Jump to content
Planeta.Ge

planeta.ge

პლანეტელი
  • პოსტები

    3.681
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი planeta.ge

  1. ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი, მაია ჩხაიძე მიიჩნევს, რომ გართულებული ეპიდვითარების მიუხედავად, სკოლების დახურვას აზრი არ აქვს. მანვე ისაუბრა ბავშვებში კორონავირუსის მიმდინარეობაზე და აღნიშნა, რომ „ჯანმრთელ ბავშვებში ის მსუბუქად მიმდინარეობს და ოჯახის პირობებში შეიძლება მართვა“. „17 000-ზე მეტი შემთხვევა ნიშნავს იმას, რომ ბევრად უფრო მეტია დადასტურებულია. იმიტომ, რომ როდესაც ოჯახში ერთს დაუფიქსირდება, როგორც წესი, სხვები ტესტებს არ იკეთებენ. აზრი არ აქვს სკოლების დახურვას, იმიტომ, რომ უკვე ისეთი გავრცელებაა, რომ სკოლების დაკეტვა ამ ბავშვების კიდევ ერთხელ პროცესიდან მოწყვეტას გამოიწვევს. ჯანმრთელ ბავშვებში მსუბუქად მიმდინარეობს, ოჯახის პირობებში შეიძლება ამის მართვა“, – განაცხადა მაია ჩხაიძემ. შეგახსენებთ, რომ საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 17 066 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 30 პაციენტი კი გარდაიცვალა. The post „აზრი არ აქვს სკოლების დახურვას“ – ციციშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორი appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  2. ბოკერიას კლინიკაში „კოვიდ19“-ით ინფიცირებული ორსულების მიმართვიანობა გაიზარდა. კლინიკაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 29 ორსული მკურნალობს. რაც შეეხება რეანიმაციას, იქ 2 პაციენტია მოთავსებული. „კლინიკაში მომართვიანობა ძალიან, კატასტროფულად არის გაზრდილი. მიმდინარე კვირაში ძალიან გაიზარდა“, – აცხადებენ ბოკერიას კლინიკაში. ცნობისთვის, საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 17 066 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 30 პაციენტი კი გარდაიცვალა. The post ბოკერიას კლინიკაში კოვიდინფიცირებული ორსულების მიმართვიანობა გაიზარდა appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  3. საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 17 066 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 30 ადამიანი გარდაიცვალა, 5 397 კი გამოჯანმრთელდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსი ჯამში დაუფიქსირდა 1 127 234 პირს, საიდანაც 14 870 გარდაიცვალა, 986 928 კი გამოჯანმრთელდა. The post კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა ბოლო 24 საათში appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  4. აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებს, ჯო ბაიდენსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა. თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესსპიკერმა, ემილი ჰორნმა, განაცხადა, რომ საუბრისას ჯო ბაიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკი გააფრთხილა, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში თებერვალში შეიჭრას. „პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ არსებობს აშკარა შესაძლებლობა, რომ რუსები უკრაინაში თებერვალში შეიჭრან. მან ეს საჯაროდ თქვა. ჩვენ ამის შესახებ თვეების განმავლობაში ვსაუბრობთ“, – აღნიშნა ემილი ჰორნმა. მედიის იუწყება, რომ ანონიმური წყაროების ცნობით, ბაიდენმა ზელენსკი გააფრთხილა, რომ რუსული ძალები უკრაინის ტერიტორიას თავს, სავარაუდოდ, კიევის ჩრდილოეთიდან დაესხმება. The post ბაიდენმა ზელენსკის რუსეთის უკრაინაში შეჭრის სავარაუდო დრო დაუსახელა appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  5. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ვიქტორია ნულანდის განცხადებით, პროექტი „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ გაჩერდება, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება. „ჩვენ განვაგრძობთ მჭიდრო და მკაფიო მოლაპარაკებებს ჩვენს გერმანელ მოკავშირეებთან. მინდა, დღეს გითხრათ, რომ თუ რუსეთი შეიჭრება უკრაინაში, „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ წინ არ წაიწევს“, – განაცხადა ნულანდმა. ნულანდს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, აშშ-ის მიერ რუსეთისთვის გაგზავნილი წერილობითი პასუხი შეიცავდა თუ არა, ნატო-ს პასუხის მსგავსად, მოწოდებას საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან ძალების გაყვანის შესახებ.„მე არ ჩავუღრმავდები ჩვენი დოკუმენტისა ან ნატო-ს დოკუმენტის ზუსტ ენას, საკმარისია იმის თქმაც, რომ ჩვენს დოკუმენტში უკიდურესად მკაფიოდ არის გამოხატული ჩვენი შეშფოთებები რუსეთის პოზიციასთან დაკავშირებით, მათ შორის მის მიერ მეზობლების მიმართ სუვერენიტეტის დარღვევების გამო“, – დასძინა ვიქტორია ნულანდმა. The post ვიქტორია ნულანდი: „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ გაჩერდება, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  6. Nieuwsblad-ი ქართული ფეხბურთის გულშემატკივრისთვის საინტერესო ინფორმაციას ავრცელებდა და წერდა, რომ გიორგი ჩაკვეტაძე ბელგიას ტოვებდა, კარიერას კი გერმანიის ბუნდესლიგა 2-ის ჰამბურგში გააგრძელებდა. გამოცემა წერდა, რომ ქართველი ფეხბურთელისა და გერმანული კლუბის ურთიერთობა იჯარას მოიცავდა და აღნიშნული გუნდის რიგებში სეზონის ბოლომდე დარჩებოდა. Nieuwsblad-ის სტატიაში ვკითხულობდით, რომ თავდაპირველად, ჩაკვეტაძე გენტის ერთ-ერთ ლიდერად იქცა, თუმცა გამუდმებული ტრავმების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ხასიათი ვერ გამოავლინა და გუნდის მთავარი მწვრთნელის მხრიდან ნდობა დაკარგა. მოგვიანებით, ინფორმაცია ჰამბურგმა თავადაც დაადასტურა და დაწერა, რომ ჩაკვეტაძე იჯარის წესით ახალი გუნდის რიგებში 2022 წლის 30 ივნისამდე ითამაშებს. ინფორმაციისთვის, მიმდინარე სეზონში გიორგი ჩაკვეტაძემ ბელგიის ჩემპიონატის 8 მატჩში 2 საგოლე გადაცემა შეასრულა, კონფერენს ლიგის 3 შეხვედრაში 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი, ხოლო ბელგიის თასზე თანაგუნდელებს გოლითა და 2 საგოლე პასით დაეხმარა. ჰამბურგი ამჟამად მეორე ბუნდესლიგაშია და სატურნირო ცხრილში მე-5 პოზიციაზე იმყოფება. გუნდი ბუნდესლიგაში დასაბრუნებლად იბრძვის და სამეულამდე მხოლოდ 1 ქულა აშორებს - ჰამბურგი ლიდერ დარმშტადს 5 ქულით ჩამორჩება. tia.ge
  7. Facebook-ის დაშიფრული მიმოწერის დასქრინვის შემთხვევაში ადრესატს შეტყობინება გაეგზავნება - ამის შესახებ ინფორმაციას მარკ ცუკერბერგი ავრცელებს. მაგალითისთვის კი მის მეუღლესთან დაშიფრული მიმოწერა გამოაქვეყნა. სიახლე არ შეეხება სტანდარტულ მესენჯერის ჩათს. როგორც ცუკერბერგი წერს, დაშიფრულ მესენჯერს გიფებისა და სტიკერების გაგზავნის ფუნქციაც დაემატება. tia.ge
  8. თბილისის მერი, კახა კალაძე სამგორის რაიონში უკანონოდ აშენებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟის შესახებ განცხადებას აკეთებს: "სახელმწიფო ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობების ფაქტებზე ჩვენი მხრიდან ყოველთვის იქნება რეაგირება. ვერ ნახავთ ჩემს ვერცერთ განცხადებას, სადაც მე ვამბობ, რომ უკანონო ნაგებობებს ვინმეს დავუკანონებდით. ჩვენ ვიკვლევთ, ვინ არიან ეს ადამიანები და აღმოჩნდება, რომ ისინი ფლობენ ბინებს დედაქალაქში, მიწის ნაკვეთებს რეგიონებში. რაც შეეხება უსახლკაროებს, ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს სპეციალური პროგრამა და ყველა ასეთი სტატუსის მქონე ადამიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. tia.ge
  9. ამ ომში რუსეთი ვერ გაიმარჯვებს, ამ ბრძოლას რუსეთი აუცილებლად წააგებს, ის დამარცხდება დასავლეთთან, დამარცხდება ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გაძლიერებულ უკრაინასთან და უკრაინასთან მისი მარცხი ავტომატურად ნიშნავს მის მარცხს საქართველოში, იმ პირობით თუ საქართველოს ხელისუფლება მზად იქნება ამისთვის, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა და „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარე თინა ხიდაშელმა„პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა. მისი შეფასებით, რუსეთს სამხედრო ინტერვენციის კვალობაზე ელის გარდაუვალი მარცხი და ბევრი დაღუპული სამხედრო. ხიდაშელმა იმედი გამოთქვა, რომ ამ ფონზე მოსკოვი რაციონალურ გადაწყვეტილებას მიიღებს, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ირგვლივ მობილიზებული რუსული სამხედრო ძალების უკან გაყვანა, პირადად პუტინის ძალაუფლებისთვის პრობლემა იქნება. „მე დიდი იმედი მაქვს, რომ აგრესია არ განხორციელდება და დასავლეთი მოახერხებს რუსეთის შეჩერებას, თუმცა თუ მოვლენები მაინც სამწუხარო სცენარით განვითარდა, თავდასხმა მოხდა, ეს იქნება რუსეთის ამ პერიოდის პოლიტიკის დასასრული, რაც, საბოლოო ჯამში, გრძელვადიანად დადებითად აისახება მის მეზობლებზე და მათ შორის, საქართველოზე, ოღონდ იმ პირობით, თუ საქართველო თავად გამოავლენს თავისუფლებისთვის ბრძოლის ნებას, უნარს, პოლიტიკურ მზაობას, იმიტომ, რომ ამ ომში რუსეთი ვერ გაიმარჯვებს, ამ ბრძოლას რუსეთი აუცილებლად წააგებს, ის დამარცხდება დასავლეთთან, დამარცხდება ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გაძლიერებულ უკრაინასთან და უკრაინასთან მისი მარცხი ავტომატურად ნიშნავს მის მარცხს საქართველოში, იმ პირობით თუ საქართველოს ხელისუფლება მზად იქნება ამისთვის. გარდაუვალი მარცხი, რომელიც ელოდება რუსეთს თუკი ის სამხედრო ინტერვენციას განახორციელებს მორიგ ჯერზე – ეს არის ერთი არჩევანი და მეორე არის უამრავი დაღუპული სამხედრო, რომელიც რუსეთში დაბრუნდება. იმედი მაქვს, რომ რაციონალიზმი გადაწონის რუსეთში, იმიტომ, რომ მათ ასევე ყველაფერთან ერთად ახსოვთ, როდის დაიწყო საბჭოთა კავშირის ნგრევა და ეს დაიწყო მაშინ, როდესაც გამრავლდა ცინკის კუბოები ავღანეთიდან,“- განაცხადა თინა ხიდაშელმა. ამასთანავე, როგორც თინა ხიდაშელმააღნიშნა, ომი ნიშნავს მოწინააღმდეგეებსა და მოკავშირეებს და ვისი მოკავშირეა საქართველო, უნდა ჩანდეს ქვეყნის მიერ მიღებულ რეზოლუციაში. „მთავარი კითხვა რეზოლუციასთან მიმარებით არის, საქართველოს ხელისუფლებას ჰყოფნის თუ არა გამბედაობა, რომ საკუთარი თავი მიაკუთვნოს რომელიმე ბანაკს, სადაც ჩვენი ბუნებრივი ადგილია. მაშინ, როდესაც ომია, ომში არსებობენ მტრები ანუ მოწინააღმედეგეები და მოკავშირეები. ვისი მოკავშირეები ვართ ჩვენ, ამ რეზოლუციაში ეს უნდა ჩანდეს, ამ რეზოლუციაში ეს არ იკითხება. პრევენციას ახდენს რეზოლუციით საქართველოს ხელისუფლება ომის, რომლის ინიციატორიც არ იცის, ვინ არის და ეს არის კატასტროფა. მე მგონია, რომ არის ნაწილი ადამიანებისა ჩვენს ქვეყანაში, რომლებსაც გულწრფელად სჯერათ, რომ რუსეთი მხოლოდ მაშინ იწყებს მოქმედებას, როდესაც გამოიწვევენ, არადა სინამდვილეში აბსოლუტური, მრავალჯერ დადასტურებული ფაქტია, რომ არაფერი მსგავსი რუსეთს არ სჭირდება და ამის საუკეთესო მაგალითია სწორედ უკრაინა, რომელსაც 2014 წლამდე ანუ იმ მომენტამდე, როდესაც ყირიმის ანექსია მოხდა, ოფიციალურად არც ერთხელ არ ჰქონდა გაცხადებული ნატოში გაწევრიანების სურვილის შესახებ. თუ ეს არის მთავარი პრობლემა, რომელიც აღიზიანებს თურმე რუსეთს, ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაუგებარია უკრაინის ამბები,“- განაცხადა ხიდაშელმა. The post ხიდაშელი:”როდის დაიწყო საბჭოთა კავშირის ნგრევა ..და ვისი მოკავშირე იქნება საქართველო?!” appeared first on [/url]. ALIA.GE
  10. ორხევის დასახლებაში მცხოვრები 6 ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა. მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა მათ სახლები დაუნგრიეს. მერიის სამსახური ამტკიცებს,რომ შენობებში არავინ ცხოვრობდა, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა ყვება, რომ ისინი წლების განმავლობაში ამ სახლებში ცხოვრობდნენ და მერიისგან წინასაარჩევნოდ მიწის ნაკვეთის დაკანონების დაპირებაც მიიღეს. დაზარალებულების განცხადებით მათ არანაირი ქონება არ აქვთ და არ იციან, ღამეს სად გაათევენ. ისინი ამ კითხვაზე პასუხს ადგილობრივი გამგეობისგან ელოდებიან, თუმცა პასუხს არავინ სცემთ. სახლის მეპატრონე, რომელიც საცხოვრებლის დანგრევას ეწინააღმდეგებოდა, პოლიციის ძალის გაიყვანეს ტერიტორიიდან. საცხოვრებლის ნგრევის მოლოდინში არიან აფრიკის დასახლებაში მცხოვრები სოციალურად დაუცველებიც. tia.ge
  11. გუშინ სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, სადაც ჩანდა, რომ “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს შვილის თანდასწრებით დასცინეს. ეს ვიდეო სოციალური ქსელიდან მალევე აიღეს. სოციალურ ქსელში ირაკლი კობახიძის მხარდამჭერი სტატუსებიც გაჩნდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “ირაკლი კობახიძე შვილთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც ნაცმოძრაობის ერთ-ერთი მომხრე მივიდა კამერით და დაცინვა დაუწყო. სულ რომ რომელიმე პოლიტიკოსი არ მოგწონდეს, როგორ შეიძლება შვილის თანდასწრებით შეურაცხყოფა მიაყენო ადამიანს. ამიტომ გააზიარეთ ირაკლისა და მისი უსაყვარლესი შვილისადმი თანადგომის გამოსახატად. ვაჩვენოთ, რამდენი ვართ”, – წერს ფეისბუქგვერდი “ოცნება იგებს”. The post “გააზიარეთ ირაკლისა და მისი უსაყვარლესი შვილისადმი თანადგომის გამოსახატად. ვაჩვენოთ, რამდენი ვართ”, – ფეისბუქგვერდი “ოცნება იგებს” appeared first on [/url]. ALIA.GE
  12. ნოემბერში, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებული ბესიკ თამლიანის პატიმრობაში დატოვების საკითხს ეხმაურება სოციალურ ქსელში პანკისის სპეცოპერაციისას გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი. მაჩალიკაშვილი იმ ადამიანებს პასუხობს, რომლებიც ამბობენ, რომ თამლიანის გასათავისუფლებლად აქციის მოწყობას აზრი არ ჰქონდა. „გუშინ და დღეს ასეთი კითხვები მესმის გარკვეული ნაწილისგან – ჩვენ რომ გამოვსულიყავით ქუჩაში თამლიანს გამოუშვებდნენ? არა, თამლიანს არ გამოუშვებდნენ. უბრალოდ ხვალ შენს დაჭერას ვერ გაბედავენ. მე ამ კითხვაზე პასუხი ასეთი მაქვს,”- წერს მალხაზ მაჩალიკაშვილი. The post “გუშინ და დღეს ასეთი კითხვები მესმის გარკვეული ნაწილისგან – ჩვენ რომ გამოვსულიყავით ქუჩაში თამლიანს გამოუშვებდნენ? “- რას პასუხობს მაჩალიკაშვილი appeared first on [/url]. ALIA.GE
  13. ექიმი, ზაზა თელია ექიმებს მიმართავს: "სამწუხაროდ კოვიდის გამო: აზითრომიცინი გარდაიცვალა მადლობა ოჯახის ექიმებს, ასე გააგრძელეთ ვირუსზე ანტიბიოტიკი პროფილაქტიკის მიზნით არ ინიშნება, ეს ექიმობა არ არის, მავნებლობაა", - წერს თელია. tia.ge
  14. ოპოზიცია ბორჯომ-ბაკურიანში, ხელმოწერების შეგროვებას იწყებს, რომ ისევ სახელმწიფოს დაუბრუნდეს ის ტერიტორია, რომელიც ღარიბაშვილმა ცოლს აჩუქა. საუბარია ბაკურიანში, 6 ათასი კვადრატული ფართობის ტყეზე, რომელიც ღარიბაშვილის ცოლს 49 წლიანი ჯარით გადაეცა. რატომ და რის საფუძველზე გააკეთა ეს ბორჯომის საკრებულომ, ამის გასარკვევად ენმ-ს წარმომადგენლები დღეს ადგილზე ჩავიდნენ და საკრებულოს სხდომაზე დასწრებას აპირებენ. The post “ნუნუ თამაზაშვილის უკანა ეზო” – ოპოზიცია ბორჯომ-ბაკურიანში, ხელმოწერების შეგროვებას იწყებს appeared first on [/url]. ALIA.GE
  15. “ფორმულას” ჟურნალისტი, ვახო სანაია სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის, გიორგი ფხაკაძის პოსტს ეხმაურება და წერს: "ბოლოს გავნარკომანდებით ყველანი", - წერს ჟურნალისტი. "ორჯერ აცრილი ადამიანი კოვიდინფირების შემდეგ ხელახლა უნდა აიცრას სამჯერ. კოვიდის დამთავრების შემდეგ უნდა აიცრათ სამჯერ. როცა ორჯერ აცრილი ადამიანი დაინფიცირდება კოვიდით, 30 დღეში უნდა აიცრას პირველი დოზა ვაქცინით,შემდეგ - 28 დღეში მეორე დოზით და 3 თვეში - ბუსტერით", - დაწერა გიორგი ფხაკაძემ. tia.ge
  16. ცნობილი ოზურგეთელი ბიზნესმენი, პროფესორი და მწერალი, თემურ კილაძე, რომელიც ამჟამად ევროპაში ცხოვრობს, მალე ახალ რომანს იტალიურ ენაზე შემოგვთავაზებს. რომანს “ოქროს საწმისი”, ერთ-ერთი უდიდესი იტალიური გამომცემლობა “albatros“ გამოსცემს. წიგნის გამოცემისთანავე, “ოქროს საწმისი“, მთელი იტალიის ფარგლებში, წიგნების მაღაზიაში “Messaggerie Libri SpA“ განაწილდება. ნახეთ, რა რჩევას აძლევს ემიგრანტებს. „მე ვარ სამყაროს ცენტრი, ჩემს ირგვლივ ბრუნავს დედამიწა!!! ამ ბოლო დროს ზოგჯერ მეღვიძება ღამით და ვათვალიერებ ჩემთვის უცნობი ემიგრანტების სურათებს, ვეცნობი მათ ოცნებებს, სურვილებს, იქნებ ოდესმე წიგნიც დავწერო, თუმცა წიგნის დაწერას თქვენ გირჩევთ, ერთი წიგნის დაწერა ყველას შეუძლია. ლეონარდ ფრანკის დედამ, რომელიც მთელი ცხოვრება ლოთ ქმარს და ღორებს უვლიდა დაწერა წიგნი თავის ცხოვრებაზე, რომელიც ბესტსელერი გახდა. მიუხედავად იმისა რომ მთელი ცხოვრება ემიგრაციაში ვარ, არასდროს მქონია შეხება ემიგრანტებთან, სულ ვთვლიდი რომ იტალიაში, იტალიელთან უნდა იმეგობრო, ამერიკაში ამერიკელთან, რუსეთში რუსთან, უნდა შეგეძლოს ინტეგრირება იმ სამყაროში სადაც ხარ. ზუსტად რომ ამერიკაში ინტეგრირებულმა იტალიელებმა შეიტანეს ლომის წვლილი იტალიის განვითარებაში, ზუსტად რომ ამერიკაში ინტეგრირებული ირლანდიელები არჩენენ დღემდე ღარიბ და ღატაკ ირლანდიას და ზუსტად რომ მილიონობით გერმანიაში ინტეგრირებულმა თურქმა, მოახდინა უზარმაზარი გავლენა იმაზე რომ, ჩვენი წარმოდგენით ოდესღაც „ბეჩი“ თურქები, ბეჩი კი არა წარმატებულზე წარმატებული ერია. ყველა წერთ რომ სამშობლო ჩემთვის ყველაფერიაო და ვინ იქნებით თქვენ იმ სამშობლოში როცა არ უნდა დაბრუნდეთ? არავინ!! რაც უფრო გვიან დაბრუნდებით მით უფრო არავინ!! ასე რომ თქვენ უნდა იყოთ წარმატებულები და ძლიერები, იქ სადაც დღეს ხართ, იქ უნდა შექმნათ თქვენი სამყარო, ჩამოიყვანოთ შვილები და მისცეთ განათლება, აქ იყიდოთ ბინა და არა ბათუმ-თბილისში. რას უზამთ თქვენს კაცებს, ეს თქვენი საქმეა, მაგრამ შვილების გადარჩენა, მგონი მხოლოდ ასე შეიძლება! ყველა დანარჩენ შემთხვევაში თქვენი შთამომავლები გააცალმტვერებენ ყველაფერს თქვენს შექმნილს, გაყიდიან სიმწრით ნაყიდ ბინებს თბილისში თუ ბათუმში და მეფე ლირივით გამოგყრიან სიბერეში ქუჩაში და არც კი გაიფიქროთ მე და მეფე ლირის ბედიოოო!!! ალბათ ნაპოლეონიც მასე ფიქრობდა-მე და ჟოზეფინას ღალატიო! იცით თვითმფრინავში არის კანონად და როცა მივაქციე ყურადღება, ჩემთვის ყველაზე დიდ აღმოჩენად იქცა. თუ თვითმფრინავში „რაზგერმეტიზაცია“ დაიწყო, პირველმა ნიღაბი შენ უნდა დაიბნიო და არა შენს საყვარელ არსებას გვერდით და იცით რატომ?! მერე იქნებ თქვენ ვეღარ მოასწროთ და ის აუცილებლად დაიღუპება უთქვენოდ. ასე რომ თქვენ უნდა იყოთ სამყაროს ცენტრი, თქვენს ირგვლივ უნდა ბრუნავდეს დედამიწა.“ The post თემურ კილაძე:”გაყიდიან სიმწრით ნაყიდ ბინებს თბილისში თუ ბათუმში და მეფე ლირივით გამოგყრიან სიბერეში ქუჩაში” appeared first on [/url]. ALIA.GE
  17. დღეს იურიდიულმა კომპანია BLB-მ საქართველოს ნონა გაფრინდაშვილის კიდევ ერთი გამარჯვება მიულოცა და განაცხადა, რომ კალიფორნიის სასამართლომ არ დააკმაყოფილა Netflix-ის სარჩელი საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ. შემდომ მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ნონა გაფრინაშვილის ადვოკატებმა გამარჯვებას მიაღწიეს, სიმართლეს არ შეესაბამება. ის, რომ სასამართლო საქმის განხილვას აგრძელებს, აპრიორი ჯერ არ ნიშნავს, აუცილებლად ჩვენ სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს. მხოლოდ საქმის წარმოების შეწყვეტაზე მიღებული განჩინება გამარჯვების მონათვლად, ასევე ნაკლებად სწორია. ჩვენი დიდოსტატი 5 მილიონ დოლარს ითხოვს კომპანიისგან და მხოლოდ მას შემდეგ ვიქნებით გამარჯვებულები, როცა ნონა მოთხოვნილ თანხას, ბოდიშსა და ფაქტების შესწორებას მიიღებს. ჯერჯერობით, საქმე გრძელდება და გაფრინდაშვილი თავის შამათს ცოტა ხანში აუცილებლად გააკეთებს. The post რეალობა ნონა გაფრინდაშვილის საქმეში, რამაც შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  18. საერთაშორისო ექსპერტი, თინა თოფურია წერს, რომ საეკლესიო ზარებს დაავადებების განკურნება შეუძლიათ. "ამას ვითხოვ პანდემიის დაწყებიდან - საეკლესიო ზარების საოცარი შესაძლებლობის გამოყენებას. მათ ვიბრაციებს შესწევთ უნარი კოვიდისგან გაწმინდონ მთელი სივრცე. უკვე მეცნიერებამაც აღიარა რომ ზარების რეკვა ანადგურებს სხვადსხვა პათოგენებს ან ასუსტებს იმდენად რომ ვეღარაფერს გავნებენ", - წერს თოფურია. tia.ge
  19. პარტია “საქართველოსთვის“ თბილისის მერიას ახალი ინიციატივით მიმართავს, ვინც ავტობუსებით დღეში მხოლოდ ორჯერ გადაადგილდება შემოიღოს დამატებითი პაკეტი – მაქსიმუმ 30, ხოლო უკეთეს შემთხვევაში 25-ლარიანი, რაც მოსახლეობის გარკვეულ ფენას ყოველთვიურ დანახარჯს გაუიაფებს. – ამის შესახებ თბილისის საკრებულოში პარტია “საქართველოსთვის” წევრმა გიორგი შარაშიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, თბილისში, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გაზრდილი ტარიფები ძალაში 1-ელი თებერვლიდან შედის, რაც მოსახლეობას მძიმე ტვირთად დააწვება. “ბატონმა კალაძემ ვერ გაბედა საკრებულოში მოსვლა და კვლავ მისთვის კომფორტული ცალმხრივი კომუნიკაციით შემოიფარგლა, „ოცნების“ უმრავლესობამ კი ერთპიროვნულად დააკანონა გაზრდილი ტარიფები, რაც 1-ელი თებერვლიდან შედის ძალაში. სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ თბილისის მერს, მოსახლეობის იმ ნაწილისთვის მაინც, ვინც მხოლოდ ავტობუსებით გადაადგილდება დღეში მხოლოდ 2-ჯერ და რომელთა ყოველთვიური დანახარჯი ტრანსპორტზე ძველი ტარიფებით არ აღემატებოდა 30 ლარს, შემოიღოს დამატებითი პაკეტი მხოლოდ ავტობუსით მგზავრობისთვის – მაქსიმუმ 30, ხოლო უკეთეს შემთხვევაში 25-ლარიანი პაკეტი, რაც მოსახლეობის ამ ფენას გაძვირების ნაცვლად პირიქით, ოდნავ მაინც გაუიაფებს ყოველთვიურ დანახარჯს და ტოტალური ინფლაციის ფონზე შეუმსუბუქებს ფინანსურ ტვირთს,” – განაცხადა გიორგი შარაშიძემ. პარტია “საქართველოსთვის” წევრმა, გიორგი შარაშიძემ დღეს, კიდევ ერთხელ მოუწოდა თბილისის მერს, რომ გასცეს მათ საჯარო პასუხი, ემხრობა თუ არა თბილისის საკრებულოში ანტიკორუფციული კომისიის შექმნას. “კალაძეს ასევე შევახსენებთ, რომ არ მიგვიღია პასუხი ჩვენს ინიციატივაზე, თბილისის საკრებულოში ანტიკორუფციული კომისიის შექმნის შესახებ! მივმართავთ მას, საჯაროდ დააფიქსიროს პოზიცია, ემხრობა თუ არა თბილისის მერი ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე, ევროპული სტანდარტის მმართველობის დანერგვას თბილისის მერიაში და კონკრეტულად ანტიკორუფციული კომისიის, როგორც კორუფციული რისკებისგან დაზღვევის ქმედითი ინსტრუმენტის შექმნას,”- განაცხადა შარაშიძემ. The post გიორგი შარაშიძე:”ბატონმა კალაძემ ვერ გაბედა საკრებულოში მოსვლა და…” appeared first on [/url]. ALIA.GE
  20. კასპის საკრებულოს თავმჯდომარეს ყოფილი მერი დიპლომის გაყალბებაში ადანაშაულებს. მანუჩარ მერებაშვილი ამტკიცებს, რომ შმაგი ბეგლარაშვილის უმაღლესი განათლების დოკუმენტი ყალბია. ბეგლრაშვილს მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ გვერდზე მითთებული აქვს, რომ მან დაამთავრა თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი 1997 წელს. მერებაშვილი ამტკიცებს, რომ ამ წლებში ეს ინსტიტუტი არ არსებობდა. მას წარმოდგენაც არ აქვს, რომ ეს ვერ მოხდებოდა, რადგან ამ უნივერსიტეტს არ ჰქონდა რეგისტრაციაც კი გავლილი ამ დროისათვის”, – ამბობს მერებაშვილი. შმაგი ბეგლარაშვილმა “ტვ პირველთან” საუბარი არ ისურვა და ბრალდებებს არ უპასუხა. The post დაპირისპირება “ოცნების” წევრებს შორის – კასპის საკრებულოს თავმჯდომარეს დიპლომის გაყალბებაში ადანაშაულებენ appeared first on [/url]. ALIA.GE
  21. ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დიმიტრი ხვთისიაშვილი დაინიშნა. „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, იგი მოცემულ პოზიციას ოთხი წლის ვადით დაიკავებს. ამის შესახებ შესაბამისი ბრძანება უკვე გამოიცა. შეგახსენებთ, დიმიტრი ხვთისიაშვილი მოზარდ მაყურებელთა თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა და უფლებამოსილების ოთხწლიანი ვადა მიმდინარე წლის 1 იანვარს ამოეწურა. მოცემულ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევად კონკურსი 2021 წლის 30 დეკემბერს გამოცხადდა. კონკურსში მონაწილეობა მხოლოდ მოცემულმა კანდიდატმა მიიღო, რის საფუძველზეც კულტურის სამინისტროსთან არსებული პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევ სარეკომენდაციო საბჭოს დიმიტრი ხვთისიაშვილის კანდიდატურა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მიმდინარე წლის 24 იანვარს წარუდგინა. ინფორმაციისთვის, სამინისტროსთან არსებული პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევი სარეკომენდაციო საბჭოს დებულების თანახმად (დებულება მინისტრის ბრძანებით 2021 წლის 6 დეკემბერს დამტკიცდა), სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევ კონკურსს აცხადებს სამინისტრო, ხოლო კანდიდატთა შესარჩევი საკონკურსო პირობები კანონმდებლობით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით განისაზღვრება. ამასთან, სამინისტრო, წარდგენილი კანდიდატებისგან შეარჩევს არანაკლებ 2 და არაუმეტეს 3 კანდიდატს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარდგენილია მხოლოდ ერთი კანდიდატი. შერჩეულ კანდიდატთა სია წარედგინება სარეკომენდაციო საბჭოს, რომელიც შეარჩევს სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე დასანიშნ კანდიდატურას და წარუდგენს კულტურის მინისტრს. სარეკომენდაციო საბჭო ვალდებულია, კანდიდატის წარდგინებიდან 1 თვის ვადაში წარუდგინოს მინისტრს თავისი რეკომენდაცია. The post ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დიმიტრი ხვთისიაშვილი დაინიშნა appeared first on [/url]. ALIA.GE
  22. ორხევის დასახლებაში მცხოვრები 6 ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა. მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა მათ სახლები დაუნგრიეს. პროცესი ამ წუთებშიც გრძელდება. ადგილზე სპეციალური ტექნიკაა მობილიზებული. მერიის სამსახური ამტკიცებს,რომ შენობებში არავინ ცხოვრობდა, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა ყვება, რომ ისინი წლების განმავლობაში ამ სახლებში ცხოვრობდნენ და მერიისგან წინასაარჩევნოდ მიწის ნაკვეთის დაკანონების დაპირებაც მიიღეს. დაზარალებულების განცხადებით მათ არანაირი ქონება არ აქვთ და არ იციან, ღამეს სად გაათევენ. ისინი ამ კითხვაზე პასუხს ადგილობრივი გამგეობისგან ელოდებიან, თუმცა პასუხს არავინ სცემთ. სახლის მეპატრონე, რომელიც საცხოვრებლის დანგრევას ეწინააღმდეგებოდა, პოლიციის ძალის გაიყვანეს ტერიტორიიდან. საცხოვრებლის ნგრევის მოლოდინში არიან აფრიკის დასახლებაში მცხოვრები სოციალურად დაუცველებიც. The post “ჩემი ხელით დავანგრევ, დავიღუპები…არ დაანგრიოთ” – ორხევში ბულდოზერმა სახლებს გადაუარა appeared first on [/url]. ALIA.GE
  23. „ბოლოს გავნარკომანდებით ყველანი“, – ასე ეხმაურება “ფორმულას” ჟურნალისტი ვახო სანაია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის გიორგი ფხაკაძის შემდეგ განცხადებას: “ორჯერ აცრილი ადამიანი კოვიდინფირების შემდეგ ხელახლა უნდა აიცრას სამჯერ. კოვიდის დამთავრების შემდეგ უნდა აიცრათ სამჯერ. როცა ორჯერ აცრილი ადამიანი დაინფიცირდება კოვიდით, 30 დღეში უნდა აიცრას პირველი დოზა ვაქცინით,შემდეგ – 28 დღეში მეორე დოზით და 3 თვეში – ბუსტერით”. The post სანაია ფხაკაძეს: ბოლოს გავნარკომანდებით ყველანი appeared first on [/url]. ALIA.GE
  24. გუშინ სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, სადაც ჩანდა, რომ "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს შვილის თანდასწრებით დასცინეს. ეს ვიდეო სოციალური ქსელიდან მალევე აიღეს. სოციალურ ქსელში ირაკლი კობახიძის მხარდამჭერი სტატუსებიც გაჩნდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: "ირაკლი კობახიძე შვილთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც ნაცმოძრაობის ერთ-ერთი მომხრე მივიდა კამერით და დაცინვა დაუწყო. სულ რომ რომელიმე პოლიტიკოსი არ მოგწონდეს, როგორ შეიძლება შვილის თანდასწრებით შეურაცხყოფა მიაყენო ადამიანს. ამიტომ გააზიარეთ ირაკლისა და მისი უსაყვარლესი შვილისადმი თანადგომის გამოსახატად. ვაჩვენოთ, რამდენი ვართ”, - წერს ფეისბუქგვერდი "ოცნება იგებს”. tia.ge
  25. ბოლო 24 საათის განმავლობაში ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის რეკორდული, 171 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ საინფორმაციო სააგენტო RES-ის ცნობით, რეგიონში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 400-მდე ტესტი ჩატარდა. ამ დროისთვის ექიმების დაკვირვების ქვეშ 1 288 პირი იმყოფება. პანდემიის დაწყების დღიდან ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 11 753 შეადგინა, 10 465 პირი კი გამოჯანმრთელდა. “სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო ხელისუფლება ვირუსით გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს. REZONANSI
×
×
  • შექმენი...