
planeta.ge
პლანეტელი-
პოსტები
3.681 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planeta.ge
-
კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი 24 700 ლარის ღირებულების თაიგულებსა და გვირგვინებს ყიდულობს. უფრო კონკრეტულად, შენაძენი ასე გამოიყურება: სადღესასწაულო თაიგული 15 ცალი, კალათა ატლასის ლენტით 4 ცალი, დიდი ზომის გვირგვინი 4 ცალი, დიდი ზომის გვირგვინი სამფეხა 4 ცალი. The post კალათები, გვირგვინები და ატლასის ლენტები – თეა წულუკიანი 24 700 ლარის თაიგულებს შეიძენს appeared first on [/url]. ALIA.GE
-
მინისტრთა კაბინეტის ოთხ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, კორონავირუსი დაუდასტურდათ საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს, განათლების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, ირაკლი ქარსელაძეს. REZONANSI
-
კლინიკა ,,რუსთავს“ ერთ-ერთი ყოფილი პაციენტის ოჯახი, რომელიც საავადმყოფში პოსტ კოვიდური ფონის დროს გარდაიცვალა, კლინიკას უყურადღებობასა და არაპროფესიონალზმში ადანაშაულებს. 64 წლის გარდაცვლილი ქალბატონის შვილის, დავით ხარაზიშვილის განცხადებით, იმ დღეს, როდესაც სრულად გამოჯანმრთელებული დედა მას შინ უნდა წაეყვანა, აცნობეს, რომ პაციენტი გარდაიცვალა. "გამზადებული იყო სახლისთვის წამოსასვლელად, ყველაფერი მოხსნილი ჰქონდა, მაგრამ ჩათვალეს, რომ შარდის ბუშტის კათეტერი კვლავ უნდა ჩაედგათ მისთვის და სწორედ ეს გახდა საბედისწერო, რადგანაც უცოდინრობის გამო, ექთანმა დედას რაღაც დაუზიანა, რამაც ამ შედეგამდე მიგვიყვანა“, – აცხადებს გარდაცვლილის შვილი "ტვ პირველთან“ საუბრისას. რაც შეეხება პაციენტის მკურნალ ექიმის, მისი თქმით, პრეტენზების არსებობის შემთხვევაში, ხარაზიშვილის ოჯახს შეუძლია მის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანოს. tia.ge
-
"ნოდარ მელაძის შაბათის ეთერის" ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილი კამერების წინ პირველად გამოჩნდა. პრემიერს ამ დრომდე არაფერი უთქვამს, რა მიზნით გადაიფორმა 49 წლით - ბაკურიანის ტყის ნაწილი ოჯახის მმართველობაში. რაც შეეხება სატყეო სააგენტოს, რომელმაც ნუნუ თამაზაშვილს ნახევარი საუკუნით ტყის მასივი მფლობელობაში გადასცა, უწყება "ტვ პირველის" კითხვებს არ პასუხობს. შეგახსენებთ, "ნოდარ მელაძის შაბათის" გამომძიებელმა ჟურნალისტმა, მაკა ჩიხლაძემ დაადგინა და დოკუმენტებით გაამყარა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ცოლს, ნანუკა თამაზაშვილს ბაკურიანში 5958 კვ,მ. ტყე აჩუქა. ხალხის ტყე, კოხტას თავზე, რომელიც ნუნუ თამაზაშვილს ნახევარი საუკუნით გადაეცა, ირაკლი ღარიბაშვილის ბაკურიანის ვილის გაგრძელება, ფაქტობრივად ეზოა. ტყით სარგებლობაში კი ღარიბაშვილების ოჯახი მხოლოდ 6225,9 ლარს გადაიხდის. წყარო tia.ge
-
იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს, რომ ვაქცინის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი ადამიანების გაგება შეუძლია, მაგრამ პირბადის მოწინააღმდეგეების - არა. "გამიჭირდება, მაგრამ შეიძლება ვაქცინებისადმი სკეპტიკურად განწყობილი ხალხის გავიგო. ნიღბის მოწინააღმდეგეების კი არ მესმის ნიღაბი მაინც ატარეთ!!!", - წერს კულუმბეგოვი. tia.ge
-
2022 და 2023 წლებში საქართველო კალათბურთის ევროპის ჩემპიონატს, 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატს, მსოფლიო ჩემპიონატს სათხილამურო „ფრი სტაილსა“ და „სნოუბორდში“ და მსოფლიო თასის ეტაპებს უმასპინძლებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „წელს ტარდება კალათბურთის ევროპის ჩემპიონატი 2022. 1-18 სექტემბერს თბილისი სამ ქალაქთან, კიოლნი, პრაღა, მილანი, კალათბურთში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. თბილისში ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფის მატჩები ჩატარდება, რომელშიც საქართველოს ნაკრების გარდა, ესპანეთის, რუსეთის, თურქეთის, ბელგიისა და ბულგარეთის ნაკრებები ითამაშებენ. მინდა ვთქვა, რომ სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ევროპის ჩემპიონატის მისაღებად დედაქალაქში ახალი ევროპული სტანდარტების სპორტის სასახლე შენდება, რომელიც იქნება დასრულებული ამ ზაფხულს და ჩვენ ღირსეულად ჩავატარებთ ევროპის ჩემპიონატს თბილისში. ჩვენთვის ყველასთვის სასიხარულოა, […] REZONANSI
-
საქართველოში კორონავირუსის 7 947 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 31 ადამიანი გარდაიცვალა. 24 საათში 35 082 ტესტი ჩატარდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 22,65%, ბოლო 14 დღის – 13,08%, ბოლო 7 დღის – 16,61%. დღიურად 1 550 აიცრა. The post კორონავირუსის 7 947 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 31 ადამიანი გარდაიცვალა appeared first on InterPost.ge. View the full article
-
„პუტინს სურს ბევრად მეტი, ვიდრე უკრაინა და საქართველო; ბელარუსი, მოლდოვა, სომხეთი, მას თავისი იმპერიის დაბრუნება უნდა“, – ამის შესახებ ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, იაპ დე ჰოოპ სხეფერმა „ფაინენშელ თაიმსთან“ განაცხადა. სხეფერმა აღნიშნა, რომ პუტინის მოთხოვნა ნატოს წევრობის დაპირების გაუქმების შესახებ, „რევანშისტული ჯვაროსნული ლაშქრობის“ ცრუ საბაბი იყო. „ის არის ბიჭი, რომლის სამყაროც დაინგრა 1989 წელს. ნატო რასაც არ უნდა დათანხმებოდა, პუტინი ისევ ისეთივე პუტინი იქნებოდა. ახლა უკრაინის საკითხზე დათმობა არასწორი გზაა, რადგან ვერავინ იძლევა იმის გარანტიას, რომ პუტინის მადა არ გაიზრდება. პუტინს გაცილებით მეტი სურს, ვიდრე უკრაინა და საქართველო, ბელარუსი, მოლდოვა, სომხეთი, მას უნდა თავისი იმპერიის დაბრუნება“, – განაცხადა იაპ დე ჰოოპ სხეფერმა. The post ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი: პუტინს თავისი იმპერიის დაბრუნება უნდა appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
ირაკლი ღარიბაშვილმა “სანატორიუმ ქართლში” მცხოვრები დევნილებისთვის სასიამოვნო ინფორმაცია გააჟღერა. https://interpost.ge/wp-content/uploads/2022/01/sanatorium-qarthlshi-mtskhovreb-devnilebs-ori-alternativa-aqv.mp4 “სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებ დევნილებს ორი ალტერნატივა აქვთ“ – ირაკლი ღარიბაშვილი The post “სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებ დევნილებს ორი ალტერნატივა აქვთ“ – ირაკლი ღარიბაშვილი appeared first on InterPost.ge. View the full article
-
“ჰალ სიტიმ” აჯუნ ილიჯალის მოსვლის შემდეგ ლიდერებს 2 მატჩი მოუგო – ჯერ “ბლექბერთან” გაიმარჯვა, გუშინ კი “ბორნმუთი” სტუმრად 0-1 დაამარცხა. მიუხედავად ამისა, თამაშის შემდეგ ილიჯალიმ გუნდის მთავარი მწვრთნელი სტივ მაკკანი გაათავისუფლა. ამავდროულად, როგორც იქნა, შოთა არველაძემ სამუშაო ვიზა მიიღო და სამშაბათს ინგლისში იქნება. კვირის ბოლომდე კი კლუბის მწვრთნელად ოფიციალურად დაინიშნება. Hulldaily შოთას შესახებ წერს, რომ ლუის ვან გააალის ასისტენტი იყო, “აიაქსსა” და “რეინჯერსში” წარმატებულად თამაშობდა და ბოლოს “ფახთაქორს” თავკაცობდა. “ჰალის” 29 ქულა დაუგროვდა და გასავარდნ ზონას 10 ქულით დაშორდა. The post არის! – შოთა არველაძემ ნანატრი ბრიტანული ვიზა მიიღო appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
“სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად, 1-ლი მარტიდან იქმნება 2 ახალი უწყება. ამ სამსახურების ხელმძღვანელების შესარჩევად გამოცხადდება კონკურსები ” – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. https://interpost.ge/wp-content/uploads/2022/01/irakli-gharibashvilis-gancxadeba.mp4 The post “1-ლი მარტიდან იქმნება 2 ახალი უწყება” – ირაკლი ღარიბაშვილი appeared first on InterPost.ge. View the full article
-
სოციალურ ქსელში გამოქვეყნდება ვიდეო, სადაც ჩანს თუ როგორ ექცევა იტალიელი ბებო, მომვლელ ქართველ ქალს. „ნუთუ არ რცხვენია საქართველოს მთავრობას ასეთ დღეში რომ ვართ, რამდენს ვიტანთ, ამას თქვენ ხომ არ ხედავთ და კიდევ ემიგრანტებს გვლანძღავთ… ქართველი ამის ღირსი არაა“,- წერენ ქსელში. გავრცელებულ ვიდეოს ემიგრანტების ნაწილისგან გაღიზიანება მოჰყვა, ვინაიდან ისინი მიიჩნევენ, რომ როდესაც მუშაობ და ადამიანი ვისაც უვლი არის დაავადებული ალცჰაიმერით, არ გაქვს უფლება მსგავსი ვიდეო გამოაქვეყნო. ერთ-ერთი ემიგრანტი კი პრაიმტაიმთან განმარტავს, რომ ეს სისხლის სამართლის დანაშაულია. „უფლება არ აქვს გამოაქვეყნოს. ქალი ალცჰაიმერითაა ავად, რა ქნას. ამ შემთხვევაში ის ვალდებული იყო გამოეძახა მისი დამქირავებელი, ანუ ამ ქალის ოჯახის წევრები“,- განმარტავს ერთ-ერთი ემიგრანტი. The post გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ურტყამს ქართველ ქალს იტალიელი დამქირავებელი appeared first on InterPost.ge. View the full article
-
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 35 082 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 608 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 474 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 7 947 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 059 392. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 23 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 22.65%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 13.08% ხოლო 7 დღის მანძილზე – 16.61%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 550 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 967 585. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების […] REZONANSI
-
გურჯაანში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევა კურორტ “ახტალის” მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა. დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და მეხანძრე – მაშველები REZONANSI
-
24 იანვარს ქუთაისში წვიმა და +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +1 გრადუსი იქნება. ოზურგეთში ჰაერის ტემპერატურა დღისით +4 გრადუსი იქნება, მოთოვს, ღამით კი 1 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +8 გრადუსამდე გათბება, იწვიმებს, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმაა მოსალოდნელი ფოთშიც. დღისით +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით +6 გრადუსი იქნება, ღამით კი 0 გრადუსია ნავარაუდევი. იწვიმებს. სოხუმში წვიმაა ნავარაუდები. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +3 გრადუსი იქნება. მესტიაში წვიმა და -1 გრადუსი, ღამით კი -9 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +3 გრადუსამდე დაეცემა, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. […] REZONANSI
-
„ყველა კრიზისი არის დასრულებული“, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ დღეს არის ერთიანი, მტკიცე და ძლიერი. „დღეს ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად დალაგებული ვითარება პარტიაშიც, მთავრობაშიც, მთელ გუნდშიც. გუნდი დღეს არის ერთიანი, მტკიცე, ძლიერი და ერთ-ერთი დიდი როლი ამ ჰარმონიული ურთიერთობის ჩამოყალიბებაში მიუძღვის ირაკლი კობახიძეს. ჩვენ ვართ მეგობრები, თანამებრძოლები, ირაკლი არის ძალიან ღირსეული კაცი, განათლებული, წესიერი, გამოირჩევა თავისი კვალიფიკაციით. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველამ ერთად, ერთიანმა გუნდმა ერთად დავძლიეთ ყველა ის გამოწვევა, რომელიც ჩვენი ქვეყნის და ხალხის წინაშე იყო 1 წლის განმავლობაში. შედეგიც შთამბეჭდავია – ყველა კრიზისი არის დასრულებული, იქნებოდა ეს პოლიტიკური თუ სხვა კრიზისები, რომლებიც ქვეყანაში იყო შექმნილი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. The post „ყველა კრიზისი არის დასრულებული“ – ღარიბაშვილი appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
24 იანვარს თბილისში ელექტრომომარაგება შეიზღუდება, – ამის შესახებ განცხადებას კომპანია „თელასი“ ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ელექტორენერგიის მიწოდება შეუწყდება შემდეგ რაიონებს: ნაძალადევის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანზონის დასახლების, ფეიქართა და ქსნის ქუჩების მოსახლეობას. ამასთან, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება სოფელ გლდანის, მონადირის, ავშნის და ფირცხალავას ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, მანჯგალაძის და ჩაქვის ქუჩების მოსახლეობას. მთაწმინდის რაიონი – ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოსტავას, მაჭავარიანის, ჭოველიძის, შანიძის, ხორავას, ჯანაშიას, მელიქიშვილის, თარხნიშვილის, გურგულიას, ტატიშვილის, ყაზბეგის, სვანიძის, ბაქრაძის და გუდაურის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 09:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ელბაქიძის აღმართის მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შანიძის, ხორავას, ჯანაშიას და მელიქიშვილის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოსტავას, ვერეს და სატივეს ქუჩების მოსახლეობას. სამგორის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მეურნეობის და სოფელი დიდი ლილოს მოსახლეობას; ვაკის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას; საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ტილკეს, რაინეგსის, ბარონ დე ბაის, სტივენსის და ჰუბერტის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება კვერნაძის ქუჩის მოსახლეობას; გლდანის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, გლდანის VII მიკრორაიონის, კობახიძის, პაიჭაძის და ქერჩის ქუჩების მოსახლეობას. The post ელექტრომომარაგება ისევ შეწყდება – ცნობილია როდის აღდგება appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინასთან დაკავშირებით განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს. „ნებისმიერი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საფრთხის წინაშე დაყენება სრულიად მიუღებელია. საქართველო სოლიდარულია უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით“, – წერს ზალკალიანი. The post დავით ზალკალიანი საგანგებო განცხადებას აკეთებს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
აშშ-ის მთავარმა ინფექციონისტმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ Omicron-ის გავრცელება ამერიკის შეერთებულ შტატებში პიკს თებერვლის შუა რიცხვებისთვის მიაღწევს. მან იმედი გამოთქვა, რომ მიუხედავად არათანაბარი ვაქცინაციის ხარისხისა, აშშ უახლოეს თვეებში „ომიკრონის“ „კონტროლის ზონას“ მიაღწევს. „მიუხედავად იმისა, რომ აშშ დიდი ქვეყანა და ვაქცინაციის მხრივ ერთ რეგიონში მეორესთან შედარებით ცვალებადობა გვაქვს, ისინი მაინც ერთი და იგივე მიმართულებით წავლენ. ჩვენ არ გვინდა ვიყოთ ზედმეტად თავდაჯერებულები, მაგრამ ისინი, როგორც ჩანს, ახლა სწორი მიმართულებით მიდიან“, – აღნიშნა ფაუჩიმ. The post „ომიკრონთან“ დაკავშირებით ახალი ინფორმაცია ვრცელდება appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24 იანვრიდან 25 იანვრის დღის ბოლომდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით.ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +4, +9 გრადუსამდე დაიკლებს.თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში -1, -3, ხოლო დღისით + 7, +9 გრადუსი დაფიქსირდება. REZONANSI
-
ბათუმის “დინამოს” თურქულ შეკრებაზე საქართველოს ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე შეუერთდება. თბილისის “დინამოდან” წასვლის შემდეგ ანანიძე ბათუმის “დინამოსთან” შეთანხმდა, თუმცა რატომღაც თურქეთში წამსვლელთა სიაში არ აღმოჩნდა. არჩილ ბერიძის განცხადებით, ანანიძე ჯერ თბილისში, შემდეგ თურქეთში ინდივიდუალურად ემზადებოდა და რამდენიმე დღეში უკვე საერთო ვარჯიშში ჩაერთვება. კვიპროსიდან წამოსვლის შემდეგ ჯანო ერთხელ უკვე ვარჯიშობდა გია გეგუჩაძის ხელმძღვანელობის ქვეშ, მაგრამ მაშინ თბილისში წასვლა არჩია, სადაც მხოლოდ 1 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ტრავმა მიიღო. ანანიძე ქობულეთშია დაბადებული და მისი პირველი გუნდი “შუქურა” იყო. The post არჩილ ბერიძემ ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის ტრანსფერი დაადასტურა appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article