
planeta.ge
პლანეტელი-
პოსტები
3.681 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planeta.ge
-
ქუთაისი-სამტრედიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. დაზიანებულია რამდენიმე ავტომობილი. მთავარი არხის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა რამდენიმე მგზავრი და დაიღუპა 3 წლის ბავშვი. ავარიის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები იყო მობილიზებული. The post არსებული ინფორმაციით, ავარიას ქუთაისი-სამტრედიის გზაზე 3 წლის ბავშვი ემსხვერპლა appeared first on [/url]. ALIA.GE
-
„ეს ღირდა ამ ბინის საფასურად? განა რას ითხოვდა საწყალი?“, – ამის შესახებ გარდაცვლილი დევნილის დამ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მისი ძმა არაადეკვატური არ ყოფილა, როგორც ამას ამბობენ. „ვითხოვდით ბინას, კუთვნილ ბინას, რომელიც გვეკუთვნის. 2 თვეა ასე ვწანწალებთ და ვიქცევით. არავინ არ მოგვაქცია ყურადღება არც მთვრობამ, არც აფხაზეთის მთავრობამ. აი შედეგიც, ეს ღირდა ამ ბინის საფასურად? განა რას ითხოვდა საწყალი? როგორც ლაპარაკობენ, არაადეკვატური იყოო, არ ყოფილა ასეთი“, – ამბობს გარდაცვლილის და. The post „ეს ღირდა ამ ბინის საფასურად? განა რას ითხოვდა საწყალი?“ – გარდაცვლილი დევნილის და appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე საქართველოში თურქული ფარმაკოლოგიური ბაზრის გახსნას სოციალურ ქსელში ეხმიანება: „რა მაინტერესებს იციით, თურქეთიდან წამლებს ვინ შემოიტანს, სახელმწიფო თუუუ.. ?თუ-ს შემთხვევაში მიჩნდება კითხვა, რა აზრი აქვს მილიარდებს ვინ გააკეთებს ახლანდელი ფარმაკომაფია თუუუ ქოცთმოდგმის ნათესაობა?“ – წერს ფოფხაძე. The post რა მაინტერესებს იციით, თურქეთიდან წამლებს ვინ შემოიტანს, სახელმწიფო თუუუ.. ? – გიორგი ფოფხაძე appeared first on [/url]. ALIA.GE
-
თელასის ინფორმაციით, ხვალ, 18 იანვარს თბილისის სამი უბნის 20-ზე მეტ ქუჩასა და რამდენიმე დასახლებას შუქი გაეთიშება. კომპანია მიზეზად გადაუდებელი სამუშაოების ჩატარებას და ქსელში გადართვებს ასახელებს. გლდანის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების (ნაწილობრივ); მუხიანის II მიკრორაიონის (ნაწილობრივ); სამხედრო დასახლების (ნაწილობრივ); ლიბანის ქუჩას; ზარზმის ქუჩას; გაგრის ქუჩას; ალეკო გობრონიძის ქუჩას. საბურთალოს რაიონი ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე და 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ზურგოვანის; აღმაშენებლის ხეივნანს; აგრარული უნივერსიტეტის დასახლებას; მისის დასახლება; პეტრიწის ქუჩას. ვაკის რაიონი ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილს (ნაწილობრივ); ილია ჭავჭავაძის გამზირის; წყნეთის ხევის მოსახლეობას; წყნეთის ქუჩას; ყიფშიძის ქუჩას; ირაკლი აბაშიძის ქუჩას; ფალიაშვილის ქუჩას; თაქთაქიშვილის ქუჩას; მოსაშვილის ქუჩას; კავსაძის ქუჩას; გაბაშვილის ქუჩას; მიქელაძის ქუჩას. The post 18 იანვარს 20-ზე მეტ ქუჩასა და რამდენიმე დასახლებას შუქი გაეთიშება appeared first on [/url]. ALIA.GE
-
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი პრემიერ მინისტრის ინიციატივას საქასრთველოში თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შესახებ სოციალურ ქსელში ეხმიანება: „მამაცხონებულებო რაღა თურქულ ფალსიფიცირებულ წამლებს გაუხსენით საქართელოში შემოსვლის გზა,თითქოს ევროპულ–ამერიკული წამლები დაილია. აშკარაა,რომ თურქულმა ფარმა–კომპანიებმა და სხვა შემომტანმა სუბიექტებმა მილიონები გადაიხადეს ქრთამად ამ გადაწყვეტილების მისაღებად საქართელოს მთავრობაში.ეტყობა ჯანდაცვის ახალ მინისტრს ივანიშვილის ქართუ ბანკში პლასტიკური ბარათების განყოფილებაში მუშაობის უდიდესი გამოცდილება და რა გინდა,რომ ქნა? The post მამაცხონებულებო, რაღა თურქულ ფალსიფიცირებულ წამლებს გაუხსენით გზა, აშკარაა,რომ თურქულმა ფარმა–კომპანიებმა მილიონები გადაიხადეს ქრთამად- შალვა ნათელაშვილი appeared first on [/url]. ALIA.GE
-
2020 წელს, არაფორმალური სექტორის გათვალისწინებით, ავტომობილების ბიზნესის მთლიანი ზომა 3.8 მილიარდი ლარი იყო. ამის შესახებ შპს „თეგეტა პრემიუმ ვიიქელის“ მიერ მომზადებულ ანგარიშგებაშია ნათქვამი. კომპანია შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ 2.9 მილიარდი ფორმალური სექტორის ზომაა, ხოლო არაფორმალური ბიზნესი 0.9 მლრდს წარმოადგენს. დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ დიდი ზომის არაფორმალური ბიზნესი ბევრი წვრილწვრილი ინდივიდუალური გამყიდველებისა და ავტოპარკებისგან შედგება. მათი ინფორმაციით, 2020 წელს, პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების ფონზე, ავტომობილების ბიზნესის არაფორმალური ნაწილი 45%-ით შემცირდა, უფრო მეტად ვიდრე ფორმალური ნაწილი (-24% წ/წ), რადგან ავტომობილების და ავტონაწილების ბაზრობები დახურული იყო. ფორმალურ ბაზარში, ყველაზე დიდი წილი — 60% ავტომობილებით ვაჭრობას უჭირავს; ხოლო ავტო-ნაწილებით ვაჭრობა 38%-ს იკავებს. ანგარიშგების თანახმად, 2020 წელს ავტომობილების მთლიანი ბიზნესის 36% საექსპორტო ბაზრებზე მოდიოდა. მომზადებულ დოკუმენტის მიხედვით, ავტოპარკი საქართველოში ყოველწლიურად იზრდება. ზრდის მაჩვენებელი 2020 წელს 5.08% იყო, ხოლო რეგისტრირებულ ავტომობილთა ჯამური რაოდენობა — 1.446 მილიონი. 2020 წლის მდგომარეობით, ავტომობილების 62.4% მსუბუქია, 19.9% მსუბუქი მაღალი გამავლობის, 7.2% სატვირთო, 3.8% სამგზავრო, 2.5% სასოფლო-სამეურნეო, ხოლო დანარჩენი 4.2% წარმოადგენს მოტოტრანსპორტს, სპეციალიზებულ ავტოტრანსპორტო და სხვა ტიპის ავტოტრანსპორტს. ირკვევა, რომ 4 წლამდე ასაკის ავტოსატრანსპორტო საშუალებები ავტოპარკის მხოლოდ 2.3%-ს შეადგენს, 4-6 წლამდე ასაკის ავტოსატრანსპორტო საშუალებები ავტოპარკის მხოლოდ 1.7%-ს შეადგენს, ხოლო 20 წელზე მეტი ასაკის ავტოსატრანსპორტო საშუალებები ავტოპარკის 55.1%-ს შეადგენს. წყარო tia.ge
-
ჯანდაცვის ახალი მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი მედიას მოუწოდებს, დევნილების დასახლებაში მომხდარი თვითმკვლელობის ფაქტი ზოგადად დევნილების პრობლემებს არ დაუკავშირონ. ზურაბ აზარაშვილის თქმით, პირველადი ინფორმაციით, ეს “უბედური შემთხვევა იყო”. „პირველ რიგში, მივუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს, ვერ დაგეთანხმებით, რომ ეს რამე კავშირში შეიძლება, იყოს წინა დღეებში განვითარებულ მოვლენებთან. ეს არის უბედური შემთხვევა, რაც სამწუხაროდ, მოხდა და ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას, ხოლო რაც შეეხება სანატორიუმ ქართლში მცხოვრებსა და სხვა დევნილების პრობლემებს, ამასთან დაკავშირებით, ჩემი სამინისტროში მისვლის პირველივე დღიდანვე იმართება კონსულტაციები და ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა და გეგმა, თუ როგორ უნდა უზრუნველვყოთ დევნილები, ზუსტად ვიცით, როგორ გავაკეთოთ ეს და რა გეგმებს მივყვეთ. პერიოდულად დევნილებს ეცნობებათ გეგმები და დათქმულ ვადებში უზრუნველვყოფთ ამ ყველაფერს. გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს, პირველადი ინფორმაციით, ეს არის უბედური შემთხვევა და ჩემი თხოვნა იქნება, ნუ დავაკავშირებთ ამას დევნილების პრობლემასთან“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. შეგახსენებთ, რომ 16 იანვარს სანატორიუმ ქართლის შენობაში მცხოვრებმა კაცმა თავი მოიკლა. სხვა დევნილების თქმით, 53 წლის კაცმა თავი პროტესტის ნიშნად მოიკლა, რადგან წლებია, იქ მცხოვრები ადამიანები ავარიულ შენობას აპროტესტებენ. The post მინისტრი დევნილის თვითმკვლელობაზე: ნუ დავაკავშირებთ ამას დევნილების პრობლემასთან appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი კოვიდგადატანილებისთვის უვადო მწვანე პასპორტთან დაკავშირებით, რეგულაციების გამკაცრების საჭიროებას ვერ ხედავს. ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ უვადო პასპორტს არც NCDC-ის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე და არც მისი მოადგილე პაატა იმნაძე ეთანხმებიან, რადგან მეორედ ინფიცირების შემთხვევები გახშირდა, აზარაშვილი ამბობს, რომ ომიკრონის შტამი “დასუსტებულია” და მკურნალობის პროცესში “პრობლემა არ შეიქმნება”. “ომიკრონის შემთხვევაში, ეს მიმდინარეობს საკმაოდ მსუბუქად და ის მობილიზებული მედიკოსები თუ საწოლფონდი არის გაცილებით მეტი, ვიდრე შეიძლება თეორიულად დაგვჭირდეს. ეს შტამი ისეთი დასუსტებულია, რომ მეორედ პრობლემა არ შეიქმნება მკურნალობის პროცესში […] ჩვენ ვართ თავდაჯერებული იმაში, რომ ამ ავადმყოფებ ბინაზეც ვუმკურნალებთ, ჰისპიტალშიც ვუმკურნალებთ და ყველა შესაძლებლობა გვაქვს ადგილზე. ამ მხრივ, რეგულაციების გამკაცრების საჭიროებას […] REZONANSI
-
რა კავშირი აქვ სუს-ს რუსეთის "ფსბ"-თან და ვინ იყო ადამიანი, ვინც ნიკა გვარამიას მოსაკლავად ჩამოსული ქილერები ქვეყნიდან გააპარა - "პირველებმა" პასუხების მიღება სუსის კონტრ ტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელისგან სცადა. ალექსანდრე მაისურაძემ მასთან სახლში მისულ ჟურნალისტს კარი არ გაუღო და არც კარს მიღმა დასმულ შეკითხვებს უპასუხა. რუსეთიდან ნიკა გვარამიას მოსაკლავად ჩამოსული ქილერების ჯგუფი საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა არ დააკავა და რუსეთის საზღვრამდე გააცილა. სკანდალური სტატია გამოცემა cnews-მა გაავრცელა. ჟურნალისტებმა იმ ადამიანების პასპორტის ასლები მოიპოვეს, ვინც საქართველოს ტერიტორიეაზე რუსულმა სპეცსამსახურებმა ნიკა გვარამიას ლიკვიდაციის მიზნით გამოაგზავნეს. მკვლელობის მთავარ დამკვეთად რამზან კადიროვი სახელდება თავად შემსრულებლები კი არტურ გატაევი, სლავა გაგიევი და არტურ გულიევი არიან. სამივე მათგანი რუსეთის მოქალაქეა. გამაოგნებელი ამბის კვალი სუსის კონტრტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელამდე, ალექსანდრე მაისურაძემდე მიდის. არსებული ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სასმახურს რუსულ "ფსბ"-თან პირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდა, რის შემდეგაც ალექსანდრე მასიურაძემ საქართველოდან ქილერების მშვიდობიანად გაცილების გადაწყვეტილება მიიღო. წყარო tia.ge
-
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19-20 იანვარს საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, ძლიერი ქარი, მთაში და მაღალმთაში ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება. ამასთან, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. სააგენტოს ცნობით, 18, 20 და 21 იანვარს კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის -5, -8 გრადუსამდე დაწევა, რამაც შესაძლებელია ციტრუსოვანი კულტურების დაზიანება გამოიწვიოს. tia.ge
-
ავიაკომპანია Georgian Airways 150 მილიონ დოლარად იყიდება. ინფორმაციას ქართულ-ამერიკული Georgian Business Brokerage ავრცელებს. 11 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯორჯიან ეარვეისი რეაბილიტაციის რეჟიმში გადავიდა. ავიაკომპანიას 16 000-ზე მეტი მგზავრისა და 70-ზე მეტი კომპანიის ვალი აქვს, რომლის ჯამური მოცულობა 176 მილიონ ლარს აღწევს. რეაბილიტაციის რეჟიმის გამოცხადების თაობაზე განჩინება თბილისის საქალაქო სასამართლომ 29 დეკემბერს მიიღო. 31 დეკემბერს კი ჯორჯიან ეარვეისში რეაბილიტაციის პროცესის დაწყება საჯარო რეესტრმა დაარეგისტრირა. სასამართლოს განჩინების თანახმად, საქართველოში კორონავირუსისგან განპირობებულმა მოვლენებმა ავიაკომპანიას ფინანსური კრიზისის წინაშე დააყენა, რის გამოც კომპანიას ვალდებულებების მომსახურება არ შეუძლია. განჩინებაში აღნიშნულია, რომ განმცხადებელს აქვს რეაბილიტაციის მკაფიო ხედვა და მუშავდება რეაბილიტაციის გეგმა. "რეაბილიტაციის ხედვა არსებული რეისებიდან შემოსავალს ეფუძნება, რომლებიც პანდემიის პირობებშიც კი უზრუნველყოფენ შემოსავლის გამომუშავებას. ცხადია, პანდემიის გავლენის შესუსტების შემდეგ შესაძლებელია განხილულ იქნას ახალი მომგებიანი მიმართულებების და რეგულარული თუ არარეგულარული ჩარტერული რეისების დამატება, რაც კიდევ უფრო გაზრდის მოვალის შემოსავალს", - აღნიშნულია თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებაში. ავიაკომპანიის დირექტორი დავით გაიაშვილი ჯორჯიან ეარვეისის 80%-იანი წილის მფლობელია, 20%-იანი წილი კი ჯორჯიან ეარ სერვისს ეკუთვნის. სასამართლოს განჩინებით, კომპანიაში რეაბილიტაციის პროცესის ზედამხედველად გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი ნატო პაპიაშვილი დაინიშნა. წყარო tia.ge
-
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალირ ქსელში ქვეყანაში სასწავლო პროცესის განახლებას გამოეხმაურა. „ჩვენ ყველას გვსურს, რომ ჩვენი შვილები დადიოდნენ სკოლაში. მეც ერთ-ერთი ასეთი მამა ვარ. განათლების სამინისტრომ აიღო ევროპის ქვეყნების სტანდარტები, სადაც ბავშვები სკოლაში გაუშვეს. ოღონდ ჩვენთან სიტუაცია ფუნდამენტურად განსხვავებულია. ჯერ ერთი, ევროპაში მასწავლებლები და პერსონალი აცრილია და მეორე, ყველა ბავშვი დაზღვეულია. აი, წარმოიდგინეთ, კლასში ვირუსი ერთ ბავშვს მაინც ექნება და ავტომატურად ყველას გადაედება. შემდეგ ეს ბავშვები ბრუნდებიან სახლში და გადასდებენ ოჯახის წევრებს. მართალია, ომიკრონი ბევრად მსუბუქად მიდის ვიდრე სხვა შტამები, მაგრამ მკურნალობა ყველა შემთხვევაში დასჭირდება. ოჯახში თუ სამ ადამიანს მაინც დაემართა, ეს ოჯახის ბიუჯეტზე დამატებით 500-600 ლარი დატვირთვაა. ეს კი იმ პირობებში, როცა ამ თვეებში განსაკუთრებით ბევრი დაიხარჯება დენისა და გაზის მომატებულ გადასახადებზე, საკვებისა და პროდუქტების გაზრდილ ფასებზე და ახლა დამატებით კოვიდისგან მკურნალობის თანხები. აი, ამიტომაც არის შეუძლებელი ევროპული რეგულაციების კონტექსტის გარეშე გადმოტანა“, - აცხადებს სააკაშვილი. tia.ge
-
სებმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 17 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.0811 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0775 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით -0.36 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.5183 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.5268 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.85 თეთრი შეადგინა. გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.2278 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 4.2162 ლარი ეღირება. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 18 იანვრიდან შევა ძალაში. tia.ge
-
მე, როგორც ექიმი იმ ოჯახებს, რომელთა ბავშვები არიან აუცრელები და თან რომელიმე ქრონიკული დაავადებების მატარებლები, ვურჩევდი ბავშვების ონლაინ სწავლებაზე დატოვებას, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა. კულუმბეგოვი კიდევ მათ ურჩევს ბავშვის ონლაინ სწავლებაზე დატოვებას, რომელთაც ოჯახში მოხუცი ჰყავთ. „მე, როგორც ექიმი იმ ოჯახებს, რომელთა ბავშვები არიან აუცრელები და თან რომელიმე ქრონიკული დაავადებების მატარებლები, მაგალითად სასუნთქი სისტემის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, დიაბეტის, ნევროლოგიური პრობლემების და ასე შემდეგ, ასეთ ოჯახებს ვურჩევდი ბავშვების ონლაინ სწავლებაზე დატოვებას. მეორე მხრივ ბავშვი შეიძლება იყოს აცრილი და სრულიად ჯანმრთელი, მაგრამ ოჯახი იყოს მრავალსულიანი და ჰყავდეთ ასაკოვანი ადამიანები ოჯახში. ასეთ ადამიანებსაც ვურჩევდი ონლაინ რეჟიმზე გადასვლას. სხვა შემთხვევაში სკოლა უნდა გაგრძელდეს ჰიბრიდული წესით. წერტილოვანი ჩაკეტვები იქნება, რეგულაციები არსებობს. მესმის, ძალიან რთულია პირბადის ტარება ადრეული ასაკის ბავშვებისთვის, მაგრამ სწორი ახსნის და მაგალითების ჩვენების პირობებში შესაძლებელია. ამიტომ, მშობლებს ვთხოვ მათი და სკოლის უსაფრთხოების მიზნით ბავშვებს გაუკეთონ პირბადე”, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა. The post კულუმბეგოვი კონკრეტულ პირებს ონლაინ სწავლებაზე გადასვლას ურჩევს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
სალომე გოგიაშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ იმის შესახებ საუბრობს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ქალს საკუთარი შემოსავალი ჰქონდეს. „სახლში ჩაჯდომა და ქმრის ხარჯზე ცხოვრება „მეგოიმება“. მხოლოდ ფულში არ არის საქმე, უბრალოდ, შენი პატარა საქმე ყოველთვის უნდა ჰქონდეს, სახლიდან რომ გახვიდე და ტონუსშიც იყო, დაფასებული, მობილიზებული და თვითრეალიზებული. მოკლედ, მე უსაქმურად არასდროს ვყოფილვარ, სულ აქტიური ვიყავი და ვარ, რეკლამებში ვარ ჩართული, გავაკეთე ტანსაცმლის მაღაზია, ჩემი ბიზნესი მაქვს და „ტიკ-ტოკერიც“ გავხდი…“ წყარო tia.ge
-
19-20 იანვარს საქართველოში კვლავ უამინდობა შენარჩუნდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19-20 იანვარს საქართველოში კვლავ მოსალოდნელია ამინდის არახელსაყრელი პირობები: დროგამოშვებით ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, ძლიერი ქარი, მთაში და მაღალმთაში ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება. „საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. 18, 20 და 21 იანვარს კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის -5, -8 გრადუსამდე დაწევა, რამაც შესაძლებელია ციტრუსოვანი კულტურების დაზიანება გამოიწვიოს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში. REZONANSI
-
მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, სოციალურ ქსელში წერს: “გუშინ, 16 იანვარს, ზუსტად ერთი წელი შესრულდა, რაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობა დავიკავე. ერთი წლის თავზე, გვაქვს შემდეგი შედეგები: დასრულდა ხელოვნური პოლიტიკური კრიზისი, დამაჯერებლად მოვიგეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ უფრო გაიმყარა ლეგიტიმაცია; ქვეყანას ყავს ღირსეული პრემიერი, ღირსეული პარლამენტის თავმჯდომარე, ღირსეული დედაქალაქის მერი და მმართველი გუნდი ერთიანია, როგორც არასდროს; რადიკალური ოპოზიცია, რომლის ლიდერი დამსახურებულ სასჯელს იხდის, უკიდურესად დასუსტდა და აღარ აქვს შესაძლებლობა, საფრთხე შეუქმნას სახელმწიფოს სიმტკიცეს; მმართველი გუნდი იცავს ეროვნულ ინტერესებს, სახელმწიფო და საპარლამენტო სუვერენიტეტს, მთავრობამ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა უზრუნველყო. მიხარია, რომ ამ შედეგების დადგომაში პარტიის თავმჯდომარის პოზიციიდან ჩემი წვლილი შევიტანე”, - წერს მმართველი პარტიის თავმჯდომარე. tia.ge
-
იანვრიდან მთელი წლის განმავლობაში, მილიონამდე მოქალაქეს ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდი დაუსუბსიდირდება.ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ეს შეეხება 150 000 და ნაკლები ქულის მქონე მოსახლეობას. „ჩვენი გადაწყვეტილებით, მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს, დაახლოებით მილიონ ადამიანს დავუსუბსიდირებთ ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდს. ეს შეეხება კერძოდ მიზნობრივ ჯგუფებს, 150 000 და ნაკლები ქულის მქონე მოსახლეობას, რაც დაახლოებით მილიონ ადამიანს შეადგენს. მოგეხსენებათ, ჩვენ აღნიშნული პროგრამა გვქონდა პანდემიის დაწყების დღიდან, რომელიც გრძელდებოდა ორი წელი. იანვარში სუბსიდირების პროგრამა შეწყდა და ახლა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული პროგრამა გავაგრძელოთ და მოსახლეობის იმ ფენას, რომელიც ყველაზე მეტად გაჭირვებულია, ამ მიზნობრივ ჯგუფებს დავუსუბსიდიროთ ელექტროენერგიის ნაზარდი. ეს ამოქმედდება იანვრიდან მთელი წლის განმავლობაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. The post ვის დაუსუბსიდირდება ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფი appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
მიმდინარე, 2022 წლიდან ერთჯერადი დახმარებების სახით თბილისში რეგისტრირებულ პენსიონერებსა და ქვეყნის მასშტაბით მცხოვრებ 50 წლიდან ზევით მოქალაქეებს სახელმწიფო გასაცემლებიდან ერთჯერადი დახმარების სახით 500 და 200 ლარი გადაეცემათ. გასულ წლებში ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ სამსახურებში, მერიებსა და მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სახის ერთჯერადი დახმარების პროგრამები არსებობდა, თუმცა მიმდინარე წელს, 2022 წლის ბიუჯეტით რა ტიპის დახმარებები იქნება გათვალისწინებული მოსახლეობისთვის, ჯერჯერობით უცნობია. ამ დროისთვის, მხოლოდ ცნობილია, რომ 2022 წელს თბილისში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ პენსიონერებს 500 ლარიანი ვაუჩერი გადაეცემათ. პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, ვაქცინაციის პოპულარიზაციის მიზნით, ხელისუფლებამ წამახალისებელი ფულადი ჯილდო 50 წლიდან ზემოთ მოქალაქეებისთვის 200 ლარის ოდენობით დააწესა. “პრაიმტაიმის “ამ სტატიაში ნახავთ, ვის და როგორ შეუძლია ერთჯერადი […] REZONANSI
-
ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომან გოცირიძე მსოფლიოს ნომერი პირველი ჩოგანის, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩის ავსტრალიიდან დეპორტაციას ეხმაურება და წერს. "ანტივაქსერი ჩოგბურთელი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი, შეიძლება ვუწოდოთ ჩოგბურთის ცოცხალი ლეგენდა, ჯერ მთელი კვირა აყურყუტეს სიდნეის აეროპორტის კოვიდსასტუმროში, დღეს კი გამოაძევეს ავსტრალიიდან აუცრელობის გამო. კი იჩივლა სასამართლოში, გადატანილი მაქვსო, მაგრამ უპასუხეს, მასე სადაა ძმაოო, ავსტრალიის სასამართლო ვართ საქართველოსი კი არაო, ანტივაქსერი პრემიერ-მინისტრი კი არა გვყავს ქართველებივით, კორონაგადატანილებს სამუდამო მწვანე პასპორტს რომ აძლევსო. სიმართლე გითხრათ, ძალიან გამიხარდა. ასეც მოუხდება. როგორც ჩანს ან რუსეთის ეკლესიის მიერ მართულმა სერბმა მამაომ( ანუ მღვდლმა) შეაცდინა, ან შიში აქვს, რომ დაჩიპავენ და თამაშისას 5 ჯის მეშვეობით ვიღაცები (ალბათ მასონები) დისტანციურად დაუწყებენ მართვას. ძალა აქვს, ჭკუა არაო, მასზე ყოფილა ეს ანდაზა ზედგამოჭრილი", - წერს რომან გოცირიძე. tia.ge
-
“დინამო სოხუმის” გენერალური დირექტორი დავით თაქთაქიშვილი განცხადებას ავრცელებს. “დინამოს” ქალთა გუნდმა ბოლოს კენიის ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველი, რეიჩელ მუემა (14 მატჩი 7 გოლი), ნიგერიელი ცენტრალური მცველი მარგარეტ ადემულეგუნი, 26 წლის განელი გამთამაშებელი ფორტუნე კედე და მეკარე იამაიკელი კრის-ენ ჩემბერსი დაიმატა. “მოგესალმებით! დღეს “დინამო” სოხუმის დაარსებიდან 97 წელი შესრულდა! მინდა გითხრათ, რომ ეს ძალიან დიდი დროა, არაერთ თაობას ცმია “დინამო” სოხუმის მაისური, ალბათ ვერც კი წარმოიდგენდა ის პირველი თაობა, 1925 წლის 14 იანვარს, რომ გავიდოდა 97 წელი და გუნდი ქართული დროშის ქვეშ სოხუმიდან შორს იქნებოდა! “დინამო” სოხუმი არის, ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი საუკეთესო საფეხბურთო კლუბი, თავისი აღზრდილი ფეხბურთელებით, თავისი ისტორიით, კულტურით, ტიტულებით. ჩვენ ბევრს ვცდილობთ, რომ გუნდი ვაქციოთ ისევ იმ დიდ გუნდად, რაც უწინ იყო … ამისთვის ბევრი შრომა გვჭირდება, სამწუხაროა ამის თქმა რომ მიწევს, მაგრამ აზერბაიჯანმა გვაჯობა! რაში? მათ ყავთ გუნდი “ყარაბახი”. ეს გუნდი სახელმწიფომ აქცია გრანდად და არ გავა წელი, რომ ის არ იყოს ევროპის რომელიმე ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე! ჩვენთან კი რა ხდება? “დინამო” სოხუმი არ არის პრივილეგირებული გუნდი. სამწუხაროდ, ალბათ აზერბაიჯანში უფრო სახელმწიფოებრივად აზროვნებს ის ხალხი, ვისაც ეს ეხება, ვიდრე ჩვენს ქვეყანაში. “დინამო” სოხუმი არის ხიდი აფხაზ ძმებთან საურთიერთობოდ, ამის გამოყენება შესაძლებელია და ამას ჭირდება ნება და პირობები! თუ ვინმეს გაუჩნდება კითხვა, რატომ უნდა იყოს “დინამო” სოხუმი პრივილეგირებული და არა სხვა რომელიმე დევნილი გუნდი, მას შემიძლია ურჩიო წიგნის გადაშლა და ისტორიის გაცნობა, თუ რამდენად მაღლა დგას “დინამო” სოხუმი ნებისმიერ სხვა დევნილ გუნდზე. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმს, რომ ავიხდინოთ ოცნება და ვითამაშოთ ევროტურნირებზე! ამას ჩვენ გავაკეთებეთ! მე როგორც ამ დიდი გუნდის მმართველი, ვდებ საჯაროდ პირობას – “დინამო” სოხუმი ითამაშებს ჩემპიონთა ლიგაზე 2023 წელს, პირველ ეტაპზე ქალთა შორის! “დინამო” სოხუმი დიდი გუნდია და სულ მალე ვიტყვით სათქმელს, რაც უნდა თქვას ამ გუნდმა! 2022 წელი იქნება ძალიან კარგი წელი, მიუხედავად იმ პრობლემებისა, რაც გუნდს აქვს! თუ რა გზას გავივლით, ამაზე ვრცლად ვისაუბრებ 2023 წელს, როდესაც მე პირობას შევასრულებ და “დინამო” სოხუმს გავიყვან ჩემპიონთა ლიგაზე მათთან ერთად, ვინც მუშაობენ ჩემს გუნდში!”, – დაწერა თაქთაქიშვილმა. მეკარე კრის-ენ ჩემბერსი http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/01/chambers-1024x995.jpeg The post დავით თაქთაქიშვილი: “დინამო სოხუმი ჩემპიონთა ლიგაზე გავა!” appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
ვერძი დღეს თქვენთვის კარგი დღეა. ყველაფერი დადგება თავის ადგილზე. დაისახეთ ერთი მიზანი და ფოკუსირდით მასზე. სამყარო გეხმარებათ და გადადიხართ ცვლილებების პერიოდში, ყველაფერი, რაც თქვენი უნდა იყოს,ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მოედინება თქვენსკენ. კურო შეეცადეთ უფრო მეტად ენდოთ თქვენს ინტუიციურ მხარეს. ამ ორშაბათს, ვარსკვლავების მოძრაობა გაგრძნობინებთ ენერგიას. თქვენ მოგიწევთ ფოკუსირება იმაზე, რომ გახდეთ უფრო თანმიმდევრული და მოწესრიგებული. სცადეთ შუამავლობა დღეს, რადგან ეს დაგეხმარებათ იყოთ უფრო ჰარმონიული საკუთარ თავთან. ტყუპები დღეს თქვენი შიშები და უარყოფითი ემოციები წინა ფლანგზე გადმოიწევს, რაც თავის მხრივ საზიანო გავლენას მოახდენს. შეეცადეთ თავი აარიდოთ ნეგატიურ გრძნობებს და შეინარჩუნოთ სიმშვიდე, რათა თავიდან აიცილოთ რაიმე სერიოზული კამათი. საღამოს,შეძლებთ ბევრი საკითხის გადაჭრას და […] REZONANSI
-
მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი ბიზნესი კარგად გრძნობდეს თავს და არ ჰქონდეს პრობლემები, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია ისეთ სენსიტიურ სფეროში, რომელიც ეხება პურს, ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ ფასების გაძვირება არ მოხდეს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მისი უწყება მზად არის, რომ ამ საკითხში სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ითანამშრომლოს. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივ ბიზნესს არ ჰქონდეს პრობლემები, თუმცა მნიშვნელოვანია ისიც, რომ ხორბლისა და ფქვილის სფეროში ფასების გაძვირება არ იყოს. ამ ორ მოცემულობას შორის სწორი ბალანსი როგორ უნდა მოვნახოთ, მზად ვართ ამისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ვიმუშაოთ“, – განაცხადა თურნავამ. REZONANSI
-
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას ინფორმაციით, ამ ეტაპზე სამთო კურორტებზე დამატებითი რეგულაციების დაწესება არ იგეგმება. როგორც მინისტრი აღნიშნავს, დაწესებული რეგულაციები ადეკვატურია. „ამ ეტაპზე, დამატებითი რეგულაციები არ იგეგმება. თუ დადგება დღის წესრიგში, ამ საკითხს საბჭოზე განვიხილავთ. ვთვლით, რომ ამ ეტაპზე, ის რეგულაციები, რაც დაწესებულია საკმაოდ ადეკვატურია“, – აღნიშნავს თურნავა. REZONANSI