Jump to content
Planeta.Ge

planeta.ge

პლანეტელი
  • პოსტები

    3.681
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი planeta.ge

  1. “ომიკრონის” პიკის მოლოდინში – ეპიდემიოლოგები მიიჩნევენ, რომ დაინფიცირებულთა მაქსიმალური რაოდენობა საქართველოში მომდევნო 2-3 კვირაში იქნება. კოვიდის ახალი შტამი ქვეყანაში უკვე 90%-ით ცირკულირებს. ამ ეტაპზე, დატვირთულია საავადმყოფოების თითქმის ნახევარი. უფრო მეტად არის გაზრდილი ზეწოლა ამბულატორიული მიმართულებით. პანდემიის განმავლობაში პირველად, გუშინ რეკორდული – 16 ათასამდე დადასტურებული ახალი შემთხვევა გამოვლინდა. არ არის გამორიცხული, ეს მაჩვენებელი დღეს კიდევ უფრო გაიზარდოს. “არსებული ეპიდსიტუაცია საკმაოდ საყურადღებოა. ამ ეტაპზე ნაწილი ინფიცირებულების მოდის “დელტა” შტამზე, ხოლო ნაწილი “ომიკრონზე.” “ბუსტერი,” ანუ სამჯერადი ვაქცინაცია ეფექტურია, როგორც “დელტა” შტამზე და წინამორბედ შტამებზე და ასევე, ამცირებს მძიმე მიმდინარეობის რისკებს ომიკრონის დროს,” – განაცხადა ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ. “თებერვლის თვეს, ველოდებით, რომ იქნება საკმაოდ მძიმე და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დასტაბილურების მხრივ, […] REZONANSI
  2. ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანია Pfizer, BioNTech-თან ერთად, კორონავირუსის ომიკრონის შტამის საწინააღმდეგო ვაქცინის ადამიანებზე გამოცდას იწყებს. როგორც ცნობილია, კვლევაში 1 400-ზე მეტი ზრდასრული მოხალისე ჩაერთვება. მათგან 615 პრეპარატის ადრეულ ვარიანტს 2-ჯერ მიიღებს, დამატებით კი — ომიკრონზე ორიენტირებულ 1 ან 2 დოზას. ძველი ვაქცინით 3-ჯერ აცრილ 600 ცდისპირს იმავე ან ახალ 1 ინიექციას გაუკეთებენ. დანარჩენ 200 ადამიანს, რომელსაც იმუნიზაცია არ აქვს ჩატარებული, ორგანიზმში საცდელ ვაქცინას 3-ჯერ შეუყვანენ. “ვირუსთან ბრძოლისას მუდმივად ფხიზლად ყოფნა მისგან თავდასაცავად ახალი გზების მოძიებას გულისხმობს. ჩვენ გვჯერა, რომ კონკრეტულ შტამზე დაფუძნებული ვაქცინების კვლევა და შექმნა ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია”, – აცხადებენ Pfizer-ში. REZONANSI
  3. გავრცელებული ინფორმაციით, სალომე ტეტუნაშვილი, რომელიც რამდენიმე დრის წინ იტალიაში გაუჩინარდა, საავადმყოფოშია მოთავსებული. სალომე ტეტუნაშვილთან კონტაქტი ახლობლებს შაბათს 22 იანვარს, დღის 16:00 საათზე ჰქონდათ. ახლობლების თქმით, სალომე სახლიდან გასვლას არ გეგმავდა. 22 იანვრის შემდეგ მასთან დაკავშირება ვეღარ ხერხდებოდა. REZONANSI
  4. ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობა აიკრძალება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, გარემოვაჭრეებმა სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებში უნდა გადაინაცვლონ. „საქმე ეხება ვარკეთილის მეტროს მიმდებარედ გარემოვაჭრეებს, რომლებსაც ტროტუარები აქვთ დაკავებული და ფეხით მოსიარულეთათვის გადაადგილება პრობლემას წარმოადგენს. მიმდებარედ არსებობს სავაჭრო სივრცეები და მინდა დავავალო სამგორის რაიონის გამგებელს, მოელაპარაკოს ამ სივრცეების დირექციას და იმ ადამიანებმა, ვინც დღეს გარევაჭრობით არის დაკავებული, ეწევიან ეკონომიკურ საქმიანობას, შესაბამის სივრცეებში გადაინაცვლონ. ასევე, მინდა ჩემ მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს დავავალო, ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, კერძოდ, ტროტუარების, დამცავი ჯებირების, ზებრა გადასასვლელების და სათანადო გამწვანების სამუშაოების განხორციელება. დღეიდანვე დაიწყეთ კომუნიკაცია გარემოვაჭრეებთან, მიეცით მათ გონივრული ვადა, დავეხმაროთ მათ კომუნიკაციაში სავაჭრო სივრცეების დირექციასთან, რათა თავიანთი ეკონომიკური საქმიანობა ამ მიზნით გამოყოფილ სივრცეებში გააგრძელონ“, – განაცხადა კახა კალაძემ. The post ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობა აიკრძალება appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  5. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდს, რომელსაც პოლიციელმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, დაზარალებულის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა. პარალელურად, ბრალი ოფიციალურად წარედგინათ დაკავებულ პოლიციელებს. როგორც ცნობილი გახდა, არცერთი ბრალდებული ბრალს არ აღიარებს. ცნობისთვის, მედიასაშუალებებით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე აღბეჭდილი ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი ნუკრი ბაქრაძე და კახა ბაკაშვილი დააკავეს. ნუკრი ბაქრაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 144 მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “ბ”, და “ზ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც გულისხმობს დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას ჩადენილს მოხელის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ; ხოლო, ფაქტის შემსწრე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მეორე თანამშრომელს – კახა ბაკაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც გულისხმობს […] REZONANSI
  6. “თელავი” სეზონის დასრულების შემდეგ ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა, მათ შორის, გიორგი ჯანელიძე, ირაკლი რუხაძე, თორნიკე ძოწენიძე, ნიკოლოზ და მიხეილ ბაშელეიშვილები, ლაშა შერგელაშვილი და ზაზა ციცქიშვილი არიან. მთავარი მწვრთნელი გიორგი მიქაძე “სამგურალში” გადავიდა. გუნდს ფინანსური პრობლემები შეექმნა, თუმცა კახელებმა ვარჯიში 20 იანვარს დაიწყეს და პრესსამსახურის ინფორმაციით, “თელავში” დარჩა “ძველი” ფეხბურთელებიც. კლუბის მთავარი მწვრთნელი ახალგაზრდა სპეციალისტი გიორგი ჭელიძე გახდა, რომელიც ბოლოს “საბურთალო 2”-ს წვრთნიდა. “თელავის” პირველი ტრანსფერი 29 წლისს თავდამსხმელი ბიძინა მახარობლიძე იქნება. ბიძინამ გასული სეზონი “ტორპედოში” დაასრულა და ქუთაისმაც ადგილის შენარჩუნება მოახერხა. კახეთში ბრუნდება ნახევარმცველი ვაკო ბაჩიაშვილიც. The post “თელავმა” პირველი ტრანსფერი განახორციელა appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  7. კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი, გიორგი ბიგვავა, რომელმაც ზუგდიდში ახალგაზრდა ქალს სცემა, დააკავეს. ბიგვავა ბრალის წარდგენას ელოდება. არსებული ინფორმაციით, დაზარალებულმა ქალმა ჩვენება უკვე მისცა. შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ მედიაში გავრცელებულ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით, სადაც ზუგდიდში პოლიციის თანამშრომლის მიერ ქალზე ძალადობის ფაქტია ასახული, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. The post პოლიციელი, რომელმაც ზუგდიდში ქალს სცემა, დააკავეს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  8. ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 20%-დან 4.5 %-მდე შეგვიმცირდა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. „დღეისათვის მობილიზებული გვაქვს 8000-ზე მეტი საწოლი, აქედან, რაც შეიძლება დადებით ფაქტორად აღინიშნოს, არის ის, რომ ამ 8000-დან ბოლო ორი კვირის განმავლობაში დაკავებულია საშუალოდ 4300-დან -4500 საწოლამდე. აქ იგულისხმება ის, რომ „ომიკრონის“ შემთხვევაში არ ხდება ჰოსპიტალიზაცია, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 20%-დან შეგვიმცირდა დღეის მდგომარეობით 4.5 %-მდე. ის მოლოდინი, რაც იყო „ომიკრონთან“ დაკავშირებით რომ ჰოსპიტალიზაცია და მძიმე მიმდინარეობა არ იქნებოდა, ეს ნამდვილად ასეა“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. REZONANSI
  9. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში პერსონალური სანქციების დაწესებით დაემუქრა. ბაიდენის თქმით, უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მთელი ამ ძალებით გადასვლა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი შეჭრა იქნება. „თუ პუტინი მთელი ამ ძალებით გადავა უკრაინის ტერიტორიებზე, ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი შეჭრა იქნება. ეს მსოფლიოს შეცვლის“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა. The post ბაიდენი პუტინს პერსონალური სანქციების დაწესებით დაემუქრა appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  10. კორონავირუსის შემთხვევების სწრაფი მატების გამო ბათუმში კიდევ ორი კოვიდსასტუმრო დაამატეს. ამ ორ სასტუმროსთან ხელშეკრულებები ჯამში 250 ათას ლარზეა გაფორმებული. 26 იანვრის მდგომარეობით, ბათუმში საკარანტინე ზონა/კოვიდსასტუმრო უკვე 10 სასტუმროშია მოწყობილი. „აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ კვლავ შესყიდული იქნა 2 ახალი სასტუმროს მომსახურება გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, რათა დროულად და შეუფერხებლად მომხდარიყო პაციენტების მოთავსება/დაბინავება“, – აღნიშნულია დეპარტამენტის განაცხადში. დეპარტამენტის მტკიცებით, „აღნიშნული ვითარების დადგომა გამოწვეულია რეგიონში მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობით, კორონავირუსის ახალი შტამის ე.წ. ომიკრონის სწრაფი გავრცელებით… სასტუმროებში მოთავსებული არიან კარანტინის რეჟიმის საჭიროების მქონე მოქალაქეები“. 26 იანვრის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარის რეგიონში დადასტურდა კორონავირუსის 1 958 ახალი შემთხვევა. stopcov.ge-ის […] REZONANSI
  11. იტალიაში საქართველოს საელჩო, იტალიის ქალაქ ნეაპოლში საქართველოს მოქალაქის გაუჩინარების საკითხზე განცხადებას ავრცელებს. საელჩოს ინფორმაციით, მე-2 დღეა გრძელდება სამძებრო სამუშაოები, რაშიც საკონსულოს მოთხოვნით აქტიურად არის ჩართული იტალიის ადგილობრივი სამართალდამცავი უწყებები. მათი თქმით, საკონსულო მუდმივ კავშირზეა დაკარგულის ოჯახთან. „იტალიის ქ. ნეაპოლში, საქართველოს მოქალაქის დაკარგვის ფაქტზე გრძელდება სამძებრო სამუშაოები და საკონსულოს მოთხოვნის საფუძველზე, საქმეში უკვე ორი დღეა აქტიურად არიან ჩართულნი იტალიის ადგილობრივი სამართალდამცავი უწყებები. ინტენსიურად ხდება ინფორმაციის გაცვლა საქართველოს საკონსულო სამსახურთან. გარდა ამისა, საკონსულო მუდმივ კავშირზეა დაკარგულის ოჯახთან. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქის დაკარგვის ფაქტზე, საკონსულოს აცნობა დაკარგულის ოჯახის წევრმა და ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს დახმარების თხოვნით ოფიციალურად მიმართა დაკარგული მოქალაქის ოჯახმა, […] REZONANSI
  12. ვერძი მეოცნებე ატმოსფერო დაგეხმარებათ მოიშოროთ უსიამოვნო ემოციები, რომლიც ბოლო დროს გაწუხებთ. არ გაექცეთ თქვენს გრძნობებს, მიიღეთ და გაათავისუფლეთ ისინი. თქვენ შეძლებთ ისწავლოთ წარსულის შეცდომებზე,რათა უფრო სტაბილურ მომავლი გქონდეთ. შეეცადეთ სიფრთხილე გამოიჩინოთ იმ ადამიანთან, ვიზეც ზრუნავთ. იღბლიანი რიცხვებია 1, 8 და ასოები ა, ლ, ე. კურო თქვენ იგრძნობთ სიყვარულს. თქვენ გელით ახალი მეგობრობა,რომელიც კარგად განვითადება. დარწმუნებული იყავით, რომ თქვენი რომანტიული კავშირები უფრო ვნებიანი და წარმატებული იქნება. დაზოგეთ დრო. ვენერა თქვენი ნიშნის მმართველია, ამიტომ იღბლისთვის ატარეთ ღია ფერები. თქვენ იხელმძღვანელებთ ასოებით ბ,ვ,უ და 2 ,7 რიცხვებით. ტყუპები მიჰყევით თქვენს მიზნებს და მისწრაფებებს, რადგან სამყარო გეხმარებათ თქვენი ოცნებების ასრულებაში. დაიმახსოვრე, რომ ეს ყველაფერი […] REZONANSI
  13. შოთა არველაძე “ჰალ სიტის” საჭეს სულ მალე ჩაიბარებს, თუმცა “ჰალი” უკვე შესწავლილი ექნება და იცის, რომ კლუბის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი კინ ლუის-პოტერია. პოტერი 20 წლის მარცხენა ვინგერია, რომელმაც ჩემპიონშიპის ამ სეზონში 5 გოლი და 3 საგოლე პასი გააკეთა. “ბლექბერნთან” მატჩის დროს ფეხბურთელის დასაკვირკვებლად ანტონიო კონტეს სკაუტები იყვნენ. “ტოტენჰემმა” წინა მფლობელებს 8 მილიონი შესთავაზა, თუმცა უარით გაისტუმრეს. როგორც Hulldaily წერს, ილიჯალი პოტერის საკითხზე არველაძეს ესაუბრა და მათ არ სურთ მოთამაშის გაყიდვა ამ სეზონში. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წინადადება მინიმუმ 14 მილიონიდან დაიწყება. ლუისი ამომავალი ინგლისელი ვარსკვლავია და საინტერესოა, როგორ იმუშავებს ჩვენებურთან ერთად. გუნდთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული. The post შოთას პირველი საფიქრალი – “ტოტენჰემი” “ჰალის” ვუნდერკინდში 8 მილიონს იხდის appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  14. საქართველოში კორონავირუსის 17 530 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 39 ადამიანი გარდაიცვალა. 24 საათში 78 172 ტესტი ჩატარდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 22,42%, ბოლო 14 დღის – 15,32%, ბოლო 7 დღის – 19,58%. დღიურად 7 661 აიცრა. The post 24 საათში კორონავირუსის 17 530 ახალი შემთხვევა გამოვლინდა appeared first on InterPost.ge. View the full article
  15. 23 იანვარს, ლა ლიგის 22-ე ტურში მადრიდის “რეალმა” საკუთარ მოედანზე “ელჩე” მიიღო და ფრედ 2:2 ითამაშა. მატჩის 33-ე წუთზე მადრიდელთა თავდამსხმელმა კარიმ ბენზემამ პენალტი ვერ გამოიყენა. ფრანგმა, მიმდინარე სეზონში, ესპანეთის ჩემპიონატში თერთმეტმეტრიანი მეოთხედ შეასრულა, თუმცა ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა მან გოლი ვერ გაიტანა. “ჩემი ბრალიცაა, რომ ბენზემამ პენალტი ვერ გაიტანა. მას ვუთხარი, რომ მეტოქეები ანალიზს აკეთებდნენ და ის ყოველთვის ერთ კუთხეში ურტყამდა. ამიტომ, კარიმმა გადაწყვიტა კუთხე შეეცვალა. ჩემი შეცდომაა, წყნარად უნდა ვყოფილიყავი”, – უთხრა ანჩელოტიმ DirectTV-ის. აღსანიშნავია, რომ ბენზემა, მიმდინარე სეზონში, პენალტებს მეკარისაგან მარჯვენა კუთხეში ურტყამდა. http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/01/cats-1.jpg The post ანჩელოტი: “ჩემი ბრალია, რომ ბენზემამ პენალტი ვერ გამოიყენა” appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  16. “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საქართველოს ნ1 ჩოგანზე, ნიკა ბასილაშვილზე სოციალურ ქსელში დაწერა. “ნიკა ბასილაშვილზე, ყველანაირ ჩანაწერებზე უკეთ, მისი შერჩეული ადვოკატი – ირმა ჭკადუა და მისი შერჩეული PR – ირაკლი მამალაძე მეტყველებს. ქურდების და ბარიგების დაქალი და დეკანოზ მამალაძის ფარულად ჩამწერი და ცნობილი და გამოჩენილი ნაძირალა სუსის აგენტი. რატომ გადავიდა ეს კაცი სრული თვითგანადგურების რეჟიმში?”. ბასილაშვილის თემა მას შემდეგ გააქტიურდა, რაც “ტვ პირველმა” ნიკას და ყოფილი ცოლის, ნეკა დოროყაშვილის ფარული ვიდეო-ჩანაწერები გამოაქვეყნა. The post გვარამია ბასილაშვილზე: “ყველაფერზე მისი შერჩეული ადვოკატი მეტყველებს” appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  17. 48 წლის ქართველი სპეციალისტი შოთა არველაძე სულ მალე “ჰალ სიტის” ჩაიბარებს. მთელი დღეა ერთ-ერთი მთავარი თემა ბრიტანულ ფეხბურთში სწორედ არველაძის დანიშვნაა და “ჰალ სიტის” ფანები აქტიურად განიხილავენ შოთას კარიერას და მის პიროვნებას. ინგლისელები ფან-სიმღერებით გამოირჩევიან, რომლებსაც თამაშის დროს მღერიან და შოთას “ჰალის” ფანმა უკვე მიუძღვნა სიმღერა. “არველაძის მაგია, არველაძეს მაგიური ქუდი ახურავს და როცა მან დაინახა “ჰალ სიტი”, თქვა, ვაუ, წარმოიდგინე ეს ის ჩვენთან საქართველოდან მოვიდა, ჩვენ არ შეგვიძლია მისი სახელის წარმოთქმა, ახლა აჯუნის კაცი საქმეშია, ჩვენ ყველა მატჩს მოვიგებთ ოჰ, არველაძის მაგია” შესაძლოა, ტექსტი დიდად რითმული არ იყოს, მაგრამ როცა სტადიონზე 10 000 ფანი ერთად მღერის, მაშინ სულ სხვა მუღამი ეძლევა. დაე, შოთაზე მრავალი სიმღერა შეიქმნას. How’s this for you, Harry? Arveladze’s magic, he wears a magic hat And when he saw Hull City, he said “ I fancy that” He’s come to us from Georgia, we can’t pronounce his name, Now that Acun’s mate’s in charge, we’ll win every single game Oh, Arveladze’s magic… #hcafc https://t.co/odSF33ClGK — Rich Walker (@bigbadwalks) January 25, 2022 The post შოთა არველაძეს ინგლისში პირველი ფან-სიმღერა მიუძღვნეს appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  18. “უოტფორდის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე როი ჰოჯსონი დაინიშნა. მას რეი ლევინგტონი დაეხმარება. მხარეებს შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა მიმდინარე სეზონის ბოლომდე ექნება. შეგახსენებთ, რომ 74 წლის სპეციალისტმა აღნიშნულ პოსტზე კლაუდიო რანიერი შეცვალა. თავის მხრივ, იტალიელმა “უოტფორდი” მას შემდეგ ჩაიბარა, რაც ინგლისურმა კლუბმა ჩისკო მუნიოსი გაათავისუფლა. ჰოჯსონი ბოლო ერთი წლის განმავლობაში გუნდისთვის მესამე ახალი მთავარი მწვრთნელია. “უოტფორდს” ინგლისის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა ადგილი უკავია. The post “უოტფორდმა” ჰოჯსონი დანიშნა appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  19. “ფიორენტინას” თავდამსხმელ დუშან ვლაჰოვიჩის საცხოვრებელ სახლთან ფლორენციის პოლიცია მობილიზდა. ამის საჭიროება მას შემდეგ გაჩნდა, რაც “ვიოლას” ტიფოზები სერბ ფეხბურთელს ფიზიკური დაპირისპირებით დაემუქრნენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ 21 წლის ფორვარდი კარიერას ტურინის “იუვენტუსში” გააგრძელებს, რამაც “ფიორენტინას” ფანების აღშფოთება გამოიწვია. “ვიოლას” ქომაგებმა ფლორენციული კლუბის სტადიონთან ბანერები გამოფინეს, რომელზეც ვლაჰოვიჩის მიმართ შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი გზავნილებია გამოყენებული. თავად დუშან ვლაჰოვიჩს მომხდართან დაკავშირებით პოლიციაში საჩივარი არ შეუტანია, თუმცა სამართალდამცავმა ორგანომ უსაფრთხოების მიზნით ფეხბურთელის სახლთან პატრულირება მაინც გადაწყვიტა. The post ვლაჰოვიჩის სახლთან პოლიციაა მობილიზებული appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  20. უკრაინის უმაღლესმა რადამ საერთაშორისო ორგანიზაციებს და სხვა ქვეყნის პარლამენტებს მოუწოდა, განსაზღვრონ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების კონკრეტული ვადა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისის“ რუსული ბიურო ავრცელებს. გადაწყვეტილებას მხარი 282-მა დეპუტატმა დაუჭირა. მედიის ცნობით, გადაწყვეტილების წინააღმდეგ პარტია „ოპოზიციური პლატფორმა – სიცოცხლისთვის“ წავიდა. „უკრაინის უმაღლეს რადას მიმართავს გაერო-ს, ევროპარლამენტს, უცხო სახელმწიფოების მთავრობებსა და პარლამენტებს და საერთაშორისო ორგანიზაციების საპარლამენტო ასამბლეებს და მოუწოდებს: მხარი დაუჭირონ უკრაინის მისწრაფებებს აღიაროს მისი ევროპული პერსპექტივა და განსაზღვროს კონკრეტული ვადები და მოდელები შემდგომი ინტეგრაციისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში. The post განსაზღვრეთ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების მკაფიო ვადები – უმაღლესი რადას მიმართვა appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  21. „ფაიზერმა“ და „ბიონტეკმა“ დაიწყეს ახალი ვაქცინის კლინიკური ცდა, რომელიც „ომიკრონ“ ვარიანტთან საბრძოლველად შეიქმნა, – ამის შესახებ „როიტერსი“ იუწყება. მედიის ცნობით, კომპანიები გეგმავენ გამოცადონ ვაქცინა, იმ ადამიანებში, რომლებიც სამი დოზით არიან აცრილნი და ასევე აპირებენ გამაძლიერებელი დოზის სახით გამოცადონ იმ ადამიანებში, რომლებმაც სხვა ვაქცინის ორი დოზა უკვე მიიღეს. „როიტერსი“ წერს, რომ კლინიკურ ცდაში მონაწილეობას 1 400-ზე მეტი ადამიანი მიიღებს. The post „ფაიზერმა“ „ომიკრონის“ საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური ცდა დაიწყო appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  22. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მოადგილეები აირჩია. პირველ მოადგილედ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ავთანდილ გაბელია, ხოლო მეორე მოადგილედ „ლელოს“ წევრი, გიორგი დარსალია აირჩიეს. მათ კანდიდატურებს 15-15-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, მას კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია. მომხდარს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა წალენჯიხის ოპოზიციონერი მერი, გია ხარჩილავა და განაცხადა, რომ წალენჯიხა დემოკრატიული ცვლილებების მაგალითი ხდება. „ნიშანდობლივია ის,რომ წალენჯიხის ინტერესების გარშემო, მოკლე და გრძელვადიანი ამოცანების გადასაჭრელად, წალენჯიხაში ყალიბდება, არჩევნებზე მოსახლეობის მიერ გამოხატული ნების შესაბამისი, მრავალპარტიული უმრავლესობა,რაც ჯანსაღ დისკუსიებს და აზრთა შეჯერებას უზრუნველყოფს. წალენჯიხა ხდება მაგალითი დემოკრატიული ცვლილებებისა მთელი ქვეყნის მასშტაბით“, – წერს გია ხარჩილავა. The post წალენჯიხის საკრებულომ მოადგილეები აირჩია appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  23. „ჩემი ინფორმაციით, თუ რუსეთმა დაიწყო უკრაინაში ფართომასშტაბიანი გეგმის განხორციელება, ის იმავე დღეებში ანაკლიის დაკავებასა და ასევე, სამეგრელოში უფრო ღრმად, სამხედრო რეიდებს აპირებს“, – ამის შესახებ ნათქვამია მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ მიმართვაში. მისი თქმით, რეიდები იგეგმება მათ შორის ფოთის პორტში, რათა დასავლეთს გადაუკეტოს საქართველოს პორტების ახლა გამოყენებისა და მომავალში ანაკლია/ლაზიკა პორტის მშენებლობა. „ამ სცენარზე ამერიკაში ბოლო ჩასვლისას, ძალიან ინფორმირებული წყარო მესაუბრა. უფრო მეტიც, პენტაგონში, ლუიზიანას შტატში ჩატარებული სწავლებების დროს ანაკლიის დაცვის სცენარი გავლილი აქვთ სამხედრო ბრიგადის დონეზე. არამგონია, რომ ეს კლეპტოკრატიული ხელისუფლება არ იყოს საქმის კურსში, მაგრამ, როგორც ვხედავთ, ყურსაც არ იბერტყავენ. რაც არ უნდა ჩუმად იყვნენ, რუსეთი მაინც გააკეთებს იმას, რაც დაგეგმა. დღეს რომ იქ უკვე პორტი იდგას, რომლის აშენებასაც 2013 წლის ბოლომდე ვგეგმავდით და ქალაქი იყოს გაშენებული, ბევრად უფრო გაუჭირდებოდათ ანექსია და ახლა პრაქტიკულად მიტოვებულ ადგილს მიუერთებენ ოკუპაციის ზონას ისე, რომ დანარჩენი მსოფლიო ვერც მიხვდება, რატომ ვჯავრობთ რამდენიმე კილომეტრზე, რომელსაც მაინც ვერ ვიყენებთ. სხვათაშორის, რუსებს ეს გეგმა 2009 წელსაც ჰქონდათ და მაშინ ეს თავიდან ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენის ჩარევით ავიცილეთ“, – წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში. The post მიხეილ სააკაშვილი მორიგ მიმართვას ავრცელებს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  24. 1 დოლარი ხვალ 3.0720 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ფასი 3.0763 ლარს შეადგენდა. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0043 ლარი შეადგინა. ახალ ოფიციალურ გაცვლით კურსს საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს. სებ-ის მონაცემებით, ხვალ 1 ევრო 3.4661 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ფასი 3.4808 ლარს უტოლდებოდა. კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებით 0.0147 ლარი შეადგინა. The post ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  25. პატრულ-ინსპექტორის მიერ ნაცემ არასრულწლოვან შშმ პირს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა. არასრულწლოვანი ბიუროში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებლებმა მიიყვანეს. ექსპერტიზას მისი ადვოკატი, დედა და თარჯიმანი ესწრებოდნენ. საქმეში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც ჩაერთო. შეგახსენებთ, რომ ისნის მეტროსადგურზე პოლიციის მიერ შშმ პირის მიმართ ძალაობის საქმეზე ნუკრი ბაქრაძე და კახა ბაკაშვილი დააკავეს. ნუკრი ბაქრაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 144/3 მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც გულისხმობს დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას ჩადენილს მოხელის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა და სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ. ხოლო შემთხვევის შემსწრე კახა ბაკაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას. The post პოლიციის მიერ ნაცემ შშმ პირს სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
×
×
  • შექმენი...