმაციის გავრცელებას იმ დონის მაღალი გავლენა აქვს, რომ შენი ამდენი ნაღვაწი, ნაშრომი შეიძლება ჩამოინგრეს“, – ამის შესახებ ცესკოს მოქმედმა თავმჯდომარემ და თავმჯდომარეობის კანდიდატმა, გიორგი კალანდარიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გასაუბრებისას განაცხადა. მისი თქმით, მთავარი პრობლემა ქვეყანაში საარჩევნო პროცესზე დეზინფორმაციის გავლენაა. „ავამუშავეთ მექანიზმი, რომლის ფარგლებში ცენტრის თანამშრომლები მედიამონიტორინგს, ინფორმაციის ანალიზს და მასზე დროულ რეაგირებას ახორციელებენ. გადამზადდა მედიამონიტორების ჯგუფი. ერთ-ერთი პირველი საჯარო უწყება ვართ, რომელმაც ასეთი ტიპის მექანიზმი გამოიყენა იმისთვის, რომ დაიცვას ინსტიტუცია და ამომრჩეველი არასწორი აღქმების ჩამოყალიბებისგან, რასაც არასწორი ინფორმაციის გავრცელება იწვევს. ინსტიტუციის დაზიანება საარჩევნო პროცესს აზიანებს“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა. The post ცესკოს თავმჯდომარე: ფეიკინფორმაციის გავრცელებას იმ დონის გავლენა აქვს, რომ შენი ნაღვაწი შეიძლება ჩამოინგრეს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ. „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სააგენტოების ჯგუფი საქართველოში სინანულს გამოთქვამს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო. 2022 წლის 13 იანვარს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ახალ კანონს, რომლითაც უქმდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და იქმნება ორი ცალკეული ინსტიტუტი: სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური. განსაკუთრებით შეშფოთებულნი ვართ, რომ გადაწყვეტილება საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სანდო, დამოუკიდებელი და ავტორიტეტული ინსტიტუტის, რომელიც უფლებამოსილია გამოიძიოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩადენილი ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევები და უზრუნველყოს პერსონალური მონაცემების დაცვის ზედამხედველობა, მიღებულ იქნა დაჩქარებული წესით და ინკლუზიური და გამჭვირვალე დისკუსიების გამართვის გარეშე. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესაბამისი საფუძვლისა და სახელმწიფო ინსპექტორისთვის ექვსწლიანი მანდატის ჩამორთმევის აუცილებლობის დამაჯერებელი დასაბუთების არარსებობა შემაშინებელი გზავნილია ადამიანის უფლებათა დამცველ დამოუკიდებელ ინსტიტუტების მიმართ. შეშფოთებულნი ვართ, რომ ახლადშექმნილი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მანდატში შემავალი დანაშაულების სიის არსებითი გაფართოება იწვევს უწყების გადატვირთვის სერიოზულ რისკს და მისი გუნდის ყურადღების გადატანას მისი ძირითადი მანდატის შესრულების – დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლისაგან. ვიხსენებთ, საქართველოში მისიის დროს (2015), გაეროს სპეციალური მომხსენებლის მიერ გაცემულ რეკომენდაციას წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის შესახებ, რომელშიც გამოთქმულია შეშფოთება რომ არსებობს რისკი, რომ ზედმეტად ფართო იურისდიქციამ, იქნება ეს ექსკლუზიური თუ დისკრეციული, შესაძლოა [სახელმწიფო ინსპექტორის] ამოცანა მეტისმეტად გაართულოს [თუკი] … სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩადენილი დანაშაულები, რომლებიც არ შედიან წამების ან სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის ძირითად ჯგუფში… [მისი მანდატის ფარგლებში შევა]“. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გამოითხოვოს შესაბამისი საერთაშორისო ინსტიტუტების მოსაზრება ამ გადაწყვეტილებების საერთაშორისო სტანდარტებთან თანხვედრის შესახებ”, – აღნიშნულია განცხადებაში. The post გაერო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გამო შეშფოთებულია appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
ბაკურიანს ექნება იმის შესაძლებლობა, რომ წლების განმავლობაში გაახანგრძლივოს სეზონი და უფრო ეფექტურად მოახდინოს კურორტზე სამზადისი უშუალოდ ზამთრის სეზონისთვის, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა. „უკიდურესად საამაყოა, რომ საქართველო მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს. განსაკუთრებით გამოსაკვეთია ის, რომ ბაკურიანი იქნება მასპინძელი, როგორც სამთო-სათხილამურო კურორტი. ჩვენ მიმდინარე წლის თებერვალსა და მარტში გვექნება სატესტო შეჯიბრებების მასპინძლობა, რის ფარგლებშიც ჩამოვლენ მსოფლიო დონის მოთხილამურეები. უკვე მოვამზადეთ არაერთი ინფრასტრუქტურა, რომ საქართველო ღირსეულად დახვდეს თუნდაც სატესტო შეჯიბრებებს. სამი ახალი საბაგირო აშენდა, გაკეთდა ახალი სათხილამურო ტრასები. მოგახსენებთ, რომ უკვე კულმინაციურ 2023 წლისთვის, როდესაც საქართველოში მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება, ჩვენ მზად გვექნება ხელოვნური ტბები და […] REZONANSI
-
შეხვედრის მთავარი თემა გახლდათ „ომიკრონის“ ტალღისთვის მოსამზადებელი სამუშაოები, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო და კლინიკური სექტორი ახორციელებს. აქცენტი გაკეთდა ჯანდაცვის სექტორის მზაობაზე, მათ შორის პირველადი ჯანდაცვის სექტორის მობილიზებაზე, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარე გაბუნიამ უწყებაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ. მისი თქმით, კლინიკური და ჰოსპიტალური სექტორი „ომიკრონის“ ტალღისთვის გასამკლავებლად მზად არის. „მოგეხსენებათ, პირველადი ჯანდაცვა მობილიზებულია ონლაინკლინიკებით. დღეისთვის აქტიურია 62 ონლაინკლინიკა, ამას მომდევნო კვირიდან დაემატება 40 ონლაინკლინიკა ახალი და სრულად გაიშლება პირველადი ჯანდაცვის ქსელში კოვიდის მართვის შესაძლებლობა. რაც შეეხება ჰოსპიტალურ სექტორს, მობილიზებული დარჩება 8 ათასამდე საწოლი, რაც არის საკმარისი საწოლფონდი, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს მზარდი შემთხვევების პირობებში გავუმკლავდეთ ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვას. დღეს ჰოსპიტალური სექტორი […] REZONANSI
-
იმატებს იმის შანსი, რომ ახალგაზრდებში, მათ შორის, მოსწავლეებშიც მოხდეს შემთხვევების სწრაფი გავრცელება – გამოსავალი არის მასწავლებლების და სხვა პერსონალის ვაქცინაცია,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისივე თქმით, პანდემიის პირობებში სკოლა არის ის გარემო, რომელსაც ყველაზე გვიან უნდა შეეხოს შეზღუდვები. „სკოლებმა რამდენიმე ეტაპი გაიარეს კოვიდ-პანდემიის პროცესში, მზარდი ტალღის პირობებში. სკოლების შიდა მზაობა არის საკმაოდ მაღალი იმისთვის, რომ მათ ადგილზე უზრუნველყონ რეაგირება. რა თქმა უნდა, იმატებს შანსი იმის, რომ ახალგაზრდებში, მათ შორის, მოსწავლეებშიც მოხდეს შემთხვევების სწრაფი გავრცელება. აქ გამოსავალი ისევ არის ბუნებრივია, მასწავლებლების და სხვა პერსონალის ვაქცინაცია. სკოლებში ვაქცინაციის მაჩვენებელი არის მაღალი, მაგრამ მეტია საჭირო, რომ თითქმის 100 პროცენტამდე მივიდეს […] REZONANSI
-
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ორშაბათიდან ვაქცინირებული პირებისთვის იზოლაციისა და კარანტინის ვადები მცირდება. როგორც გაბუნიამ ჯანდაცვის სამინისტროში ექსპერტებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, იზოლაცია-კარანტინის ვადები სხვადასხვა იქნება ვაქცინირებული, არავაქცინირებული და კოვიდგადატანილი პირებისთვის. „მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში გახდა შესაძლებელი და საერთაშორისო რეკომენდაციები გამოიცა იმასთან დაკავშირებით, რომ შემცირდეს იზოლაცია-კარანტინისთვის დაწესებული ვადები. ვადები ასეთი განისაზღვრა: ასიმპტომური-მსუბუქი შემთხვევებისთვის ეს იქნება 8 დღე, ამასთან სიმპტომების ალაგებიდან გასული უნდა იყოს სულ მცირე 24 საათი და იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო 5 დღის მანძილზე მკაცრად არის რეკომენდებული ნიღბის ტარება. საშუალო და მძიმედ მიმდინარე შემთხვევებისთვის ვადა არის მინიმუმ 10 დღე, სახეზე უნდა იყოს მკვეთრად გაუმჯობესების დინამიკა უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში და აქაც […] REZONANSI
-
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, „3+3“ ფორმატში საქართველოს ჩართვა მას არ ავალდებულებს პოლიტიკური პოზიციების შეცვლას. ამის შესახებ დიპლომატმა 2021 წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე თქვა. „შეიძლება, შევთანხმდეთ, რომ ამ ფორმატში განვიხილავთ მხოლოდ ისეთ თემებს, რომლებიც ყველა მონაწილეს აინტერესებს. მოსკოვს არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა თბილისთან, ამიტომ, ნაკლებია შესაძლებლობა, ავხსნათ ამ ფორმის უპირატესობები. ჩვენ მივმართეთ ჩვენს თურქ მეგობრებს, აზერბაიჯანელ მეგობრებს, სომხეთს თხოვნით, რომ მათ მაინც აუხსნან ჩვენს ქართველ მეზობლებს ამ ფორმატში გაწევრიანების სარგებელი მათთვის და თითოეული ჩვენგანისთვის. ასეთი გაწევრიანება პოლიტკური პოზიციების კუთხით მათ არაფერს ავალდებულებს“, – ხაზგასმით აღნიშნა ლავროვმა. მინისტრის თქმით, “3+3” ფორმატში წინაპირობების გარეშე გაწევრიანება საქართველოს ინტერესებშია. REZONANSI
-
პორტუგალიელი ნახევარმცველი ლუიშ ნანი კარიერას დიდი ალბათობით იტალიაში გააგრძელებს. იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იუწყება, რომ 35 წლის ფეხბურთელით სერია A-ს ბინადარი “ვენეცია” არის დაინტერესებული. მეტიც, ნანიმ დღეს სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს. მის მიმართ ინტერესს იჩენენ “ჯენოა” და “ბოლონიაც”. პორტუგალიელი გარემარბი დღესდღეობით თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს. ლუიშ ნანის იტალიაში თამაშის გამოცდილება აქვს. ის 2017-2018 წლების სეზონში იჯარის წესით რომის “ლაციოს” ღირსებას იცავდა. ლუიშ ნანი უკანასკნელად MLS-ის ბინადარ “ორლანდოში” თამაშობდა. მან 88 მატჩში 31 გოლი და 25 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. The post ლუიშ ნანი იტალიაში ბრუნდება appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article