Jump to content
Planeta.Ge

planeta.ge

პლანეტელი
  • პოსტები

    3.681
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი planeta.ge

  1. რუსეთს უკრაინასთან მოლაპარაკებებში მინიმალური მოთხოვნები აქვს – ამის შესახებ სერგეი ლავროვმა კონკურსის “რუსეთის ლიდერების” გახსნაზე განაცხადა. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დასავლეთი ისევ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ამ კრიზისის დროს, ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობა უფრო გაძლიერდება. “რუსეთ-უკრინას შორის დიალოგი გაუმჯობესდა, თუმცა მუდმივად იგრძნობა, რომ უკრაინის დელეგაციის ხელი, შეერთებულ შტატებს უჭირავს. ისინი არ აძლევენ უკრაინელებს უფლებას დაეთანხმონ იმ მოთხოვნებს, რომლებიც ჩემი აზრით, აბსოლუტურად მინიმალურია. რუსეთი მოელის, რომ უკრაინაში სპეცოპერაცია, უსაფრთხოების საკითხებზე დოკუმენტების ხელმოწერას მოჰყვება, რაც მის ნეიტრალურ სტატუსს ასახავს. ჩვენ გამოვაცხადეთ ჩვენი საკითხები. ეს საკითხები აბსოლუტურად ლეგიტიმური და გასაგებია,” – აცხადებს ლავროვი. REZONANSI
  2. დედაქალაქში მოსული უხვი ნალექის, ქარბუქისა და ინტენსიური თოვის გამო, შპს „თბილსერვის ჯგუფი“ საგანგებო რეჟიმში მუშაობს. თბილისის მერიის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, თბილისის მასშტაბით, შესაბამისი ტექნიკა უწყვეტად მუშაობს. გზის გაწმენდისა და ტექნიკური მარილის დაყრის სამუშაოები მიმდინარეობს როგორც ცენტრალურ, ასევე შიდა გზებზე. დედაქალაქში წუხელ ღამის შემდეგ 1 000 ტონაზე მეტი ტექნიკური მარილი დაიყარა. „მოვუწოდებთ მსუბუქი ავტომობილების მძღოლებს, გარდა მაღალი გამავლობის მქონე ავტომანქანებისა, რომ დროებით აუცილებლობის გარდა, გადაადგილებისგან თავი შეიკავონ. რაც შეეხება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობას, ამ ეტაპზე შეფერხებები ფიქსირდება ზოგიერთ მარშრუტზე, მათ შორის: პატარა ლილო, სოფელი ლისი, წყნეთი წავკისი, შინდისი, ტაბახმელა, კოჯორი, კიკეთის მიმართულებით. „თბილსერვის ჯგუფი“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ინტენსიური სამუშაოების შედეგად, აღნიშნული შეფერხებები […] REZONANSI
  3. თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი რუსეთ-უკრაინის ომზე სოციალურ ქსელში წერს: "ამ ომს მინიმუმ ორი დადებითი შედეგი ექნება. პირველი, უკრაინა გაიმარჯვებს და უფრო გაძლიერდება; მეორე, რუსეთში ან პუტინის რეჟიმის ცვლილება მოხდება ან საერთოდ დაშლას დაიწყებს. რუსეთი სულ მცირე ერთი ათეული წელი ვეღარ აღიდგენს ძალებს და დანაკარგებს. აქ ნანახი მარცხი დიდხანს გაყვება, როგორც მათ სამხედრო ელიტას, ისე მთლიანად ნაციას. სად ჯანდაბაში ვიქნებით ამ დროს ჩვენ და რას მოვიმოქმედებთ, ესაა მთავარი, რა კითხვაც უნდა დაუსვას ყველა საღად მოაზროვნე ქართველმა საკუთარ თავს. ისევ იმის გარკვევაში რომ არ ვიყოთ მუდამ - "გადავარქვათ თუ არა მოსკოვის გამზირს სახელი ანუ გვინდა თუ არა საერთოდ სახელმწიფო", - წერს ოქრუაშვილი. tia.ge
  4. პროპუტინისტურ რადიკალურ დაჯგუფება “ალტ ინფოს” ოფისისთვის ფართი სასულიერო პირმა, ლევან ჯიქურმა მიაქირავა. ჯიქური წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვარია. წინამძღვარს ყოველთვიურად 800 ლარს უხდიან. კასპში “კონსერვატიულმა მოძრაობამ” შტაბი ერთი თვის წინ გახსნა და ცდილობს ნაომარ რეგიონში პუტინის პოლიტიკის გაძლიერებას. “ტვ პირველი” The post ეკლესია რუსულ პროპაგანდაში – კასპში სასულიერო პირმა “ალტ ინფოს” ოფისი მიაქირავა appeared first on [/url]. ALIA.GE
  5. უკრიანელი ჟურნალისტი, ალექსეი ბობროვნიკოვი Facebook-ზე უკრაინაში გარდაცვლილი ქართველების შესახებ წერს. ბობროვნიკოვმა სოციალურ ქაელში დაწერა, რომ ერთ-ერთი ქართველი მებრძოლის (დავით რატიანი) დამსახურებით გადაურჩა სიკვდილს. “სათვალეს ვატარებ. შეტაკებამდე სამი დღით ადრე, ამ მებრძოლმა ტაქტიკური სათვალის დასამაგრებელი რეზინი მომცა. როცა ყველაფერი ცეცხლში გაეხვა, სათვალე სახიდან ჩამომივარდა, მის გარეშე ღამით ტყიდან ვერ გავაგნებდი, მაგრამ საკიდის დამსახურებით, ის ყელზე ჩამომეკიდა და ისევ გავიკეთე”, – წერდა ის. უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ქართველი მოხალისეების დაღუპვის შესახებ იმფორმაცია გუშინ გავრცელდა. "ბერო და დათო – გია ბერიაშვილი და დათო რატიანი. ისინი გუშინ, ირპენისთვის ბრძოლაში დაიღუპნენ, როდესაც ჩვენი ოცეული სადაზვერვო ბრძოლას ახორციელებდა. ბერო სიცოცხლისთვის ბოლო წუთამდე იბრძოდა… დათო ჩემი ახლო მეგობარი გახდა. სწორედ მან გადამარჩინა საკუთარი სიკვდილის შემდეგ, რაზეც დღეს დავწერე, მისი სახელის ხსენების გარეშე. სიკვდილამდე დათომ რამდენიმე ოკუპანტი გაიყოლა. ის გმირულად ცხოვრობდა და გმირულად დაიღუპა – ფეხში დაჭრილ ფრანგ სამხედროს პუნქტამდე მისვლაში დაეხმარა. დათო ადგილზევე დაიღუპა აფეთქების დროს. ის ძლიერი, ჩუმი, მოკრძალებული, მობილუზებული და კეთილი ადამიანი იყო. ეს არ იქნება ბოლო შემთხვევა, როცა დათოს შესახებ დავწერ. ის იყო ადამიანი, რომელმაც ბევრი რამ მასწავლა. თავის უკანასკნელ ბრძოლაში გუშინ, დილის 5:00 საათზე გავიდა. ბოლომდე ერთად ვიყავით. ნაღმმა, რომელმაც ის იმსხვერპლა, როდესაც მტერმა ჩვენი ალყაში მოქცევა სცადა, კონტუზიაში ჩააგდო ჯარისკაცი, რომელიც მას ზურგით გამოჰყავდა, მე კი ამცდა. როცა დაღუპულები გამოგვყავდა, ნაღმების წვიმა დაგვატეხეს თავს. ჩვენ, ქართველებმა და უკრაინელებმა ისინი იმ ტყიდან გამოვიყვანეთ, სადაც დაიღუპნენ. მადლობა, რომ ჩემ გვერდით იყავი. მადლობა, რომ არსებობდი", - წერს ის. tia.ge
  6. პიარსპეციალისტი, ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოს ომში ჩასათრევად, იგეგმება რუსი ჟურნალისტის მკვლელობა საქართველოში! “ფრთხილად დიდი პროვოკაცია მზადდება ჩვენს ომში ჩასათრევად!იგეგმება რუსი ჟურნალისტის მკვლელობა საქართველოში! იგეგმება საქართველოს გაპარტახება და შემდეგ უკრაინიდან ჯალათი ნაცების დაბრუნება!!! ესენი-შირმაა!(ზელენსკი-არესტოვიჩი) დ ა ფ ი ქ რ დ ი თ! – მუდმივად.რატომ ემუქრებიან საქართველოს? – რატომ ნიშნავენ საქართველოს ძებნილ-დამნაშავეებს თანამდებობებზე? – ამის დრო აქვთ სამამულო ომის დროს, თუ ესეც ბოროტი შოუს ნაწილია? – ვინ გაწირა უკრაინის ხალხი? – ვის ინტერესებშია მიწასთან გასწორებული თბილისი? იმ ნაძირალა ნაცების ხომ არა, რომლებსაც თბილისში ბუნკერები მზად აქვთ თავისი ოჯახებისთვის, პროდუქტით და წამლებით მომარაგებული!(უტყუარი ინფორმაცია) – უკრაინის კვაზი მმართველებს საქართველოს მოსახლეობაზე ორჯერ მეტი დევნილი ყავთ უკვე!მიხედონ საქმეს! და ყველაზე მთავარი!!!! გეოპოლიტიკურად სუპერ მნიშვნელოვანი და მომგებიანი ახალი ავტობანის უკან ვინ დგას? საქართველო-ქართველების გარეშე გინდათ??? იმედია საქართველოს მთავრობა საკადრის პასუხს გასცემს ამათ, შინ და გარეთ…”, - წერს პიარსპეციალისტი. tia.ge
  7. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ უკრაინის ძალებმა მოწინააღმდეგის 12 სამიზნე გაანადგურეს: “უკრაინის ძალებმა მოწინააღმდეგის 12 სამიზნე გაანადგურეს. მათ შორის 2 თვითმფრინავი, 3 ვერტმფრენი, 3 უპილოტო საფრენი აპარატი. განადგურებულია, ასევე, ოკუპანტების მძიმე ტექნიკის რამდენიმე კოლონა მიკოლაივისა და სუმის რაიონებში. დაიღუპა რუსეთის ფედერაციის გენერალ-ლეიტენანტი ანდრეი მორდვიჩევი. არაა გამორიცხული, მტერმა დაიწყოს ღია მობილიზაცია გაჭიანურებული ომის გასაგრძელებლად. ამ ქმედების გამართლების მიზნით, შესაძლოა, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე განხორციელდეს არაერთი პროვოკაცია მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვით, როგორც ეს კეთდებოდა ჩეჩნეთში. ეს საშუალებას მისცემს ხელისუფლებას, შემოიღოს საომარი მდგომარეობა და მოქალაქეების საყოველთაო მობილიზაცია,”- აცხადებს ოლექსი რეზნიკოვი. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპეციალური წარმომადგენელი იგორ კონაშენკოვი ამბობს, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, საავადმყოფოს ერთ-ერთი კორპუსის აფეთქებას გეგმავენ: “დნეპროპეტროვსკში მოპოვებული სანდო ინფორმაციის თანახმად, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა სამედიცინო პერსონალისა და პაციენტების ევაკუაციის შემდეგ, ნიგოიანის ქუჩაზე მდებარე N2 საქალაქო საავადმყოფოს ერთ-ერთი კორპუსს დაარტყეს. ისინი შენობის აფეთქებას გეგმავენ. დნეპროპეტროვსკში ჩასულ დასავლური მასმედიის წარმომადგენლების საყურადღებოდ ვაცხადებ, რუსეთის საჰაერო ძალებს არ ჰქონდათ და არ აქვთ სამხედრო დავალება საავადმყოფოს შენობის ან სხვა შენობის დანგრევაზე. კიევის ნაციონალისტური რეჟიმის კიდევ ერთი მცდელობა იქნება, გამოგიყენოთ თქვენ დიდი პროვოკაციისთვის რასაც წარმატება არ უწერია,”- აღნიშნავს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპეციალური წარმომადგენელი იგორ კონაშენკოვი. The post ..”ეს საშუალებას მისცემს პუტინის ხელისუფლებას, გამოაცხადოს საომარი მდგომარეობა და მოქალაქეების საყოველთაო მობილიზაცია”- ოლექსი რეზნიკოვი appeared first on [/url]. ALIA.GE
  8. Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 13 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 641 399 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 596 779, გარდაიცვალა 16 643 პაციენტი. REZONANSI
  9. რუსეთის შეიარაღებული ძალები კიევის ჩრდილო-დასავლეთით, საკუთარი სამხედრო ტექნიკის გარშემო თხრილებს ავლებენ, ინფორმაციას CNN ავრცელებს და Maxar Technologies მიერ გადაღებულ სატელიტურ ფოტოს აქვეყნებს. სურათებზე ჩანს, რომ თხრილებს რუსი სამხედროები სოფელ ოზერასთან და ანტონოვის აეროპორტთან ახლოს ავლებენ. რუსული სამხედრო ტექნიკა და თხრილები ჩანს, ასევე, ზდვიჟევკასა და ბერესტიანკასთან. The post რისთვის თხრიან რუსები კიევთან თხრილებს-უკრაინელებისგან კონტრშეტევის ეშინიათ?! appeared first on [/url]. ALIA.GE
  10. ბათუმში რუსული სკოლის გახსნა იგეგმება.” პირველებმა” არაერთი მიმოწერა მოიპოვა, რომელიც სპეციალურად შექმნილ ტელეგრამის ჩატში ინახება. მიმოწერის მიხედვით, ბათუმში გოგრასლის ქუჩაზე უკვე გაიხსნა სასწავლო დაწესებულება, რომელშიც რუსი და ბელარუსელი მოსწავლეები სწავლობენ. შემდეგი ეტაპი კი რუსული სკოლის გახსნაა. სკოლის გახსნის შესახებ ინფორმაციას მასწვალებლები და მოსწავლეების მშობლები ადასტურებენ. ერთ-ერთი მშობელი ამბობს, რომ სკოლის გახსნასთან დაკავშირებით მათ ხელისუფლება ეხმარება. რუსები და ბელარუსელები აკრედიტაციას ელოდებიან. მე ბელარუსიდან ვარ, ჩემი შვილი მანდ სწავლობს. სწავლება რუსულ ენაზე მიმდინარეობს. არის აკრედიტაციაზე საუბარი. ხელისუფლებიდან გვეხმარებიან“, – ამბობს მოსწვალის მშობელი. ბინის მეპატრონე, რომელშიც სასწავლებელია სკოლის გახსნას უარყოფს. The post “ბათუმში რუსული სკოლის გახსნა იგეგმება” appeared first on [/url]. ALIA.GE
  11. Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 849 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 855 კოვიდინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 641 399 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 596 779, გარდაიცვალა 16 643 პაციენტი. REZONANSI
  12. უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 112 ბავშვი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორაციას Sky News უკრაინელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, ომის შედეგად 140 ბავშვი დაშავდა. ცნობისთვის, გუშინ 109 ბავშვის გარდაცვალების შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია. ლვოვში საპროტესტო აქტის სახით, მოედანზე, სწორედ ამ რაოდენობის ცარიელი ეტლი გამოიტანეს, იმის ნიშნად, რომ რუსეთი უკრაინაში ბავშვებს ხოცავს. REZONANSI
  13. ჟურნალისტი ლალი მოროშკინა ფეისბუქზე ასეთი შინაარსის პოსტს აქვეყნებს : “ფრთხილად დიდი პროვოკაცია მზადდება ჩვენს ომში ჩასათრევად!იგეგმება რუსი ჟურნალისტის მკვლელობა საქართველოში! იგეგმება საქართველოს გაპარტახება და შემდეგ უკრაინიდან ჯალათი ნაცების დაბრუნება!!! ესენი-შირმაა!(ზელენსკი-არესტოვიჩი) დ ა ფ ი ქ რ დ ი თ! – მუდმივად.რატომ ემუქრებიან საქართველოს? – რატომ ნიშნავენ საქართველოს ძებნილ-დამნაშავეებს თანამდებობებზე? – ამის დრო აქვთ სამამულო ომის დროს, თუ ესეც ბოროტი შოუს ნაწილია? – ვინ გაწირა უკრაინის ხალხი? – ვის ინტერესებშია მიწასთან გასწორებული თბილისი? იმ ნაძირალა ნაცების ხომ არა, რომლებსაც თბილისში ბუნკერები მზად აქვთ თავისი ოჯახებისთვის, პროდუქტით და წამლებით მომარაგებული!(უტყუარი ინფორმაცია) – უკრაინის კვაზი მმართველებს საქართველოს მოსახლეობაზე ორჯერ მეტი დევნილი ყავთ უკვე!მიხედონ საქმეს! და ყველაზე მთავარი!!!! გეოპოლიტიკურად სუპერ მნიშვნელოვანი და მომგებიანი ახალი ავტობანის უკან ვინ დგას? საქართველო-ქართველების გარეშე გინდათ??? იმედია საქართველოს მთავრობა საკადრის პასუხს გასცემს ამათ, შინ და გარეთ…” The post “იგეგმება რუსი ჟურნალისტის მკვლელობა საქართველოში!”- ლალი მოროშკინა appeared first on [/url]. ALIA.GE
  14. უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინისთვის მნიშვნელოვანი სამშვიდობო და უსაფრთხოების მოლაპარაკებები რუსეთის ერთადერთი შანსია, თავისივე შეცდომებით გამოწვეული ზიანი შეამსუბუქოს. „როგორც წესი, ასეთ დროს ვამბობდით – გაზაფხული მოვიდა; ახლა კი ვამბობთ – ომი მოვიდა. მაგრამ ჩვენ მაინც დავამარცხებთ ყველას, რადგან თავისუფალი ქვეყნის თავისუფალი ერი ვართ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ზელენსკის თქმით, ომის დაწყების დღიდან დაიღუპა 14 ათასი რუსი სამხედრო, ხოლო ათობით ათასი დაშავდა და მან რუსეთს ომის დასრულებისკენ მოუწოდა. „ასეთია ომის ფასი. ომის დასრულებაა საჭირო. უკრაინის წინადადებები მაგიდაზეა. შეხვედრის დროა. საუბრის დროა. დროა, აღდგეს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სამართლიანობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთის დანაკარგები ისეთი იქნება, რომ რამდენიმე თაობაც არ იქნება საკმარისი წამოდგომისთვის“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ქვეყანაში სხვადასხვა საქონლის შეტანის გასამარტივებლად საბაჟო გადასახადის გაუქმების შესახებ განაცხადა. ასევე, მან იმ ადამიანებისთვის, ვინც ომის დროს სახლი და სამუშაო ადგილი დაკარგა, ფინანსური დახმარება და საცხოვრებელი ფართის გამოყოფა დააანონსა; ხოლო მათ, ვინც დევნილები შეიფარა, კომუნალური გადახდების გადახდას დაჰპირდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე საკოორდინაციო შტაბის შექმნის შესახებ განაცხადა, რომელიც პასუხისმგებელი იქნება სხვადასხვა ქვეყნებიდან შესული ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების რეგულირებაზე. მისი თქმით, სახელმწიფო დახმარებას აღმოუჩენს იმ მოქალაქეებსაც, რომლებიც 24 თებერვლის შემდეგ ქვეყნის ფარგლებს გარეთ აღმოჩნდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ჰუმანიტარულ დერეფნებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ სხვადასხვა ქალაქებიდან 180 ათასი მშვიდობიანი მოქალაქეა გაყვანილი. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსები მიზანმიმართულად ცდილობენ, არ დაუშვან ჰუმანიტარული ტვირთების სხვადასხვა ქალაქებში მიწოდება. მისი თქმით, ეს მათი ტაქტიკაა, რომლითაც ქალაქებში ჰუმანიტარული კატასტროფის შექმნას ცდილობენ და უკრაინელებს ოკუპანტებთან თანამშრომლობას აიძულებენ. tia.ge
  15. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყების დღიდან დღემდე რუსმა სამხედროებმა 14 400 თანამებრძოლი დაკარგეს. 14 400 -ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე - 95 - თვითმფრინავი - 115 - ვერტმფრენები - 466 - ტანკი - 1 470 - საბრძოლო ჯავშანმანქანები - 213 - საარტილერიო სისტემა - 44 - საჰაერო თავდაცვის სისტემა - 60 - საწვავის ავზი - 17 - ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 3 - გემები / ნავები - 614 - მანქანა tia.ge
  16. ბათუმში რუსული სკოლის გახსნა იგეგმება." პირველებმა" არაერთი მიმოწერა მოიპოვა, რომელიც სპეციალურად შექმნილ ტელეგრამის ჩატში ინახება. მიმოწერის მიხედვით, ბათუმში გოგრასლის ქუჩაზე უკვე გაიხსნა სასწავლო დაწესებულება, რომელშიც რუსი და ბელარუსელი მოსწავლეები სწავლობენ. შემდეგი ეტაპი კი რუსული სკოლის გახსნაა. სკოლის გახსნის შესახებ ინფორმაციას მასწვალებლები და მოსწავლეების მშობლები ადასტურებენ. ერთ-ერთი მშობელი ამბობს, რომ სკოლის გახსნასთან დაკავშირებით მათ ხელისუფლება ეხმარება. რუსები და ბელარუსელები აკრედიტაციას ელოდებიან. "მე ბელარუსიდან ვარ, ჩემი შვილი მანდ სწავლობს. სწავლება რუსულ ენაზე მიმდინარეობს. არის აკრედიტაციაზე საუბარი. ხელისუფლებიდან გვეხმარებიან", - ამბობს მოსწვალის მშობელი. ბინის მეპატრონე, რომელშიც სასწავლებელია სკოლის გახსნას უარყოფს. წყარო tia.ge
  17. შვეიცარია რუსეთში საათების ექსპორტს - ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. გამოცემის ცნობით, აკრძალვები ძალაში უახლოეს დღეებში შევა. შვეიცარია არის გლობალური გიგანტი ძვირად ღირებული საათების წარმოებაში, ისეთი კომპანიები, როგორიცაა Patek Philippe SA; Rolex-ი, Swatch Group-ი, Richemont-ი და სხვა პრემიუმ ბრენდები სწორედ შვეიცარიაში არიან ბაზირებული. Bloomberg-ის თანახმად, გაყიდვები რუსეთში Swatch Group-ის მთლიანი შემოსავლის 2%-ზე ნაკლებს შეადგენს. 3%-ზე ნაკლებია კომპანია Richemont-ისთვის. შვეიცარიის საათების ინდუსტრიის ფედერაციის მონაცემებით, 2021 წელს რუსეთი მე-17 უმსხვილესი საექსპორტო ბაზარი იყო შვეიცარიული საათებისთვის, 260 მილიონი ფრანკი (278 მილიონი აშშ დოლარი) გადაზიდვებით. tia.ge
  18. გორში, შაბათ-კვირას ელექტრონული ტაბლოები არ მუშაობს რაც მოქალაქეების უკმაყოფილებას იწვევს. REZONANSI
  19. ამერიკის შეერთებული შტატების ორი ყოფილი პრეზიდენტი, ჯორჯ ბუში და ბილ კლინტონი ჩიკაგოში უკრაინის კათოლიკურ ეკლესიას ესტუმრნენ. პრეზიდენტებმა წმინდა ვოლოდიმირისა და ოლგას სახელობის კათოლიკურ ეკლესიაში ყვავილები მიიტანეს და პუტინის ომში უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადეს. President George W. Bush: America stands in solidarity with the people of Ukraine as they fight for their freedom and their future. pic.twitter.com/AOBbR4hvh5— George W. Bush Presidential Center (@TheBushCenter) March 18, 2022 tia.ge
  20. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ჩერნობაევკაში რუსი გენერალი, ანდრეი მორდვიჩევი მოკლეს. ეს მეხუთე რუსი გენერალია, რომლის ლიკვიდიაციაც მოხდა. "ჩვენ გავანადგურეთ მეხუთე გენერალი ჩერნობაევკაში. ეს არის გენერალ-ლეიტენანტი მორდვიჩოვი, რუსეთის ერთ-ერთი არმიის მეთაური, რომელიც პასუხისმგებელი იყო დონბასში არსებულ ვითარებაზე. მეხუთე გენერალი სამ კვირაში! მეორე მსოფლიო ომშიც კი, ჩემი აზრით. არ ყოფილა ისეთი შემთხვევები, როცა სსრკ-მ სამ კვირაში ხუთი გენერალი დაკარგა,"-განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის მრჩეველმა, ვადიმ დენისენკომ. tia.ge
  21. დაჯგუფება "ალტ ინფოს" ოფისისთვის ფართი სასულიერო პირმა, ლევან ჯიქურმა მიაქირავა. წინამძღვარს ყოველთვიურად 800 ლარს უხდიან. კასპში "კონსერვატიულმა მოძრაობამ" შტაბი ერთი თვის წინ გახსნა. "ტვ პირველი" ლევან ჯიქურთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. ადგილობრივ ოპოზიციაში ამბობენ, რომ პროპუტინისტური ორგანზიაციის ოფისებს შინაგან საქმეთა სმაინისტრო 24 საათის განმავლობაში იცავს. tia.ge
  22. რუსმა ოკუპანტებმა მიკოლაევში სამხედრო ყაზარმები დაბომბეს, რომელიც ადგილობრივი ჯარისკაცების მოსამზადებლად გამოიყენებოდა. ბრიტანული მედიასაშუალებების ინფორმაციით, აგრესორებმა ყაზარმების მიმართულებით ორი რაკეტა ისროლეს, რის შედეგადაც დაახლოებით 45 ადამიანი დაიღუპა. The post ოკუპანტებმა მიკოლაევში სამხედრო ყაზარმები დაბომბეს – დაიღუპა 45-მდე ადამიანი appeared first on [/url]. ALIA.GE
  23. შვეიცარია, უერთდება ევროკავშირის მიერ გასულ კვირრაში მიღებულ გადაწყვეტილებას და რუსულ ბაზარზე ფუფუნების საქონლის მიწოდებას აკრძალავს. აკრძალვა შეეხება შვეიცარიულ საათებსაც. შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ პარასკევს გადაწყვიტა მიიღოს ზომები, რომლებიც ძალაში შევა უახლოეს დღეებში, ნათქვამია მთავრობის განცხადებაში. შვეიცარია არის გლობალური გიგანტი ძვირადღირებული საათების წარმოებაში, ისეთი კომპანიები, როგორიცაა Patek Philippe SA; Rolex-ი, Swatch Group-ი, Richemont-ი და სხვა პრემიუმ ბრენდები სწორედ შვეიცარიაში არიან ბაზირებული. Bloomberg-ის თანახმად, გაყიდვები რუსეთში Swatch Group-ის მთლიანი შემოსავლის 2%-ზე ნაკლებს შეადგენს. 3%-ზე ნაკლებია კომპანია Richemont-ისთვის. შვეიცარიის საათების ინდუსტრიის ფედერაციის მონაცემებით, 2021 წელს რუსეთი მე-17 უმსხვილესი საექსპორტო ბაზარი იყო შვეიცარიული საათებისთვის, 260 მილიონი ფრანკი (278 მილიონი აშშ დოლარი) გადაზიდვებით. The post შვეიცარია რუსეთში საათების ექსპორტს აკრძალავს appeared first on [/url]. ALIA.GE
  24. ლიეტუვას ათობით მოქალაქემ საკუთარი მაღალი გამავლობის მანქანები უკრაინის თავდაცვის ძალებს გაუგზავნა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. ცნობისათვის, რუსეთის ჯარის უკრაინაში შესვლიდან უკვე 24 დღე გავიდა. ბოლო მონაცემებით ორივე მხარეს არის ათასობით მსხვერპლი. უკრაინას უკვე ჰყავს 3 მილიონზე მეტი ლტოლვილი. The post ლიეტუვას ათობით მოქალაქემ საკუთარი მაღალი გამავლობის მანქანები უკრაინის თავდაცვის ძალებს გაუგზავნა appeared first on [/url]. ALIA.GE
  25. სომხეთი, ყაზახეთი და ყირგიზეთი რუსეთისგან საბაჟო გადასახადის დოლარში გადახდას ითხოვენ, – ამის შესახებ უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო უსაფრთხოების ცენტრი იუწყება. „სომხეთი, ყაზახეთი და ყირგიზეთი, რომლებიც არიან ე.წ. ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ნაწილი, უარი განაცხადეს რუბლებში გადასახადის მიღებაზე. ისინი კვლავ ითხოვენ აშშ დოლარს“, – ნათქვამია განცხადებაში. The post სომხეთი, ყაზახეთი და ყირგიზეთი რუსეთისგან საბაჟო გადასახადის დოლარში გადახდას ითხოვენ appeared first on [/url]. ALIA.GE
×
×
  • შექმენი...