
planeta.ge
პლანეტელი-
პოსტები
3.681 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planeta.ge
-
გიგა ჭიკაძეს კარიერაში 4 თიაქარი, ორივე მენისკი, ყველაფრის “მრავალჯერადი” მოტეხილობა, იდაყვები, კოჭები, ლავიწები, ნეკნები, ცხვირი, პახის ჰერნია, ბიცეფსების გაგლეჯა, მყესების გაგლეჯა, კინთლების გაგლეჯა, სმენის დაქვეითება 25%-ით და სხვა ტრავმები აქვს მიღებული. გუშინ ჭიკაძემ კელვინ კატართან მძიმე ბრძოლა ჩაატარა და სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. ამ დროის განმავლობაში კი მასთან ყველაზე ახლოს და ყველაზე მეტად მისი ცოლი, თამუნა გაზაშვილი გულშემატკივრობდა. ადვილი არ არის მებრძოლის ცოლი იყო. “ყველაფერს რასაც ვაკეთებდი, ყოველთვის მქონდა მხარდამჭერა 1 გოგოსგან, რომელიც 14 წლის ასაკში ვნახე და ეს გოგო შემდეგ ჩემი ცოლი გახდა, ჩემი ყველაზე დიდი მხარდამჭერი. ამ გოგოს ჰქონდა თავისი ოცნება, თავისი სამსხური, კარიერა. მან მე ყველაფერი მომცა, მას ჩემი სჯეროდა. როგორ, როგორ შემიძლია დავუბრუნო მას, როცა ყველაფერს ერთად გავივლით. ჩემი სიცოცხლეა”, – თქვა ჭიკაძემ. კატართან ბრძოლის შემდეგ თამუნას პოსტი სოციალურ ქსელში. http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/01/Screen-Shot-2022-01-17-at-1.21.53-PM.png http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/01/daaaa.jpeg http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/01/chiaa-751x1024.jpeg http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/01/82796726_105557627578045_3146520902449186858_n-819x1024.jpg The post ვინ არის გიგა ჭიკაძის ყველაზე დიდი გულშემატკივარი? – თამუნა გაზაშვილი! appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და პირველადი ინფორმაციით, ეს არის უბედური შემთხვევა. ჩემი თხოვნა იქნება, რომ გამოძიების შედეგებს დაველოდოთ და ნუ დავაკავშირებთ ამას დევნილების პრობლემასთან, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა თბილისის ზღვაზე მდებარე სანატორიუმ „ქართლის“ შენობიდან ერთ-ერთი დევნილი მამაკაცის გადმოხტომისა და გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა. მან გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა და განმარტა, რომ სამინისტრო დევნილების განსახლების საკითხზე მუშაობს და არსებული გეგმის თანახმად, მომდევნო 3 წლის განმავლობაში 13 ათას დევნილი იქნება ბინით უზრუნველყოფილი. „პირველ რიგში, მივუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს, ვერ დაგეთანხმებით, რომ ეს რამე კავშირში შეიძლება იყოს წინა დღეებში განვითარებულ მოვლენებთან. ეს არის უბედური შემთხვევა, […] REZONANSI
-
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღეს გაიხსნა თურქეთის ბაზარი, საიდანაც საქართველოში მაღალი ხარისხის, თუმცა დაბალი ფასის მქონე მედიკამენტები უნდა შემოვიდეს. პრემიერის თქმით, შესაბამის განკარგულებას დღეს მოეწერა ხელი. ამასთანავე, როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ეს გადაწყვეტილება ძალიან სწრაფად გააიაფებს მედიკამენტებს საქართველოში. https://interpost.ge/wp-content/uploads/2022/01/mivigheth-gadatsqhvetileba-da-dzalashi-shevida-dgheidan-irakli-ghar.mp4 The post “მივიღეთ გადაწყვეტილება და ძალაში შევიდა დღეიდან” – ირაკლი ღარიბაშვილი მედიკამენტებზე appeared first on InterPost.ge. View the full article
-
საქართველოს მასშტაბით სკოლებში სასწავლო პროცესი დღეიდან განახლდა. როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, ამისათვის საქართველოს ყველა საჯარო და კერძო სკოლა სრულ მზადყოფნაშია. უწყებაში აღნიშნავენ, მშობლებს კვლავ აქვთ შესაძლებლობა, აირჩიონ დისტანციური სწავლების ფორმა, ხოლო რისკჯგუფის მასწავლებლებს, სურვილის შემთხვევაში შეეძლებათ, გაკვეთილები დისტანციურად ჩაატარონ. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე პედაგოგთა და სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73 პროცენტია ვაქცინირებული. „მოსწავლეთა, მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა უსაფრთხოებისთვის და ნებისმიერი სხვა რისკის თავიდან ასაცილებლად სკოლებში ზედმიწევნით იქნება დაცული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ყველა რეკომენდაცია. კოვიდვირუსის გამოვლენის შემთხვევაში კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები გაგრძელდება. დასწრებული სწავლების შემთხვევაში, მოსწავლეები I-XII კლასების ჩათვლით, ვალდებული იქნებიან ატარონ პირბადე, სახელმწიფო კი კვლავ უზრუნველყოფს მასწავლებელთა სავალდებულო ტესტირებას“, – […] REZONANSI
-
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის გადასახადს დაუსუფსიდირებს. ამის შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. “ჩვენი გადაწყვეტილებით, მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს, დაახლოებით მილიონ ადამიანს, დავუსუფსიდირებთ ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდს. ეს შეეხება მიზნობრივ ჯგუფებს – 150 000 და ნაკლები ქულის მქონე მოსახლეობას. აღნიშნული პროგრამა გვქონდა პანდემიის დაწყების დღიდან, გრძელდებოდა ორი წელი და ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული პროგრამა გავაგრძელოთ და მოსახლეობის იმ ფენას, ვინც ყველაზე მეტად გაჭირვებულია, დავუსუფსიდიროთ ელექტროენერგიის ნაზარდი”, – აცხადებს ღარიბაშვილი. ღარიბაშვილის თქმით, პროგრამა იანვრიდან ამოქმედეება და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. ელექტროენერგიის ტარიფის სუფსიდირება. The post მთავრობა მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდს აუნაზღაურებს appeared first on InterPost.ge. View the full article
-
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღეს გაიხსნა თურქეთის ბაზარი, საიდანაც საქართველოში მაღალი ხარისხის, თუმცა დაბალი ფასის მქონე მედიკამენტები უნდა შემოვიდეს. პრემიერის თქმით, შესაბამის განკარგულებას დღეს მოეწერა ხელი. ამასთანავე, როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ეს გადაწყვეტილება ძალიან სწრაფად გააიაფებს მედიკამენტებს საქართველოში. „ჩვენ დღეს მოვაწერეთ მთავრობის განკარგულებას ხელი, შესაბამისად გაიხსნა უკვე თურქეთის ბაზარი და თურქეთიდან შემოვა მაღალი ხარისხის GMP სტანდარტის შესაბამისი მედიკამენტები. მოგეხსენებათ, რომ მე ამის თაობაზე ღიად ვისაუბრე, საგრძნობლად დიდია სხვაობა ფასებს შორის, ყველაზე მოთხოვნადი წამლები ჩვენთან თუ ღირს, პირობითად, 10 ლარი, თურქეთში ღირს 1-2 ლარი. ამიტომ არავითარი არგუმენტი იმისა, რატომ არ უნდა ყოფილიყო გახსნილი თურქეთის ბაზარი, არ არსებობს, ვერ მოვისმინე. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება […] REZONANSI
-
მიზნობრივ ჯგუფებს ელექტროენერგიის გადასახადი დაუსუბსიდირდებათ-ამის შესახებ განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა. მისი თქმით, პროგრამა იანვრიდან ამოქმედდება და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება . ელექტროენერგიის სუბსიდიით მოსახლეობის ის ფენა ისარგებლებს, რომელიც ყველაზე მეტად გაჭირვებულია.”მივიღეთ გადაწყვეტილება რომ ელექტროენერგიის სუბსიდირება გავაგრძელოთ და მოსახლეობის იმ ფენას, რომელიც ყველაზე მეტად გაჭირვებულია, მიზნობრივ ჯგუფებს დავუსუბსიდიროთ ელექტროენერგიის ნაზარდი. ეს ამოქმედდება იანვრიდან მთელი წლის განმავლობაში,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. REZONANSI
-
გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 იანვრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ამინდის არახელსაყრელი პირობები: დროგამოშვებით ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვნად დაკლება, ძლიერი ქარი, მთაში და მაღალ მთაში ნისლი. საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. აღმოსავლეთ საქართველოში დღეს, 16 იანვარს, +5 გრადუსია, ხვალ დღის განმავლობაში +4 გრადუსი, ღამე კი -9 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთის მთიან რეგიონებში ღამე -14 -15 გრადუსი იქნება, მაღალმთიანში კი, -18 -22 გრადუსი იქნება ღამის განმავლობაში. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, დღეს ტემპერატურა +6 გრადუსია, ხვალ დღის განმავლობაში +6, ღამე კი -3 გრადუსი. დასავლეთის მთიან რეგიონებში ღამე -12 -13 გრადუსია მოსალოდნელი, მაღალმთიანში კი -18 -20. The post თოვა, ძლიერი ქარი და -20 გრადუსი ყინვა – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი appeared first on InterPost.ge. View the full article
-
250 ლარის ნაცვლად 400 ლარი, 550 ლარის ნაცვლად კი 700 ლარი – ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმააციით, თებერვლიდან სოციალური აგენტების და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების შრომის ანაზღაურება თებერვლიდან გაიზრდება. უწყების ინფორმაციით, სოციალური მომსახურების სააგენტოს დაბალი და საშუალო რგოლის 1000-მდე თანამშრომელს შრომის ანაზღაურება 40%-დან 60 %-მდე გაეზრდება. „განვმარტავთ, რომ სოციალური აგენტის ხელფასი ორი კომპონენტისგან შედგება – ფიქსირებული და გამომუშავებით ანაზღაურება. გაზრდა შეეხება ორივე კომპონენტს. ბოლო თვეების განმავლობაში სოციალური მომსახურების სააგენტოში გამართული აქტიური კონსულტაციების შედეგად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სოციალური აგენტის ფიქსირებული ანაზღაურება 60 %-მდე იზრდება. კერძოდ, 250 ლარის ნაცვლად 400 ლარი გახდება, უფროსი სოციალური აგენტის კი – 550 ლარის ნაცვლად 700 ლარი. ასევე, ოჯახებში შესრულებული ვიზიტების ფარგლებში, ერთ შევსებულ დეკლარაციაზე სოციალური აგენტები 6 ლარის ნაცვლად 10 ლარს მიიღებენ. ასევე, სოციალური მომსახურების სააგენტოს დაბალი და საშუალო რგოლის 1000-მდე თანამშრომელს შრომის ანაზღაურება 40%-დან 60 %-მდე გაეზრდება. სოციალური მომსახურების სააგენტოს პრიორიტეტი მოსახლეობისთვის სოციალური სერვისების შეუფერხებლად მიწოდებაა. ამ მიზნით გრძელდება სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვისების ხარისხის გაუმჯობესებაზე მუშაობა, როგორც ორგანიზაციული, ასევე სტრუქტურული ცვლილებების კუთხით“,- ნათქვამია განცხადებაში. The post 250 ლარის ნაცვლად 400 ლარი – ვის ეზრდება ანაზღაურება თებერვლიდან appeared first on InterPost.ge. View the full article
-
ქუთაისში დიდი ბრიტანეთის მოქალაქეს პირსინგის გამო თავს დაესხნენ და სცემეს. 27 წლის ბიჭი ბარში მეგობარ გოგოსთან ერთად იყო, რა დროსაც იქ მყოფმა ერთმა კაცმა აგრესიული კომენტარი გააკეთა მის პირსინგზე, ბარიდან წამოსვლის შემდეგ კი თეთრ ხიდთან დახვდა და ფიზიკურად გაუსწორდა. „ინგლისიდან ჩამოვედი ქუთაისის აეროპორტში. მე და ჩემი შეყვარებული წავედით ბარში, კარგი მუსიკა იყო, ბევრ ადამიანს ვესაუბრეთ, ძირითადად ინგლისურად, თუმცა ცოტა ქართულიც ვიცი და ქართულადაც ვლაპარაკობდი. კარგი საღამო იყო, გავერთეთ, ვცეკვავდით, თუმცა ბევრი არ დაგვილევია, მხოლოდ თითო ლუდი, მთვრალები არ ვიყავით. პატარა პირსინგი მაქვს ტუჩზე და ერთმა კაცმა აგრესიულად გააკეთა კომენტარი ამაზე. ძალიან მთვრალი იყო და ყველას მიმართ სულ უფრო აგრესიული ხდებოდა, მათ შორის ჩემ მიმართ, ამიტომ გავერიდე. მას შემდეგ, რაც მუსიკა დასრულდა და ბარი დაიკეტა, მე და ჩემი შეყვარებულიც წამოვედით, თეთრ ხიდთან გადავედით და უეცრად ეს კაცი გამოჩნდა. პიგმენტური რეტინიტი მაქვს, ანუ ღამით თითქმის ვერ ვხედავ და დიდ ბრიტანეთში უსინათლოდ ვარ დარეგისტრირებული. ამიტომ თავიდან ვერ მივხვდი ვინ იყო, მაგრამ აშკარად მე მელოდებოდა, თან ახლდა მეგობარიც. მკლავში მომკიდა ხელი, ვცადე თავის დაღწევა. ამის შემდეგ დამიწყო ცემა, ძლიერად მირტყამდა და ძირს დავეცი. ვერ მივხვდი რა ხდებოდა და ვცდილობდი გამეაზრებინა. ამ დროს მისი მეგობარი ცდილობდა, რომ შეეჩერებინა. ჩემი შეყვარებული ყვიროდა გაიქეციო, ამ კაცს ქართულად და ინგლისურად სთხოვდა გავეშვი. თავი დავაღწიე და გავიქეცი, ჩემი შეყვარებული ცდილობდა შეეჩერებინა და უკან დავბრუნდი. ძალიან ვნერვიულობდი, რომ მისთვის რამე არ დაეშავებინა, კარგად ვერაფერს ვხედავდი და ჩემს შეყვარებულს ვეძახდი, რომ გამოქცეულიყო. მომიახლოვდა ისევ ის კაცი, ძლიერად დამარტყა თავში, სახეში. ვთხოვდი გაჩერებულიყო, მაგრამ მაინც მცემდა. ცემის დროს დავკარგე სათვალე და ქოლგა. შემდეგ ჩემმა შეყვარებულმა დაიჭირა და შეაჩერა, გავიქეცი და ვცადე დახმარების გამოძახება. სტრესის გამო ქართული პოლიციის ნომერი არ მახსოვდა და ინგლისის სასწრაფო დახმარების ნომერზე ვრეკავდი“, – განაცხადა მან On.ge-სთან. The post ქუთაისში ბრიტანელი ტურისტი სასტიკად სცემეს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
ხვიჩა კვარაცხელიამ გადაცემაში “ნოესთან” მის საყვარელ გუნდზე და ფეხბურთელზე ისაუბრა. “ერთ-ერთი მეოცნებე ბიჭია, რომელმაც ბავშვობიდან დაიწყო ოცნება და ამ ოცნებისკენ მიისწრაფვის. ჩემ თავზე არ მიყვარს დიდად საუბარი, მაგრამ ხვიჩა არის მშრომელი ადამიანი, რომელიც თავის საქმისთვის და ოჯახისთვის აკეთებს ყველაფერს” “ჩემი ყველაზე დიდი ოცნებაა ჩემპიონთა ლიგა მოვიგო. მთლი ცხოვრების განმავლობაში ჩემ ოჯახთან ერთად მადრიდის “რეალს” ვგულშემატკივრობ. ბავშვობიდან ვუყურებდი “რეალის” თამაშებს და ფეხბურთი გუტიმ შემაყვარა. ძალიან მომწონდა 14 რიცხვიც. ძაან მაგარი პასი ჰქონდა, ყველას უყვარს ისეთი ფეხბურთელი, რომელიც გოლს იტანს. გუტი იყო ის ფეხბურთელი, რომელიც ჭკვიანურად თამაშობდა და სასწრაულ რამეებს აკეთებდა ნელი თამაშით”, – თქვა კვარამ. The post ხვიჩა კვარაცხელია: “ფეხბურთი “რეალის” ამ ფეხბურთელმა შემაყვარა” appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის “რუბინის” ლიდერმა ხვიჩა კვარაცხელიამ გადაცემაში “ნოესთან” მამუკა ჯუღელზე ისაუბრა. “ჩემი ოჯახის წევრია, მამაჩემის ძალიან ახლო მეგობარია. 13-14 წლის ასაკიდან ერთად მოვდივართ. ის მაქცევდა საფეხბურთო ყურადღებას. მარტივ რამეს გეტყვით. აგენტთან როცა მიდიხართ და ის შენი აგენტი ხდება, ყველა ფეხბურთელი კონტრაქტს აწერს ხელს. მე არ ვიცი ერთი მოთამაშეც კი, რომელიც მამუკასთან არის, კონტრაქტი გაფორმებული ჰქონდეს. იმდენად მეგობრული ურთიერთობა და ნდობაა, ეს ჩვენთვის უბრალო ფურცელია” “ყველა ხედავს, რომ “ლოკომოტივიდან” წამოსვლა სწორი გადაწყვეტილება იყო. მხოლოდ მე, მამუკა და ჩემი ოჯახი ვიყავით ამ გადაწყვეტილების მხარეს, უდიდესი ზეწოლაც, მაგრამ ფაქტია, სწორად ვქენით. შესაძლოა სხვა შემთხვევაში, ამდენად არ გამოვჩენილყიავი და ამდენი სათამაშო დრო არ მქონოდა” “კარიერული თვალსაზრისით, მთავარი ადამიანი ჩემს წარმატებაში მამუკა ჯუღელია” “ბოლოს მამუკას ყველაზე მეტად “იუვენტუსთან” ჰქონდა მოლაპარაკებები, თუმცა “იუვენტუსში” ხელმძღვანელობა შეიცვალა და არ გამოვიდა” “ბოლო დროს აღარც ვეკითხები რომელიმე გუნდის ინტერესის შესახებ, რადგან ამან ჩემზე უარყოფითი გავლენა მოახდინა და ვიცი, რომ მამუკა ჩემთვის ყოველთვის საუკეთესოს იზამს” The post ხვიჩა კვარაცხელია: “მთავარი ადამიანი ჩემს წარმატებაში მამუკა ჯუღელია” appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
თბილისის ზღვასთან, ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები ერთ-ერთი დევნილი 52 წლის მამაკაცი 7-სართულიანი შენობის სახურავიდან გადმოხტა. დევნილები ყოფილ სასტუმრო „ქართლთან“ აქციას მართავდნენ და ხელისუფლებას ალტერნატიული ფართებით დაკმაყოფილებას სთხოვენ. „დღეს ყველანი ვართ შემზარავი ტრაგედიის მოწმე, გარეთ ვიდექით და ვსაუბრობდით როგორი სამოქმედო გეგმა უნდა გვქონოდა, ამ დროს ამ ადამიანმა თავი მოიკლა. ის ფაქტობრივად შეეწირა იმ სოციალურ პოლიტიკას, რომელიც არ არის ადამიანზე გათვლილი და მიმართული. ეს ადამიანი აცხადებდა, რომ თუ ყურადღებას არ მიაქცევდნენ სწორედ ასეთ ფორმას მიმართავდა და თავს მოიკლავდა, იქნებ ამის შემდეგ მაინც მოგვაქციონ ყურადღებაო. ეს ტრაგედია არის ყველა გადაწყვეტილების მიმღების პასუხისმგებლობა, რომელმაც არც ერთი ქმედითი ნაბიჯი არ გადადგა იმისთვის, რომ ეს პრობლემა მოგვარებულიყო. იმედი მაქვს ამ ადამიანური ტრაგედიების ფონზე მაინც შერცხვებათ იმის, რაც მოხდა“, – აცხადებს სანატორიუმ „ქართლის“ ერთ-ერთმა მცხოვრებმა თამარ საუთიევამ „ინტერპრესნიუსთან“. The post 52 წლის დევნილმა მამაკაცმა პროტესტის ნიშნად თავი მოიკლა appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
იხილეთ ვიდეო The post საბა ლობჟანიძემ “გალათასარაის” გაუტანა (ვიდეო) appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
საქართველოს საპატრიარქო მეუფე სტეფანეს ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებას უარყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური. „რამდენიმე საათის წინ ინტერნეტგვერდმა ,,მსოფლიო საეკლესიო სიახლენი” ჭყონდიდელ მიტროპოლიტ სტეფანეს (კალაიჯიშვილი) ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებისა და მისი თითქოს ქვეყნის ფარგლებს გარეთ მკურნალობის შესახებ მორიგი სიცრუე გაავრცელა. აღნიშნული გადაუმოწმებელი ინფორმაცია აიტაცა სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებამ და აქტიურად იწყო მისი გავრცელება. სინამდვილეში, მიტროპოლიტი სტეფანე ამჟამად ექიმების ზედამხედველობით რეაბილიტაციის კურსს გადის და, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ამ პერიოდს იგი თბილისში მდებარე ერთ-ერთ მონასტერში გაატარებს. მიტროპოლიტის დედაქალაქში დარჩენის მთავარი მიზეზი არის ის, რომ საჭიროების შემთხვევაში მეუფემ დაუყოვნებლივ და დაუბრკოლებლად შეძლოს შესაბამისი სამედიცინო კონსულტაციისა თუ დახმარების მიღება. აქვე კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ დღეისათვის მეუფე სტეფანეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, იგი იმყოფება თბილისში და რეაბილიტაციის დასრულებამდე, გარკვეული დროით, დედაქალაქში მდებარე ერთ-ერთ მონასტერში დარჩება”, – აღნიშნულია განცხადებაში. The post საპატრიარქო მეუფე სტეფანეს ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებას უარყოფს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
ფოტო – 2016 წელი 2016 წლის 21 სექტემბერს, “ქართული ოცნების” დეპუტატობის კანდიდატი, მიხეილ ყაველაშვილი სასტუმრო „ქართლსა“ და „ოქროს საწმისში“ შესახლებულ დევნილებს შეხვდა და მათ დაპირდა: „ ჩვენ ერთად გადავჭრით არსებულ პრობლემებს და ერთად მივაღწევთ კეთილდღეობას, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, მე არ ვაპირებ თქვენგან შორს ყოფნას, ის პრობლემები რაც დღეს არსებობს თქვენს ოჯახებში, ერთად უნდა მოვაგვაროთ, გავერთიანდეთ იმისთვის რომ უფრო ძლიერები ვიყოთ და უფრო მეტ წარმატებას მივაღწიოთ“. “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” სანზონა – ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობას პარტიის ოთხ პუნქტიანი სამოქმედო გეგმაც გააცნო და განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება არის დევნილების პრობლემის მოგვარების გზები. 2022 წლის 16 იანვარს, სანატორიუმ “ქართლში” მცხოვრებმა დევნილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. დევნილები უკვე დიდი ხანია აქციებს მართავენ და ხელისუფლებას ალტერნატიული ფართებით დაკმაყოფილებას სთხოვენ. მათი თქმით, შენობა ავარიულია და ნელ-ნელა იშლება, ადგილზე ცხოვრება კი სიცოცხლისთვის საშიშია. დევნილება არაერთი აქცია გამართეს. ისინი ჯანდაცვის ახალ მინისტრთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა, გუშინდელი მონაცემით, მინისტრი მათ არ შეხვდა. აქცია გამართეს კანცელარიასთან და აქციის მონაწილეების თქმით, მათ ადმინისტრაციიდან უთხრეს, რომ წერილი დაეტოვებინათ პრემიერ ღარიბაშვილის სახელზე. The post რას პირდებოდა “ქართლში” შესახლებულ დევნილებს 2016 წელს ყაველაშვილი? – 2016 წლის “ოცნების” წინასაარჩევნო კამპანია appeared first on [/url]. ALIA.GE
-
დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ნავარაუდევია თოვლი, ზოგან ძლიერი. ჰაერის ტემპერატურა ბარში +6 გრადუსი იქნება, მთიან რაიონებში 0, ხოლო მაღალმთიან რაიონებში -3. აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ზოგან თოვლი. ჰაერის ტემპერატურა ბარში +4 გრადუსი იქნება, მთიან რაიონებში 0, მაღალმთაში კი -6 გრადუსი თბილისი - ღამით -3°, დღისით +4°, უმეტესად უნალექო. სოხუმი - ღამით -3°, დღისით +5°, თოვლი. ბათუმი - ღამით +1°, დღისით +5°, თოვლი. ფოთი - ღამით 0°, დღისით +6°, თოვლი. ზუგდიდი - ღამით -6°, დღისით კი +4°, უმეტესად უნალექოდ. ქუთაისი - ღამით -1°, დღისით +3°, თოვლი. მესტია - ღამით -9°, დღისით -1°, თოვლი. ბორჯომი - ღამით -7°, დღისით კი -0°, თოვლი. ახალციხე - ღამით -7°, დღისით კი +3°, თოვლი. ცხინვალი - ღამით -7°, დღისით +1°, თოვლი. რუსთავი - ღამით -3°, დღისით +5°, უმეტესად უნალექოდ. თელავი - ღამით -5°, დღისით კი +4° უმეტესად უნალექოდ. ლაგოდეხი - ღამით -4°, დღისით +4°, უმეტესად უნალექოდ. სიღნაღი - ღამით -5°, დღისით კი +3°, უმეტესად უნალექოდ. ცაგერი - ღამით -5°, დღისით კი 0°, უმეტესად უნალექოდ. ბახმარო - ღამით -15°, დღისით -4°, თოვლი. tia.ge
-
"ტვ პირველის" ჟურნალისტის, მარიამ გაფრინდაშვილის მანქანა გაქურდეს. ფაქტის სესახბ ჟურნალისტი სოცილურ ქსელში წერს: "საუკეთესო სიურპრიზით დავიწყე დღე. ჩემი ავტომობილი გაქურდეს.წაღებულია საფულე (თანხის გარეშე )მხოლოდ აკრედიტაციები,პრესბარათები და რამდენიმე ჩემთვის მნიშვნელოვანი პირადი წერილით. წაიღეს რამდენიმე სუნამო ,მედიკამენტი და სხვა უმნიშვნელო ნივთები )))მაგრამ ყველაზე საინტერესო ერთი გარემოებაა -სავარუდო ბრალდებულმა დამიტოვა დანა (ჩემი აღქმით უფრო ხანჯალი) მობილური ტელეფონი (სიმბარათის გარეშე) და ყავა ????ისე მაინტერესებს რა ხდებოდა ჩემს მანქანაში მთელი ღამის განმავლობაში. უნდა ვთქვა რომ პოლიცია დილიდან მართლა ყველაფერს აკეთებს სავარუდო დამნაშავის დასადგენად", - წერს მარიამ გაფრინდაშვილი. tia.ge
-
ინგრედიენტები: ბადრიჯანი - 2 კგ სტაფილო - 0.5 კგ ბულგარული წიწაკა - 1-2 ც წითელი წიწაკა - 1-3 ც ნიორი - 2 თავი სასურველი მწვანილი - (მაგლითად: ქინძი, ოხრახუში, ბაზილიკი...) მარინადი: წყალი - 1 ლ მარილი - 70 გ დაფნის ფოთოლი - 2 ც შავი პილპილის მარცვალი წყალში მოწალვისთვის წყალი - 1 ლ მარილი - 30 გ gemrielia.ge tia.ge
-
სოციალური აგენტების და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომელების შრომის ანაზღაურება თებერვლიდან გაიზრდება. "სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ შემუშავებული სტრუქტურული და ორგანიზაციული განვითარების გეგმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს მასშტაბით, სოციალური აგენტების და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომელების ხელფასები თებერვლიდან გაიზრდება. განვმარტავთ, რომ სოციალური აგენტის ხელფასი ორი კომპონენტისგან შედგება - ფიქსირებული და გამომუშავებით ანაზღაურება. გაზრდა შეეხება ორივე კომპონენტს. ბოლო თვეების განმავლობაში სოციალური მომსახურების სააგენტოში გამართული აქტიური კონსულტაციების შედეგად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სოციალური აგენტის ფიქსირებული ანაზღაურება 60 % -მდე იზრდება. კერძოდ, 250 ლარის ნაცვლად 400 ლარი გახდება, უფროსი სოციალური აგენტის კი - 550 ლარის ნაცვლად 700 ლარი. ასევე, ოჯახებში შესრულებული ვიზიტების ფარგლებში, ერთ შევსებულ დეკლარაციაზე სოციალური აგენტები 6 ლარის ნაცვლად 10 ლარს მიიღებენ. ასევე, სოციალური მომსახურების სააგენტოს დაბალი და საშუალო რგოლის 1000-მდე თანამშრომელს შრომის ანაზღაურება 40%-დან 60 %-მდე გაეზრდება. სოციალური მომსახურების სააგენტოს პრიორიტეტი მოსახლეობისთვის სოციალური სერვისების შეუფერხებლად მიწოდებაა. ამ მიზნით გრძელდება სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვისების ხარისხის გაუმჯობესებაზე მუშაობა, როგორც ორგანიზაციული, ასევე სტრუქტურული ცვლილებების კუთხით", - აცხადებენ სოციალური მომსახურების სააგენტოში. tia.ge