Jump to content
Planeta.Ge

planeta.ge

პლანეტელი
  • პოსტები

    3.681
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი planeta.ge

  1. ზაგრების “დინამოს” თავდამსხმელმა ბრუნო პეტკოვიჩმა ხორვატიის ჩემპიონატში “ისტრას” წინააღმდეგ პენალტი ისე შეასრულა, მსაჯისგან ყვითელი ბარათი მიიღო და ორი ყვითელის გამო წითელიც დაიმსახურა. პენალტები ასე აღარ სრულდება. The post ასე პენალტები აღარ სრულდება – “დინამოს” თავდამსხმელს გაუკვირდა (ვიდეო) appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  2. მართლაც რომ ჰალკია ! როგორ გამოცადეს ლევან საგინაშვილის ძალები ? (ვიდეო) View the full article
  3. ქუთაისის “ტორპედოს” 22 წლის შემტევ თორნიკე ახვლედიანს გუნდში დარჩენა სურს. ახვლედიანი თბილისის “დინამოდან” იჯარით არის გაშვებული, თუმცა გამოსყიდვის უფლებით. “ტორპედოს” შეუძლია ახვლედიანი გამოისყიდოს და სრულფასოვანი კონტრაქტი გაუფორმოს. “ვპირდები ქუთაისელ გულშემატკივარს, რომ მომდევნო სეზონში სამეულში შევალთ და ევროტურნირებისკენ გავიწევთ”, – განაცხადა ახვლედიანმა მარტვილის “მერანთან” ძალიან მაგარი თამაშის შემდეგ, სადაც პენალტი მოიპოვა და გამარჯვების გოლი შეაგდო. თორნიკეს იმედი აქვს, რომ “დინამო” მას ხელს არ შეუშლის და “ტორპედოში” გაუშვებს. The post თორნიკე ახვლედიანი: “იმედია, “დინამო” ხელს არ შემიშლის” appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  4. ეს ყველაფერი კამერებს რომ არ გადაეღოთ ვერ დაიჯერებდით (ვიდეო) View the full article
  5. იხილეთ ვიდეო The post “პორტუს” მეკარის შესანიშნავი სეივი “რიუ ავესთან” მატჩში (ვიდეო) appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  6. ბელგიურმა “გენტმა” გიორგი ჩაკვეტაძის შემცვლელს უკვე მიაგნო და ეს რუსეთის მე-2 ლიგის, “ველესის” ნახევარმცველი არტურ გალოიანი. ჩაკვეს შემოთავაზებები ევროპის ტოპ 5-ის გუნდებიდან აქვს და მოსალოდნელია, რომ ზამთარში “გენტს” აუცილებლად დატოვებს. გიორგის კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს გაფორმებული, ამიტომ მის სანაცვლოდ მსურველს სოლიდური თანხის გადახდა მოუწევს. ქართველი 2018 წლის 27 დეკემბერს Transfermartk-მა 9 მილიონ ევროდ შეაფასა, დღეს კი 2.7 მილიონ ევროდ არის შეფასებული. მიუხედავად იმისა, რომ “გენტის” წვლილი ამაში უდიდესია, როდესაც ჩვენებურს ოპერაცია დროზე არ გაუკეთეს მეტი სატრანსფერო თანხის მიღების მიზნით, ბელგიელები მასში მხოლოდ 3 მილიონს არ დათანხმდებიან. შედარებისთვის, ხვიჩა დღეს Transfermartk-ს 18 მილიონად ჰყავს შეფასებული და “რუბინისთვის” 20 მილიონი საკმარისი არაა. “გენტი” ჩაკვეში მიღებულ თანხას გალოიანის საყიდლად გამოიყენებს. The post რამდენჯერ შემცირდა ჩაკვეს ფასი 3 წელიწადში? appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  7. ქუთაისის “ტორპედოს” მარტვილის “მერანთან” ქამბექს 10 000-ზე მეტი გულშემატკივარი დაესწრო. მსაჯის საფინალო სასტვენის ხმა და რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი ქუთათური გულშემატკივრით გაივსო. სწორედ ტრიბუნიდან სტადიონზე გადასვლას და როინ კვასხვაძისთვის მაისურის თხოვნას აპირებდა მიხეილ ცანავა, რომელმაც, სამწუხაროდ, ფეხი მოიტეხა. კვასხვაძემ ცანავა სახლში მოინახულა და თავისი მაისურიც გადასცა. http://fanebi.com/wp-content/uploads/2021/12/raa-819x1024.jpg http://fanebi.com/wp-content/uploads/2021/12/cano-1024x763.jpg http://fanebi.com/wp-content/uploads/2021/12/mixeil-1024x760.jpg The post “ტორპედოსა” და კვასხვაძის ღირსეული ჟესტი appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  8. ირანელი მსახიობი, რომელსაც ცნობილი ფეხბურთელები ეტრფოდნენ View the full article
  9. რაგბი ევროპამ 2022 წლის ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა, რომელიც ამავდროულად 2023 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპიცაა. შეგახსენებთ, მომავალი მსოფლიო თასის საგზურს, ევროპის შესარჩევი ზონიდან რაგბი ევროპის ჩემპიონატის ორი წლის ჯამით (2021 და 2022 წლები) ორი საუკეთესო გუნდი მიიღებს, მესამე კი საკონტინენტთაშორისო ფლეი ოფში ჩაერთვება. მოცემული მომენტისთვის, 5 თამაშიდან 24 ქულით საქართველო პირველია, 14-14 ქულა აქვთ რუმინეთს და პორტუგალიას, 9 რუსეთს, 7 ესპანეთს და 0 ნიდერლანდებს. 2021 წლის ჩემპიონატის დასკვნით შეხვედრაში, 18 დეკემბერს ნიდერლანდები ამსტერდამში ესპანეთს მასპინძლობს. 2022 წლის ჩემპიონატში ბორჯღალოსნები სამ თამაშს შინ და ორს სტუმრად გამართავენ. ტურნირი 5 თებერვალს იწყება, 6-ში კი საქართველო პორტუგალიას უმასპინძლებს. 12 თებერვალს გასვლა გვაქვს ნიდერლანდებში, ორი კვირის შემდეგ, 27 თებერვალს კი რუსეთს ვმასპინძლობთ. ტურნირის კიდევ ორ შეხვედრას მარტში გავმართავთ და 12-ში რუმინეთს ვესტუმრებით, 20-ში კი შინ ესპანეთს მივიღებთ. საქართველოს რაგბის კავშირი The post რაგბი ევროპა – ვიწყებთ პორტუგალიით, ვასრულებთ ესპანეთით appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  10. ბაჩანა არაბულმა ბერძნული “ლამიას” რიგებში ზედიზედ მეორედ შეაგდო, მაგრამ გუნდი ჯერჯერობით გამარჯვებას ვერ ახერხებს. ამჯერად, “ლამიამ” ორბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა, არაბულმა კი პირველი გოლი პენალტით შეაგდო. The post როგორი პენალტი გაიტანა ბაჩანა არაბულმა (ვიდეო) appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  11. ქუთაისის “ტორპედო” ეროვნული ლიგის პლეი-აუტის მატჩში მარტვილის “მერანს” ძალიან მძიმე სიტუაციაში დაუხვდა. გუნდს პირველი მატჩი 2-0 ჰქონდა წაგებული და მინიმუმ ამავე ანგარიშით მოგება სჭირდებოდა, რათა თამაში დამატებით დროში გადასულიყო. “ტორპედომ” საოცარი ქამბექი დადო (3-2) და ამაში უდიდესი წვლილი ქუთათურმა გულშემატკივარმა შეიტანა, რომელმაც მთელი სტადიონი გადაავსო და საყვარელ გუნდს უდიდესი მხარდაჭერა გამოუცხადა. მთელი შეხვედრის განმავლობაში არ გაჩერებულა მსახიობი ლაშა გაბუნია (გაბუ), რომელმაც მთელი სული და გული ჩადო ფანებთან ერთად ელიგაში დარჩენაში. The post როგორ გულიანად გულშემატკივრობდა გაბუ ქუთაისის “ტორპედოს” “(ვიდეო) appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  12. ამსტერდამის “აიაქსის” მეკარე ანდრე ონანა კარიერას დიდი ალბათობით მილანის “ინტერში” გააგრძელებს. 25 წლის კამერუნი კიპერით არაერთი კლუბია დაინტერესებული, მათ შორის არიან “ინტერი”, “ბარსელონა” და ლონდონის “არსენალი”. ონანა “ბლაუგრანას” აღზრდილია და კატალონიურ კლუბს პატივს სცემს, თუმცა კარიერის გაგრძელება “ნერაძურის” რიგებში სურს. ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს, რომ კამერუნელ მეკარესა და “ინტერს” შორის ზეპირი შეთანხმება უკვე მიღწეულია. ონანას “აიაქსთან” შრომითი ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულში ეწურება, რის შემდეგაც ის თავისუფალი აგენტის სტატუსით მილანურ კლუბს შეუერთდება. The post ონანამ მშობლიურ “ბარსელონას” “ინტერი” არჩია appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  13. რუსული Match TV-ის ინფორმაციით, გიორგი ჩაკვეტაძეს ევროპის ტოპ ლიგის კლუბებიდან რამდენიმე შემოთავაზება აქვს და ის “გენტს” ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვებს. როგორც ირკვევა, ბელგიური კლუბი მის შემცვლელად რუსეთის რანგით მეორე დივიზიონში მოასპარეზე “ველესის” ნახევარმცველს, არტურ გალოიანს მოიაზრებს. “გენტსა” და “ველესს” შორის მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს. ამავდროულად, ცნობილია, რომ რუსეთის მოქალაქე გალოიანის მიმართ ინტერესს “როსტოვი”, მოსკოვის “ლოკომოტივი” და “უფა” იჩენენ. შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძე “გენტის” ღირსებას 2017 წლიდან იცავს. გიორგიმ ბოლო ორ სეზონში ამ გუნდის რიგებში მხოლოდ 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა. The post ჩაკვეტაძე “გენტს” ტოვებს – მის შემცვლელად არტურ გალოიანი სურთ appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  14. სერხიო აგუერომ 33 წლის ასაკში, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, კარიერა დაასრულა. არგენტინელი ფეხბურთელი საავადმყოფოში 30 ოქტომბერს, მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც “ალავესთან” მატჩის მიმდინარეობისას სუნთქვის პრობლემა შეექმნა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მას პრობლემები გულთან ჰქონდა, რის გამოც თამაშს ვეღარ გააგრძელებდა. აგუერო სხვადასხვა დროს “ინდეპენდიენტეს”, “ატლეტიკოს”, “მანჩესტერ სიტის”, “ბარსელონასა” და არგენტინის ნაკრების ღირსებას იცავდა. მან 786 მატჩში 427 გოლი გაიტანა. Sergio Aguero was in tears having to announce his retirement (via @FCBarcelona)pic.twitter.com/pTMe1vap3L — ESPN FC (@ESPNFC) December 15, 2021 The post სერხიო აგუერომ კარიერა დაასრულა appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  15. როგორც დღეს გახდა ცნობილი ლუკა მოდრიჩის და მარსელოს მცირე ხნით უქმობა მოუწევთ. View the full article
  16. NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელის სამიტზე განაცხადა: “პრემიერ-მინისტრი გააგრძელებს რეფორმების განხორციელებას და, ასევე, იმუშავებს ანგარიშვალდებულებასთან დაკავშირებით სასამართლო სისტემის რეფორმაზე და ა.შ. ასევე, მას მოვუწოდებთ, ითანამშრომლოს ოპოზიციასთან, რათა შემცირდეს პოლარიზაცია ქვეყანაში. NATO ელის, რომ საქართველო მხარს დაუჭერს დემოკრატიულ რეფორმებს, რაც ხორციელდებოდა ბოლო წლების განმავლობაში. ბატონო პრემიერ-მინისტრო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა აქ მობრძანებისთვის, რა თქმა უნდა გაგრძელდება საქართველოს და NATO-ს შორის პარტნიორობა. ჩვენ ძალიან ვაფასებთ იმ ძალისხმევას, რომელიც საქართველომ გაიღო ავღანეთში, რამდენიმე წლის განმავლობაში, როდესაც ის ეხმარებოდა ავღანელებს საკუთარ ქვეყანაში მშვიდობიანი ცხოვრებისთვის. ის ძალისხმევა, რომელიც საქართველომ გაიღო 11 სექტემბრის შემდეგ, დასაფასებელია.” The post “დიდი მადლობა აქ მობრძანებისთვის, მოგიწოდებთ, ითანამშრომლოთ ოპოზიციასთან” – NATO-ს გენერალური მდივანი appeared first on [/url]. ALIA.GE
  17. ფოტო – ტვ პირველი დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი, მედეა მოდებაძე “ტვ პირველთან” ამბობს, რომ ის ჯერ სამსახურიდან გაუშვეს, ხოლო როცა საკითხის გარკვევას შეეცადა, მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. მედეა მოდებაძე ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის, ლაშა ტაბატაძის მოადგილეს ადანაშაულებს. თუ არ გახვალ ძალით გაგათრევო, მოსაცდელი კი არ არისო, დამავლო ხელი, მკრა, მე აღარ მახსოვს დავცემულვარ, მომისროლა კარში”, – ამბობს მედეა მოდებაძე. The post ჭიათურის მერიაში მეეზოვე ქალი სცემეს? – “დაცემულვარ, აღარ მახსოვს…” appeared first on [/url]. ALIA.GE
  18. გურიის რეგიონში, ნასაკირალის სკოლაში, რომლის აშენებაც ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, წყალი ჩადის. სამი თვის წინ პრემიერის მიერ საზეიმოდ გახსნილ სკოლაში კედლები დაბზარულია და სახურავი დაზიანებული. სკოლას, რომლის მშენებლობაც 7 მილიონი დაჯდა, ასევე წყლის მიწოდების პრობლემაც აქვს. მოსწავლეების თქმით, სკოლაში არ არის ჩართული ცენტრალური გათბობა. “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ბესიკ ქათამაძე ამბობს, რომ სკოლას წყლის რეზერვუარის საჭიროება ჰქონდა, შევიძინეთ, თუმცა, ძალიან პატარა კაცი აღმოჩნდა არჩეული მერი, თალაკვაძე და უთქვამს, რომ ჩვენი მიტანილი რეზერვუარი არ სჭირდება. პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა სკოლა ავთანდილ თალაკვაძის მაჟორიტარ კანდიდატად წარდგენის დროს, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში საზეიმოდ გახსნა. The post სკოლაში, რომლის აშენებაც 7 მილიონი დაჯდა და საზეიმოდ გახსნეს, წყალი ჩადის – “პატარა კაცი აღმოჩნდა თალაკვაძე” – ვიდეო appeared first on [/url]. ALIA.GE
  19. „ნატო-ს წევრობა საქართველოს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების უმთავრეს საკითხს წარმოგადენს“, – ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრინების ყველა ინსტრუმენტი გააჩნია. „ჩვენ ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა რეგიონში, ქვეყანაში, ვისაუბრეთ არსებულ მოვლენებზე, რუსეთის მიმდინარე ოკუპაციაზე. ბევრჯერ მითქვამს და ვიმეორებ, რომ ნატო-ს წევრობა საქართველოს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების უმთავრეს საკითხს წარმოგადენს, რომელსაც მხარს უწერს ქართველი ერის უმრავლესობა. ალიანსთან მჭიდრო თანამშრომლობთ, საბოლოო ჯამში ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის მკაფიო ხედვის შესამუშავებლად. გაწევრიანებისთვის უკვე ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი გაგვაჩნია და დიალოგს ვაწარმოებთ მოკავშირეებთან, რათა პოლიტიკური გადაწყვეტილება მომზადდეს, ნატო-ში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. The post ღარიბაშვილი: საქართველოს ნატო-ში გაწევრინების ყველა ინსტრუმენტი გააჩნია appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  20. „ბატონ პრემიერ-მინისტრთან ერთად ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს შიდა საკითხებზე“, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ სასამართლო სისტემის რეფორმაზე, მედიის თავისუფლებასა და ანგარიშვალდებულების მიმართულებით მუშაობა გაიზარდოს. „ბატონ პრემიერ-მინისტრთან ერთად ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს შიდა საკითხებზე, ეროვნული პროგრამის განხორციელებაზე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო სისტემის რეფორმაზე, მედიის თავისუფლებასა და ანგარიშვალდებულების მიმართულებით გაიზარდოს მუშაობა და ამ მიმართულებით პოლიტიკური განსხვავება და პოლარიზაციამ იკლოს. ნატო ელის, რომ საქართველო დემოკრატიულ სტანდარტებს მიჰყვება და ბოლო წლებში განვითარებული მოვლენები კიდევ უფრო დაიხვეწება“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. The post იენს სტოლტენბერგი: მნიშვნელოვანია სასამართლო რეფორმაზე მუშაობა, რათა პოლარიზაციამ იკლოს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  21. „რუსეთს ნებისმიერი აგრესია ძვირად დაუჯდება“, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, საქართველო და უკრაინა ფლობენ უფლებას, თვითონვე აირჩიონ თავისი მოკავშირეები. მისი თქმით, რუსეთს არ აქვს უფლება, რომ ამ ორი ქვეყნის არჩევანზე რაიმე გავლენა იქონიოს. „საქართველო არის ერთ-ერთი უახლოეს პარტნიორი ნატოსთვის. რიგაში მოკავშირეებმა მტკიცედ დაადასტურეს, რომ საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ურყევია. ვაგრძელებთ რუსეთის მოწოდებას, რომ სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან გაიყვანოს ძალები. ჩვენ ვთანხმდებით, რომ ნატო ფხიზლად იქნება და ესკალაციას თავიდან აიცილებს რეგიონის. რუსეთს ნებისმიერი აგრესია ძვირად დაუჯდება. საქართველო და უკრაინა ფლობენ უფლებას თვითონვე აირჩიონ თავისი მოკავშირეები. რუსეთს არ აქვს უფლება, რომ ამ ორი ქვეყნის არჩევანზე რაიმე გავლენა იქონიოს. ევროპაში ვგრძნობთ, რომ ორივე ქვეყანა ისტორიის ნაწილია. ნატო გააგრძელებს ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული დახმარების უზრუნველყოფას, ჩვენ მზად ვართ, რომ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები განვამტკიცოთ“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. The post იენს სტოლტენბერგი: რუსეთს ნებისმიერი აგრესია ძვირად დაუჯდება appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  22. ვაზიანის სამხედრო დასახლებაში კაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ამის შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. The post ვაზიანის სამხედრო დასახლებაში კაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  23. ზუგდიდში, გამსახურდიას გამზირზე, ავტომობილი აფთიაქში შევარდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. არსებული ინფორმაციით, ავტომანქანის მძღოლი მანქანის დაპარკინგებას ცდილობდა, რა დროსაც ის შეუძლოდ გახდა. მძღოლი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. The post ზუგდიდში ავტომობილი აფთიაქში შევარდა appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  24. ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ეკატერინე ტიკარაძემ მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში დაბრუნებასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვას უპასუხა. როგორც მან აღნიშნა, თავად კლინიცისტი არ არის, შესაბამისად, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვერ შეაფასებს. ტიკარაძე ამბობს, რომ გლდანის ციხეში გადაყვანასთან დაკავშირებით ის ექიმების რეკომენდაციას გაითვალისწინებს. „მე არ ვარ კლინიცისტი, შესაბამისად, პაციენტის მდგომარეობას ვერ შევაფასებ. ექიმები ჩართულები არიან. ჩვენ ექიმების რეკომენდაციას გავითვალისწინებთ“, – განაცხადა ეკატერნე ტიკარაძემ. The post ეთანხმება თუ არა ეკატერინე ტიკარაძე სააკაშვილის გლდანის ციხეში დაბრუნებას appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  25. ბათუმში, მერიასთან ხმაური და დაპირისპირება იყო. ადგილზე ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები და ვიცე-მერი, ლევან დავითაძე სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. „ენმ“-ს წევრებმა ვიცე-მერს დაუსვეს კითხვა, რატომ გაუქმდა შემოერთებულ ტერიტორიებზე წყლისა და კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაციის პროექტი. საპასუხოდ ლევან დავითაძემ განაცხადა, რომ თუ რაიმე კითხვა არსებობდა, მერიისთვის ოპოზიციონერებს წერილობითი ფორმით უნდა მიემართათ. აღსანიშნავია ისიც, რომ ოპოზიციონერ დეპუტატებს მერიაში ბარიკადები დახვდათ განლაგებული, რამაც მათი პროტესტი გამოიწვია. ამის შემდეგ ადგილზე გამოჩნდა ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანიც. ოპოზიციონერებმა განაცხადეს, რომ ბათუმს კორუმპირებულ მერი ჰყავს. The post ბათუმის მერიაში ხმაური და დაპირისპირება იყო appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
×
×
  • შექმენი...