Jump to content
Planeta.Ge

planeta.ge

პლანეტელი
  • პოსტები

    3.681
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი planeta.ge

  1. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ერთობლივი ძალისხმევით, საქართველოს, იორდანიაში, მაცხოვრის ნათლობის ადგილზე, მდინარე იორდანესთან, 4 000 კვ.მ მიწა გადაეცა. “საქართველოს მთავრობის მეთაურმა იორდანიის მეფესა და მის უმაღლესობა პრინც ღაზის ამ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მიღებისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა საქართველოსა და იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოს შორის არსებულ მაღალი დონის თანამშრომლობას. ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ეს არის უდიდესი მოვლენა, როდესაც 300 წლის შემდეგ, საქართველო წმინდა მიწას უბრუნდება. მიწის მდებარეობისა და ადგილზე არსებული ვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია პრემიერს იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში საქართველოს ელჩმა ზაზა კანდელაკმა მიაწოდა. ელჩის თქმით, მდინარე იორდანესთან ახლომდებარე 4 […] REZONANSI
  2. მსახიობ ნიკა ქაცარიძის გარდაცვალებიდან რამდენიმე კვირა გავიდა. მისი მეგობრები აღნიშნავენ, რომ ის სიკვდილზე ხშირად საუბრობდა. პროდიუსერი ედმონდ მინაშვილი: „იმ დღეს, სანამ გარდაიცვლებოდა, დამირეკა, ძალიან მინდა, ყველანი ჩემთან შევიკრიბოთო. ასე ჩამოურეკავს სხვებთანაც. ვუთხარი, მოდი, 8 იანვრისთვის გადავდოთ-მეთქი. არაო, მიპასუხა, მინდა, ყველანი დღეს გნახოთო. სამწუხაროდ, ვეღარ ვნახეთ…“ რუსთაველის თეატრის მსახიობი, ირაკლი სანაია: „ხშირად ამბობდა, ბიჭებო, ერთმანეთს მოვეფეროთ და ჩავეხუტოთ, არ ვიცით, ვინ როდის წავალთ ამქვეყნიდანო. დაახლოებით 5 წლის წინ მითხრა, ირაკლი, ასე მგონია, მალე მოვკვდებიო, მაშინ გავბრაზდი, რა სისულელეს ლაპარაკობ-მეთქი…“ ცნობისთვის, ნიკა ქაცარიძე 43 წლის გახლდათ. მსახიობის გარდაცვალების მიზეზად გულის პრობლემა დასახელდა. წყარო tia.ge
  3. „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ საუბრობს. „მესმის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს სააკაშვილი ისეთი წარმოუდგენიათ როგორც 2003 წელს იყო, ახალგაზრდა, ენერგიული და ასე შემდეგ. ახლა სააკაშვილი სხვა ადამიანია. ბევრი მახასიათებელია, რაც ადამიანში არ იცვლება და მეც მჯერა რომ არ იცვლება. სააკაშვილი ასაკშია, სხვა გამოცდილება აქვს, სხვა რეალობაში გამოდის, ეს არ არის 2003 წელი, რაც დღეს საქართველოშია. ამიტომ, არავინ იცის რა იქნება. სანამ ხელისუფლება არ შეიცვლება, მისი გათავისუფლების შანსი არის ნული“, - განაცხადა ჯაფარიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში. tia.ge
  4. ტელეჟურნალისტი, მაკა რაზმაძე კორონა ვირუსის ახალ შტამ "ომიკრონთან" დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და წერს: "მგონი აზრი აღარ აქვს თავის დაცვას. რაც შეიძლება მალე უნდა დავიმართოთ ეს ომიკრონი რომ მალევე გავისტუმროთ. მაინც ყველა მოიხდითო და რაღას ვიკლავ თავს ამ კუკუდამალობიით" - წერს ტელეჟურნალისტი. შეგახსენებთ, რომ საქართველო კორონავირუსის გავრცელების მეექვსე ტალღას ებრძვის. დღეისათვის ქვეყანაში ახალი შტამით ინფიცირების 1.254 შემთხვევაა დაფიქსირებული. tia.ge
  5. ერისთავის თეატრმა 22 იანვარს ჩანიშნული სპექტაკლი “მამა” რეპერტუარიდან მოხსნა- ამის შესახებ ინფორმაცია თეატრის ,,ფეისბუქ” გვერდზე გარცელდა, სადაც ასევე ნათქვამია, რომ ცვლილების მიზეზი სპექტაკლში მონაწილე ერთ-ერთი მსახიობის კორონავირუსით ინფიცირება გახდა.,,22 იანვარს ჩანიშნული სპექტაკლი “მამა” მოიხსნა, სპექტაკლში მონაწილე მსახიობს დაუდასტურდა კოვიდ-19.ბილეთების გადაცვლა ან თანხის დაბრუნება შეგიძლიათ თეატრის სალაროში, აღნიშნული ბილეთებით ასევე შეგიძლიათ შემდგომში ჩანიშნულ წარმოდგენაზე ისარგებლოთ.”– ვკითხულობთ ერისთავის თეატრის ,,ფეისბუქ” გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.შეგახსენებთ, რომ 22 იანვარს ,,მამას” ნაცვლად, სპექტაკლი “იესოს საქმე” იქნება წარმოდგენილი. REZONANSI
  6. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მსოფლიო ლიდერებს აფრთხილებს, რომ კორონავირუსის პანდემიის დასასრული ახლოსაც კი არაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ახალი დომინანტური ომიკრონის ვარიანტი საშუალოდ ნაკლებად ძლიერია, ის აზრი, რომ ეს სუსტი დაავადებაა არასწორია. „ომიკრონის გლობალურად საოცარ ზრდასთან ერთად ახალი ვარიანტების გამოჩენაც მოსალოდნელია, ამიტომაა კრიტიკულად მნიშვნელოვანი აღრიცხვა და შეფასება. შეცდომა არ დაუშვათ, ომიკრონი იწვევს ჰოსპიტალიზაციასა და სიკვდილს. ნაკლებად მძიმე შემთხვევები კი საავადმყოფოებს მაინც გადატვირთავენ. მე განსაკუთრებით მაღელვებს ის ქვეყნები, რომლებსაც ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი აქვთ, ვინაიდან ადამიანების დამძიმებისა და გარდაცვალების ბევრად მეტი რისკია, თუ ისინი არ არიან აცრილები“ - განაცხადა ჯანმოს დირექტორმა. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში შემთხვევათა რეკორდული რიცხვები ფიქსირდება. საფრანგეთში სამშაბათს დღიურად დაახლოებით 500 000 შემთხვევა დაფიქსირდა, გერმანიაში კი პანდემიის დაწყებიდან პირველად ოთხშაბათს 100 000 ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის თქმით, ომიკრონის ვარიანტით მსოფლიოში მხოლოდ გასულ კვირას ინფიცირების 18 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა. tia.ge
  7. ჟურნალისტი, არჩილ გამზარდია: “მალე მესამე პრეზიდენტი შეიძლება მოიხსენიონ ასე – მიტროპოლიტ ნიკოლოზის მორჩილი მიხეილ სააკაშვილი, მედავითნე, სტიქაროსანი, ტრაპეზარი.” The post “…მიტროპოლიტ ნიკოლოზის მორჩილი სააკაშვილი, მედავითნე, სტიქაროსანი, ტრაპეზარი” – გამზარდია appeared first on [/url]. ALIA.GE
  8. ემიგრანტი, ლაშა ხობუა ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამბობს: "ადამიანებს რასაც დაპირდებით, ის შეუსრულეთ, თქვე ნაბიჭვრებო. გუშინ აეროპორტში თქვენგან მიტოვებულ ხალხს მივაკითხე, ძმაკაცმა ნახა ეს ხალხი. ადგილი არ ჰქონდა მანქანაში, დამირეკა და წამოვიყვანე სასტუმროში. ამათი თვალები არ დამავიწყდება, უცხო მიწაზე უიმედოთ დარჩენილებს საწოლში დაწოლის საშუალება რომ მივეცი. ხალხს მოექეცით ადამიანურად, თქვე არარაობებო. სუფრასთან რომ ბაქიბუქობთ მაღალფარდოვანი სიტყვებით და საქციელი გაქვთ არაკაცური, ნუთუ არ გცხვენიათ?! ამ ორი ქართველი კაცის სახეები, თვალები არ დამავიწყდება. ხალხო, ამ ზამთარში რომ ჩამოგყავთ ეს ადამიანები ევროპის შუაგულში და არაფერი იციან, ასე რანაირად შეგიძლიათ, ტოვებთ ქუჩაში, მერამდენე შემთხვევაა, პოლონეთში, ქუჩაში დატოვებული ოჯახები, დედა-შვილი… რას ფიქრობთ, ხალხო, რანაირად ცხოვრობთ? ისე იყვნენ დაბნეულები, სასტუმროში იკითხეს, აბანო გაქვთო? ისე იყვნენ ფსიქოლოგიურად უკვე… ხელებზე ბზარები ჰქონდათ კაცებს, ნამუშევარი, მოგყავს გლეხი და ტოვებ ვარშავაში, 11 გრადუსი ყინვაა გარეთ, რაფერ იძინებთ ლოგინში, ხალხი იყო აეროპორტში დარჩენილი… აუცილებლად გნახავთ, ვინც ხალხს ქუჩაში ტოვებთ… ჯერ ყალბი საბუთებით მოგყავთ და აეროპორტიდან უკან აბრუნებენ… პროცენტიანი ვალი აქვთ აღებული, ზოგმა საქონელი გაყიდა, ზოგმა მანქანა, ზოგმა რაღაცა დაალომბარდა, მაგ ფულებით მოდიან… მარტო იმაზე ნუ ხართ გადასულნი, რომ 50-100 ევრო მიიღოთ – უფლის არ გეშინიათ, ხალხო?”, - ამბობს ლაშა ხობუა. წყარო tia.ge
  9. "ძალიან კარგი კაცია, ამას ვეუბნები და.." - რას ამბობს სალომე ჭაჭუა ირლანდიელი მორაგბის შესახებ View the full article
  10. სოფელ კირბალთან საოკუპაციო ხაზზე ადგილობრივებმა ოკუპანტების გააქტიურება შენიშნეს. ისინი ჰყვებიან, რომ ოკუპანტები მანქანით მოძრაობდნენ და სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე თეთრი ნიშნულები დატოვეს. კირბალელები შიშობენ, რომ ამ მოქმედებას გაგრძელება მოჰყვება და ისინი სასაფლაოს ნაწილს დაკარგავენ. უკანონო ბორდერიზაციის ფაქტს არ ადასტურებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. სავარაუდოდ, ამ ფაქტის განხილვა მოხდება ხვალ ერგნეთში, ინციდენტის პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მომუშავე კომისიის მორიგი შეხვედრაზე. REZONANSI
  11. სახელმწიფოს ვთავაზობ გამოსავალს, სააკაშვილი იყოს შინაპატიმრობაში ჩემს ეპარქიაში, მზად ვარ, ყველანაირი პირობა შევქმნა, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმორდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, სახელმწიფოს თუ მოეწონება მისი ინიციატივა, მზად არის, იყოს შუამავალი სახელმწიფოსა და მეორე მხარეს შორის. „სახელმწიფოს ვთავაზობ გამოსავალს. მგონია, რომ კარგი იქნება, თუ ისეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომ პრეზიდენტი იყოს შინაპატიმრობაში. ჩემი აზრი იყო, რომ მოსახერხებელი იქნება, არ იყოს ის თავის სახლში, ანუ სადაც აქ ცხოვრობს თბილისში, ამიტომ შევთავაზე ჩემი ეპარქია. თუ სახელმწიფოს ეს ინიციატივა მოეწონება, ჩამობრძანდებიან ალბათ, ადგილსაც შეარჩევენ, მე ვიქნები შუამავალი სახელმწიფოსა და მეორე მხარეს შორის“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა. კითხვაზე, უსაუბრია თუ […] REZONANSI
  12. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძრიდან მოქალაქეებს ნათლისღების დღესასწაული მიულოცა. „ქრისტეს მიერ საყვარელო ძმანო და დანო, გილოცავთ ნათლისღების დღესასწაულს. ნათლისღება ქრისტესი უდიდესი დღესასწულია ქრისტიანულ სამყაროში. იკურთხება წყალი, ნაკურთხი წყალი უნდა იყოს შენარჩუნებული მთელი წლის განმავლობაში. ნათლისღება იმდენად დიდი დღესასწაულია, რომ ყველა ადამიანი უნდა ეზიაროს ამ მადლს. ეს მადლი უნდა მიიღოს ყოველმა ადამიანმა. ნათლისღება არის წმინდა სამების დღესასწაული. ხმა უფლის, მისი მადლი გარდამოდის ხალხზე და ეს მადლი იცავს ყველა ადამიანს ხილული და უხილავი მტრებისგან. ადამიანის წინაშე მრავალი განსაცდელია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი იცავს ყველას ამ განსაცდელისგან“, – აღნიშნა პატრიარქმა. პატრიარქის თქმით, მოხარულია, რომ სამების საკათედრო ტაძარში წირვას დაესწრო საქართველოს […] REZONANSI
  13. „ომიკრონი“ მსოფლიოს დაპყრობას განაგრძობს – გასულ კვირას, მსოფლიოში კორონავირუსის 18 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეისუსმა. „სიკვდილიანობის მაჩვენებელი ამ დროისთვის სტაბილური რჩება, თუმცა ჩვენ შეშფოთებულნი ვართ იმ ზემოქმედებით, რომელსაც „ომიკრონი“ ახდენს ჯანდაცვის მუშაკებსა და ჯანდაცვის გადატვირთულ სისტემებზე. განსაკუთრებით შეშფოთებული ვარ იმის გამო, რომ უამრავ ქვეყანაში ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლებია. ადამიანები უფრო დაუცველნი არიან მძიმე დაავადებისა და სიკვდილის საფრთხის წინაშე, თუ ისინი ვაქცინირებულნი არ არიან“, – განაცხადა გებრეიესუსმა. REZONANSI
  14. მრავალი განსაცდელი არის ადამიანის წინაშე, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი იცავს ყოველ ადამიანს ამ განსაცდელისგან, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით გამართული წირვის შემდეგ, ქადაგებისას აღნიშნა. მისი თქმით, ნათლისღება იმდენად დიდი დღესასწაულია, რომ ყოველი ადამიანი უნდა ეზიაროს ამ მადლს. „ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო და დანო, გილოცავთ ნათლისღების დღესასწაულს. ნათლისღება ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია ქრისტიანულ სამყაროში. იკურთხება წყალი, ნაკურთხი წყალი უნდა იყოს შენარჩუნებული მთელი წლის განმავლობაში. ნათლისღება არის იმდენად დიდი დღესასწაული, რომ ყოველი ადამიანი უნდა ეზიაროს ამ მადლს. ეს მადლი უნდა მიიღოს ყოველმა ადამიანმა, წმინდა სამების დღესასწაულია, ხმა უფლისა, მადლი უფლისგან უნდა მოვიდეს, ეს მადლი იცავს ყველა […] REZONANSI
  15. ჩინეთში კოვიდის ახალი შემთხვევების რაოდენობამ იკლო. გასული 24 საათის განმავლობაში ვირუსის 55 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ქვეყნის ჯანდაცვის კომისიის ინფორმაციით, დაფიქსირებული ახალი შემთხვევებიდან 29 ადგილობრივი ინფექციაა. დანარჩენი კი იმპორტირებულია. ჩინეთში კორონავირუსის 1 უსიმპტომო შემთხვევაც დაფიქსირდა, რომელსაც ქვეყანა სტატისტიკაში არ აღრიცხავს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჩინეთში კორონავირუსს 4,636 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. REZONANSI
  16. ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში სკოლების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს. „ბოლო კვლევა ბრიტანეთის (ოქსვორდის) და ამერიკის (კოლორადო ბოულდერ) უნივერსიტეტებიდან. კვლევა აჩვენებს ინფიცირების ალბათობას. გააჩნია თუ რა გარემოში ხართ. ვფიქრობ, საქართველოში სკოლების დაწყებასთან ერთად კოვიდით ინფიცირების ალბათობა საკმაოდ მაღალია და არსებული კვლევა თითოეულ სკოლაში უნდა გამოიყენონ, რომ შეამცირონ შესაძლო რისკები. ასევე კვლევა აჩვენა რომ სამედიცინო პირბადე, ნაკლები ლაპარაკი (სკოლაში ეს როგორ მოხერხდება), დისტანციის დაცვა, და ერთ სივრცეში ნაკლები ხნით გაჩერება ამცირებს კოვიდის გავრცელების რისკებს. რისკები იზრდება თუ: არ ვიყენებთ სამედიცინო პირბადეს სპორტული ვარჯიშების დროს სიმღერის დროს ყვირილი დახურული სივრცეში ყოფნა ვენტილაციის გარეშე (ყოველი 10 წუთი უნდა განიავდეს სივრცე) პერსონალური ჰიგიენა საპირფარეშოების მკაცრი ჰიგიენური და განიავების სტანდარტების დანერგვა,“ – წერს გიორგი ფხაკაძე. The post „სკოლების საყურადღებოდ“ – რა ინფორმაციას ავრცელებს გიორგი ფხაკაძე appeared first on InterPost.ge. View the full article
  17. მთელი ქვეყნის მასშტაბით ამ დროისთვის 46 კოვიდსასტუმრო და 2217 ნომერი ფუნქციონირებს. როგორც “ინტერპრესნიუსს” ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში განუმარტეს, უშუალოდ თბილისში განთავსებულია 26 კოვიდსასტუმრო, ჯამურად 1260 ოთახი. რაც შეეხება კოვიდსასტუმროებში ამ დროისთვის არსებულ თავისუფალ ადგილებს, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში არ აკონკრეტებენ, რამდენი ოთახია თავისუფალი, თუმცა აცხადებენ, რომ „ ქვეყანაში კოვიდსასტუმროების ნაკლებობის პრობლემა არ დგას“. „თავისუფალი ოთახების რაოდენობა დინამიურია და ვითარებიდან გამომდინარე იცვლება. მთელი ქვეყნის მასშტაბით, ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 46 კოვიდსასტუმრო, 2217 ნომერი“, – აღნიშნავენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში. REZONANSI
  18. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. ყველა მიმართულებით ადგილზე მობილიზებულია თოვლმწმენდი ტექნიკა, გზებზე განუწყვეტლივ იყრება ტექნიკური მარილი, რათა ავტოტრანსპორტის მოძრაობა უმოკლეს პერიოდში აღდგეს. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. ამ დროისთვის, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გადაადგილების სპეციალური რეჟიმები ნარჩუნდება შემდეგ საავტომობილო გზებზე: ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის კმ17-კმ33 (ბუქსიეთი-ჩხაკაურა) მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საავტომობილო გზის კმ1-კმ17 (ჩოხატაური-ბუქსიეთი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოლაბურის ხიდი-თერჯოლა-ტყიბულის საავტომობილო გზის კმ16-კმ29 მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების […] REZONANSI
  19. ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და ფოტოებს და ვიდეოებს ხშირად აქვეყნებს. ამჯერად ის „ღამის შოუს ბენდის“ მომხიბვლელ წევრებთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აზიარებს, სადაც ჩანს, გოგონები როგორ ცდილობენ მასთან ცეკვას. View the full article
  20. საქართველოში კორონავირუსის 8 728 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 43 ადამიანი გარდაიცვალა. 24 საათში 63 605 ტესტი ჩატარდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 13,72%, ბოლო 14 დღის – 10,44%, ბოლო 7 დღის – 10,93%. დღიურად 9 340 აიცრა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე 14 555 ადამიანია გარდაცვლილი. The post კორონავირუსის ანტირეკორდი საქართველოში appeared first on InterPost.ge. View the full article
  21. https://interpost.ge/wp-content/uploads/2022/01/v_12_10625_0000aaaa_1.mp4 წყარო: ინფო რუსთავი The post (ვიდეო) ორივე ავტომობილი დალეწილია – პირველი კადრები ავარიის ადგილიდან, სადაც 2 თვის ჩვილი დაიღუპა და მთელი ოჯახი დაშავდა appeared first on InterPost.ge. View the full article
  22. ვაგრძელებთ რუბრიკას და ვიხსენებთ საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელის, თემურ ქეცბაიას ცნობილ და ლეგენდარულ გამონათქვამებს. “ჩვენ გვყავს კატეგორია ფეხბურთელების, ბურთთან, 1 მონაკვეთში ბურთს არ დაგანახებს. დღეს არ არის ეს ფეხბურთი, 1 კვადრატულ მონაკვეთში რომ იტრიალო და იტრიალო. ზიდანი 31 წლის იყო “რეალიდან” რომ წავიდა, ფეხბურთს დაანება თავი, რადგან სირბილი აღარ შეეძლო. მეც აღარ ვთამაშობ, სირბილი არ შემიძლია, აბა თუ სიარულით თამაშია, არავისზე ნაკლებად არ გავაჩერებ, არ დავარტყმ და არ მოვატყუებ. 17-18 წლის ფეხბურთელი დღეს 2 მეტრზე ხტება, წინ და უკან დარბის. ეს არის ფეხბურთი. ჩვენ გვყავს ასეთი ფეხბურთელები – ბურთი მომეცი, მე იქ რაღაცას ვიმატავებ, დავკარგავ, მე გავჩერდები, შენ ირბინე და ისევ მომეცი. ანუ ამათმა უნდა ირბინონ, რომ იმათმა თავი ხოში გაისწორონ. დღევანდელი ფეხბურთი არის წინ და უკან სირბილი. თუ ბურთი დაიკარგა, ყველა დაცვაში ვეხმარებით. შენ ახლა დაცვაში ახერხებ დახმარებას, თუ წინ ვერ მიდიხარ. ჩვენ არავისთვის დაგვიშლია, შვილო, წადი წინ შეუტიე, გაიქეცი, თუმცა თუ დაიკარგა, ნება იბოძე და ჩამოდი უკან, აიყვანე შენი კაცი. შენ თუ იმის თავი არ გაქვს, იქითაც გაიქცე და აქეთაც გამოიქცე, ალბათ ერთ რაღაცას აირჩევ. წინ ვეღარ დარჩები, იქედან მე დაგიყვირებ და გინდა, არ გინდა, ჩამოგიყვან უკან. ეგრეა, აბა როგორ გინდა. ხალხი დარბის 15 კილომეტრს, საქართველოს პირველობაზე რომ გასინჯო, აღარ დარბიან 4 კილომეტრს, 3.5 კილომეტრზე მეტს. პრობლემა ეგეც არის. ხალხს ვუყურებ, ვფიქრობ, აწონვა აღარ ხდება? სულ წონის პრობლემაა. ყველა ცდილობს სულ სხვა იმით მიიქციოს ყურადღება და არა ფეხბურთის თამაშით მინდორზე. ხან ტატუაჟებიტ სავსე, ერთს იმხელა წვერი მოუშვია, მუჯაჰედირი მეგონა. იდგა და წვერს ისწორებდა” , – თქვა ქეცბამ. The post თემურ ქეცბაია: “ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, ბურთს არ დაგანახებენ, მაგრამ ეს აღარ არის ფეხბურთი” appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  23. ძნელი დასაჯერებელია - ნახეთ როგორ გამოიყურება ქართველი ჰალკის ძმა ? View the full article
  24. 1998 წელს ამ დღეს თემურ ქეცბაიამ “ბოლტონს” გამარჯვების გამტანი გოლი გაუტანა და მას შემდეგ რაც გააკეთა უკვე ისტორიაა. ქეცბაიამ ისე აღნიშნა, ეს მომენტი ინგლისში დღემდე ახსოვთ. ჟურნალისტების კითხვაზე თუ რატომ მოიქცა ასე, ქეცბას პასუხი მწვრთნელის მიმართ მისი გამოხატული ბრაზი იყო, რომელმაც სასტარტო არ დააყენა. On this day in 1998, Temuri Ketsbaia scored an injury time winner for Newcastle and did THAT iconic celebration! pic.twitter.com/u0JN4vtOlu — SPORTbible (@sportbible) January 17, 2022 The post ქეცბაიას გიჟური აღნიშვნა და გოლი, რომელიც ინგლისში არასდროს ავიწყდებათ (ვიდეო) appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  25. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19-20 იანვარს საქართველოში კვლავ მოსალოდნელია ამინდის არახელსაყრელი პირობები: დროგამოშვებით ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, ძლიერი ქარი, მთაში და მაღალ მთაში ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე მოყინულობა, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება. საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. 18, 20 და 21 იანვარს კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის -5, -8 გრადუსამდე დაწევა, რამაც შესაძლებელია, ციტრუსოვანი კულტურების დაზიანება გამოიწვიოს. The post გაფრთხილება მოსახლეობას: საქართველოში ამინდი კიდევ უფრო გაუარესდება! appeared first on InterPost.ge. View the full article
×
×
  • შექმენი...