
planeta.ge
პლანეტელი-
პოსტები
3.681 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planeta.ge
-
რუსთავში, მე-16 საჯარო სკოლის ეზოში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი სკოლის მასწავლებელმა ნახა. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, 63 წლის კაცმა დილის საათებში სკოლის ეზოში სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. ის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. ინფო რუსთავი The post კაცი მეზობელი სკოლის ეზოში გადავიდა და თავი მოიკლა – რა უბედურება დატრიალდა მე-16 საჯარო სკოლაში appeared first on [/url]. ALIA.GE
-
საჯარო მმართველობის დოქტორი, თამთა მეგრელიშვილი "მთავარი არხის" დირექტორ, ნიკა გვარამიას სოციალურ ქსელში მიმართავს. "დღეს სოციალურ ქსელში ერთმა "ნაციონალური მოძრაობის" მეხოტბემ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ირაკლი კობახიძე საკუთარ მცირეწლოვან შვილთან ერთადაა. ვიდეოში კარგად ჩანს მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით როგორ მიმართავს ის ბატონ ირაკლის. ეს კიდევ არაფერია, აღნიშნული ვიდეო გააზიარა მთელმა ნაცპარტიულმა აქტივმა და რა თქმა უნდა, მათი მხრიდან ირაკლისა და მისი მცირეწლივანი შვილის გინება, დაცინვა და აბუჩად აგდება რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ეს ვიდეო საკუთარ გვერდზე განათავსა მთავარმა არხმა, რომელმაც გამიზნულად მიუგდო ირაკლი კობახიძე, მისი მცირეწლივანი შვილით, საჯიჯგნად მის ბნელ პარტაქტივს. "ნაციონალური მოძრაობა" არის ბოროტი ძალა, რომლისთვისაც არ არსებობს რაიმე ღირებული. ნიკა გვარამია, შენი შვილი შვილია და ირაკლი კობახიძის შვილი არა?! წარმომიდგენია რა ამბავს ატეხდი იგივე მდგომარეობაში შენ და შენი შვილი რომ ჩაეგდეთ ვინმეს... თქვენ ხართ ბოროტი ძალა, რომელიც არ ინდობს არავის და წარმომიდგენია თქვენ რომ ოდესმე ხელისუფლებაში დაბრუნდეთ რა სიძულვილის პოლიტიკას გაატარებთ. ახალ სასაკლაოებს მოაწყობთ წამების ნაცადი თუ ახალი მეთოდებით და ყველას გაუსწორდებით ვინც თქვენიანი არ არის და თქვენ გვერდით არაა. ბოროტების ძალა ხართ და ამიტომაც სძულხართ უმრავლესობას!!!", - წერს საჯარო მმართველობის დოქტორი. tia.ge
-
საქართველოს მთავრობა! უსამართლობის გრძნობას მხოლოდ ის კი არ იწვევს, ვანოს ცოლის კაპრიზებით ადამიანებს რომ ჩაგრავდნენ ან უპატრონო კოჭოია გაუპატიურების შიშით ტერორისტობას აღიარებდა, ირაკლის ცოლისა და დათოს ცოლისთვის რომ დაუმსახურებელი პრივილეგიები არსებობს და ვინც პატრონს იპოვის, სასჯელს თავს დააღწევს, ესეც. ცოლს რომ სტატია არ მოეწონა და ააღებინებ, მერე ტყესაც გაუფორმებ, მერე მის კომპანიას აუქციონს მოაგებინებ, მერე კიდევ სხვა და სხვა. საერთო სიკეთეებით სარგებლობის უფლება თანასწორი უნდა იყოს და პრივილეგიებიც დამსახურების მიხედვით უნდა იყოს და კანონი ყველასთვის უნდა კანონობდეს, – ასე ეხმაურება სოფო ხორგუანი რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლეს, ნუნუ თამაზაშვილს 49 წლით გადაეცა ბაკურიანელების ქონება – საუბარია 5 958 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთზე. მედიით ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საბადურის ტყეში ნარმანიას ცოლის კომპანიას 10 ჰექტარი გადაეცა. The post “საქართველოს მთავრობა! უსამართლობის გრძნობას მხოლოდ ის კი არ იწვევს, ვანოს ცოლის კაპრიზებით ადამიანებს რომ ჩაგრავდნენ ან უპატრონო კოჭოია გაუპატიურების შიშით ტერორისტობას აღიარებდა…”-სოფო ხორგუანი appeared first on [/url]. ALIA.GE
-
მსახიობი და ტელეწამყვანი, ია ფარულავა "ინსტაგრამის" სტორიში მორიგ ვიდეოს აქვეყნებს და ტაქსის მძღოლის შესახებ გვიყვება. მსახიობს და ტაქსის მძღოლს შორის ასეთი შინაარსის დიალოგი გაიმართა: ფარულავა: მანქანაში რას შვრებიან? მძღოლი: აი, ისა კაცო რა ჰქვიან, რაღაც ხსნარი ხელებზე რომ ისხავენ ფარულავა:ჰო, უნდა დაისხან აბა რა უნდა ქნან! მძღოლი:რომ ჩავლენ მერე დაისხან, მანქანაში რა უნდა. ფარულავა: ეეე, თქვენც პირბადე არასწორად გიკეთიათ მძღოლი:ჰო არასწორად...დიანამაც რამდენჯერმე შენიშვნა მომცა ფარულავა: დიანა ვინ არის! მძღოლი:ტრაპაიძე ფარულავა: მე ვინ გგონივარ? მძღოლი:ეკა ხოფერია ფარულავა:არა, სამი ვარიანტი გეძლევა მძღოლი :ისა... ფარულავა ფარულავა:ჰოო, მართალი ხარ მძღოლი:ფარულავა ხარ გოგო!..აბა უყურე, ისე გაქვს ჩამოფარებული, რომ ვერ გიცანი.. ფარულავა (იცინის): ბედნიერებას მოესწარი არა? ბოლოს ია ფარულავა ამბობს, რომ - "არა და ბოლტს მივწერე ეს მძღოლი არ მოვიდეს მეთქი, იმიტომ რომ პატარა ინციდენტი მქონდა მასთან." tia.ge
-
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით სრულად დისტანციურ სწავლებაზე 201 სკოლა და 304 ცალკეული კლასი იმყოფება. რაც შეეხება პედაგოგებს, სამინისტროს ცნობით, სწავლების დისტანციურ ფორმატში წარმართვის სურვილი რისკის ჯგუფის 125-მა მასწავლებელმა გამოთქვა. ბოლო კვირის განმავლობაში კორონავირუსი მასწავლებელთა 2,7%-ს და მოსწავლეების 0,9%-ს დაუდასტურდა. ამ დროისათვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73.6%. შეგახსენებთ, მოსწავლეთა მშობლებს კვლავ აქვთ საშუალება, გააკეთონ არჩევანი დასწრებითი და დისტანციური სწავლების ფორმას შორის. ონლაინ სწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელია ბმულზე https://online.emis.ge ყოველ ხუთშაბათს 00:00 – 18:00 საათის შუალედში. The post ამ ეტაპზე სრულად დისტანციურ სწავლებაზე 201 სკოლა და 304 ცალკეული კლასი იმყოფება – სამინისტრო appeared first on [/url]. ALIA.GE
-
სკანდალი - შიდა ქართლის პოლიციის მაღალჩინოსნებს მოქალაქეები უმძიმეს ბრალდებებს უყენებენ და ამბობენ, რომ ღამით სამართალდამცველები არაფხიზელ მდგომარეობაში დადიან და მოსახლეობას უმიზეზოდ აჯარიმებენ. მოქალაქეებმა ვიდეო-მასალა, სადაც სავარაუდო დანაშაულია აღბეჭდილი "პირველებს" მიაწოდეს. საუბარია, ქალაქის საპატრულო პოლიციის უფროსზე, გიორგი მესხზე. სოსო ბაბაევი და ზაზა მეზვრიშვილი, რომლებმაც კადრები გადაიღეს, აცხადებენ, რომ მათ კანონდარღვევის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას მიმართეს, თუმცა უწყებას რეაგირება არ მოუხდენია. "პოლიციელი, რომელიც კანონს უნდა იცავდეს, თვითონ არღვევს მას. ნასვამმა პოლიციელმა მე რა უნდა მასწავლოს, როდესაც თვითონ არღვევს კანონს. ასეთი პოლიციელები მახსოვს, რომლებიც გაიტანეს და გადაყარეს ნაგავსაყრელზე"- აცხადებს მოქალაქე, რომელის მტკიცებით უმიზეზოდ დააჯარიმეს. პოლიციის მაღალჩინოსანი, გიორგი მესხი "პირველების" გადამჭებ ჯგუფს სამსახურში არ დახვდა. მისმა თანამშრომლებმა კი ჟურნალისი პრესსამსახურთან გადაამისამართა. წყარო tia.ge
-
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 84 762 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 18 274 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 8 400 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 21.56%, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 84 762 კვლევა ტესტით, მათ შორის 48 320 კვლევა ანტიგენის ტესტით და 34 442 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 18 274 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 145 508. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 28 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 21.56%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 18.99% ხოლო 7 დღის მანძილზე – 22.67%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 8 400 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 995 328. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 41 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 911 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 18 274 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 9 297 შემთხვევა, აჭარა – 1 833, იმერეთი – 2 277, ქვემო ქართლი – 1 024, შიდა ქართლი – 932, გურია – 308, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 988, კახეთი -815, მცხეთა-მთიანეთი – 367, სამცხე-ჯავახეთი – 359, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 74. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 135 243 საიდანაც: 5 084 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 181, აჭარაში – 711, იმერეთში – 1 044. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 033 პირი, მათ შორის, თბილისში – 432, აჭარაში – 141, იმერეთში – 293. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 274 პირი, მათგან თბილისში – 153, აჭარაში – 48, იმერეთში – 27. 2 091 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 184 – თბილისში, 647 – აჭარაში. 128 068 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 35 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 34, ხოლო აჭარაში – ერთი. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 28 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 299 პირი“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. The post კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 9 297, იმერეთში – 2 277, აჭარაში – 1 833 appeared first on [/url]. ALIA.GE
-
ამ ეტაპზე, ქვეყნის მასშტაბით, სრულად დისტანციურ სწავლებაზე 201 სკოლა და 304 ცალკეული კლასი იმყოფება, – ამის შესახებ ინფორმაციას განათლების და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რაც შეეხება პედაგოგებს, სწავლების დისტანციურ ფორმატში წარმართვის სურვილი რისკის ჯგუფის 125-მა მასწავლებელმა გამოთქვა. ამასთან, უწყების ცნობით, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით მოსწავლეებს სწავლის ფორმატის არჩევის შესაძლებლობა კვლავ აქვთ. „ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, სკოლებში ვირუსის მართვაზე კონტროლი მაქსიმალურად მკაცრად მიმდინარეობს. შიდა გავრცელების თავიდან ასაცილებლად სკოლები ჯანდაცვის რეკომენდაციების შესაბამისად მოქმედებენ და ცალკეული კლასი ან სკოლა მყისიერად გადადის დისტანციურ სწავლებაზე. სწორედ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით სრულად დისტანციურ სწავლებაზე 201 სკოლა და 304 ცალკეული კლასი იმყოფება. რაც შეეხება პედაგოგებს, სწავლების […] REZONANSI
-
მსახიობი ზაზა პაპუაშვილი “უცნობის” გადაცემაში “კიდობანი” “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, გუბაზ სანიკიძის მიერ უკრაინასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება. “რომ იძახი 30 წელია პოლიტიკაში ვარ და ნოლი ვარო, არ გრცხვენია?! – აი, გუბაზი, რომ გამოვიდა და ჰანიბალივით ზის… დაუკვირდი რა ხდება? – ვიზუალი აქვს ისეთი, რომ გეგონება ყირიმი უკვე უკრაინას დაუბრუნა, ალპები აქვს გადავლილი, ეს შარფი უკეთია და ნახე ტექსტი რა აქვს?! – ბიჭო, ყველა ნული ვართ, მეც ნული ვარ, ისიც ნულია… აი, ნახე ტექსტი ხომ? – ნული ვართო და ამ დროს ვიზუალი აქვს, რომ თითქოს ჰერაკლე შემოვიდა! რაღაცა ბაყბაყდევი ამბობს, რომ ნული ვარო! ეს ურთულესი რამეა, რომ ლაპარაკობს ერთს და ვიზუალი სხვა რამეს ამბობს. ამ დროს კი აქეთ, რომ ერთი გობი საცივი დაუდგა და იქით სამი დროშა, რომელს აირჩევს?!” – განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გუბაზ სანიკიძემ გადაცემა “რეაქციაში” სტუმრობისას განაცხადა: “ზოგი ოპოზიციონერის მიმართ განულებული მაქვს ნდობა. ნულების პარადია რა, “ზეროა” ოპოზიცია დღეს, ჩემს თავსაც ვგულისხმობ.” The post აქეთ, რომ ერთი გობი საცივი დაუდგა და იქით სამი დროშა, რომელს აირჩევს?!” – ზაზა პაპუაშვილი გუბაზ სანიკიძეზე appeared first on [/url]. ALIA.GE
-
ბლოგერი, ლამარა აბჟანდაძე პარტია "ქართული ოცნების" მიერ მიღებულ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტს სოციალურ ქსელში ეხმაურება. "მე ვფიქრობ ქართული ოცნების მიერ შედგენილი ტექსტი უკრაინასთან დაკავშირებით, რომელიც მდინარაძემ გაგვაცნო, არის რუსეთთან ჩახუტების კიდევ ერთი მცდელობა ოცნების მიერ. სხვა რა ვუწოდო იმ ტექსტს, რომელშიც არსად არაა ნახსენები რუსეთის ოკუპაციაზე უკრაინაში . უკრაინა დღეს ომის ზღვარზე რომაა, განა ეს რუსეთის ბრალი არ არის? ამიტომ ახლა ყველამ უნდა დაგმოს რუსეთის და ბელორუსის ერთობლივი შემტევი პოლიტიკა უკრაინის წინააღმდეგ. და რას აკეთებს ამ დროს ოცნების ხელისუფლება? არაფერს გარდა იმისა, რომ პირი მოწმინდოს და მაგრად ჩაეხუტოს რუსეთს. ასეთი ხელისუფლება ჩვენ არ გვჭირდება. ჯობს თითონვე გადადგეს ის მთავრობა, რომელსაც მამუკა მდინარაძის იმედი ააქვს საერთაშორისო პრობლემების მოგვარებაში", - წერს ბლოგერი. tia.ge
-
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიისა და მარტვილის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული ბ.ფ. და 1949 წელს დაბადებული ა.ლ. დააკავეს. მათ ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვაში ედებათ.დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.სამართალდამცველებმა მესტიის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ბ.ფ.-ის საცხოვრებელ სახლში არსებული სამალავიდან, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 4 მჭიდი და 100 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. რაც შეეხება ა.ლ.-ს, პოლიციამ მარტვილის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში მდებარე სათავსოდან, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 6 მჭიდი, 93 ვაზნა, 4 კაფსულ-დეტონატორი და არარეგისტრირებული ორლულიანი სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო.ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. tia.ge
-
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სურს მკაფიოდ გაიგოს, თუ რა პერსპექტივები აქვს უკრაინას ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. „კონკრეტიკა გვჭირდება. ანუ, გვითხარით მიზეზები. ნატოში არ ვართ? გვითხარით, რომ ნატოში არ ვართ. ღიად გვითხარით, რომ ნატოში არასდროს ვიქნებით. რატომ გვესაუბრებით მომავალზე? რისკები აწმყოში გვაქვს“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი უკრაინაზე დამოკიდებული არ არის. „თუ უკრაინას ნატოში აიყვანენ და მერე რამე მოხდება, უკრაინის დაცვა გახდება საჭირო. ეს ნატოსთვის სერიოზული გამოწვევებია. თუმცა, მინდა ვთქვა, რომ ზოგიერთი ევროპული სახელმწიფო ასე მსჯელობს და არ სურთ რისკზე წასვლა და უკრაინის მიღება. თუმცა, ფართომასშტაბური ომის შემთხვევაში, ეს ომი ნატოს ზოგიერთი წევრი სახელმწიფოს საზღვრებთანაც იქნება“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. The post ზელენსკი ნატოში გაწევრიანებაზე: კონკრეტიკა გვჭირდება! ღიად გვითხარით, რომ ნატოში არასდროს ვიქნებით – რატომ გვესაუბრებით მომავალზე? რისკები აწმყოში გვაქვს appeared first on [/url]. ALIA.GE
-
სკანდალი – შიდა ქართლის პოლიციის მაღალჩინოსნებს მოქალაქეები უმძიმეს ბრალდებებს უყენებენ და ამბობენ, რომ ღამით სამართალდამცველები არაფხიზელ მდგომარეობაში დადიან და მოსახლეობას უმიზეზოდ აჯარიმებენ. მოქალაქეებმა ვიდეო-მასალა, სადაც სავარაუდო დანაშაულია აღბეჭდილი “პირველებს” მიაწოდეს. საუბარია, ქალაქის საპატრულო პოლიციის უფროსზე, გიორგი მესხზე. სოსო ბაბაევი და ზაზა მეზვრიშვილი, რომლებმაც კადრები გადაიღეს, აცხადებენ, რომ მათ კანონდარღვევის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას მიმართეს, თუმცა უწყებას რეაგირება არ მოუხდენია. პოლიციელი, რომელიც კანონს უნდა იცავდეს, თვითონ არღვევს მას. ნასვამმა პოლიციელმა მე რა უნდა მასწავლოს, როდესაც თვითონ არღვევს კანონს. ასეთი პოლიციელები მახსოვს, რომლებიც გაიტანეს და გადაყარეს ნაგავსაყრელზე”- აცხადებს მოქალაქე, რომელის მტკიცებით უმიზეზოდ დააჯარიმეს. პოლიციის მაღალჩინოსანი, გიორგი მესხი “პირველების” გადამჭებ ჯგუფს სამსახურში არ დახვდა. მისმა თანამშრომლებმა კი ჟურნალისი პრესსამსახურთან გადაამისამართა. The post “პოლიციელები არაფხიზელ მდგომარეობაში დადიან და მოსახლეობას უმიზეზოდ აჯარიმებენ” – შსს სკანდალში ეხვევა appeared first on [/url]. ALIA.GE
-
პოლიციამ ბოლო პერიოდში, სხვადასხვა დროს, ნარკოდანაშაულისთვის 9 პირი დააკავა. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 1973 წელს დაბადებული შ.ა.-ს, 1975 წელს დაბადებულ ბ.შ.-ს, უცხო ქვეყნის მოქალაქეს - 1988 წელს დაბადებულ ა.გ.-ს, ასევე, წარსულში ნასამართლევ პირებს: 1993 წელს დაბადებული ე.ა.-ს და 1994 წელს დაბადებული ე.ჯ.-ს ბრალი ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში, ხოლო 1990 წელს დაბადებული გ.კ., უცხო ქვეყნის მოქალაქე - 1989 წელს დაბადებული ე. ს., 1980 წელს დაბადებული თ. ს. და 1960 წელს დაბადებული ი. დ. ნარკორეალიზაციისთვის არიან დაკავებული. „დანაშაულები 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლიციამ ნარკორეალიზატორთა გამოსავლენად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენიმე ეტაპად განახორციელა ნარკოტიკული საშუალება "ბუპრენორფინის", „ჰეროინის“ და „მარიხუანის“ საკონტროლო შესყიდვები და მათი ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. ნივთმტკიცებად ამოღებულია, სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა. სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დაკავებული პირების საცხოვრებელი სახლისა და პირადი ჩხრეკისას, ასევე, სპეციალურად მოწყობილი სათბურიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს: „ჰეროინის“ შემცველი 1 კილოგრამი ნარკოტიკული ნივთიერება, 6 ამპულა „მორფინი“, 5 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი", 5 ცალი კონტეინერი მასში მოთავსებული მეტადონის სითხით, ნარკოტიკული საშუალება "ლიზერგიდის" (LSD) შემცველი 300 ფირფიტა, 5 კილოგრამამდე "მარიხუანა", ნარკოტიკული საშუალება “ამფეტამინი”, ასევე, 35 გრამი ნარკოტიკულ საშუალება "პსილოცინის" შემცველი სოკო. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილების "ა" ქვეპუნქტით, 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 273-ე 1-ლი პრიმა მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. tia.ge
-
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 18 274 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 41 ადამიანი. ინფექციისგან განიკურნა 8 400 პაციენტი. ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით 84 762, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 48 320, PCR ტესტით – 34 442. დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 21,56%, ბოლო 14 დღის – 18,99%, ბოლო 7 დღის – 22,67%. სულ აცრილია – 2 704 957, დღიურად აცრილია – 8 310 ადამიანი. REZONANSI
-
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, შიდა გავრცელების თავიდან ასაცილებლად, სკოლები ჯანდაცვის რეკომენდაციების შესაბამისად მოქმედებენ და ცალკეული კლასი ან სკოლა მყისიერად გადადის დისტანციურ სწავლებაზე. „სწორედ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით სრულად დისტანციურ სწავლებაზე 201 სკოლა და 304 ცალკეული კლასი იმყოფება. რაც შეეხება პედაგოგებს, სწავლების დისტანციურ ფორმატში წარმართვის სურვილი რისკის ჯგუფის 125-მა მასწავლებელმა გამოთქვა. ბოლო კვირის განმავლობაში კორონავირუსი მასწავლებელთა 2,7%-ს და მოსწავლეების 0,9%-ს დაუდასტურდა. ამ დროისათვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73.6%. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, სამინისტრო კვლავ აძლევს მოსწავლეთა მშობლებს საშუალებას, გააკეთონ არჩევანი დასწრებითი და დისტანციური სწავლების ფორმას შორის. ონლაინ სწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელია ბმულზე online.emis.ge ყოველ ხუთშაბათს 00:00 – 18:00 საათის შუალედში. ვირუსის თავიდან ასაცილებლად სკოლები სრულად უზრუნველყოფილია როგორც შესაბამისი სადეზინფექციო ხსნარებით, ასევე პირბადეებით, თერმოსკრინინგის აპარატებითა და დეზობარიერებით. ინტენსიურად მიმდინარეობს „კოვიდ-19“-ზე მასწავლებელთა ტესტირება. პარალელურად, მასწავლებელთა და მოსწავლეთათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან თბილისსა და საქართველოს ყველა რეგიონში სკოლების მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში გრძელდება“, – აცხადებენ განათლების სამინისტროში. tia.ge
-
რუსეთმა უკრაინის საზღვართან სამედიცინო ქვედანაყოფები გააგზავნა. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი The Wall Street Journal-ი დასავლეთის თავდაცვის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. გაზეთი The Wall Street Journal-ი აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს ნაბიჯი არ ნიშნავს, რომ თავდასხმა აუცილებლად მოხდება, ის ბრძოლის წინაპირობაა. 24 იანვარს, პენტაგონში განაცხადეს, რომ თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა 8 500-მდე ჯარისკაცი გაძლიერებულ მზადყოფნაში მოიყვანა, რათა საჭიროების შემთხვევაში, ევროპაში გადასროლისთვის მზად იყვნენ. უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, ნატო აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს აგზავნის. ევროკავშირი მზად არის, რუსეთს აქამდე არნახული ეკონომიკური სანქციები დაუწესოს, თუ ის უკრაინას თავს დაესხმება. რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან ჯარების დაგროვებამ დასავლეთის შეშფოთება გამოიწვია, რომ რუსეთი უკრაინაში შეიძლება შეიჭრას. სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში, დასავლეთი კრემლს მასშტაბური ეკონომიკური სანქციებით ემუქრება. მოსკოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრას არ აპირებს. The post The Wall Street Journal: რუსეთმა უკრაინის საზღვართან სამედიცინო ქვედანაყოფები გააგზავნა appeared first on [/url]. ALIA.GE
-
ქართველი ემიგრანტებისთვის ინტერნეტტელევიზიის დამფუძნებელი, შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. "თურქეთში ქართველი ემიგრანტი 41 წლის მარიკა რუხაძე გარდაიცვალა, ის 15 წელი ემიგრაციაში იმყოფებოდა (სამტრედია გლოვობს), მეუღლე გარდაცვლილი ჰყავს წლებია. ერთი ბიჭი დარჩა თენგო ხუჭუა 21 წლის... მისი შვილის მონატრებას გადაჰყვა... ამ სამწუხარო ინფორმაციას შოთო სიხარულიძე ავრცელებს. "მოიხსენიეთ ახლად შესვენებული მარიკა, კიდევ ერთი ახალგაზრდა ემიგრანტის თვალებში ჩამქრალი სიცოცხლე... გასწიეთ სევდა, მე გული მაქვს სიცოცხლე მინდა... თითოეული გარდაცვლილი ემიგრანტი ჩვენი საერთო ტკივილია... ნათელი დაუმკვიდროს უფალმა... საქართველომ კიდევ ერთი ემიგრანტი შვილი დაკარგა. 15 წლიანი ემიგრაციიდან ასე უნდა ჩასულიყავი მშობლიურ სამტრედიაში? შენ ხომ ამბობდი მე ძლიერი ვარო, მაგრამ მაინც ვერ გაუძლო ამ მონატრებას შენმა პატარა, მაგრამ საოცრად დიდმა და კეთილმა გულმა. ვინც გიცნობდა ყველას გული ჩასწყვიტე, ცხარე ცრემლებით დაგტირიან თურქეთის ემიგრანტები. ჩვენთვის ძნელია იმასთან შეგუება, რომ შენ აღარ ხარ ჩვენს გვერდით, რა იყო ეს ბედისწერა? ყველაზე ზრუნავდი და ყველას მშველელი იყავი, მუხანათი სიკვდილის მოახლოება იქნებ ამიტომაც ვერ გაიგე?! ცრემლით და დიდი ტკივილით, უზომოდ მოგვენატრება შენი გულიანი კისკისი და ტკბილი საუბარი. კეთილი და სამართლიანი იყავი და ეჭვი არასდროს შეგვეპარება, რომ ამ სოფლიდან ყველა შემოგაშველებს ლოცვას, ვისთვისაც შენი ამაგი უანგაროდ დაგიხარჯავს. ლამაზი და მშვენიერი წაგიყვანა, სადაც მართალნი განისვენებენ, ცათა სასუფეველში გადაინაცვლა შენმა ლამაზმა სულმა. არაფერია ამ ქვეყანაზე სიკვდილზე საშინელი. "შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული. შენ ჩვენს გულებში სამუდამო ტკივილად დარჩები, მოგონებად გადაქცეული. ვინც გიცნობდა ყველას ემახსოვრები ისეთი, როგორიც იყავი უწინ - ლაღი, სიცოცხლის მოყვარული, თბილი გულკეთილი, შეუდარებელი და საამაყო, ემახსოვრებათ შენი სათნო, ლამაზი ღიმილი და გულის სითბო. მსუბუქი იყოს შენს გულზე დაყრილი მონატრებული საქართველოს მიწა. უფალო აკმარე საქართველოს ამდენი ემიგრანტის უბედურება… მარადიული ხსოვნა ყველა გარდაცვლილს ქართველ ემიგრანტს… საქართველოს ენით აღუწერელი ტკივილი ემიგრანტებია… "ახლაც ის დროა, როცა ქართველი გულით ნატრობდა სად მომკვდარიყო, ქართული მიწის ეგრძნო სურნელი… ბალახი მაინც რომ გამხდარიყო” - წერს შოთო სიხარულიძე. tia.ge
-
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 84 762 კვლევა ტესტით, მათ შორის 48 320 კვლევა ანტიგენის ტესტით და 34 442 PCR ტესტით. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 18 274 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 9 297 შემთხვევა. - აჭარა - 1 833 - იმერეთი - 2 277 - ქვემო ქართლი - 1 024 - შიდა ქართლი - 932 - გურია - 308 - სამეგრელო - ზემო სვანეთი - 988 - კახეთი - 815 - მცხეთა-მთიანეთი - 367 - სამცხე-ჯავახეთი - 359 - რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 74 5 084 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 033 პირი, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 274 პირი. tia.ge
-
პროფესორი, გიორგი ფხაკაძე, ეხმაურება თინა თოფურიას განცხადებას ,რომლის მიხედვითაც “საეკლესიო ზარების ვიბრაციებს შესწევთ უნარი, კოვიდისგან გაწმინდონ მთელი სივრცე” , და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს: “ავშენდით, ახალი წამალი თურმე “ზარის ხმა” ყოფილა … ახლა მივხვდი ინდოეთში რატომ არ ვრცელდება ეს …ცოტა პოზიტივი ამდენ ნეგატივში. ვიხალისოთ მაინც რა დაგვრჩენია …..”, – წერს გიორგი ფხაკაძე. #drpkhakadze The post “ახლა მივხვდი ინდოეთში რატომ არ ვრცელდება ეს ..”-გიორგი ფხაკაძე appeared first on [/url]. ALIA.GE
-
Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 8 310-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 704 957 აცრა გაკეთდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 145 508 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 995 328, გარდაიცვალა 14 911 პაციენტი. The post 24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინით 8 310 ადამიანი აიცრა appeared first on [/url]. ALIA.GE
-
29 იანვრის მონაცემებით, საქართველოში გამოვლინდა კორონავირუსის 18 274 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 41 ადამიანი. შემთხვევების ჯამურმა რაოდენობამ 1 145 508-ს მიაღწია. პანდემიის დაწყების დღიდან გარდაიცვალა 14 911 პაციენტი. მასალა ახლდება The post გამოვლინდა კორონავირუსის 18 274 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 41 ადამიანი appeared first on InterPost.ge. View the full article
-
„თამაზაშვილმა უბრალოდ უთხრა ჭიჭიაშვილს, შენი გასაკეთებელია“, – ამის შესახებ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გიორგი სანაიას მკვლელობის ოქროს მოწმემ, კოტე ციხისთავმა განაცხადა. მისი თქმით, საუბარი დუისში შედგა. „რაც შეეხება თქვენი ძმის მკვლელობას, ერთადერთი, ვინც ამ საქმეში ხელს შეგვიშლის, ეს სანაია იქნება. ეს უკვე შენი პრობლემაა. ამას უკვე თამაზაშვილი ეუბნება ჭიჭიაშვილს, ხან ბაკურაძე საუბრობს, ხან თამაზაშვილი… თამაზაშვილმა უბრალოდ უთხრა ჭიჭიაშვილს, შენი გასაკეთებელია. ამაში ეჭვი არ ეპარებოდათ, რომ ჭიჭიაშვილი სერიოზული დამგეგმავი იყო… მანამდე ამბობდნენ, ეგ ყველა ვარიანტში ხელს შეგვიშლის, ეგ უნდა მოშორდეს, ძაან გრძელი ენა აქვს, გადამგდებია, უნდა იცოდნენ, გრძელი ენა სასარგებლო არააო. ზუსტ სიტყვებს ვერ გავიხსენებ, ბაკურაძეც იგივეს ამბობდა, ჭიჭიაშვილს მისცეს დავალება ბაკურაძემ და თამაზაშვილმა და ის დაეთანხმა, უთხრა, გავაკეთებო… მათ არ იცოდნენ, რომ ეს ყველაფერი მე მოვისმინე“, – განაცხადა ციხისთავმა. The post სკანდალური აღიარება – გიორგი სანაიას მკვლელის ვინაობა ცნობილია appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
თამაზ თამაზაშვილმა შოთა ჭიჭიაშვილს უთხრა, ერთადერთი, ვინც ამ საქმეში ხელს შეგვიშლის, ეს სანაია იქნებაო“, – ამის შესახებ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გიორგი სანაიას მკვლელობის ოქროს მოწმემ, კოტე ციხისთავმა განაცხადა. მისი თქმით, საუბარი დუისში შედგა. „რაც შეეხება თქვენი ძმის მკვლელობას, ერთადერთი, ვინც ამ საქმეში ხელს შეგვიშლის, ეს სანაია იქნება. ეს უკვე შენი პრობლემაა. ამას უკვე თამაზაშვილი ეუბნება ჭიჭიაშვილს, ხან ბაკურაძე საუბრობს, ხან თამაზაშვილი… თამაზაშვილმა უბრალოდ უთხრა ჭიჭიაშვილს, შენი გასაკეთებელია. ამაში ეჭვი არ ეპარებოდათ, რომ ჭიჭიაშვილი სერიოზული დამგეგმავი იყო… მანამდე ამბობდნენ, ეგ ყველა ვარიანტში ხელს შეგვიშლის, ეგ უნდა მოშორდეს, ძაან გრძელი ენა აქვს, გადამგდებია, უნდა იცოდნენ, გრძელი ენა სასარგებლო არააო. ზუსტ სიტყვებს ვერ გავიხსენებ, ბაკურაძეც იგივეს ამბობდა, ჭიჭიაშვილს მისცეს დავალება ბაკურაძემ და თამაზაშვილმა და ის დაეთანხმა, უთხრა, გავაკეთებო… მათ არ იცოდნენ, რომ ეს ყველაფერი მე მოვისმინე“, – განაცხადა ციხისთავმა. The post „სანაიას მკლელობა დუისში დაიგეგმა“ – გიორგი სანაიას საქმის ოქროს მოწმე appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
ბრატისლავის “სლოვანმა” ამხანაგურ მატჩში მოსკოვის “სპარტაკთან” 2-2 გააგორა. მატჩის 58-ე წუთზე კაშიამ ჩაწოდებულზე თავით კარგად დაარტყა, მაგრამ მეკარემ მაგარი ბურთი აიღო. კამერებმა კაშოს ქართული გაბრაზება დააფიქსირეს. შეხვედრაში მონაწილეობა ჯაბა კანკავამაც მიიღო. The post “შენი დედა შევ…” – გურამ კაშია “სპარტაკის” მეკარემ გააგიჟა appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article