Jump to content
Planeta.Ge

planeta.ge

პლანეტელი
  • პოსტები

    3.681
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი planeta.ge

  1. უფლებადამცველი სოფიო ხორგუანი: “მმართველი პარტიის თავრე კობახიძის ენაზედ რომ ვთქვა, ოცნება შეშფოთდა ნაცმოს 9 პროცენტით, მიშა-კოზირი გაჭრილია, ამიტომ იგივე წრეზე წავიდნენ, ისევ მელიას გალიდერებას ცდილობენ, ხელოვნური სუნთქვით რომ გააცოცხლონ ეს პარტია. ერთადერთი არგუმენტი, აბა ნაცები გინდათ?! რომ ამუშაონ. პარტია “საქართველოსთვის” ნაცმოსთვის მიწეპებას ამიტომაც წვალობენ. როცა არც იდეა გაქვს, არც ხედვა, არც პოლიტიკის მიზანი გესმის და არც დემოკრატია, სხვას ვერაფერს მოიფიქრებენ p.s. პარტიის ზონდერებით გაძეძგილ ოფისში სპეცოპერაციაც ამიტომ უნდოდათ, მელიას გააგმირებდნენ, გახარიას მოიშორებდნენ. პირიქით კი გამოვიდა” The post “ზონდერებით გაძეძგილ ოფისში სპეცოპერაციაც ამიტომ უნდოდათ, მელიას გააგმირებდნენ, გახარიას მოიშორებდნენ” – სოფიო ხორგუანი appeared first on [/url]. ALIA.GE
  2. ბაკურიანში, მიტარბის პირველ ტრასასთან საბაგირო გაითიშა, რის გამოც ათეულობით ტურისტი ჰაერში გამოკიდული დარჩა. როგორც მთის კურორტების განვითარების კომპანიაში აცხადებენ, საბაგიროს გაჩერების მიზეზი, ძაბვის ვარდნის გამო გახდა. დაახლოებით, 2 საათის 50-მდე მგზავრი -10 გრადუს ყინვაში ჰაერშია გაჩერებული. მათი განმარტებით,არ აქვთ არანაირი ინფორმაცია თუ როდის ჩამოიყვანენ საბაგიროებიდან. tia.ge
  3. ეს შოკოლადის ტორტი - მართლაც ცდუნებაა. რადგანაც შავი შოკოლადი - ძლიერი აფროდიზიაკი-პროდუქტია, ღირს დახარჯოთ ტამდენიმე წუთი სამზარეულოში, რათა მოამზადოთ ეს უგემრიელესი დესერტი არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ თქვენი რჩეულისთვისაც! ინგრედიენტები: შავი შოკოლადი (75% და ზემოთ) - 350 გ კარაქი - 175 გ კვერცხი - 4 ცალი ყავისფერი შაქარი - 175 გ შაქრის პუდრა - 3 ს/კ მაღალპროცენტიანი ნაღები - 500 მლ თაფლი, თხევადი - 2 ს/კ ბისკვიტი: გამდნარი კარაქი - 100 გ შოკოლადის ფხვიერი ნამცხვარი ("პეჩენია") - 300 გ მომზადების წესები: წაუსვით კარაქი 23 სმ დიამეტრის ღრმა ფორმას. სამზარეულოს კომბაინში დაფხვენით "პეჩენია" წმინდად, დაუმატეთ გამდნარი კარაქი და გადაიტანეთ გამოსაცხობ ფორმაში. ჩატკეპნეთ ხელით და გაუკეთეთ მაღალი კიდეები. მოათავსეთ მაცივარში, სანამ გულსართს მოამზადებთ. გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე. გაადნეთ წყლის აბაზანაზე 200 გ შავი შოკოლადი კარაქთან ერთად. ოდნავ გააგრილეთ. ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი 5 წუთის განმავლობაში, სანამ მასა არ გათეთრდება. შეურიეთ გამდნარი შოკოლადის მასას. გადაიტანეთ ფორმაში, ბისკვიტზე. მოათავსეთ ღუმელში და აცხვეთ 35-40 წუთის განმავლობაში. გააგრილეთ ნამცხვარი ოთახის ტემპერატურაზე. მინანქრისთვის: პატარა ქვაბში დაბალ ცეცხლზე გაადნეთ 150 შოკოლადი, ნაღები, თაფლი და 3 ს/კ შაქრის პუდრა, ურიეთ შეუჩერებლად, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. მოასხით მიღებული მინანქარი ტორტს და მოათავსეთ მაცივარში 30 წუთით. სუფრასთან მიტანის წინ მორთეთ ათქვეფილი ნაღებით. gemrielia.ge tia.ge
  4. მთის კურორტების განვითარების კომპანიაში აცხადებენ, რომ ბაკურიანში, მიტარბის პირველ ტრასასთან საბაგირო ძაბვის ვარდნის გამო გაჩერდა. უკვე დაახლოებით 2 საათია დამსვენებლები დახმარებას ელოდებიან. 50-მდე მგზავრი -10 გრადუს ყინვაში ჰაერშია გაჩერებული. ისინი ყვებიან, რომ არანაირი ინფორმაცია არ აქვთ იმასთან დაკავშირებით, როდის ჩამოიყვანენ საბაგიროებიდან. “ვართ -10 გრადუს ყინვაში 2 000 მეტრზე ზემოთ და არავინ არაფერი არ იცის. ცივა. უკვე დაღამებას დაიწყებს. ერთი მხრიდან ნისლი გვიახლოვდება, თოვს და ადგილზე ვართ გამოკიდებული. ვერც ვმოძრაობთ, რომ გავხურდეთ და აღარ შეგვცივდეს. თითოეულ მგზავრს რომ უთხრან რა შეიძლება გაკეთდეს და რამდენი ხანი მოგვიწევს გაჩერება ბევრად უკეთესი იქნება ხომ? “,- ამბობს დამსვენებელი, ვანო გორგიაშვილი. მთის კურორტების განვითარების კომპანიაში აცხადებენ, რომ ადგილზე უკვე არიან მაშველები და დამსვენებელთა ჩამოყვანას ცდილობენ. The post რატომ გაჩერდა ბაკურიანის საბაგირო | მთის კურორტების კომპანიის განმარტება appeared first on [/url]. ALIA.GE
  5. რუსეთის სახელმწიფო მედია-მონიტორინგის სააგენტო, “როსკომნადზორი” დაიმუქრა, რომ დაბლოკავს რადიო თავისუფლების შვიდ ვებგვერდს, რომლებიც ემსახურებიან რუსეთის, უკრაინის და ცენტრალური აზიის აუდიტორიას, იმ შემთხვევაში, თუ ისინი დაუყოვნებლივ არ წაშლიან სტატიებს, რომლებიც დაკავშირებულია ოპოზიციის პატიმრობაში მყოფი ლიდერის, ალექსეი ნავალნის მიერ კორუფციის საქმეების გამოძიებასთან. ამის შესახებ “რადიო თავისუფლება” წერს. როსკომნადზორმა 60-ზე მეტი შეტყობინება გააგზავნა ელექტრონული ფოსტით იმ მასალების წაშლის მოთხოვნით, რომლებიც შეეხებოდა ნავალნის მიერ გამოძიებულ საქმეებს. მოთხოვნა ეხება რადიო თავისუფლების ორ უდიდეს ვებგვერდს „რადიო სვობოდას“ და “ნასტოიაშჩეე ვრემიას”, ასევე რადიო თავისუფლების რუსულენოვან ვებგვერდებს, რომლებიც განკუთვნილია უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის, ყაზახეთისა და ტაჯიკეთისთვის, და ასევე ციმბირის, ვოლგა-ურალის და ჩრდილო-დასავლეთი რეგიონების ადგილობრივ ვებგვერდებს. საქმე ეხება კორუფციის შემთხვევების გამოძიების შესახებ სტატიებს, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, შავი ზღვის “სასახლესთან”, კრემლთან დაკავშირებულ ბიზნესმენთან, ევგენი პრიგოჟინთან, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქთან, კირილთან და რუსეთის ძალოვანი სტრუქტურების სხვა მაღალი რანგის ფიგურებთან. რადიო თავისუფლებას 24 საათი მიეცა ათობით სტატიის ამოსაღებად, რომლებიც, როსკომნადზორის თქმით, წარმოადგენს რუსეთის ანტიექსტრემისტული და ანტიტერორისტული კანონმდებლობის დარღვევას. The post როსკომნადზორი “რადიო თავისუფლებისგან” ნავალნის მიერ გამოძიებული საქმეების შესახებ სტატიების წაშლას მოითხოვს appeared first on [/url]. ALIA.GE
  6. შემზარავი ტრაგედია – ხაშურში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 50 წლის მურთაზ მანჩხაშვილმა თავი მოიკლა, გარდაცვლილია მისი დედაც, რომელსაც მანქანა დაეჯახა. დედა-შვილი გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე ძალადობის მსხვერპლი გახდა. დაზიანებები მას სავარაუდოდ მეზობელმა მიაყენა. ახლობლები ამბობენ, რომ დაჩი ტაბატაძე ხშირად ემუქრებოდა მანჩხაშვილს და მის დედას. მურთაზ მანჩხაშვილის საქმეზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო, დედის საქმეზე კი – 276-ე, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით. The post “2 დღის წინ შვილი მოუკვდა, დღეს კი დედაც ტრაგიკულად გარდაიცვალა…” – უბედური შემთხვევა ხაშურში appeared first on InterPost.ge. View the full article
  7. რუსი ოკუპანტები შიდა ქართლში ისევ გამოჩნდნენ. ჯარიაშენი-ქვეშის მონაკვეთზე შეიარაღებულმა ფორმიანებმა თხრილების გასაკეთებლად სამუშაოები განაახლეს. ოკუპანტები ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებმა დააფიქსირეს, მათ დრონს კი რუსებმა ცეცხლი გაუხსნეს. საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან რამდენიმე მეტრში ოკუპანტი ქვეყნის ტექნიკა და ჯარისკაცები თავისუფლად გადაადგილდებიან. ამ ფაქტებზე კი საქართველოს ხელისუფლება დუმს და არაფერს აკეთებს. The post რუსები შიდა ქართლში ისევ გამოჩნდნენ | ოკუპანტებმა ანტისაოკუპაციო მოძრაობის დრონს ცეცხლი გაუხსნეს appeared first on [/url]. ALIA.GE
  8. სავარაუდო კორუფცია საგზაო დეპარტამენტში – აჭარასა და გურიაში დაზიანებული გზების რეაბილიტაცია “ქართული ოცნების” წევრის ოჯახს ჩააბარეს. ლევან დოლიძე ბათუმის საკრებულოს წევრია. ის თორნიკე რიჟვაძის მრჩეველი იყო ინფრასტრუქტურის საკითხებში, მისი მამა კი ფლობს კომპანიას, რომელიც გზებს აგებს. ახლა “ოცნების” დეპუტატის ოჯახის წევრმა მსოფლიო ბანკიდან აღებული სესხი, 60 მილიონი ლარი უნდა განკარგოს. ინფორმაციის გადასაწმომებლად “პირველები” ლევან დოლიძის მამას, ნუკრის დოლიძეს დაუკავშირდა, რომლემლაც განმარტა, რომ ჩინურმა კომპანიამ, რომელიც ამ დრომდე გზების რეაბილიტაცია ჰქონდა ჩაბარებული, მათ მხოლოდ ტექნიკა მიაქირავეს. ავტომანქანით მოვიდნენ.ეძებდნე ფირმას, რმელსაც ჰყავდა ტექნიკა, მოვიდნენ და შემოგვთავაზა გარკვეული ღრებულება და მივაქირავეთ ტექნიკა, – ამბობს ნუკრი დოლიძე. ადგილობრივი ოპოზიცია კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს. The post სავარაუდო კორუფცია საგზაო დეპარტამენტში – აჭარასა და გურიაში გზების რეაბილიტაცია “ოცნების”დეპუტატის ოჯახს ანდეს appeared first on [/url]. ALIA.GE
  9. შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“კორონავირუსის შემთხვევის მატებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.უწყების ცნობით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევის მატებასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ში მოსახლეობის მომართვიანობა გაზრდილია.მათივე ცნობით, 112-ში, 24 საათის განმავლობაში, 35%-ამდე არამიზნობრივი და საინფორმაციო ტიპის ზარი ფიქსირდება, რაც აფერხებს მუშაობის პროცესს.გადაუდებელი შემთხვევისას, შეუფერხებლად დაკავშირებისთვის 112 დაიყო სამ არხად:112- სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარება112 1 – პოლიცია და სახანძრო სამაშველო სამსახური112-2 -Covid -19Covid-19-ის ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურების შემთხვევაში მოქალაქეს შეუძლია დარეკოს 112-2-ზე ან დარეგისტრირდეს პორტალზე: https://er.moh.gov.ge/112-ის მიერ, Covid-19 დადასტურებული შემთხვევები შემდგომი მონიტორინგისთვის გადაეცემა ოჯახის ექიმებს. უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს, გამოიჩინონ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და არამიზნობრივად არ დარეკოთ 112-ზე. REZONANSI
  10. „ბატონი ნიკა მართალია ისე ფიქრობდა, როგორც დღეს ამბობს, მაგრამ თავიდან ისე კი არ ამბობდა, როგორც ფიქრობდა, არამედ ლაპარაკობდა იმ განწყობების მიხედვით, რა განწყობებიც იყო, მაშინ საზოგადოებაში“, – ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი აკაკი ბობოხიძე ფარულ ვიდეოჩანაწერს, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია ამბობს, რომ ის საქართველოში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების წინააღმდეგი იყო. როგორც ბობოხიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში აღნიშნა, ნიკა მელია ყოველთვის ასე ფიქრობდა, ოღონდ ყოველთვის ასე არ ლაპარაკობდა. „ხელისუფლება ყოველთვის ეცდება, რომ პროცესი განხეთქილებად წარმოაჩინოს. ხელისუფლება ამას რომ ცდილობს, გასაგებია, მაგრამ ბატონ გუბაზ სანიკიძის გამოსვლაც ამ განწყობებს ხელს უწყობს. ნათელი მაგალითია ბატონი ნიკა მელიას პასუხი იმ ჩანაწერზე. ჩანაწერის კომენტირებას არ დავიწყებ. არც კი გახსოვთ, რომ მისი პოზიცია არ იყო ასეთი. როდესაც ამაზე ვიწყებთ საუბარს, არავინ იხსენებს ვინ რას ლაპარაკობდა გუშინ, გუშინწინ. ბატონი მელია რას ამბობს? ის ყოველთვის ასე ფიქრობდა, ოღონდ ის ყოველთვის ასე არ ლაპარაკობდა. კარგი იქნება თუ ჰკითხავთ და გაიხსენებთ ჟურნალისტები, რომ „ევროპული საქართველო“ ჯვარს გვაცვეს, როდესაც თავიდანვე რასაც ვფიქრობდით და ამას ვფიქრობდით, რასაც დღეს მელია აცხადებს, ავდექით და ვთქვით კიდეც. ბატონი ნიკა მართალია ისე ფიქრობდა, როგორც დღეს ამბობს, მაგრამ თავიდან ისე კი არ ამბობდა, როგორც ფიქრობდა, არამედ ლაპარაკობდა იმ განწყობების მიხედვით, რა განწყობებიც იყო მაშინ საზოგადოებაში. ამასთან, ბატონი ნიკა ამბობს, რომ კატეგორიული წინააღმდეგი იყო მიშას საქართველოში ჩამოსვლის და იმას არ ამბობს, რატომ იყო კატეგორიული წინააღმდეგი? მხოლოდ იმიტომ, რომ დაჭერა ემუქრებოდა? თუ იმიტომაც, რომ მის ჩამოსვლას უკუეფექტი შეიძლება ჰქონოდა და სასარგებლო აღმოჩენილიყო ივანიშვილისთვის“, – აცხადებს აკაკი ბობოხიძე. შეგახსენებთ, ტელეკომპანია „იმედმა“ ვიდეოჩანაწერი გაავრცელა, სადაც ნიკა მელია ამბობს, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების წინააღმდეგი იყო. The post „ნიკა მელია ყოველთვის ასე ფიქრობდა, ოღონდ ასე არ ლაპარაკობდა“ – ბობოხიძე ფარულ ვიდეოჩანაწერზე appeared first on [/url]. ALIA.GE
  11. კანადაში, ქალაქ ტორონტოში ათასობით ადამიანი კოვიდვაქცინის წინააღმდეგ გამოვიდა და საპროტესტო აქცია გამართა. ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი მთავრობის მხრიდან დაშინებით დაიღალნენ. „ჩვენ ყველანი დავიღალეთ დაშინებით, ვცხოვრობთ ერთ დიდ ციხეში. ჩვენ უბრალოდ გვინდა დავუბრუნდეთ ნორმალურ მდგომარეობას ისე, რომ შხამი არ შევიყვანოთ ჩვენს ვენებში, რომელსაც ვაქცინას უწოდებენ“, – აღნიშნა აქციის მონაწილე ტორონტოელმა რობერტმა, რომელმაც საკუთარი გვარის დასახელება არ ისურვა. ოტავას პოლიციამ განაცხადა, რომ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ბრალდება წაუყენეს ოთხ ადამიანს. სამართალდამცველების განცხადებით, აქციაში მონაწილეობა დაახლოებით 5000-მა ადამიანმა მიიღო. აქციაზე 4 ადამიანი დაშავდა. The post „არ გვინდა ჩვენს ვენებში შხამი“ – პროტესტი კანადაში კოვიდვაქცინის წინააღმდეგ appeared first on [/url]. ALIA.GE
  12. ტელეწამყვანმა ნუკი კოშკელიშვილმა მყარად გადაწყვიტა, რომ კჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვროს. „მგონი დადგა ის დღე!!! არც კი მჯერა ამას რომ ვიძახი(დიდი ალბათობით ვიტყუები!) უნდა დავიწყო ვარჯიში. სურვილი მაქვს ხალიჩა სავარჯიშო მაქვს დრო მაქვს მთავარია მართლა გავაკეთო რასაც ვიძახი და არ მივაგდო ერთი ვარჯიშის მერე.. ახლა ვფიქრობ, რა ჯობია, პილატესი? იოგა? თუ ვარჯიში-ვარჯიში? ყურადღება!!!! ასიათასჯერ დამიწყია ვითომ ვარჯიში, ჯერ ჯეჯერობით 10 დღეზე დიდხანს არ გამიქაჩია“, – წერს ნუკი კოშკელიშვილი სოციალურ ქსელში. ფოტო: Zuka Kakutashvili The post “რა ჯობია, პილატესი? იოგა? თუ ვარჯიში-ვარჯიში?”-ნუკი კოშკელიშვილი appeared first on [/url]. ALIA.GE
  13. დეპუტატ გუბაზ სანიკიძის თქმით, ის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიასთან დაკავშირებით გავრცელებულ ფარულ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით კომენტარისგან თავს შეიკავებს. სანიკიძე ამბობს, რომ არ სურს საკითხზე საუბარი, რადგან ვიდეოჩანაწერი უკანონოდ არის მოპოვებული. ამასთან, სანიკიძის თქმით, ხელისუფლება ყველაფერს ეცდება, რომ ოპოზიციაში გაუგებრობები და ანტაგონიზმი შექმნას. „ჩემი დამოკიდებულება მაქვს ფარულ ჩანაწერებთან, რომელიც უკანონოდ არის მოპოვებული. ამიტომ თავს შევიკავებ ამის კომენტირებისგან. რა თქმა უნდა, ხელისუფლება ყველაფერს ეცდება, რომ ოპოზიციაში გაუგებრობები და ანტაგონიზმი შექმნას. ეს ჩვეულებრივი ხერხია. არ გავაკეთებდი გუშინდელ ჩანაწერზე არანაირ კომენტარს და უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ კანონიერი და უკანონო უნდა გავყოთ. რა თქმა უნდა, ეს როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის ამომრჩეველზე გავლენას ახდენს. ბევრჯერ მითქვამს და გავიმეორებ, ძალიან მარტივი რამ არის გასაკეთებელი. ოპოზიციამ უნდა შექმნას დიდი მოძრაობა. ბევრი გამოცდილება გვაქვს ჩვენს ქვეყანაში და ჩვენი ქვეყნის გარეთაც. ამ გაერთიანებაში შევლენ პოლიტიკური ორგანიზაციები, პოლიტიკური ჯგუფები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, კერძო პირები, რიგითი მოქალაქეები და მთავარი ამოცანა უნდა იყოს ხელისუფლების გაშვება არჩევნებით. ოპოზიციაში განხეთქილებაზე როცა არის საუბარი ოპოზიცია ერთიანი როდის იყო? არც ყოფილა არასდროს. თემატურ ერთობას აფიქსირებდა ოპოზიცია და თემატური ერთობა არ არის მდგრადი და არ არის საინტერესო ჩვენი ამომრჩევლისთვის. ვიმეორებ ქართველი ამომრჩევლის შეკვეთა არ არის მრავალფეროვნება. ძლიერი ერთობის შეკვეთაა. ოპოზიციამ რადიკალური ნაბიჯი უნდა გადადგას. ოპოზიციამ შეუძლებელი უნდა შეძლოს. პარტიები უნდა დაშალონ და შეიქმნას ერთი დიდი მოძრაობა. ოპოზიციური პარტიები ჩაიკეტნენ, ხალხთან კონტაქტი ნაკლებია და რაც მთავარია ოპოზიციაში ახალი ადამიანების შემოსვლა არ ხდება“, – აღნიშნა სანიკიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში. შეგახსენებთ, ტელეკომპანია „იმედმა“ ვიდეოჩანაწერი გაავრცელა, სადაც ნიკა მელია ამბობს, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების წინააღმდეგი იყო. The post ოპოზიციამ რადიკალური ნაბიჯი უნდა გადადგას. “ოპოზიციამ შეუძლებელი უნდა შეძლოს!პარტიები უნდა დაშალონ და შეიქმნას ერთი დიდი მოძრაობა!”-გუბაზ სანიკიძე appeared first on [/url]. ALIA.GE
  14. ალერგოლო-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი დანიასა და დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირებისა და მართვის სუნთქვაზე მყოფთა მონაცემებს საქართველოსას ადარებს და ამბობს, რომ სხვაობის მიზეზი ვაქცინაციის მაჩვენებელია. კულუმბეგოვის განცხადებით, თუ ქვეყანაში აცრის მაჩვენებელი მაღალი არ იქნება, პანდემია არ დასრულდება. “ამ განსხვავებას განაპირობებს ვაქცინაციის მაჩვენებელი, ამიტომ ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ, რომ თუ ქვეყანაში არ იქნება ვაქცინაციის მაღალი მოცვა მუდმივად დავკარგავთ ათასობით ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს ანუ აქ პანდემია არ დასრულდება”, — წერს ის ფეისბუქგვერდზე. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქვეყანაში სრულად ვაქცინირებული 1 226 924 ადამიანია, რაც ზრდასრული მოსახლეობის 42,7%-ს შეადგენს. REZONANSI
  15. ფუტსალის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა გადაცემაში “სპორტი იმედზე” გუნდში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა “კუმანას, თოფურიას, ჩვენ 7 ნომერს ისეთი ტრავმა ჰქონდა, პლუს, თურმე კოვიდი, 39 სიცხიანი, რაც მატჩის შემდეგ გაირკვა. თუ დავაკვირდებით ვიდეოებს, ცოტა არანორმალური სახე აქვს. თავისი ქვეყნის სიყვარულს, თავის განწირვამდე მიჰყავს. ჩემი მხრიდან, მინდა მადლობა გადავუხადო ბიჭებს და გულშემატკივარმა ეს იცოდეს”, – განაცხადა ასათიანმა. ასათიანის დამატებით, თალესი სწორედ კორონავირუსის გამო დააკლდათ რუსეთთან, ხოლო თუ ნახევარფინალში გავიდოდით, კიდევ 5 მოთამაშე არ გვეყოლებოდა. ნახევარი გუნდი კარანტინშია კორონავირუსის გამო. The post ავთანდილ ასათიანი: “ჩვენ 7 ნომერს კოვიდი ჰქონდა, 39 სიცხიანი და ისეთი ტრავმით თამაშობდა” appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  16. ლაშა შავდათუაშვილი პარიზის გრან-სლემის გამარჯვებული გახდა - რა თანხა გამოიმუშავა ქართველმა სპორტსმენმა ტურნირზე ? View the full article
  17. საქართველოში კორონავირუსის შემთხვევის მატებასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრში მოსახლეობის მიმართვიანობა გაზრდილია. 112 მოქალაქეებისთვის განცხადებას ავრცელებს.„112-ში, 24 საათის განმავლობაში, 35%-მდე არამიზნობრივი და საინფორმაციო ტიპის ზარი ფიქსირდება, რაც მუშაობას აფერხებს. გთხოვთ, გამოიჩინეთ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და არამიზნობრივად არ დარეკოთ 112-ზე. გადაუდებელი შემთხვევისას, შეუფერხებლად დაკავშირებისთვის 112 დაიყო სამ არხად:• 112- სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარება;• 112 1 – პოლიცია და სახანძრო სამაშველო სამსახური;• 112-2 -Covid -19 Covid-19-ის ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურების შემთხვევაში მოქალაქეს შეუძლია დარეკოს 112-2-ზე ან დარეგისტრირდეს პორტალზე.112-ის მიერ, Covid-19 დადასტურებული შემთხვევები, შემდგომი მონიტორინგისთვის, გადაეცემა ოჯახის ექიმებს. თუ 48 საათის განმავლობაში არ დაგიკავშირდათ ოჯახის ექიმი, შეგიძლიათ, დარეკოთ ცენტრალური ონლაინკლინიკის ცხელ ხაზზე – 1522, ხოლო კერძო დაზღვევის შემთხვევაში, თქვენი სადაზღვევო კომპანიის ცხელ […] REZONANSI
  18. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 19 098 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 314 603. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 52 362 კვლევა ტესტით, მათ შორის 29 383 კვლევა ანტიგენის ტესტით და 22 979 PCR ტესტით. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 5 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 36.47%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 30.65% ხოლო 7 დღის მანძილზე – 27.00%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 17 531 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 089 091. ბოლო 24 საათში კორონავირუსით […] REZONANSI
  19. დუშეთის ყოფილი მერი თამაზ მეჭიაური კორონავირუსის დიაგნოზით საავადმყოფოში რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს. როგორც პოლიტიკოსის მეგობარი თამაზ ჭეიშვილი წერს, თამაზ მეჭიაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. „ინფორმაცია მეჭიაურის შესახებ: მისმა ვაჟმა ზაზამ 5 წუთის წინ მაცნობა, კრიზისი გადალახულია! კონტაქტურია, სატურაცია ზევით იწევს!“, – წერს თამაზ ჭეიშვილი. The post „მისმა ვაჟმა ზაზამ 5 წუთის წინ მაცნობა, რომ…“ – უახლესი ინფორმაცია თამაზ მეჭიაურის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ appeared first on InterPost.ge. View the full article
  20. 6 თებერვალს საქართველოში სინოპტიკოსები თითქმის ყველა რეგიონში ძლიერ თოვას პროგნოზირებენ. ქალაქების მიხედვით 6 თებერვლის ამინდის პროგნოზი ასეთია: გაგრა +4 – წვიმა სოხუმი +5 – წვიმა ზუგდიდი +4 – წვიმა მესტია -5 – თოვლი ფოთი +5 – წვიმა ბათუმი +8 – წვიმა ოზურგეთი +6 – წვიმა ქუთაისი +2 – წვიმა ამბროლაური +2 – თოვლი ახალციხე +3 – თოვლი ბორჯომი +3 – თოვლი ბაკურიანი -4 – თოვლი გორი +3 – თპოვლი ცხინვალი +1 – თოვლი სტეფანწმინდა -6 – უმეტესად მზიანი გუდაური -10 – უმეტესად მზიანი თელავი +6 – უმეტესად მზიანი რუსთავი +8 – უმეტესად მზიანი თბილისი +6 – უმეტესად მზიანი The post თოვლი და ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა – 6 თებერვლის პროგნოზი ქალაქების მიხედვით appeared first on InterPost.ge. View the full article
  21. იტალიაში კიდევ ერთი ემიგრანტი გარდაიცვალა. ამ სამწუხარო ინფორმაციას საქართველოდან წასული ქალები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. “კიდევ ერთმა ემიგრანტმა – კარგმა და თბილმა ქალბატონმა დაგტოვა საქართველოვ უცხო მიწიდან, იტალიის ემიგრანტმა. ძალიან თბილი, ძალიან კარგი დედა და ძალიან კარგი მეგობარი… ნათელი და სანთელი მის ლამაზ სულს… რამდენი ადამიანი უნდა შეიწიროს ემიგრაციამ?! თავის მიწას და საქართველოს მონატრებული, დაგვტოვა და წავიდა… ვუსამძიმრებ მის დაიკოს, რომელიც ემიგრაციაშია. სამძიმარი ოჯახს, ნათესავებს და ყველა მის მეგობარს, კარგი სალამის და შეხვედრის მეტი არაფერი მახსოვს, გული დამწყდა…” – წერს ემიგრანტი იტალიიდან. ამ სამწუხარო ფაქტს გარდაცვლილის ახლობელიც ეხმაურება: “ჩემო მარინა ეს რა წავიკითხე. რა ძალიან დამწყვიტე გული. მე თვითონ გაჭირვებული როგორ […] REZONANSI
  22. 30 წლის ლეგენდარულმა ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა კარიერაში პირველად პარიზის გრან სლემი მოიგო. ფინალში ლაშამ იაპონელი სოიჩი ჰაშიმოტო დაამარცხა. ბრინჯაო მოიპოვეს ვაჟა მარგველაშვილმა და ამირან პიპინაშვილმა. შავდათუაშვილს ოქროს მედალთან ერთად 5000 ათასი ევრო ერგო, აქედან გარკვეული ნაწილი მწვრთნელთან წავა. ვაჟას და ამირანს კი 1500-1500 ევრო, საიდანაც 300 ევრო მწვრთნელისაა. დღეს ტატამზე ტატო გრიგალაშვილი, ბექა ღვინიაშვილი და ლუკა მაისურაძე გამოვლენ. The post რამდენი გამოიმუშავა ლაშა შავდათუაშვილმა პარიზის გრან სლემის მოგებით? appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  23. “მანჩესტერ იუნაიტედის” ახალგაზრდა ვარსკვლავმა მეისონ გრინვუდმა მეგობარი გოგონა სცემა, დააკავეს, “მანჩესტერმა” მას პრაქტიკულად ყველაფერი აუკრძალა, დღეს კი გრინვუდი გირაოთი არის გათავისუფლებული. საინტერესო გამოდგა ჩვენ მიერ გამოქვეყნებული სხვა სტატიაც, სადაც აღმოჩნდა, რომ გაუპატიურებაში ან პედოფილიაში ბრალდებულ ყველა ფეხბურთელს “მანჩესტერ სიტიში” უთამაშია ჩედ ევანსი (გაამართლეს), ადამ ჯონსონი (პედოფილია), რობინიო და ბენჟამინ მენდი. ბოლო 2 დღეში ბენჟამინ მენდის სავარაუდო მსხვერპლთა სია 7-დან 9 მდე გაიზარდა. ხალხი ფიქრობს, რომ მდიდარ ფეხბურთელებს გოგოები უჩალიჩებენ, მაგრამ ყველაზე საინტერესო მაინც ის არის, რომ ყველა მათგანი მანჩესტერიდან არის. The post რა ხდება ქალაქ მანჩესტერში”? ყველა პედოფილი, მოძალადე, გაუპატიურება appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  24. ბათუმის “დინამოს” დღეს ყველაზე მეტად ორი რამ სჭირდება. “დინამოს” შემადგენლობაში დღეს ყველაზე სუსტი რგოლი ცენტრალური დაცვაა. ბელგრადის “პარტიზანთან” მატჩიც გამოჩნდა, რომ გუნდის დაცვა კრიტიკას ვერ უძლებს. განსაკუთრებით, აზაცკი გამოირჩა, რომელმაც ძალიან ცუდად ითამაშა. “დინამოში” სხვა მცველები – კობახიძე, რეხვიაშვილი და ქაფიანიძე არიან. საჭიროა სოლიდური და კვალიფიციური ლეგიონერი. გარდა ამისა, “პარტიზანთან” თამაშის დროს რამდენჯერმე საყურებელი ლინკი გაფუჭდა და მას შემდეგ, რაც Europebet-მა სპონსორობაზე უარი თქვა, კლუბს ფოტოგრაფები, სოციალური მედიის მენეჯერები და ციფრული მარკეტერები აღარ ჰყავს, რაც დღემდე ვერ იპოვეს. მალე ეროვნული ლიგა დაიწყება, “დინამო” კი საქართველოს სახელს ჩემპიონთა ლიგაზე დაიცავს… The post ორი რამ, რაც ბათუმის “დინამოს” ყველაზე მეტად სჭირდება! appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  25. ერთ წელიწადში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 22,6%-ით გაიზარდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის დეკემბერში საარსებო შემწეობას 643 167 ადამიანი იღებდა, ეს კი 118 569-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2020 წლის დეკემბერში სახელმწიფოს დახმარების იმედად 524 598 ადამიანი იყო.აღსანიშნავია, რომ ღარიბი მოსახლეობის წილით პირველ ადგილზე თბილისია (მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე). დედაქალაქში შემწეობას 130 748 ადამიანი იღებს, რაც შემწეობის მიმღებთა საერთო რაოდენობის 20,3%-ია. მეორე ადგილზეა იმერეთი 13%-ით, ამ რეგიონში საარსებიო შემწეობას 83 563 ადამიანი იღებს. სამეულშია ქვემო ქართლი, სადაც სახელმწიფო დახმარებას საარსებო შემწეობის მიმღებთა საერთო რაოდენობიდან 12% იღებს, ჯამში – 77 681 ადამიანი.ამასთან, ბოლო ერთი წლის განმავლობაში […] REZONANSI
×
×
  • შექმენი...