
planeta.ge
პლანეტელი-
პოსტები
3.681 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planeta.ge
-
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს სკოლებში უკრაინიდან ჩამოსული მოსწავლეების ჩარიცხვა დაიწყო. უწყების განცხადებით, დღეისთვის თბილისსა და რეგიონებში, სკოლებში ჩარიცხვის სურვილი სხვადასხვა ასაკის 72 მოსწავლის მშობელმა გამოთქვა, მათგან 38 უკვე ჩარიცხულია. უკრაინიდან ლტოლვილი ბავშვები საქართველოს სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან. გარდა ამისა, უკრაინიდან ჩამოსულ ბავშვებს მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგები ფსიქოსოციალურ მხარდაჭერას უწევენ. განათლების სამინისტრო წერს, რომ მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრს ათობით დაინტერესებულმა პირმა უკვე მიმართა. “მოსწავლეთა ჩარიცხვა შესაძლებელია იმ კლასში, რომელშიც უკრაინის სკოლებში ისინი 2022 წლის 24 თებერვლის მდგომარეობით სწავლობდნენ. ბავშვებს ასევე აქვთ შესაძლებლობა, საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ სკოლაში განათლება სასურველ ენაზე მიიღონ. საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, სკოლის მოსწავლეები, რომლებიც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ ახერხებენ უკრაინის სკოლებში ზოგადი განათლების მიღების გაგრძელებას და გამოხატავენ სურვილს, რომ სწავლა გააგრძელონ საქართველოში, სკოლებში გამარტივებული წესით ჩაირიცხებიან. საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ სკოლას”. – აცხადებს განათლების სამინისტრო. The post განათლების სამინისტრო: საქართველოს სკოლებში უკრაინიდან დევნილი 38 ბავშვი ჩაირიცხა appeared first on [/url]. ALIA.GE
-
უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ბრძოლის დროს რუსეთის საჰაერო-სადესანტო პოლკის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი სუხარევი დაიღუპა. Украинская правда-ს ცნობით, 331-ე გვარდიის საჰაერო-სადესანტო პოლკი სერგეი სუხარევის მეთაურობით როგორც ჩეჩნეთის, ასევე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილეობდა. საჰაერო-სადესანტო ჯარები რუსეთის შეიარაღებული ძალების „ელიტარულ” ქვედანაყოფად ითვლება. გავრცელებული ინფორმაციით, სერგეი სუხარევი ერთ-ერთი მათგანია, რომელიც გიორგი ანწუხელიძის წამებაში მონაწილეობდა. შეგახსენებთ, რომ გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ, ტყვედ ჩაუვარდა მოწინააღმდეგეს, წამებისა და დაკითხვის შემდეგ კი, ცხინვალის მე-5 სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს. 2008 წლის ნოემბრამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ცხინვალიდან ათი ქართველის ცხედარი გადმოასვენეს, გენეტიკური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ერთ-ერთი მათგანი გიორგი ანწუხელიძე იყო. 2009 წლის იანვარში ვიდეოები გავრცელდა, რომელშიც მისი წამების კადრები იყო ასახული. გიორგი ანწუხელიძეს, 2013 წლის 15 აპრილს, საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. The post უკრაინაში დაიღუპა პოლკოვნიკი, რომელიც გიორგი ანწუხელიძის წამებაში მონაწილეობდა appeared first on InterPost.ge. View the full article
-
Financial Times-ი მოლაპარაკებებში მონაწილე სამ პირზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინამ და რუსეთმა მოლაპარაკებებში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს და ახლა 15 პუნქტიან გეგმას განიხილავენ. შესაძლო შეთანხმების პირობები ასეთია – ცეცხლი შეწყდება თუ კიევი უარს იტყვის ნატოში გაწევრიანების ამბიციაზე, ნეიტრალიტეტს გამოაცხადებს და დათანხმდება სამხედრო ძალების შეზღუდვას. სანაცვლოდ კი, უკრაინის დაცვის გარანტიას აიღებენ მისი მოკავშირეები, მათ შორის აშშ, დიდი ბრიტანეთი და თურქეთი. კომპრომისისთვის სივრცეს ხედავს უკრანული მხარეც, თუმცა საკუთარი პირობებით. ზელენსკის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი უარყოფს რუსული მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს უკრაინა თანახმაა ნეიტრალიტეტზე შვედური ან ავსტრიული მოდელებით. კიევში აცხადებენ, რომ მოლაპარაკება მძიმედ, მაგრამ მაინც წარმატებით მიმდინარეობს. The post ეს დასასრულია? ახალი, ბევრისთვის სასიამოვნო ინფორმაცია რუსეთ-უკრაინის ომზე appeared first on InterPost.ge. View the full article
-
ეკატერინბურგის “ურალში” მოთამაშე 2 ქართველი, ლუკა გაგნიძე და ლუკა წულუკიძე საფეხბურთო აგენტმა ირაკლი ლილუაშვილმა რუსეთიდან წამოიყვანა. გაგნიძეს “ურალში” ხელფასის თვეში 25 ათასი ევრო ჰქონდა ანუ წელიწადში 300 ათასი ევრო. ლუკა 19 წლის უნიჭიერი ფეხბურთელია, ძალიან დიდი პერსპექტივით. მიუხედავად ამისა, რთული წარმოსადგენია ისეთი ჩემპიონატი, რომელშიც 18-19 წლის ბიჭს 25 ათას ევროს გადაუხდიდნენ, რა თქმა უნდა, ტოპ 5-ის გარდა. ტოპ 5-ში გვყავს გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც “ვალენსიასთან” მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმა. გიორგი ხელფასის სახით წელიწადში ერთ მილიონ ევრომდე გამოიმუშავებს. არადა, “ვალენსიას” ფინანსურად ნამდვილად არ ულხინს და ლა ლიგაში მე-9 პოზიცია უკავია, თვითონ მამარდა კი თავიდან მე-2 ლიგის მეკარედ აიყვანეს. რუსეთის ბაზარი უკვე დასრულდა. ქართველ ფეხბურთელებს მალე ვეღარც მაღალ ხელფასს ან ევროტურნირებზე გასვლის საშუალებას შესთავაზებენ. მათთვის თითქმის ყველაფერი დამთავრებულია. აზრი აღარ აქვს რუსეთში დარჩენას ან წასვლას. სანქციებამდეც კი, ქართველი მოთამაშეები მაინც სცოდავდნენ, როცა ჩრდილოეთში მიდიოდნენ. 25 ათასს 18 წლის ბიჭები ცოტა საშუალო დონის ევროპული კლუბი თუ გადაუხდის, მაგრამ არანაკლებ სოლიდური ხელფასებია ავსტრიაში, უნგრეთში ან თუნდაც, პოლონეთში. და თუ ქართველი ტოპ 5-ში მოხვდება, გაცილებით მეტი თანხის გამომუშავებას შეძლებს, ვიდრე ამას რუსეთში მოახერხებდა. მორჩა ის დრო, როცა “სპარტაკს” ჯანოსთვის 2 მილიონის გადახდა შეეძლო. ახლა შეუძლია ბევრი გაუფასურებული რუბლის შემოთავაზება. ერთადერთი, რაც ამ სიტუაციას დადებითი აქვს – საბოლოოდ ჩამოიშალა ქართველებისთვის რუსული ბაზარი, საიდანაც წესიერ გუნდში არცერთი ქართველი არ წასულა. მაგალითად და მიზნად კი მამარდას აღება შეიძლება, რომელიც “რეალს”, “ბარსელონას” ეთამაშება და კარგ ანაზღაურებასაც იღებს. The post მამარდაშვილი 1 მილიონი, გაგნიძე 300 ათასი ევრო – რატომ მიდიან ქართველები რუსეთში? appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს. REZONANSI
-
19 მარტს, UFC London-ის ეგიდით, ილია თოფურია ინგლისელ ჯეი ჰერბერტს დაუპირისპირდება. ბრძოლამდე ერთი დღით ადრე, სპორტსმენებმა წონა ჩააბარეს, რის შემდეგაც ერთმანეთის პირისპირ წარსდგნენ. ღონისძიება თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება, ილია თოფურიასა და ჰერბერტის შეხვედრა კი, დაახლოებით, 23:50 საათზე დაიწყება. იხილეთ ვიდეო ¡Todo listo! #UFCLondon Mañana por la tarde-noche horario europeo, tenemos de vuelta a “El Matador Ilia Topuria (11-0) Poniendo en juego su récord invicto contra Jai Herbert en la división de peso ligero (70 kilos): pic.twitter.com/kKjwbF30bY — Conexión MMA (@Conexion_MMA) March 18, 2022 The post თოფურია – ჰერბერტი | აწონვები, პირისპირ დგომი (ვიდეო) appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
რუსეთის ჩრდილოკორეიზაცია გრძელდება, აგრესორი ქვეყნის სპორტული ტელეარხი კი კვლავაც პუტინის რეჟიმის სამსახურშია. გუშინ ევროპის ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “ვესტ ჰემ იუნაიტედსა” და “სევილიას” შორის განმეორებითი მატჩი (2:0) გაიმართა. შეხვედრის 87-ე წუთზე მოედანზე ლონდონელთა უკრაინელი ფეხბურთელი ანდრეი იარმოლენკო გავიდა, რა დროსაც ტელეკადრში ტრიბუნაზე აფრიალებული უკრაინის დროშები გამოჩნდა. იმისთვის, რომ რუსულ ტელეაუდიტორიას არ დაენახა, თუ როგორ უჭერს მხარს ცივილური სამყარო უკრაინას, რუსულმა ტელეარხმა აღნიშნული ეპიზოდი საარქივო კადრებით გადაფარა, რომელშიც უკრაინის სახელმწიფოს სიმბოლიკა არ ჩანდა. იარმოლენკომ მატჩის დამატებით დროში გოლი გაიტანა და “ვესტ ჰემს” ტურნირის მეოთხედფინალური ეტაპის საგზური მოუტანა. რეალური ტრანსლაციის კადრში ისევ გამოჩნდა უკრაინის დროშა, რუსულმა ტელეარხმა კი ეს ეპიზოდი კვლავაც ძველი შეხვედრის მომენტით გადაფარა. შესაძლოა, ამის გამო უეფამ გარკვეულ ზომებსაც მიმართოს. აღსანიშნავია, რომ რუსების მხრიდან ეს არ არის პირველი შემთხვევა. ასეთ პრაქტიკას რუსულმა მაუწყებლებმა ინგლისის პრემიერლიგის მატჩების დროსაც მიმართეს, რის გამოც დაისაჯნენ კიდეც. კერძოდ, რუსეთში ინგლისურ ფეხბურთს ტრანსლირება შეწყდა. http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/03/ukr-flag.jpg http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/03/ukr-flag2.jpg The post რა გააკეთა რუსულმა ტელეარხმა, როდესაც კადრში უკრაინის დროშები გამოჩნდა (ვიდეო) appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
ჩვენ ვიცით, შემდგომში რა, როგორ და რის ხარჯზე უნდა გავაკეთოთ. ჩვენ ყველა გეგმას აუცილებლად აღვასრულებთ, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში, „ლუჟნიკის“ სტადიონზე „ყირიმის დაბრუნების“ მე-8 წლისთავისთვის მიძღვნილ აქცია – კონცერტზე განაცხადა.აქცია – კონცერტზე სიტყვით გამოსვლისას, პუტინმა უკრაინაში შეჭრა „დონბასში მცხოვრები მოსახლეობის გენოციდით“ გაამართლა და აღნიშნა, რომ „სამხედრო ოპერაციის“ მიზანია ამ ადამიანებს „ეს საფრთხე მოაშოროს“.„დონბასში მცხოვრები მოქალაქეები [2014 წელს] სახელმწიფო გადატრიალებას არ დათანხმდნენ, რის გამოც მათ წინააღმდეგ სადამსჯელო სამხედრო ოპერაციები დაიწყო, თანაც არაერთი. ისინი უმალვე ბლოკადაში მოაქციეს, ქვემეხებით სისტემატურ სროლებისა და საავიაციო დაბომბვის მსხვერპლი გახადეს. სწორედ ამას ეწოდება გენოციდი. ჩვენი ოპერაციის მიზანია, რომ ადამიანებს ეს ყველაფერი მოვაშოროთ.საქმე იმაში მდგომარეობს, […] REZONANSI
-
24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ომი დაიწყო, რომელიც დღემდე გრძელდება. ამ დროის განმავლობაში უსაფრთხო თავშესაფრის მოსაძებნად ქვეყანა მილიონობით უკრაინელმა დატოვა. მათ შორის 11 წლის ჰასანიცაა, რომელიც უკრაინიდან სლოვაკეთში სრულიად მარტო ჩავიდა და “ღამის უდიდესი გმირის” წოდებაც დაიმსახურა. ფოტო: Polícia Slovenskej republiky სლოვაკეთში ჩასვლისას ჰასანს თან მხოლოდ ზურგჩანთა, პარკი და პასპორტი ჰქონდა, ხელზე კი ტელეფონის ნომერი ეწერა. ჰასანის დედამ წამოსვლა ვერ შეძლო, რადგან ლოგინად ჩავარდნილ ჰასანის ბებიას ოკუპანტებთან მარტო ვერ დატოვებდა. ამის გამო ქალმა გადაწყვიტა, 11 წლის შვილი სლოვაკეთში მარტო გამოეშვა, რათა იქ ჰასანს თავისი და-ძმა ეპოვა და მათთან ერთად უსაფრთხოდ ყოფილიყო. ფოტო: Polícia Slovenskej republiky 11 წლის ჰასანს დროებით […] REZONANSI
-
ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის წილისყრა რამდენიმე წუთის წინ გაიმართა. ჩელსი VS რეალი მანჩესტერ სიტი VS ატლეტიკო ვილიარეალი VS ბაიერნი ბენფიკა VS ლივერპული სიტი – ატლეტიკო წყვილის გამარჯვებული შეხვდება ჩელსი – რეალის შორის გამარჯვებულს ბენფიკა – ლივერპულს შორის გამარჯვებული შეხვდება ვილიარეალი – ბაიერნის შორის გამარჯვებულს The post ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
ავსტრალიის ჩემპიონატში მორიგი გოლი გაიტანა ქართველმა თავდამსხმელმა ბექა მიქელთაძემ. მისმა “ნიუკასლ ჯეტსმა” “ველინგტონ ფინიქსი” 4-0 გაანადგურა. ‘These are the box office @NewcastleJetsFC we were promised!’ – @teopellizzeri After misfiring in the first half, the Jets are now soaring with THREE second-half strikes Live details: https://t.co/jNgM0QdooE#NEWvWEL #WeAreALeagues pic.twitter.com/3hZ1Exo8VW — Isuzu UTE A-League (@aleaguemen) March 18, 2022 The post ეს ბიჭი ნაკრებში არ უნდა იყოს? – მიქელთაძემ მეკარეს შანსი არ დაუტოვა (ვიდეო) appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
საყოფაცხოვრებო სუბსიდია სოციალური მომსახურების სააგენტოს ერთ-ერთი პროგრამაა, რომელიც ყოველთვიური ფულადი სახის გასაცემელია. კონკრეტულად რას მოიცავს ფულადი დახმარების პროგრამა და ვისთვისაა განკუთვნილი, ამას “პრაიმტაიმის” სტატიიდან გაიგებთ. რა არის საყოფაცხოვრებო სუბსიდია? საყოფაცხოვრებო სუბსიდია სხვადასხვა სოციალურ კატეგორიას მიკუთვნებულ პირთა წრისათვის საყოფაცხოვრებო – კომუნალური საჭიროებების უზრუნველსაყოფად არის განკუთვნილი. ვის ენიშნება საყოფაცხოვრებო სუბსიდია? საყოფაცხოვრებო სუბსიდია ენიშნებათ პირებს იმ შემთხვევაში თუ საყოფაცხოვრებო სუბსიდიის დანიშვნის მომენტისათვის ისინი სოციალური მომსახურების სააგენტოში აღრიცხულნი იქნებიან სახელმწიფო პენსიის მიმღებად. საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღების უფლება აქვს ქვემოთ ჩამოთვლილ კატეგორიას მიკუთვნებულ პირებს, ყოველთვიურად შემდეგი ოდენობით: მეორე მსოფლიო ომის, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად მიღებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს – 100 ლარის ოდენობით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს – 100 ლარის ოდენობით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულთა შვილებს 18 წლის ასაკამდე, ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე შვილებს, ასაკის მიუხედავად, აგრეთვე მეუღლეს, რომელიც შემდეგ აღარ დაქორწინებულა და შრომისუუნარო მშობლებს (თითოეულ ოჯახს) – 100 ლარის ოდენობით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებთან გათანაბრებულ პირებს – 100 ლარის ოდენობით, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილეებს – 100 ლარის ოდენობით, მეორე მსოფლიო ომის, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების დროს ან შემდგომ პერიოდში დაღუპული (უგზო-უკვლოდ დაკარგული, გარდაცვლილი), აგრეთვე ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შემდგომ პერიოდში დაღუპული (უგზო-უკვლოდ დაკარგული, გარდაცვლილი) მეომრების ოჯახების შვილებს 18 წლის ასაკამდე, ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე შვილებს ასაკის მიუხედავად, მეუღლეს, რომელიც შემდეგ აღარ დაქორწინებულა და შრომისუუნარო მშობლებს (თითოეულ ოჯახს) – 100 ლარის ოდენობით, სამხედრო ძალების ვეტერანებს მოხუცებულობის გამო საპენსიო ასაკის მიღწევისას – 100 ლარის ოდენობით, ვის უნდა მიმართოთ საყოფაცხოვრებო სუბსიდიის დასანიშნად და რა დოკუმენტებია საჭირო? პირმა საყოფაცხოვრებო სუბსიდიის დასანიშნად, უნდა მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულს და წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები: საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი. საყოფაცხოვრებო სუბსიდიის დანიშვნა განხორციელდება პირის მიერ განცხადებისა და საჭირო დოკუმენტის სააგენტოში შეტანის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. The post “ყოველთვიურად 100 ლარიან დამხარებას მიიღებს ყველა, ვინც…” – ნახეთ ხართ თუ არა დახმარების სიაში და როგორ უნდა მიიღოთ დახმარება appeared first on InterPost.ge. View the full article
-
გორის “დილა” აგრძელებს გაძლიერებას სეზონის დაწყების შემდეგ და გუნდს 29 წლის სენეგალელი მეკარე აბდულაიაე დიალო შეუერთდება. დიალო ბოლოს ინგლისურ “ნოტინგჰემ ფორესტში” გამოდიოდა, მანამდე კი “გენჩლერში”, “რიზეში”, “ლე ავრში” და “რენში” თამაშობდა. აბდულაიე 2018-19 წელს საფრანგეთის თასის გამარჯვებული გახდა, 2019 წელს სენეგალთან ერთად კი აფრიკის თასის ვიცე-ჩემპიონი. 2015 წლიდან მოყოლებული სენეგალის ნაკრებში 15 მატჩი აქვს ჩატარებული. “დილამ” 1 კვირის წინ ბრაზილიელი ვაგნერ გონსალვეშიც დაიმატა. The post “დილა” არ ჩერდება – გამოცდილი სენეგალელი მეკარე “ნოტინგჰემიდან” appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” “მთავარი არხი” ინფორმაციას აქვეყნებს. სავარაუდოდ, რუსი ოკუპანტების თავდასხმას ქართველი ჯარისკაცების სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, რუსი ოკუპანტების თავდასხმას უკრაინაში 2 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა The post სავარაუდოდ, რუსი ოკუპანტების თავდასხმას ორი ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა appeared first on InterPost.ge. View the full article
-
იტალიური გამოცემა Tuttomercatoweb-ის ინფორმაციით, დღეს “ნაპოლის” წარმომადგენლები და საქართველოს ნაკრების შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი ერთმანეთს შეხვდნენ. “ნაპოლის” სურს ახალი სეზონისთვის გაძლიერდეს და ის დანაკლისი შეივსოს, რაც თუნდაც, ინსინიეს წასვლის შემდეგ დადგება. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს კვარაცხელიათი ყველაზე მეტად სწორედ იტალიური კლუბები, “იუვენტუსი” და “მილანი” იყვნენ დაინტერესებულნი. გარდა ამისა, როცა “ნაპოლის” მწვრთნელი ჯენარო გატუზო იყო, გატუზო კალაძეს კვარას შესახებ ესაუბრა. http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/03/Screen-Shot-2022-03-18-at-1.39.02-AM-1024x472.png The post იტალიური მედია: ხვიჩას აგენტი “ნაპოლის” ბოსებს შეხვდა appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი კარიერას, სავარაუდოდ, თურქეთში გააგრძელებს. თურქული გამოცემა A Spor-ი იუწყება, რომ 62 წლის გერმანელ სპეციალისტსა და “ფენერბაჰჩეს” შორის ზეპირი შეთანხმება უკვე მიღწეულია. წყაროს თანახმად, ლიოვი თურქულ კლუბს მომდევნო სეზონიდან უთავკაცებს. “ფენერბაჰჩეში” ლიოვის მთავარი სატრანსფერო მიზანი მიუნხენის “ბაიერნის” ნიდერლანდელი თავდამსხმელი ჯოშუა ზირკზე იქნება, რომელიც დღესდღეობით “ანდერლეხტში” იჯარის წესით თამაშობს. 20 წლის ფეხბურთელს ბავარიელებთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება. მისი საბაზრო ღირებულება რვა მილიონ ევროდ ფასდება. The post იოახიმ ლიოვის მომდევნო გუნდი ცნობილია appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
„მე სლავა ვაკარჩუკი ვარ, „ოკეან ელზის“ მუსიკოსი. ახლა მე ზაპაროჟიეში ვარ, რეანიმაციაში, სადაც ჩვენი ექიმები ბავშვების სიცოცხლის გადარჩენას ცდილობენ. შეაჩერეთ ეს ომი!“ – ამბობს ვიდეოში მომღერალი. https://interpost.ge/wp-content/uploads/2022/03/ukrainaa.mp4 The post შოკისმომგვრელი კადრები ბავშვთა რეანიმაციიდან – რა ვიდეოს აქვეყნებს “ოკეან ელზის” სოლისტი? appeared first on InterPost.ge. View the full article
-
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები, 29 მარტს, 18:00 საათზე, გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ესტონეთის ახალგაზრდულ ნაკრებს დაუპირისპირდება. 21-წლამდე ნაკრებმა, შარშანდელი ამხანაგური მატჩების სერიაც გორში, ბელარუსთან მოგებული მატჩით დაიწყო და კალენდარული სეზონი, რუმინელებთან ფრის და ინგლისთან მოგების შემდეგ წაუგებლად დაასრულა. ესტონელებთან მატჩისთვის მოსაზამადებელ შეკრებაში მონაწილეობის მისაღებად, ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – რამაზ სვანაძემ 24 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის 4 მოთამაშე ახალგაზრდული ნაკრების დებიუტანტია – ტორპედო ქუთაისის მცველი – მათე აბულაძე, დინამო თბილისის საყრდენი – ნოდარ ლომინაძე, ბოლნისის სიონის შემტევი ნახევარმცველი – ლუკა ხორხელი და დინამო თბილისის მცველი – გიორგი მაისურაძე 21-წლამდე გუნდთან ერთად საწვრთნელ შეკრებას პირველად გაივლიან. U21 | შემადგენლობა მეკარეები: ლუკა კუტალაძე (დინამო თბილისი), თორნიკე მეგრელიშვილი (საბურთალო), დემეტრე ბულისკერია (დილა გორი). მცველები: ცოტნე კაპანაძე (თელავი), ივა გელაშვილი (სპარტა პრაღა, ჩეხეთი), გიორგი მაისურაძე (დინამო თბილისი), მათე აბულაძე (ტორპედო ქუთაისი), სანდრო კალანდაძე (დინამო თბილისი), ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა (კადისი B, ესპანეთი), ლევან ხარაბაძე (დინამო თბილისი), გიორგი გოჩოლეიშვილი (საბურთალო), ირაკლი აზაროვი (დინამო ბათუმი). ნახევარმცველები: ნიკა გაგნიძე (დილა გორი), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო), გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო თბილისი), ბექა დარცმელია (ლოკომოტივი თბილისი), რევაზ ინჯგია (აპოლონ ლიმასოლი, კვიპროსი), ლუკა ხორხელი (სიონი ბოლნისი), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო), ოთარ ფარულავა (გაგრა), ნოდარ ლომინაძე (დინამო თბილისი). თავდასხმელები: გიორგი იაკობიძე (ლოკომოტივი თბილისი), გიორგი გაგუა (დეპორტივო ალავესი, ესპანეთი), შოთა შეყილაძე (ლოკომოტივი თბილისი). The post აზაროვი ახალგაზრდულში გამოიძახეს – სვანაძე 4 დებიუტანტით appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
რუსეთის არმიის დაბომბვის შედეგად სოფელ გორენკაში დაიღუპა უკრაინელი ჟურნალისტი ალექსანდრა კუვშინოვა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშჩენკო ტელეგრამ არხზე ავრცელებს. მისი ინფორმაციით, ასევე უკრაინის დაბომბვას შეეწირა ამერიკული ტელეარხის, Fox news-ის ფოტოგრაფი, პიერ ზაკრზევსკი. როგორც გერაშჩენკო იუწყება, მასთან ერთად დაშავდა ამავე ტელეკომპანიის ჟურნალისტი ბენჯამინ ჰოლი. მანამდე, 13 მარტს, უკრაინის ქალაქ ირპენში დაიღუპა კიდევ ერთი ჟურნალისტი ამერიკელი ჟურნალისტი ბრენტ რენო. გავრცელებული ინფორმაციით, ბრენტ რენო რუსეთის არმიის წევრებმა დახვრიტეს. სტატიის წყარო: The post კიევთან დაბომბვას კიდევ ორი ჟურნალისტის სიცოცხლე ემსხვერპლა – უკრაინაში ამ დრომდე დაღუპულია სულ მცირე 4 ჟურნალისტი appeared first on InterPost.ge. View the full article