Jump to content
Planeta.Ge

planeta.ge

პლანეტელი
  • პოსტები

    3.681
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი planeta.ge

  1. კვიპროსის ჩემპიონატის მე-18 ტურში “აპოელმა” სტუმრად ძალიან დაძაბულ მატჩში ლიმასოლის “აელი” 2-3 დაამარცხა. დუბლი ქვილითაიამ შეასრულა, ოქრი 26-ე წუთზე შემოვიდა, დაუშვილმა სრულად ითამაშა. აღსანიშნავია, რომ მატჩის 73-ე წუთზე ქვილითაიამ ცარიელ კარში გატანა ვერ შეძლო, თუმცა ზუსტად 45 წამში გიორგიმ მიზანი გაისწორა და გამარჯვების ბურთი შეაგდო. ჩემპიონატში ჩვენბურს 9 გოლი დაუგროვდა. The post ქვილითაიას წლის აცილება და 1 წუთში გასწორებული მიზანი (ვიდეო) appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  2. ვერძი ამ დღეს უზარმაზარ ინტერესს იწვევთ საპირისპირო სქესის წარმომადგენლებში და ეცადეთ, ამით სწორად ისარგებლოთ. წარსულზე ტირილი არ ღირს, ამიტომ ძალა მოიკრიბეთ და ცხოვრება განაგრძეთ. ეცადეთ, რაც შეიძლება მეტი ურთიერთობა გქონდეთ თანამოაზრეებთან. კურო თუ რაიმე კონკურსში ან შეჯიბრში მონაწილეობა შემოგთავაზეს, უარი არ თქვათ, რადგან უპირობო გამარჯვებული იქნებით. ამ დღეს სილამაზის სალონში წასვლა არ ღირს, რადგან საეჭვოა, შედეგით კმაყოფილი დარჩეთ. ამ დღეს ვინმეს კრიტიკისგან თავი შეიკავეთ. თქვენი სიტყვები შეიძლება განსხვავებული ინტერპრეტაციით და სრულიად სხვა ადამიანს მიუტანონ. ტყუპები ამ დღეს თქვენთვის სასარგებლო იქნება კაფეში ვიზიტი. გეჩვენებათ, რომ დღე შემთხვევითობებით სავსეა, თუმცა გახსოვდეთ, რომ შემთხვევით არაფერი ხდება. სავარაუდოდ, ფულის ხარჯვა გელით. კირჩხიბი ნურავის უსმენთ და ისე იცხოვრეთ, როგორც გეცხოვრებათ. კარგი მსმენელი მოძებნეთ და ამოთქვით ყველაფერი, რისი თქმაც ამდენი ხანია, გსურთ. ნუ დაუჯერებთ რჩევებს. დიდი შანსია, რომ ისინი არაგულწრფელი იყოს. ლომი საღამოს საკუთარ თავთან მარტო დარჩენა მოგინდებათ, რაც ახალი სასიცოცხლო ძალით და ენერგიით აგავსებთ. ასე რომ, ნუ იტყვით უარს განმარტოებაზე. თუ თავში რაიმე გენიალური იდეა მოგივიდათ, აუცილებლად ჩაიწერეთ. ეცადეთ, საკუთარი ქმედებები გააანალიზოთ. თუ საკუთარ თავზე მუშაობას არ ისწავლით, შესაძლოა, მარტო დარჩეთ. ქალწული საშუალება მოგეცათ, რომ ქველმოქმედებისთვის რაღაც გააკეთოთ. ამ დღეს შეგიძლიათ, სურვილების სია შეადგინოთ. შესაძლოა, ძველ, მაგრამ არცთუ ისე სასიამოვნო ნაცნობებს შეხვდეთ, თუმცა თავის მოჩვენება, რომ არ დაგინახავთ, არ ღირს. სასწორი სასწორებო, გაათავისუფლეთ საკუთარი თავი კომპლექსებისგან და არ ინანებთ. ამ დღეს შესაძლოა, წვრილმანი ქურდობის მსხვერპლი აღმოჩნდეთ. ვარსკვლავები არ გირჩევენ დღეს რამე საქმეში ფულის დაბანდებას. მორიელი შექმნილი სიტუაციით კარგი მაგალითს მიიღებთ. გირჩევთ, დასვენებაზე იფიქროთ, რადგან სწორედ ამ დღეს იგრძნობთ, თუ რომელი ემოციები არ გყოფნით და სად შეძლებთ მათ ანაზღაურებას. ამ დღეს შესაძლოა, მეორე ნახევარს ეჩხუბოთ, რასაც შემდეგ ინანებთ. მშვილდოსანი მშვილდოსნები თანდათანობით მიჰყვებიან ცხოვრების დინებას. ვარსკვლავები გკარნახობენ, რომ უკვე ძალიან ახლოს ხართ მიზანთან, ამიტომაც, თვალები სიხარულით გიბრწყინავთ. შესაძლოა, მეორე ნახევართან კონფლიქტი წარმოგექმნათ. თუკი ამ უსიამოვნების თავიდან აცილება გსურთ, იყავით უფრო მომთმენი, ფულთან მიმართებაში სიფრთხილე გმართებთ, შესაძლოა მოულოდნელად თანხა დაკარგოთ. თხის რქა ეს დღე შესანიშნავია ბავშვებთან ურთიერთობისთვის. მეოჯახე თხის რქებს ვარსკვლავები ურჩევენ, გაათამამონ ახლობლები სითბოთი და ყურადღებით. ამ დღეს ნაკლები ისაუბრეთ და უფრო მეტი იმოქმედეთ. მერწყული მერწყულებო, ნუ შეგშურდებათ სხვების. ნუ დააიგნორებთ ადამიანებს, რომლებიც თხოვნით მოგმართავენ. შესაძლოა, რომელიმე მნიშვნელოვანი მომენტით აღფრთოვანდეთ, თუმცა, პატარა უმნიშვნელო დეტალიც კი თქვენს იმედგაცრუებას გამოიწვევს. თევზები თევზებო, გამოიჩინეთ თავაზიანობა, თუკი ამ დღეს ვინმეს გაცნობა მოგიწევთ. უფრო ხშირად გაათამამეთ საკუთარი თავი და დაიწყეთ ეს ახლავე. საღამო მშვიდ გარემოში ჩაივლის. The post დღეს დიდი დღეა – ოცნებები ხდება! დაწერეთ რომელი ზოდიაქო ხართ და ნახეთ რა სიურპრიზი გელოდებათ დღეს appeared first on InterPost.ge. View the full article
  3. საქართველიში კორონავირუსის 11 235 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 34 ადამიანი გარდაიცვალა. 24 საათში 33 905 ტესტი ჩატარდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 33,14%, ბოლო 14 დღის – 27,37%, ბოლო 7 დღის – 30,99%. დღიურად 722 აიცრა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსით 15 246 ადამიანი გარდაიცვალა. The post კორონავირუსის 11 235 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 34 ადამიანი გარდაიცვალა appeared first on InterPost.ge. View the full article
  4. ქვეყანა კოვიდის მეექვსე ტალღის პიკში – ექიმები ვარაუდობენ, რომ დაინფიცირებულთა რაოდენობის კლება ქვეყანაში მხოლოდ თებერვლის ბოლოსთვის დაიწყება. ისინი მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში მკვეთრად იმატა რეინფიცირების შემთხვევებმა და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს განსაკუთრებული ყურადღება მართებთ. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები საზოგადოებას რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებენ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში დევი ტაბიძე ამბობს, რომ ვირუსის მაღალი მაჩვენებლები კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება. “დღევანდელი სიტუაცია შეიძლება შეფასდეს ისე, რომ ჩვენ უკვე ვართ “ომიკრონის” ტალღის პიკზე და ეს კიდევ დაახლოებით ერთი კვირა – ათი დღე გაგრძელდება და ის დაიწყებს კლებას. გამოვიყენოთ ნიღაბი და დავიცვათ დისტანცია, არ ვიყოთ მრავალი ადამიანის თავყრილობის გარემოში,”- აცხადებს დევი ტაბიძე. ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა კი მოსახლეობას ვაქცინაციისა […] REZONANSI
  5. ეს არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის აკეთებს იმას, რაც მის თავშია და ყოველთვის უჯერებს მას, ვინც ეთანხმება მის წარმოსახვით, ბოდვით იდეებს, – ასე შეაფასა ყოფილმა პოლიტპატიმარმა ბიძინა გიორგობიანმა მიხეილ სააკაშვილი. მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტი სწორედ ასე მოიქცა 2008 წელს და ახლაც, როდესაც საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა. ​„მაშინაც ასე დაღუპა საქართველო და ახლა დაღუპა საკუთარი იმიჯი და თუ რამე სადმე კიდევ ჰქონდა შერჩენილი. არცერთ ევროპულ დედაქალაქში სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლას და აქ დესტაბილიზაციას მხარს არ დაუჭერდნენ. ეს იყო ცალსახა და ერთმნიშვნელოვანი“, – ამბობს გიორგობიანი. The post ბიძინა გიორგობიანი სააკაშვილზე: ყოველთვის უჯერებს მას, ვინც ეთანხმება მის წარმოსახვით, ბოდვით იდეებს appeared first on [/url]. ALIA.GE
  6. ცხინვალის რეჟიმის დე ფაქტო ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთში გაწევრიანების აუცილებლობაზე ისაუბრა. "ჩვენ ვახორციელებთ პროგრამას „ხუთი ნაბიჯი რუსეთში“. აუცილებელია წინაპირობების შექმნა, რათა სამხრეთ ოსეთი რუსეთს შეუერთდეს. ეს ჩემი აკვიატებული აზრი არ არის. ეს ჩვენი ერის სურვილია ჯერ კიდევ გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან. ზოგიერთ პოლიტიკოსს მიაჩნია, რომ სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი უნდა იყოს, მაგრამ დამოუკიდებლობაზე უფრო მნიშვნელოვანია ეთნოსის გაერთიანება, ხალხის, რომელსაც ერთიანი ტრადიციები, კულტურა და ენა გააჩნიათ“ - განაცხადა ბიბილოვმა. ბიბილოვმა განაცხადა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი რუსეთის იმპერიის შემადგენლობიდან საკუთარი ნებით არ გამოსულა, ხოლო 1990-იან წლებში რესპუბლიკის მოსახლეობის 99,9%-მა საბჭოთა კავშირში დარჩენას რეფერენდუმზე მხარი დაუჭირა. tia.ge
  7. ქვეყანაში შეზღუდვები მოსალოდნელი არ არის, საკორდინაციო საბჭოს მთავარი მოწოდებაა ვაქცინაცია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. გამყრელიძის თქმით, პანდემიის დასრულების ძირითადი გზა იმუნიზაციაზე გადის. „არავითარი შეზღუდვები არ იქნება. საკოორდინაციო საბჭოს მთავარი მოწოდება გახლავთ, რომ ავიცრათ, რადგან აცრა აკავებს ინფექციას. ასევე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბუსტერიზაცია. რაც მეტი ბუსტერი გაკეთდება, მით უფრო კარგად შეკავდება ინფექცია და მშვიდად ვიქნებით, რომ არ გვექნება რთული შემთხვევები. პანდემიის დამთავრების გზა გადის მხოლოდ და მხოლოდ იმუნიზაციაზე. რაც მეტი აცრილი ადამიანი იქნება, რაც მაღალი იქნება იმუნური ფენა ქვეყანაში, მით უფრო ადვილად დავძლევთ და ნაკლები დაზიანებით გამოვალთ ეპიდემიისგან“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. ამ დროისთვის ბუსტერ […] REZONANSI
  8. დიდუბის რაიონში, ერთ-ერთმა კერძო კომპანიამ, თბილისი ენერჯისთან შეუთანხმებელი სამუშაოების შესრულებისას გაზსადენი დააზიანა და შედეგად 3400 აბონენტს გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისი ენერჯი ავრცელებს. კერძოდ, გაზის მიწოდება შეუწყდა: მარჯანიშვილის ქ. 2, 3, 4, 16, 16-2, 16-3, 16-4 (16-4ა), 16-5, 18, დავით აღმაშენებლის გამზ. 104, 106, 108, 114, 116, 118, 120, 124, 130, 132, 138, 140, 142, 146, ორდე დგებუაძის ქ. 1, 2, 4, 4ა, 6, 8, 10, კრილოვის (ახლ. ჯანსუღ კახიძის ქუჩა) ქ. 1, 3, 4, 5, 8, 10, 15, პასტერის ქ. 1, 2, 3, 4, 5, 7, ტეტელაშვილის ქ. 8, უ. ჩხეიძის ქ. 4, 5, 6, 10, 11, 12/14/16-ში მდებარე შპს „ბელი”-ს, უ. ჩხეიძის ქ. 20, 21, 23, 25, დიმიტრი უზნაძის ქ. 48, 50, 54, 56, 68, 72, 74, 79/81, 80, 87, 91ა, 93, 105, 107, 109, 111, 113, 115, 115კ, 117, ცაბაძის ქ. 1კ, 2, 2კ, 3კ, 4კ, ასევე დ. უზნაძის, კრილოვის (ახლ. ჯანსუღ კახიძის ქუჩა), ტეტელაშვილის, დ. აღმაშენებლის გამზირის, ხვამლის, უ. ჩხეიძის, პასტერის, მარჯანიშვილის, დგებუაძის ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობას. აგრეთვე გაზმომარაგება შეუწყდება აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ მსხვილ და მცირე კომერციულ ობიექტებს, მათ შორისაა: საჯარო სკოლა # 150, შპს „ყაზბეგი 1881”, შპს „თოფაძე და კომპანიას”, ი/მ ,,აბულაძე”, სსიპ „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების საზოგადოებრივი კოლეჯი”, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, ფ.პ „ლალი ანთიძე”, შპს „ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკა”, სს „პრაქტიკას”, საქ. სპორ. ეროვნული ცეკვების კავშირი, სსიპ ეროვნული მუსიკალური ცენტრი, საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი, სს „სტადიუმ ჰოტელ”, შპს ,,ახალი საქართველო”, თავდაცვის სამინისტროს ობიექტი, შპს „მშვიდობა 91”, შპს „ხემსი”-ს, სს ,,რეალ ინვესტი”, შპს „ბაკურ სულაკაური”, შპს „მაგთი”, შპს „დი და ჯი”, შპს „ჯი დი დეველოპმენტი”, შპს „კმ ჯორჯია”, კინომსახიობთა თეატრი, ქართული ფილმის განვითარების ფონდი, „აბა და კომპანია”, შპს „ხემსი”, შპს „ავერსი ფარმა”, შპს „პსპ ფარმა”, ფ.პ. მაკა ტატანაშვილი, შპს „სპორტს საიენს ჯორჯია”, სს „ტერაბანკი” და სხვა; აგრეთვე - უშანგი უჩხეიძის ქ. 33-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას, (გმპ #17-ზე ზის) წინამძღვრიშვილის ქ. 104-დან 138-ის ჩათვლით (წყვილი ნომრები), წინამძღვრიშვილის ქ. 97-დან 113-ის ჩათვლით (კენტი ნომრები), კარგარეთელის ქ. 1, 3ა, 3ბ, 5, 5ა, 7, 9, 11, ზ. ჭავჭავაძის ქ. 2, 4, 6, 8, 9, 10, 12, 14, 16, ტოვსტონოგოვის ქუჩის, ივ. ჯავახიშვილის ქ. 102, 104, 106, 108, 110, 112, 114, 116, 118, 120. დავით აღმაშენებლის გამზ. 113, 115, 117, 119, 121-ში მცხოვრებ მოსახლეობას, ასევე მცირე კომერციულ კომერციულ ობიექტებს: მარჯანიშვილის ქ. 5-ში მდებარე შპს „აივნიანი ქალაქს“, შპს „ჯორჯიან გრუპს”, შპს „დაუნთაუნ თბილისს”, მარჯანიშვილის ქ. 7-ში – სს „თი ბი სი ბანკს”, დ. უზნაძის ქ. 52-ში - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სხვა. გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 13:00 სთ-დან, ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოების დასრულებისთანავე და სრულად აღდგება დღის ბოლომდე tia.ge
  9. დღეიდან, 7 თებერვლიდან საქართველოს მოქალაქეები საბერძნეთში შესვლას შეძლებენ. ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. მათი ცნობით, საქართველოს მოქალაქეებს საბერძნეთში გამგზავრება შეუძლიათ, თუ საბერძნეთში მიმავალი მგზავრი აკმაყოფილებს ამ პირობებიდან ერთ-ერთს: ვაქცინირებულია გამგზავრებამდე არანაკლებ 14 დღით ადრე, ან ფლობს ვაქცინაციის მოწმობას, რომელიც ძალაშია ვაქცინაციის ბოლო დოზიდან მომდევნო ცხრა (9) თვის განმავლობაში. წარადგენს COVID-19-ისგან გამოჯანმრთელების დამადასტურებელ საბუთს, გაცემულს დიაგნოსტიკიდან მე-14 დღეს – 180 დღიანი მოქმედების ვადით. წარადგენს უარყოფით მოლეკულურ ტესტს (PCR), რომელიც მგზავრობამდე მაქსიმუმ 72 საათით ადრეა გაკეთებული, ან ოცდაოთხი (24) საათით ადრე გაკეთებულ ანტიგენის სწრაფი ტესტის უარყოფით პასუხს.ყველა მგზავრი ვალდებულია საბერძნეთში გამგზავრებამდე შეავსოს PLF ფორმა https://travel.gov.gr/#/. REZONANSI
  10. "ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან ხაბეიშვილი მისი თანაგუნდელის ნიკა მელიას ფარულ ჩანაწერს გამოეხმაურა. "ეს ამბავი ცარიელ ჭიქაში ქარიშხლის ატეხას ჰგავს. ნიკა მელია იმ პოზიციით, რომ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლას მხარს არ უჭერდა, გულისხმობდა შემდეგს, მან იცოდა რა ეცოდებოდა სააკაშვილს, ვგულისხმობ მის დაკავებას, ჯანმრთელობის ხელყოფას, რაც პრინციპში სააკაშვილმაც იცოდა და ის შეგნებულად წავიდა ამ ნაბიჯზე. მას ევროპელი დიპლომატები აფრთხილებდნენ იმის შესახებ, რომ საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში რეჟიმი, რა თქმა უნდა, ეცდებოდა მის დაკავებას. დარწმუნებული ვარ, სააკაშვილს არანაირი გულისწყრომა არ ექნება და დიდი ალბათობით არც დაინტერესდებოდა ამ სისულელის გამოქვეყნების შემდეგ“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. tia.ge
  11. ადამიანებს, რომლებმაც კორონავირუსის გამო ყნოსვა დაკარგეს, მკვლევარები მოუწოდებენ, სტეროიდების მიღების ნაცვლად “ყნოსვის ვარჯიში” ჩაიტარონ. ეს არის პროცესი, რომლის დროსაც სხვადასხვა სურნელი უნდა შეიყნოსონ მანამ, ვიდრე ტვინი სუნების ცნობას ხელახლა არ შეძლებს. საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფში ამბობენ, რომ ყნოსვის ვარჯიშები იაფი და მარტივია და განსხვავებით სტეროიდებისგან, გვერდითი მოვლენების რისკი არ არსებობს. ყნოსვის დაკარგვა კორონავირუსის ინფექციის ერთ-ერთი მთავარი სიმპტომია. ბევრ შემთხვევაში, გემო და ყნოსვა გამოჯანმრთელებისთანავე ბრუნდება, თუმცა პაციენტების დიდი ნაწილი ამბობს, რომ ეს შეგრძნებები კვირების და ხან თვეების განმავლობაშიც კი არ დაბრუნებულა. ბრიტანელი პროფესორი კარლ ფილპოტი ამბობს, რომ ყნოსვის დასაბრუნებლად ექიმების მიერ დანიშნული მკურნალობა კორტიკოსტეროიდებით იშვიათ შემთხვევაში ამართლებს. ​სტეროიდების გვერდით მოვლენებს შორის კი არის სითხის შეკავება, მაღალი წნევა და ხასიათის ცვლილებებთან დაკავშირებული პრობლემები. ყნოსვის სრულიად უსაფრთხო ვარჯიშების დროს კი შეგიძლიათ, შეისუნთქოთ ოთხი სხვადასხვა სუნი, რომელიც თქვენთვის კარგად არის ნაცნობი – მაგალითად, ფორთოხალი, პიტნა, ნიორი ან ყავა დღეში ორჯერ, რამდენიმე თვის განმავლობაში. პროფესორი ფილპოტი ამბობს, რომ კვლევის შედეგად, 6 თვის განმავლობაში პაციენტების 90%-ს ყნოსვა სრულად აღუდგა. The post როგორ დავიბრუნოთ კოვიდის გამო დაკარგული ყნოსვა – სპეციალისტები მარტივ და უსაფრთხო სავარჯიშოს გვთავაზობენ appeared first on [/url]. ALIA.GE
  12. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 33 905 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 924 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 981 PCR ტესტით. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 11 235 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 6 133 შემთხვევა. აჭარა – 1 139 იმერეთი – 1 376 ქვემო ქართლი – 628 შიდა ქართლი – 563 გურია – 184 სამეგრელო – ზემო სვანეთი – 500 კახეთი – 344 მცხეთა-მთიანეთი – 157 სამცხე-ჯავახეთი – 194 რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 17 The post 6 133 თბილისი, 1 376 იმერეთი – კოვიდინფიცირების გავრცელების არეალი რეგიონებში appeared first on [/url]. ALIA.GE
  13. პოლიტოლოგი გია ნოდია მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნას სამი ძირითადი მიზეზი აქვს: ბიძინა ივანიშვილის მთავრობა, თვითონ სააკაშვილი და ხალხი, რომელიც სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლას სთხოვდა. „მიშა რომ ციხეშია, ამაზე პასუხისმგებლობას ინაწილებენ (მითითებული თანმიმდევრობით): 1. ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი 2. თვითონ მიშა (რაკი ჩამოსვლა გადაწყვიტა) 3. ის ხალხი, ვინც „მიშა ჩამოდიო“, იძახდა. ამ სამის გარდა, მიშას ციხეში ჯდომა არავისი ბრალი არაა. ზოგადად ქართული საზოგადოების ბრალია, რომ „ქართული ოცნება“ აირჩია და იმის შემდეგ იტანს,“- წერს გია ნოდია სოციალურ ქსელში. The post “ამ სამის გარდა, მიშას ციხეში ჯდომა არავის ბრალი არაა” – გია ნოდია appeared first on [/url]. ALIA.GE
  14. საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია“ საკანონმდებლო ორგანოში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის უახლოეს სხდომაზე, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს იბარებს. “ვითხოვთ, რომ ზალკალიანი გამოცხადდეს კომიტეტზე, უპირველეს ყოვლისა, იმისთვის, რომ განვიხილოთ ჩრდილოეთის, ბალტიის და შავი ზღვის ახალი თანამშრომლობის ფორმატში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა”,- შესაბამისი განცხადება “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ გააკეთა. მისი თქმით, უკრაინაში რუსული აგრესიისა და დასავლეთის მხრიდან შეკავების ახალი არქიტექტურის ფონზე, რეგიონში იქმნება ახალი რეალობა და ეს არის დიდი შანსი, რომელიც საქართველომ უნდა გამოიყენოს. „უკრაინაში რუსული აგრესიისა და დასავლეთის მხრიდან შეკავების ახალი არქიტექტურის ფონზე, რეგიონში იქმნება ახალი რეალობა და ეს არის დიდი შანსი, რომელიც საქართველომ უნდა გამოიყენოს, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ხელისუფლების მხრიდან სრულ უმოქმედობას ვხედავთ. ამიტომ როგორც ეს რეზოლუციის შემთხვევაში მოხდა, როგორც ეს მოხდა უკრაინაში ვიზიტის შემთხვევაში, ამ შემთხვევაშიც სწორედ ოპოზიციამ უნდა იტვირთოს ხელისუფლების ფუნქცია და სწორედ ოპოზიციამ უნდა დაიცვას ქვეყნის ეროვნული ინტერესები. ჩვენ ვითხოვთ, რომ ზალკალიანი გამოცხადდეს კომიტეტზე, უპირველეს ყოვლისა, იმისთვის, რომ განვიხილოთ ჩრდილოეთის, ბალტიის და შავი ზღვის ახალი თანამშრომლობის ფორმატში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა. როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, ეს არის მცდელობა, რომ შეიქმნას ახალი კეთილდღეობისა და უსაფრთხოების სარტყელი რეგიონში და საქართველომ უნდა შეძლოს და გამოიყენოს ეს უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის სარტყელი. ეს არ არის ნატოსა და ევროკავშირის ალტერნატივა, მაგრამ, როგორც მან განმარტა, ეს არის შესაძლებლობა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებამდეც მივიღოთ უსაფრთხოება და კეთილდღეობა,“ – განაცხადა თინა ბოკუჩავამ. The post „ნაციონალური მოძრაობა“ დავით ზალკალიანს პარლამენტში იბარებს appeared first on [/url]. ALIA.GE
  15. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დეკემბრის შუა რიცხვებიდან დღემდე, საქართველოში გრიპის ვირუსის 72 შემთხვევაა დადასტურებული. როგორც გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, წელს ჭარბობს A ტიპის H3 ვირუსი და ასევე, ცირკულირებს რესპირატორულ-სინციტიალური, ადენო და ენტერო ვირუსები. გარდა ამისა, გამყრელიძის თქმით, პაციენტში ერთდროულად კოვიდ-19 და გრიპის ვირუსი ჯერჯერობით ლაბორატორიულად არ დადასტურებულა. „ახლა რესპირაციული ვირუსების სეზონია და კორონავირუსთან ერთად ცირკულირებს სხვა რესპირაციული ვირუსები, მათ შორის გრიპის ვირუსი. დეკემბრის შუა რიცხვებიდან ლაბორატორიულად დადასტურებულია გრიპის ვირუსის სხვადასხვა შტამი. წელს, ძირითადად პრევალირებს A ტიპის H3 ვირუსი და დაფიქსრებულია A ტიპის H1 და გრიპის B ვირუსიც. შედარებით ნაკლებია რინოვირუსი, თავისთავად ცირკულირებს რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსი, ადენოვირუსი, ენტერო ვირუსი“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ. REZONANSI
  16. “მომხმარებლებს, რომელთაც მრიცხველის ჩვენებასთან, მოხმარებულ კილოვატსაათებთან დაკავშირებით აქვთ პრეტენზია, გთხოვთ მოგვმართოთ შესაბამისი განცხადებით. თქვენი განცხადება უმოკლეს ვადებში იქნება განხილული.” – ნათქვამია “თელასი”-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. “იმ შემთხვევაში თუ მონაცემების შესწავლის პროცესში გამოიკვეთა ტექნური მიზეზით გამოწვეული უზუსტობა, აღნიშნული დაუყონებლივ გასწორდება და ინფორმაცია აბონენტს მიეწოდება. მომხმარებლებს შეუძლიათ მოგვაწოდონ ინფორმაცია: „თელასი“-ს ვებ-გვერდის ონლაინ ჩატის (www.telasi.ge) და facebook-გვერდის პირადი შეტყობინების (ს.ს თელასი – ოფიციალური გვერდი) საშუალებით; ელექტრონული ფოსტით telasi@telasi.ge ან დარეკონ კომპანიის call-ცენტრში (2 77-99-99).” – აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, სემეკმა დღეიდან დაიწყო “თელასი”-ს და “თელმიკო”-ს საქმიანობის შემოწმება, კონკრეტულად – თუ როგორ მოხდა აბონენტებისთვის მოხმარებული ელექტრო ენერგიის საფასურის დარიცხვა. ამის მიზეზი კი უკმაყოფილო მოსახლეობის განცხადებებია, რომლებიც აცხადებენ რომ ძალიან დიდი გადასახადები მოუვიდათ. The post სს „თელასი“ განცხადებას ავრცელებს appeared first on [/url]. ALIA.GE
  17. ყველაზე პოპულარული თიკანი, რომელსაც სახლში ზრდიდნენ, სახელად გოდო მოკვდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერეს. „გოდო დავაძინეთ, სულ მეყვარება ეს პატარა ციცქნა თიკანი. ჯერ ხომ ბიჭი იყო, მერე გოგო... ახლა არცერთი...“, - წერს სალომე გამცემლიძე. პატარა თიკანი თოქ-შოუების სტუმარიც იყო. ის სალომეს საცხოვრებელ ბინაში ჰყავდა. tia.ge
  18. იმის დასადგენად, არსებობს თუ არა ხარვეზები ენერგოკომპანიებში სემეკი "თელმიკოსა" და "თელასში" მონიტორინგს დღეიდან იწყებს - პროცესი ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიაში აცხადებენ, რომ მომხმარებლებს ზედმეტად გადახდილი თანხები ბალანსზე უკან დაუბრუნდებათ. ბოლო თვეებში ასობით მომხმარებელი აღნიშნავს, რომ ელექტროენერგიის არაადეკვატურად გაზრდილი გადასახადი მისდის. დეკემბერსა და იანვარში გაზრდილი გადასახადის გამო, სემეკში, უკმაყოფილო მოქალაქეების უამრავი საჩივარია შესული. tia.ge
  19. უკრაინაში 29 წლის ქართველი ემიგრანტი, გარდაიცვალა. ცნობილია, რომ ის ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილია, ხობში ცხოვრობდა და უკრაინაში უმუშევრობის გამო წავიდა, სადაც რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა. ბიჭი”სნოუბორდით” სრიალის დროს ხეს შეეჯახა, რის შემდეგაც 1 კვირის განმავლობაში რეანიმაციაში იმყოფებოდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მისი ცხედარი საქართველოში უკვე ჩამოასვენეს. The post ტრაგიკული შემთხვევა უკრაინაში – გარდაიცვალა 29 წლის ქართველი ემიგრანტი appeared first on [/url]. ALIA.GE
  20. კომპანია „თელასი“ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავენ, რომ თუ მომხმარებლებს, რომელთაც მრიცხველის ჩვენებასთან, მოხმარებულ კილოვატსაათებთან დაკავშირებით პრეტენზია აქვთ, კომპანია „თელასს“ შესაბამისი განცხადებით მიმართონ. როგორ კომპანიაში აღნიშნავენ, განცხადება უმოკლეს ვადებში იქნება განხილული. „იმ შემთხვევაში თუ მონაცემების შესწავლის პროცესში გამოიკვეთა ტექნური მიზეზით გამოწვეული უზუსტობა, აღნიშნული დაუყონებლივ გასწორდება და ინფორმაცია აბონენტს მიეწოდება. მომხმარებლებს შეუძლიათ მოგვაწოდონ ინფორმაცია: „თელასი“-ს ვებ-გვერდის ონლაინ ჩატის (www.telasi.ge) და facebook-გვერდის პირადი შეტყობინების (ს.ს თელასი - ოფიციალური გვერდი) საშუალებით; ელექტრონული ფოსტით telasi@telasi.ge ან დარეკონ კომპანიის call-ცენტრში (2 77-99-99)“,- ნათქვამია განცხადებაში. tia.ge
  21. ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს: "დაბუსტერებულები პრაქტიკულად ომიკრონით არ კვდებიან", - წერს კულუმბეგოვი. tia.ge
  22. Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 722-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 751 192 აცრა გაკეთდა. მ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 325 838 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 106 221, გარდაიცვალა 15 246 პაციენტი. The post 24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინით 722 ადამიანი აიცრა appeared first on [/url]. ALIA.GE
  23. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 33 905 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 924 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 981 PCR ტესტით. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 11 235 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 6 133 შემთხვევა. ✔️ აჭარა - 1 139 ✔️ იმერეთი - 1 376 ✔️ ქვემო ქართლი - 628 ✔️ შიდა ქართლი - 563 ✔️ გურია - 184 ✔️ სამეგრელო - ზემო სვანეთი - 500 ✔️ კახეთი - 344 ✔️ მცხეთა-მთიანეთი - 157 ✔️ სამცხე-ჯავახეთი - 194 ✔️ რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 17 tia.ge
  24. ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევი კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა. ინფორმაციისთვის, მოცემულ თეატრში კონკურსი 2021 წლის 8 დეკემბერს გამოცხადდა. კონკურსის ფარგლებში სამინისტროს მომართა სამმა კანდიდატმა – თეატრის ყოფილმა სამხატვრო ხელმძღვანელმა მამუკა ცერცვაძემ, თეატრის ყოფილმა დირექტორმა და სამხატვრო ხელმძღვანელის მოვალეობის ამჟამინდელმა შემსრულებელმა, ნანა წერეთელმა და რეჟისორმა მამუკა ტყემალაძემ. კულტურის სამინისტრომ მიიჩნია, რომ ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელის მიერ წარმოდგენილი თეატრის განვითარების ოთხწლიანი სტრატეგიული გეგმა მოკლებულია კონკრეტიკას და ვერ ქმნის ნათელ წარმოდგენას მომავალი ოთხი წლის მანძილზე თეატრის განვითარების შესახებ. რაც შეეხება ორ სხვა კანდიდატს, ერთ-ერთი მათგანი არ აკმაყოფილებს „პროფესიული თეატრების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს, ხოლო მეორე მათგანის მიერ წარმოდგენილი პროგრამა ზოგადი ხასიათისაა და არ ემყარება ჭიათურის თეატრის საჭიროებებს. შესაბამისად, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოცემულ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევი კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების თაობაზე. The post ჭიათურის თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევი კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა appeared first on [/url]. ALIA.GE
  25. საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 11 235 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 34 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 17 130 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა. კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 325 838-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 1 106 221 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 15 246 პაციენტი ემსხვერპლა. tia.ge
×
×
  • შექმენი...