
planeta.ge
პლანეტელი-
პოსტები
3.681 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planeta.ge
-
ლოს-ანჯელესში ქართველი მსახიობი, რუსიკო კიკნაძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ნანა გონგაძე ავრცელებს. „თავზარდაცემული ვარ, დღეს დილით ლოს-ანჯელესში, თავის სახლში უცბად გარდაიცვალა ჩემი ბავშვობის მეგობარი, ულამაზესი ქართველი მსახიობი რუსიკო კიკნაძე! ჯერ ვერ მოვსულვარ გონებაზე, ისეთ შოკში ჩამაგდო ამ ამბავმა. ვისაც შეგიძლიათ დაუნთეთ სანთლები ეკლესიებში და მოიხსენიეთ მისი სული, გთხოვთ..“, – წერს გონგაძე. რუსუდან კიკნაძე 1946 წლის 7 მარტს დაიბადა. დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1969 წელს. მოღვაწეობდა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში. გადაღებულია ფილმებში: „გიორგობის თვე“ (1966), „ფერისცვალება“ (ეკა, 1968), „სინათლე ჩვენს ფანჯრებში“ (ტატა, 1969), „თვალი პატიოსანი“ (მედეა, 1976), „მონანიება“ (1984), „ფესვები“ (1987), „დანაშაული მოხდა“ (1988) და სხვა. The post “ახლაც ვერ მოვდივარ გონზე…” – ახლახანს კიდერ ერთი ქართველი მსახიობი დაიღუპა. ვინ არის და რით გარდაიცვალა ცნობილი მსახიობი appeared first on InterPost.ge. View the full article
-
გუშინ ლა ლიგის 21-ე ტურში “ვალენსიამ” “სევილია” მიიღო და 1-1 ეთამაშა. რამდენიმე დღის წინ “ვალენსიას” ძირითად მეკარე იასპერ სილენეს კოვიდი ჰქონდა, ხაუმე დომენეკს მუცლის არეში დისკომფორტი, ყველა მამარდაშვილის დაყენებას ელოდა, მაგრამ ბორდალასი სხვანაირად მოიქცა. ბორდალასმა თასის შეხვედრაში დომენეკი გამოიყვანა, “სევილიასთან” 2 დღის გამოჯანმრთელებული სილესენი, რომელმაც ფეხის ტრავმა მიიღო და მე-18 წუთზე ჰოლანდიელი ხაუმემ შეცვალა. გარდა ამისა, ჩაიშალა მე-4 გოლკიპერის, რივეროს ტრანსფერი ამერიკულ “დალასში”. მამარდაშვილს 22 სექტემბრის შემდეგ არ უთამაშია, თუმცა “ღამურებმა” ის 31 დეკემბერს ოფიციალურად გამოისყიდეს. The post არც კორონა, არც ტრავმა, არც ამერიკა – მამარდაშვილს 5 თვეა არ უთამაშია appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
სოციალურ ქსელ Forum.ge-ზე გამოქვეყნდა ქართულად გადაკეთებული არაქართული გვარების სია. საინტერესოა საიდან მოხვდა ფუძითაც და წარმომავლობითაც ამდენი ქართული გვარი ამ სიაში და ვის აძლევს ხელს ამ ჩამონათვლის ასე დაგრძელება. რასაკვირველია MediaCity-ის რედაქცია კატეგორიულად არ ეთანხმება ამ სიის ავთენტურობას. ძალიან საინტერესო იქნება ქართველი ისტორიკოსების და მეცნიერების მოსაზრება ამასთან დაკავშირებით, თუ საიდან და ვინ ავრცელებს მსგავს ინფორმაციას და რატომ ,,აბრალებენ” აშკარად ქართულ გვარებს არაქართულ წარმომავლობას. MediaCity აუცილებლად მოახდენს ამ საკითხის სიღრმისეულ მოკვლევას, მანამდე კი გთავაზობთ ქართული გვარების იმ სიას, რომელიც Forum.ge-ზე გამოქვეყნდა. აბაშვილი – აზერ. (აბაევ); ოს. (აბაევ) • აბელაშვილი – აზერ. (აბელოვ); სომხ. (აბელიან, აბელიანც, აბელოვ) • აბრამაშვილი – აზერ. (აბრამოვ); სომხ. (აბრამიან, აბრამოვ) • აბრამიშვილი – სომხ. (აბრამიან, აბრამოვ) • აგულაშვილი – სომხ. (აგულოვ) • ადამაშვილი – სომხ. (ადამიან, ადამოვ) • ავალიშვილი – სომხ. (ავალიან, ავალოვ) • ავაქიშვილი – სომხ. (ავაკიან, ავაკოვ, ავაქიან, ავაქოვ) • ავთანდილაშვილი – სომხ. (ავთანდილიან, ავთანდილოვ) • ავლოხაშვილი – რუს. (ავლოხოვ); უკრ. (ავლოხოვ) • აზარაშვილი – აზერ. (აზაროვ); ბელორუს. (აზარევიჩ); სომხ. (აზარიან, აზაროვ) • აზარიაშვილი – სომხ. (აზარიან, აზაროვ) • აზირაშვილი – რუს. (აზიროვ) • აზნაურაშვილი – სომხ. (აზნაურიან, აზნაუროვ) • ათაბეგაშვილი – სომხ. (ათაბეგიან, ათაბეგოვ, ათაბეკიან, ათაბეკოვ) • ათოშვილი – სომხ. (ათოიან) • ალაგარდაშვილი – ყაზ. (ალაგარდოვ) • ალავერდაშვილი – აზერ. (ალავერდოვ); სომხ. (ალავერდიან, ალავერდოვ) • ალაფიშვილი – სომხ. (ალაფიევ; ალაფოვ) • ალბორაშვილი / ალბორიშვილი – სომხ. (ალბოროვ) • ალთუნაშვილი – სომხ. (ალთუნიან) • ალიბეგაშვილი – დაღესტ. (ალიბეგოვ) • ალიმბარაშვილი – ყაზ. (ალიმბაროვ) • ალიხანაშვილი – აზერ. (ალიხანოვ); სომხ. (ალიხანიან, ალიხანოვ) • ამანათაშვილი – სომხ. (ამანათოვ, ამანატოვ) • ამირხანაშვილი – აზერ. (ამირხანოვ); დაღესტ. (ამირხანოვ); სომხ. (ამირხანიან; ამირხანოვ) • ანანიაშვილი – სომხ. (ანანიან, ანანიევ, ანანიკიან, ანანიკოვ) • ანჩაბაძე – აფხ. (ანჩაბ) • აროშვილი – სომხ. (აროიან) • არსოშვილი – ოს. (არსოევ); სომხ. (არსოევ) • არუთინაშვილი – სომხ. (არუთინიან, არუთინოვ) • არუნაშვილი – სომხ. (არუნოვ) • ასანიშვილი / ასანიძე – აზერ. (ასანოვ) • ასიტაშვილი – სომხ. (ასიტოვ) • ასლამაზაშვილი / ასლამაზიშვილი – სომხ. (ასლამაზიან, ასლამაზოვ) • ასლანიშვილი – აზერ. (ასლანოვ); სომხ. (ასლანიან) • ასრათაშვილი – აზერ. (ჰასრათოვ); სომხ. (ასრათიან, ასრათოვ) • აფრიამაშვილი – სომხ. (აფრიამოვ) • აღლემაშვილი – სომხ. (აღლემოვ) • ბაბაშვილი – აზერ. (ბაბაევ); ოს. (ბაბაევ) • ბადაშვილი – ოს. (ბადაევ) • ბადალაშვილი – აზერ. (ბადალოვ); სომხ. (ბადალიან, ბადალოვ) • ბათირაშვილი – სომხ. (ბათიროვ) • ბათმანაშვილი / ბათმანიშვილი – სომხ. (ბათმანოვ) • ბაინდურაშვილი – სომხ. (ბაიანდურიან, ბაიანდუროვ, ბაინდურიან, ბაინდუროვ) • ბაირამაშვილი – აზერ. (ბაირამოვ) • ბაკაშვილი – სომხ. (ბაკაევ) • ბალაბანაშვილი / ბალაბანიშვილი – სომხ. (ბალაბანოვ) • ბარათაშვილი – სომხ. (ბარათოვ) • ბარიხაშვილი – რუს. (ბარიხინ) • ბასილაშვილი – სომხ. (ბასილიან, ბასილოვ) • ბასიშვილი – ოს. (ბასოევ) • ბაღდადაშვილი – სომხ. (ბაღდადიან) • ბაღდოშვილი – სომხ. (ბაღდოიან, ბაღდოევ) • ბეგალაშვილი / ბეგალიშვილი – ოს. (ბეგალოვ); რუს. (ბეგალოვ); სომხ. (ბეგალოვ) • ბეგიჯანაშვილი – სომხ. (ბეგიჯანიან, ბეგიჯანოვ) • ბეგლარაშვილი / ბეგლარიშვილი – სომხ. (ბეგლარიან, ბეგლაროვ) • ბედოშვილი – ოს. (ბედოევ) • ბეკოშვილი – ოს. (ბეკოევ) • ბელიაშვილი – რუს. (ბელიაევ); სომხ. (ბელიევ) • ბეჟანაშვილი / ბეჟანიშვილი – სომხ. (ბეჟანიან, ბეჟანიანც, ბეჟანოვ) • ბესტავაშვილი – ოს. (ბესტაევ) • ბიბილაშვილი – ოს. (ბიბილოვ) • ბიგანაშვილი / ბიგანიშვილი – ოს. (ბიგანოვ) • ბიკაშვილი – თათრ. (ბიკაევ); ოს. (ბიკაევ) • ბითაძე – ოს. (ბითიევ, ბიტიევ) • ბიტარაშვილი / ბიტარიშვილი – სომხ. (ბიტაროვ) • ბოლოთაშვილი – ოს. (ბოლოთაევ) • ბოსიკაშვილი – სომხ. (ბოსიკოვ) • გაბარაშვილი – ოს. (გაბარაევ); სომხ. (გაბარევ) • გაბელაშვილი – სომხ. (გაბელოვ) • გაბიტაშვილი – სომხ. (გაბიტაევ, გაბიტოვ) • გაბოშვილი – ოს. (გაბოევ); სომხ. (გაბოიან) • გაბრიელაშვილი – სომხ. (გაბრიელიან, გაბრიელოვ) • გაგიშვილი – ოს. (გაგიევ) • გაგლოშვილი – ოს. (გაგლოევ) • გაზაშვილი – ოს. (გასოევ) • გალეგაშვილი – ოს. (გალეგოვ) • გალუსტაშვილი – სომხ. (გალუსტიან, გალუსტიანც, გალუსტოვ) • გარსევანიშვილი – სომხ. (გარსევანოვ) • გასიშვილი – ოს. (გასიევ) • გედევანიძე – სომხ. (გედევანოვ) • გერგიშვილი – სომხ. (გერგაევ) • გიგოლაშვილი – სომხ. (გიგოლაევ, გიგოლიან) • გიკაშვილი – ოს. (გიკაევ) • გობოზაშვილი – ოს. (გობოზოვ) • გოგინაშვილი – სომხ. (გოგინიანც) • გოგიჩაშვილი – ოს. (გოგიჩაევ, გოგიჩოვ) • გოგოლი / გოგოლიშვილი / გოგოლიძე – უკრ. (გოგოლ) • გოგორიშვილი – სომხ. (გოგორიან) • გოზალიშვილი – სომხ. (გოზალიან, გოზალოვ) • გოლოშვილი – ოს. (გოლოევ) • გუდიაშვილი – ოს. (გუდიევ) • გუზიტაშვილი – ოს. (გუზიტაევ) • გულიაშვილი – აზერ. (გულიევ) • გუნაშვილი – სომხ. (გუნაშევ, გუნაშოვ) • გურგენაშვილი / გურგენიშვილი – სომხ. (გურგენიან) • გუჩმაზაშვილი – ოს. (გუჩმაზოვ) • დავითაშვილი – სომხ. (დავითიან) • დალალაშვილი – სომხ. (დალალოიან) • დალაქიშვილი – სომხ. (დალაქიან, დალაქოვ) • დემინაშვილი – სომხ. (დემინოვ) • დემურიშვილი – სომხ (დემუროვ) • დოლმაზაშვილი – სომხ. (დოლმაზიან, დოლმაზოვ) • დრიაშვილი – ოს. (დრიაევ) • ებიტაშვილი – ყაზ. (ებიტოვ) • ელბაქიძე – სომხ. (ელბაკიან, ელბაქიან) • ელიზბარაშვილი – სომხ. (ელიზბარიან, ელიზბაროვ) • ელისაშვილი – რუს. (ელისეევ); სომხ. (ელისევ) • ელკანიშვილი – ოს. (ელკანოვ) • ელოშვილი – ოს. (ელოევ); სომხ. (ელოიან) • ენუქიძე – სომხ. (ენუქიან) • ეპიტაშვილი – სომხ. (ეპიტოვ) • ერემაშვილი – სომხ. (ერემიან, ერემოვ); უკრ. (ერემენკო) • ვაზაგაშვილი – ოს. (ვაზაგოვ) • ვალიშვილი – აზერ. (ვალიევ); ოს. (ვალიევ) • ვანაძე – სომხ. (ვანიან) • ვარდანაშვილი / ვარდანიძე – სომხ. (ვარდანიან) • ვართანიშვილი – სომხ. (ვართანიან, ვართანიანც, ვართანოვ) • ვართუმაშვილი – სომხ. (ვართუმიან) • ვახრამიშვილი – სომხ. (ვახრამიან, ვახრამოვ) • ვახტანგაშვილი / ვახტანგიშვილი – სომხ. (ვახტანგოვ) • ველიჯანაშვილი – სომხ. (ველიჯანოვ) • ზაზაშვილი / ზაზაძე – სომხ. (ზაზიევ, ზაზიან, ზაზოვ) • ზანდარაშვილი – სომხ. (ზანდარიან, ზანდაროვ) • ზასოხაშვილი – რუს. (ზასოხოვ) • ზაქარაშვილი – სომხ. (ზაქარიან) • ზურაბაშვილი / ზურაბიშვილი – სომხ. (ზურაბიან, ზურაბოვ) • თათეშვილი – სომხ. (თათეოზიან, თათეოსიან, თათეოსოვ) • თათოშვილი – სომხ. (თათოიან) • თათულაშვილი – სომხ. (თათულოვ) • თამაზაშვილი – სომხ. (თამაზიან, თამაზოვ) • თანდარაშვილი – სომხ. (თანდარიან) • თასოშვილი – ოს. (თასოევ) • თედეშვილი – ოს. (თედეევ) • თელიაშვილი – სომხ. (თელიევ) • თიბილაშვილი – ოს. (თიბილოვ) • თიგიშვილი / ტიგიშვილი – ოს. (თიგიევ, ტიგიევ) • თომაშვილი – ოს. (თომაევ) • თოროზაშვილი – სომხ. (თოროზოვ) • თოფჩიშვილი – ოს. (თოფჩიევ) • თულაშვილი – ბურიატ. (თულაევ); ოს. (თულაევ) • თუმანიშვილი – სომხ. (თუმანიან, თუმანოვ) • თუშმალიშვილი – რუს. (თუშმალოვ) • იასაღაშვილი / იაშაღაშვილი – სომხ. (იაშაღიან) • ივანიშვილი – სომხ. (ივანიან) • იორდანაშვილი / იორდანიშვილი – სომხ. (იორდანიან, იორდანოვ • კაკოშვილი – სომხ. (კაკოიან) • კაჩმაზაშვილი / ყაჩმაზაშვილი – ოს. (კაჩმაზოვ) • კიკოლაშვილი / კიკოლიაშვილი – სომხ. (კიკოლიან) • კირაკოზაშვილი – სომხ. (კირაკოზიან, კირაკოზოვ, კირაკოსიან, კირაკოსოვ) • კოდელაშვილი – სომხ. (კოდელიან, კოდელიანც) • კოზანაშვილი – სომხ. (კოზანოვ) • კოზმანაშვილი / კოზმანიშვილი – სომხ. (კოზმანოვ) • კოკოზაშვილი – რუს. (კოკოზოვ) • კოკოშვილი – ოს. (კოკოევ) • კოლოტაშვილი / კოლოტაძე – რუს. (კოლოტოვ) • კორკოტაძე – სომხ. (კორკოტიან) • კუდუხაშვილი – ოს. (კუდუხოვ) • კუზანაშვილი – სომხ. (კუზანოვ) • კულუმბეგაშვილი / ყულუმბეგაშვილი – ოს. (კულუმბეგოვ, ყულუმბეგოვ) • კუსრაშვილი / კუსრაძე – ოს. (კუსრაევ); რუს. (კუსრაევ) • ლაზარაშვილი – ასირ. (ლაზარევ); სომხ. (ლაზარიან, ლაზაროვ) • ლაზარიშვილი – სომხ. (ლაზარიან, ლაზაროვ) • ლევანიშვილი / ლევანიძე – სომხ. (ლევანიან) • მაზანაშვილი / მაზანიშვილი – აზერ. (მაზანოვ); სომხ. (მაზანიან) • მაზაშვილი – სომხ. (მაზაევ) • მაზმიშვილი – სომხ. (მაზმანიან) • მათიაშვილი – აზერ. (მათიევ) • მათოშვილი – სომხ. (მათოსიან) • მაკარაშვილი – სომხ. (მაკარიან, მაკაროვ) • მაკასარაშვილი – სომხ. (მაკასაროვ) • მალხაზიშვილი – სომხ. (მალხასიან, მალხაზიან, მალხაზოვ) • მამადაშვილი – აზერ. (მამადალიევ); სომხ. (მამადიან) • მამულაშვილი – სომხ. (მამულიან, მამულოვ) • მანველიშვილი – სომხ. (მანველიან) • მანთაშაშვილი / მენთეშაშვილი – სომხ. (მანთაშიან, მანთაშოვ); დაღესტ. (მანთაშევ) • მარგიშვილი – ოს. (მარგიევ) • მარკოზაშვილი – სომხ. (მარკოსიან, მარკოსიანც, მარკოსოვ, მარკოზიან, მარკოზიანც, მარკოზოვ) • მარჯანიშვილი / მარჯანიძე – სომხ. (მარჯანიან) • მაღალაშვილი – სომხ. (მაღალიან, მაღალოვ) • მაყიშვილი – ოს. (მაყიევ) • მედოიძე – სომხ. (მედოიან) • მელიქიშვილი – სომხ. (მელიქიან, მელიქოვ) • მერაბიშვილი – სომხ. (მერაბიან, მერაბოვ) • მილაშვილი – სომხ. (მილაევ) • მინაშვილი / მინაძე – სომხ. (მინასიან, მინასოვ) • მირაქიშვილი – სომხ. (მირაქიან, მირაქოვ) • მირველაშვილი – სომხ. (მირველოვ) • მირზაშვილი – აზერ. (მირზაევ, მირზოევ); სომხ. (მირზოიან) • მიქელაძე – სომხ. (მიქელიან, მიქელოვ) • მუზაშვილი – ოს. (მუზაევ) • მურადაშვილი – აზერ. (მურადოვ); სომხ. (მურადიან, მურადოვ) • მურაჩაშვილი – რუს. (მურაჩევ) • მუსაშვილი – აზერ. (მუსაევ) • ნადირაშვილი / ნადირაძე – აზერ. (ნადიროვ); სომხ. (ნადირიან, ნადიროვ) • ნაზარაშვილი / ნაზარიშვილი – რუს. (ნაზარევ; ნაზაროვ); სომხ. (ნაზარიან, ნაზაროვ) • ნალბანდიშვილი – სომხ. (ნალბანდიან, ნალბანდოვ) • ნანიშვილი – თათრ. (ნანიევ); ოს. (ნანიევ) • ნარტკოშვილი – ოს. (ნარტკოევ) • ნიაზაშვილი – აზერ. (ნიაზოვ); სომხ. (ნიაზოვ) • ნონიაშვილი – სომხ. (ნონიანც, ნონიევ) • ობოლაშვილი – სომხ. (ობოლოვ) • ომანაშვილი – აზერ. (ომანოვ) • ომარაშვილი – აზერ. (ომაროვ) • ონიკაშვილი – სომხ. (ონიკიან) • ოსეფაშვილი – სომხ. (ოსეფოვ) • ოხანაშვილი – სომხ. (ოხანიან) • პაატაშვილი – სომხ. (პაატოვ) • პაპაშვილი – სომხ. (პაპაიან) • პაპელაშვილი / პაპელიშვილი – სომხ. (პაპელოვ) • პაპოშვილი – სომხ. (პაპოიან) • პარასკევაშვილი – სომხ. (პარასკევოვ) • პარუნაშვილი – სომხ. (პარუნიან, პარუნოვ) • პეტაშვილი – სომხ. (პეტანიან, პეტახჩიან) • რევაზიშვილი – სომხ. (რევაზიან, რევაზოვ) • რიკაძე – რუს. (რიკოვ) • როსტომაშვილი – სომხ. (როსტომიან, როსტომოვ) • რუსიშვილი – ოს. (რუსიევ) • საათაშვილი – აზერ. (საათოვ) • სააკაშვილი – ოს. (სააკოვ); სომხ. (სააკიან, სააკოვ) • საბანაშვილი – სომხ. (საბანოვ) • საგინაშვილი – სომხ. (შაგინიან, შაგინოვ) • სადათერაშვილი / სადათიერაშვილი – სომხ. (სადათეროვ) • სამადაშვილი – აზერ. (სამადოვ) • სამარჯიშვილი – სომხ. (სამარჯიევ) • სამსონაშვილი / სამსონიშვილი / სამსონიძე – სომხ. (სამსონიან, სამსონოვ) • სარალაშვილი – აზერ. (სარალოვ) • სარაჯიშვილი – სომხ. (სარაჯევ, სარაჯიევ, სარაჯიან) • სარდანაძე / სარდანაშვილი – რუს. (სარდანოვ) • სარიშვილი – სომხ. (სარიევ) • სელიმაშვილი – აზერ. (სელიმოვ); სომხ. (სელიმიან) • სიმონიშვილი – სომხ. (სიმონიან, სიმონოვ) • სოლომონიძე – სომხ. (სოლომონიან, სოლომონოვ) • სოლოღაშვილი – სომხ. (სოლოღიან, სოლოღიანც, სოლოღოვ) • სომხიშვილი – ოს. (სომხიევ) • სტეფანაშვილი / სტეფანიშვილი – სომხ. (სტეფანიან, სტეფანიანც, სტეფანოვ, სტეპანოვ) • სულთანიშვილი – სომხ. (სულთანიან) • სულხანიშვილი – სომხ. (სულხანოვ) • ტაგანაშვილი – რუს. (ტაგანოვ) • ტაკაშვილი – სომხ. (ტაკაევ) • ტარიელაშვილი – სომხ. (ტარიელოვ) • ტატალაშვილი / ტატალიშვილი – სომხ. (ტატალიან) • ტატულაშვილი / ტატულიშვილი – სომხ. (ტატულიან, ტატულოვ) • ტატურაშვილი – უკრ. (ტატურევიჩ); ბელორუს. (ტატურევიჩ) • ტერტერაშვილი – სომხ. (ტერტერიან, ტერტეროვ) • ტერუნაშვილი – სომხ. (ტერუნიან, ტერუნოვ) • ტოტიკაშვილი – სომხ. (ტოტიკოვ); ყაზ. (ტოტიკოვ) • უდუმაშვილი – სომხ. (უდუმოვ) • უზუნაშვილი – აზერ. (უზუნალოვ); სომხ. (უზუნიან, უზუნოვ) • უმეკაშვილი – ყაზ. (უმეკოვ) • ურიგაშვილი – ოს. (ურიგაევ) • ურუმაშვილი – სომხ. (ურუმიან, ურუმოვ) • უსუფაშვილი – აზერ. (იუსუპოვ, იუსუფოვ, უსუპოვ, უსუფოვ) • ფავლენიშვილი – სომხ. (ფავლენიან) • ფარაჯანაშვილი – სომხ. (ფარაჯანოვ, ფარაჯევ) • ფარსადანაშვილი / ფარსადანიშვილი – სომხ. (ფარსადანიან, ფარსადანოვ) • ფაფაკერაშვილი – სომხ. (ფაფაკეროვ) • ფილიშვლი – ოს. (ფილიევ) • ფირალიშვილი – აზერ. (ფირალიევ); სომხ. (ფირალოვ) • ფოლადაშვილი / ფოლადიშვილი – აზერ. (ფოლადოვ); რუს. (ფოლადოვ); სომხ. (ფოლადიან, ფოლადიანც) • ფუხაშვილი – ოს. (ფუხაევ) • ქარაზანაშვილი / ქარაზანიშვილი – რუს. (კარაზანოვ); სერბ. (კარაზანოვ) • ქარსანაშვილი / ქარსანიშვილი – ოს. (ქარსანოვ) • ქარუმიძე – აზერ. (ქარუმოვ) • ქარქუზაშვილი / ქარქუსაშვილი – ოს. (ქარქუზაევ, ქარქუსოვ); რუს. (კარკუზაევ) • ქელეხსაშვილი – ოს. (ქელეხსაევ) • ქერდიყოშვილი – ოს. (ქერდიკოვ) • ქისიშვილი – ოს. (ქისიევ) • ქიტესაშვილი – სომხ. (ქიტესოვ) • ქობესაშვილი / ქობეზაშვილი – ოს. (ქობესოვ) • ქობულაშვილი – ოს. (ქობულოვ); სომხ. (ქობულოვ) • ქოზაშვილი – თათრ. (კოზაევ, ქოზაევ) • ქოქოშვილი – თათრ. (ქოქოევ); ოს. (ქოქოევ); • ქოჩიშვილი – სომხ. (ქოჩიევ) • ქოჩორაშვილი / ქოჩორაძე – სომხ. (ქოჩორიან, ქოჩორიანც, ქოჩოროვ) • ქუმარიტაშვილი – ოს. (კუმარიტოვ, ქუმარიტოვ) • ქუმსიშვილი – ოს. (კუმსიევ, ქუმსიევ) • ქურდაძე – სომხ. (კურდოგლიან, კურდოვ, ქურდოღლიან, ქურდოვ) • ქუჯოშვილი – სომხ. (კუჯოიან, ქუჯოიან) • ღამბარაშვილი – აზერ, (გამბაროვ); სომხ. (გამბარიან, ღამბარიან, ღამბაროვ) • ღარიბაშვილი – აზერ. (გარიბოვ); სომხ. (ღარიბიან, ღარიბოვ) • ყაზარაშვილი – ოს. (ყაზაროვ) • ყაზიშვილი – ოს. (ყაზიევ) • ყალაბეგაშვილი – დაღესტ. (ყალაბეგოვ) • ყარაულაშვილი – თათრ. (კარაულოვ) • ყარყარაშვილი – სომხ. (კარკარიან) • ყაფლანიშვილი – სომხ. (კაპლანიან, ღაპლანიან) • ყოჩიაშვილი – სომხ. (კოჩიევ, ყოჩიევ) • ყულიჯანაშვილი / ყულიჯანიშვილი / კულიჯანაშვილი – სომხ. (კულიჯანიან, კულიჯანოვ, ყულიჯანოვ) • შავერდაშვილი – სომხ. (შავერდიან, შავერდოვ) • შავლოხაშვილი – ოს. (შავლოხოვ); რუს. (შავლოხოვ) • შაინიძე – სომხ. (შაინიან, შაინოვ) • შალიბაშვილი – ყაზ. (შალიბოვ) • შარიფაშვილი – აზერ. (შარიპოვ, შარიფოვ) • შაქარაშვილი – სომხ. (შაქარიან, შაქაროვ) • შერმაზანაშვილი – სომხ. (შერმაზანოვ) • შიხიაშვილი – აზერ. (შიხიევ); სომხ. (შიხიან) • ჩალაგაშვილი – აზერ. (ჩალაგაევ) • ჩანდიშვილი – ოს. (ჩანდიევ); ყაზ. (ჩანდიევ) • ჩარაშვილი – ოს. (ჩარაევ) • ჩარექაშვილი / ჩარექიშვილი – ოს. (ჩარექოვ) • ჩერქეზიშვილი – სომხ. (ჩერქეზიან, ჩერქეზოვ) • ჩიბირაშვილი – ოს. (ჩიბიროვ) • ჩიგოშვილი – ოს. (ჩიგოევ) • ჩიტაშვილი – სომხ. (ჩიტაევ) • ჩოჩიშვილი – ოს. (ჩოჩიევ) • ციბაძე – აფხ. (ციბა) • ცოფურაშვილი – აზერ. (ჩოპუროვ, ჩოფუროვ) • ცხოვრებაშვილი / ცხოვრებაძე – ოს. (ცხოვრებოვ) • ძებისაშვილი – ოს. (ძებისოვ) • ძიგოშვილი – ოს. (ძიგოევ) • ხაბელაშვილი – ოს. (ხაბელოვ) • ხაზალაშვილი – სომხ. (ხაზალიან) • ხარატიშვილი – სომხ. (ხარატიან, ხარატოვ) • ხარებაშვილი – ოს. (ხარებოვ) • ხარიტონაშვილი / ხარიტონიშვილი – სომხ. (ხარიტონოვ) • ხაჩირაშვილი – ოს. (ხაჩიროვ) • ხაჯიშვილი – სომხ. (ხაჯიევ) • ხეთაგურაშვილი / ხეთაგური – ოს. (ხეთაგუროვ) • ხეჩიკაშვილი – სომხ. (ხეჩიკიან, ხეჩიკოვ) • ხეჩოშვილი – სომხ. (ხეჩოიან) • ხიზანაშვილი / ხიზანიშვილი – სომხ. (ხიზანიან, ხიზანოვ) • ხითარიშვილი – სომხ. (ხითარიან, ხითაროვ) • ხინჩაგაშვილი / ხინჩაგიშვილი / ხინჩეგაშვილი – ოს. (ხინჩაგოვ) • ხოსიტაშვილი – სომხ. (ხოსიტოვ) • ხოხაშვილი – ოს. (ხოხაევ) • ხოჯაშვილი – აზერ. (ხოჯაევ) • ხრიკაძე – სომხ. (ხრიკიან) • ხუბულაშვილი – ოს. (ხუბულოვ) • ხუგაშვილი – ოს. (ხუგაევ) • ხუციშვილი – ოს. (ხუციევ) • ჯაბიშვილი / ჯაბიძე – ოს. (ჯაბიევ) • ჯალალიშვილი – სომხ. (ჯალალიან, ჯალალოვ) • ჯამალაშვილი – აზერ. (ჯამალოვ) • ჯანაშვილი – ოს. (ჯანაევ) • ჯანიბეგაშვილი – სომხ. (ჯანიბეგოვ) • ჯაფოშვილი – სომხ. (ჯაფოიან) • ჯეირანაშვილი – აზერ. (ჯეირანოვ); ოს. (ჯეირანოვ); სომხ. (ჯეირანოვ, ჯეირანიან) • ჯიოშვილი – ოს. (ჯიოევ) The post ქართულად გადაკეთებული არაქართული გვარები (337 გვარი) appeared first on InterPost.ge. View the full article
-
სახიფათო სიყვარულის ტვირთი იქნებ მითხრათ, ვის აქვს უფლება, სხვისი ბედი გადაწყვიტოს. ან ვინ ადგენს ამ უცნაურ კანონებს? “ჩემზე ასაკით ბევრად უმცროსი ბიჭი შემიყვარდა. ახლა მისგან ბავშვს ველოდები. ჩვენი მშობლები მზად არიან ერთად ჩაგვქოლონ მე და ჩემი პატარა, რომელიც დიდი სიყვარულის ნაყოფია”, – ასე გამეცნო მაკა. ის ახლა შვიდი თვის ორსულია, ცდილობს, პრობლემებს ღირსეულად გაუმკლავდეს და სათუთად ატაროს, როგორც თვითონ უწოდებს “სახიფათო სიყვარულის ტვირთი”. მაკა თვითონ გიამბობთ აკრძალული სიყვარულის ამბავს, რომელიც ორიოდე წლის წინ დაწყებულა. – ვცხოვრობდი ქუთაისში, სადაც გასული საუკუნის ბოლოს, ისე როგორც მთელ საქართველოში, მოდური იყო მოტაცებით ცოლის შერთვა. სკოლა ახალი დამთავრებული მქონდა, რომ კლასელმა რამდენიმე მეგობრის დახმარებით მომიტაცა. არ მიყვარდა ის ბიჭი და თავის დაღწევა ვცადე – გავიქეცი და ერთ-ერთი კორპუსის ლიფტში შევვარდი. დაბნეულს რა მექნა, არ ვიცოდი, ბოლო სართულის ღილაკს თითი დავაჭირე და გავიფიქრე, სახურავზე ავასწრებ და კარს ჩავკეტავ-მეთქი… ოთხნი იყვნენ, არაფერი გამომივიდა. დასაკლავი პირუტყვივით მომექცნენ, ხელებსა და ფეხებში ჩამავლეს და ისე ჩამათრიეს კიბეზე. არავინ მომშველებია, ქალები მხოლოდ შორიდან კიოდნენ, ხელი გაუშვით, გოგოს როგორ ექცევითო. ძალადობა ამით არ დამთავრებულა – პირველი სქესობრივი კავშირიც ძალით დაამყარა. იმ დროს “წესი იყო”, თუ ქალწულობის დაკარგვამდე ვერ მოგისწრებდნენ მშობლები, სხვა გზა არ გქონდა, უნდა დარჩენილიყავი, რადგან შერცხვენილის სახელით უნდა გეცხოვრა. ორსაათიანი ომის შემდეგ, როდესაც წინააღმდეგობის გაწევის თავი აღარ მქონდა, ჩემმა მოძალადე საქმრომ საწადელს მიაღწია. შემდეგ ძმაკაცებს ახარა, საქმე გაკეთებულია, გადავრჩითო. გარანტია მიიღეს, რომ ცოლობას დავთანხმდებოდი, მათ კი გატაცების ბრალდებით არ დაიჭერდნენ. მეზიზღებოდა ჩემი ქმარი, მის შეხებაზეც კი ისტერიკაში ვვარდებოდი. დიდხანს ვერ ვივიწყებდი მის სიტყვებს, ძმაკაცებს რომ ახარა, გადავრჩით, გავინაღდეო… მერე, როგორც იქნა, შევეგუე ბედს. გადავწყვიტე, უმაღლესში ჩამებარებინა. წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩემი გავიტანე და უცხო ენების ინსტიტუტი დავამთავრე. გავაჩინე ორი შვილი. ბავშვები რომ წამოიზარდნენ, ბაღში მივიყვანე, უკვე მუშაობის დაწყებაც შემეძლო, მაგრამ არ მომცა უფლება ქმარმა, რომელსაც მიაჩნდა, რომ ქალის საქმე მხოლოდ “სამზარეულო” და “საძინებელი” იყო. ვერაფერს გავხდი, მხოლოდ იმას მივაღწიე, რომ ბავშვებს შინ, კერძოდ ვასწავლიდი ინგლისურს. დრო გადიოდა და ჩემი ქმარი უფრო და უფრო საშინელი ხდებოდა. გრძნობდა, რომ არ მიყვარდა, მხოლოდ შვილები მაკავშირებდა მასთან და სასმელს მიეძალა. გალეშილი ფერებას რომ დამიწყებდა, გული მერეოდა… ერთ დღეს მთვრალმა ყველაფერი დალეწა და მოსწავლეები სახლიდან გამიყარა. ამის ატანა აღარ შემეძლო, დავავლე ბავშვებს ხელი და თბილისში გადმოვბარგდი. აქაც მომძებნა… როცა მიხვდა, რომ მასთან დამბრუნებელი არ ვიყავი, შემეშვა. თუმცა ბავშვებს დღემდე აქეზებს, დედათქვენს მე კი არა, თქვენც არ უყვარხართო… მოკლედ, თბილისში კარგ სამსახურში მოვეწყვე, ერთ ორგანიზაციას ინგლისური ენის სპეციალისტი სჭირდებოდა – თანამშრომლებისთვის ტრენინგები უნდა ჩამეტარებინა. რამდენიმე გაკვეთილის შემდეგ ერთმა ახალგაზრდა კაცმა მთხოვა, მისთვის ცალკე ჩამეტარებინა დამატებითი გაკვეთილები, ცხადია, დამატებითი ანაზღაურებით. გამიხარდა, ჩემს შვილებს ხომ უამრავი რამ სჭირდებოდათ… ახალგაზრდა კაცი მონდომებული და ნიჭიერი აღმოჩნდა, მაგრამ ცოტა ხანში ვიგრძენი, რომ გაკვეთილის ახსნისას არ მისმენდა, გიჟივით მომშტერებოდა და თვალს არ მაცილებდა. ვხვდებოდი, მოსწავლე კი არა, კაცი მიყურებდა… რაღაც დამემართა, სხვანაირი იყო ის მზერა… ქალმა, რომელსაც სიყვარული არასოდეს გამოეცადა, პირველად ვიგრძენი ქალობა, პირველად მომინდა სხვანაირად ჩამეხედა სარკეში… ჩვენს შორის რომანი გაიბა, ის 15 წლით უმცროსია ჩემზე, თუმცა საოცრად გონიერი, ინტელექტუალური და შესანიშნავი ადამიანია. ძალიან მამაკაცური, დინჯი, მშვიდი. მოკლედ, ყველა ღირსება აქვს, რომლითაც შეიძლება ქალი მოიხიბლოს. ერთ დღეს მოულოდნელად გამომიცხადა, დავქორწინდეთო. ისე დავიბენი, ენას ვერ ვატრიალებდი საპასუხოდ. წარმოვიდგინე, რა ბედნიერება იქნებოდა საყვარელი კაცის ცოლობა… მერე, თითქოს ვიღაცამ მიწას დამანარცხაო, საშინლად ვიგრძენი თავი, მივხვდი, რა მოჰყვებოდა ამას საზოგადოებაში, რომელსაც მიაჩნია, რომ ჯერ მისი აზრია აზრი და მერე შენი, ან საერთოდ არ აინტერესებს, შენ რას ფიქრობ. ავუხსენი, რომ ეს სისულელე იქნებოდა, ჩვენი ლამაზი სიყვარული დაგვენგრეოდა და დასამარდებოდა. გაგიჟდა, ყვიროდა, მე მინდა ბედნიერი ვიყო, არ ვმალავდე, რომ მიყვარხარ, შენ ხარ ყველაზე ძვირფასი ქალი ჩემს ცხოვრებაშიო. გამებუტა… ძალიან გაგვიჭირდა უერთმანეთოდ და მალე შევრიგდით. იმ ღამეს ისეთი ბედნიერები ვიყავით… საბედისწერო აღმოჩნდა ის ღამე – დავფეხმძიმდი. როცა გიორგიმ გაიგო, ბავშვს ველოდებოდი, სიხარულისგან გაგიჟდა. მეფერებოდა, ბავშვივით ხტოდა, ყვიროდა, გულზე ხელებს იბაგუნებდა, მამა გავხდები და ეს ყველამ უნდა გაიგოს, ახლა ხომ დარწმუნდი, რომ მუდმივად ერთად უნდა ვიყოთო. ისევ ავაგდე ქვა და შევუშვირე თავი. ის კი არა, იმ აზრმაც გამიელვა, აბორტი გამეკეთებინა. მაგრამ როცა ექოსკოპიაზე ექიმმა ნაყოფის გულისცემა მომასმენინა, გადავიფიქრე ბოროტების ჩადენა. გიორგიმ პირველად თავის დას ახარა, ეგონა და, რომელსაც ძალიან უყვარდა, გაუგებდა. ისტერიკა დამართნია, 15 წლით უფროსთან საქმე როგორ დაიჭირე, ვინ არის ეგ ბოზი, რით მოგაჯადოვა ასეო… გაგიჟებულა გიორგი, ანერვიულებულს დისთვის ხელიც გაურტყამს. ამას უარესი ისტერიკა მოჰყოლია მშობლების მხრიდან. გიორგი სახლიდან წამოვიდა… მეც იძულებული გავხდი, ჩემებისთვის ყველაფერი მეამბნა. ყველამ გამლანძღა, ზურგი მაქციეს, – უტვინო ქალო, შენ რა გასაჩენი იყავი, – მომაძახა დედაჩემმა. დებმა, – შენი ცხოვრება აიწეწე და ახლოს ნუ გაგვეკარები, შენი რეპუტაციით ჩვენი ქმრები წუხდებიან, ჩვენც ნუ დაგვინგრევ ოჯახებსო. მოკლედ, ყველამ ხელი მკრა. ამის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ არც მე მჭირდება არავინ, რადგან საკუთარი ბედნიერების მჭედელი თვითონ არის ადამიანი. შვილებმაც ზურგი მაქციეს, მამასთან გაიქცნენ. იმასაც მეტი რა უნდოდა, ნიშნის მოგებით განაცხადა, ხომ ვამბობდი, ბოზი იყო, საერთოდაც ძალით შემომეტენაო… გიორგი სახლიდან წამოვიდა. ახლა ერთად ვცხოვრობთ, მაგრამ ვატყობ, უჭირს ოჯახის წევრებისგან ღალატის გადატანა. დედა უზომოდ უყვარს, დაც და განიცდის, რომ მათთან ურთიერთობა აღარ აქვს. ღამით ვერ იძინებს, წამოჯდება ხოლმე საწოლში, მუცელზე მეფერება, მერე თავს დაადებს და როდის როდის ჩათვლემს… თქვენთან იმიტომ მოვედი, რომ იქნებ მითხრას ხალხმა, ვის აქვს უფლება, ადამიანების ბედი გადაწყვიტოს, სხვისი ცხოვრება განაგოს და უთხრას, ეს უნდა შეგიყვარდეს, ეს – არაო. ან რატომ არის დანაშაული 15 წლით უმცროსი ბიჭის შეყვარება მაშინ, როცა 15 წლით უფროს კაცთან პატარა გოგოს რომანი ჩვეულებრივი ამბავია?! ვინ ადგენს ამ უცნაურ კანონებს? ყველა თავისი ცხოვრებით რატომ არ ცხოვრობს?” The post ჩემზე ასაკით ბევრად უმცროსი ბიჭი შემიყვარდა. ახლა მისგან ბავშვს ველოდები. ჩვენი მშობლები მზად არიან ერთად ჩაგვქოლონ appeared first on InterPost.ge. View the full article
-
კომუნალური გადასახადები ყველა ოჯახისთვის მტკივნეული თემაა. ქვითრის ნახვის შემდეგ უმეტესობას ისეთ ადგილზე გადასახლების სურვილი უჩნდება, სადაც არც გაზის საფასურს გადაიხდის, არც წყლის და არც ელექტროენერგიისას, მაგრამ ასეთი ადგილი, ალბათ, არავის არსად ეგულება. თუმცა, არსებობს ამ პრობლემის მოგვარების ალტერნატიული გზა. ჩვენ დაგარწმუნებთ იმაში, რომ შესაძლოა ააშენოთ სახლი, რომელიც თავად გათბება, ელექტროენერგიასაც თავად გამოიმუშავებს, წყალსაც და თქვენ წარმოიდგინეთ, საკვებსაც კი. [This post contains video, click to play] admin The post 7 000 დოლარად შეგიძლიათ ააშენოთ სახლი, რომელსაც გათბობა და ელექტროენერგია არ სჭირდება appeared first on InterPost.ge. View the full article
-
“ჰალ სიტის” განცხადების თანახმად, გუნდი ოფიციალურად “აჯუნ მედია ჯგუფმა” იყიდა, რომელიც თურქი მილიარდერის, აჯუნ ილიჯალის დაფუძნებულია. ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ მრავალი ბიუროკრატიული პროცედურის გავლის შემდეგ გუნდის ყიდვა საბოლოოდ დაადასტურა. “მე მქონდა ოცნებად საფეხბურთო გუნდის მფლობელი ვყოფილიყავი. დღეს ბედნიერი ვარ, რომ ეს ოცნება ამიხდა” – განაცხადა ილიჯალმა. ილიჯალს “ჰალის” ფეხბურთელებმა სათანადო დახვედრა მოუწყეს და “ბლექბერნ როვერსი” 2-0 დაამარცხეს. თურქი კლუბს თავის მეგობარს, შოთა არველაძეს ჩააბარებს, რომელიც სამუშაო ვიზას ელოდება. აჯუნი მზად არის ზამთარში მხოლოდ ტრანსფერებზე 15 მილიონზე მეტი გამოყოს. The post “ჰალ სიტიში” ახალი ერა იწყება – შოთას მეგობარმა “ჰალი” იყიდა appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
18 იანვარს, თურქეთის ჩემპიონატში “ქონიასპორმა” საკუთარ მოედანზე “ადანა დემისპორი” მიიღო და 1:0 გაიმარჯვა. მე-6 წუთზე თამაში ცოტა ხნით შეჩერდა. სტადიონზე მყოფმა გულშემატკივრებმა და ფეხბურთელებმა პატივი მიაგეს აჰმეთ ჩალიკის ხსოვნას. აჰმეთ ჩალიკი 11 იანვარს, ავტოავარიას ემსხვერპლა. იგი 27 წლის იყო და ბოლო ორი წლის განმავლობაში “ქონიასპორის” ღირსებას 6-ნომრიანი მაისურით იცავდა. Mekanın cennet olsun Ahmet Çalık. #AhmetÇalık pic.twitter.com/xW74NUFrWC — beIN SPORTS Türkiye (@beINSPORTS_TR) January 18, 2022 “ქონიასპორმა” გატანილი გოლიც და გამარჯვებაც სწორედ ჩალიკს მიუძღვნა, გულშემატკივრები კი მის სახელს მთელი მატჩის განმავლობაში სკანდირებდნენ. http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/01/download-1.jpg http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/01/download-2.jpg http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/01/download-3.jpg http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/01/download-4.jpg http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/01/download.jpg http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/01/rue4c74b5e96c.jpg http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/01/ruedb9ac9fce3.jpg Mekanın cennet olsun #AhmetÇalık pic.twitter.com/PkLfKoiRsR — İttifak Holding Konyaspor (@konyaspor) January 18, 2022 "Ahmet, sizinle gurur duyuyor." pic.twitter.com/aVW74XilBP — İttifak Holding Konyaspor (@konyaspor) January 18, 2022 The post თურქეთში, მატჩის მიმდინარეობისას, გარდაცვლილი ფეხბურთელის ხსოვნას პატივი მიაგეს (ვიდეო) appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
თემურ ქეცბაიას “ანორთოსისმა” კვიპროსის თასზე “პაფოსი” 3-1 დაამარცხა. პირველი ტაიმი “პაფოსმა” 0-1 მოიგო, მაგრამ მე-2 ნახევარში “ანორთოსისმა” 3 გოლი შეაგდო და მეორე ეტაპის წინ კარგი ფორა შეიქმნა. ქეცბაიას გუნდს 6 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და აქედან 5 შეხვედრაში იმარჯვეს. გუნდი 25 ქულით მე-4 ადგილზე დაწინაურდა და პირველ ადგილზე მყოფ “აელს” 8 ქულით ჩამორჩება. 1 თვის წინ თავკაცის საქმე ისე იყო, შესაძლოა, კლუბიდანაც გაეშვათ. თემურს მხოლოდ 1 ქართველი, გიორგი ლორია შემორჩა. The post “ანორთოსისი” მაგარ ფორმაშია – ქეცბაიამ ზედიზედ მე-5 მატჩი მოიგო appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოხუცების გაუსაძლის პირობებზე სოციალურ ქსელში წერს: "საოკუპაციი ხაზზე ცხოვრობენ მოხუცები, რომლებიც ლოგინიდანაც აღარ დგებიან რომ არ გაიყინონ! დღეები გადის ყოველგვარი საკვების გარეშე სრული ჯოჯოხეთია ხალხო, ასე აღარ შეიძლება!", - წერს მაქარაშვილი ფეისბუქზე. tia.ge
-
იტალიის დედაქალაქ რომის სასამართლომ, ბრაზილიელ ფეხბურთელ რობინიო ჯგუფურ გაუპატიურებაში დამნაშავედ ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. კერძოდ, სამხრეთამერიკელ სპორტსმენს ბრალი მილანის ერთ-ერთ ღამის კლუბში 22 წლის ალბანელი ქალის ჯგუფურ გაუპატიურებაში ედებოდა. 2017 წლიდან საქმის გასაჩივრების პროცესი წარმოებდა, თუმცა დღეს რომის სასამართლომ რობინიო დამნაშავედ ცნო. ცნობისთვის, რობინიო კარიერის განმავლობაში "მადრიდის რეალის", "მანჩესტერ სიტისა" და "მილანის" ღირსებას იცავდა. tia.ge
-
"დავბრუნდები აუცილებლად, ტელევიზიის გარეშე არ შემიძლია!", - აცხადებს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი მაია ასათიანი, რომელსაც საავტორო გადაცემა "პროფილი" მრავალი წლის განმავლობში მიჰყავდა და აქვე განმარტავს, რატომ აღარ გადის გადაცემა ეთერში. „საღამო მშვიდობის! იმდენად ბევრი მესიჯი მომდის, „რატომ არ გადის პროფილი“ გადავწყვიტე ეს ვიდეო ჩამეწერა. მომიწია დროებით პაუზის აღება. 15 წლიდან ვმუშაობ. მომავალ წელს 30 წელი გახდება, რაც ჟურნალისტად ვმუშაობ და მივეცი ჩემ თავს უფლება ცოტა ხანი დამესვენა. შესაბამისად, პროფილიც და ყველა ის გადაცემაც, რომელსაც „პროფილის“ ჯგუფი ამზადებდა ეთერში არ გადის. მოგვიწია უბრალოდ ასე… მივეცი ჩემ თავს უფლება 30 წლიანი მუშაობის შემდეგ ცოტა ხანი დამესვენა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ ყველას, რადგან ძალიან ბევრი წერილი მომდის როდის დავბრუნდები. მე ვცოცხლობ 25-ჯერ წამში… მომიწია ახლა ჩემგან დამოუკიდებელი ფაქტორების გამო ეთერიდან წასვლა. მიყვარხართ ძალიან და მადლობა, რომ აქ ხართ ჩემთან ერთად“,- აცხადებს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში მაია ასათიანი. tia.ge
-
ინგრედიენტები: ქამა სოკო - 500 გ კარაქი - 2 ს/კ ნიორი - 2 კბილი ქინძი - 10 ღერი გახეხილი ყველი - 100 გ მარილი და პილპილი - გემოვნებით მომზადება: სოკო კარაქში დავბრაწოთ. მოვაყაროთ მარილი და პილპილი. დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ქინძი და ნიორი. გადავიტანოთ თეფშზე და მოვახეხოთ ყველი. gemrielia.ge tia.ge
-
დასავლეთ საქართველოში ნავარაუდევია თოვლჭყაპი. ჰაერის ტემპერატურა ბარში +5 გრადუსი იქნება, მთიან რაიონებში 0, ხოლო მაღალმთიან რაიონებში -3. აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან მოსალოდნელია თოვლი. ჰაერის ტემპერატურა ბარში +4 გრადუსი იქნება, მთიან რაიონებში 0, მაღალმთაში კი -5 გრადუსი. თბილისი - ღამით -2°, დღისით +3°, თოვლი. სოხუმი - ღამით 0°, დღისით +3°, თოვლჭყაპი. ბათუმი - ღამით +2°, დღისით +5°, თოვლჭყაპი. ფოთი - ღამით +2°, დღისით +5°, თოვლჭყაპი. ზუგდიდი - ღამით -3°, დღისით კი +3°, თოვლი. ქუთაისი - ღამით 0°, დღისით +3°, თოვლი. მესტია - ღამით -7°, დღისით -4°, თოვლი. ბორჯომი - ღამით -5°, დღისით კი 0°, თოვლი. ახალციხე - ღამით -6°, დღისით კი -2°, თოვლი. ცხინვალი - ღამით -6°, დღისით -1°, თოვლი. რუსთავი - ღამით -2°, დღისით +3°, თოვლჭყაპი. თელავი - ღამით -3°, დღისით კი +3° თოვლი. ლაგოდეხი - ღამით 0°, დღისით +4°, თოვლჭყაპი. სიღნაღი - ღამით 0°, დღისით კი +4°, თოვლი. ცაგერი - ღამით -6°, დღისით კი -1°, თოვლი. ბახმარო - ღამით -10°, დღისით -4°, თოვლი და ქარბუქი. tia.ge
-
თელავის თეატრის მსახიობი, ზურაბ ლომიძე გარდაიცვალა. მას პოსტკოვიდური გართულება ჰქონდა. სამწუხარო ინფორმაციას, მსახიობი პაატა გულიაშვილი წერს. "ზურიკო.....ვუსამძიმრებ თელავის თეატრს ... ახლობელ ადამიანებს..... ძალიან ცუდი ამბავი, კიდევ ერთი მეგობარი, ზურა ლომიძე", - წერს პაატა გულიაშვილი. tia.ge
-
ექიმი, ანი ქავთარაძე საქართველოშიკომპიუტერული ტომოგრაფიის დაუსაბუთებელი დაგაღებისა და ანტიბიოტიკების უმიზნო მიღების შესახებ, სოციალურ ქსელში წერს: "2020ის ნოემბერში იმედი მქონდა, მასობრივი დასხივება არ გაგრძელდებოდა. ფაქტია, გრძელდება. 2022 დაიწყო და რა გახდა, კოვიდ პაციენტებისთვის ტომოგრაფიის გადასაღებად კროტერიუმების ამუშავება?!. ამდენი კტ ნეტა რომელმა ქვეყანამ გადაიღო ან ამდენი ანტიბიოტიკი, რომელმა ქვეყანამ მოინელა, რაც ჩვენმა, საინტერესოა", - წერს ანი ქავთარაძე. tia.ge
-
იტალიაში საქართველოს მოქალაქეს, 28 წლის ნათია ჭულუხაძეს ეძებენ. ის სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. ინფორმაციას "შოთო სიხარულიძე ემიგრანტების არხი" ავრცელებს. "დაიკარგა ემიგრანტი იტალიაში რეჯო კალაბრიაში 28 წლის ნათია ჭულუხაძე კარგად დააკვირდით, იქნებ, ვინმემ სადმე დაინახეთ. გთხოვთ, თითოეულ ფეისბუქ მეგობარს, პოსტი არ გაატაროთ, გევედრებით... გავიდა სახლიდან და არ დაბრუნებულა. გთხოვთ, იქნებ სადმე ვინმემ დაინახეთ, მომწერეთ.. გააზიარეთ პოსტი გ ე მ უ დ ა რ ე ბ ი თ! უფალმა დაგლოცოთ, მაპოვნინეთ. (ის რამდენიმე დღის წინ რომის აეროპორტში იყო. მის მერე მისი კვალი აეროპორტიდანვე ქრება.... დედაო ღვთისმშობელო უვნებელი დაუბრუნე თავის ოჯახს. სასწაულად კარგი და კეთილი ადამიანი ილოცეთ ლოცვა მთებს დაძრავს... გააზიაარეთ გთხოვთ გამოგვეხმაუროთ თუ ვინმეს გეცნობათ და ნახეთ სადმე", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. tia.ge
-
მედეა ადამია, რომლის დედა კორონავირუსით გარდაიცვალა, სოციალურ ქსელში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, თამარ გაბუნიას უპირისპირდება: "ჰალილუია! დაე იღოს ნათელი ჩვენმა დაბნელებულმა გონებამ! ცრუპენტელა თამარ გაბუნია აეხილა ხალხს თვალები!! ყველამ კარგად იცის თქვენი კოვიდ აფიორა!! მოიცადეთ!! ყველა გამოფხიზლდეს და მერე ვიხილავ თქვენს კოცონზე დაწვას ცოცხლად!!! ერის გენოციდი არ შეგრჩებათ!!!", - წერს მედეა ადამია ფეისბუქზე. tia.ge
-
ცნობილი ფრანგი მსახიობი და მოდელი, გასპარ ულიელი 37 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, გასპარ ულიელი ალპებში მომხდარი სათხილამური ავარიის შემდეგ საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. ადგილობრივი მაუწყებელი France Bleu იტყობინება, რომ ულიელი სხვა მოთხილამურეს შეეჯახა გადასასვლელთან, რის შედეგადაც თავის ტრავმა მიიღო. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. tia.ge
-
გეგმავს თუ არა მთავრობა ბუსტერ-დოზაზეც 200-ლარიან წახალისებას, – აღნიშნულზე განმარტებას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აკეთებს: „მოსახლეობის 70%, ის სამიზნეა, რომელსაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ზოგადად სვამს. ჩვენ გამონაკლისი ვერ ვიქნებით და უნდა ავყვეთ ამ ამბიციურ გეგმას. ჩვენ რაც შეგვიძლია გამოვიყენოთ, ეს წახალისების მექანიზმია, რაც აქამდე საკმაოდ ეფექტიანად მუშაობდა და ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს. მუშავდება ვაქცინაციის გეგმის განახლებული ვარიანტი და ამ კვირაში დამატებითი კონსულტაციები იქნება ამ საკითხზე. იანვრის ბოლომდე წახალისების სქემა მოქმედებს და ჩვენ გვექნება დამატებითი შეთანხმება იმაზე თუ როგორ უნდა გაგრძელდეს წახალისება როგორც ძირითადი – პირველი და მეორე დოზების ადმინისტრირების, ასევე ბუსტერ-დოზების კუთხით, განსაკუთრებით ეს მნიშვნელოვანია ხანდაზმულებში, სამედიცინო პერსონალში და სხვა რისკ ჯგუფებში“, – განაცხადა გაბუნიამ. The post გეგმავს თუ არა მთავრობა ბუსტერ-დოზაზეც 200-ლარიან წახალისებას – თამარ გაბუნიას განმარტება appeared first on InterPost.ge. View the full article
-
ინდოეთის მიერ კონტროლირებად ქაშმირის ტერიტორიაზე ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს. მთიან სოფლებში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები კარდაკარ კამპანიას აწარმოებენ. ფოტოებს AP News ავრცელებს. The post ვაქცინაციის პროცესი ქაშმირის თოვლიან მთებში – ფოტოები appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
„ენკამ“ დახურა ყველა ოფისი და წავიდა, ალბათ, საერთაშორისო არბიტრაჟში დავის მომსწრენი გავხდებით“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს. გოცირიძე ამბობს, რომ „ენკამ” მილიონობით ფული დაურიგა ადგილობრივ მოსახლეობას მიწების გამოსყიდვის პროცესში. მისი თქმით, კომპანიას ფული, თუ მხოლოდ ეს იკმარა სასამართლომ, უნდა დააბრუნონ. „ნამახვანის” გამოსვლებმა ბევრი გააბრიყვა. რას ვიზამთ, ბევრჯერ გვინახავს ხალხი მოტყუებული და გაბრიყვებული. ყველაზე მეტად მიკვირს იმ ადამიანების, რომლებიც, წესით არ უნდა ბრიყვდებოდნენ. როგორ გამოვარდნენ სოლიდარობის აქციაზე ვარლამებისა და სხვადასხვა ჯურის მარშისტების მხარდასაჭერად, როგორ ამბობდნენ, ძლივს არ ვიხილეთ ნამდვილი, გულწრფელი, ხალხის წიაღიდან წამოსული პროტესტიო. როგორ ეტრფოდნენ „უბრალო ადამიანებს”, როგორი „სენსიტიური” პოსტები უძღვნეს. „ჩემს დედიკოს ბალახის სუნი ასდის, შენს დედიკოს სუნამოსი”. ყვებოდა ერთი ათიოდე წლის წინათ ტელევიზორში ვიღაც პოეტი თუ თვითმარქვია პოეტი ძალიან მგრძნობიარე ლექსს, რომელიც სოფლის იდილიას, მიწაზე შრომის იდილიას, დედის იდილიას აღწერდა და სუნამოიან „ბურჟუებს” ლანძღავდა. „იდილიურ” თემებზე წამოეგებიან ხოლმე ჩვენი „პრადვინუტები”, კალმახის გადარჩენაზე ცრემლებს რომ ღვრიან და იმას ვერ ხვდებიან, თუ რა კავშირშია ელექტროენერგია იმასთან, ქვეყანა რომ იცლება და ადამიანები რომ შიმშილობენ, ვერ გაუცნობიერებიათ, ეკონომიკაზე რომ გადის ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ბედი. როგორც საშუალო კლასი არ ჩამოყალიბებულა, ის არ ჩამოყალიბებულა ის “საშუალო კლასი”( პოლიტიკური თუ ინტელექტუალური ელიტის სახით), რომელიც სტაბილურობას შესძენდა ჩვენს ცხოვრებას და რომელიც უკან კი არ აედევნებოდა ვარლამებს, არამედ წინ გაუძღვებოდა მათ სწორი მიმართულებით. ამითაც განვსხვავდებით ევროპისაგან. მივალთ ალბათ ჩვენც მაქამდე, ოღონდ გააჩნია რა დროში”, – წერს რომან გოცირიძე. The post რომან გოცირიძე: „ენკამ“ დახურა ყველა ოფისი და წავიდა appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იმყოფებოდა. სუს-ის შენობის დატოვების შემდეგ გვარამიამ ისაუბრა მისი დაგეგმილი ლიკვიდაციის საქმეზე, რა ინფორმაცია მიიღო უწყებისგან. „არსებობს ვერსია, რომ ესენი შემოსულები იყვნენ და ბევრს გადაადგილდებოდნენ იმისთვის, რომ სხვა ჯგუფიც იყო და ყურადღების გადატანას ცდილობდნენ. თუმცა სხვა ჯგუფთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მოუწოდებიათ. ვერ გავიგე რატომ არ ვიყავი აქამდე საქმის კურსი. სამი სუსტი წერტილი აქვს იმას, რაც მე მოვისმინე. პირველი, ჩატარდა ბრიფინგი რამდენიმე თვის წინ, სადაც დადასტურებული, რომ შემოსულია ჯგუფი და ჩემი და სხვა ჟურნალისტის ლიკვიდაციაზე მუშაობს. მეორე, ერთ-ერთი ადამიანი გაგიევი, რომელიც შემოსული იყო გულის პრობლემების მოსაგვარებლად, არ ფიქსირდება მისი არც ერთი ვიზიტი ექიმთან საქართველოში ყოფნის განმავლობაში და მესამე, ჩემთვის მთავარი არის ის, რომ მანამდე მარტში ჩემი მეზობლისგან ეთნიკურად ოსისგან, რომელიც რუსეთში ცხოვრობს და რომელიც ჩემს კორპუსში ჩამოდის ხოლმე დედასთან, მისი ზარი ფიქსირდება გაგიევთან. ეს ზარი არის სამ წამიანი, მაგრამ ეს არაფერს მეუბნება. კონტრტერორისტული ამას შეცდომას უკავშირებს, მაგრამ მე არ მიმაჩნია, რომ სამ წამიანი ზარი აუცილებლად შეცდომით განხორციელდა. ეს შესაძლოა ყოფილიყო რაღაც სიგნალი წინასწარ შეთანხმებული“, – ნიკა გვარამიამ. The post ნიკა გვარამია მისი დაგეგმილი ლიკვიდაციის საქმეზე განცხადებას აკეთებს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, დევი ტაბიძის განცხადებით, საქართველო კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტს მოუმზადებელი ხვდება. მისი თქმით, მოსახლეობა არ იცავს იმ რეგულაციებს, რაც ვირუსის შეკავების მიმართულებით მნიშვნელოვან როლს თამაშობს. „მოსახლეობა არ არის მომზადებული და არ ხვდება ისე, როგორც საჭიროა. არ იცავს ძალიან მარტივ წესებს – პირბადის ტარებას, დისტანციას, შეკრებებისგან თავის არიდებას. ის მოსაზრება, რომ „ომიკრონი“ სუსტია და გართულებას არ მოგვცემს, აბსოლუტურად მცდარია“, – ამბობს ტაბიძე. მისი თქმით, ის მოსაზრება, რომ „ომიკრონი“ კორონავირუსის პანდემიის ბოლო წერტილია, არასწორია. „ციფრი 8 000 არის შუალედური ციფრი, ერთ-ერთი საფეხური და ძალიან ახლო მომავალში ეს 8 გახდება მინიმუმ 20 000“, – განაცხადა დევი ტაბიძემ. შეგახსენებთ, რომ საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 8 728 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 43 ადამიანი კი გარდაიცვალა. The post „8 000 შემთხვევა, 20 000-მდე გაიზრდება“ – ექიმების მოლოდინი appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo