Jump to content
Planeta.Ge

planeta.ge

პლანეტელი
  • პოსტები

    3.681
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი planeta.ge

  1. კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების დაფიქსირების გამო, ამ დროისთვის, გორის მუნიციპალიტეტში სრულად დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს სასწავლო პროცესი 18 საჯარო სკოლაში, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრი ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, აღნიშნული სკოლების ნაწილი 3 თებერვალს, ნაწილი კი, 4 და 5 თებერვალს განაგრძობს სწავლას საკლასო ოთახებში.3 თებერვლამდე სრულად დისტანციური სწავლის რეჟიმზე რჩება ქვახვრელის, ქერეს, ახალდაბის, გორის N4 და N12 საჯარო სკოლები.4 თებერვლამდე სრულად დისტანციური სწავლის რეჟიმზე რჩება გორის N3, N6 და მეღვრეკისის საჯარო სკოლები.5 თებერვლამდე (4 თებერვლის ჩათვლით) სრულად დისტანციურად განახორციელებენ სწავლის პროცესს გორის N10, N7, N11, მეჯვრისხევის, ზერტის, სვენეთის, ერგნეთის, ფხვენისის, შავშვების, ახრისის საჯარო სკოლები.შეგახსენებთ, აღნიშნულის გარდა, ამ დროისთვის, 10-მდე სკოლის სხვადასხვა კლასი დისტანციურ სწავლებაზეა.რაც […] REZONANSI
  2. “ჰალ სიტის” თურქი მფლობელის, აჯუნ ილიჯალისა და შოთა არველაძის მისვლის შემდეგ ბოლო წლების საუკეთესო სატრანსფერო ფანჯარა ჰქონდა. “ჰალმა” დაიმატა “სუონსის” 24 წლის ნახევარმცველი ლიამ ვოლში, “ფენერბაჰჩედან” 20 წლის თავდამსხმელი ალაჰიარ საიადმანეში, “ბრენტფორდიდან” 22 წლის შემტევი მარკუს ფორსი. კლუბთან კონტრაქტები გაახანგრძლივეს 21 წლის ნახევარმცველმა რაიან ლოგნმენმა, რომელიც “ბრაიტონიდან” 700 ათასად გამოისყიდეს და 22 წლის რეგან სლეიტერმა. რაც მთავარია, გუნდში რჩება ინგლისის ამომავალი ვარსკვლავი, კინ ლუის პოტერი, რომლის სანაცვლოდაც პრემიერ ლიგის კლუბები 10 მილიონზე მეტს იხდიდნენ. 2 წლის წინ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს წინა მფლობელებმა ჯეროდ ბოუენი და კამილ გროსიცკი გაყიდეს, რაც “ჰალის” გავარდნად დაუჯდა. დღეს აჯუნმა პოტერი “სიტიში” მინიმუმ სეზონის ბოლომდე დატოვა. The post “ჰალ სიტის” შოთასთან ერთად საუკეთესო სატრანსფერო ფანჯარა ჰქონდა appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  3. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქვალონში, ხანძრის შედეგად მამა-შვილი დაიღუპა. შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა.გავრცელებული ინფრომაციით, გარდაცვლილია 28 წლის შვილი და 56 წლის მამა. ხანძრის გამომწვევ სავარაუდო მიზეზად დაუდევრობა სახელდება. ადგილზე სამაშველო ბრიგადები მუშაობდნენ. მამა-შვილის ცხედარი ექსპერტიზაზე წუხელვე გადაასვენეს. REZONANSI
  4. ვერძი (21 მარტი – 19 აპრილი) თქვენი განვითარების გამო, თქვენ არ გეშინიათ იყოთ პირდაპირი. თქვენ სწორ გზაზე ხართ, თუ გამოხატავთ თქვენს აზრებს. გამოიყენეთ ყველა მომენტი თქვენი ურთიერთობის გასაძლიერებლად. წითელი ფერი წარმატებული იქნება თქვენთვის. მარსი დომინირებს თქვენს ნიშანში, ამიტომ ასოები ა,ლ,ე და რიცხვები 1, 8 დაგეხმარებათ. კურო (20 აპრილი – 20 მაისი) თუ ნამდვილად გსურთ სამართლიანობის დამყარება, შორს ნუ წახვალთ. შეინარჩუნე სიმშვიდე. სამყარო დაგეხმარებათ ენერგიის მაღალი დონის შენარჩუნებაში და თქვენი პრობლემები გადანაწილდება. ატარეთ ნაცრისფერი წარმატებისთვის. თქვენთვის წარმატებული იქნება ასოები ბ, ვ უ, ასევე 2 და 7 ციფრებით. ტყუპები (21 მაისი – 20 ივნისი) ჩვეულებრივზე მეტად უხეშად იქცევით. მოერიდეთ სპორტს და ცხარე […] REZONANSI
  5. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 24 201 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 36 პაციენტი. ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 10 732 პირი. გუშინ საქართველოში 85 191 ტესტი ჩატარდა REZONANSI
  6. დამწვრობის ცენტრში გადაყვანილი რვა მეშახტიდან სამი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მათგან სერიოზულად მძიმეა ერთის მდგომარეობა, რომელსაც სხეულის 60 პროცენტის დამწვრობა აღენიშნება. დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებული სამი პაციენტი განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. დანარჩენი ხუთი პაციენტი კი ქირურგიულ განყოფილებაში განაგრძნობს მკურნალობას. ტყიბულის შახტში მომხდარ შემთხვევას ერთი ადამიანი დაიღუპა, 8 კი დაშავდა. შრომის ინსპექციის ცნობით, ტყიბულის შახტში საამფეთქებლო სამუშაოები უსაფრთხოების წესების დარღვევით მიმდინარეობდა, ამასთან, მუშაობისას ტექნიკური ხელმძღვანელი ადგილზე არ იყო. REZONANSI
  7. საკოორდინაციო საბჭო, არსებული ეპიდვითარების ფონზე, სასწავლო პროცესის მიმდინარეობაზე იმსჯელებს. დღეს გადაწყდება, ჩანაცვლდება თუ არა სასკოლო სივრცეში სწავლება ონლაინ სწავლებით. ბოლო კვირაში კორონავირუსი მასწავლებელთა 2,7%-ს და მოსწავლეების 0,9%-ს დაუდასტურდა. ბოლო მონაცემებით, აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73,6%. ინფორმაციისთვის, სასკოლო სივრცეში განახლების შემდეგ, მასწავლებელთა და ადმინისტრაციული პერსონალის ტესტირების პროცესი მიმდინარეობს. REZONANSI
  8. პირველ თებერვალს ქუთაისში წვიმა და +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსი იქნება. ოზურგეთში ჰაერის ტემპერატურა დღისით +8 გრადუსი იქნება, იწვიმებს, ღამით კი +3 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელი წვიმა. წვიმაა მოსალოდნელი ფოთშიც. დღისით +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი + მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით +8 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსია ნავარაუდევი. მოსალოდნელია წვიმა. სოხუმშიც წვიმაა ნავარაუდები. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. მესტიაში თოვლი და 0 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით კი -9 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც თოვლია ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +5 გრადუსი იქნება, ღამით კი […] REZONANSI
  9. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, კოვიდით გარდაცვლილთა შემთხვევების ნაწილი ჯერ კიდევ დელტა შტამის დამძიმების შედეგია, თუმცა გამყრელიძე აცხადებს, რომ “ლეტალურ შედეგებს შორის ომიკრონის შტამიცაა”. ინფორმაციას “პრაიმ ტაიმი” ავრცელებს. როგორც ამირან გამყრელიძე აცხადებს, ზუსტი მონაცემები, თუ რამდენი ადამიანი გარდაიცვალა “ომიკრონით”, მომავალ კვირას გახდება ცნობილი, ამ ეტაპზე მიმდინარეობს კვლევითი სამუშაოები. თუმცა, გამყრელიძე ადასტურებს, რომ აღნიშნული შტამით გარდაცვალების ფაქტი საქართველოში უკვე დადასტურდა. “ამჟამად, დადებითი შემთხვევების 90-95% “ომიკრონია”. ამიტომ ჰოსპიტალიზაციაშიც და სამწუხაროდ, გარდაცვალებაშიც მისი წილი თანდათან მოიმატებს. ზოგადად, დადასტურებულ შემთხვევებში, გარდაცვალების პროცენტი შემცირებულია. მისივე თქმით, ქვეყანაში კოვიდინფიცერებულთა რაოდენობა იმაზე მეტია, ვიდრე ეს ლაბორატორიული კვლევებით ვლინდება. დღეს ქვეყანაში 146 000 აქტიური შემთხვევაა, რაც ძალიან ბევრია. ინდივიდუალური დიაგნოსტიკა უკვე შეუძლებელია. იანვრის პირველ კვირაში ალბათ, “ომიკრონის” ცირკულაცია 15-20% გვქონდა, მეორე კვირაში, ალბათ, – 50%, მესამეში უკვე 90%-ზე ავედით. შესაბამისად, რა თქმა უნდა, დამძიმებული პაციენტები და, მათ შორის, სამწუხაროდ, გარდაცვლილები, “ომიკრონითაა” გამოწვეული. ამიტომ, ხაზს ვუსვამ, როდესაც ვამბობთ, რომ, „დელტასთან“ შედარებით, “ომიკრონი” უფრო მშვიდად მიმდინარეობს, ამან არ უნდა გაგვათამამოს, რადგან, სამაგიეროდ, “ომიკრონით” ბევრი ადამიანი ინფიცირდება და, შესაბამისად, ამ ბევრში იქნება დამძიმებულიც და სამწუხაროდ, გარდაცვლილიც“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე. The post “სამწუხაროდ, დაფიქსირდა ომიკრონით გარდაცვალების შემთხვევებიც…” – რას ამბობს ამირან გამყრელიძე appeared first on InterPost.ge. View the full article
  10. გივი წიქარიძე 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მუსიკოსი ზაზა მარჯანიშვილი ავრცელებს: “დღეს გივი წიქარიძე გარდაიცვალა. ნამდვილი ადამიანი, მოქალაქე, სიკეთის ეტალონი. ვისაც ქართული მულტფილმი გიყვართ, ” წუნა და წრუწუნას’, ‘”ჩხიკვთა ქორწილის”, კიდევ მრავალი ფილმის გამხმოვანებელი და მონაწილე. კაცი, რომელმაც ქართულ კინომატოგრაფიას მთელი ცხოვრება მიუძღვნა, ყოველდღე (ჩემთან ურთიერთობაში) ქართული ფილმის ყოველ წარმატებას ჟანგბადად, უდიდეს სიხარულად და ბედნიერებად აღიქვამდა – ჯერ შუქი გაუთიშეს, მერე გამოაძევეს იქედან, საიდანაც სანიმუშო საქმეები ჰქმნა (რომელსაც დრო მოვა, და ბავშვებს ვაჩვენებთ)… გულმა ვერ გაუძლო და… წავიდა… გული გაუხეთქეს!!! შეკითხვა მაქვს,… რომელი ტელევიზია გაბედავს და გააშუქებს ამ ამაზრზენ, არაპროფესიოnალურად ჩატარებულ ოპერაციას?”, – წერს მარჯანიშვილი. The post გადრაიცვალა გივი წიქარიძე appeared first on InterPost.ge. View the full article
  11. ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. რა თქმა უნდა, კორონავირუსის გაზრდილი მაჩვენებლის პარალელურად, ერთ-ერთი აქტუალური შეკითხვაა, ხომ არ დაიხურება ბაღები და სწავლების დისტანციურ რეჟიმზე ხომ არ გადავლენ სკოლები, რაზეც მინისტრმა უპასუხა: “რაც შეეხება სკოლებისა და ბაღების ონლაინ რეჟიმზე გადაყვანას, ხვალ საკოორდინაციო საბჭო გაიმართება, სადაც განიხილება ეს საკითხი. თუ ეს იქნება ეპიდემიოლოგების მიერ დაყენებული საკითხი, ამ თემას ჩვენ საბჭოზე განვიხილავთ”. შეგახსენებთ, რომ მშობლებს ახლაც აქვთ არჩევანის უფლება, შვილებს სკოლაში გაუშვებენ თუ სწავლების დისტანციურ ფორმას მიანიჭებენ უპირატესობას. The post ჯანდაცვის მინისტრის პასუხი სკოლებისა და ბაღების შესაძლო დახურვაზე appeared first on InterPost.ge. View the full article
  12. ყაზანის “რუბინში” ხვიჩა კვარაცხელიას საუკეთესო მეგობარმა, ჟორჟე დესპოტოვიჩმა გუნდი დატოვა. “რუბინმა” 29 წლის თავდამსხმელს კონტრაქტი გაუწყვიტა და კომპენსაციის სახით 200 ათას ევროს მიიღებს. დესპოტოვიჩმა კარიერა შესაძლოა, “ცსკაში” გააგრძელოს. ჟორჟეს ხვიჩასთან საუკეთესო ურთიერთობა ჰქონდა. მანამდე “რუბინიდან” ზურიკო დავითაშვილიც წავიდა, ვისთანაც ძმური ურთიერთობა აქვს. დროა, ხვიჩაც წავიდეს. The post ხვიჩა კვარაცხელია “რუბინში” მარტო დარჩა appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  13. თურქულ და ინგლისურ პრესაში საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა მესუთ იოზილისა და “ჰალ სიტის” თურქი მფლობელის, აჯუნ ილიჯალის შეხვედრის შესახებ. ილიჯალსა და იოზილს დიდიხნიანი მეგობრობა აკავშირებთ და “ჰალთან” დაკავშირებით შეხვდნენ. თავდაპირველად იყო ინფორმაცია, რომ იოზილი, შესაძლოა, “ჰალ სიტიში” გადასულიყო, მაგრამ Sporthaber-ის ცნობით, ილიჯალმა მესუთს “ჰალის” აქციების ყიდვა და პარტნიორობა შესთავაზა. აჯუნი ამ სვლით კლუბის კიდევ უფრო მეტ პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. იოზილს ბოლოს თურქეთის მე-3 ლიგის ყიდვა 1 მილიონ დოლარად სურდა. ჯერჯერობით, მისი პასუხი ცნობილი არ არის. The post მესუთ ოზილი “ჰალ სიტიში” მიდის appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  14. გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე, ოჯახში მომხდარი კონფლიქტის შედეგად დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. პაციენტი მოთავსებულია კლინიკა „გორმედის” რეანიმაციულ განყოფილებაში. 80 წელს მიღწეულმა მამაკაცმა 45 წლამდე ასაკის შვილს სხეულზე დაზიანებები დანით მიაყენა. უთანხმოების მიზეზი უცნობია, მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. წინასწარი ინფორმაციით, მამამ შვილს საწოლში, ცივი იარაღით მიაყენა მძიმე დაზიანებები. დაჭრილის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. მეზობლები ვერაფერს ამბობენ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. ოჯახის სხვა წევრები კი მედიასთან არ კონტაქტობენ. ოჯახში კონფლიქტი მამა-შვილს შორის გუშინ საღამოს მოხდა. The post 80 წლის კაცი შვილის საწოლთან მივიდა და ახალგაზრდა კაცი დანით დაჩეხა – სად მოხდა უმძიმესი შემთხვევა და გადარჩება თუ არა დაჭრილი? appeared first on InterPost.ge. View the full article
  15. ვერძი მთელი თქვენი ენერგია მიმართულია თქვენი პრინციპების დასაცავად. ასეთ დროს თქვენი ფანტაზია მთელი ძალით მუშაობს და სიცოცხლისუნარიანობა მაღალია. ყველაფერი რაც ხდება თქვენთვის კარგი არაა, მაგრამ შეგიძლიათ თქვენს სასიკეთოდ შემოატრიალოთ, განსაკუთრებული თუ საღამოს ხდება. ის რისი იმედიც არ გაქვთ, შესაძლოა რეალობად იქცეს. კურო ახლის შცნობის დღეა. ფანტაზიისთვის გახსნილია გზები. შესაძლოა ახლობლებმა გაგაკრიტიკონ, მაგრამ ღირსეულად შეხვდით. იყავით ლოიალურები და ნუ გაბრაზდებით. ნუ აყვებით ემოციას და ნუ ჩაერთვებით კონფლიქტში. არ მიიღოთ ემპირიული გადაწყვეტილება. დაუთმეთ დრო მოზარდებს, ისინი ახალი ძალებით აგავსებენ. ტყუპები დღევანდელი ასტროლოგიური პროგნოზი არასახარბიელოა. კარგია თუ ძველ პოზიციაზე დარჩებით. ახალი არაფერი დაიწყოთ და არ დაგეგმოთ მომავალი. დღეს შესაძლოა გაგრძაცვონ ან მოგატყუონ. თუ გონივრულად მოიქცევით ყველაფერს გაუმკლავდებით. უმჯობესია არ გარისკოთ და არ აიმაღლოთ ხმა. კირჩხიბი თქვენ სამყაროს ენერგიით აივსებით. ნუ იქნებით თვითკმაყოფილი, აპატიეთ მტრებს და გახსენით გული სიყვარულისთვის. ნუ შეეცდებით მბრძანებლობას, შესაძლოა ამით ახლობელი ადამიანი გაანაწყენოთ. მიეცით ახლობლებს უფლება, იგრძნონ თქვენი სიყვარული. კარგი დღეა ქველმოქმედებისთვის. აპატიეთ ყველას, ვინც გაწყენინათ და ყურადღებიანი იყავით უფროსების მიმართ. ლომი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების დროა. შესაძლოა მიიღოთ ისეთი ინფორმაცია, რომელიც ოჯაში კამათს და გაუგებრობას გამოიწვევს. ამბები, რომელსაც არ ელოდით, ახალი ვალდებულებები და საქმე თქვენგან დიდ გულისხმევას და ენერგიას მოითხოვს. თუ ვინმეს მისცემთ უფლებას, რომ თქვენზე იქონიონ გავლენა, ეს მომავალში ცუდად დაგხვდებათ. ენდეთ საკუთარ შესაძლებლობებს და ძალას. ქალწული დღე არა არის ხელსაყრელი კომუნიკაციებისთვის. შესაძლოა, გადაწყვიტოთ დიდი ხნის დავიწყებული მეგობრის ნახვა, დაურეკოთ ყოფილ სიყვარულს და წარსულში დაბრუნებაც კი სცადოთ. არ აყვეთ ცდუნებას, არვის შეხვდეთ და დაურეკოთ. ურთიერთობაში მყოფ ქალწულებს ასეთმა სურვილმა შესაძლოა, გაუფჭოს ოჯახური ცხოვრება და მეორე ნახევრის ეჭვიანობა გამოიწვიოს. სასწორი კარგი დღეა მოგზაურობითვის, გასართობად და თქვენს მოსაწყენ გარემოში ნებისმიერი ცვლილების შეტანისთვის. შესაძლებელია სასიამოვნო შეხვედრა. დაუთმეთ თქვენი დროის გარკვეული ნაწილი ოჯახს – ახლა ეს უფრო სასარგებლოა, ვიდრე ოდესმე, რადგან კონფლიქტი ღვივდება თქვენს ერთ-ერთ ახლო ნათესავთან, რომელიც ჯერ არ იცით. თუ ეცდებით სიმშვიდის მიღწევას, კონფლიქტი მოგვარდება და თქვენს სახლში ისევ ჰარმონია იქნება. მორიელი გელით არაჩვეულებრივი ცხოვრების აღმავალი დღე. სავსე ხართ ენერგიით. ყველაფერი გამოგდით, ნებისმიერი ცუდი სიტუაციაც კი თქვენს სასარგებლოდ მთავრდება. შესაძლოა, ქალბატონები შეხვდეთ გულის გმირებს. დღეს არ გააკეთოთ არანაირი შენაძენი, თქვენ ფულს წყალს გაატნთ, მოგვიანებით კი ძალიან ინანებთ. მშვილდოსანი დღეს გელით მაღალი ემოციური სტრესი. ყველა პრობლემის სათავე გადაუმოწმებელი ინფორმაციის გამოყენებაა. შესაძლო ოჯახური კონფლიქტი, შეეცადეთ თავიდან აირიდოთ მანამ, სანამ ჭექა-ქუხილად არ გადაიქცევა ქარიშხლად, რომელიც პირად ურთიერთობებს მტვრად გადააქცევს. რეკომენდებულია სპორტით დაკავება და ქალაქგარეთ პიკნიკის მოწყობა. შესაძლოა პრობლემები ბავშვებთან, რაც გაუთვალისწინებელ ხარჯებს გამოიწვევს. თხის რქა კარგი დღეა, მოთმინების დიდი უნარი შეგწევთ, რაც სიხარულს და სიამოვნებას მოგიტანთ. სასიამოვნო ადამიანებს შეხვდებით და მათგან დადებით კომენტარებს მიიღებთ, ცუდი არაფერი იფიქროთ ეს მათი გულიდან მოდის. ახალი ნაცნობობა წარმატებული აღმოჩნდება. მერწყული კარგია გარეთ გასეირნება, ტყის მონახულება, პარკში სტუმრობა. საღამოს იფიქრეთ იმაზე, რასაც აკეთებთ და ამბობთ გარშემომყოფებთან ურთიერთობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია კონფლიქტი, როგორც საყვარელ ადამიანებთან, ასევე საკუთარ თავთან. თევზები დღე დაძაბული იქნება და თქვენი განწყობა ყოველ საათში ცვლილებას განიცდის. არ გაბრაზდეთ, ფრთხილად იყავით, მით უმეტეს, თუ ნერვები უკვე ზღვარზე გაქვთ. საპენსიო ასაკის თევზებმა იზრუნეთ გულზე, მარტო არ იაროთ სახლიდან შორს, შესაძლებელია ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესება. ახალგაზრდა თევზებს, ვისაც გიყვართ ექსპერიმენტები გარეგნობასთან დაკავშირებით, არ აყვეთ თქვენ ექსტრავაგანტულ და შემოქმედებით იმპულსებს, ხვალინდელი დღე არ არის ამისთვის საუკეთესო დრო. The post 1-ლი თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი appeared first on InterPost.ge. View the full article
  16. 31 წლის თავდამსხმელი გიორგი ნიქაბაძე კარიერას მალტაში, “გუჯა იუნაიტედში” გააგრძელებს. ნიქაბაძეს ამავე გუნდში ნიკა ძალამიძე დახვდება. გიორგი ბოლო 2 წელი ბათუმის “დინამოს” ღირსებას იცავდა და 37 მატჩში 9 გოლი შეაგდო. 2019 წელს კი თბილისის “მერანის” შემადგენლობაში 33 შეხვედრაში 26-ჯერ გაისროლა და მე-2 ლიგის ბომბარდირი გახდა. მალტის საშუალო დონის გუნდები უკეთეს შეთავაზებას უკეთებენ მოთამაშეებს, ვიდრე ეროვნული ლიგის 80%-ს ეს შეუძლია. The post როცა მალტის საშუალო გუნდი უკეთეს პირობებს გთავაზობს – ნიქაბაძე “გუჯა იუნაიტედში” appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  17. ე.წ. ანგელოზის საათი არის დრო, როდესაც ჩვენი სურვილები და თხოვნები ჩვენს პირად ანგელოზთან მიდის. „ანგელოზის საათი“ სხვადასხვა დროს დგება. წელს ეს რიცხვები 31 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით იქნება. ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ამ დროების შესახებ საუბრობს. ეს არის დროები, როდესაც თქვენს ანგელოზს შეგიძლიათ სურვილები გაანდოთ: 31 იანვარს – 20:00-დან 21:00 საათამდე 1-ელ თებერვალს 11:00-დან 12:00 საათამდე 2 თებერვალს – 09:12-დან 09:56 საათამდე 3 თებერვალს – 08:30-დან 09:15 საათამდე 4 თებერვალს 12:25-დან 12:11 საათამდე 5 თებერვალს – 09:30-დან 10:21 საათამდე 6 თებერვალს – 08:02-დან 09:16 საათამდე The post დღეიდან “ანგელოზის საათებიიწყება” – ამ დროებზე ჩაფიქრებული სურვილები აუცილებლად აგისრულდებათ. ნახეთ როდის appeared first on InterPost.ge. View the full article
  18. "მთავარი არხის" დამფუძნებელი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც რუსი ოპოზიციონერის, დიმიტრი გუდკოვის საქართველოში არშემოშვების ფაქტზე წერს. "რუსეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ოპოზიციონერი, პრაქტიკულად, ნავალნის შემდეგ ყველაზე მსხვილი ფიგურა ანტიპუტინისტურ ფლანგზე, საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთში დაადეპორტა, ისე, რომ თბილისის აეროპორტიდან არც გამოუშვა.საგულისხმოა, რომ გუდკოვი კიევიდან ჩამოვიდა ქართველ კოლეგებთან უკრაინის ამბებზე სამსჯელოდ.მოკლედ, რეზოლუციაში რუსეთს არ წერენ კი არა, მგონი იმის მადლობელიც უნდა ვიყოთ, რომ უკრაინას არ აბრალებენ საომარი მოქმედებების პროვოცირებას“ – წერს გვარამია. tia.ge
  19. ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში, რუსთავში საკრებულოს თავმჯდომარედ ოპოზიციონერი წევრის არჩევას ეხმაურება. "მივესალმები რუსთავში საკრებულოს თავმჯდომარის არჩევას. მიუხედავად უამრავი მცდელობისა, „ქართულ ოცნებას“ ამ ქალაქშიც ჩაუვარდა გეგმა, ხელში ჩაეგდო საკრებულოები, იმ მუნიციპალიტეტების ნაწილში, სადაც ოპოზიციამ გაყალბების მიუხედავად გამარჯვების გაფორმება შეძლო. ეს წარმატება რუსთავში, ისევე როგორც ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში, აჩვენებს, რომ პრინციპული ნაბიჯებით და საერთო ძალისხმევით ხელისუფლების დამარცხება შესაძლებელია და „ქართული ოცნების“ რყევის პროცესი სახეზეა. იმედი მაქვს, ზუგდიდსა და სენაკში მოვლენებიც ანალოგიურად განვითარდება. ახლა მთავარია, რუსთავში და სხვა საკრებულოებშიც ჩვენი საქმიანობა მიმართული იყოს ჩვენი მოქალაქეების წინაშე არსებული უამრავი პრობლემის წამოწევისთვის, გადაჭრის გზების შეთავაზებისა და „ქართული ოცნების“ კორუფციული ნაბიჯების მხილებისათვის. ჩვენი მოქალაქეების სასიკეთოდ გამარჯვების რწმენით და საყოველთაო აქტიურობით ჩვენ მივაღწევთ ვადამდელ არჩევნებს, რომელიც საქართველოში ვითარების შეცვლისა და სწრაფი განვითარების დასაწყებად ერთადერთი გზა არის“, - წერს მიხეილ სააკაშვილი. tia.ge
  20. ეკონომისტი და ექსპერტი დემურ გიორხელიძე გუშინ “იმედის” ეთერში გასულ ნოე სულაბერიძის გადაცემას ეხმიანება და ტელეწამყვანს სოციალური ქსელის საშუალებით მიმართავს: „იმედი” იმაზე უფრო მზაკვრული ტელევიზიაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს! ახლა გადაცემა მიდის – პრიმიტივი, ნულოვანი ინტელექტის ვიღაც ნოე რომ არის, მის გადაცემაში რას უწევს ახლა პოპაგანდას?! ვის უწევს – რჩეულიშვილს (შვილს) და მის ცოლს? მილიონიდან 1 მიზეზი თუ შეიძლლება მოიძებნოს, რომ კვირა საღამოს, საუკეთესო დროს საქართველოს ეს ორი უბედური ადამიანის უბადრუკი სახე აჩვენო და ესაუბრო! ფული გადაგიხადეს, პროდიუსერო ვანო/ნოე?! არა?! შენით მოიფიქრე ეს სირობა?! ერთი შენ ცარიელ თავში ჩამახედა, რა აბდაუბდა იხარშება შიგ! არა გაქვს უფლება იყო ასეთი მავნებელი! თუ ვერ გრძნობ ამას, დაღუპული ადამიანი ხარ!“ – წერს გიორხელიძე. The post „შენით მოიფიქრე ეს ს**ბა?!“ – დემურ გიორხელიძე ნოე სულაბერიძეს appeared first on [/url]. ALIA.GE
  21. საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე, განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია იქნება. პროექტი ბიუროზე დარეგისტრირდა. მანამდე ბიუროს სხდომაზე იყო ცხარე კამათი დეპუტატებს შორის. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თუ მმართველი გუნდი რეზოლუციის ტექსტში ცვლილებებს შეიტანს და უფრო მკაფიოს გახდის იმას თუ ვისგან ემუქრება უკრაინას საფრთხე, ისინი პროექტს მხარს დაუჭერენ. საპარლამენტო პარტიებმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტზე კონსენსუსს ვერ მიაღწიეს, რის გამოც რეზოლუციის პროექტი საპარლამენტო უმრავლესობამ დამოუკიდებლად დაარეგისტრირა. The post „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია დააინიცირა appeared first on [/url]. ALIA.GE
  22. 18 წლამდე კოვიდინფიცირებული პაციენტებისთვის ახალი გაიდლაინი ჯანდაცვის მინისტრმა რამდენიმე დღის წინ დაამტკიცა. დადგენილებაში უცვლელია პედიატრიული პაციენტების კლინიკაში გადაყვანის ინდიკატორები. 28 იანვარს დამტკიცებული დოკუმენტით, კოვიდინფიცირებულ ბავშვებში მაღალ რისკად ითვლება შემდეგი გარემოებიდან რომელიმე ერთ-ერთის არსებობაც კი: 1. 1 წელზე პატარა ასაკი; 2. დადასტურებული პნევმონია; 3. მუდმივი მაღალი ტემპერატურა 3-5 დღის განმავლობაში; 4. დაავადების ხანგრძლივობა 1 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, თუ არ არის გაუმჯობესება ან გამწვავება პროგრესირებს; 5. თუ არტერიული ჟანგბადის გაჯერების მაჩვენებელი ოთახის ჰაერზე 92 პროცენტზე ნაკლებია; 6. სუნთქვის უკმარისობა; 7. ​თანმხლები ქრონიკული მდგომარეობა (ფილტვების ქრონიკული დაავადება (ზომიერი ან მძიმე ასთმა); გულსისხლძარღვთა დაავადებები; თირკმელების ქრონიკული დაავადება; ღვიძლის ქრონიკული დაავადება; ნერვ-კუნთოვანი დაავადება; ენდოკრინული დარღვევები (მაგ., შაქრიანი დიაბეტი); მეტაბოლური დარღვევები); 8 .იმუნოსუპრესიული პაციენტი (კიბო, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია, ორგანოს გადანერგვა, იმუნომოდულაცია და გლუკოკორტიკოიდების მაღალი დოზა); 9. მულტისისტემური ანთებითი სინდრომი და კავასაკის დაავადების მსგავსი კლინიკური მახასიათებლები; 10 .მძიმე სიმსუქნე (სხეულის მასის ინდექსი ≥120% 95-ე პერცენტილზე); 11. გასტროენტერიტის სურათი ზომიერი ან მძიმე დეჰიდრატაციით. 2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, 2021 წლის 1 ოქტომბრამდე სულ დაინფიცირდა 18 წლამდე ასაკის 90 680 ბავშვი, რაც ინფიცირებულთა 14,8 პროცენტია. ამ პერიოდში კლინიკაში სამკურნალოდ გადაიყვანეს 7708 ბავშვი (8,5%), მათგან გარდაიცვალა 8 (0,1%). The post თუ ბავშვს 3-5 დღის განმავლობაში მაღალი ტემპერატურა აქვს, მისი ჰოსპიტალიზაცია აუცილებელია – ახალი გაიდლაინი appeared first on [/url]. ALIA.GE
  23. სიმხდალეს და სიბრიყვეს სიბრძნედ ასაღებდე, ამას მოხერხება უნდა, -ამის შესახებ პოლიტოლოგია გია ხუხაშვილი “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის მამუკა მდინარაძის შესახებ სოციალურ ქსელში წერს: “ისეთი ტექსტი დავწერეთ, მტერიც კი ვერ შემოგვედავებაო” – სიამაყით თქვა მდინარაძემ. სიმხდალეს და სიბრიყვეს სიბრძნედ ასაღებდე, ამას მოხერხება უნდა…” – წერს გია ხუხაშვილი. The post სიმხდალეს და სიბრიყვეს სიბრძნედ ასაღებდე, ამას მოხერხება უნდა – ხუხაშვილი მდინარაძეზე appeared first on [/url]. ALIA.GE
  24. საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, პატიმრის ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და მიმდინარე საქმეებზე სამართლებრივი პროცესის სათანადოდ წარმართვას. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სამედიცინო ექსპერტების რჩევა იყოს გათვალისწინებული. „როგორც ვიცით, თავიდანვე ევროკავშირის პოზიცია ჩამოვაყალიბე სამ ეტაპად. პირველი სააკაშვილის ჯანმრთელობა და კარგად ყოფნაა, მეორე მისი, როგორც პატიმრის ფუნდამენტური უფლებების დაცვა, დაბოლოს, სათანადო სამართლებრივი პროცესი მიმდინარე საქმეებზე. ამაზეა ჩვენი ფოკუსი და ყურადღებით ვაკვირდებით. რაც შეეხება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ვიცი, რომ რამდენიმე დღის წინ სამედიცინო ექსპერტების ვიზიტი განხორციელდა სახალხო დამცველის ეგიდით, ხორციელდება სხვა ვიზიტებიც. ჩვენთვის მნიშვნელოვანი, ფუნდამენტურია, რომ მის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და სათანადო მკურნალობასთან დაკავშირებით ექსპერტის რჩევა იყოს გათვალისწინებული“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა. The post სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და სათანადო მკურნალობასთან დაკავშირებით სამედიცინო ექსპერტის რჩევა გათვალისწინებული უნდა იყოს – კარლ ჰარცელი appeared first on [/url]. ALIA.GE
  25. ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექოტრი ნიკა გვარამია რუსი ოპოზიციონერის, დიმიტრი გუდკოვის საქართველოში არშემოშვებას სოციალურ ქსელში ეხმიანება: „რუსეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ოპოზიციონერი, პრაქტიკულად, ნავალნის შემდეგ ყველაზე მსხვილი ფიგურა ანტიპუტინისტურ ფლანგზე, საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთში დაადეპორტა, ისე, რომ თბილისის აეროპორტიდან არც გამოუშვა.საგულისხმოა, რომ გუდკოვი კიევიდან ჩამოვიდა ქართველ კოლეგებთან უკრაინის ამბებზე სამსჯელოდ.მოკლედ, რეზოლუციაში რუსეთს არ წერენ კი არა, მგონი იმის მადლობელიც უნდა ვიყოთ, რომ უკრაინას არ აბრალებენ საომარი მოქმედებების პროვოცირებას“ – წერს გვარამია. The post “მგონი იმის მადლობელიც უნდა ვიყოთ, რომ უკრაინას არ აბრალებენ საომარი მოქმედებების პროვოცირებას” – ნიკა გვარამია appeared first on [/url]. ALIA.GE
×
×
  • შექმენი...